განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100117002159638
საქმე #1ბ/83-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილი
თამთა სირაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გი----------------ე,ადვოკატის: ზუ---------–---–---–-ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ-------------–--------–--- პროკურატურის პროკურორის გი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ბ--–---–---–-ს (დასწრების გარეშე) (დ----------–-------–-–-----------------------------–----------–----------------------------------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------–------------------------------------------------–ი) მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად დ----- ბი-–---–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
დ----- ბ--–---–---–-, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2016 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 19:05 საათზე, თ---–-----------–-----–---------ს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე მართავდა ,,ბ----------------------------------------–-–---------------------------.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
დ----- ბ--–---–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ----- ბ--–---–---–- წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ----- ბ--–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით დ----- ბ--–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ხანგრძლივობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილი- 1 000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ დ----- ბი-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------------–--------–--- პროკურატურის პროკურორმა გი----------------ემ და მოითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლებულ დ----- ბ--–---–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ-------------–--------–--- პროკურატურის პროკურორის გი----------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, თუმცა გამართლებულ დ----- ბ--–---–---–-ს ქმედებას არ მიეცა მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თე------–-------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ დ----- ბ--–---–---–- მისი მეუღლეა, 2016 წლის 20 დეკემბერს, მასთან და შვილებთან ერთად, ბმვ X5 მარკის ავტომანქანით, ს-------------ნ ბრუნდებოდა ქ.თბილისში და გაჩერდა გ----------------–----ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასახმელად. საჭესთან იჯდა თვითონ, ხოლო მეუღლე - გვერდით. საწვავის ჩასხმის მომენტში შეუძლოდ გახდა, გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და თვალთ დაუბნელდა. უთხრა დ-----ს, რომ ვერ იყო კარგად და საჭესთან გადმოსულიყო. დ----- დაჯდა საჭესთან და სადგურიდან დაახლოებით 100 მეტრის გავლის შემდეგ გაიგონა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ხმა, რომ გაჩერებულიყვნენ. ვინაიდან დ-----ს ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება, პატრულის თანამშრომლებმა იგი დააჯარიმეს და მანქანა ჩამოართვეს. დ-----მ მეგობრებს დაურეკა და მათი მანქანით ისევ ს----------–- დაბრუნდნენ და მივიდა ექიმთან, შეიტყო, რომ მაღალი წნევა ჰქონდა. შემდეგ თბილისში, კერძოდ ”ინ----------- კლინიკაში” ჩაიტარა გამოკვლევები. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მოსვლია, თუმცა არა მანქანის მართვის დროს. ადრე ავარიაში მოყვა და თავის ტკივილები მას შემდეგ აწუხებს. იმ კონკრეტულ მომენტში მას მანქანის მართვა არ შეეძლო. დ-----მ შესთავაზა, სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებო, თუმცა უარი უთხრა, რადგან ბავშვებიც მანქანაში ისხდნენ და სურდა სახლში მალე მისულიყო. საბოლოოდ დ-----ს მეგობრებმა წამოიყვანეს ს----------–- მდებარე კლინიკაში.
მოწმე გი---------------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, 2016 წლის 20 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გი----–-------სთან ერთად. თ---–-----------–---- საავტომობილო გზის 23-ე კმ/ზე, გასწრების მიზნით, უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა ბმვ X5 მძღოლმა. მას მიუთითეს, რომ გაჩერებულიყო. საჭესთან იჯდა დ----- ბ--–---–---–-, რომლის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. მანვე განუმარტა, რომ საჭესთან მეუღლის შეუძლოდ გახდომის გამო იჯდა, რაც ასევე აღნიშნა ქალბატონმაც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შეთავაზებაზე, მან უარი განაცხადა. ვიზუალურადაც არ ეტყობოდა, რომ რამე აწუხებდა. მანქანა გადაიყვანეს საჯარიმო სადგომზე და საქმე გადაეცა გამოძიებას. ვიდრე ისინი დოკუმენტებს აწესრიგებდნენ, მათთან მეგობარი მივიდა და მანქანით წაიყვანა. იგი თბილისიდან მოვიდა თუ ს-------------ნ არ იცის, ასევე არ ახსოვს ბავშვები ისხდნენ თუ არა მანქანაში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გი----–-------მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ შეჩერების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში არის დასახლებული პუნქტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახების შემთხვევაში მალევე (10 წუთი) მოვიდოდა, ახსოვს, რომ მანქანაში ბავშვები ისხდნენ.
მოწმე ზა-------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტომანქანა ბმვ X5 მისგან შეიძინა თ----- შ-------–---–მა, თუმცა თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, უკან დაუბრუნა. მანქანა მასზე არ დარეგისტრირებულა.
შსს მომსახურების სააგენტოს მიერ თ----- შ-------–---–ის სახელზე გაცემულია მართვის მოწმობა ნომრით A--------.
შპს ”კ-–------” ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 20 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, თ----- შ-------–---–ს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, კარდიონევროზი. ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა - კაპტოპრილი, ვალოკორდინი, ანალგინი, დიმედროლი, გრანდექსინი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, იმის თაობაზე, რომ დ----- ბი-–---–---–მა ქმედება ჩაიდინა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებების პირობებში. საქმის მასალებით მართალია დასტურდება, რომ თ---–-----------–-----–---------ს საავტომობილო გზაზე, ავტომანქანის მართვის დროს თ----- შ-------–---–ი შეუძლოდ გახდა, თუმცა მისივე ჩვენებით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომ მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად უკიდურესი ღონისძიება იყო დ----- ბ--–---–---–-ს მიერ კანონის დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ ავტომანქანის მართვაში. ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ----- შ-------–---–ი შეუძლოდ გახდა გ----------------–----სთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე. დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 100 მეტრში და შექმნილი სიტუაციაში თ----- შ-------–---–ისთვის დახმარების აღმოჩენა შესაძლებელი იყო სხვა საშუალებებით: სასწრაფო სამედიცინო დამხარების გამოძახებით ან საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მისი გადაადგილებით, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული შემხთვევა არ ხდება უკაცრიელ ადგილას და ხელმისაწვდომია მათთვის ამ დახმარებების ოპერატიულად მიღება.
თავად თ----- შ-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დ----- ბ--–---–---–-ს საჭესთან დაჯდომა გამოიწვია მისმა შეუძლოდ გახდომამ, რა დროსაც მას საშუალება არ ჰქონდა გაეგრძელებინა მანქანის მართვა, საწავის ჩასხმის მომენტში შეუძლოდ გახდა, გულის არეში ძლიერი ტკივილი იგძნო და თვალს დაუბნელდა, ხოლო დ----- ბ--–---–---–-ს შეთავაზებაზე, გამოეძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ბავშვები მანქანაში ისხდნენ და სახლში მისვლა სურდა. ამასვე ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული პატრულ ისნპექტორი გი---------------–---–-, რომლის ჩვენების თანახმად მის შეთავაზებაზე, გამოეძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თ----- შ-------–---–მა უარი განაცხადა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დ----- ბ--–---–---–-ს ქმედება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილად მიიჩნია იმის გამო, რომ თ----- შ-------–---–ს რომ გაეგრძელებინა მანქანის მართვა, საფრთხე შეექმნებოდა მას და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთლებას, ასევე შემთხვევის ადგილზე მიმავალ სხვა მგზავრებსაც, შესაბამისად საფრთხე იმწუთიერი და რეალური იყო. რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს მომდინარე საფრთხე, რაც გულისხმობს ისეთ ობიექტურ საფრთხეს, რომელიც რეალურია იმ მომენტისთვის, რომლის თავიდან აცილების უკიდურესი ვითარებაა შექმნილი და რომ არა ხელყოფა, სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა კი მიმართულია იმ მომენტისთვის არარსებულ საფრთეზე. უკიდურესი აუცილებლობა კი არ გულისხმობს თეორიული საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მომავალში ან დადგეს ან არა. საფრთხე უნდა იყოს იმ წუთიერი და ხელყოფა უნდა იყოს ერთადერთი გზა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ასევე გადარჩენილი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე დაზიანებული.
განსახილველ შემთხვევაში კი მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შემდგომ ირკვევა, რომ დ----- ბ--–---–---–-ს მიერ კანონის დარღვევა არ იყო ერთადერთი საშუალება თ----- შ-------–---–ისთვის დახმარების აღმოსაჩენად. კერძოდ მოწმე გ-----–-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იმ ადგილიდან, სადაც დ----- ბი-–---–---–მა მანქანა შეაჩერა, დაახლოებით 100 მეტრში არის დასახლებული პუნქტი, იქვე არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლის მოსვლასაც 10 წუთი დასჭირდებოდა. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შემთხვევა არ მომხდარა უკაცრიელ ან რთულად მისადგომ ადგილას, სადაც არ იყო არავითარი შესაძლებლობა, დ----- ბი-–---–---–ს ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებიდან თავის დასაღწევად მიეღო გონივრული მომსახურება, როგორიც არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, საპატრულო პოლიციისთვის მიმართვა, ან სხვა ალტერნარტიული საშუალება, თუნდაც მისი მეგობებისთვის დახმარების თხოვნა, როგორც ეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მათი გაჩერების შემდგომ გააკეთა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სხვა ალტერნატიული საშუალების გამონახვა არაეფექტური იქნებოდა და ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და ვერც საპატრულო ეკიპჟისთვის მიმართვა ვერ უზურნველყოფდა ავტომანქანით მათ სახლში მიყვანას და დ----- ბ--–---–---–-ს მეუღლეს ბავშვებთან ერთად ზამთრის თვეში რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწევდათ თ---–-----------–---- საავტომობილო გზაზე დგომა, პალატა მიუთითებს, რომ უკიდურესი აუცილებლობის დროს დაცვითი ქმედება უნდა განაპირობებდეს საფრთხის აღმოფხვრას და ამისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება უნდა შეირჩეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი მითითებული გარემოებებს შესაძლებელია მართლაც გამოეწვიათ გარკვეული დისკომფორტი მგზავრთათვის, თუმცა დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ვერ იქნება გამართლებული დ----- ბ--–---–---–-ს ქმედება და მის მიერ განაჩენით დაკისრებული აკრძალვის დარღვევა. ამავდორულად მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვან გადარჩენილ სიკეთედ, ვიდრე დაზიანებული.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლი იძლევა უკიდურესი აუცილებლობის დეფინიციას. აღნიშნული მუხლის თანახმად ,,მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე“. სსკ-ის 30-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უკიდურესი აუცილებლობის ნიშნებია: 1.უკიდურესი მდგომარეობა, 2. უკიდურესობით გამოწვეული ქმედება, 3. ინტერესთა ურთიერთშეჯერება და სუბიექტური ნება. მითითებული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ უკიდურესი აუცილებლობის ვითარებას აფუძნებს გარკვეული საფრთხე, რომლის თავიდან აცილებას პირი ცდილობს ამ მუხლით დადგენილ ფარგლებში. ამასთან საფრთხე უნდა იყოს რეალური და იმწუთიერი. საფრთხის აცილების სხვა ალტერნატიული საშუალება არ უნდა არსებობდეს და დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე გადარჩენილი. ხოლო უკიდურესი აუცილებლობის ვითარების დასადგენად უნდა გაირკვეს რა ბუნების და რისგან მომდინარე შეიძლება იყოს ეს საფრთხე და ასეთი საფრთხის ასაცილებლად რას ან ვის შეიძლება მიადგეს ზიანი. უკიდურეს მდგომარეობაში ჩადენილი ქმედება კი, როგორც საფთხის თავიდან აცილების საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამართლებულად, თუ ეს ქმედება სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის ნებით არის წარმართული. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის უკიდურესი აუცილობლობა, რომლის არსებობაც დ----- ბ--–---–---–-ს ქმედებას გაამართლებდა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ დ----- ბ--–---–---–- წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და მისთვის კარგად იყო ცნობილი მართვის უფლების აკრძალვის არსი და დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგი.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე დ----- ბ--–---–---–-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----- ბი-–---–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ დ----- ბი-–---–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა და დამატებით სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დ----- ბი-–---–---–ს სასჯელი უნდა განესაზრვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (59.3) შესაბამისად, ვინაიდან ქმედება, რომლისთვისაც დ----- ბი-–---–---–ს მსჯავრი დაედო გასაჩივრებული, (ბოლო) განაჩენით, ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენის გამოტანამდე, 2016 წლის 20 დეკემბერს, რა დროსაც დ----- ბ--–---–---–- ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დ----- ბი-–---–---–ს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევ პირს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე (59.4.3) ნაწილის შესაბამისად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------------–--------–--- პროკურატურის პროკურორის გი----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დ----- ბ--–---–---–-ს მიმართ.
დ----- ბ--–---–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა ჯარიმამ 1500 ლარის ოდენობით შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოო დ----- ბი-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
დ----- ბ--–---–---–-ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ----- ბ--–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/