„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №361 |
|
2015 წლის 22 ივლისი ქ.თბილისი |
1. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – აჭარის სატყეო სააგენტოს.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ტყის ფონდის საზღვარი ექვემდებარება კორექტირებას, ამორიცხვის წესით ამ მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომლებიც დაკავშირებულია:
ა.ა) სახელმწიფო თავდაცვასთან, უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან;
ა.ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან;
ა.გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან;
ა.დ) სახელმწიფო მნიშვნელობის ციფრულ მაუწყებლობასთან;
ბ) საინვესტიციო წინადადების არსებობისას, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტებისა, საინვესტიციო ღირებულებით ერთ ამოსარიცხ ჰექტრამდე არანაკლებ 250 000 ლარის პროექტის განსახორციელებლად, ამორიცხვას ექვემდებარება ფართობი არაუმეტეს 3 ჰექტრისა, ამოსარიცხი ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნების პირობით;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების სახელმწიფო ტყის ფონდში მოქცევის გამოვლენისას. აღწერის პროცესში გამოვლენილი ქონება ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას, ფაქტობრივად დადგენილი საზღვრის ფართობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფაქტობრივი საზღვრის დადგენა, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს უძრავი ქონების მიმდებარე არაუმეტეს 1 ჰექტრამდე ტერიტორიის;
დ) აღნიშნული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელმა პირმა შესაბამისი ქონების განკარგვიდან 12 თვის განმავლობაში, უნდა განახორციელოს ფულადი კომპენსაცია ტყის ფონდის ყოველ ამორიცხულ 1 ჰექტარზე 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდა განხორციელდება ტყის ფონდის მართვის ორგანოს ანგარიშზე, შემდგომში სატყეო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფისთვის;
ე) ამ დადგენილებიდან გამომდინარე, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და საინვესტიციო პროექტების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი უფლებამოსილია ხელახლა განკარგოს შესაბამისი ქონება, სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩამატება;
ვ) აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში;
ზ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს, მხოლოდ შესაბამისი დადებითი დასკვნის წარდგენის შემდეგ;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა, აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი;
ი) ობიექტური გარემოებების (შესაბამის ტერიტორიაზე დაგეგმილი ან მიმდინარე სატყეო-სამეურნეო და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები) არსებობის შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია ამ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არ შეითანხმოს საკითხი, რის თაობაზეც, დასაბუთებული უარი ეცნობება სამინისტროს;
კ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ტყის ფონდის ფართობის კორექტირება ამორიცხვის წესით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.
|