1. თუ მუშაკს, სასჯელის დადების დღიდან წლის განმავლობაში ახალი დისციპლინარული სასჯელი არ მიუღია, იგი დისციპლინური სასჯელ დადებულად არ ითვლება, მაგრამ ეს არ ეხება იმ მუშაკების თანამდებობაზე აღდგენას, რომლებიც განთავისუფლებული ან დათხოვნილი არიან თანამდებობიდან ამ დებულების მე–15 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. თუ მუშაკმა გამოავლინა  შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ამასთან არ დაუშვა შრომის დისციპლინის ახალი დარღვევა, მაშინ მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სასჯელი შეიძლება მოხსნილ იქნეს ერთი წლის გასვლამდეც.

3. მუშაკის სამუშაოზე აღდგენამდე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მატარებელთა მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან, მან უნდა ჩააბაროს დაწესებული გამოცდები. იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი ორჯერ ვერ ჩააბარებს ამ გამოცდებს, იგი მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნება სხვა სამუშაოზე კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ხოლო გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოქვეითების პერიოდი სამ თვეს არ აღემატება, მუშაკისათვის, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მატარებელთა მოძრაობასა და სამანევრო მუშაობასთან, გამოცდა არ ტარდებ