1. სარკინიგზო ტრანსპორტი ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და მოწოდებულია დააკმაყოფილოს მოსახლეობის, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის საწარმოთა და ორგანიზაციათა მოთხოვნები შიდა და საერთაშორისო მომოსვლაში გადაყვანა–გადაზიდვასა და სხვა მომსახურებაზე.

2. სარკინიგზო ტრანსპორტის შეუფერხებელი და ზუსტი მუშაობის აუცილებლობა, მგზავრების, ტვირთის, ტვირთბარგისა და მინდობილი ქონების დროული და უდანაკარგო გადაყვანა-გადაზიდვა დანიშნულების პუნქტებში, აგრეთვე მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს მუშაკთა მაღალი შეგნებასა და ორგანიზებულობას, სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა სამსახურის, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების გამართულ და ოპერატიულ ურთიერთმოქმედებას, ყოველი მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებას.

3. დისციპლინის ცალკეული დარღვევების შემთხვევები სარკინიგზო ტრანსპორტზე საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სამანევრო სამუშაოებსა და მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, გადასაზიდი ტვირთის, ბარგისა და მინდობილი ქონების დაცვას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება