განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
080140619002905732
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080140619002905732

საქმე №61/ა-15-2019წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, მსჯავრდებულ გ------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-------------ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებაზე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

 

გ------------------–--ე ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში მისი დასწრების გარეშე, რადგანაც, მის მიმართ, გამოცხადებული იყო ძებნა. გ------------------–--ეს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 9 (ცხრა) თვის ვადით; თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლის ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით, მის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ¼-ით შეუმცირდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 9 თვის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

2019 წლის 11 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ------------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-------------ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ გ------------------–--ის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო. იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ გ------------------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და განაჩენის გამოტანიდან გასულია 10 წელზე მეტი ვადა, რის გამოც, სსსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გ------------------–--ე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-------------ის შუამდგომლობა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------------------–--ე თავს არიდებდა ჯერ გამოძიებას და სასამართლო განხილვას, ხოლო შემდეგ დანიშნული სასჯელის მოხდას, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიმართ შეჩერებულია ხანდაზმულობის ვადის დინება.

 

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა გ------------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-------------ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინების გაუქმება და მისი საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: 2007 წლის 24 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0-------- საქმეზე იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ბაღდათის სატყეო უბნის უფროსის გ------------------–--ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2008 წლის 25 თებერვალს გ------------------–--ის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი იქნა დადგენილება მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 27 თებერვალს გ------------------–--ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ამავე წლის 28 თებერვალს ბრალდებულ გ------------------–--ის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2008 წლის 09 აპრილს სს საქმე გ------------------–--ის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს. ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ გ------------------–--ის მიმართ დაუსწრებლად განიხილა სისხლის სამართლის საქმე, 2008 წლის 08 ივლისის განაჩენით გ------------------–--ე ცნო დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის 1- ლი ნაწილით და სასჯელის სახით დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 9 (ცხრა) თვის ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ------------------–--ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი. ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 08 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თ/აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თ/აღკვეთა 02 (ორი) წლითა და 22 (ოცდაორი) დღით. ასევე შეუმცირდა დანიშნული სასჯელი თანამდებობის უფლების ჩამორთმევა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან, გ------------------–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, მისთვის უცნობი იყო, რომ მის მიმართ მიდინარეობდა სისხლისამართლებრივი დევნა და განაჩენის გამოტანიდან გასულია 10 წელზე მეტი ვადა, აღნიშნული, სსსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წლის ვადაში თუ იგი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

 

დადგენილია, რომ გ------------------–--ე, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში მისი დასწრების გარეშე, რადგანაც მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. გ------------------–--ეს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 9 (ცხრა) თვის ვადით; თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 წლის ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ¼-ით შეუმცირდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 9 თვის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

წარმოდგენილი მასალების თანახმად, მსჯავრდებული დღემდე არ დაუკავებიათ და არც ბრალის აღიარებით გამოცხადებულა სამართალდამცავ ორგანოებში.

 

შუამდგომლობაში და განსახილველ საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ მსჯავრდებულ გ------------------–--ისათვის არ იყო ცნობილი მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და შესაბამისად, ის თავს არ არიდებდა სასჯელის მოხდას, ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, 2008 წლის 25 თებერვალს ბრალდებულ გ------------------–--ის მეუღლეს თ------------–--ეს ეცნობა, რომ გ------------------–--ე დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და განემარტა უფლება 48 საათში ადვოკატის აყვანის შესახებ. თ------------–--ე პირადად აწერს შეტყობინებაზე: ,,ჩავიბარე შეტყობინება ბრალთან ერთად, თანახმა ვარ ჩემს მეუღლეს გ------------------–--ეს დამცველი დაენიშნოს სახაზინო წესით’’ (ტომი 2 ს.ფ. 271);

 

შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ ირკვევა, რომ 2008 წლის 24 მაისს, გ------------------–--ის მეუღლემ - თ------------–--ემ ჩაიბარა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, სადაც მითითებულია, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გ------------------–--ის მიმართ და განმარტებულია, რომ თ------------–--ეს, როგორც მის მეუღლეს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატი გ------------------–--ის ინტერესების დასაცავად (ტომი 3; ს.ფ 4, 5);

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანებით გ------------------–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო გამომძიებლის 2008 წლის 28 თებერვალის დადგენილებით ბრალდებულ გ------------------–--ის მიმართ გამოცხადდა ძებნა, რომლებიც აღსასრულებლად გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსს (ტომი 2; ს.ფ. 285-295).

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში მითითებულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ იგი მიღებულია საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, რადგანაც დადგენილია, რომ გ------------------–--ე თავს არიდებდა გამოძიებასა და სასამართლო განხილვას, შემდეგ დანიშნული სასჯელის მოხდას, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიმართ შეჩერებულია ხანდაზმულობის ვადის დინება. ამასთან, გ------------------–--ის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობდა დაუსწრებელ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მას შენარჩუნებული აქვს მისი დასწრების გარეშე გამოტანილი სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-------------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ------------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ი-------------ის, საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინება, მსჯავრდებულ გ------------------–--ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

 

3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე /ლერი თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მარინა სირაძე/

 

/მარინე იმერლიშვილი/