განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
200100118002315678
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002315678

საქმე #1ბ/482-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

სხდომის მდივანი - ეკატერინე დიხამინჯია

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენით;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ს----------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: №-------------------------–-------–-–------------------------------–-------------------–----–----------–-------------------------------–------------------------–-----------------–-------------------------------–--

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ლ--–-------–-–---–-

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდგეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ.

 

სასჯელი:

საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად ს----------------ს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----------------–---–მა (აპელანტი) გაასაჩივრა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი და მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა რადგან მიაჩნია, რომ ს----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ს----------------მა განახორციელა არაერთი განზრახი ძალადობრივი ქმედება საკუთარი ბებიისა და მამიდის მიმართ. მან ასაკოვანი ბებია რამდენჯერმე ცემა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. ზამთარში, სიცივეში, ისინი აიძულა სახლიდან გასულიყვნენ და ეზოში ყოფილიყვნენ. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ს----------------ი სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული და მისი ოჯახის წევრებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მასთან ცხოვრება. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ს----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით არის შეუსაბამოდ მსუბუქი, არ არის საკმარისი დანაშაულის პრევენციისთვის და სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მკაცრის სანქციის გამოყენება. ოჯახური დანაშაულის და კონკრეტულად ს----------------ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შეფასების შედეგად, ნათელია, რომ ს----------------ი წარმოადგენს საშიშროებას მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანრთელობისათვის. მითუმეტეს ასეთი სასჯელის პირობებში, რაც დანაშაულის მსხვერპლში გამოიწვევს დაუცველობის განცდას, ხოლო მსჯავრდებულის მიმართ არ იქნება შემაკავებელი ხასიათის.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ისეთი სახის სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

მსჯავრდებულ ს----------------ს, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის, ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის იანვრის თვეში, ქალაქ თელავში, დ-----------------------–- მდებარე ნ----–--------------ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ს----------------მა საძინებელ ოთახში მყოფ ბებიას ნ----–--------------ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის აღეში, რა დროსაც ნ----–--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა სხეულზე დაზიანებები არ მიუღია.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ-----------------------–- მდებარე ნ----–--------------ის საცხოვრებელ სახლში, ს----------------მა ფიზიკურად იძალადა მასთან ერთად მცხოვრებ ბებიაზე - ნ----–--------------ზე, ასევე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, მთვრალი ს----------------ი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით აწვებოდა თვალის არეში ნ----–--------------ს და ეუბნებოდა, რომ თვალი უნდა ამოეთხარა. შემდეგ ს----------------მა რამდენჯერმე თავის არეში დაარტყა მუშტი ნ----–--------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს----------------მა ყელზე მოახვია მაისური და უჭერდა ნ----–--------------ს. შემდეგ ყელზე მოხვეული მაისურით გაათრია ეზოში გასასვლელი კარისკენ, თან ურტყამდა ხელს, ასევე ლანძრავდა და ხმამაღლა უყვიროდა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ნ----–--------------მა განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, თუმცა სხეულზე დაზიანებები არ მიუღია. გარდა ამისა, ს----------------ი სისტემატურად უყვირის და ლანძღავს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ----–--------------ს, რაც იწვევს ნ----–--------------ის ფსიქიკურ ტანჯვას და ს----------------თან ერთად ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის მისთვის.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ-----------------------–- მდებარე ნ----–--------------ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ს----------------- ბებიას - ნ----–--------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით და ასევე ქონების განადგურებით. კერძოდ, ნადეჟდა ა---------ი დასვა სკამზე, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითის აჭერდა თვალზე და ემუქრებოდა, რომ ამოთხრიდა თვალს. შემდეგ ყელის არეში მოახვია მაისური, უჭერდა ძლიერად და ეუბნებოდა, რომ „მისი აღსრულების დრო მოვიდა“. ასევე ს----------------ი უყვიროდა, რომ სახლს გადაწვავდა და მოკლავდა მას. ნ----–--------------ს გაუჩნდა მის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2018 წლის 21 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ თელავში, დ-----------------------–- მდებარე ნ----–--------------ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ს----- ა---------მა სახლიდან იძულებით გაყარა ბებია ნ----–--------------ი და მამიდა ლ-----------------ი. ს----------------ი ხმამაღლა ყვიროდა, ლანძღავდა და მოსთხოვა თავის ოჯახის წევრებს დაეტოვებინათ ოთახი. ნ----–--------------ი ყელზე მოხვეული მაისურით გაათრია ეზოში გასასვლელი კარისკენ, ცემითა და ხელის კვრით გააგდო ეზოში. ლ-----------------ი კი შეშინებული, რომ მასზეც ფიზიკურად არ ეძალადა ს----------------ს, თავად გავიდა ეზოში. ლ-----------------ი და ნ----–--------------ი ვერ შედიოდნენ ოთახში, სადაც ს----------------ი იმყოფებოდა, რადგან იგი შესვლის შემთხვევაში ემუქრებოდა ცემით და ნივთების დაზიანებით. ნ----–--------------ი და ლ-----------------ი ეზოში სკამზე ისხდნენ სიცივეში, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე და ხერხი, კერძოდ, ასაკოვანი ბებიის ცემა, ორივე ეპიზოდში ჩაიდინა ინტენსიური და მომეტებული აგრესიის გამოყენებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ბებია ცემა მუშტების დარტყმით, ხოლო 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდში, ცემის გარდა, ასევე მაისურის ყელზე შემოხვევით ათრია ეზოში გასასვლელი კარისკენ. ს----------------ი სიმთვრალის დროს ოჯახის წევრების მიმართ არის აგრესიული. მიუხედავად ამისა, ხშირად იღებს ალკოჰოლს, რაც ადასტურებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, ს----------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ამ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ს----------------ის ქმედება წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს და საბოლოოდ დანიშნული ჯარიმა ვერ გახდება მისთვის შემაკავებელი ხასიათის, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, რაც გახდება მსჯავრდებულისათვის დამაფიქრებელი და უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, ასევე დანაშაულის პრევენციას.

 

პალატა მსჯავრდებულ ს----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის როგორც 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, გარდა ამისა, პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს----------------ს შეურიგდნენ დაზარალებულები, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ს----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სახელმწიფო ბრალმდებელის ნ----------------–---–ი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის №1/55-18 განაჩენში ს----------------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ს----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

4. ს----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

5. ს----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქაართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

6. ს----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქაართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

8. ს----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რომლის ოდენობა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 08 (რვა) საათს;

9. ს----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

10. ს----------------ის ქცევაზე კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

11. ს----- ა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აინვრიდან 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით.

12. ცნობად იქმნეს მიღებული, რომ ს----------------ის მიმართ შეფარედებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

13. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დისტანციური მართვის პულტი, ტელეფონი და მოწითალო ფერის სკამი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

14. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რევაზ ნადარაია