განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ-----------ია;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-----------–ია;
ბრალდებული - ი-----–- მ--------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ლს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ-------------–-------------------–--------------------------ში.
კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2----–-–----------ოს დასაწყისის ეპიზოდი).
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2----–-–-------------ოს ეპიზოდი).
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–----------ოს თვის დასაწყისში, დაახლოებით 1---- საათზე, ქ. თბილისში, კ------–----------ზე მდებარე ნაქირავებ ბინაში ი-----–- მ--------–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ნ---- ბ-----–---–ზე. კერძოდ, დაიჭირა თმით, ურტყამდა და აფურთხებდა სახეში, წაქცევის შემდეგ კი, აგრძელებდა მის ცემას და ურტყამდა წიხლებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად ფეხის არეში, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2----–-–-------------ოს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------ა N---ის მიმდებარე ტერიტორიზე ი-----–- მ--------–--ემ ნ---- ბ-----–---–ს შეასხა წყალი სახეში და ესროლა ბოთლი, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოძალადის თავდასხმისგან თავის დაღწევის მიზნით ნ---- ბ-----–---–მა გააჩერა "T-----------”-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით I--------) და დატოვა მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, ი-----–- მ--------–--ემაც გააჩერა "S------------“-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით Z------) და დაედევნა ნ---- ბ-----–---–ს. ქ. თბილისში, მეტროსადგურ ს-------–---–ის მიმდებარედ, შუქნიშანთან ი-----–- მ--------–--ემ მოახერხა მიახლოება და "T-----------"-ის მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით I--------) გადაჯდომა, სადაც ნ---- ბ-----–---–ს ხელის იდაყვი ჩაარტყა სახეში და თმაში ქაჩავდა, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2----–-–-------------ოს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------ა N---ის მიმდებარე ტერიტორიზე ი-----–- მ--------–--ე "S------------“-ის მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით Z------) აედევნა "T-----------”-ის მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით I--------) მჯდომ ნ---- ბ-----–---–ს, რომელსაც დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ქ.თბილისში, მეტროსადგურ ს-------–---–ის მიმდებარედ, შუქნიშანთან ი-----–- მ--------–--ემ მოახერხა მიახლოება და "T-----------”-ის მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით I--------) გადაჯდომა, სადაც იმყოფებოდა ნ---- ბ-----–---–ი. ნ---- ბ-----–---–მა ი-----–- მ--------–--ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დაზარალებულმა ნ---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ 2----–-–----------ოს პირველ რიცხვებში ქ.თბილისში, კ------–----------ზე მდებარე მათ მიერ ნაქირავებ სახლში ყოფნისას, ი-----–-მ მას ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა მასზე. იგი შეეცადა განრიდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა თმით შეათრია ოთახში, სადაც ურტყამდა და აფურთხებდა სახეში, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. წინააღმდეგობის გაწევისას, იგი მიეხეთქა კედელს და ძირს დაეცა. ი-----–-მ განაგრძო დაცემულის ცემა და ურტყამდა წიხლებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ძირითადად ფეხის არეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მას დასჭირდა სამედიცნო დახმარება, რადგან სხეულზე ჰქონდა სილურჯეები.
2----–-–-------------ოს, დაახლოებით 2---- საათჩზე, იმყოფებოდა ქ.თბილისში, ფ--–--–---–-------აზე, ტელეფონით ესაუბრა ი-----–- მ--------–--ეს. საუბრის დასასრულს აპირებდა ტაქსის გაჩერებას, რა დროსაც სოციალური ქსელის ,,ფ--------ს’’ საკუთარ გვერდს ათვალიარებდა ტელეფონის საშუალებით. უეცრად უკნიდან ვიღაცამ თავში მსუბუქად წამოარტყა. მან დაინახა, რომ იყო ი-----–- და ხუმრობა ეგონა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ი-----–- ისევ ეჭვიანობდა და ამიტომ დაარტყა მას. ამის შემდეგ, ი-----–-მ ჯერ წყალი შეასხა, შემდეგ ბოთლი ჩაარტყა, რის გამოც განიცადა მსუბუქი ტკივილი. რამდენიმე ქალის დახმარებით მოახერხა ტაქსიში ჩაჯდომა, რათა გაცლოდა იქაურობას. ი-----–-მაც გააჩერა ტაქსი და უკან დაედევნა, თან გზაში ურეკავდა და მოკვლით ემუქრებოდა, რამაც ძალიან შეაშინა. მეტროსადგურ ს-------–---–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანზე, ი-----–- მის ტაქსიში გადაჯდა, იდაყვი ჩაარტყა თვალში, თან ლანძღავდა და თმაზე ქაჩავდა, რის გამოც იგი განიცდიდა ტკივილს. როდესაც მანქანა თ----ს დასახლებისკენ გაემართა, სადაც ი-----–- ცხოვრობდა, მან მოახერხა და დედას დაურეკა. დედამ ურჩია პატრული გამოეძახა. მას შეეშინდა ი-----–-ს მუქარის და დაურეკა პატრულს. ასევე სთხოვა ტაქსის მძღოლს, არ დაეტოვებინა პატრულის მისვლამდე, რადგან იყო შეშინებული.
2.2. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.3. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (26.08.2018); N------ შემაკავებელი ორდერი (26.08.2018); მოწმეების: გ--------------–---–------------------–---–------------------–---–-------------------–---–-----------------–---ს, ს-----–----------------–--------–-----------------–---------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნა, ამოღების ოქმი (18.10.2018); სამედიცინო ბარათი (11.08.2018).
2.4. ბრალდებულმა ი-----–- მ--------–--ემ, დასკვნით სიტყვაში აღიარა ჩადენილი დანაშაულები და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედებები.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.7. ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ცალსახად დადგენილად მიაჩნია განაჩენის 1.1. – 1.3. პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის დარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
4.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ბ-----–---–ის, მოწმეების თ------------–---–-------------------–---–-----------------–----------------, ამოღების ოქმით (19.10.2018) და სამედიცინო ბარათით (11.08.2018), უტყუარად არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2----–-–----------ოს დასაწყისში, კ------–----------ზე ნაქირავებ ბინაში, ი-----–- მ--------–--ემ ნ---- ბ-----–---–ი დაიჭირა თმით და ურტყამდა სახის არეში, ხოლო წაქცეულს ურტყადა წიხლებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ძირითადად ფეხის არეში, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.3. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ი-----–- მ--------–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.4. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ბ-----–---–ის, მოწმეების გ--------------–---–------------------–---–------------------–---–-------------------–---–-----------------–---ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (26.08.2018), N------ შემაკავებელი ორდერით (26.08.2018), ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნით (04.10.2018), უტყუარად არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2----–-–-------------ოს, ი-----–- მ--------–--ემ ნ---- ბ-----–---–ს შეასხა წყალი და სახის არეში ჩაარტყა ბოთლი, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ დაედევნა და ტაქსით მგზავრობისას იდაყვი ჩაარტყა სახეში და თმებზე ქაჩავდა, რის შედეგად ნ---- ბ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.5. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ი-----–- მ--------–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
4.7. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ბ-----–---–ის, მოწმეების გ--------------–---–------------------–---–------------------–---–-------------------–---–-----------------–---ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (26.08.2018), უტყუარად არის დადასტურებული, ის გარემოება, რომ 2----–-–-------------ოს, ი-----–- მ--------–--ე ტელეფონით დაემუქრა ნ---- ბ-----–---–ს სიცოცხლის მოსპობით. ამასთან, მუქარის რეალურობის შეფასებისას, სასამართლო იშველიებს დაზარალებულ ნ---- ბ-----–---–ის და მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებებს და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- ბ-----–---–მა ი-----–- მ--------–--ის მუქარა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გამოიძახა პატრული, ამასთან, სთხოვა გ--------------–---–ს პატრულის მისვლამდე არ დაეტოვებინა მარტო ი-----–- მ--------–--ესთან ერთად.
4.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ი-----–- მ--------–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ი-----–- მ--------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის წარსულ ცხოვრებას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ ი-----–- მ--------–--ემ დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსაცდლი ვადის პერიოდში, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-----–- მ--------–--ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს ი-----–- მ--------–--ეს, ისჯება სჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2----–-–------------–ის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რ---------), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა...
6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციასთან ერთად, ითვალისწინებს ი-----–- მ--------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, ვინაიდან ქალთა მიმართ ძალადობა, მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, დანაშაულის ჩადენის მოტივს - ეჭვიანობას, ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რაც გამოიხატა არაერთხელ ჩადენილ ძალადობაში და მუქარაში, ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას ი-----–- მ--------–--ე ნასამართლევია და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე მის ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულის პოზიციას, რომელმაც ითხოვა ბრალდებულის ლმობიერად დასჯა, რისი გათვალისწინებითაც, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულებისკენ ბრალდებულის მიდრეკილების (ჩადენილი აქვს ძალადობრივ დანაშაულთა ერთობლიობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–--ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) თავიდან აცილება, დაზარალებულის ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება (სამართლიანობის აღდგენა) და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნება) შესაძლებელია, სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და ყველა უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
6.8. ამასთან, სასამართლო, განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-57 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, ი-----–- მ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენში შევიდა ცვლილება და ი-----–- მ--------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენში, ი-----–- მ--------–--ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენი (260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) დარჩა უცვლელი.
6.10. ამდენად, სასამართლოს, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–--ეს, რომელიც დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდისთვის) – სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.
6.10. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
6.11 ამდენად, ვინაიდან ი-----–- მ--------–--ემ, დანაშაულები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენებით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. თუმცა, ვინაიდან სახეზეა, როგორც დანაშაულთა, ასევე განაჩენთა ერთობლიობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ხოლო, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: 1 ცალი ლაზერული დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–- მ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–----------ოს დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. ი-----–- მ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. ი-----–- მ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–----------ოს დასაწყისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ოს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ--------–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–- მ--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. ი-----–- მ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------დან.
7. ნივთმტკიცება - 1 ცალი ლაზერული დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე