შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-611-შ-44-05 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები ამავე სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მსჯავრდებულის ა. ბ.-ის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განაჩენით ა. ბ.-ს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში 2003წ. 13 ნოემბერს. ა. ბ.-ს სათანადო წესით ეცნობა სისხლის სამართლის საქმის განხილვის შესახებ და იგი მონაწილეობდა 2003წ. 6-7 ოქტომბრის სასამართლო სხდომაში.
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. ბ.-ს დაევალა სახელმწიფოს სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ადვოკატ ა.ფ.-ის მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება 129,40 რუბლის ოდენობით. აღნიშნული განჩინება რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო.ა.დ.-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო. დ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. ბ.-ს დაევალა სახელმწიფოს სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ადვოკატ ა. ფ.-ის მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება 129,40 რუბლის ოდენობით. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლებისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. 22 იანვრის მინსკის კონვენციის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. 22 იანვრის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ო.ა.დ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
რუსეთის ფედერაციის ...-ის ოლქის ...-ის ფედერალური საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ბ.-ს დაევალა სახელმწიფოს სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ადვოკატ ა.ფ.-ის მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება 129,40 რუბლის ოდენობით, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.