განჩინება

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
060100117002203249
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002203249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №395აპ-18 ქ. თბილისი

ნ-----–--–---–- ზ-----, 395აპ-18 14 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ----- ნ-----–--–---–-, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრუ-ლების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზ----- ნ-----–--–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–- მდებარე, ზ----- ნ-----–--–---–-ს (პ--------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – მიწის ნაკვეთის (ზონა-სამტრედია 34, სექტორი გომი 12, კვარტალი – 41, ნაკვეთი – 103, ფუნქცია-სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2389.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №34.12.41.1---) 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- ნ-----–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზ----- ნ-----–--–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, მთვრალმა ზ----- ნ-----–--–---–მა ს-----------ს რაიონის სოფელ ო-----ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ--- ზ----–--ლს სახის არეში დაარტყა მარჯვენა მუშტი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ. აპელანტმა ითხოვა ზ----- ნ-----–--–---–-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება შემდეგი საფუძვლებით: ზ----- ნ-----–--–---–მა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელიდან - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი ჯარიმიდან - გადაიხადა მხოლოდ - 2000 ლარი, ხოლო - 1000 ლარი ერიცხება დავალიანებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელი უნდა განსაზღვროდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოითხოვა ზ----- ნ-----–--–---–-ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

 

ზ----- ნ-----–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრუ-ლების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზ----- ნ-----–--–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ---–- მდებარე, ზ----- ნ-----–--–---–-ს (პ--------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – მიწის ნაკვეთის (ზონა-სამტრედია 34, სექტორი გომი 12, კვარტალი – 41, ნაკვეთი – 103, ფუნქცია-სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2389.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი - №34.12.41.1---) 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

მსჯავრდებულ ზ----- ნ-----–--–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზე:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. იმავე კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატაში ამ მოთხოვნით (ნ-----–--–---–-სათვის პირობითი მსჯავრის გაუქმების მოთხოვნით) არ შეუტანია, რის გამოც ამ ნაწილში მის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზ----- ნ-----–--–---–ს შეფარდებული სასჯელი გაუმკაცრდა 1 წლამდე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ს-----------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ. კასატორი ითხოვს ზ----- ნ-----–--–---–-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენებით.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს: საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ----- ნ-----–--–---–- ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისათვის, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლო, მართალია, უფლებამოსილი არ იყო, მის მიმართ გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი, მაგრამ, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატაში ამ მოთხოვნით არ შეუტანია, საკასაციო პალატა, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, არ არის უფლებამოსილი, გასცდეს საჩივრის ფარგლებს და დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე