განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002385487
№ 1/64-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი ე---–---------აია
დაცვის მხარე:
ადვოკატი ლ-------------–---–ი
ბრალდებული ბ-------------ა
მამის სახელი ზ-------
დაბადებული 0--------- წელი
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა განქორწინებული
პირადი ნომერი 4----------
ნასამართლეობა არ მქონე
მცხოვრები საქართველო, ქ.ფოთი, ბ------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილი - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1.2017 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 22 და 27 თებერვალს ბ-------------ა მივიდა ქ. ფოთი, გ---------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში და იმ მოტივით, რომ ყოფილი მეუღლე ს---------–------------იძე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ს---------–------------იძის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე, ბ-------------ამ, ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ხელი მოუჭირა ყელზე და ორჯერ დაარტყა პლასტმასის ცოცხი მხარზე, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1.2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე, ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი) განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
ბ-------------ას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 22 და 27 თებერვალს ბ-------------ა მივიდა ქ. ფოთი, გ---------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში და იმ მოტივით, რომ ყოფილი მეუღლე ს---------–------------იძე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ს---------–------------იძის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე, ბ-------------ამ, ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ხელი მოუჭირა ყელზე და ორჯერ დაარტყა პლასტმასის ცოცხი მხარზე, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია: დაზარალებული ს---------–------------იძე, ბრალდებული ბ-------------ა, მოწმეები: პ--------------–ია, გ---------–----აია, თ--------–----ძე, ნ-----–-------აია, დ-----------------ია, ო-–-----–------------იძე, ს-----–----------------ნცი, ა-----------ია, შ-----------ვიძე, ფ-------------–იძე, გ------------–---ია.
დაზარალებულმა ს---------–------------იძემ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში შექმნა ოჯახი, 2016 წელს შეეძინათ შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად კამათობდნენ, რომელიც გრძელდებოდა დაშორების შემდეგაც. 2017 წლის 15 დეკემბერს ბ. კო------ამ სახლის წინა ღობესთან (ჭიშკართან) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გამუდმებით რეკავდა, იგონებდა თითქოს ვიღაც ყავდა, დილის 05 საათზე ბავშვის ნახვა მოიმიზეზა, იგი სახლთან რამდენიმე მეზობელმა ნახა, მის მამამ და ბიძაშვილმა კ----------------რმა გავიდნენ და უთხრეს, რომ ბავშვს ვირუსი ჰქონდა და ვერ გაიყვანდა, მას არ სჯეროდა და იგინებოდა, ამის მომსწრე არის ხელოსანი სახელად ა-------, გვარი არ იცის.
2018 წლის 22 თებერვალს ბავშვის გამო იმავე ჭიშკართან იჯდა, იგონებდა თითქოს ვიღაც ყავდა, მეზობლები იტყვიან რასაც შვრებოდა.
2018 წლის 27 თებერვალს ღამით მიწერა მოგონილი ამბები ოჯახის ახლობელზე, ამ უკანასკნელთან გადათქვა თავისი ნაამბობი, როცა უსაყვედურა, ღამის საათებში მივიდა მასთან, აბაზანიდან გამოსულს ის პლასტმასის ცოცხით ხელში დახვდა, მოუქნია და მკლავზე დაარტყა, წაუჭირა ხელი ყელში, ეტყობოდა დაზიანება, ნახეს მშობლებმა, მეზობლებმა, მაგრამ მან პოლიციას არ მიმართა.
2018 წლის 10 მარტს ბ-------------ა ურეკავდა მესენჯერზე, ამ დროს ის პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც მეზობლები იკითხებოდნენ, როცა წამოვიდნენ ის, დედა და მეზობელი 10 საათი იქნებოდა ის წინ წამოვიდა, ქალბატონები ჩამორჩნენ, სახლისკენ მიმავალს, მოულოდნელად მასთან მივიდა ბ-------------ა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, დაუწყო დარტყმა, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, შუბლში დაარტყა, წაიქცა, აგრძელებდა დარტყმას, აგინებდა, მან მოახერხა და გაიქცა დედის მხარეს, ბ. კო------ა გაეკიდა, მაგრამ მისი დედა და მეზობლები რომ დაინახა გაჩერდა, უკან დაბრუნდა. მეზობელმა დ-----------------იამ დაინახა. დედამ დაინახა მისი მდგომარეობა, გამოუძახა პოლიციას. ის გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს.
მოწმე ნ-----–-------აიამ განმარტა, რომ მისი შვილი ს---------–------------იძე დაქორწინდა ბ-------------აზე, ყავთ შვილი. ისინი ხშირად კამათობდნენ, სექტემბრის თვიდან დაშორდნენ. ბ. კო------ა ბავშვს ნახულობდა. 2017 წლის დეკემბერში ბ. კო------ა მივიდა მათთან სახლში, ს------- აბაზანაში იყო, ღამის 02 საათი იქნებოდა, იგი იწვა, ხმაურმა გააღვიძა, მან და მეუღლე ო-–-----–------------იძემ, დაინახეს ვიღაც გარბოდა, მისი სილუეტი, ზურგიდან დაინახეს ბ---, იკითხა რა ხდებოდა, ს-------ც კიბიდან ჩამოდიოდა, კისერთან გაწითლებული ჰქონდა, უპასუხა, რომ ფეხი დაუცდა მეტლახზე, შეკითხვაზე ვინ იყო, უთხრა, რომ ბ--- იყო და თავად მოუვლიდა.
2018 წლის 27 თებერვალს ბ. კო------ა მივიდა მათი სახლის ჭიშკართან და იგინებოდა.
2018 წლის 10 მარტს იმყოფებოდნენ პოლიციაში, მეზობელი ახლდა დ-----------------ია, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ ბ-------------ა დახვდა ს--------ს, ის მეზობელმა შეაჩერა ლაპარაკობდნენ, მოესმა კივილი, წავიდა და 20-30 ნაბიჯიდან დაინახა, როგორ დაითრია ბ---მ ს------- თმებში, წიხლები ურტყა, ბ---მ ფეხქვეშ გაიგდო ს--------, თავგამოდებით ურტყამდა, მან პოლიცია გამოიძახა, მისი შვილი დასისხლიანებული იყო. ის პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში არ ყოფილა, თუ რამე არასწორადაა გამოკითხვის ოქმებში საათის მინიშნება ეს მისთვის უცნობია.
დ-----------------იამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის 2017 წლის 15 დეკემბერს მოდიოდა მაღაზიიდან რა დროსაც დაინახა ს---------–------------იძის მეუღლე, რომელიც ჭიშკართან იდგა და იგინებოდა. 2018 წლის 10 მარტს ის ს---------–------------იძის ცემის ფაქტს არ შესწრებია.
მოწმე ო-–-----–------------იძემ განმარტა, რომ სიძე სულ ორჯერ ჰყავს ნანახი. ის ფოთში არ იყო, არ იცის იქორწინეს თუ არა. ს-------- აბაზანიდან, რომ ჩამოვიდა სისხლი მოდიოდა, შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხა, რომ ბ--- იყო, ლანდი იყო თუ არა არაფერი არ იცის. შემდეგ სხვა ფაქტზე ს-------მ მას უთხრა, რომ ბ--- ს-------ს ქუჩაში დახვდა და ცემა, ამაზე დაკავებულიც იყო ბ-------------ა, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში ის ვერ ჩადგება.
ა-----------იამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს მუშაობდა ლ------------იძის ოჯახში, ქუჩაში რაღაც ხმამაღალი ხმა მოესმა, გავიდა დაინახა ვიღაც პიროვნება, რომელსაც არ იცნობს სახეზე, პატარა შეურაცხმყოფელი სიტყვები გაიგონა, ვის მიმართ არ იცის და შემოვიდა სახლში. მეორე თუ მესამე დღეს უთხრეს, ვინ არ იცის, რომ ყოფილა ს---------–------------იძის ყოფილი მეუღლე.
მოწმე ს-----–----------------ნცმა განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბერში გ------- ქუჩაზე ბ-------------ა ს---------–------------იძეს აგინებდა, თარიღს ვერ დააკონკრეტებს, მაგრამ ბ-------------ა ს-------ს აგინებდა ჭიშკართან, მობილურზე. ბინაში მუდმივად ჩხუბობდნენ. დეკემბრის 28 რიცხვამდე შვილის დაბადების დღემდე დიდად ადრე ბავშვი ნ--–------- ყრუ-მუნჯთა სახლიდან ავადმყოფობის გამო სახლში წამოიყვანა, ამ თარიღს, ანუ 28-მდე ადრე უკავშირებს ბ---ს მიერ ს-------ს შეურაცხყოფის მიყენების დროს.
