განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001909146
საქმე №1ბ/1315-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის
მსჯავრდებულის: დ-------–------–---–ის
ადვოკატების: ვ-–-------------------ს, დ------------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): დ-------–------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ--–-----------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში დ-------–------–---–ს ბრალი წარ---გინა მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 11 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ-------–------–---–მა ქ-------–--–--------–---–------------ში მდებარე მ---------–-–--ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ უკანასკნელს, კერძოდ, თმებით ათრია იატაკზე და დაბლა დაცემულს ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რამაც ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
დ-------–------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია).
დ-------–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ დ-------–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ-------–------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ-------–------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ-------–------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია) კვალიფიკაციით გამოტანილ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი, მის მიმართ ჩატარებული შპს „რ---–---------ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №R----------------. დასკვნა და ექსპერტ მ----------–--–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, მ---------–-–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის, სახისა და გულმკერდის, მარჯვენა მხრის მიდამოს სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, სახის რბილ ქსოვილებში მასიური სისხლჩაქცევებით, სისხლჩაქცევებით ჰაიმორის ღრუში, მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (ან საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით და ერთიანობაში დაზიანებათა რეალური ზიანი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი). სახელმწიფო ბრალმდებლის აზრით, სწორ--- აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ----------–--–---–ის ჩვენებით დასტურდება მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის ქმედება არ უნდა გადაეკვალიფიცირებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია).
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, №0-------- და №0-------- დასკვნებს, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ს------------–-----ს, ზ---------------–-–---–ის, ნ---------------ის, ნ--------------ის ჩვენებებს, დაზარალებულ მ---------–-–--ის ჩვენებას, მოწმეების - ლ----------------–ის, ნ----–--------–----–---–ის, თ-------–-----ის, ვ-----–----–-–---–ის, ვ-----–--------–---–ის, ი----------------ს ჩვენებებს, სხვადასხვა სამკურნალო კლინიკებიდან სამედიცინო დოკუმენტაციას პაციენტ მ---------–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათვალიერების ოქმს და სხვა მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ-------–------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის XX თავში მოცემულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. ზოგადად, სახელმწიფოს მიერ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებათა (მათ შორის სამართლებრივ) კომპლექსს, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზიანებას, ასეთად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების (სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის დანაშაულებრივი ქმედების) ზემოქმედებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის XX თავში განსაზღვრული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქ დაზიანებად, რომელთა სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა, რისთვისაც ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. სწორ--- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა თავის დასკვნაში უნდა დაადგინოს დაზიანების სიმძიმე.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისას სახელმწიფო ბრალმდებელი იზიარებს არა ბრალდების მხარის მიერ მოცემულ საქმეზე დანიშნულ და ჩატარებულ არაერთი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, მათ შორის კომისიური ექსპერტიზის დასკვნას და აღნიშნული ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტების - ს------------–-----ს, ზ---------------–-–---–ის, ნ---------------ისა და ნ--------------ის ჩვენებებს, არამედ დაზარალებულის მიერ თავისი ინიციატივით ჩატარებული და ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი შპს „რ---–---------ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მ----------–--–---–ის ჩვენებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში სხვა გარემოებებთან ერთად მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლო დასკვნა და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის მიერ დაზარალებულ მ---------–-–--ისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს და იზიარებს ბრალდების მხარის მიერ კომისიური წესით დანიშნულ და ჩატარებულ, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის (ნომერი არ იკითხება) ჩანაწერების მიხედვით, მ---------–-–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2015 წლის 11 მაისს. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, მ---------–-–--ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში, შუბლზე და ორივე ზედა კიდურზე, კანქვეშა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში და ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა.
წარმოდგენილი შპს „ლ--–---ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2----ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №2--------ის ჩანაწერების მიხედვით, მ---------–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2015 წლის 11 მაისს, 09:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 2015 წლის 11 მაისს, 10:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ამავე სამედიცინო საბუთების ჩანაწერებით, მ-----–-–--ეს აღენიშნება ექსკორიაციები სახესა და მკერდზე.
წარმოდგენილი შპს ა-------------–ის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია- დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–-ს“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი № 3----------------ის ჩანაწერების თანახმად, მ---------–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 15 მაისიდან 2015 წლის 1 ივნისამდე პერიოდში დიაგნოზით თავის ტვინის შერყევა, უძილობა (ინსომნია), ნევროზული მდგომარეობა, ხოლო 2015 წლის 27 ივლისიდან 2015 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას დიაგნოზებით: თავის ქალას ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, არტერიული ჰიპერტენზია II, თავის ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა, გულყრა (კრუნჩხვითი), რომელიც სხვაგვარად არ არის დადასტურებული; პოსტტრავმული ეპილეფსია“. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით (15.05.2015წ. ნევროპათოლოგის კონსულტაცია) მ-----–-–--ეს აღენიშნება ჰემატომა მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ჰემატომები და ექსკორიაციები სახესა და სხეულზე, კბილების მრავლობითი მოტეხილობა. 01.06.2015წ. ჩატარებული ოფთალმოლოგის კონსულტაციით დაესვა მიოპიის დიაგნოზი.
წარმოდგენილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი №4---------ის ჩანაწერების მიხედვით, მ---------–-–--ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2015 წლის 19 ივლისს 23:06 საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: სინკოპე და კოლაფსი.
წარმოდგენილი შპს „ს--------–---–--------–----------------------------–----ის“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №6------ (ცნობის გაცემის თარიღი - 2015 წლის 28 მაისი) და ამავე კლინიკის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №8-----ის ჩანაწერების თანახმად, მ---------–-–--ეს აღნიშნული კლინიკისთვის ამბოლატორიულად მიუმართავს 2015 წლის 28 მაისს და 2015 წლის 10 სექტემბერს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გაწოვის მდგომარეობაში მყოფი ჰემატომების კვალი ორივე ქვედა ქუთუთოს არეში, მარჯვენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა (ჰემოსინუსი?). ცხვირის ძგიდის გამრუდება. ამავე კლინიკაში ჩატარდა ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია, სადაც მითითებულია „ზედა საკბილე მორჩზე მარცხნივ ვიზუალიზდება მრავლობითი განგრენოზული ფესვები, ორ ფესვში ჩანართით (პაციენტის გადმოცემით მიღებული ტრავმის დროს ადგილი ჰქონდა ამ არეში ხიდისებური პროტეზის ჩამოტეხვას)“.
წარმოდგენილი „ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის“ სამედიცინო საბუთების ჩანაწერების თანახმად, მ---------–-–--ეს აღნიშნული დაწესებულებისთვის ამბულატორიულად მიუმართავს 2015 წლის 4 სექტემბერს, სადაც ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და დაუდგინდა დიაგნოზი: „ამ ეტაპზე ეპილეფსია არ დასტურდება, სავარაუდოდ პოსტსტრესული აშლილობა (pnes)“.
წარმოდგენილი შპს „რ---ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2---ის ჩანაწერების თანახმად, მ---------–-–--ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2015 წლის 14 ოქტომბრამდე და დაუდგინდა დიაგნოზი: ლოკალური სიმპტომური ეპილეფსია რთული პარციალური გულყრებით, ეპილეფსიური სტატუსი.
პირადი გასინჯვით, 2016 წლის 18 ივლისს, მ---------–-–--ეს აღენიშნება სადა, ატროფიული ნაწიბურები მარცხენა ზ----------------ს გარეთა ნახევარში (ქუთუთოს თავისუფალი კიდის პარალელურად), მარცხენა თვალბუდისქვედა მიდამოში (ქვედა ქუთუთოსთან საზღვარზე), შუბლის მიდამოში მარჯვნივ ზედა მესამედში, შუბლის მიდამოში მარცხნივ შუა მესამედში, ქვედა ტუჩის და ნიკაპის მიდამოების საზღვარზე მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში (ლავიწის ძვლის სხეულის პარალელურად), მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე. ასევე კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში (მ-----–-–--ის გადმოცემით და სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ჩანაწერების თანახმად, 2007 წელს გაკეთებული აქვს ოპერაციული ჩარევა კისრის მე-5 მალის თიაქრის გამო) და მარჯვენა მხრის თავის საპროექციოდ ზედა ზედაპირზე.
აღნიშნული ნაწიბურები წარმოადგენენ ამავე მიდამოებში არსებული ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვალს, მარცხენა თვალბუდისქვედა მიდამოში (ქვედა ქუთუთოსთან საზღვარზე) არსებული ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ნახეთქი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში არსებული ნაწიბური თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, უნდა წარმოადგენდეს ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. დანარჩენი ნაწიბურების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.
ნაწიბურების ზუსტი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მათი განვითარებიდან გასულია 1-1.5 წელზე მეტი დრო.
შპს აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი „ე------–-ს“ ამბულატორიული პაციენტის №3--------------- სამედიცინო ბარათში არსებული 2015 წლის 15 მაისს ჩატარებული ნევროპათოლოგიის კონსულტაციის ჩანაწერებში მითითებული „კბილების მრავლობითი მოტეხილობა“ არ არის დადასტურებული შპს „ს-------–---–--------–----------------------------–----აში“ 2015 წლის 28 მაისს, შესაბამისი დარგის სპეციალისტის - ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერებში (ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერის თანახმად და 2016 წლის 18 ივლისის პირადი შემოწმებისას მ-----–-–--ის გადმოცემით, მას აღენიშნებოდა ზედა ყბაზე მარცხნივ ხელოვნური კბილების - ხიდისებური პროთეზის ჩამოტეხვა). ბუნებრივი კბილების მოტეხილობის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთების არ არსებობის გამო აღნიშნულის გაზიარებისათვის ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია, ხოლო ხელოვნური კბილების (პროთეზის) ჩამოტეხვა სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.
მიოპია (ახლომხედველობა) არ წარმოადგენს ტრავმულ პათოლოგიას და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება.
სამედიცინო საბუთებში არსებული მონაცემები ცალსახად ვერც ადასტურებენ და ვერც გამორიცხავენ ეპილეფსიის დიაგნოზს. ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შეფასებისას აღნიშნულ დიაგნოზს ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს.
ეპილეფსიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, საჭიროა პაციენტის ხანგრძლივი სტაციონარული კვლევა სპეციალიზირებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში ეეგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი ვოდეომონიტორირებით.
სამედიცინო დოკუმენტებში აღწერილი ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან გამომდინარე, 2015 წლის 11 მაისს შპს „ლ--–---იდან“ გამოწერის შემდეგ თავის ტვინის შერყევის გამო ამბულატორიული მკურნალობისთვის საკმარისი იქნებოდა 8-10 დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ---------–-–--ის სხეულზე თავის მიდამოში არსებული დაზიანებები - ჰემატომები ორივე თვალბუდის არეში, ქვედა ქუთუთოს არეში ნახეთქი ჭრილობა, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები სახის არეში და თავის ტვინის შერყევა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დაზიანებები ორივე ზედა კიდურზე არსებული სისხლნაჟღენთების და სხეულზე არსებული ექსკორიაციების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იხოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ვინაიდან სამედიცინო საბუთებში არ არის აღწერილი სისხლნაჟღენთების, ჰემატომების, ექსკორიაციების, ნახეთქი ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, მათ ხანდაზმულობაზე მსჯელობა ექსპერტიზას არ შეუძლია.
დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
აღნიშნული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - ს------------–-----მ, ნ--------------ემ და ნ---------------ემ, მათ შორის ნ---------------ემ აჩვენა, რომ რომ მ---------–-–--ეს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა და ენცეფალოგრაფია, თუმცა კატეგორიულად დადასტურება ან უარყოფა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ეპილეფსია და იგი გამოიწვია ტრავმამ შეუძლებელია, ვინაიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის მოთავსებით ხანგრძლივი სტაციონარული კვლევისათვის სპეციალიზებულ (ეპილეფტოლოგიურ) კლინიკაში, ეგგ მონაცემებისა და თავად პაციენტის უწყვეტი ვიდეომონიტორინგის პირობებში, რასაც მ---------–-–--ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ეპილეფსიის განვითარების წინაპირობა მხოლოდ ტრავმა არ არის და იგი შეიძლება ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშეც გამოვლინდეს.
ერთი მტკიცებულების მიღებისა და მეორის უარყოფის თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატისთვის მისაღები და გასაზიარებელია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და ექსპერტების - ს------------–-----ს, ნ--------------ისა და ნ---------------ის ჩვენებები, ვიდრე შპს „რ---–---------ის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №R----------------. დასკვნა და ექსპერტ მ----------–--–---–ის ჩვენება, ვინაიდან ზემოხსენებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა დაზარალებულ მ---------–-–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის მოცემულ საქმეზე საბოლოოდ ჩატარებული ექსპერტიზაა, რომელიც ჩატარდა კომისიური წესით, ოთხი სპეციალისტის მონაწილეობით, რომელთაგან სამი - ს------------–-----, ნ--------------ე და ნ---------------ე - მივიდა ერთი და იგივე დასკვნაზე, ხოლო ექსპერტი მ----------–--–---–ი დარჩა განსხვავებულ აზრზე. იმავდროულად, სააპელაციო პალატისთვის ვერ იქნება მისაღები და გასაზიარებელი სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებული მოსაზრება, რომ ექსპერტ მ----------–--–---–ს, რომელმაც მოცემულ საქმეზე რიგით მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა და გასცა დასკვნა, უფრო მეტი და სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია ჰქონდა დაზარალებულ მ---------–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პაციენტის მიერ სხვადასხვა კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შესახებ. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევად და დასკვნის გასაცემად ექსპერტებს წარ---გინათ იგივე სამედიცინო დოკუმენტაცია დაზარალებულ მ---------–-–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პაციენტის მიერ სხვადასხვა კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შესაგებლის და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარის მოთხოვნას - საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ დ-------–------–---–ს შეუმსუბუქდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და ნაცვლად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისა, სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით (შესაგებლის მიხედვით) ან დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით (შესავალი, დასკვნითი და საბოლოო სიტყვის მიხედვით), სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა არის უკანონო, სცდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებს და პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ სასჯელის შემსუბუქების აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაყენებული სააპელაციო საჩივრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, ხოლო ამავე კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია შესაგებლის ცნება, კერძოდ, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პროცესუალური აქტი - სააპელაციო საჩივარი და საჩივრის შესაგებელი - შინაარსობრივად, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა მოთხოვნის მატარებელია, სააპელაციო საჩივრით მხარე ასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს ან მის რომელიმე ნაწილს თუ დებულებას, ითხოვს მის გაუქმებას ან შეცვლას, ხოლო საჩივრის შესაგებლით მხარე წარმოადგენს მოსაზრებას, რატომ არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული მისი ოპონენტი მხარის სააპელაციო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-------–------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, შეეძლო კანონით დადგენილი წესით განაჩენი გაესაჩივრებინა სააპელაციო საჩივრით, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-------–------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ დ-------–------–---–ის მიერ ჩადენილი, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დ-------–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დ-------–------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ-------–------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია);
დ-------–------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2015 წლის 11 მაისს მოქმედი რ---აქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ დ-------–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 20 სექტემბრიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში), შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
MRT გამოკვლევის დასკვნა, 2 (ორი) ცალი ფირი და 5 (ხუთი) ცალი დისკი (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში), შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე