განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001841704
საქმე №2/ბ-423-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნ--- კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------ მ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–-- ს---------ე
წარმომადგენელი - გ-------– ბ--------ე
დავის საგანი - ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2.1.1. 2017 წლის 14 მარტს ნ-----–-- ს---------ემ (მოსარჩელე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს (მოპასუხე, შემდგომში აპელანტი) მიმართ ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის ბრძანებების (№9-- და №1------) ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2.1.2. მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ის მიერ სარჩელში გადმოცემული განმარტებით, 2014 წლის 11 სექტემბერს ერთხმად იქნა არჩეული ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორად სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ, რის შემდეგაც, მასსა და სკოლას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. იგი ყოველთვის პირნათლად და წარმატებით ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.2--- წლის 02 აგვისტოს მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით მან ბანკიდან გამოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რომლის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის ბუღალტრის მიერ თანხების უკანონოდ მითვისებას. კერძოდ, ამონაწერში მითითებული იყო, რომ სკოლის თანხები ირიცხებოდა ,,ცეკვის წრის“ მასწავლებელ გ--------------–---ის ანგარიშზე, მაშინ როდესაც სკოლაში არ არსებობდა რაიმე სახის წრე, ხოლო თავად გ--------------–---ი არის ბუღალტერ ნ-----------–---ის შვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დაუყოვნებლივ განცხადებით მიმართა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, რომ სკოლის ბუღალტერი ნ-----------–---ი უკანონოდ ითვისებდა თანხებს, სახელდობრ, მას შემუშავებული ჰქონდა სკოლის ფინანსების მითვისების სქემა, რაც აამოქმედა წინა დირექტორის - დავით ყუფარაძის დროს და შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული თანხის (58.996 ლარის) დიდი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელის დირექტორობის პერიოდში მიითვისა. მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც დირექტორმა, პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს ბუღალტრის უკანონო ქმედებების შესახებ, მინისტრის გადაწყვეტილებით სწორედ ის განთავისუფლდა სამსახურიდან. თავდაპირველად, შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის ბრძანებით (№9--, 0---------), ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს წარედგინა მიმართვა, ნ-----–-- ს---------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ქ.ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის მიმართვასთან დაკავშირებით, შეისწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოისმინა დირექტორის განმარტებები და დარწმუნდა რა მის უდანაშაულობაში, მიიღო გადაწყვეტილება მისთვის, როგორც სკოლის დირექტორისათვის, არ შეეწყვიტათ უფლებამოსილება. მიუხედავად სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებისა, გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრმა, 2--- წლის 27 დეკემბერს მაინც გამოსცა №1-------- ბრძანება მასთან,როგორც სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც უკანონოა და ამდენად, მისი სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ, სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის მხრიდან სისტემატური ხასიათი ჰქონდა თავისი და თავისი შვილის - გ--------------–---ის საბანკო ანგარიშებზე თანხების თვითნებურად გადარიცხვის ფაქტებს,ჯამში 58 996, 38 ლარის ოდენობით, რიგ შემთხვევებში სკოლაში ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა პირი, რომელსაც სკოლასთან არ ჰქონია შრომითი ურთიერთობა, ხოლო ბუღალტერი სკოლაში არ ცხადდებოდა შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროს, რაზეც დირექტორ ნ-----–-- ს---------ეს რეაგირება არ განუხორციელებია.ამ უკანასკნელის დირექტორობის პერიოდში (2 წელი) ბუღალტრის მიერ თვითნებურად განკარგულ იქნა დაახლოებით 33 000,00 ლარამდე ისე, რომ დირექტორს არ მოუხდენია ბუღალტრის საქმიანობის გაკონტროლება, მაშინ როდესაც სწორედ სკოლის დირექტორს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ზედამხედველობა გაეწია ბუღალტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე. გარდა ამისა, ფინანსურ დოკუმენტაციაზე დაფიქსირებულია სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის ხელმოწერები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოადგენს დირექტორის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ ფაქტს. ნ-----–-- ს---------ე ადასტურებს, რომ მის მიერ არ ხდებოდა სკოლის ფინანსების კონტროლი, რაც კანონმდებლობის დარღვევასა და დირექტორის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს, რითაც სკოლას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ნ-----–-- ს---------ის სარჩელიდაკმაყოფილდა.
- ბათილად იქნა ცნობილი (გაუქმდა) ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრ ალექსანდრე ჯ-----–---ს - №9-- (0---------)ბრძანება და №1-------- (27.12.2---) ბრძანება სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
2. მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ე აღდგენილ იქნა სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.
3. მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამუშაოდან დათხოვნის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 750.00 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -100 ლარის ანაზღაურება.
2.4.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. 201- წლის 06 ნოემბერს, სსიპ გ------–--ის მართვის საინფორმაციო სისტემის უფროს ლ-–---------–---ს მიერ გამოიცა ბრძანება №1------, რომლის მიხედვით უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 201- წლის 08 ნოემბრიდან გატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ დ-----------------ის (პ/ნ 6----------) უფლებამოსილების შეწყვეტა. სსიპ გ------–--ის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს დაევალა აღნიშნული ინფორმაციის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაცია.
2.4.2. 2014 წლის 11 სექტემბერს, შედგა სსიპ ქ.ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი №-- დირექტორის არჩევნების შესახებ. დღის წესრიგად განისაზღვრა: 2014 წლის 11 სექტემბრის სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება და შედეგების შეჯამება. სამეურვეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: ნ-----------ე (თავმჯდომარე), ვ--–---------------- (პედაგოგი), ს-------------------- (პედაგოგი), თ-------------–-–---–- (პედაგოგი), ნ-----–-- კ----ე (პირველი საფეხურის მოსწავლის მშობელი). სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ვ----–------------- და ო-------------. სამეურვეო საბჭოს 6 წევრიდან სხდომას ესწრებოდა 5 წევრი. კენჭისყრის შედეგად ნ-----–-- ს---------ემ მიიღო 5 ხმა და იგი 6 წლის ვადით აირჩა სსიპ №-- საჯარო სკოლის დირექტორად.
2.4.3. 2014 წლის 11 სექტემბერს, ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა და ნ-----–-- ს---------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშვა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომანტიდან. მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა შემდეგნაირად: სკოლის დირექტორი ვალდებული იყო განეხორციელებინა სკოლის მართვა; წარმოედგინა სკოლა მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა კანონით და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარედგინა სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, სკოლის განვითარების სტრატეგია და სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესი და სკოლის ბიუჯეტი; უზრუნველეყო სკოლის შემდგომი წინსვლა და განვითარება სკოლის თვითშეფასების საფუძველზე; სკოლაში შეექმნა სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო სკოლის პოლიტიკის განსახორციელებლად; სკოლის მართვა განეხორციელებინა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ხელი შეეწყო სკოლაში სიახლეების დანერგვაში; წარემართა სკოლის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველეყო სკოლის ფიზიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად; უზრუნველეყო ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ეფექტური კავშირების დამყარების, განვითარების და შენარჩუნების მიზნით; ეზრუნა საკუთარი და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითრებაზე; შეესრულებინა ს----------–--ს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. სკოლა ვალდებული იყო - დასაქმებულის საქმიანობა შეეფასებინა სამართლიანად და ობიექტურად; მხარი დაეჭირა მიღებული პოლიტიკისათვის; კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შეესრულებინა საკუთარი საქმიანობა; განეხორციელებინა სწრაფვა საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისაკენ; ყურადღებით მოესმინა დასაქმებულის თხოვნა და წინადადებები. საჭიროების შემთხვევაში მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.
2.4.4. შრომის ანაზღაურების პირობები გადაწყდა შემდეგნაირად: ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებულს მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად 750 ლარის ოდენობით ყოველი თვის 25 რიცხვში. შრომის ანაზღაურების გაცემა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორებით. ,,დამსაქმებელი“ და ,,დასაქმებული“ პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. სკოლის დირექტორის დისციპლინური პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რაც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლის შესრულება შრომითი ხელშეკრულების ორივე მხარეს დაევალა. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2020 წლის 11 სექტემბრამდე. სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყვეტილიყო სამეურვეო საბჭოს მიერ ს----------–--ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.4.5. 2014 წლის 11 სექტემბერს, სსიპ გ------–--ის მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის, ლ-–---------–---ს მიერ გამოიცა ბრძანება №1------- სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორად ნ-----–-- ს---------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.
2.4.6. 2014 წლიდან 2--- წლამდე სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლა არაერთხელ ჯილდოვდება მადლობის სიგელებით.
2.4.7 2011 წლის 22 ნოემბერს, სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის მიერ გამოიცა ბრძანება №1----, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტრად 3 თვის გამოსაცდელი ვადით ნ-----------–---ი 2011 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა №5-56 შრომითი ხელშეკრულებით.
2.4.8. 201- წლის 06 სექტემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა და ნ-----------–---ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №5---, რომლის მიხედვით დამსაქმებელმა მიიღო დასაქმებული სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტრად. დასაქმებული ვალდებული იყო შეესრულებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო დამსაქმებელს უნდა გადაეხადა დასაქმებულისთვის შეთანხმებული შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის. სხვა ვალდებულებებთან ერთად დამსაქმებელი ვალდებული იყო კონტროლი გაეწია დასაქმებულის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებაზე. დასაქმებული ვალდებული იყო ს----------–--ს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწარმოებინა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვის ანგარიშგება; ურთიერთობა განეხორციელებინა ბანკთან; ეწარმოებინა საბუღალტრო უწყისები; ბუღალტერი სამსახურებრივ დამოკიდებულებაშია ქვემდებარეობის მიხედვით დირექტორთან, სამეურვეო საბჭოსთან; ინფორმაცია მიეწოდებინა სკოლის სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის ყოველთვიური ხარჯვის შესახებ (მოთხოვნის საფუძველზე); მონაწილეობა მიეღო დირექტორთან ერთად ბიუჯეტის შემუშავების პროცესში; უზრუნველეყო სკოლის მიერ გადარიცხული თანხის დოკუმენტაციის შენახვა, რომელსაც სკოლა თავისი ბიუჯეტიდან განეხორციელებდა ყოველთვიურად, ხარჯები კი წარედგინა სამეურვეო საბჭოსათვის; მოეხდინა არასახელმწიფოებრივი სახსრების ანუ მოზიდული ფინანსების აღრიცხვა; მიეღო სასწავლო ნაწილიდან სახელფასო ცვლილებები ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა და გაეგზავნა ბანკისათვის სამი დღის ვადაში; ყოველი წლის 5 რიცხვამდე ვალდებული იყო წარედგინა დირექტორისათვის წინა წლის ფინანსური ანგარიში.
2.4.9. 201- წლის 30 იანვარს შედგა შეთანხმება 2012 წლის 01 სექტემბერს დადებული №5--- შრომითი ხელშეკრულების მხარეებს სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა და გ--------------–---ს შორის. ისინი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის 2012 წლის 03 სექტემბერს №5--- დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 36.32 (ოცდათექვსმეტი ლარი და 32 თეთრი) ლარის ოდენობით);
2.4.10.2016 წლის 12 სექტემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოიცა ბრძანება №1------ სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვით - 1. სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვისათვის, დამტკიცდა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალი (ტაბელი) დანართის შესაბამისად. 2. სკოლის ბუღალტერს დაევალა სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის სახელფასო ანაზღაურება სამუშაოზე მოეხდინა გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) მიხედვით. 3. სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყურე მარინა ყუბანეიშვილს დაევალა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე კონტროლი და ამ ბრძანების ყველა დაინტერესებული პირისათვის გაცნობა.
2.4.11. 2--- წლის 06 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1------, რომლის მიხედვით, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სსიპ ქალაქ ქუთაისისს №-- საჯარო სკოლის ბუღალტერი ნ-----------–---ი შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და სკოლის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის, მისთვის მინიჭებული უფლების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს.
2.4.12 2--- წლის 08 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ გამოიცა №1------ ბრძანება, რომლის მიხედვით ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ცეკვის მასწავლებელ გ--------------–---ს შეუწყდა 201- წლის 06 სექტემბერს დადებული №5--- შრომითი ხელშეკრულება. სკოლის ბუღალტერს დაევალა საბოლოო ანგარიშსწორება.
2.4.1-. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით ნ-----–-- ს---------ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მას უკან დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული მასალები და განემარტა, რომ ამ სარჩელით უნდა მიემართა შრომითი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის.
სასამართლომ სადავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :
2.4.14. 2--- წლის 10 აგვისტოს, სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა, ნ-----–-- ს---------ემ განცხადებით მიმართა ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსს გ---------------–---–ს, სადაც ამ უკანასკნელის მიერ მიეთითა, რომ სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე ერიცხებოდათ გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც სკოლა იყენებს მიზნობრივად. სკოლაში ფინანსურ ოპერაციებს ინტერნეტბანკის მეშვეობით ახორციელებდა სკოლის ბუღალტერი ნ-----------–---ი. 2--- წლის 29 ივლისს, ნ-----–-- ს---------ემ სკოლის ბუღალტერს, ნ-----------–---ს სთხოვა წარმოედგინა ივლისის თვის ხსენებული სკოლის ხარჯები, იმისათვის, რომ ანგარიშზე ნაშთის მიხედვით, დაეგეგმა სარემონტო სამუშაოების წარმოება პირველკლასელთა საკლასო ოთახებში. მან მოთხოვნილი ამონაწერი წარუდგინა ხელნაწერის სახით და განუმარტა, რომ აგვისტოს ხელფასის გაცემის შემდეგ ნაშთი დარჩებოდა 900 ლარი. ბუღალტერი რადგან 01 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და არ მიაწოდა სრული ამონაწერი, ნ-----–-- ს---------ე 02 აგვისტოს მივიდა სს ,,ლ--------------ში“ და მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რომ გადაეხედა ხარჯებისთვის და მომდევნო სასწავლო წლისთვის დაეგეგმა სკოლის ბიუჯეტი. სს ,,ლ--------------მა“ მიაწოდა 0---------წ. – 0--------- წ. პერიოდის ამონაწერი, რომლის გაცნობისას მან აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერ ნ-----------–---ს 0--------- წლიდან 0--------- წლის ჩათვლით მისი შვილის, (რომელიც აღნიშნულ სკოლაში მე-4 კლასებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის ცეკვას, კვირეული დატვირთვა 2 საათი), გ--------------–---ის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი, წრის გადასახადის დანიშნულებით, მაშინ როდესაც სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. ამდენად, აღნიშნული თანხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად, რის შესახებაც 2--- წლის 03 აგვისტოს დაუყოვნებლივ აცნობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბ---------–-----ს. იმავე დღეს ოფიციალური წერილით მიმართა სს ,,ლ-------------ს“, რომ მოემზადებინათ ნ-----------–---ის მე-1- საჯარო სკოლაში მუშაობის მთელი პერიოდის ამონაწერი. იგი მოცემული ხელშეკრულებით დანიშნულია ბუღალტერის თანამდებობაზე 2011 წლის 22 ნოემბერს (ბრძანება 1----). სს ,,ლ-------------მა“ მიაწოდა ამონაწერი 22.11.2011 წლიდან 0--------- წლის ჩათვლით. ნ-----–-- ს---------ემ ამონაწერის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ნ-----------–---ი თანხების უკანონო გადარიცხვას მისი შვილის გ--------------–---ის ანგარიშზე აწარმოებდა 201- წლის 30 სექტემბრიდან. უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ 201- წლის 30 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე შეადგინა - 3715,89 ლარი, 2014 წლის 3 იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით - 11754,30 ლარი. 2015 წლის 20 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 1-260,0 ლარი. სულ უკანონოდ გადარიცხული თანხის რაოდენობამ შეადგინა - 37.975.19 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 19 თეთრი). ასევე ბანკის ამონაწერის №50 გვერდზე გაურკვეველია ნ-----------–---ის ანგარიშზე გადარიცხული თანხები: 2014 წლის 01 აგვისტო - 648.92 ლარი, 15 აგვისტო - 496.0 ლარი, 18 აგვისტო - 648.92 ლარი. ამონაწერის №61 გვერდზე 2015 წლის 06 თებერვალს ნ-----------–---ის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხული აქვს მივლინების თანხა 320 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის მიერ ადგილი აქვს სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს, ვინაიდან იგი თავად იყო უფლებამოსილი პირი აღნიშნული თანხების გადარიცხვაზე. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. ნ-----–-- ს---------ემ აღნიშნული განცხადებთ ითხოვა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, რადგან შესაძლებელია ნ-----------–---ის მიერ მოხდეს საზღვრის გადაკვეთა, რის საფუძველსაც იძლევა ის, რომ მისი შვილი ზვიადი კოპალიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ.
2.4.15. ნ-----–-- ს---------ის მიერ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძისადმი მიმართვით დგინდება, რომ მან 2--- წლის 02 აგვისტოს სს,,ლ-------------იდან“ მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს, ნ-----------–---ს 0--------- წლიდან 0--------- წ. ჩათვლით გ--------------–---ის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი ცეკვის წრის გადასახადის დანიშნულებით. აღნიშნული ფაქტი დოკუმენტალურად არის დადასტურებული ბანკის ამონაწერით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს, ამდენად, აღნიშნული თანხების გადარიცხვა მოხდა არაკანონიერად მითვისების გზით. ნ-----–-- ს---------ე მიმართვით ითხოვს რეაგირების მოხდენას.
2.4.16. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2--------- დასკვნის მიხედვით - 1. ს----------–--ს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო სკოლის დირექტორის ნ-----–-- ს---------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თნდართული დოკუმენტაციით). ხუთი სამუშაო დღის ვადაში; 3. საჯარო სამართლის იურიდიულს პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში ერთი თვის ვადაში; 4. დასკვნაში მიეთითა, რომ მასში დაფიქსირებული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ამდენად, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს.
2.4.17. სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის თანამშრომელს, ნ-----–-- ს---------ეს აცნობა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა დ---------------მა, რომ ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა- ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №0----------- საქმე, დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--ს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2.4.18. 2--- წლის 25 აპრილს, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ მიმართა სს ,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველს ვ------------------ს და სთხოვა, რომ ბანკს ჩაერიცხა თანამშრომლებისთვის აპრილის თვის ხელფასი თანდართული უწყისის შესაბამისად, თანხით 23911,93 ლარი და 93 თეთრი.
2.4.19. 2012 წლის 12 დეკემბერს, სს ,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას შორის დაიდო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კლიენტი ინტერნეტბანკით მომსახურების საშუალებით უფლებამოსილია ელექტრონული დავალება მისცეს ბანკს შემდეგი ოპერაციების შესრულებაზე, კერძოდ: კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების გადარიცხვა ბანკის მიერ დაწყებული ლიმიტის ფარგლებში; იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც ბანკი ჩვეულებრივი წესით გასცემს კლიენტზე ანგარიშ(ებ)ის შესახებ; ვალუტის კონვერტაცია; ბანკი ასევე უფლებამოსილია კლიენტს დროდადრო შესთავაზოს დამატებითი მომსახურებები. აღნიშნული ხელშეკრულებით, კლიენტი აღიარებს, რომ თანახმაა ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაშიც, თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა, ამასთანავე არაავტორიზებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები; ბანკი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული შეამოწმოს მიღებული დავალების ნამდვილობა.
