განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330141319002818388
ინსტანცია
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141319002818388

საქმე №1ბ-----19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2019 წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ-----–---- ყ-----–---–ის და ნ----–- დ--------–იანის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, დანიშნული სასჯელის უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

აღწერილობით- სამოტივაციო ნაწილი:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენით: ლ---- დ--------–იანი (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე) გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ლ---- დ--------–იანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ლ---- დ--------–იანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“, ,,თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- დ--------–იანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

ლ---- დ--------–იანი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ ლ---- დ--------–იანს სასჯელად დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილის პირობებში (ლ---- დ--------–იანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2003 წლის 04 ივნისიდან).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა ლ---- დ--------–იანის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ლ---- დ--------–იანი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი ლ---- დ--------–იანის მიმართ - უვადო თავისუფლების აღკვეთა და მისი ათვლის ვადა დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით, ლ---- დ--------–იანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- დ--------–იანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საბოლოოდ ლ---- დ--------–იანის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“, ,,თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელი.

 

ლ---- დ--------–იანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 4 ივნისიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაში და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „დ“, „ვ“, ,,თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

2019 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ---- დ--------–იანმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----–- დ--------–იანმა და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ლ---- დ--------–იანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----–- დ--------–იანის შუამდგომლობა ლ---- დ--------–იანის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანმა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატებმა ნ-----–---- ყ-----–---–მა და ნ----–- დ--------–იანმა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, აპელანტის პოზიციით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ლ---- დ--------–იანმა მოიხადა დანიშნული უვადი თავისუფლების აღკვეთის სასჯელიდან 1--–ელი და სასჯელის მიზნები მიღწეულია, მსჯავრდებულს უნდა შეეცვალოს დარჩენილი სასჯელი შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, მსაჯავრდებულის პიროვნების, მისი ქცევის და რესოციალიზაციის გათვალისწინებით.

 

პალატამ, განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2851-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს იმავე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2851-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

 

მსჯავრდებულის პირადი საქმეში მოთავსებული 2011 წლის 01 მაისის N1-- განაკრგულებით ირკვევა, რომ ლ---- დ--------–იანმა დაარღვია საპყრობილის შინაგანაწესი და სასეირნო ეზოში გადაყვანისას აწარმოებდა გადაძახილს სხვადასხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულებთან, რის გამოც იგი მოთავსდა სამარტოო საკანში 20 (ოცი) დღე-ღამით.

 

2015 წლის 22 მაისის განკარგულებით, მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანს გამოეცხადა საყვედური, რადგან ინფექციური განყოფილების N2-- პალატაში ყოფნისას გამოიწვია ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, რითაც ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

2017 წლის 29 ნოემბრის N9----- განკარგულებით, მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანს გამოეცხადა საყვედური, რადგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ექიმს და მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, იგი რეაგირებდა უარყოფითად და აგრძელებდა შეურაცხყოფას.

 

აპელანტის პოზიცია რესოციალიზაციის მიღწევასთან დაკავშირებით, პალატა უთითებს, სასჯელის მიზნებიდან დამნაშავის რესოციალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი და მისაღწევად ურთულესი მიზანია, მისი მიღწევა საკმაოდ კომპლექსური და ქმედითი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ერთობლიობას საჭიროებს; მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება, რითაც მსჯავრდებული გამოსწორდება, გარდაიქმნება კანონმორჩილ (სისხლისამართლებრივად) მოქალაქედ, ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს რესოციალიზაციის სოციალურ ინტეგრაციის მხარესთან ერთად, დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების საკითხი. მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს დაუშვებს თუ არა იგი სამომავლოდ მორალური ნორმების დარღვევას. მსჯავრდებულის ქცევა სტაბილური და სანდო უნდა იყოს. საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს არც თავისთვის და არც სხვებისთვის. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში არღვევდა პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს, რამაც გამოიწვია სამი დისციპლინური სახდელის დაკისრება. პალატა ასევე მოცემული მსჯელობისას მხედველობაში იღებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 3 სექტემბრის ცნობას (გაცემული პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულების მკურნალი ექიმის - ც----- ჭ----------–ის მიერ), რომელიც საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებით აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას, სოციალური ინტეგრაციის და რეციდივის თავიდან აცილების საკითხებს. ამასთანავე სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის ხერხს/ფორმას და მის მაღალ სოციალურ საშიშროებას, შესაბამისად ამას მოყვება საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობის საკითხი.

 

მოცემულ ეტაპზე პალატას საკმარისად არ მიაჩნია პენიტენციურ დაწესებულების სოციალური სამსახურის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მსჯავრდებულის აქტიური მონაწილეობა, ასევე, ლიტერატურულ კონსკურსში მონაწილეობისთვის მიღებული სპეციალური სიგელების და ხანმოკლე და ხანგრძლივი წახალისების არსებობა. კანონმდებლობით მსჯავრდებულს აქვს უფლება დროის გასვლასთან ერთად, კვლავ მიმართოს სასამართლოს და შექმნას სარწმუნოობის მაღალი ხარისხი ობიექტურ დამკვირვებელში, რომ სახეზეა დამაჯერებელი გარემოებები დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის სხვა სასჯელით შეცვლის საკითხის თაობაზე.

 

პალატა სრული მოცულობით იზირებს პირველი ინტანციის სასამართლოს განმარტებებს/შეფასებებს,ასევე საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე უგულებელყოფილი არ არის დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა არ არის საკმარისი დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შესაცვლელად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებით მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ-----–---- ყ-----–---–ის და ნ----–- დ--------–იანის საჩივარი დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ-----–---- ყ-----–---–ის და ნ----–- დ--------–იანის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 05 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ---- დ--------–იანის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელი.

 

ლ---- დ--------–იანს უფლება აქვს 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით.

 

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მ. ისაევი

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ვ.ლომიძე