,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №28
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 24 იანვრის წერილისა და „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 31 იანვრის სარეკომენდაციო წერილის გათვალისწინებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №153, მუხლი 1706) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1.
დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მთავრობის სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ერთი იქნება პრემიერ-მინისტრი.”.
მუხლი 2.
დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მენეჯმენტის გუნდი
1. ემ-სი-ჯი-ს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც დახმარებას უწევს მენეჯმენტის გუნდი. საქართველოს პრეზიდენტი, კომპაქტისა და მართვის ხელშეკრულების შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს.
2. მენეჯმენტის გუნდში შედიან:
ა) აღმასრულებელი დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე;
გ) ხუთი პროექტის დირექტორი;
დ) გარემოსა და სოციალურ პირობებზე ზეგავლენის დირექტორი;
ე) ფინანსური დირექტორი;
ვ) შესყიდვების დირექტორი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი;
თ) მონიტორინგისა და შეფასების დირექტორი;
ი) მთავარი იურისტი.
3. ემ-სი-ჯი-ს აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებსა და მოვალეობებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მართვის ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მენეჯმენტის გუნდის წევრები კომპაქტის, მართვის ხელშეკრულების, ამ დებულებისა და ემ-სი-ჯი-ს შიდა წესების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საპროექტო საქმიანობის განხორციელებას.”.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“ მიღებულია 09.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.10.003.000.411.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“, №28, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.411 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9544/