სახელწიფო ტყის ფონდის ხაშურის სატყეო უბნის ცედანის სატყეოდან 509, 5 მ მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016386
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110603013, 03/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის  ხაშურის  სატყეო  უბნის ცედანის  სატყეოდან  5092,5  მ2  მიწის ფართობის ამორიცხვის  შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით, გამწმენდი კომპლექსისა და რეზერვუარების მშენებლობისათვის ხაშურის სატყეო უბნის ცედანის სატყეოს №19 კვარტალის №8 ლიტერიდან ტყით დაუფარავი 5092,5 მ2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადასაცემად.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე მცენარეების ჭრის რეგულირება, მისი საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების მიხედვით.

მუხლი4.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური