განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002447813
საქმე #1ბ/840-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–---–-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - პ---–---------------იძე - ს----------–----------–--------------------------------------------------–-------–-–-----------------------–-------–--------------–----------------–----–----------–--------–-------------------–--–-------–-------------------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელი:
ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა ი-----–---–-----–---–მა (აპელანტი) სააპელაციოს საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და პ---–---------------იძის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, არ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ არის განსაზღვრული ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
მსჯავრდებულ პ---–---------------იძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
პ---–---------------იძემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის განაჩენით პ---–---------------იძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პ---–---------------იძე 2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლობით 09:30 საათზე, ქ. თბილისში მეტროსადგურ ისნის ზედა ვესტიბიულში ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ---–---------------იძის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ პ---–---------------იძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან, პ---–---------------იძეს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენით პ---–---------------იძისთვის განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, პალატას სამართლიან სასჯელად მიაჩნია და თვლის, რომ სწორედ აღნიშნული სასჯელი გახდება მსჯავრდებულისათვის დამაფიქრებელი და უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, ასევე დანაშაულის პრევენციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელის ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს №1/2179-18 განაჩენი პ---–---------------იძის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში საგამოძიებო საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს №1/2179-18 განაჩენი პ---–---------------იძის მიმართ დარჩეს უცვლელი;
3. პ---–---------------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პ---–---------------იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა გაუქმებულია.
5. საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი - პ---–---------------იძისგან ამოღებული ცივი იარაღი - დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ადმინსტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რევაზ ნადარაია