საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №300 |
|
2017 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
1. შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – სალიკვიდაციო კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ქრისტინე მეფარიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე;
ნინო ბაბუხადია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი;
დავით მამარდაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ფინანსური მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი;
ნუგზარ უძილაური – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მთავარი ბუღალტერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი.
2. სალიკვიდაციო კომისიამ 2017 წლის 2 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა;
გ) საინვესტიციო სააგენტოში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაარქივება/ განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
3. საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლეს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში (შემდგომში – სააგენტო).
4. სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების სააგენტოსთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №158 დადგენილება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №334 დადგენილება.
2. დადგენილების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 2 ივლისიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 22.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №300. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.020009.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“, №300, 22.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020009 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3710531/