2.4.20. 2--- წლის 06 დეკემბერს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება №9--, რომლის მიხედვით წერილობითი გაფრთხილება მიეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა განეხილა სკოლის დირექტორის-ნ-----–-- ს---------ისათვის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში, ხუთი სამუშაო დღის ვადაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარედგინა (თანდართული დოკუმენტაციით) ს----------–--ს გ------–--ის და მ-–-------ის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში.
2.4.21. 2--- წლის 22 ნოემბერს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ა-–---------- ჯ-----–---ს მოხსენებითი ბარათით მიმართა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ო--------–---–მა, რომლის თანახმადაც, 2--- წლის 10 აგვისტოს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან - ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შიდა აუდიტის დეპარტამენტში შემოვიდა №9----- კორესპონდენცია, რომელიც ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტრის მიერ სკოლის ანგარიშიდან თავისი და თავისი შვილის საბანკო ანგარიშებზე არამიზნობრივად თანხების გადარიცხვას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლიდან გამოთხოვილ იქნა სკოლის ბუღალტრისა და მისი შვილის შრომის ანაზღურებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, 2011 წლის ნოემბრის თვიდან 2--- წლის სექტემბრის თვემდე. ამასთან, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2--- წლის 25 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად. საკითხთა შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ა-–---------- ო--------–---–მა მიზანშეწონილად მიიჩნია: ს----------–--ს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას მიცემოდა წერილობითი გაფრთხილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უზრუნველეყო სკოლის დირექტორის ნ-----–-- ს---------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტაციით), ხუთი სამუშაო დღის ვადაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპრტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში; დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაცემოდა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან მიჩნეული იქნა, რომ მასში დაფიქსირებული დარღვევები შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
2.4.22. 2015 წლის 23 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ მიღებული იქნა ბრძანება № 1-----, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ცეკვის მასწავლებლის -გ--------------–---ის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო (2015 წლის 23 თებერვალს) მის მაგივრად ჩატარებული საგაკვეთილო საათები უნდა ანაზღაურებოდა გ--–----------–--ს და ნ--------------ს. ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტერს ნ-----------–---ს დაევალა ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღიონისძიებების განხორციელება.
2.4.23. 2015 წლის 27 ოქტომბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1------ დირექტორის მოადგილის სასწავლო დარგში ვ-–-----------------ის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის მიხედვით, 1. სკოლის შინაგანაწესის დარღევისათვის, კერძოდ, პედაგოგის გამოუცხადებლობის გამო გაკვეთილის გარეშე პირის მიერ ჩატარებისათვის მიეცა შენიშვნა დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ვ-–-----------------ეს. სკოლის საქმის მწარმოებელს დაევალა ამ ბრძანების ვლადიმერ გედენიძისათვის გაცნობა და მის პირად საქმეში განთავსება.
2.4.24. 2--- წლის 25 ოქტომბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ გამოიცა ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ვ-–-----------------ისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს - ვ-–-----------------ეს შინაგანაწესის დარღვევის გამო, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით მიეცა სასტიკი საყვედური.
2.4.25. 2--- წლის 15 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ გამოიცა ბრძანება №1------ სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის მასწავლებელ შ-------------------სათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის მასწავლებელ შ------------------ს შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის დარღვევის გამო,დისციპლინური სახდელის სახით მიეცა საყვედური;
2.4.26. 2017 წლის 1- თებერვალს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ა-–---------- ო--------–---–ს წერილი გაუგზავნა ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ვ-–-----------------ემ, რომლის თანახმადაც ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 07 დეკემბრის №9-- წერილის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2--------- დასკვნის თანახმად, ვ-–-----------------ემ წარადგინა სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიში გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით. კერძოდ: სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ სკოლაში აღმოაჩინა ფინანსური დარღვევები, რის შესახებაც აცნობა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და საფინანსო პოლიციას. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის, ნ------------–----ს მიერ სკოლის ანგარიშიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თვითნებურად თავისი და თავისი შვილის გ---------------–----ს პირად ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ ჯამში შეადგინა 58.996,38 ლარი. თანხების გადარიცხვის ფაქტის აღმოჩენის შემდგომ ნ-----------–---ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სკოლის ყოფილი დირექტორ ნ-----–-- ს---------ის მიერ შეიცვალა მომსახურების გამწევი ბანკი და გაიხსნა სკოლის ახალი საბანკო ანგარიში, რომელზედაც აქტიურ რეჟიმში კონტროლდება თანხების გადარიცხვა. სკოლის ბუღალტერი ასევე აწარმოებს ყოველი თვის სახელფასო უწყისებს და ხელფასების გაცემა ხორციელდება სკოლის საშტატო განრიგისა და მოქმედი ტარიფიკაციის შესაბამისად. სკოლის საათობრივი ბადით გათვალისწინებულ გაკვეთილებს ატარებენ შესაბამისი მასწავლებლები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები და მათი ჩანაცვლება განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება მხოლოდ სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. რაც შეეხება სამსახურში გამოცხადების ჟურნალში თანამშრომელთა აღრიცხვას, მასში ყოველდღიურად ხდება სკოლის ყველა თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოცხადების და სამსახურის დატოვების მონაცემების დაფიქსირება და შემდგომში მის შესაბამისად ხდება თანამშრომელთათვის ხელფასის დარიცხვა.
2.4.27. 2--- წლის 08 აგვისტოს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ ახსნა-განმარტებით მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც ამავე წლის 29 ივლისს სკოლის ბუღალტერს, ნ-----------–---ს, მოსთხოვა წარმოედგინა ივლისის თვის ხარჯები, რათა სკოლის ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით დაეგეგმა სარემონტო სამუშაოების წარმოება პირველ კლასელთა საკლასო ოთხებში. ვინაიდან 2016 წლის 01 აგვისტოდან, ნ-----------–---ი იმყოფებოდა შვებულებაში, ის 02 აგვისტოს მივიდა სს ,,ლ-------------ში’’ და მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი, რათა გადაეხადა ხარჯებისთვის და მომდევნო სასწავლო წლისთვის დაეგეგმა სკოლის ბიუჯეტი. სკოლას მხოლოდ ერთი ანგარიში აქვს. ნ-----------–---ის, როგორც ბუღალტერის მოვალეობას განეკუთვნებოდა - ბანკთან ურთიერთობა, უწყისების წარმოება და თანხების გადარიცხვების განხორციელება. სს ,,ლ-------------მა” ნ-----–-- ს---------ეს გადასცა 0--------- წ. – 0--------- წ. პერიოდის ამონაწერი, ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს, ნ-----------–---ს, 0--------- – 0--------- პერიოდში თავისი შვილის, გ--------------–---ის ანგარიშზე, რომელიც სკოლაში მე-4 კლასებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასწავლის ცეკვას (კვირეული დატვირთვა 2 სთ) გადარიცხული აქვს 16 255 ლარი წრის გადასახადის დანიშნულებით. სკოლაში არანაირი წრე არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ბუღალტერს აღნიშნული თანხების გადარიცხვა განხორციელებული აქვს არამიზნობრივად. ნ-----–-- ს---------ემ იმავე დღეს წერილობით მიმართა სს ,,ლ-------------ს“, რათა მოემზადებიათ ნ-----------–---ის სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში მუშაობის მთელი პერიოდის ამონაწერი (ნ------------–---- სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში დანიშნულია ბუღალტრის თანამდებობაზე 2011 წლის 22 ნოემბრის №1---- ბრძანებით). სს ,,ლ-------------მა’’ მიაწოდა ამონაწერი 22.11.2011 წლიდან 0--------- წ. ჩათვლით. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ ნ-----------–---ს თანხები სკოლის ანგარიშიდან არამიზნობრივად აქვს გადარიცხული თავისი შვილის, გ--------------–---ის ანგარიშზე. გადარიცხული თანხის რაოდენობამ 201- წლის 30 სექტემბრიდან ამავე წლის 27 დეკემბრამდე შეადგინა - 3 715,89 ლარი; 2014 წლის 1- იანვრიდან ამავე წლის 22 აგვისტოს ჩათვლით - 11 754,30 ლარი; 2015 წლის 20 მარტიდან ამავე წლის ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 1- 260.00 ლარი, ხოლო 2--- წლის 18 იანვრიდან ამავე წლის 19 ივლისის ჩათვლით - 9 245.00 ლარი. ჯამში, გ--------------–---ის ანგარიშზე არამიზნობრივად გადარიცხულმა თანხამ შეადგინა: 37 975,19 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 19 თეთრი) ლარი. ბანკის ამონაწერის 50-ე გვერდზე გაურკვეველია ნ-----------–---ის ანგარიშზე გადარიცხული თანხების მიზნობრიობა: 2014 წლის 01 აგვისტო - 648,92 ლარი, 15 აგვისტო - 496.00 ლარი, 18 აგვისტო - 648,92 ლარი. ამონაწერის 61-ე გვერდზე 2015 წლის 06 თებერვალს ნ-----------–---ს საკუთარ ანგარიშზე უსაფუძვლოდ გადარიცხული აქვს 41 126,90 ლარი. აღნიშნული თანხა მას სკოლისათვის დღემდე არ აქვს დაბრუნებული. მას შემდეგ, რაც ნ-----–-- ს---------ისთვის ცნობილი გახდა ნ-----------–---ის მიერ სკოლის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი, მოახდინა შემდეგი სახის რეაგირება: ესაუბრა ბუღალტერს, რომელმაც სთხოვა, რომ ფაქტი არ გაეხმაურებია და დაფარავდა მის მიერ წაღებულ თანხებს. ასევე მიმართა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს განცხადებით ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
2.4.28. 2016 წლის 09 სექტემბერს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ახსნა-განმარტება მისცა სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ, რომლის თანახმადაც 2--- წლის 23 აგვისტოს მან ოფიციალური წერილით მიმართა სს,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალს თხოვნით მიეწოდებინათ ინფორმაცია სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრის შესახებ 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ მოთხოვნაზე ბანკმა სრულყოფილად ვერ მიაწოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ ვერ მიაწოდა სახელფასო რეესტრები 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2012 წლის 21 აგვისტომდე.
2.4.29. 2--- წლის 23 აგვისტოს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ მიმართა სს ,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველს, ვ------------------ს, რომლის თანახმადაც ნ-----–-- ს---------ემ სკოლის სახელფასო რეესტრების დაჯამებისას აღმოაჩინა უზუსტობები მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრების შესახებ. ჩაშლილი ფორმით 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2--- წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.
2.4.30. 2--- წლის 10 ოქტომბრის ნ-----–-- ს---------ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მან მიმართა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც, სსიპ ქალაქ ქუთისის №-- საჯარო სკოლის ცეკვის მასწვლებელს, გ--------------–---ს სკოლაში წარმოდგენილი არა აქვს შრომის წიგნაკი ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ასევე არა აქვს წარმოდგენილი გ------–--ის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი). მის პირად საქმეში ინახება: 1. ავტობიოგრაფია, 2. ცნობა შპს-დან ,,X------------“, რომელიც დათარიღებული არ არის. 3. ცნობა ს----------–--ს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და 4. პრაქტიკოსი მასწავლებლის სერთიფიკატი.
2.4.31. 2--- წლის 18 ოქტომბერს, ნ-----------–---მა მისცა ახსნა-განმარტება ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც მას დაესვა შეკითხვა: სკოლის მიერ წარმოდგენილია ორი ცნობა, სადაც ნ-----------–---ის ხელფასი, როგორც ქალაქ ქუთაისის №-- სკოლის ბუღლტრისა, შეადგენს 536,00 ლარს (ხელზე ასაღები)შედგენილია თუ არა ნ-----------–---ის და აღნიშნული ცნობები ,,MEშ 8 16 0000171-“ გამოიყენა თუ არა სადმე? აღნიშნულზე ნ-----------–---მა უპასუხა, რომ ორივე ცნობა მისი შედგენილია, მაგრამ გამოიყენა თუ არა ეს ცნობები არ ახსოვს.მისივე განმარტებით, 2--- წლის თებერვლის თვეში სს,,ლ-------------ში“ აღებული აქვს იპოთეკური სესხი, მაგრამ არ ახსოვს ზემოაღნიშნული ცნობები წარადგინა თუ არა. კითხვაზე- სკოლაში ინახება თუ არა შემდეგი თვეების სახელფასო რეესტრები: 201- წელი: მარტი; 2014 წელი: თებერვალი და 2015 წელი: აგვისტო (ადმინისტრაცია-ტექ.პერსონალი), იყო თუ არა ზემოჩამოთვლილი რეესტრები სკოლაში და ამჟამად სად არის? ნ-----------–---ის მიერ გაეცა პასუხი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეესტრი იყო სკოლაში, რომლის საფუძველზეც რიცხავდა ხელფასებს. რაც შეეხება იმას, სად არის ეს დოკუმენტები, ნ-----------–---ისთვის უცნობია, მან ყველა დოკუმენტი სკოლაში დატოვა. ადასტურებს, რომ სკოლიდან მისი წამოსვლის შემდეგ სკოლისათვის ბუღალტრული დოკუმენტები არ გადაუბარებია, ვინაიდან ეს არ მოუთხოვია სკოლის დირექციას. კითხვაზე: რატომ განსხვავდება სკოლაში არსებულ სახელფასო რეესტრებში (სკოლის ეგზამპლარი) ნ-----------–---ის და გ--------------–---ის ხელფასები სს,,ლ-------------ში“ არსებულ სახელფასო რეესტრებში და საბანკო ამონაწერში ნ-----------–---ზე და გ--------------–---ზე გაცემული ხელფასებიდან (2012-2016 წლებში)? პასუხი: ნ-----------–---ი ადასტურებს, რომ სს ,,ლ-------------ში“ რომელი რეესტრებიც მიჰქონდა, იქ მასზე და მის შვილზე გ--------------–---ზე ხელფასები დაფიქსირებული იყო მეტობით. ასევე ადასტურებს, რომ არც ყოფილმა დირექტორმა დავით ყუფარაძემ და არც ამჟამინდელმა დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ ეს არ იცოდნენ.
2.4.32. 2016 წლის 26 აგვისტოს, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ ახსნა-განმარტება მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც სკოლა სარგებლობს სს ,,ლ-------------ის“ საბანკო მომსახურებით, სადაც ჩართული აქვს ინტერნეტბანკის მომსახურება. მისი დირექტორად დანიშვნის დღიდან 2016 წლის 24 აგვისტომდე არ ჰქონდა თავის სახელზე გახსნილი ინტერნეტბანკის მომხმარებელი. მომხმარებელი გახსნილი იყო მხოლოდ სკოლის ბუღალტერზე ნ-----------–---ის სახელზე, დაახლოებით მისი მოსვლის დღიდან და მინიჭებული ჰქონდა სკოლის ანგარიშის განკარგვის უფლება. ვინაიდან მის სახელზე არ იყო მომხმარებელი, მას არასოდეს განუხორციელებია გადარიცხვა, ყველა გადარიცხვას ახორციელებდა ნ-----------–---ი. ასევე განმარტა, რომ სკოლის ბეჭედი არასოდეს უთხოვებია მისთვის.
2.4.33. 2016 წლის 18 ოქტომბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ცეკვის ყოფილმა პედაგოგმა ა---------–-------–---მა ახსნა-განმარტება მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში ცეკვის პედაგოგად მუშაობდა 201- წლის სექტემბრის თვიდან 2--- წლის სექტემბრის თვემდე. აღნიშნულ სკოლასთან მუშაობის განმავლობაში სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია, ატარებდა თავისი შვილის კუთვნილ საათებს (მე-4 კლასებს კვირაში 2 საგაკვეთილო საათი). კერძოდ, ბოლო სამი სასწავლო წლის განმავლობაში (201--2014 ს/წ; 2014/2015 ს/წ; 2015/2016 ს/წ.) თავის შვილს სკოლაში გაკვეთილები არ ჩაუტარებია და მის ნაცვლად ცეკვის გაკვეთილებს ბავშვებს უტარებდა ა---------–-------–---ი, ხოლო ხელშეკრულება გაფორმებული იყო გ--------------–---თან.
2.4.34. 2--- წლის 27 ოქტომბერს, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ვ-–-----------------ემ ახსნა-განმარტება მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც კითხვაზე, 2014-2015 და 2015-2--- სასწავლო წლებში ვინ ატარებდა ცეკვის გაკვეთილებს IV კლასებში (ქართულ და რუსულ სექტორებზე), ვ-–-----------------ემ უპასუხა, რომ სკოლას, როგორც ცეკვის პედაგოგთან, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს გ--------------–---თან. 2014-2015 სასწავლო წელს ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა მხოლოდ გ--------------–---ი და ადასტურებს, რომ მის მამას ა--------–-------–---ს 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში ცეკვის გაკვეთილი არ ჩაუტარებია. რაც შეეხება 2015-2--- სასწავლო წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გ--------------–---ი ზამთრის პერიოდში (2015 წლის დეკემბრისა და 2--- წლის იანვარ-თებერვლის თვეში) აცდენდა გაკვეთილებს, დაახლოებით თვეში 4 გაკვეთილიდან აცდენდა ერთს და მის ნაცვლად გაკვეთილს ატარებდა ა---------–-------–---ი. ა---------–-------–---თან სკოლას არც შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და არც ბრძანება დაწერილა მასზე. რაც შეეხება 2015 წლის შემოდგომას და 2--- წლის გაზაფხულს, არ ახსოვს გ--------------–---მა გააცდინა თუ არა გაკვეთილები და მის ნაცვლად ჩაატარა თუ არა ა---------–-------–---მა ცეკვის გაკვეთილები. ადასტურებს, რომ იმ გაკვეთილების გაცდენის აღრიცხვიანობა არ უწარმოებია, როდესაც გ--------------–---ს ცვლიდა მამამისი.
2.4.35. 2016 წლის 27 ოქტომბერს, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყურემ მ---------------–---–მა ახსნა-განმარტება მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის თანახმდაც ამ უკანასკნელის მიერ განიმარტა, რომ 2014-2015 და 2015-2016 წლებში სკოლის პედაგოგთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვიანობა წარმოებდა სპეციალურ ჟურნალში, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი თავად არის. აღნიშნულ ჟურნალებში (2014-2015 და 2015-2--- სასწავლო წლებში) გ--------------–---ის გრაფის გასწვრივ ხელს აწერდა ხან გ--------------–---ი და ხან მისი მამა, ა---------–-------–---ი. თუმცა ზუსტად რამდენჯერ მოაწერეს ხელი გ-------მ ან ა---------–მა არ იცის. ასევე ადასტურებს, რომ 2015-2--- სასწავლო წლებში, გ--------------–---ის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, უფრო მეტჯერ აქვს ხელი მოწერილი ა---------–-------–---ს.
2.4.36. 2--- წლის 20 ოქტომბერს, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ე----------------------მ ახსნა-განმარტება მისცა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომლის მიხედვით მის სადამრიგებლო კლასში ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა გ--------------–---ი და გაკვეთილი ტარდებოდა კვირაში 1 საგაკვეთილო საათი. იმ შემთხვევაში, როდესაც გ--------------–---ი აცდენდა ცეკვის გაკვეთილს, მის მაგივრად ცეკვის გაკვეთილს ატარებდა მისი მამა, ა---------–-------–---ი. გ--------------–---ის მხრიდან გაკვეთილის გაცდენას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია, სავარაუდოდ მის მიერ, სასწავლო წლის განმავლობაში გაკვეთილი გაცდა 1 ან 2-ჯერ. გ--------------–---ის მამა, ა---------–-------–---ი სკოლაში ხშირად დაუნახავს, მაგრამ რა მიზნით იმყოფებოდა ან რას აკეთებდა მისთვის უცნობია.
2.4.37 2--- წლის 12 დეკემბერს შედგა სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი. სხდომას ესწრებოდნენ: ქ------------–-----, ნ-------------ე, თ-------------–-–---–-, ნ-----–--–---------, ფ------------–-–---–-, ნ-----–--–--------- და მ-----------------. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორი ნ-----–-- ს---------ე და მოადგილე - ვ-–-----------------ე. სხდომას თავმჯდომარეობდა თ-------------–-–---–-; სხდომის მდივანი - ნ-----–--–---------. დღის წესრიგად განისაზღვრა: სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კენჭი ეყარა წარმოდგენილ საკითხს: მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 0. კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭომ დაადგინა: 1. არ შეუწყდეს უფლებამოსილება სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-- ს---------ეს და მიეცეს ვადა სკოლაში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის. 2. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს.
2.4.39. 2--- წლის 27 დეკემბერს ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №1------ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-- ს---------ესთან (პ/ნ 6----------) შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ს----------–--ს კონსტიტუციის 42-ე და 30-ე მუხლებზე, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე, 23-ე მუხლებზე, ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ 24-ე მუხლზე, ს----------–--ს ორგანული კანონის-ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ ქვეპუნქტზე“,ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 44-ე მუხლზე და ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე 414-ე მუხლებზე, ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, 49-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება, ამდენად, მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ იმგვარად, როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. ანალოგიურად თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა დამსაქმებელსაც.
2.5.2. სასამართლომ აღინიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოა ბუღალტერის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესაბამისობა, მისი ქმედების მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას-არის თუ არა ნ-----–-- ს---------ის მიერ გადაცდომა ჩადენილი და ასეთის არსებობისას, სამსახურიდან გათავისუფლება არის თუ არა დარღვევის (გადაცდომის) ადექვატური.
2.5.3. სასამართლომ შეფასება მისცა რა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სწორედ ნ-----–-- ს---------ის მიერ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სკოლაში არსებული დარღვევები, მათ შორის ბუღალტრის მიერ თანხის მითვისების თაობაზე, რაც ხდებოდა ასევე ნ-----–-- ს---------ის დირექტორობამდეც.
2.5.4. სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ დარღვევის დაფიქსირება არ უნდა გახდეს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების გაუქმების მიმართებით, პირველ რიგში უნდა შეფასდეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დასახელებული გარემოება ნამდვილად წარმოადგენს თუ არა დარღვევას, ხოლო შემდეგ, უნდა დადგინდეს, თუ მითითებული დარღვევის ჩადენაში, ვის მიუძღვის ბრალი.
2.5.5.სასამართლომ დაასკვნა, რომ ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრმა დირექტორობიდან გაათავისუფლა მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ე ნ-----------–---ის მხილების მიუხედავად, და ეს მაშინ, როდესაც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რომ არა ნ-----–-- ს---------ის შეტყობინება ფაქტის შესახებ, ალბათობის მაღალი ხარისხით, სამინისტრო რაიმე სახის შემოწმების ჩატარებას, რომლის შედეგად შეიძლება გამოვლენილიყო ნ-----------–---ის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ქალაქ ქუთაისის №---ე საჯარო სკოლაში, არ აპირებდა.
2.5.6. სასამართლოს თვალსაზრისით, გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე 2016 წლის 12 დეკემბერს თანამიმდევრულად იმსჯელა რა ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო საკოლის სამეურვეო საბჭომ და ნ-----–-- ს---------ეს, როგორც დირექტორს, განუსაზღვრა ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად,აღნიშნული მხედველეობაში უნდა მიეღო ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრს და არ უნდა გამოეცა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება.
2.5.7.სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება, ნ-----–-- ს---------ის სუსტი მენეჯერული თვისებების შესახებ და აღნიშნა, რომ ნ-----–-- ს---------ემ დირექტორობის პერიოდში გამოსცა არაერთი ბრძანება, რაც მიმართული იყო სკოლის ინტერესების დასაცავად და ფარგლებში.
2.5.8. ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობის შესახებ ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლზე მითითებით და განმარტა, რომ მოხმობილი კანონი, მართალია, ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს გ------–--ის მინისტრს, თუმცა ამავდროულად იცავს დასაქმებულ მუშაკთა უფლებებს. კერძოდ მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის ,,ბ“პუნქტის თანახმად ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია: ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ნ-----–-- ს---------ე ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად, ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო, არ გაათავისუფლა დირექტორობიდან, ხოლო იმავე ფაქტების გამო, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის ალ. ჯ-----–---ს 2--- წლის 27 დეკემბრის №1------ ბრძანება, სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობი შეწყვეტის შესახებ, ჩათვალა ზედმეტად მკაცრ, კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად და გააუქმა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადით. მოსარჩელე ასევე ითხოვდა განაცდურის ანაზღაურებას თანამდებობრივი სარგოს (750 ლარი) ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ვინაიდან, ნ-----–-- ს---------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული, მას მიეცა განაცდური გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველ თვეში 750.00 ლარი, რადგან დადგენილი იქნა, რომ ნ-----–-- ს---------ეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად - 750.00 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილი იქნა, რომ ნ-----–-- ს---------ის იძულებით მოცდენა განპირობებული იყო დამსაქმებლის ბრალეულობით, შესაბამისად, მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან 2016 წლის 27 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 750.00 ლარის ოდენობით.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრომ შემდეგზე მითითებით:
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში, ასევე მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით დადგენილია ის გარემოება, რომ ნ-----------–---ის მიერ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე მითვისებულმა თანხამ შეადგინა 58 996, 38 ლარი, თავად მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში ბუღალტრის მიერ მითვისებული თანხა შეადგენს 32 858,95 ლარს. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების (სადაო ფაქტობრივი გარემოებების) 3.2.27 პუნქტის მეორე აბზაცში აღნიშნავს , რომ მოსარჩელე ბუღალტრის მიერ ჩადენილ ფაქტს არ უარყოფს.
3.2. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ გ--------------–---ი, რომელთანაც შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა სკოლას 201- წლის 06 სექტემბრიდან არ ცხადდებოდა სკოლაში და გაკვეთილებს მის ნაცვლად ატარებდა პირი, რომელსაც სკოლასთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა. დირექტორის მიერ კი ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ იქნა შეწყვეტილი, რაც აღმოჩნდა, რომ მას ხელფასი არასწორად ზედმეტობით ერიცხებოდა.
3.3. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ნ-----–-- ს---------ემ, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულია და შესაბამისად მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულია 2014 წლის 11 სექტემბრიდან ქ. ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორად, 2016 წლის აგვისტომდე ვერ და არ აღმოაჩინა ნ-----------–---ის მიერ სკოლის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2016 წლის 06 სექტემბერს გაათავისუფლა იგი თანამდებობიდან.
3.4. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ დირექტორი ნ-----–-- ს---------ე ხელფასის უწყისებს ხელს აწერდა, ბეჭედსაც თავად უსვამდა უწყისებზე და ისე აგზავნიდა ბანკში, რომ მას არც ერთხელ არ მოუხდენია დარიცხული ხელფასის, სკოლის რეესტრის ან საბანკო რეესტრის დაანგარიშება, რის საფუძველზეც აღმოჩენილი იქნებოდა წარმოდგენილ უწყისებში სხვაობა.
3.5. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ნ-----–-- სადუხაძის 2016 წლის 10 ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ გ--------------–---ს, რომელიც დასაქმებულია ქუთაისის N-- საჯარო სკოლაში, წარმოდგენილი არ აქვს შრომის წიგნაკი ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, დიპლომი , ხელფასს კი იღებდა როგორც უმაღლესი გ------–--ის (მაგისტრის ხარისხის) მქონე პირი.
3.6. სასამართლომ არასწორად არ მიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ა---------–-------–---ი მუშაობდა 201- წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე ცეკვის პედაგოგად, თუმცა მასთან შრომითი ხელშეკრულება სკოლას არ ჰქონდა გაფორმებული და ატარებდა მისი შვილის - გ--------------–---ის მაგივრად ცეკვის გაკვეთილებს 201- სასწავლო წლიდან 2016 წლამდე.
3.7. სასამართლომ არასწორად არ მიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ დირექტორის ნ-----–-- ს---------ის მიერ დირექტორად დანიშვნიდან 2 წლის შემდეგ, 2016 წლის 12 სექტემბერს, სკოლაში მოხდა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაოს დატოვების აღრიცხვის ტაბელის დამტკიცება.
3.8. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, ის გარემოება რომ ნ-----–-- ს---------ის მიერ არ იქნა უარყოფილი ის ფაქტი, რომ ბუღალტრის მიერ მითვისებული იქნა სკოლის ბიუჯეტიდან მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში (2014 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე) 32 858.95 ლარი.
3.9. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ 2012 წლის 12 დეკემბერს ლ-------------სა და ქუთაისის N-- საჯარო სკოლას შორის დაიდო ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც ,,კლიენტი" ხელშეკრულების მიხედვით არის სკოლა, ხოლო კლიენტს წარმოადგენს სკოლის დირექტორი, ხელშეკრულების მიხედვით კლიენტი ვალდებულია დროულად შეატყობინოს ბანკს მისამართის შეცვლის შესახებ და/ან იმის შესახებ თუ მისი აზრით ამონაწერში დაშვებულია შეცდომა ან განხორციელებულია არაავტორიზირებული ოპერაცია. კლიენტი ასევე ვალდებულია ყურადღებით შეამოწმოს ოპერაციების ჩანაწერები და ანგარიშების ამონაწერები, იგი ვალდებულია რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი მიმართავს და უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს დაეყრდნოს და იმოქმედოს ყველა დავალების შესაბამისად. კლიენტი აღიარებს და თანახამაა, რომ ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება რომ ,,კლიენტს" ანუ სკოლას წარმოადგენს დირექტორი და არა ბუღალტერი, ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება-ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი დირექტორია, რომლის უფლება მოვალეობები, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა დარეგულირებულია სპეციალური კანონის ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ" ს----------–--ს კანონის 43-ე მუხლით, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში.
3.10. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სკოლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ნ-----–-- ს---------ის მიერ მხოლოდ 2016 წლის 8 აგვისტოს მოხდა ახალი საბანკო ანგარიშის გახსნა და აღნიშნულის შემდეგ აქტიურ რეჟიმში კონტროლდება თანხების გადარიცხვა.
3.11. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ-----–-- ს---------ეს მისი დანიშვნის დღიდან, 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის აგვოსტომდე, არასოდეს არ მიუმართავს ბანკისათვის და არ მოუთხოვია სკოლის ანგარიშის საბანკო ამონაწერები.
სამართლებრივი საფუძვლები
3.12. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის. კერძოდ, გამოიყენა ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ ს----------–--ს კანონმდებლობის მოთხოვნების და ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში. ამავე კანონის 6.1 პუნქტის თანახმად სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, კანონი მინისტრს ფართო უფლებამოსილებით აღჭურავს, თუმცა აღნიშნული კანონი ასევე იცავს გ------–--ის სფეროში დასაქმებული მუშაკის უფლებებს და უთითებს ამავე ნორმის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა ს----------–--ს კანონმდებლობა;
ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
3.1-. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში სკოლის მიმართ ორი წერილობითი გაფრთხილება, უსაფუძვლოა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
3.14. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ნ-----–-- ს---------ის, როგორც დირექტორის, საქმიანობა და აქცენტირება გაკეთდა მხოლოდ იმაზე, რომ ნ-----------–---ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლენილი იქნა მოსარჩელის აქტიური მოქმედებით, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 02 აგვისტომდე თავის ვალდებულებებს იმდენად ვერ ართმევდა თავს, რომ ნ-----------–---მა ამ პერიოდის განმავლობაში სკოლის ანგარიშიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 32 858.93 ლარი მიითვისა.
3.15. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ გარდა იმისა, რომ არ უნდა გამოეყენებინა ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტი, ასევე საერთოდ არ იმსჯელა და არ გამოიყენა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, რომელთა თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ასევე, ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
3.16.აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში გამოიყენა ს----------–--ს ორგანული კანონი ,,ს----------–--ს შრომის კოდექსი“, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა რა ფაქტობრივ გარემოებებს, ასეთს არ დააფუძნა გადაწყვეტილება. სახელდობრ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
3.17.აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-10 მუხლის, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №4-- ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №8--- ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტისა და ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებით გაწერილი ქცევის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას გააქარწყლებს. ასევე ჩადენილია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადექვატური ღონისძიება იყო.
3.18. მოსარჩელის გათავისუფლება არ მომხდარა იმ მიზეზით, რომ მან იცოდა სკოლის ბუღალტრის მიერ არამიზნობრივად თანხის გადარიცხვა და ხელს უწყობდა ამ ფაქტს, არამედ გათავისუფლდა იმ მიზეზით, რომ ის როგორც დირექტორი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, არ ახორციელებდა ფინანსურ ზედამხედველობას და შემოწმებას, რაც ევალებოდა კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და და ამდენად სახეზეა მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
4.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.39. პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.2.1. 2014 წლის 11 სექტემბერს შედგა სსიპ ქ.ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომლის დადგენილებითაც სსიპ №-- საჯარო სკოლის დირექტორად 6 წლის ვადით არჩეულ იქნა ნ-----–-- ს---------ე, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, 2007 წლის ნოემბრიდან დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ 26-27;28, ტომი მე-2 ს.ფ.164)
4.2.2. 2014 წლის 11 სექტემბერს, ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა და ნ-----–-- ს---------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სკოლის დირექტორს განესაზღვრა შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის სკოლის დირექტორი ვალდებული იყო განეხორციელებინა სკოლის მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოედგინა სკოლა მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარემართა სკოლის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველეყო სკოლის ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შეესრულებინა საკუთარი საქმიანობა. ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ,,დამსაქმებელი“ და ,,დასაქმებული“ (სკოლის დირექტორი) პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 29-31)
4.2.3. 2014 წლის 11 სექტემბერს სსიპ გ------–--ის მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის, ლ-–---------–---ს მიერ გამოიცა ბრძანება №1------- სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორად ნ-----–-- ს---------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. (იხ. ტომი მე-2; ს.ფ.11--114)
4.2.4. 201- წლის 06 სექტემბერს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა და ნ-----------–---ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №5---, რომლის მიხედვით დამსაქმებელმა მიიღო დასაქმებული სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტრად. დასაქმებული ვალდებული იყო შეესრულებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო თავის მხრივ დამსაქმებელი სხვა ვალდებულებებთან ერთად ამავე ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად ვალდებული იყო კონტროლი გაეწია დასაქმებულის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ქვემდებარეობის მიხედვით ბუღალტერი სამსახურებრივ დამოკიდებულებაშია დირექტორთან. (იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ.187-190);
4.2.5. 2012 წლის 01 სექტემბერს ერთის მხრივ ქუთაისის №-- საჯარო სკოლასა, წარმოდგენილი მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნ-----–-- ს---------ის სახით(დამსაქმებელი) და მეორეს მხრივ გ--------------–---ს(დასაქმებული) შორის დადებული იქნა შრომითი ხელშეკრულება №5---, რომლის თანახმადაც გ. კოპალიანი დასაქმებულ იქნა ცეკვის მასწავლებლად და მისი შრომის ანაზღაურება 2012 წლის 15 სექტემბრიდან განისაზღვრა 35,66 ლარის ოდენობით. 201- წლის 30 იანვარს ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 36.32 (ოცდათექვსმეტი ლარი და 32 თეთრი) ლარის ოდენობით“ (იხ ტომი მე-2 ს.ფ.145-149).
4.2.6. 2012 წლის 12 დეკემბერს, სს ,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას შორის დაიდო ხელშეკრულება,რომლის თანახმადაც ,,კლიენტი“ ხელშეკრულების მიხედვით არის სკოლა და მას წარმოადგენს სკოლის დირექტორი. ხელშეკრულების მიხედვით კლიენტი ვალდებულია დროულად შეატყობინოს ბანკს მისამართის შეცვლის შესახებ და/ან იმის შესახებ თუ მისი აზრით ამონაწერში დაშვებულია შეცდომა ან განხორციელებულია არაავტორიზირებული ოპერაცია. კლიენტი ასევე ვალდებულია ყურადღებით შეამოწმოს ოპერაციების ჩანაწერები და ანგარიშების ამონაწერები, იგი ვალდებულია რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი მიმართავს და უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს დაეყრდნოს და იმოქმედოს ყველა დავალების შესაბამისად. კლიენტი აღიარებს და თანახამაა, რომ ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას.ამასთან ამავე ხელშეკრულებით, კლიენტი აღიარებს, რომ თანახმაა ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაშიც, თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა, ამასთანავე არაავტორიზებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს. ამასთან ბანკი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული შეამოწმოს მიღებული დავალების ნამდვილობა. (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.84-86)
4.2.7. ნ-----–-- ს---------ის მიერ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისადმი 2016 წლის 03 აგვისტოს თარიღით განხორციელებული მიმართვით დადგენილია, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მან მომდევნო წლის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით სს,,ლ-------------იდან“ მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერ ნ-----------–---ს 0--------- წლიდან 0--------- წლის ჩათვლით გ--------------–---ის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 16 255 ლარი ცეკვის წრის გადასახადის დანიშნულებით, მაშინ როდესაც სკოლაში არ ფუნქციონირებს რაიმე სახის წრე. მანვე ამავე მიმართვით ითხოვა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. (იხ. ტომი 1-ლი. სფ. 72-73).
4.2.8. 2--- წლის 23 აგვისტოს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორმა ნ-----–-- ს---------ემ მიმართა სს ,,ლ-------------ის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველს, ვ------------------ს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრების შესახებ ჩაშლილი ფორმით 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2--- წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. (იხ. ტომი მე-2; ს.ფ. 156)
4.2.9. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2--- წლის 25 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს დაევალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად. საკითხთა შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ა-–---------- ო--------–---–მა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ს----------–--ს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას უნდა მიცემოდა წერილობითი გაფრთხილება, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო სკოლის დირექტორის - ნ-----–-- ს---------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტაციით), ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ამასთან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში და რომ დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით უნდა გადაცემოდა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან მიჩნეული იქნა, რომ მასში დაფიქსირებული დარღვევები შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
4.2.10.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლის შესახებ ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2--------- დასკვნის თანახმად, მოცემულ სკოლაში შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გარდა, დადგენილია სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის ქმედებით სკოლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემდეგი ფაქტები:
ა) სკოლის ბუღალტერი ნ-----------–---ი 2012 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის ივლისის თვემდე ხელფასს იღებდა არასწორად. კერძოდ, იგი უმეტეს შემთხვევაში ხელფასს იღებდა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროსთან სხვადასხვა პერიოდებში შეთანხმებული საშტატო განრიგებით დადგენილი ბუღალტრის თანამდებობრივ სარგოებზე მეტი ოდენობით; (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ.37)
ბ) სკოლის ბუღალტერი ნ-----------–---ი თავის პირად და მისი შვილის -გ--------------–---ის პირად საბანკო ანგარიშებზე ხელფასის გარდა რიცხავდა გარკვეულ თანხებს, თუმცა სკოლამ თანხების გადარიცხვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი ვერ წარმოადგინა. ამავე სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის განმარტებით სკოლის ბუღალტერი თვითნებურად ახორციელებდა ზემოხსენებული თანხების გადარიცხვას (იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ.37), მათ შორის ნ-----–-- ს---------ის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში შემდეგი ოდენობით:
2014 წლიდან 2014 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნ-----------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 564.24 ლარს(ხელზე ასაღები);(იხ ტომი 1-ლი ს.ფ. 44);
2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ-----------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 1806.01 ლარს.(ხელზე ასაღები);(იხ ტომი 1-ლი; ს.ფ. 46);
2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ-----------–---ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულია 1033.10 ლარი (ხელზე ასაღები) (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.47);
2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით ნ-----------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 1550.60 ლარს(ხელზე ასაღები) (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.48)
2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გ--------------–---ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხული თანხა შეადგენს 1- 260.00 ლარს.(იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.61);
2015 წლის განმავლობაში გ--------------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 3000.00 ლარს.(ხელზე ასაღები)(იხ.ტომი 1-ლი; ს.ფ.62);
2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გ--------------–---ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულია 9 245.00 ლარი (ხელზე ასაღები)(იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ.63).
