განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
330100119003235132
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4823-19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

9 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ--------------

სტაჟიორ - პროკურორი: ვ--–-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–---------------------------- (დაბადებული - 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ-------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–-------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ადვოკატი - ნ-----------------–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–----------------, ღამის 02:00-03:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, თ---–-----------------–---------–--------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სს „ჰ----–--------------–------------–---–---------------------------ის“ მშენებარე ობიექტიდან, ნ-----–-------------ე და გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ სს „ჰ----–--------------–------------–---–---------------------------ის“ კუთვნილ 150 (ასორმოცდაათი) ცალ საკანალიზაციო პლასტმასის მილს, ჯამში ღირებულს 780 (შვიდას ოთხმოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა ქონებრივი სახის ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.1. ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---ს დეტექტივმა - თ-------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ 2----–-–---------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის ზ----------–----–--–-, კომპანია ჰ----–---ის ტეიტორიიდან ორი პიროვნება (მათ შორის ერთ-ერთი ნ-----–-------------ე), იპარავდა პლასტმასის მილებს. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.

 

2.2. ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---ს გამომძიებელმა - გ--–-------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2----–-–----------------, ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ი-----–-----–----ესთან და რ--------------–---–თან ერთად გაემართა „ო-–-------------–-----ენ“. ავტომანქანა შორი-ახლოს გააჩერეს და ქვეითად მიუახლოვდნენ მშენებარე კორპუსს, რომელსაც საავტომობილო გზიდან ჰყოფს ბეტონის ღობე. ახლოს მისულებმა დაინახეს ორი პიროვნება, რომლებიც ბეტონის ღობიდან გადმოდიოდნენ და ერთ-ერთს ხელში საკანალიზაციო მილი ეჭირა. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ორივე მათგანმა გადაკვეთა საავტომობილო გზა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა. გ--–-------------–---–ი და რ--------------–---–ი გაეკიდნენ მარჯვნივ გაქცეულ პიროვნებას და მალევე დააკავეს. იგი აღმოჩნდა ნ-----–-------------ე. თ---–------------ მიმართულებით გაქცეულ პიროვნებას გაეკიდა ი-----–-----–----ე, თუმცა ვერ დაეწია და მალევე დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. გამომძიებელმა - რ--------------–---–მა დაკავებულს განუმარტა უფლებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელზეც საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. აღნიშნულ დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით, ოლიმპიურ ქალაქში მივიდა გამომძიებელი - ი-------------ი. უშუალოდ ბეტონის ღობესთან და ღობის მოპირდაპირე მხარეს, მინდორში აღმოჩნდა (ორ ადგილზე) წასაღებად გამზადებული, დიდი რაოდენობით პლასტმასის მილი. რ--------------–---–თან და ი-----–-----–----ესთან ერთად, დაკავებული გადაიყვანა ი------------------–--------------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულს მოცემულ სისხლის სამართლის საქმემდე არ იცნობდა და მასთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია.

 

2.3. ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---ს გამომძიებელმა - რ--------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ 2----–-–----------------, ღამის ორიდან სამ საათამდე შუალედში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა „ჰ----–---ის ეკონომიკურ ზონაში“ მშენებარე კორპუსთან. პოლიციელები ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც შეამჩნიეს მშენებლობაზე შემოვლებული ბეტონის ღობიდან გადმომავალი ორი პიროვნება. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე ერთი მათგანი გაიქცა მინდვრისკენ, ხოლო მეორე მათგანი თ---–------------ მიმართულებით. გ--–-------------–---–თან ერთად, რამდენიმე მეტრში დააკავა მინდვრისკენ გაქცეული ნ-----–-------------ე. თ---–------------კენ გაქცეულ პიროვნებას გაეკიდა ი-----–-----–----ე, მაგრამ მისი დაკავება ვერ მოახერხა. დაკავებულს განუმარტა უფლებები, შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ, მათ შორის ბრალდებულმაც მოაწერა ხელი. ნ-----–-------------ეს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტთან ერთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა გამომძიებელი - ი-------------ი. აღმოჩნდა, რომ ორ სხვადასხვა ადგილზე დალაგებული იყო წასაღებად გამზადებული პლასტმასის საკანალიზაციო მილი. ბრალდებულს მოცემულ სისხლის სამართლის საქმემდე არ იცნობდა და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია.

 

2.4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---ს გამომძიებელმა - ი-----–-----–----ემ, მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.5. ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---ს გამომძიებელმა - ი-------------მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს იცნობს მხოლოდ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან და მის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო დეტექტივ თ-------------ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება პირის დაკავების შესახებ, ექსპერტთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორ ადგილზე დალაგებული, დაახლოებით 150 ცალი, 100 მმ დიამეტრისა და ერთი მეტრი სიგრძის პლასტმასის მილი. ამოღებული მილები დაილუქა და გადაიტანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. თბილისში, ჰ----–---ის დასახლებაში „ა---–-----–---ს“ ტერიტორიაზე, რომელიც შემოფარგლული იყო ბეტონის ღობით. მილები ეწყო როგორც ღობესთან (გარეთ), ასევე გზის გადაღმა, მინდორში, მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძთან.

 

2.6. 2----–-–---------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შ--------------------------------–-------------------–ების გამომძიებელ ი-------------ის მიერ, ექსპერტ მ-----------–-------ას მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე თბილისის ზ----------–----–--–-, მ-------------- კორპუსის მიმდებარედ. კორპუსს შემოვლებული აქვს ბეტონის ღობე, რომლის გარეთა მხარეს, ბორდიურზე აწყვია 25 ცალი პლასტმასის მილი. პლასტმასის მილის სიგრძეა ერთი მეტრი, დიამეტრი - 100 მმ. ღობიდან რამდენიმე მეტრში, მინდორში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძის ქვეშ ასევე აღმოჩენილ იქნა 124 ცალი, იმავე ტიპის პლასტმასის მილი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტის მიერ. ამოღებული მილები დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

2.7. ექსპერტმა - მ-----------–-------ამ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

2.8. ს----------–----–----------------------------------------–-----------------------------------–-–------------------- სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 150 ცალი საკანალიზაციო პლასტმასის მილის (დიამეტრით -100 მმ, თითოეული სიგრძით - 1000 მმ), საერთო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 780 ლარი.

 

2.9. ექსპერტმა - ზ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.10. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა - ს----------–----–-–---–მა, მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის კომპანია „ჰ----–---ის“ შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი. მის მოვალეობაში შედის უსაფრთხოების დაცვა, ტერიტორიის მონიტორინგი, ასევე წარმოადგენს კომპანიის მინდობილ პირს. 2019 წლის აგვისტოს თვეში, გამომძიებლისგან შეიტყო კომპანიის ტერიტორიიდან 150 ცალი საკანალიზაციო მილის ქურდობის შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ მშენებარე ობიექტს დამცავი ღობე აქვს შემოვლებული. სამუშაო დღის ბოლოს ჭიშკარი იკეტება. პლასტმასის მილები მშენებარე კორპუსებშია განაწილებული. ვარაუდობს, რომ ერთი მილის ღირებულება დაახლოებით 1.5-2 ლარი იქნება. ნ-----–-------------ეს ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე, ღობის შიგნიდან არაფრის გამოტანის უფლება არ ჰქონდა. ტერიტორიიდან გატანისა თუ შიდა გადაზიდვებისთვის ნებართვაა საჭირო. ნ-----–-------------ე წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში და მას დადებითად ახასიათებს.

 

2.11. 2----–-–---------------- ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს ის----------------------------–--- გამომძიებელ რ--------------–---–ის მიერ ქ. თბილისში, თ---–------------ ა---–-----–---, მე-2 ეტაპი, მე-4 კორპუსის მიმდებარედ, დაკავებულ იქნა ნ-----–-------------ე, რომლისგანაც პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ერთი ცალი, 100 მმ დიაგონალის მქონე პლასტმასის მილი.

 

2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ნ-----–-------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში მითითებული ნივთიერი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.13. ბრალდებულმა - ნ-----–-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანია „ჰ----–---ში“. 2----–-–----------------, ღამის საათებში საცხოვრებელ ბინაში დასჭირდა პლასტმასის მილი. ვერსად შეიძინა და ტაქსით მივიდა „ჰ----–---ის“ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადავიდა ბეტონის ღობეზე, აარჩია ერთი ცალი მილი და უკანვე გადმოდიოდა ღობეზე, როდესაც შეამჩნია პოლიციის თანამშრომლები და გაიქცა, მაგრამ რამდენიმე მეტრში დააკავეს. დაუკითხავად წამოიღო მხოლოდ ერთი ცალი საკანალიზაციო მილი. გამოძიების მიერ ამოღებულ, 150-მდე მილის მოპარვას არ აპირებდა. მშენებარე კორპუსის ბეტონის ღობეზე მარტო გადავიდა. მასთან ერთად არავინ არ იმყოფებოდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, პრეიუდიციად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ნ-----–-------------ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; კერძოდ, 2----–-–----------------, ღამის 03:00 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, თ---–-----------------–---------–--------------------------------- მდებარე ტერიტორიაზე, სს „ჰ----–--------------–------------–---–---------------------------ის“ მშენებარე ობიექტიდან ნ-----–-------------ე და გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელი, პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ სს „ჰ----–--------------–------------–---–---------------------------ის“ კუთვნილ 150 (ასორმოცდაათი) ცალ საკანალიზაციო პლასტმასის მილს, ჯამში ღირებულს 780 (შვიდას ოთხმოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა ქონებრივი სახის ზიანი.

 

3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ნ-----–-------------ის უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარის განმარტებით, 2----–-–----------------, გვიან ღამით, ნ-----–-------------ის საცხოვრებელ ბინაში დაზიანდა საკანალიზაციო მილი. ვინაიდან ღამე იყო და მის შეძენას ვერ ახერხებდა, ტაქსით მივიდა ჰ----–---ის მშენებარე კორპუსთან, გადაძვრა ღობეზე, ეზოში დაყრილი, დაწუნებული მილებიდან ამოარჩია ერთი ცალი, გადმოძვრა ღობეზე და წასვლას აპირებდა, როდესაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას თანამზრახველი არ ყოლია და ერთ ცალ მილს მარტო დაეუფლა. სასამართლოს დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია არადამაჯერებლად მიაჩნია, ვინაიდან ისმის კითხვა: რატომ გადაძვრა ნ-----–-------------ე ბეტონის ღობეზე ერთი ცალი მილის წამოსაღებად და არ მიმართა დარაჯს ან სხვა რომელიმე თანამშრომელს თხოვნით - მიეცათ ბრალდებულის განმარტებით დაწუნებული და ეზოში დაყრილი პლასტმასის მილებიდან ერთი ცალი. შემთხვევის ადგილზე მყოფი, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------, გვიან ღამით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „ჰ----–---ის“ მშენებარე ობიექტთან მისულებმა დაინახეს ბრალდებული ნ-----–-------------ე თანამზრახველთან ერთად, რომლებიც გადმოდიოდნენ ობიექტზე შემოვლებული ბეტონის ღობიდან. პოლიციელების დანახვაზე ისინი გაიქცნენ, თუმცა ნ-----–-------------ე რამდენიმე მეტრში დაკავებულ იქნა. შემთხვევის ადგილი ექსპერტის მონაწილეობით დაათვალიერა გამომძიებელმა და ორ ადგილზე აღმოაჩინა წასაღებად გამზადებული პლასტმასის მილები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ნ-----–-------------ეს ი------------------–--------------–-------------------–---- თანამშრომლებთან რაიმე სახის ურთიერთობა წარსულში არ ჰქონია, გააჩნდა სამსახური და კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეული არ ყოფილა; შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსია პოლიციელთა მხრიდან ნ-----–-------------ის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ ემყარება არცერთ მტკიცებულებას.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, ნ-----–-------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისთვის.

 

3.11. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის საკუთრების უფლებისთვის ზიანის მიყენების სახით).

 

3.12. რაც შეეხება ნ-----–-------------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

ნ-----–-------------ის ქმედებას შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც შესაძლოა გამოეწვია ნ-----–-------------ისა და მისი თანამზრახველის მიერ ჩადენილ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ 150 ცალი საკანალიზაციო მილის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 780 ლარს; ამდენად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში, დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და თითოეული ბრალდებულის როლი პირდაპირ მიუთითებს ბრალდებულების ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებული და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეკავშირდნენ სს „ჰ----–--------------–------------–---–---------------------------ის“ კუთვნილი 150 (ასორმოცდაათი) ცალი საკანალიზაციო პლასტმასის მილის დაუფლების მიზნით; 2----–-–----------------, ღამის საათებში, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც პლასტმასის მილის დაუფლებისას დაკავებულ იქნა ნ-----–-------------ე, ხოლო გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მოახერხა მიმალვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–-------------ემ და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა განახორციელეს ერთი და იგივე უმართლობა და წარმოადგენენ თანაამსრულებლებს;

3.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში - მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–-------------ემ ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-----–-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც დადგენილია, ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო პოლიციელთა აქტიური მოქმედებების შედეგად: მან სცადა მიმალვა, თუმცა იგი დააკავა პოლიციის თანამშრომლებმა.

 

5.5.განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი ამოღებულ იქნა და განაჩენის გამოტანის შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 150 ცალი საკანალიზაციო პლასტმასის მილი - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ნ-----–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულ ნ-----–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------- 02:26 საათიდან.

 

4. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 150 ცალი საკანალიზაციო პლასტმასის მილი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე