განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002853558
საქმე # 1/504-17 (028280717001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
16 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- ბ-–----–---–ი (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული კ-----------------------–----------–-, მცხოვრები თ---–--–--------–------------–-)
ბრალდებული - გ------ დ------–---–ი (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–-----–---–-)
ადვოკატი - თამარ თ----–--–---–ი
კვალიფიკაცია: სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე, კ-----------------------–----------–- მდებარე ხ------- კ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების გამო ვ------- ბ-–----–---–მა და გ------ დ------–---–მა ხ------- კ----------–---–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, რა დროსაც ხ------- კ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დროს, ვ------- ბ-–----–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------- კ----------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2.2 ვ------- ბ-–----–---–ის მიმართ აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ------- კ----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე, დედასთან - ნ-----–- კ----------–---–თან ერთად საქმობდა კ-----------------------–----------–- მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი 7 წლის შვილი - თ------ კ----------–---–ი და 5 წლის დის შვილიშვილი - მ---- ს---–-----–---–ი. ამ დროს ხ------- კ----------–---–ის სახლის ეზოს წინ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ვ------- ბ-–----–---–ი და გ------ დ------–---–ი და შევიდნენ ეზოში. მათ სთხოვეს ნ-----–- კ----------–---–ს, რომ გასულიყო, რადგან საქმე ჰქონდათ. ნ-----–- კ----------–---–ი ეზოდან გავიდა. ხ------- კ----------–---–მა უთხრა ვ------- ბ-–----–---–ს, რომ მასთან საქმე არ ჰქონდა (საპარლამეტო არჩევნების დროს ერთმანეთთან სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდათ) და აპირებდა შემობრუნებას, როცა ვ------- ბ-–----–---–მა და გ------ დ------–---–მა მას მოულოდნელად დაარტყეს, რის გამოც იგი წაიქცა. დაუწყეს ფეხებით ცემა. ამასთან, ვ------- ბ-–----–---–ი ეუბნებოდა გ------ დ------–---–ს - ,,ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცეო“. ხ------- კ----------–---–მა დაუძახა თავის უფროს შვილს - გ-------ს. ხმაურზე შემობრუნდა ნ-----–- კ----------–---–ი, რომელიც წყევლიდა გ------ დ------–---–სა და ვ------- ბ-–----–---–ს. ამ დროს ხ------- კ----------–---–მა მოახერხა წამოდგომა. ვ------- ბ-–----–---–მა თავისი მანქანის საბარგულიდან გადმოიღო ,,კალაშნიკოვის“ სისტემის მსგავსი იარაღი (საგულისხმოა, რომ სწორედ ამგვარი იარაღი აღმოაჩნდა ვ------- ბ-–----–---–ს - ,,საიგა-მ3“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრის კარაბინი) და დაახლოებით 7-10 მეტრის მანძილიდან სროლით დაემუქრა ხ------- კ----------–---–ს. იქვე მდგომმა ნ-----–- კ----------–---–მა ვ------- ბ-–----–---–ს ზურგში დაარტყა ხელი და ესროლა ქვა. ვ------- ბ-–----–---–მა იარაღი კვლავ საბარგულში დადო და ნ-----–- კ----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა ხ------- კ----------–---–საც, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ქვა ესროლა მას. ვ------- ბ-–----–---–მა კვლავ გადმოიღო იარაღი, მიმართა ხ------- კ----------–---–ისაკენ და უთხრა, რომ მოკლავდა, ყველას დახოცავდა. ხ------- კ----------–---–ი ამ დროს თავისი ეზოს კართან იდგა. მასსა და ვ------- ბ-–----–---–ს შორის მანძილი დაახლოებით 3-4 მეტრი იქნებოდა. ვ------- ბ-–----–---–თან მივიდა გ------ დ------–---–ი და რაღაც უთხრა. ვ------- ბ-–----–---–მა იარაღი კვლავ შეინახა საბარგულში. შემდეგ გ------ დ------–---–ი ხ------- კ----------–---–თან მივიდა და უთხრა - ,,გაჩერდი, თორემ მსროლელია იცოდეო“. ვ------- ბ-–----–---–ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, შემდეგ მოატრიალა მანქანა და დიდი სისწრაფით წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც ხ------- კ----------–---–ი, მისი მეუღლე (რომელიც ამ დროს უკვე გამოსული იყო გარეთ), დედა და ბავშვები იმყოფებოდნენ. ხ------- კ----------–---–მა მანქანისაკენ გაიწია - რას აკეთებო. ვ------- ბ-–----–---–მა მანქანა გააჩერა მისგან დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე. ამ დროს ხ------- კ----------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა გ------ დ------–---–მა. იგი შეაჩერა მეზობელმა ხ------- მ-----–---მ - ,,მამის ტოლი კაცია, რას აკეთებთო“. გ------ დ------–---–ი ჩაჯდა ვ------- ბ-–----–---–ის მანქანაში. ნ-----–- კ----------–---–მა ქვა ესროლა მანქანას, რა დროსაც მას ჩაუტყდა უკანა საქარე მინა. ხ------- კ----------–---–მა ვ------- ბ-–----–---–ისა და გ------ დ------–---–ის მიერ ცემისას განიცადა ფიზიკური ტკივილი, მას გაუტყდა ცხვირი, ესაჭიროება ოპერაცია, დასჭირდა 15-დღიანი მკურნალობა თვალზე. აგრეთვე, ვ------- ბ-–----–---–ის ორივე მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა. ამასთან, მუქარის დროს იარაღის წინ იდგნენ 7 წლის თ------ კ----------–---–ი და 5 წლის მ---- ს---–-----–---–იც. დაზარალებული ითხოვს ბრალდებულების მკაცრად დასჯას (2018 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი).
3.2 მოწმე ნ-----–- კ----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე, ხ------- კ----------–---–ი თავის ეზოში ვაზს კრავდა. იქ იმყოფებოდნენ ნ-----–- კ----------–---–ის შვილიშვილებიც. ამ დროს ვ------- ბ-–----–---–ი და გ------ დ------–---–ი მოვიდნენ მანქანით, რომელიც გააჩერეს ეზოს კართან, თვითონ კი ეზოში შევიდნენ. ვ------- ბ-–----–---–მა ხ------- კ----------–---–ს უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და ნ-----–- კ----------–---–თან სთხოვა, გასულიყო. ნ-----–- კ----------–---–ი გავიდა. ხმაურზე შემოტრიალდა და დაინახა, რომ ხ------- კ----------–---–ი წაქცეული იყო, ხოლო - ვ------- ბ-–----–---–ი და გ------ დ------–---–ი მას სცემდნენ - სახეში ურტამდნენ ხელ-ფეხს. ვ------- ბ-–----–---–ი გამობრუნდა, მანქანიდან იარაღი ამოიღო - მოგკლავო - ეუბნებოდა ხ------- კ----------–---–ს და აგინებდა. გ------ დ------–---–ი აგრძელებდა ხ------- კ----------–---–ის ცემას. ვ------- ბ-–----–---–მა გ------ დ------–---–ს უთხრა, არ გაუშვა, უნდა მოვკლაო. ნ-----–- კ----------–---–მა გულში მუშტი დაარტყა ვ------- ბ-–----–---–ს და ქვა ესროლა. ვ------- ბ-–----–---–მა იარაღი მანქანაში ჩადო და უცენზურო სიტყვებით მიმართა ნ-----–- კ----------–---–ს. ხ------- კ----------–---–მა საშველად თავის ვაჟს - გ-------ს დაუძახა, თან წამოდგა და ,,ცემა-ცემით“ ეზოს კარამდე მივიდნენ. ვ------- ბ-–----–---–მა მეორედ ამოიღო იარაღი - ყველა უნდა დაგცხრილოთო. მას იარაღი გ------ დ------–---–მა ჩაადებინა - ,,რას შვრებიო“. იქვე იმყოფებოდნენ ნ-----–- კ----------–---–ის შვილიშვილებიც. სახლიდან გამოვიდა ხ------- კ----------–---–ის მეუღლე - შ------- მ-----–---ც. ვ------- ბ-–----–---–ი ჩაჯდა მანქანაში და მოატრიალა. ამ დროს გ------ დ------–---–ი ხ------- კ----------–---–ს სცემდა. იგი შეაჩერა მეზობელმა ხ-------მ - ,,რას აკეთებ, როგორ შეიძლებაო“. შემდეგ გ------ დ------–---–იც ჩაჯდა ვ------- ბ-–----–---–ის მანქანაში და წავიდნენ. ნ-----–- კ----------–---–მა ქვა ესროლა მათ, რომელიც მანქანას მოხვდა. ხ------- კ----------–---–ს ცხვირიდან და ტუჩებიდან სისხლი მოსდიოდა, ორივე თვალი ჩაწითლებულ-ჩალურჯებული ჰქონდა (2018 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი);
3.3 მოწმე შ------- მ-----–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 09:30-დან 10 საათამდე იმყოფებოდა კ-----------------------–----------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. მის შვილს - გ-------ს ეძინა. მან გაიგონა ხმაური და მისი მეუღლის - ხ------- კ----------–---–ის ხმა, რომელიც გ-------ს ეძახდა. როდესაც ჩამოვიდა, ეზოს კართან დაინახა ხ------- კ----------–---–ი, რომელსაც სახე სისხლიანი ჰქონდა და გ------ დ------–---–ი, ისინი ერთმანეთს ურტყამდნენ. გ------ დ------–---–ი ხ------- კ----------–---–ს ვ------- ბ-–----–---–თან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. ვ------- ბ-–----–---–ი მანქანასთან იდგა და აგინებდა ხ------- კ----------–---–ს. ხ------- კ----------–---–მა ქვა ესროლა მას. ვ------- ბ-–----–---–მა მანქანის საბარგულიდან ავტომატის მსგავსი იარაღი ამოიღო, ხ------- კ----------–---–ს დაუმიზნა - მოგკლავო. ამ დროს იქ იმყოფებოდნენ მისი შვილი და მეუღლის დის შვილიშვილი. გ------ დ------–---–მა ვ------- ბ-–----–---–ს იარაღი ჩაადებინა უკან - რას აკეთებ, ბავშვები არიანო. შემდეგ გ------ დ------–---–მა კვლავ დაუწყო ცემა ხ------- კ----------–---–ს. ხ------- კ----------–---–ი კვლავ უძახდა თავის შვილს - გ-------ს, რომელიც გამოვიდა სახლიდან და მამამისსა და გ------ დ------–---–ს შორის ჩადგა. ამ დროს მოვიდა მეზობელი ხ------- მ-----–---ც, რომელმაც გ------ი გაიყვანა - ,,რას შვრებით, რა გიქნიათ მამისტოლი კაცისთვისო“. გ------ დ------–---–ი ჩაჯდა ვ------- ბ-–----–---–ის მანქანაში და ორივე წავიდა. ნ-----–- კ----------–---–მა ქვა ესროლა მანქანას. შ------- მ-----–---მ მეუღლისა და დედამთლისაგან გაიგო, რომ მის გამოსვლამდე ვ------- ბ-–----–---–სა და გ------ დ------–---–ს უცემიათ ხ------- კ----------–---–ი (2018 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი);
3.4 მოწმე გ------- კ----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, დილით მას ეძინა. გაეღვიძა მამის - ხ------- კ----------–---–ის ძახილზე. როდესაც სახლიდან გამოვიდა, დაინახა, რომ ეზოსთან გ------ დ------–---–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში მამამისს. ეს უკანასკნელი მის მოგერიებას ცდილობდა. ხ------- კ----------–---–ს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, თვალები ჩალურჯებული ჰქონდა. გ------- კ----------–---–მა და მისმა მეზობელმა ხ-------მ ისინი გააშველეს. ამ დროს ვ------- ბ-–----–---–მა მათთან დიდი სისწრაფით მიიყვანა ავტომანქანა, სადაც ჩაჯდა გ------ დ------–---–ი და წავიდნენ. ნ-----–- კ----------–---–მა ქვა ესროლა და ჩაუტეხა ავტომანქანის უკანა საქარე მინა (2018 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმი);
3.6 ბრალდებულმა გ------ დ------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევით შეესწრო ვ------- ბ-–----–---–ისა და ხ------- კ----------–---–ს შორის კონფლიქტს. მან დაინახა, რომ ხ------- კ----------–---–მა ქვა ესროლა ვ------- ბ-–----–---–ს, ვ-------მა ხელი ჰკრა ხ-------ს, რომელიც წაბორძიკდა და ღობეს მიეყრდნო. ხ------- კ----------–---–მა დაარტყა ვ------- ბ-–----–---–ს, ვ-------მაც შეუბრუნა ხელი. თვითონ გ------ დ------–---–ს არცერთისთვის დაურტყამს, იგი აშველებდა მათ, იჭერდა ხ------- კ----------–---–ს, რომელიც ქვებს ესროდა ვ------- ბ-–----–---–ს. მას არ დაუნახავს, რომ ვ------- ბ-–----–---–ი იარაღით დამუქრებოდა ხ------- კ----------–---–ს. არ უნახავს იარაღი ბ-–----–---–ის მანქანაში. წასვლისას შეამჩნია, რომ ხ------- კ----------–---–ს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა (2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.7 ბრალდებულმა ვ------- ბ-–----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივლისს, იგი, როგორც ს------–-------------–---------------–------------–--–-, ავტომანქანით მოძრაობდა აღნიშნულ სოფელში და ამოწმებდა, მოდიოდა თუ არა წყალი, რა დროსაც გაიარა ხ------- კ----------–---–ის სახლთან. ქუჩაში, თავისი სახლის წინ იდგა ხ------- კ----------–---–ი, რომლისაგან მოესმა გინება დედის მისამართით. ამის გამო მოხდა უსიამოვნო საუბარი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხ------- კ----------–---–ი ურტყამდა ვ------- ბ-–----–---–ს, რომელიც იგერიებდა მას. გარდა ამისა, ხ------- კ----------–---–მა ქვები ესროლა მას და მის მანქანას. ამ დროს მოვიდა გ------ დ------–---–ი, რომელმაც გააშველა ისინი. გ------ დ------–---–ს ხ------- კ----------–---–ისათვის არ დაურტყამს, იგი მხოლოდ აკავებდა მას. ვ------- ბ-–----–---–ის განმარტებით, ხ------- კ----------–---–ის ოჯახს აქვს მისი კომპანიის ვალი და ხ------- კ----------–---–ი მას უწყობდა სხვადასხვა სახის პროვოკაციას, ვალის რესტრუქტურიზაციის მიზნით. აღნიშნული კონფლიქტიც ხ------- კ----------–---–ის მიერ იყო პროვოცირებული. კონფლიქტის დროს ვ------- ბ-–----–---–მაც იგივე სახის დაზიანებები მიიღო, რაც ხ------- კ----------–---–მა. ვ------- ბ-–----–---–ს რაიმე სახის იარაღი თან არ ჰქონია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია დაზარალებულს. წამოსვლისას შეამჩნია, რომ ხ------- კ----------–---–ს სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან. მისივე განმარტებით, ბრალდებულები ყოფილი სპორტსმენები არიან და არათუ ორივეს, მხოლოდ ვ------- ბ-–----–---–ის მიერ დაზარალებულის ცემის შემთხვევაშიც კი, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ვ------- ბ-–----–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მას ხ------- კ----------–---–ი არ უცემია (2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.8 მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ხ------- კ----------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმა, თავის ზედაპირული მრავლობითი ტრავმა, თვალის კაკლისა და თვალბუდის ბლაგვი ტრავმა, მიოპიური ასტიგმატიზმი. სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლჩაქცევების სახით. ხ------- კ----------–---–ის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს.ფ. 355-357); ვ------- ბ-–----–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: კანქვეშა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის არეში - განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო - გ------ დ------–---–ს დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება (ს.ფ. 298-302);
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა ჩვენებებს, კერძოდ: ვ------- ბ-–----–---–ის განმარტებით, დაზარალებულმა მას ჯერ შეაგინა, ხოლო შემდეგ, ამის გამო დაძაბული საუბრის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფაც პირველმა მიაყენა და ბრალდებული მხოლოდ თავს იცავდა. ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ თავდამსხმელმა მიიღო გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმა, თავის ზედაპირული მრავლობითი ტრავმა, თვალის კაკლისა და თვალბუდის ბლაგვი ტრავმა, ხოლო ბრალდებულმა - მხოლოდ სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის არეში, ისიც, მისივე ჩვენებით, ნასროლი ქვის მოხვედრის გამო. ვ------- ბ-–----–---–ი აცხადებს, რომ დაზარალებულმაც ისეთივე დაზიანება მიიღო, როგორიც თავად, ხოლო გ------ დ------–---–ის ჩვენებით, მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან წასვლისას შეამჩნია დაზარალებულის ცხვირთან სისხლი. ბრალდებულთა არაგულწრფელობაზე მეტყველებს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით ხ------- კ----------–---–ის მაისურსა და შარვალზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, მათ შორის - ,,გახეხვით და გაგლეჯით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად“ მაშინ, როდესაც ვ------- ბ-–----–---–ის ტანსაცმელი არ დაზიანებულა, ხოლო გ------ დ------–---–ის მხოლოდ შორტზე აღინიშნება დაზიანება გახევისა და ნაკერის განარღვევის სახით. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, ვისგან ან რისგან იცავდა თავს ვ------- ბ-–----–---–ი ან როგორ აშველებდა მას და დაზარალებულს გ------ დ------–---–ი. ამრიგად, ბრალდებულთა ჩვენებებიდან გამომდინარე, დაზარალებულმა თავისი სახლის ეზოში არაერთი დაზიანება მიიღო ვ------- ბ-–----–---–ზე თავდასხმისა და გ------ დ------–---–ის მიერ გაშველების პროცესში, იმ დროს, როდესაც დაზიანება არ მიუღია არცერთ ბრალდებულს. ამასთან, თუკი ვ------- ბ-–----–---–მა სცადა, აეხსნა დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების მოტივი (მისი კომპანიისადმი ვალის რესტრუქტურიზაცია), გ------ დ------–---–ის მიმართ ამგვარი მოტივი არც დასახელებულა. ხ------- კ----------–---–მა ისიც კი აღნიშნა, რომ მუქარის შემდეგ სწორედ გ------ დ------–---–მა შეანახინა ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ვ------- ბ-–----–---–ს. აშკარაა, რომ ვ------- ბ-–----–---–ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იგი, გ------ დ------–---–თან ერთად, მიზანმიმართულად მოქმედებდა.
ბრალდებულთა ჩვენებების საპირისპიროდ, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები თანამიმდევრული და დამაჯერებელია, შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგებსაც და მომხდარის ნათელ სურათს ქმნის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ვ------- ბ-–----–---–ისა და გ------ დ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ნაწილობრივ ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ცალკეულ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევის გზით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ------- ბ-–----–---–ისა და გ------ დ------–---–ის ქმედებები გამოირჩევა ცინიზმით და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას - მათ დაზარალებულს სცემეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ მისივე სახლის ეზოში, დედის, მეუღლისა და შვილის თანდასწრებით. ვ------- ბ-–----–---–ისა და გ------ დ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების უარყოფის გამო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დანიშნული სასჯელი პირობით ჩათვალოს. რაც შეეხება სხვა, რომელიმე არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ეს აშკარად უსამართლო და კანონით დადგენილი მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის - შეუსაბამო იქნებოდა. საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა არცერთი იმგვარი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც სასამართლოს თუნდაც მიანიშნებდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ამასთან, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე და სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანაამსრულებლობის პირობებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯგუფურ დანაშაულში ვ------- ბ-–----–---–ის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს, ვიდრე გ------ დ------–---–ის ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- ბ-–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით;
- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ვ------- ბ-–----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ვ------- ბ-–----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან;
2. გ------ დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ------ დ------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ,,ჰავალი“, სახ. №---------, ცეცხლსასროლი იარაღი ,,საიგა”, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ქვა, კენჭები, სისხლის კვლები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი