განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002885419
საქმე №1ბ/731-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-----------–--------ის, დაბადებულის 1983 წლის 1 აპრილს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–------------------------------–-----------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–--------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ-----------–--------ი დაახლოებით ოცი წელია ცხოვრობს დეიდასთან – ნ-------–--------ასთან ერთად და ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 29 იანვარს, ქ-------–--–-------------–------------------------------–--კ-----------------------ში, გ-----------–--------მა ნ-------–--------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც 2019 წლის 29 იანვარს, გ-----------–--------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც მას ერთი თვის ვადით აეკრძალა ნ-------–--------ასთან, მის სახლთან, სამუშაო ადგილთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ-------–--------ა იმყოფება. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, გ-----------–--------ი მივიდა ნ-------–--------ას საცხოვრებელ სახლში მისამართზე - ქ-------–---------------–------------------------------–-, კ-----------------------ში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით:
გ-----------–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 18 თებერვლიდან - 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ გ-----------–--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას გ-----------–--------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------–--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ - ნ-------–--------ას და მოწმეების - გ--–----------–---–ის, გ----------–----–---–ის, გ-----------–---–ის ჩვენებების, №0----- შემაკავებელი ორდერის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------–--------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ-----------–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მომეტებული საფრთხე. ასევე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება გ-----------–--------ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-----------–--------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ-----------–--------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს, ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ახალ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ-----------–--------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ დაიბრალოს დანაშაული და ამ უფლებების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მითითებულ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სასჯელის გამკაცრების საფუძველი, ვინაიდან ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ-----------–--------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ-----------–--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის, ჯარიმის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ-----------–--------ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დაზარალებული შერიგებულია მასთან და ითხოვს მჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან ნ-------–--------ას განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, აუცილებელია გ-----------–--------ის თავისუფლებაში ყოფნა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გ-----------–--------ი გულწრფელად განიცდის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას და აპირებს ჩაიტაროს მკურნალობის კურსი.
რაც შეეხება საქმეში არსებულ, პროკურორის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ-----------–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---------–-----ის შესაგებლის მოთხოვნას - ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში გაუქმდეს გ-----------–--------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა არის უკანონო, სცდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებს და პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ განაჩენის გაუქმების აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაყენებული სააპელაციო საჩივრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, ხოლო ამავე კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია შესაგებლის ცნება, კერძოდ, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პროცესუალური აქტი - სააპელაციო საჩივარი და საჩივრის შესაგებელი - შინაარსობრივად, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა მოთხოვნის მატარებელია, სააპელაციო საჩივრით მხარე ასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს ან მის რომელიმე ნაწილს თუ დებულებას, ითხოვს მის გაუქმებას ან შეცვლას, ხოლო საჩივრის შესაგებლით მხარე წარმოადგენს მოსაზრებას, რატომ არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული მისი ოპონენტი მხარის სააპელაციო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა მსჯავრდებულ გ-----------–--------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, შეეძლო კანონით დადგენილი წესით განაჩენი გაესაჩივრებინა სააპელაციო საჩივრით, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-----------–--------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-----------–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-----------–--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით - შეუმცირდეს და საბოლოოდ, გადასახდელად განესაზღვროს ჯარიმა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ-----------–--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე