დუშეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ,,სოფლის პროგრამის ფარგლებში~, სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 1800 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 040211, 04/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

დუშეთის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ,,სოფლის პროგრამის ფარგლებში“, სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან1800მ2მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

მუხლი1.საქართველოს ტყის კოდექსის მე-18მუხლის პირველი და მე-2ნაწილებისა და,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის13აგვისტოს№240დადგენილებით დამტკი­ცე­ბული წესის მე-4მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს დუ­შეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებ ში სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის წინადა­დება და სსიპ– სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდება­რებუ­ლი ფასა­ნაურის სატყეო უბნის დუშეთის სატყეოს№26კვარ­ტალის№8 და№11 ლიტერებიდან1800მ2მიწის ფართო­ბი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან, ,,სოფლის პროგ­რამის ფარგ­ლებში“ სოფელ საშაბუროს საავტომობილო გზის რეაბილი­ტაციისა და მშენებლობის მიზნით, საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალურ საკუთრე­ბაში გადაცემისათვის.

მუხლი2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემა­ვალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი3.სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტე­რი­ტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობი­დან გამომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწ­ყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ– სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ,,სახელმწიფო ქო­ნების შესახებ“ საქართველოს კანონის291მუხლის შესაბა­მისად.

  პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური