1. მუშაკი, რომელმაც დაუშვა დისციპლინური გადაცდომა, რამაც საფრთხე შეუქმნა მატარებელთა უსაფრთხოებასა და სამანევრო მუშაობას, ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, უნდა გადააყენოს სამუშაოდან ამ სამუშაო დღით (ცვლით) თანამდებობის პირმა, რომელიც ამ უბანზე ახორციელებს განმკარგულებელი ან საკონტროლო-საინსპექციო ფუნქციებს, და ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი ხელმძღვანელს. შეტყობინებაში დეტალურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები და გარემოებები.
2. მუშაკის თანამდებობიდან საფუძველმოკლებული გადაყენება იწვევს არსებული წესით თანამდებობრივი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება