განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
140100119003094586
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003094586

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/322-19 05 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თ----- ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–იას,ადვოკატ - ა-–---- მ------–---–ის,ბრალდებულ - კ--- წ----–--ის

 

მონაწილეობით, განიხილა სისხლის სამართლის №1/322-19 (გამოძიების №011100619001) საქმე კ--- წ----–--ის (დაბადებული 2----–-–------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლების მქონე, უცოლშვილო, მცხოვრები: ქ.გორში, ე-–------–---–-----------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ კ--- წ----–--ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 17 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებულმა კ--- წ----–--ემ, 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ. გორში, ლ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ------- პ-----–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მასზე განპიროვნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დიდი ოდენობით - 41047 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამსახურეობრივი „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №---------.

კ--- წ----–--ე 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ვ---- კ--------ის კუთვნილ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო №---------, რის შედეგადაც ვ---- კ--------ეს მიადგებოდა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ზიანი.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ--- წ----–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- წ----–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ე–----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №--------- რიცხულია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სახელზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 41047 ლარს. 2019 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, აღნიშნული ავტომანქანა გადაცემული იყო შსს გორის რაიონულ სამმართველოზე და მიმაგრებული იყო გ------- პ-----–---–ზე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- პ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილედ. მის მფლობელობაში იყო სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო №---------. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი მოძრაობდა ქ.გორში, გ-------–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნა კ--- წ----–--ე. იგი იცნობს ბრალდებულს, რადგან კ--- წ----–--ის მიმართ შსს გორის რაიონულ სამმართველოში არაერთი სისხლისამართლის საქმეა აღძრული და იგი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იცოდა, რომ ბრალდებულს ღამის საათებში აკრძალული ჰქონდა გარეთ გასვლა. იგი მიუახლოვდა კ--- წ----–--ეს, იგრძნო ალკოჰოლის სუნი, იფიქრა რომ იყო ნასვამი და შესთავაზა წაყვანა. ბრალდებულმა უთხრა, რომ მიდიოდა ელიოზიშვილის ქუჩაზე, ბიძასთან. კ--- წ----–--ე მას ჩაუჯდა ავტომანქანაში, მძღოლის გვერდით სავარძელზე და წავიდნენ წმინდაწყლის მიმართულებით. ლერმონტოვის ქუჩაზე კ--- წ----–--ემ მას სთხოვა, რომ მანქანა გაეჩერებინა. ბრალდებული გადავიდა მანქანიდან და წავიდა სწრაფი ნაბიჯით, თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან, გასაღები ავტომანქანაში დატოვა და უკან გაჰყვა ბრალდებულს, რათა გაეგო თუ რატომ გადავიდა ავტომანქანიდან. ისინი მანქანას დაახლოებით, 20-25 მეტრის მანძილით დაშორდნენ, რა დროსაც კ--- წ----–--ე მოტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით წავიდა ავტომანქანისაკენ და დაჯდა მძღოლის ადგილზე. იგი გამოეკიდა კ--- წ----–--ეს და სცადა კარის გაღება, მაგრამ კარები უკვე დაკეტილი ჰქონდა ბრალდებულს, რომელმაც დაქოქა ავტომანქანა, მან კი ხელი მოკიდა ავტომანქანის ჩამოწეულ ფანჯარას. კ--- წ----–--ემ სწრაფად დაძრა ავტომანქანა და დატოვა აღნიშნული ქუჩა, რა დროსაც იგი ინერციით გადავარდა და მიიღო გარკვეული სახის დაზიანებები. მან გააკეთა შეტყობინება სამმართველოს სამორიგეო ნაწილში აღნიშნულის თაობაზე. მოგვიანებით გაიგო, რომ კ--- წ----–--ეს გორის ავტომაგისტრალზე ავარია მოუვიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ---- კ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულს არ იცნობს. შემთხვევის დღეს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, იგი კ---- ო---------- ერთად, „ფორდ=ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით, მოძრაობდა თბილისიდან გორის მიმართულებით, რა დროსაც მას უკანა მხრიდან შეეჯახა პოლიციის ავტომანქანა და ამობრუნდა მის წინ. იგი კ---- ო---------- ერთად გადმოვიდა ავტომანქანიდან. იქვე გაჩერდნენ სხვა ავტომანქანებიც. კ---- ო----ემ და მისთვის უცხო პიროვნებამ მანქანიდან ამოიყვანეს ბრალდებული, რომელსაც ჰქონდა ალკოჰოლის სუნი. მის გარდა ავტომანქანაში არავინ იყო. კ.წ----–--ე, რომელიც იყო ცუდად, დააწვინეს ძირს. მას თავზე ჰქონდა შემოხვეული მაისური. გონზე მოსვლისას ითხოვა სიგარეტი, შემდეგ გაიქცა, დაჯდა „ფორდ-ტრანზიტის“ ავტომანქანის საჭესთან და დაქოქა. იგი მივიდა ავტომანქანასთან, კ.წ----–--ეს წაართავა გასაღები და ჩამოსვა ავტომანქანიდან, რითაც არ მისცა მისი წაყვანის შესაძლებლობა, ბრალდებული კი გაიქცა თბილისის მიმართულებით. მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებული. შედგა შესაბამისი ოქმები, რომელთა სისწორეც დაადასტურა ხელმოწერებით. მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---- ო----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი იცნობს ვ---- კ--------ეს, რომელთან ერთადაც, 2019 წლის 10 ივნისს, მიკროავტობუსით მოდიოდა თბილისიდან გორის მიმართულებით. მოძრაობისას შემოესმა მანქანის ე.წ. „სიგნალის“ ხმა და უკნიდან მათ ავტომობილს დაეჯახა პოლიციის ავტომანქანა. ვ---- კ--------ემ გააჩერა ავტომანქანა და წავიდნენ მეორე მანქანის მიმართულებით. მისთვის უცნობი პიროვნება აპირებდა მანქანიდან გადმოსვლას. იგი აღმოჩნდა ბრალდებული კ--- წ----–--ე, იყო სავარაუდოდ ნასვამი, რომელსაც დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში. ავტომანქანაში სხვა პიროვნება არ ყოფილა. იგი ცუდად იყო და გონზე მოსვლისას ითხოვა სიგარეტი, რომელიც მიაწოდეს. შემდეგ კ.წ----–--ე წავიდა მათი მანქანისაკენ, ჩაჯდა მასში და სცადა გატაცება, რა დროსაც მასთან მივიდა ვ---- კ--------ე, გამოართვა გასაღები და გადმოიყვანა ავტომანქანიდან. კ.წ----–--ე კი ფეხით წავიდა თბილისის მიმართულებით. იგი იძახდა, რომ მოვიდოდნენ და დაიჭერდნენ. შემდეგ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა ხელმოწერებით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შოთა რ------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების ამოღებაში. მისი ობიექტი მდებარეობს ც------–-- გზატკეცილზე. ვიდეო-კამერების ჩანაწერის ამოღება მოხდა განჩინების საფუძველზე. შესაძლებელია, რომ ჩანაწერებზე დაფიქსირებული დრო არ იყოს სწორი, რადგან ელექტროენერგიის გამორთვისას დრო ირევა და შემდეგ ავტომატურად სწორდება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ------- ა-----–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების ამოღებაში, რომელიც ჩატარდა განჩინების საფუძველზე. მისი ობიექტი მდებარეობს გ-------–---–---------ში. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომელზეც მოაწერა ხელი. მათ ხშირად მიმართავენ ჩანაწერების გამოთხოვაზე, რა დროსაც ჩანაწერების დრო არ ემთხვევა რეალურ დროს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი. აღნიშნულს იწვევს ელექტროენერგიის გამორთვა და შემდეგ სჭირდება სპეციალურად გასწორება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ მ–---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 10 ივნისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 01:35 საათზე სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება. გ------- პ-----–---–ი ითხოვდა დახმარებას, რადგან კ--- წ----–--ემ გასტაცა სამსახურებრივი ავტომანქანა. შეტყობინების საფუძველზე, მან გააგზავნა ჯგუფები. არ ახსოვს ჯერ ელსმენით შევიდა შეტყობინება თუ ხელის რადიოსადგურით. მესამე შეტყობინება კი შევიდა 112-ის სამსახურიდან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის თაობაზე. შეტყობინება რომ გადასცეს, ჯერ დაწერა, გაანალიზა და შემდეგ გადაიტანა ოქმში.

2019 წლის 10 ივნისის შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2019 წლის 10 ივნისის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ვ---- კ--------ემ და კ---- ო----ემ ფოტოსურათით ამოიცნეს კ--- წ----–--ე.

