1. ხელმძღვანელი მოვალეა სასჯელის დადებამდე ყოველმხრივ და ობიექტურად გაერკვეს ჩადენილი დარღვევის მიზეზებსა და მოტივებში, წინასწარ მოითხოვოს მუშაკისაგან, რომელმაც ჩაიდინა ეს დარღვევა, წერილობითი ახსნა-განმარტება.
2. ახსნა-განმარტებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს დამნაშავე მუშაკს. დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
3. დისციპლინური სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის დონესა და სიმძიმეს, გარემოებებს, რომელთა დროც იგი იყო ჩადენილი, მუშაკს გადაცდომის სიმძიმეს.
4. დისციპლინური სასჯელის სახეობის განსაზღვრისას ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს ამ გადაცდომის ხასიათი, მისგან მიყენებული ზარალი, გარემოებები, როდესაც იგი იყო ჩადენილი, აგრეთვე გადაცდომის ჩამდენი მუშაკის წინა სამსახური.
5. დისციპლინური სასჯელის დადებისას ხელმძღვანელმა უნდა დაიცვას სამსახურებრივი ეთიკა და არ დაუშვას ხელქვეითის პირადი ღირსების შელახვა.
6. დისციპლინური სასჯელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, მუშაკის სამგზავრო და სატვირთო მატარებელში ყოფნის, ავადმყოფობის, შვებულებაში ყოფნის დრო და აგრეთვე მუშაკის მიერ ჯამური დასვენების დღეების გამოყენების ჩაუთვლელად.
7. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის მასალების გადაცემის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი გამოიყენება არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ან მის შეწყვეტაზე ურის თქმის დღიდან.
8. ყოველ შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება დადებული იქნეს არაუგვიანეს ექვსი თვისა, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის შედეგების მიხედვით - გადაცდენის ჩადენის დღიდან არა უგვიანეს ორი წლის ვადის გასვლისა, ამ ვადაში არ ჩაითვლება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრ