განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
330141318002653666
ინსტანცია
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141318002653666

საქმე №1ბ/1466-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე, დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ------- ლ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ------- ლ-----ას დანიშნული სასჯელიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი ჩაეთვალა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

გ------- ლ-----ას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 2 ივლისიდან.

 

გ------- ლ-----ა 2015 წლის 31 დეკემბერს სასჯელის მოხდით გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

 

2018 წლის 01 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარდგინებით მიმართა თ---–------------–------------------------------------------- და ითხოვა მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით:

 

თ---–------------–------------------------------------------ის წარდგინება მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

გაუქმდა მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.

 

მსჯავრდებული გ------- ლ-----ა დაკავებული იქნა 2018 წლის 02 ნოემბერს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ლ-----ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: საჩივრის ავტორის მიერ მითითებულია, რომ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას ჰქონდა პირადი და ოჯახური პრობლემები, რის გამოც წავიდა მონასტერში სულიერი მდგომარეობის გასაძლიერებლად სადაც აპირებდა დარჩენას.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორ საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ------- ლ-----ას დაკისრებული ჰქონდა თბილისის პ------–----------ოში კვირაში ერთხელ - ყოველ ორშაბათს გამოცხადების ვალდებულება. მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მხრიდან დაფიქსირდა პ------–-------------ში 10 არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პ------–----------ოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა შეიძლება გახდეს პ------–----------ოს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.

 

ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს თუ მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რაც უნდა დადასტურდეს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,,თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებდა კონტროლს პირობით მსჯავრდებულზე დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

2016 წლის 11 იანვარს გ------- ლ-----ას გააცნეს პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ გ------- ლ-----ას დაეკისრა კვირაში ერთხელ, ორშაბათს (09:00-18:00 საათამდე პერიოდში) პ------–----------ოში გამოცხადების ვალდებულება.

 

2016 წლის 12 ივლისს თ---–------------–----------------------------–-------------–---–-- მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ს----ის პ------–----------ოში 2016 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.

 

2016 წლის 26 სექტემბერს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა თბილისის პ------–----------ოში ერთი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გამოცხადების ვალდებულება.

 

2016 წლის 20 დეკემბერს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს მ--------–ის პ------–----------ოში 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

 

2017 წლის 21 თებერვალს თ---–-------------–-----------------------ის დ--------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ს----ის პ------–----------ოში 2017 წლის 21 თებერვლიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

2017 წლის 21 მარტს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ს----ის პ------–----------ოში 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

2017 წლის 10 აპრილს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ს----ის პ------–-------------ში 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 16 აპრილის ჩათვლით.

 

2017 წლის 22 მაისს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს მ--------–ის პ------–-------------ში 2017 წლის 22 მაისიდან 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

 

2017 წლის 27 ივნისს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე და გ------- ლ-----ას მიმართ არსებული ?----- საქმე შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით გადაგზავნილი იქნა ს--------–---------------------------------–------------ში.

 

2017 წლის 21 ივლისს ს--------–---------------------------------–------------ს უ-----------–---------------ას მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თბილისის პ------–----------ოში 2017 წლის 24 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

2017 წლის 18 აგვისტოს ს--------–---------------------------------–------------ს უ-----------–---------------ას მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ქ------–---ის პ------–----------ოში 2017 წლის 21 აგვისტოდან 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

 

2017 წლის 3 ოქტომბერს ს--------–---------------------------------–------------ს უ-----------–---------------ას მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე და გ------- ლ-----ას მიმართ არსებული ?------------- საქმე შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით გადაგზავნილი იქნა თბილისის პ------–----------ოში.

 

2017 წლის 09 ოქტომბერს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაეკისრა თბილისის პ------–----------ოში კვირაში ერთხელ - ყოველ ორშაბათს გამოცხადების ვალდებულება.

 

2018 წლის 12 ივლისს თ---–------------–-----------------------ის დ-------------ის მიერ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას განცხადების საფუძველზე გაცემულ იქნა ნებართვა კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს ს----ის პ------–-------------ში 2018 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით.

 

2017 წლის 18 ივნისს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 13-ლი ნაწილის შესაბამისად დაეკისრა თბილისის პ------–----------ოში ერთი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გამოცხადების ვალდებულება. ს----------–----–-------------------------------------------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–-----------------------------–--------–---–ის 2018 წლის 3 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ მოქალაქე გ------- ლ-----ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2015 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 3 აგვისტომდე არ დაფიქსირებულა.

 

ს----------–----–-------------------------------------------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–-----------------------------–--------–---–ის 2018 წლის 1 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ გ------- ლ-----ა 2015 წლის 24 სექტემბრის მსჯავრდების შემდეგ ახალი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის და ძებნაში არ იმყოფება.

 

წარმოდგენილი მასალებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ გ------- ლ-----ას დაკისრებული ჰქონდა კვირაში ერთხელ - ორშაბათს თბილისის პ------–----------ოში გამოცხადების ვალდებულება, რაც მსჯავრდებულის მიერ დარღვეულ იქნა 10-ჯერ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით.

 

მსჯავრდებულს წარდგინებაში მითითებულ დღეებში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია პ------–----------ოსათვის და არც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი წარუდგენია. მსჯავრდებულის გ------- ლ-----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ ასევე არ ყოფილა სასამართლოსთვის წარმოდგენილი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიერ დაფიქსრებულ პოზიციას, რომ იგი იმყოფებოდა მონასტერში და ამას დაადასტურებენ მამაოები, ვერ გახდება მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ის არ არის საპატიო გარემოება ან უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გაამართლოს პირობითი მსჯავრის რეჟიმის დარღვევა.

 

2016 წლის 11 იანვარს გ------- ლ-----ას გააცნეს პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები. ამავე ოქმში მითითებულია, რომ გ------- ლ-----ას დაეკისრა კვირაში ერთხელ, ორშაბათს (09:00-18:00 საათამდე პერიოდში) პ------–----------ოში გამოცხადების ვალდებულება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ გ------- ლ-----ასთვის ცნობილი სასჯელის - მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრის მოხდის წესები და არასაპატიო მიზეზით სასჯელის მოხდის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გ------- ლ-----ა იცნობდა დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს და პასუხისმგებლობას მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიუხედვად ზ/აღნიშნულისა მსჯავრდებულის მიერ განხორციელდა დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც ბუნებრივია კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგომას გამოიწვევს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსულ წერილშიც მსჯავრდებული გ------- ლ-----ა უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას მონასტერში არავისთვის უთქვამს მის მიმართ არსებული პირობითი მსჯავრის თაობაზე და ის ამ საკითხზე აღარც ფიქრობდა.

 

მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას არ წარმოუდგენია არც პ------–----------ოში და არც სასამართლოში რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც საპატიოს გახდიდა პ------–----------ოში მის მრავალჯერ გამოუცხადებლობას (მსჯავრდებულმა პირობითი მსჯავრი დაარღვეული 10-ჯერ, რაც დასტურდება წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით). სამართლებრივი სიკეთის - მართლწესრიგის დაცვის და კანონის უზენაესობის განმტკიცების პრინციპი, სახელმწიფოს და სამართლის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც უნდა ბოჭავდეს ინდივიდის მართლსაწინააღმდეგო ქცევას. პ------–----------ომ მსჯავრდებულის კანონსაწინააღმდეგო ქცვევის გამო ვერ შეძლო კანონმდებლობით გათვალისიწინებული კონტროლი და მეთვალყურეობა, რაც უდაოდ მომეტებული საფრთხის შემცველი ვითარებაა.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილების. მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას მიმართ უკვე გამოყენებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის შესუბუქების მექანიზმი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18, 21-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-ე, 291-ე მუხლებით;

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე