1. უწყებრივი მედლით დაჯილდოება, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით.
2. უწყებრივი მედლით სამხედრო მოსამსახურის დაჯილდოება ხდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე.
3.
„უწყებრივი მედლის“ ნიმუშს შეიმუშავებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
შენიშვნა:
უწყებრივი მედლით დაჯილდოება ხორციელდება ამ წესდებითა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისა