საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№197
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.025089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197 

2025 წლის 5 ივნისი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში − ინსტიტუტი).

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის №140 დადგენილება.

მუხლი 2
1. ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.

2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს.

მუხლი 3
დაევალოს სამინისტროს:

ა) ინსტიტუტის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს:

ა.ა) ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას; 

ა.ბ)  ინსტიტუტში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) ინსტიტუტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

გ) განახორციელოს ღონისძიებები, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით;

დ) შექმნას კომისია, ინსტიტუტში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის განხილვისა და წინადადებების მომზადების მიზნით.

 

მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 05.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №197. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025089.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ“, №197, 05.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025089 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6518166/