თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2017 ბოლო ცვლილება 29.07.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№291
სარეგისტრაციო კოდი
190020000.10.003.020000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №291

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 153-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის №144 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის  დაბეგვრის წესი

მუხლი 1. ზოგდი დებულებები

1. ეს წესი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს თავისუ­ფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებული­ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასა­ხადით დაბეგვრის წესს.

2. თავისუ­ფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებული­ საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასა­ხადით დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერ­მინების მნიშვნელობებია:

ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო – ნე­ბის­მიერი სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც რეგის­ტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დაქირავებული – საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც დაქირა­ვებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ. ამასთან, დაქირავებულად არ ითვლება ფიზიკური პირი, რომე­ლიც ამ საწარმოსათვის ახორციელებს ხელშეკრულების ფარ­გლებში მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ქონების იჯა­რით (ქირით) გადაცემას;

გ) ხელფასი – საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი), რო­მელიც საკასო მეთოდით განისაზღვრება საქართველოს საგა­დასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და საგა­დასახადო მიზნებისათვის მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

 

მუხლი 3. საშემოსავლო გადასახადის გადახდის წესი

1. ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ თავისუ­ფა­ლი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში – საწარ­მო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

2. დაქირავებულის მიერ საწარმოში მიღებულ შემოსა­ვალ­ზე საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

მუხლი 4. საგადასახადო ანგარიშგება

1. დაქირავებული ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგა­რი­შო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საწარმო ვალდებულია, საგადასახადო წლის დამთავ­რებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში – ლიკვიდაციის თაობაზე გადა­წყვე­ტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგა­დასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია დაქირავებულ­ზე გაცემული ანაზღაურების თანხების, დაქირა­ვებულების გვარის, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის თაობაზე (და­ნართი №1).

3. ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადა­სა­ხადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზ­ნით, საწარმოს შეუძლია, დაქირავებულის თანხმობით, ნება­ყოფ­ლობით შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, და­კა­ვებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმომ საგადასახადო აგენტის ფუნქციების დაკისრების  შე­სახებ წინასწარ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგა­დასახადო სამართალდარღვევისათვის მის მიმართ არ გამო­იყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, საგა­დასახადო სანქციები. ასეთ შემთხვევაში, საგადასა­ხადო პასუ­ხისმგებლობის სუბიექტად ითვლება დაქირავე­ბუ­ლი, რომლის მაგივრადაც საწარმომ შეასრულა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

ამ წესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დაქირავებულს პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


დანართი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე (დაქირავებულებზე) ხელფასის სახით განაცემების შესახებ

 

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს:

 

დასახელება _____________________________________

 

 

               

  საიდენტიფიკაციო ნომერი №

 

დაქირავებულის სახელი და გვარი

დაქირავებულის საიდენტიფიკაციო (პირადი) ნომერი

ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი თვეების მიხედვით (ლარი)

1

 

 

 

2

 

 

 

3

 

 

 

4

 

 

 

5

 

 

 

6

 

 

 

7

 

 

 

8

 

 

 

9

 

 

 

10

 

 

 

11

 

 

 

12

 

 

 

 

საწარმოს პასუხისმგებელი პირი _________________________    

                            (ხელმოწერა)

 

                                                       ბ. ა.

           

შენიშვნა: ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,  ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში – ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვე­ტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.