განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002141293
საქმე #1ბ/07-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–---ძე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ-----–-------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: №5----------, დ----------–-------–-–------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–-------------------–---–------–---------------------–-------------------–--–----–-------------------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელი:
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა ა------–---ძემ (აპელანტი) სააპელაციოს საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და გ-----–-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, არ არის სამართლიანი და იგი არ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ბრალდების მხარის განმარტებით, გ-----–-------ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სპეციფიკიცის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალიწინებით, რომ ქმედება განხორციელებისას იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ჩაიდინა ოჯახური, განზრახი დანაშაული არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც ბავშვზე უარყოფითად იმოქმედა, დანიშნული სასჯელი არ იქნება მისთვის შემაკავებელი და ლოიალურმა სასჯელმა შესაძლოა განაპირობოს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა (იხ. სააპელაციო საჩივარი).
მსჯავრდებულ გ-----–-------ეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის, ა------–---ძის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
გ-----–-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ-----–-------ე 2016 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ---------------–---ასთან, რომლებიც ერთობლივად ზრდიან ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს - გ-------–--------–---ს. 2017 წლის 29 აპრილიდან გ-----–-------ე გამოხატავდა მეუღლის მიმართ აგრესიას, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ქ---------------–---ა განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2017 წლის 30 აგვისტოს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, ლ-------------------ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ---------------–---ას, აგინებდა მას და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის გამოც გ-------–--------–---მა დაიწყო ტირილი. ამის შემდეგ გ-----–-------ემ ჯერ ბავშვს მოუჭირა ლოყებზე ხელი, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ქ---------------–---ა გაიყვანა ეზოში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. გ-----–-------ის ქმედებით ქ---------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი, ხოლო არასრულწლოვანმა გ-------–--------–---მა, მორალური ზიანი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----–-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას სასჯელის დასაბუთების ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას გათვალიწინებული იქნა გ-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები და თავის მხრივ პალატა განმარტავს შემდეგს: გარდა იმისა, რომ გ-----–-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პოზიციის დაფიქსირებისას სასამართლოს მიმართა მისი მეუღლის მიმართ მსუბუქი და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესახებ, ასევე საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის დასკვნის თანახმად, გ-----–-------ე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გასათვალიწინებელი გარემოებებია. ყველა ამ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გ-----–-------ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული სასჯელის მინიმალური ვადა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. ამასთან, გ-----–-------ეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკურობის და იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას გარკვეული დაზიანება მიიღო დაზარალებულის მცირეწლოვანმა შვილმა, 01 (ერთი) წლის ვადით მსჯავრდებულ გ-----–-------ის საზოგადობისგან იზოლაცია გახდება მისთვის დამაფიქრებელი, მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და რესოციალიზაციის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიაჩნია თანაზომიერ და სამართლიან სასჯელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელის ა------–---ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის №1/4388-17 განაჩენი გ-----–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის ა------–---ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის №1/4388-17 განაჩენი გ-----–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
3. გ-----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
4. მსჯავრდებულ გ-----–-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან;
5. საქმეზე მტკებულებად ცნობილი - ორი პაკეტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რევაზ ნადარაია