,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.948
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 14/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა და ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობების (ნორმების) შეთანხმება;

უ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება;“.

2. მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შექმნას და აწარმოოს დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელმწიფო რეესტრი ეკოლოგიური ექსპერტიზის განსახორციელებლად;“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:

,,ო) დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. რეორგანიზებულ იქნენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით რეორგანიზებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით რეორგანიზებული დაწესებულებების შესაბამისი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის გადაცემა.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი     ვ. გურგენიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 09.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.948.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №4, 09.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.948 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7126/