განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010140019003185472
საქმე #61/ა-4-2020წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე, მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–------------ის საჩივარი, შეფარდებული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 13 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარდგინებით მიმართა აჭარის ა/რ პრობაციის ბიუროს უფროსმა და “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - სხვა სახის სასჯელით შეცვლა ითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ პრობაციის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შორენა გოგაძის წარდგინება მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის - სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ - დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ი-----–------------------------ის მიმართ, დაბადებულის 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრების: ქ----------------------–---–------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით შეიცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–------------ემ, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მას არ ჩაბარებია 2019 წლის 19 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი, რომელიც არ არის საბოლოო და ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს იგი. შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რის გამოც ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და აჭარის ა/რ პრობაციის ბიუროს წარდგინების განუხილველად დატოვებას.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება, ი-----–------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება შემდეგი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ი-----–------------ეს საქართველოს სსკ-ის 111;1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებული ი-----–------------ე 2019 წლის 15 თებერვალს აყვანილი იქნა აღრიცხვაზე, გაეცნო უფლება-მოვალეობებს, ოფიცრის მიერ გაფრთხილებული იქნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რა დროსაც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე და სურვილი გამოთქვა აღნიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე (ს.ფ. 26).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის განჩინებით აჭარის პრობაციის ბიუროს წარდგინება, ი-----–------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ, დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.
2019 წლის 19 ივლისის სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა ი-----–------------ემ კვლავ უარი განაცხადა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით აჭარის პრობაციის ბიუროს წარდგინება, ი-----–------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ, დარჩა განუხილველი.
2019 წლის 09 სექტემბრის აჭარის პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული იქნა წერილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, სადაც მსჯავრდებული ი-----–------------ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინებაზე მხარეებს საკასაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, ხოლო საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა გასული აქვს.
სამოტივაციო ნაწილი:
“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტის თანახმად, დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობად მიიჩნევა მსჯავრდებულის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან მისთვის თავის არიდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, რომელიც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით, ი-----–------------ეს საქართველოს სსკ-ის 111;1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს არასაპატიო მიზეზით პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებული ი-----–------------ე უარს აცხადებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულიყო. რაც შეეხება მსჯავრდებულის საჩივარში მითითებულ გარემოებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, სსსკ-ის 89-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს, საქმის მასალებით კი არ დგინდება მიმართა თუ არა მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადის აღდგენის მოთხოვნით, რაც მსჯავრდებულის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებას წარმოადგენს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება, ი-----–------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ჯარიმით შეცვლის შესახებ, კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ი-----–------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება, ი-----–------------ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ჯარიმით შეცვლის შესახებ, დარჩეს უცვლელი: მსჯავრდებულ ი-----–------------------------ის მიმართ, დაბადებულის 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრების: ქ----------------------–---–------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით შეიცვალოს ჯარიმით -1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/