2016 წლის განმავლობაში (სექტემბრის თვემდე) გ--------------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გადარიცხულია 2400.00 ლარი (ხელზე ასაღები)
ამდენად, ზემოხსენებულის შეჯამების შედეგად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის № 1- საჯარო სკოლაში ნ-----–-- ს---------ის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში ამავე სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---სა და მის შვილზე - გ--------------–---ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული და მათ საბანკო ანგარიშებზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულ თანხათა ჯამური ოდენობა შეადგენს 32 858.95 (ოცდათორმეტი ათას რვაასორმოცდათვრამეტი ლარი და 95 თეთრი)ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს.
4.2.11. დადგენილია, რომ ნ-----–-- ს---------ის დირექტორობის პერიოდში ყველა გადარიცხვას ინტერნეტ ბანკის საშუალებით ახორციელებდა ბუღალტერი ნ-----------–---ი. აღნიშნული გარემოება არც ამ უკანასკნელს გაუხდია სადაოდ. უფრო მეტიც, თავად ნ-----–-- ს---------ის როგორც სარჩელში, ასევე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გადმოცემული განმარტების თანახმად, მისთვის დირექტორად მუშაობის 2 წლის განმავლობაში საერთოდ არ იყო ცნობილი, რომ სკოლას გახსნილი ჰქონდა ინტერნეტ ბანკი და სარგებლობდა აღნიშნული სერვისით. (იხ.სარჩელი, სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი)
4.2.12. ნ-----–-- ს---------ის ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მისი დანიშვნის დღიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2--- წლის 02 აგვისტომდე მას, როგორც სკოლის დირექტორს, არასოდეს არ მიუმართავს ბანკისათვის და არ მოუთხოვია სკოლის ანგარიშის საბანკო ამონაწერები. იგი ხელფასის უწყისებს ხელს აწერდა, ბეჭედსაც თვითონ სვამდა მათზე და აგზავნიდა ბანკში ისე, რომ მას არც ერთხელ არ მოუხდენია დარიცხული ხელფასის, სკოლის რეესტრის ან საბანკო რეესტრის დაანგარიშება და მათი ურთიერთშედარება, რის საფუძველზეც აღმოჩენილი იქნებოდა წარმოდგენილ უწყისებში არსებული სხვაობა.
4.2.13. დადგენილია, რომ ნ-----–-- ს---------ემ, როგორც სკოლის დირექტორმა , მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა სკოლაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები, რაც მის მიერ დირექტორად მუშაობის 2 წლის შემდეგ იქნა ასეთი გამოვლენილი, სახელდობრ:
ა) ნ-----–-- ს---------ის, როგორც სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორის, მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს გამოიცა №1------ ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლაში სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც: 1. სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვისათვის, დამტკიცდა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალი (ტაბელი) დანართის შესაბამისად. 2. სკოლის ბუღალტერს დაევალა სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის სახელფასო ანაზღაურება სამუშაოზე მოეხდინა გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალის (ტაბელის) მიხედვით. 3. სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყურე მარინა ყუბანეიშვილს დაევალა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე კონტროლი და ამ ბრძანების ყველა დაინტერესებული პირისათვის გაცნობა;(იხ. ტომი 1-ლი ს.ფ. 203);
ბ) ნ-----–-- ს---------ის, როგორც სკოლის დირექტორის, მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების და სკოლის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს, 2016 წლის 06 სექტემბერს გამოიცა №1------ ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისისს №-- საჯარო სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ (იხ.ტომი მე-2; ს.ფ.165).
გ) ნ-----–-- ს---------ის, როგორც სკოლის დირექტორის, მიერ 2--- წლის 08 სექტემბერს გამოიცა №1------ ბრძანება გ--------------–---თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (იხ.ტომი მე-2 ს.ფ.169).
დ)ნ-----–-- ს---------ემ, როგორც სკოლის დირექტორმა, 2016 წლის 10 აგვისტოს მოახდინა ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის გახსნა თავის სახელზე და როგორც სამეურვეო საბჭოს თავადვე განუცხადა, მხოლოდ აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ყოველთვიურად სკოლის თანხების ხარჯვის საკითხის შემოწმება, აღნიშნულ პერიოდამდე კი ის ენდობოდა სკოლის ბუღალტერს (იხ.ტომი 1-ლი ს.ფ. 227-229; 199.)
4.2.14. 2016 წლის 06 დეკემბერს, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება №9--, რომლის მიხედვით წერილობითი გაფრთხილება მიეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა განეხილა სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროში, ხუთი სამუშაო დღის ვადაში; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლას უნდა მოეხდინა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარედგინა (თანდართული დოკუმენტაციით) ს----------–--ს გ------–--ის და მ-–-------ის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში. (იხ.ტომი1-ლი.ს.ფ. 191-192);
4.2.15. 2--- წლის 12 დეკემბერს შედგა სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორს ნ-----–-- ს---------ეს არ შეუწყდა უფლებამოსილება და მიეცა ვადა სკოლაში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის. (იხ.ს.ფ.196-200)
4.2..16. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროს ა-–---------- ო--------–---–ის 2--- წლის 21 დეკემბრის №1------ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ს----------–--ს ორგანული კანონის-ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-61 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად 2--- წლის 27 დეკემბერს ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრმა გამოსცა ბრძანება №1------ სსიპ - ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ(იხ.ტომი1-ლი.ს.ფ. 201).
4.2.17. ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე სსიპ ქ.ქუთაისის №-- საჯარო სკოლის თანხების მითვისების ფაქტზე,დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; (იხ.ტომი 1-ლი. ს.ფ.77)
4.2.18. სსიპ ქ.ქუთაისის №-- საჯარო სკოლისათვის მიყენებული ზიანი, მათ შორის მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ის სკოლის დირექტორად მუშაობის პერიოდში 32 858.95 (ოცდათორმეტი ათას რვაასორმოცდათვრამეტი ლარი და 95 თეთრი)ლარის ოდენობით,რაც მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისათვისაც არ არის ანაზღაურებული (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი; აპელანტის ახსნა-განმარტება)
4.3. სამართლებრივი დასაბუთება
4.3.1. პალატა განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის საოქმო განჩინების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს მინისტრის №9-- ბრძანება (სკოლისათვის გაფრთხილების მიცემის შესახებ), შეწყდა საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელემ უარი თქვა ამ მოთხოვნაზე.
4.3.2.ს----------–--ს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით -ს----------–--ს შრომის კოდექსით.
ს----------–--ს შრომის კოდექსი აწესრიგებს ს----------–--ს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან ს----------–--ს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (ს----------–--ს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
საჯარო სკოლის დირექტორსა და ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებთან (და შრომით დავებთან) მიმართებაში, სპეციალურ კანონს წარმოადგენს ს----------–--ს კანონი ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“.
,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ს----------–--ს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
4.3.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ს----------–--ს ორგანული კანონის ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგენილ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის ჩანაწერის იმ დათქმაზე, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში.
განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში პალატის თვალსაზრისით, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, რადგან სკოლაში ყველა სახის საქმიანობის სწორად წარმართვის, მათ შორის საფინანსო ხასიათის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ტვირთი და პასუხისმგებლობა ბუღალტერთან ერთად სწორედ დირექტორს ეკისრება.
4.3.4. პალატა განმარტავს, რომ ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო განსახილველი ნორმის ,,თ ქვეპუნქტის თანახმად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სკოლის სამეურვეო საბჭოს აბარებს ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ.
4.3.5.,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ს----------–--ს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
4.3.6.,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო და კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები.
4.3.7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ასევე, ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4.3.8. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №4-- ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს ეროვნული სასწავლო გეგმის, გ------–--ის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე, ასევე, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე.
4.3.9. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №8--- ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას.
4.3.10. აირჩა რა სკოლის დირექტორად, ნ-----–-- ს---------ეს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით სხვა ვალდებულებებთან ერთად განესაზღვრა სკოლის მართვა, სკოლის ფინანსური რესურსების სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, საქმიანობის კვალიფიციურად შესრულება, ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტში კი გაკეთებულ იქნა იმპერატიული სახის დათქმა იმის შესახებ, რომ ,,დამსაქმებელი“(სკოლა) და ,,დასაქმებული“ (სკოლის დირექტორი) პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე, ხოლო სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის შრომით ხელშეკრულებაში კი ხაზგასმით მიეთითა, რომ ეს უკანასკნელი ქვემდებარეობის მიხედვით სამსახურებრივ დამოკიდებულებაშია დირექტორთან.
ამდენად, ზემოხსენებულის სამართლებრივი ანალიზის შედეგად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ე მუშაობდა რა სსიპ ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორად, მის უშუალო ვალდებულებას და ფუნქციას წარმოადგენდა სკოლის კვალიფიციურად მართვა, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივი და სწორი ხარჯვა.
4.3.11. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს როგორც პირველი ინსტანციის, ასევე საპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ასკვნის, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის ბუღალტერ ნ-----------–---ის მიერ ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის ფინანსურ დარღვევებს, რამაც სკოლას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა, სახელდობრ ჯამურად 58 996,38 ლარის ოდენობით, მათ შორის ნ-----–-- ს---------ის დირექტორად მუშაობის პერიოდში ნ-----------–---სა და მის შვილზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული და მათ საბანკო ანგარიშებზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულ თანხათა ჯამური ოდენობა შეადგენს 32 858.95 (ოცდათორმეტი ათას რვაასორმოცდათვრამეტი ლარი და 95 თეთრი)ლარს და არა 19 000 ლარს, როგორც ეს ნ-----–-- ს---------ის მიერ განიმარტა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლისათვის მიყენებული ზემოხსენებული ზარალი საქმის განხილვის დროისათვისაც არ არის ანაზღაურებული.
4.3.12 პალატა განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში კონფლიქტს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევა იწვევს, რაც ს----------–--ს შრომის კანონმდებლობის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას გულისხმობს და ასევე შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციის, ანდა ნორმატიული აქტების იმ დანაწესების შეუსრულებლობაში, რაც დასაქმებულის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გამოვლენილი დარღვევებისა და სკოლის დირექტორის მოვალეობების შეფასების შედეგად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გამოვლენილ დარღვევზე პასუხისგებლობა ბუღალტერთან ერთად ეკისრება დირექტორსაც, რადგან სკოლის დირექტორი, როგორც ხელძღვანელი პირი ვალდებული იყო გაეკონტროლებინა სკოლაში არსებული მდგომარეობა. კანონისა და ხელშეკრულების საფუძველზე, სწორედ ის არის პასუხისმგებელი პირი აღნიშნულზე. პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად დასაქმებულის კანონით დაცული უფლებისა არ უნდა შეილახოს დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესებიც. ყოველი კონკრეტული გარემოება უნდა შეფასდეს და იმის მიხედვით უნდა მოხდეს შესაბამისი და რელევანტური გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში, ერთ მხარესაა დასაქმებულის უფლება შეინარჩუნოს სამუშაო, ხოლო მეორე მხრივ დამსაქმებელი ორგანიზაციის უფლება დაიცვას მისი სამსახურის ლეგიტიმური ინტერესები. კონსტიტუციით გათვალისწინებული და დაცული უფლების ყოველი შეზღუდვა უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული, გონივრული და უნდა აღემატებოდეს, მოცემულ შემთხვევაში, შრომის უფლებით დაცულ სიკეთეს.
4.3.13.განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის თვალსაზრისით ძალზე არსებითია სწორად იქნეს შეფასებული გამოვლენილი დარღვევების ხასიათი და ის შედეგი, რაც არა მხოლოდ ბუღალტერ ნ-----------–---ის, არამედ როგორც სკოლის დირექტორის და შესაბამისად ბუღალტრის საქმიანობის სწორად წარმათვაზე პასუხისმგებლობის მქონე პირის, თავად მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ის, სკოლის მართვისას დაშვებული უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დადგა. სახელდობრ 2 წლის განმავლობაში ნ-----–-- ს---------ე მოქმედებდა რა დაუდევრად, ენდობოდა ბუღალტერს, არ ამოწმებდა მის საქმიანობას, პირადად არ სარგებლობდა ინტერნეტ-ბანკით და არ აკონტროლებდა სკოლის ფინანსებს, მას უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ მის უმოქმედობას შესაძლებელია მოჰყოლოდა სწორედ ის შედეგი, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა საჯარო სამართლის იურიდიული პირს- ,ქუთაისის №-- საჯარო სკოლას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, მოსარჩელე ნ-----–-- ს---------ის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებს სწორედ 2 წლის განმავლობაში მისი უმოქმედობა, მისი მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების იმ ხარისხში შეუსრულებლობა, რამაც ესოდენ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სსიპ ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლას, რაც დღემდე არ არის ანაზღაურებული, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან აღმოაჩინა ეს დარღვევა მხოლოდ 2016 წლის 02 აგვისტოს, კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ თუ არა სწორედ დაუდევრობა და მისი მხრიდან სამოქალაქო წინდახედულობის სათანადო ზომების განუხორციელებლობა, ასეთის გამოვლენა თუნდაც იმავე სახის მოქმედების განხორციელებით, რაც მის მიერ 02 აგვისტოს იქნა შესრულებული, სავსებით შესაძლებელი იყო სკოლის დირექტორად დანიშვნის პირველივე თვეებში,თუ დღეებში არა, ადრეულ ეტაპზევე, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ის შედეგი, რაც მის უმოქმედობას მოჰყვა. ამდენად, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული მსუბუქი ხასიათის დარღვევად. რაც შეეხება ნ-----–-- ს---------ის განმარტებაზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობებს იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლის ბუღალტრის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სწორედ მისი ძალისხმევით იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით, ასეთი არგუმენტირება ვარგისად შეიძლება იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლობის მძიმე ფორმის - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ, ან პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის არდაწყების (განრიდების სუბიექტი), და არა სამოქალაქო, შრომისასამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად. აღნიშნულზე პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ აბათილებს მის მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევას, რადგან როგორც უკვე ზემოთ არაერთგზის ხაზგასმით აღინიშნა, მისი დაუდევრობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა ქ. ქუთაისის №-- საჯარო სკოლას, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.
4.3.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა კვლავ ასკვნის, რომ ნ-----–-- ს---------ე იყო რა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე და შესაბამისად, უშუალოდ ბუღალტრის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მასთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებელობის ტვირთის მქონე პირი,მის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, უნდა შეფასდეს შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა მის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, არსებობდა ნ-----–-- ს---------ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ამ უკანასკნელის, როგორც სკოლის დირექტორის, შრომის უფლების შეზღუდვა იყო რელევენტური, პროპორციული, გონივრული და გამართლებული. შესაბამისად, არ არსებობს მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძვლები. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3.15. ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ 24-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედებაში სახეზეა სწორედ მასზე დაკისრებული ვალდებულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, არასწორი მოქცევა, ასეთის გამართლების პატივსადებ საპატიო მიზეზად კი ვერ მიიჩნევა ნ-----–-- ს---------ის განმარტება იმის შესახებ, რომ ის ენდობოდა ბუღალტერს , რომლის მიერაც თითქოსდა ისე იყო სკოლის ფინანსების მითვისების სქემა შემუშავებული, რომ მას არ შეეძლო მისი გამოაშკარავება , რადგან საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებით უტყუარად დგინდება ის, რომ მას არანაირი დიდი ძალისმევა ამ კუთხით არ წარუმართავს და პირველივე მოთხოვნისა და შემოწმების შემთხვევაში, ძალზე მარტივად შეძლო დარღვევის გამოვლენა, თუმცა, სამწუხაროდ, 2 წლის უმოქმედობის შემდეგ, რაც მისი დაუდევრობის შედეგად სკოლას უკვე მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
4.3.16. ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ ს----------–--ს კანონმდებლობის მოთხოვნების და ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში. ამავე კანონის 6.1 პუნქტის თანახმად სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს.
4.3.17. განსახილველ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ სახეზეა შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ს----------–--ს კანონის მე-10 მუხლის, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №4-- ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №8--- ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის და ,,ზოგადი გ------–--ის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებით გაწერილი ქცევის სტანდარტების იმ სახით დარღვევა, რამაც განაპირობა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
4.3.18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნ-----–-- ს---------ის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, სკოლის დირექტორის ვალდებულებების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც სახეზეა (მნიშვნელოვანი ზიანი)სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხა და ამდენად, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. ამასთან უდაოდ არარელევანტურია ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი თვალსაზრისი ნ-----–-- ს---------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონშეუსაბამობაზე იმაზე აპელირებით, რომ სკოლას ერთი წლის განმავლობაში ორჯერ არ მიუღია გაფრთხილება, რადგან ზემოთ მოხმობილი განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი დასაქმებულის ქცევით განპირობებულ შემთხვევაში დასაქმების შეწყვეტის შესაძლებლობას იძლევა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
4.3.19 განსახილველ შემთხვევაში, არსებობს რა ნ-----–-- ს---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონშესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტი სამინისტროს მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას სახეზე არ არის კანონის დარღვევა, შესაბამისად, ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის მინისტრის ალ. ჯ-----–---ს 2--- წლის 27 დეკემბრის №1------ ბრძანება სსიპ ქალაქ ქუთაისის №-- საჯარო სკოლის დირექტორ ნ-----–-- ს---------ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არღვევს ასეთით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს , ის გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ისინი უშუალოდაა დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან (ბრძანების ბათილად ცნობა ) , გამომდინარეობს ასეთიდან და ვინაიდან, ნ-----–-- ს---------ის გათავისუფლების თაობაზე ბრძანება სააპელაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია, უსაფუძვლოა მისი სარჩელით დაყენებული დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები .
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შესაბამისად ზემოთქმულისა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–-- ს---------ის სარჩელს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტ საქართველოს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამასთან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოწინააღმდეგე მხარეს- ნ-----–-- ს---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის -150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1.ს----------–--ს გ------–--ისა და მ-–-------ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3.ნ-----–-- ს---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4.ნ-----–-- ს---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც ჩარიცულ იქნას შემდეგ შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150 .
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნ--- კალანდაძე