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ვ---- კ--------ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ვ---- კ--------ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ კ---- ო----ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

2019 წლის 10 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ კ---- ო----ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ კ--- წ----–--ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 10 ივნისის 14:19 საათზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით კ--- წ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2019 წლის 11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გ------- პ-----–---–ს საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეების თანდასწრებით ხმამაღლა წაეკითხა მისი გამოკითხვის ოქმი, რასაც გ------- პ-----–---–ი მთლიანად დაეთანხმა.

2019 წლის 11 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.გორში, ლ---------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე.

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ--- წ----–--ისაგან აღებული იქნა სუნის ნიმუში.

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ--- წ----–--ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

2019 წლის 20 ივნისის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, საპროცესო წარმომადგენლის და ადვოკატის მონაწილეობით, კ--- წ----–--ისაგან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №004126219 დასკვნით დასტურდება, რომ გ------- პ-----–---–ს 2019 წლის 10 ივნისს, 17:54 საათზე აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2019 წლის 01, 02, 04 და 05 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით დასტურდება, რომ ქ.გორში, ს----------------ში მდებარე აფთიაქ ,,ავერსიდან“, ქ.გორში, გ-------–---–---------–- მდებარე მაღაზია ,,ელიტ ელიქტრონისიდან“, ქ.გორში, გ-------–---–---------–- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილიდან“, ქ.გორში, გ-------–---–--------–- მდებარე ტოტალიზატორ ,,კრისტალ ბეთიდან‘‘, ქ.გორში, გ-------–---–--------–- მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სოდაკოდან“, ქ.გორში, გ-------–---–--------–- მდებარე სუპერმარკეტ ,,მაგნიტიდან“, ქ.გორში, ა---–-------------–ი მდებარე ანსამბლ ,,შევარდენიდან“, ქ.გორში, გ-------–---–---------ში მდებარე აფთიაქ ,,იბერი ფარმადან“, ქ.გორში, გ-------–---–---------ში მდებარე აფთიაქ ,,ფარმადეპოდან“, ქ.გორში, ყ---------------ში მდებარე სამშენებლო მასალებიის მაღაზიიდან, ქ.გორში, ც------–-----------–--–------ში მდებარე, ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილიდან“, ქ.გორში, ც------–-- გზატკეცილის მესამე კილომეტრზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიადან“, ქ.გორში, ჯ-----–---–---------–ი მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზიდან, ქ.გორში, ს---------------–- მდებარე აფთიაქ ,,პესპედან“, ქ.გორში, ს---------------ში მდებარე აფთიაქ ,,ავერსიდან“, ქ.თბილისში, ჭ------------------ში მდებარე სს ,,ვი თი ბი ბანკ ჯორჯიადან“, ქ.გორში, სტ--–-------------------–- მდებარე სს ,,ლიბერთი ბანკიდან“, ქ.გორში, ც------–-- გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია ,,ჯიბედან“ და ქ.გორში, ც------–-----------–--–-----–- მდებარე ,,თი ბი სი ბანკიდან“, განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 10 ივნისის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლადან“ და ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია კ--- წ----–--ისაგან აღებული სუნის ნიმუშისა.

სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 26000 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №--------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 1320 ლარს. ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 40000 ლარს, ხოლო ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №--------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა - 12000 ლარს.

ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მიკროავტობუს ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №--------- საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- და მიკროავტობუსი ,,ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო №--------- პირველადი კონტაქტის დროს გრძივ ღერძებს შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 5 გრადუსს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პლასტმასის დეტალი წარსულში წარმოადგენდა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- შემადგენელ ნაწილს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ვერცხლისფერი პლასტმასის საბურავის დისკის მოპირკეთება, ავტომობილის უკანა ხედვის სარკე ბუდით და უკანა ხედვის სარკის ბუდე შესაძლებელია მიეკუთვნებოდეს როგორც, ავტომობილ ,,ტოიოტა კოროლას“, სახელმწიფო №--------- , ასევე ამავე მარკის და მოდელის სხვა ავტომობილს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ კ--- წ----–--ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 11-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ვ---- კ--------ეს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნება.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. №----------ს სიჩქარეთა გადაცემის სახელურიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება კ--- წ----–--ის (ობ. №10; პაკეტი, წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში ... აღებული ბრალდებულ - კ--- წ----–--ის (დაბ. 27.06.2001) პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილისაგან. ობ. №1-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. №----------ს საჭიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი ობ. №1-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული წილის იდენტურია; პაკეტში, წარწერებით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ტოიოტა“ სახ. №----------ს სიჩქარეთა გადაცემათა სახელურიდან...“ და ,,... ანაწმენდის ნიმუში ა/მანქანა „ტოიოტა“ სახ. №----------ს საჭიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. №3,4) გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: ,,...2019 შავი ფერის მაისური, წარწერით: ,,NIKE’’ ამოღებულია გზის მარჯვენა გვერდულზე ასფალტის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.№5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ--- წ----–--ეს (ობ.№10);

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ელიტ ელექტრონიქსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გ-------–---–-- ქუჩაზე მიდის ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ლუკოილის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გ-------–---–-- ქუჩის ქვევით კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღის“ წინამდებარე ტერიტორიისაკენ მიემართება ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,კრისტალ ბეთის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ გ-------–---–-- ქუჩის ქვევით მიემართება ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,სოდაკოს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას ორივე მხარეს შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,მაგნიტის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გ-------–---–-- ქუჩაზე.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,პე-ეს-პეს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით ჭ--------- ქუჩის მიმართულებით.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ავერსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით ს-------- ქუჩის ზედა მხარეს.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ლიბერთი ბანკის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით ს-------- ქუჩაზე.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ვითიბი ბანკის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზევით ს-------- ქუჩაზე.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ავერსის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ჭ--------- ქუჩის ქვედა მხარეს.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,იბერი ფარმას“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გ-------–---–-- ქუჩაზე.

2019 წლის 07 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ფარმადეპოს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ქვევით გ-------–---–-- ქუჩაზე.

2019 წლის 08 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ჯიბეს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზემოთ ც------–-- გზატკეცილზე.

2019 წლის 08 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანას შემოკრული აქვს პოლიციის ლენტი და მიემართება ზემოთ ც------–-- გზატკეცილზე.

2019 წლის 10 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ლ------------–- მდებარე შსს 112-ის ადმინისტრაციული შენობიდან, განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 10 ივნისის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.

2019 წლის 11 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა 112-ს ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა, უხვევს მარცხენა მხარეს და მიემართება ზემოთ ც------–-- გზატკეცილზე.

გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულებები, მათ შორის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობა და მათი სისწორე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან კ--- წ----–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოსდა ავტომანქანა ,,ტოიოტა-კოროლას“ მართავდა გ------- პ-----–---–ი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით და საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კ--- წ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმე გ------- პ-----–---–ის ჩვენებით, რომელმაც დეტალურად აღწერა ბრალდებულის მიერ „ტოიოტა-კოროლას“ მარკის ავტომანქანის დაუფლების ფაქტი და ამომწურავად მიუთითა იმაზე თუ რა ვითარებაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები, ხოლო ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ტოიოტა კოროლას“ მართავდა კ--- წ----–--ე დადასტურებულია მოწმეების: ვ---- კ--------ისა და კობა ო----ის ჩვენებებით, რომელთა ანალიზის შედეგად, ცალსახად დადასტურდა, რომ შეჯახების შემდეგ ისინი მყისიერად მივიდნენ პოლიციის ავტომანქანასთან, რომელშიც კ--- წ----–--ის გარდა სხვა პირი არ იმყოფებოდა. მათივე ჩვენებებით ასევე დადასტურდა ისიც, რომ კ--- წ----–--ე ცდილობდა ვ---- კ--------ის კუთვნილი ავტომანქანის დაუფლებას, რისი საშუალებაც მას არ მისცა მესაკუთრემ, რომელმაც კ--- წ----–--ის მიერ დაქოქილი ავტომანქანიდან ამოიღო გასაღები და გადმოსვა იგი მანქანიდან, რის შემდეგაც ბრალდებული დაჭერის შიშით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მოწმე კ---- ო----ემ. ის გარემოება, რომ „ტოიოტა-კოროლას“ მარკის ავტომანქანაში, მყოფი პირი არის ბრალდებული კ--- წ----–--ე, რომელმაც იმავდროულად სცადა ვ---- კ--------ის კუთვნილი მიკროავტობუსის გატაცება, ასევე დადასტურებულია ამოცნობის ოქმებით, რომლის თანახმადაც, ვ---- კ--------ემ და კ---- ო----ემ ამოიცნეს ბრალდებული. ამასთან, თავად ბრალდებულიც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი იმყოფებოდა „ტოიოტა-კოროლას“ მარკის ავტომანქანაში. მიკროავტობუსის აშკარა დაუფლების მცდელობის ფაქტი, გარდა მოწმეების: ვ---- კ--------ისა და კ---- ო----ის ჩვენებებისა, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია კ--- წ----–--ისაგან აღებული სუნის ნიმუშისა. მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების სანდოობაზე ასევე გავლენას ვერ მოახდენს „ტოიოტა-კოროლას“ მარკის ავტომანქანიდან და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშებზე კ--- წ----–--ის გენეტიკური პროფილის არარსებობა, ვინაიდან ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, ხოლო ის გარემოება, რომ (გენეტიკური ექსპერტიზის თანახმად) შავი ფერის მაისურზე წარწერით ,,NIKE’’ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ--- წ----–--ეს, ამყარებს მოწმე ვ---- კ--------ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, კ--- წ----–--ეს თავზე ჰქონდა შემოხვეული მაისური. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიების არცერთ ეტაპზე, ბრალდებულ კ--- წ----–--ისაგან არ ყოფილა დაფიქსირებული პოზიცია, რომ „ტოიოტა-კოროლას“ მარკის ავტომანქანას თითქოსდა მართავდა გ------- პ-----–---–ი, რაც გამოძიებას მისცემდა ამ მიმართულებით მუშაობის საშუალებას.

სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს მოწმეების: გ------- პ-----–---–ის, ვ---- კ--------ისა და კ---- ო----ის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმის ჩვენება არის ინფორმაცია, რომელსაც ის აწვდის უშუალოდ სასამართლოს. სხდომაზე მიცემული ჩვენებები იყო თანმიმდევრული და სრულყოფილად ასახავდა მომხდარს, არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის შეუსაბამობები მათ მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან მიმართებაში, რასაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვ---- კ--------ე და კ---- ო----ე საერთოდ არ იცნობენ კ--- წ----–--ეს და მის მიმართ არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე სახის ინტერესი, რაც მათ აიძულებდა ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინათ გამოძიებისა და სასამართლოსათვის. კ--- წ----–--ეს ასევე არ იცნობენ მოწმეები: ნ--- და ზ-----ბ ა---------, რომლებიც გამოძიებაში მიცემული ჩვენებების თანახმად (აღნიშნული ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) შეჯახების ხმის გაგონებისთანავე ავიდნენ ავტობანზე, სადაც ამოტრიალებულ პოლიციის ავტომანქანასთან, დაახლოებით 10 მეტრში გაჩერებული „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსის მძღოლისაგან შეიტყვეს, რომ ახალგაზრდა ბიჭმა გაიტაცა პოლიციის მანქანა, რომელიც ჯერ „ფორდ ტრანზიტის“ მიკროავტობუსს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ამოტრიალდა, იგი ამოიყვანეს მოქალაქეებმა და გაიქცა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით კი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ კ--- წ----–--ის განმარტება, რომ თითქოსდა ავტომანქანა „ტოიოტა-კოროლას“ მართავდა გ------- პ-----–---–ი წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ------ მ–---------ემ დაადასტურა, რომ პოლიციის ავტომანქანის გატაცების შესახებ შეტყობინება მიიღო თავად გ------- პ-----–---–ისაგან 01:35 საათზე, რის საფუძველზეც შეადგინა ოქმი, ხოლო ვ---- კ--------ის ჩვენების თანახმად კი, შეჯახება მოხდა 02:00 საათამდე. შეჯახების შესახებ შეტყობინება ვ---- კ--------ის მიერ „112“-ის სამსახურში შევიდა 02:09 საათზე.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სათანადო ყურადღებით განიხილა და განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ძირითადი არგუმენტები (პოზიციები).

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კ--- წ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ სასამართლო თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ--- წ----–--ემ ჩაიდინა, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დამდგარი შედეგი, ბრალდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ის გარემოება, რომ ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, შესაბამისად საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 56-ე, 59-ე, 65-ე, 73-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ--- წ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 05 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლისა და 09 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ--- წ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--- წ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლისა და 03 თვის ვადით.

კ--- წ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 10 ივნისიდან.

კ--- წ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: „ტოიოტა კოროლას“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო №---------, „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო №---------, ცხვირსახოცი, მაისური, საბურავზე მისაფარებელი, პლასტმასის საგანი, ხელთათმანები, ავტომანქანის სარკე ჩარჩოთი, „ტოიოტა კოროლას“ მარკის ა/მანქანის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლების შალითები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს; სუნის ნიმუშები, ანაწმენდების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუშები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს, ხოლო ვიდეოჩანაწრები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე