ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008547397
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№132აპ-26 28 ივლისი, 2026 წელი
მათევოსიანი ვიქტორ, 132აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვიქტორ მათევოსიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ვიქტორ მათევოსიანი (პირადი №01029009839), დაბადებული 1972 წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თაღლითობის მცდელობისათვის, ე. ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობისათვის მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვისათვის გამოყენების მიზნით და გამოყენებისთვის. აღნიშნული ქმედებანი გამოიხატა შემდეგით:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, ვიქტორ მათევოსიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
· ვიქტორ მათევოსიანმა, ავთანდილ შოშიაშვილმა, გელა ბარამიამ, უფუქ ოზადმა, ესმა ჩიქოვანმა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე ედმონდ ჰადდადის (Edmond Haddad-პ/ნ-LR0873114) კუთვნილი, თბილისში, კათოლიკოსი აბრაჰამ I ქუჩის N10-ში მდებარე, 1 278 010 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 01.72.14.401.339) თაღლითურად დაუფლება.
· განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადდდა ყალბი მინდობილობები, კერძოდ: 2019 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული – ესმა ჩიქოვანის სახელზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი მინდობილობის დედანი; 2022 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული – ესმა ჩიქოვანის სახელზე, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობა, ამავე თარიღში დამოწმებული N2-8932 აპოსტილით და 2023 წლის 14 თებერვლით დათარიღებული – უფუქ ოზადის სახელზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანკარაში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, თურქულ ენაზე შედგენილი მინდობილობის დედანი, ამავე თარიღში დამოწმებული N12158 აპოსტილით, რომელთა მიხედვითაც, თითქოს ედმონდ ჰადდადი ესმა ჩიქოვანს (დაბ. 17.12.1973წ.) და უფუქ ოზადს (დაბ. 01.12.1972წ.) ანიჭებდა უფლებას, გარიგება დაედოთ და ხელი მოეწერათ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, სხვა გადაწყვეტილებებზე, თავიანთი შეხედულებისამებრ ემართათ, განეკარგათ, გაესხვისებინათ ედმონდ ჰადდადის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
· 2022 წლის 5 ოქტომბერს ესმა ჩიქოვანმა, ვიქტორ მათევოსიანთან, გელა ბარამიასთან, ავთანდილ შოშიაშვილსა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან შეთანხმებით, შპს „სითიაფის“ წარმომადგენელ ნინო ხინიკაძესთან, როგორც ედმონდ ჰადდადის მინდობილმა პირმა, გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, ედმონდ ჰადდადის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შპს „სითიაფზე“ გასხვისების შესახებ. იმავე დღეს შპს „სითიაფის“ წარმომადგენელმა ნინო ხინიკაძემ, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმართა თბილისში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. 2022 წლის 21 ოქტომბერს ესმა ჩიქოვანმა, გელა ბარამიასთან, ავთანდილ შოშიაშვილთან, ვიქტორ მათევოსიანსა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან შეთანხმებით, შპს „სითიაფის“ დირექტორ სულხან ხუცაიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ. იმავე დღეს შპს „სითიაფის“ დირექტორმა სულხან ხუცაიძემ, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმართა თბილისში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან ვერ დასტურდებოდა ესმა ჩიქოვანზე გაცემული მინდობილობის ნამდვილობა. აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 10 ნოემბერს, ესმა ჩიქოვანმა, გელა ბარამიასთან, ავთანდილ შოშიაშვილთან, ვიქტორ მათევოსიანსა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან შეთანხმებით, იგივე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, რადგან ვერ დგინდებოდა აზერბაიჯანულენოვანი მინდობილობის ნამდვილობა, საჯარო რეესტრში წარადგინა რუსულენოვანი მინდობილობა და მოითხოვა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება. მიმართვა საჯარო რეესტრმა მიიღო წარმოებაში, ხოლო შემდეგ სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეაჩერა, ვინაიდან ვერ დასტურდებოდა ესმა ჩიქოვანზე გაცემული რუსულენოვანი მინდობილობის ვალიდურობა და 2022 წლის 12 დეკემბერს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
· 2023 წლის 22 თებერვალს უფუქ ოზადმა, ვიქტორ მათევოსიანთან, ავთანდილ შოშიაშვილთან, გელა ბარამიასთან, ესმა ჩიქოვანსა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან შეთანხმებით, შპს „სითიაფის“ წარმომადგენელ ნინო ხინიკაძესთან, როგორც ედმონდ ჰადდადის მინდობილმა პირმა, გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ედმონდ ჰადდადის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შპს „სითიაფზე“ გასხვისების შესახებ. იმავე დღეს, შპს „სითიაფის“ წარმომადგენელმა ნინო ხინიკაძემ, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმართა თბილისში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. 2023 წლის 23 თებერვალს უფუქ ოზადმა, იმავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მინდობილობის თარგმანში ხარვეზის გამო, მარნეულში მდებარე საჯარო რეესტრში წარადგინა თურქულენოვანი მინდობილობის ახალი თარგმანი და მოითხოვა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება. მიმართვა საჯარო რეესტრმა მიიღო წარმოებაში, ხოლო შემდეგ სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეაჩერა, ვინაიდან ვერ დასტურდებოდა უფუქ ოზადზე გაცემული მინდობილობის ნამდვილობა და 2023 წლის 1 ივნისს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
· დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ვიქტორ მათევოსიანის, ავთანდილ შოშიაშვილის, უფუქ ოზადის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ დამზადდა ყალბი, 2019 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული – ესმა ჩიქოვანის სახელზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი მინდობილობის დედანი, 2022 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული – ესმა ჩიქოვანის სახელზე, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობა, ამავე თარიღში დამოწმებული N2-8932 აპოსტილით და 2023 წლის 14 თებერვლით დათარიღებული – უფუქ ოზადის სახელზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანკარაში მოქმედი ნოტარიუსის სახელით გაცემული, თურქულ ენაზე შედგენილი მინდობილობის დედანი, ამავე თარიღში დამოწმებული N12158 აპოსტილით, რომელთა მიხედვითაც, თითქოს ედმონდ ჰადდადი ანიჭებდა ესმა ჩიქოვანს (დაბ. 17.12.1973 წ.) და უფუქ ოზადს (დაბ. 01.12.1972 წ) უფლებას, გარიგება დაედოთ და ხელი მოეწერათ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, სხვა გადაწყვეტილებებზე, თავიანთი შეხედულებისამებრ ემართათ, განეკარგათ, გაესხვისებინათ ედმონდ ჰადდადის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
· 2022 წლის 5 ოქტომბერს და 10 ნოემბერს, ასევე, 2023 წლის 22 თებერვალს, მითითებული ყალბი მინდობილობების საფუძველზე, ესმა ჩიქოვანმა და უფუქ ოზადმა, ვიქტორ მათევოსიანთან, გელა ბარამიასთან, ავთანდილ შოშიაშვილსა და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან შეთანხმებით, როგორც, თითქოსდა, ედმონდ ჰადდადის მინდობილმა პირებმა, შეადგინეს გადაწყვეტილებები და შეეცადნენ, გაესხვისებინათ ედმონდ ჰადდადის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ვიქტორ მათევოსიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვიქტორ მათევოსიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 სექტემბრის N02/21-1180 გადაწყვეტილებით ვიქტორ მათევოსიანის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 სექტემბრის N02/21-1180 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვიქტორ მათევოსიანს, საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 დეკემბრიდან.
3. იმავე განაჩენით უფუქ ოზადი (დაუსწრებლად), თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1972 წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და უფუქ ოზადის, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
4. იმავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორ თორნიკე არეშიძესა და ბრალდებულებს: ესმა ჩიქოვანს, გელა ბარამიასა და ავთანდილ შოშიაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად:
ესმა ჩიქოვანი (პირადი №57001007508), დაბადებული 1973 წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ესმა ჩიქოვანს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
გელა ბარამია (პირადი №35001037349), დაბადებული 1982 წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გელა ბარამიას, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
ავთანდილ შოშიაშვილი (პირადი №01011002970), დაბადებული 1978 წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ავთანდილ შოშიაშვილს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვიქტორ მათევოსიანმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენის, როგორც უკანონოს, დაუსაბუთებლის და უსამართლოს, გაუქმება, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებული ვიქტორ მათევოსიანი – საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას ერთი მეექვსედით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის შემცირებას ერთი მეექვსედით, ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე.
3. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ვიქტორ მათევოსიანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ვიქტორ მათევოსიანის აღიარებით, მოწმეების: ნინო ხინიკაძის, არჩილ ბჟალავას, მალხაზ ქობალიას, ვახტანგ კოტაშვილის, სულხან ხუცაიძისა და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო და კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით, ყალბი მინდობილობებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით, რომლებზეც ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის კანონიერებას – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე ამნისტიის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ვიქტორ მათევოსიანს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად) 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის; ამასთან, იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვიქტორ მათევოსიანს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა) და საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, ვიქტორ მათევოსიანს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით. ასევე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ შთანთქმული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 სექტემბრის N02/21-1180 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან, ამ შემთხვევაშიც, ვიქტორ მათევოსიანი იყო ნასამართლევი და არ არის წარმოდგენილი დაზარალებულთა თანხმობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 309-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ვიქტორ მათევოსიანის საკასაციო საჩივარი;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ვიქტორ მათევოსიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვიქტორ მათევოსიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 სექტემბრის N02/21-1180 გადაწყვეტილებით ვიქტორ მათევოსიანის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 სექტემბრის N02/21-1180 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით, 3 (სამი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით – 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთამდე და ვიქტორ მათევოსიანს, საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯოს 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
3. მსჯავრდებულ ვიქტორ მათევოსიანს დანიშნული სასჯელი აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 დეკემბრიდან;
4. გაუქმდეს ვიქტორ მათევოსიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა;
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
დისკები – დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
ხელწერის დასკვნის დანართის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის დანართი საკვლევი ობიექტების, ხელის კვლების ფოტოსურათების, CD დისკის, „iphone13 pro“-ს, „iphone 12 pro max“-ის, „realme c35“-ს, „Redmi“-ის, „Google“-ს, „Samsung“-ისა და „Samsung galaxy A31“-ის ფირმის მობილური ტელეფონების, „DELL inspiron N5010“ ფირმის ლეპტოპის (პორტატული პერსონალური კომპიუტერის) ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე