განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001808138
საქმე #1ბ/320-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - მ------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0------------------------–-------–-–--------------------------------–-----------------------------------–--------–-------------–--–-------------–----------------–----------–--------------------------–------------–-------------–----–----–-------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 04 წლით გამოსაცდელი ვადით, მთლიანად შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ------------–---–მა(აპელანტი) სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. სახელმწიფო ბრალმდებელს მიაჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ მ------------------–---–ს ლმობიერი სასჯელი შეუფარდა და სასჯელის დანიშვნისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულისათვის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მ------------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ მ------------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის, ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
მ------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----–--–--–-------–-–-----------–-–------–- არსებულ ლ--–--–------–---ის საცხოვრებელ სახლში მ------------------–---–მა თავის მეუღლეს - ლ--–--–------–---ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაშლილი ხელი სამჯერ დაარტყა სახეში, რა დროსაც ლ--–--–------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ------------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას სასჯელის დასაბუთების ნაწილში. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით მსჯავრდებულ მ------------------–---–ის მიმართ გახდება დამაფიქრებელი, მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და რესოციალიზაციის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიაჩნია თანაზომიერ და სამართლიან სასჯელად. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების შესახებ დაუსაბუთებელია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მ------------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ------------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და პიროვნულ მახასიათებლებს.
ვინაიდან, მ------ ბ--------–---–მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2016 წლის 29 ივლისს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსაჯვრი დაედო 2017 წლის 04 აგვისტოს, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
სახელმწიფო ბრალმდებელის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის №1/660-17 განაჩენი მ------------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის №1/660-17 განაჩენი მ------------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
3. მ------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 04 წლით გამოსაცდელი ვადით, მთლიანად შთანთქოს ახლადდანიშნული სასჯელი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.
5. მ------------------–---–ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენის დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
6. მ------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 4 ივნისიდან 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განაჩენის შესაბამისად).
7. მ------------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. მ------------------–---–ის ქცევაზე კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რევაზ ნადარაია