საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№316
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018701
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2015 წლის 6 ივლისი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (19 თებერვალი, 2015 წელი, №3094-IIს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) განისაზღვროს ლიკვიდირებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფლებამონაცვლედ შემდეგ საკითხებში:

ა) 2015 წლის 27 აპრილამდე  წარმოქმნილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში;

ბ) მოძრავი ქონების და ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისა და მოქმედი კანონმდებლობით განკარგვის ნაწილში;

გ) სასამართლოში სამსახურის მონაწილეობით, 2015 წლის 27 მარტამდე დაწყებული საქმეების დასრულებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ნაწილში.

2. სამინისტრომ უზრუნველყოს სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ შეწყვეტილი სასარჩელო წარმოების მონაწილე მხარეების მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის მხარეებისათვის უკან დაბრუნება. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“ მიღებულია 06.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №316. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018701.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ“, №316, 06.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018701 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2898964/