საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №223 |
|
2020 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდატორად განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2020 წლის 1 ივნისამდე.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის №05/88 ბრძანების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 08.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №223. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.021935.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“, №223, 08.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021935 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4847930/