შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 20.01.2009
საქმის ნომერი
55საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

55საზ ქ. თბილისი

20 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ის ადვოკატ ი. კ-ის, მსჯავრდებულ მ. ძ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ დ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ას საჩივრები გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლისა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 ივნისის განაჩენების, ამავე სასამართლოს 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენის და ამ განაჩენზე უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის დადგენილების, ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინების და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. ც-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 20 სექტემბრიდან.

ამავე განაჩენით ზ. ჟ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 20 სექტემბრიდან;

ვ. თ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 20 სექტემბრიდან;

ო. ც-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 20 სექტემბრიდან;

ლ. კ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 20 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დ. ჯ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილი _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-4 ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 15 წლით, 133-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, ხოლო 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჯ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 17 სექტემბრიდან.

ამავე განაჩენით დ. ჭ-ე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილი _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-5 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი პუნქტით _ 8 წლით, 133-ე მუხლით _ 10 წლით, ხოლო 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჭ-ძეს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 17 სექტემბრიდან;

ე. გ-ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 8 წლით, ხოლო 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. გ-ას საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1996 წლის 12 იანვრიდან.

ამ განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ჯ-ემ უკანონოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა; მანვე, ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და განმეორებით ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე გაიტაცა პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტი; მანვე ანგარებით მოიტაცა ადამიანი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება; ჩადენილი ჰქონდა რა გამოძალვა, დ. ჯ-ძემ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩაიდინა გამოძალვა;

დ. ჭ-ემ უკანონოდ შეიძინა ხელყუმბარა და ცივი იარაღი _ დანა, რომელსაც რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა; მანვე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე ანგარებით მოიტაცა ადამიანი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ასევე ჩაიდინა პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით გამოძალვა;

ე. გ-ამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და განმეორებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1994 წლის 14 სექტემბერს, სოფელ .......... ტერიტორიაზე ე. გ-სთან, გ. გ-სთან და ვინმე გ. ერთად ნ. კ-ეს, თ. კ-ეს, ი. ჩ-ეს და სხვებს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით წაართვეს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის _ სანადირო თოფები და მონადირის მოწმობა.

1995 წლის 16 სექტემბერს დ. ჯ-ემ დ. ჭ-ესა და შ. ბ-ესთან ერთად, ფულის გამოძალვის მიზნით ყაჩაღურად მოიტაცა სოფელ ....... მცხოვრები გ. კ-ა, რომელსაც გასტაცეს 750000 რუსული რუბლი, 200 აშშ დოლარი და ოქროს ნივთები.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით:

დ. ჭ-ის მიმართ საქმე შეწყდა სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მისი ქმედება სსკ-ის 133-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჭ-ეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. ჯ-ის ქმედება სსკ-ის 133-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჯ-ეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. ძ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით (შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის შექმნა) მიესაჯა 12 წლით, ხოლო 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 45-ე მუხლის გამოყენებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მ. ძ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 5 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

1. გ. ლ.-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით (შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის შექმნა) _ 13 წლით, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 16 ივნისიდან;

2. ზ. ტ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 7 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 6 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-4 ნაწილით _ 5 წლით, მე-5 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 2 ივნისის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ» ზ. ტ-ა განთავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 16 ივნისიდან;

3. ე. ქ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 6 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 24 თებერვლიდან;

4. ჯ. შ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. გ. ა-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 17 ივნისიდან;

6. გ. ნ-ს _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით (შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის შექმნა) _ 11 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 10 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-4 ნაწილით _ 6 წლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 7 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1996 წლის 13 იანვრიდან;

7. მ. ო-იას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 7 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 6 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-3 ნაწილით _ 4 წლით, მე-4 ნაწილით _ 5 წლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 20 დეკემბრიდან;

8. გ. წ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით _ 6 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-3 ნაწილით _ 4 წლით, მე-4 ნაწილით _ 5 წლით, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 30 დეკემბრიდან;

9. კ. ჭ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 206-ე მუხლით _ 2 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 2 ივნისის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ» კ. ჭ-ა განთავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან; საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1996 წლის 22 თებერვლიდან;

10. თ. ჭ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1–ლი და მე-5 პუნქტებით _ 8 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-5 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 2 ივნისის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ» თ. ჭ-ა განთავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან; საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც გადაფარა უზენაესი სასამართლოს 1995 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთამ. თ. ჭ-იას სასჯელის ათვლა დაეწყო 1994 წლის 24 აგვისტოდან;

11. რ. ჭ-ას _ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1–ლი და მე-5 პუნქტებით _ 6 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-4 ნაწილით _ 5 წლით, მე-5 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 2 ივნისის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ» რ. ჭ-ა განთავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან; საბოლოოდ იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1996 წლის 14 თებერვლიდან.

გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მიესაჯა: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, მე-2 ნაწილით _ 5 წლით, მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, ხოლო მე-19,109-ე მუხლის ,,გ", ,,თ", ,,ლ" პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ჯ-ძეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 10 თვე და 12 დღე და საბოლოოდ დ. ჯ-ეს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

1. მ. ძ-ს, _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, მე-2 ნაწილით _ 5 წლით, მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, ხოლო მე-19,109-ე მუხლის ,,გ", ,,თ", ,,ლ" პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ძ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 8 თვე და 24 დღე და საბოლოოდ მ. ძ-ს მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. გ. ც-ს _ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, ხოლო მე-19,109-ე მუხლის ,,გ", ,,თ", ,,ლ" პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 10 თვე და 9 დღე და საბოლოოდ გ. ც-ს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით: გ. ც-ს მოეხსნა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. ჯ-ეს მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 3 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ გ. ც-ის ადვოკატი ი. კ-ე საჩივრით ითხოვს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას იმ მოტივით, რომ გ. ც-ი მსჯავრდებული იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით და სსკ-ის მე-17,203-ე მუხლით, რისთვისაც მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი აღნიშნული ქმედებისათვის ითვალისწინებდა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შემცირდა სანქციის მინიმუმი. ასევე შემცირდა სსკ-ის 109-ე მუხლით სასჯელის მაქსიმუმი და ადვოკატის აზრით, ერთის მხრივ სასჯელის მინიმუმის და მეორეს მხრივ მაქსიმუმის შემცირებით საგრძნობლად შემსუბუქდა გ. ც-სათვის სასჯელი, რაც უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველია. ამის გამო ადვოკატი ითხოვს გ. ც-სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

მ. ძ-ი საჩივრებში აღნიშნავს, რომ პირველად გაასამართლეს სსკ-ის 78-ე და 209-ე მუხლებით, მეორედ მე-19,109-ე და სხვა მუხლებით, რის შემდეგ აღუძრეს საქმე 378-ე და 379-ე მუხლებით. იგი ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და ასევე აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის მოხდა უნდა დაწყებოდა 2001 წლის იანვრიდან.

მსჯავრდებული დ. ჯ-ე და მისი ადვოკატი ვ. ტ-ა საჩივრებით ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენის, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინების და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ დ. ჯ-ეს არასწორად აეთვალა სასჯელის მოხდის ვადა 2002 წლის 29 ოქტომბრიდან, რადგან ამ დანაშაულისათვის დ. ჯ-ე ¹5-ე საპყრობილეში შეასახლეს 2001 წლის 10 თებერვალს, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ დ. ჯ-ეს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს არა განაჩენის გამოტანის დღიდან, არამედ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, რაც უნდა დაზუსტდეს სსსკ-ის 615-ე მუხლის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა მსჯავრდებულთა პირადი და სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ძ-ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ. ც-ის ადვოკატ ი. კ-სა და მსჯავრდებულ დ. ჯ-სა და მისი ადვოკატის საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს, კერძოდ, გ. ც-ის, ზ. ჟ-ის, ვ. თ-ის, ო. ჩ-ის და ლ. კ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევის მცდელობა), უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და უნდა შეუმსუბუქდეთ სასჯელი, რადგან ამ კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ზომა არ უნდა ყოფილიყო დამთავრებული დანაშაულისათვის ყველაზე მკაცრი სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი.

დ. ჯ-ის, გ. ც-ის და მ. ძ-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინების სასჯელის ათვლის ნაწილში დაზუსტების საფუძველი არ არსებობს, რადგან სამივე მსჯავრდებული საპყრობილეში შესახლდა მოსამართლის 2001 წლის 26 იანვრის დადგენილებებით, სსსკ-ის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მათი საპყრობილეში შესახლების ვადა გაგრძელდა იმავე წლის 25 მაისს (სისხლის სამართლის საქმე დ. ჯ-ის და სხვათა მიმართ, ტ. 1, ს.ფ. 111-113; 247-249).

გარდა ამისა, წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილის ზომა განისაზღვრა ბოლო განაჩენის გამოტანის დღის გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით სამივე მსჯავრდებულს სწორად აეთვალა სასჯელის მოხდის ვადა ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან.

უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის დადგენილება უნდა შეიცვალოს სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, დ. ჯ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებიდან (რომლითაც მისჯილი აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (ყაჩაღობა, ჯგუფურად და არაერთგზის);

ამავე დადგენილებით მსჯავრდებულ დ. ჭ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან (ყაჩაღობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რაც მძიმე დანაშაულს წარმოადგენს.

ე. გ-ას მსჯავრდების ნაწილში დადგენილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს ზ. თ-სა, თ. ჭა-ას და რ. ჭ-ას სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მათ მიმართ საქმე შეწყდეს, რადგან 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა ცივი იარაღის ტარებას. ამავე განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება), რომლითაც მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცრდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). გარდა ამისა, აღნიშნული განაჩენი უნდა გაუქმდეს კ. ჭ-ას ადრე მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე შეწყდეს, რადგან იგი მსჯავრდებულია იმისათვის, რომ, იცოდა რა სხვა პირთა მიერ ბინაში შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის შესახებ, არ განაცხადა სათანადო ორგანოებში. 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სსკ-ის 376-ე მუხლი ითვალისწინებდა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მზადების და არა _ ჩადენის შეუტყობინებლობას.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 ივნისის განაჩენის სხვა ნაწილში, მათ შორის _ მ. ძ-ის მსჯავრდების ნაწილში, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. ძ-ის მოთხოვნას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენისა და, შესაბამისად, ამავე სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რადგან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე.

იმის გამო, რომ დ. ჯ-ეს 3 წლით უნდა შეუმსუბუქდეს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 9 აგვისტოს განაჩენით და ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მის მიმართ უნდა შემსუბუქდეს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ასევე განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი.

ამავე მოტივით უნდა შეუმსუბუქდეს გ. ც-ს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი. ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით ზ. ჟ-სა და ო. ც-ეს დანიშნული საბოლოო სასჯელის _ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყოთ 1994 წლის 20 სექტემბრიდან.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. ძ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის, მსჯავრდებულ დ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ას საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1. გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს:

გ. ც-ის, ზ. ჯ-ის, ვ. თ-ის, ო. ც-ის და ლ. კ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და მიესაჯოთ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

სხვა ნაწილში გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს განაჩენი დარჩეს უცვლელად და ამ განაჩენით გ. ც-ს, ზ. ჯ-ეს, ვ. თ-ეს, ო. ც-ეს და ლ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვროთ 11-11 (თერთმეტ-თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის დადგენილება შეიცვალოს:

დ. ჯ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ დ. ჭ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე;

დ. ჯ-ეს განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სხვა ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება დარჩეს უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენი გაუქმდეს ზ. თ-ას, თ. ჭ-ას და რ. ჭ-ას სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მათ მიმართ საქმე შეწყდეს;

ამავე განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ.- ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

აღნიშნული განაჩენი გაუქმდეს კ. ჭ-ას ადრე მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე შეწყდეს;

უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინება შეიცვალოს და დ. ჯ-ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ც-ს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 4 (ოთხი) თვით და საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დ. ჯ-ის და სხვათა მიმართ შეიცვალოს:

განაჩენთა ერთობლიობით დ. ჯ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.