განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119003316837
საქმე N 1-399-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
16. 03. 2020 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნი---------აძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: და----------–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: მა------------------ძე
მამის სახელი: ზ------
დაბადებული: 2-.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთი, დ--------------------------–-----–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ორი ეპიზოდი)
დისპოზიცია: მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2----–-–-------------------- დაახლოებით 18:10 საათზე მა------------------ძე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას წონით 54,98 გრამი, რომელიც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მა------------------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. 2----–-–-------------------- დაახლოებით 18:10 საათზე მა------------------ძე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება - ნედლ მარიხუანას წონით 120,01 გრამი, რომელიც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მა------------------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი)
2.1. 2----–-–----------------- წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მა------------------ძის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა მა------------------ძემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მა------------------ძის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში კერძოდ, მიხ---–-----ძის ინფორმაციული პატაკი, მიხ---–-----ძის, თე--------------–--ლის, რე------–--------ძის და თავად მა------------------ძის გამოკითხვის ოქმები, მა------------------ძის პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება - გამომშრალი მარიხუანა, ქიმიური ექპერტიზის N------ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია მა------------------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა------------------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც მა------------------ძე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა------------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებათა ჩადენას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მა------------------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამდენად, მა------------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მა------------------ძეს ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მა------------------ძემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, კერძოდ:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით, მა------------------ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
აჭარის პრობაციის ბიუროს 2----–-–------------------ს წერილით დასტურდება, რომ მა------------------ძე ბათუმი საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენის საფუძველზე იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში
ამდენად, დადგენილია, რომ მა------------------ძეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–-----------------ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ჰქონდა პირობითი სასჯელი, გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა რა მა------------------ძის მიერ დანაშაულის ჩადენა პირობითი მსაჯვრისათვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით - განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
მა------------------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი წონით 54,95 გრამი და ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა, ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი წონით 119,98 გრამი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურების მიზნით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-7-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მა------------------იძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
1.1. მა------------------იძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. მა------------------იძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ მა------------------იძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მა------------------იძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
1.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელიდან - 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მა------------------იძეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) დღის ვადით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. მა------------------ძე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
3. მა------------------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 16 მარტიდან.
4. მა------------------ძე მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. გაუქმდეს მსჯავრდებულ მა------------------ძეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
6. მსჯავრდებულ მა------------------ძეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
7. უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
8. ჯარიმის ნაწილში განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
9.1. მა------------------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი წონით 54,95 გრამი და ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანა ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი წონით 119,98 გრამი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურების მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარინა კიკნაძე