1. მუშაკთა შრომითს დავას, მათ მიმართ დისციპლინური სასჯელების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ შრომის დავის საკითხების კომისიები და რაიონული (საქალაქო) სასამართლოები.

2. ამ დებულების მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოცხადებული დისციპლინური სასჯელი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

„შეთანხმებულია“ საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტის პრეზიდიუმის 1998 წლის 30 ივნისის N26/14 დადგენილებით

პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

რ. ბუგიანიშვილი

„ვამტკიცებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი

მ. ადეიშვილი

1998 წლის 14 აგვისტო

ნუსხა
№
1

დისციპლინის უხეში დარღვევებისა, რომელთა ჩადენის დროსაც შეიძლება გამოყენებული იქნეს დისციპლინური სასჯელები, რომლებიც გათვალისწინებულია დისციპლინური დებულების 15 პუნქტით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 371 მუხლების შესაბამისად იმ კატეგორიის მუშაკებისათვის, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ დარღვევებისათვის და არ საჭიროებენ შეთანხმებას პროფკავშირულ ორგანიზაციასთან

№

დისციპლინის დარღვევის სახეობა

მუშაკთა კატეგორია

1.

ამკრძალავი ნიშნის გავლა, რასაც შედეგად მოყვა მარცხი, ავარია.

ლოკომოტივის, ძრავა ვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის

მძღოლი.

2.

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.

ლოკომოტივის, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლი.

3.

ავტომუხრუჭების მოსინჯვის და გზაში მსვლელობისას მათი მოქმედების გასინჯვის წესის დარღვევა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.

ლოკომოტივის, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის მემანქანე, არამოხსნადი ტიპის ძრავარელსიანი ტრანსპორტის მძღოლი.

4.

დაკავებულ გადასარბენზე მატარებლის გაშვება ან დაკავებულ ლიანდაგზე მატარებლის მიღება:  მატარებლის მიღება ან გაშვება მოუმზადებელ მარშრუტზე;  ისრის  გადაყვანა მატარებლის ქვეშ; მატარებლის მიღების ან გაშვების მარშრუტებზე და გადასარბენზე მოძრავი შემადგენლობის გაქცევა; მახარისხებელ გორაკზე ფეთქებადი და საშიში ტვირთით დატვირთული ვაგონების ულოკომოტივოდ გაშვება, რომელთაც გადაზიდვის საბუთებში აქვთ აღნიშვნა „გორაკიდან არ ჩაუშვათ“; გადააზიდვის საბუთებში და სანატურო ფურცლებში შტემპელის დაუსმელობისათვის, რომელსაც მოჰყვა ადამიანთა ტრავმირება ან სიკვდილი, მარცხი, ავარია, მოძრავი შემადგენლობის ან სარკინიგზო ტრანსპორტის სხვა მოწყობილობების დაზიანება, რომელთაც ესაჭიროება კაპიტალური შეკეთება

სადისპეტჩერო სიგნალიზაციით აღჭურვილი უბნების სამატარებლო დისპეტჩერი,  სადგურის მორიგე საისრე საგუშაგოს უფროსი მორიგე (მორიგე), მატარებლის შემდგენელი, კონდუქტორი, სიგნალისტი, ვაგონების მოძრაობის სიჩქარის უფროსი დამრეგულირებელი (დამრეგულირებელი), სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი (უფროსი ელექტრომექანიკოსი), მახარისხებელი გორაკის მორიგე, გორაკის ოპერატორი,მატარებლების შემდგენელის თანაშემწე. სატვირთო მოლარე.

5.

მატარებლის გაშვება სამუხრუჭე მაგისტრალის ბოლო გადაკეტილი ონკანებით

მატარებლის გამსინჯველი

6.

სალიანდაგო სამუშაოების ადგილის გაჩერების სიგნალებით შემოუზღუდაობა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა ტრავმირება ან სიკვდილი, მარცხი, ავარია.

სამუშაოს ხელმძღვანელები: სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი საგზაო ოსტატი, საგზაო ოსტატი, საგზაო ბრიგადირი, რომლებსაც დადგენილი წესით უშუალოდ ეკისრებათ სამუშაოთა ადგილის სიგნალებით შემოზღუდვა.

7.

მოწყობილობის უწესივრობით ან გადასავალის მორიგის მიერ თავისი მოვალეობების დარღვევის შედეგად ავტომატური გადასავალის სიგნალიზაციითა და ავტოშლაგბაუმით აღჭურვილ გადასარბენზე მომხდარი

დატაკება.

გადასავალის მორიგე.

8.

8. საგზაო შუქნიშანზე ნებადამრთველი სიგნალის მცდარი გამოჩენა ამკრძალავის მაგივრად, სცხ-ს მოწყობილობის, მომსახურების და რემონტის ტექნოლოგიის დარღვევის მიზეზით, რამაც გამოიწვია მარცხი, ავარია ან მოძრავი შემადგენლობის ლიანდაგიდან

აცდენა.

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და  ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

(უფროსი ელექტრომექანიკოსი).

9.

ბუქსის კვანძის გაუმართაობით გამოწვეული წყვილთვალების ღერძის ყელის გატეხა, რასაც მოჰყვა მარცხი, ავარია.

ვაგონების გამსინჯველი, ვაგონების გამსინჯველ-შემკეთებელი, მოძრავი შემადგენლობის შემკეთებელი ზეინკალი.

10.

ტვირთის დამაგრების ტექნიკური პირობებისა და წესების დაუცველობით გამოწვეული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რამაც გამოიწვია მარცხი, ავარია.

სადგურის უფროსი; სადგურის უფროსის მოადგილე; გამგე; სატვირთო რაიონის საკონტეინერო განყოფილების (მოედნის),  პაკჰაუსის (საწყობის); ტვირთისა და ბარგის უფროსი მიმღებ-ჩამბარებელი (მიმღებ-ჩამბარებელი); მოსაზღვრე სადგურების ტვირთის გადაცემის აგენტი; დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დისტანციის საწარმოო უბნის ოსტატი (ბრიგადირი), რომლებსაც დადგენილი წესით უშუალოდ ევალებათ ტვირთის დამაგრების პირობებისა და წესების შესრულება.

11.

სამგზავრო ვაგონებში ხანძრის დაშვების

შემთხვევების მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.

სამგზავრო მატარებლის უფროსი,მატარებლის ელექტრომექანიკოსი,სამგზავრო მატარებლის გამყოლი.

12.

თავისუფალი ადგილების გადამალვა, უბილეთო მგზავრების გადაყვანა, და აგრეთვე ჩასხდომაზე უარის თქმა გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტების არსებობისას.

სამგზავრო მატარებლის უფროსი, სამგზავრო მატარებლის გამყოლი.

13.

ბუქსის გადახურების საკონტროლო სიგნალიზაციის გამორთვა.

სამგზავრო მატარებლის გამყოლი, მატარებლის ელექტრომექანიკოსი.

14.

სამგზავრო ვაგონის დეტალების ვარდნა,რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი ან

ავარია.

ვაგონების გამსინჯველი.

15.

სამგზავრო მატარებლის გადასარბენზე გაჩერებისას შემოღობვის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია მატარებლის მარცხი, ავარია.

მატარებლის უფროსი, სამგზავრო

ვაგონის გამყოლი.

16.

ტვირთის დაცვის საგუშაგოს, სახანძრო ქვედანაყოფის ობიექტებისა და საბრძოლო ჯგუფეულის თვითნებური მიტოვება.

განყოფილების, ჯგუფის

უფროსი; უფროსი მეხანძრე, მეხანძრე, ოსტატი, სახანძრო

ავტომობილის მძღოლი.

„შეთანხმებულია“ საქართველოს რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირის საგზაო კომიტეტის პრეზიდიუმის 1998 წლის 30 ივნისის
№
26/14 დადგენილებით

პროფესიული კავშირის თავმჯდომარე

რ. ბუგიანიშვილი

„ვამტკიცებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი

მ. ადეიშვილი

1998 წლის 14 აგვისტო

ნუსხა
№
2

მუშაკთა კატეგორიისა, რომელთაც ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგენილი ქცევის წესების დარღვევისათვის არასამუშაო დროს, სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის დისციპლინური დებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად

1. თანამდებობის პირები.

2. სალოკომოტივო, სამგზავრო და რეფრიჟერატორული მატარებლების (სექციების) თანმხლები, მატარებლებსა და სადგურებში ტვირთის დამცველი ბრიგადის მუშაკები;

სალოკომოტივო ბრიგადების მემანქანე–ინსტრუქტორები;

აღმდგენი მატარებლების, სასამსახურო, სპეციალური საბარგო და შემკრებ-სარიგებელი ვაგონების მუშაკები, ვაგონ-რესტორნის მუშაკები:

ჰოპერ-დოზატორული და დუმპკარული მარშრუტების, შეუღლებული ტიპის ვაგონ-ტრანსპორტიორების მუშაკები;

ელექტრომომარაგების დისტანციის მუშაკები, დრეზინის მძღოლები, ავტომატრიცის, საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი, წევის ქვესადგურების, ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის შემკეთებელი, საკონტაქტო ქსელის რაიონების უფროსი ელექტრომექანიკოსები (ელექტრომექანიკოსები), ელექტრომომარაგების, წევის ქვესადგურების, სარემონტო-სარევიზიო უბნის მუშაკებ