პ--------------–იამ მოწმის სახზით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 მარტს 22 საათსა და 10 წუთზე, 112-დან მიღებულ იქნა შეტყობინება ოჯახურ ძალადობაზე, ქ.ფოთი, გ--------------ში ადგილზე მისვლისას დახვდათ ნაცემი ქალბატონი, ს-------, რომლის განმარტებით სცემა ყოფილმა მეუღლემ ბ-------------ამ, რომელიც შეეცადა გაქცევას. ს-------ს სახეზე ეტყობოდა დაზიანებები, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექსპერტმა შ-----------ვიძემ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ ს---------–------------იძე სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია ფ-------–--------–----ი კლ--------ი სავადმყოფოდან, პაციენტის სამედიცინო ბარათი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა როგორც დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ასევე პირადი გასინჯვითაც. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ს---------–------------იძემ ფ-------–--------–---- კლ-------- სავადმყოფოს მიმართა 2018 წლის 10 მარტს 22:50 წუთზე და იმავე დღეს გაეწერა. ფ-------–--------–---- კლ-------- ს-------------–- დაესვა დიაგნოზი შუბლისა და ზედა ტუჩის მიდამოს დაჟეჟილობა მარჯვნივ ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა ქუთუთოს მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა შუბლის არეში მარჯვნივ. პირადადაც წარმოდგენილი იყო 2018 წლის 11 მარტს 19:17 წუთზე. ს---------–------------იძის სხეულზე არსებული დაზიანებები აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მარჯვნივ ოვალური ფორმის არამკვეთი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, რომლის ზომაც იყო 1.8 -08 სანტიმეტრი. მარჯვენა თვალ-ყურის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოზე ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, რომლის ზომაც იყო 4 სანტიმეტრი 3.8 სანტიმეტრზე. მარჯვენა თვალ-ყურის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა განივ - ირიბად მდებარე მოწითალო ფერის მშრალი და მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი. ზომა 0.7-01 სანტიმეტრზე. ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ლორწოვან ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთი კიდეების მქონე სისხლჩაქცევა ზომა იყო 1.3-1 სანტიმეტრზე. სამედიცინო დოკუმენტაციის და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ს---------–------------იძის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე პირ-ბლაგვი საგნის ან საგნების ზემოქმედების შედეგად. ისინი ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს ანუ 2018 წლის 10 მარტს.
ლ----------------–--------–-----------------–----------–------------------------------–----------- 2018 წლის 14 მარტის N001684018 დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ფ-------–--------–----ი კლ--------ი საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემის თარიღი 10.03.18 - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ს---------–------------იძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.03.18 წ-ს 22:50 სთ-23:50 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: შუბლის და ზედა ტუჩის მიდამოს დაჟეჟილობა მარჯვნივ. ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა ქუთუთოს მიდამოში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix.Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ ბ-------------ას ბრალდება იმის თაობაზე, რომ:
2017 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 22 და 27 თებერვალს ბ-------------ა მივიდა ქ. ფოთი, გ---------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში და იმ მოტივით, რომ ყოფილი მეუღლე ს---------–------------იძე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ს---------–------------იძის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე, ბ-------------ამ, ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ხელი მოუჭირა ყელზე და ორჯერ დაარტყა პლასტმასის ცოცხი მხარზე, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ზემოაღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, გარდა ს---------–------------იძის ჩვენებისა, არის არაპირდაპირი, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია, არამყარია და რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, თუნდაც მაღალი ალბათობით, მაგრამ მაინც მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს ბ-------------ას ბრალეულობის საკითხს (2017 წლის 15 დეკემბრის, 2018 წლის 22 და 2- თებერვლის ეპიზოდებში, კერძოდ: 2017 წლის 15 დეკემბერს, 2018 წლის 22 და 2- თებერვალს ბ-------------ამ იმ მოტივით, რომ ყოფილი მეუღლე ს---------–------------იძე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ს---------–------------იძის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ამ ეპიზოდის პირდაპირი სახის მტკიცებულება მხოლოდ ს. ლ------------იძის ჩვენებას თუ მივიჩნევთ, რომელმაც სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებით, კერძოდ, დედამ და მოწმე ს. ბ------------ცმა სარწმუნოდ ვერც ქმედება აღწერეს და ვერც თარიღი დაასახელეს, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში დადასტურება ვერ ჰპოვა.
ბრალდების 2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოირიცხა სისტემატური შეურაცხყოფის ელემენტი, რაც დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.
რაც შეეხება ბრალდების შემდეგ ეპიზოდს - 2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე, ბ-------------ამ, იმ მოტივით, რომ ს---------–------------იძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ხელი მოუჭირა ყელზე და ორჯერ დაარტყა პლასტმასის ცოცხი მხარზე, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ამ ეპიზოდის პირდაპირი სახის მტკიცებულება მხოლოდ ს. ლ------------იძის ჩვენებას თუ მივიჩნევთ, რადგან მისი მშობლების განმარტებები ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დამაჯერებელი, უტყუარი და სარწმუნო არ არის ურთიერთგამომრიცხაობის გამო ბ. კო------ას სილუეტის სახით ამოცნობასთან დაკავშირებით, რაც ს-------ს მამამ საერთოდ უარყო, რაც ბუნებრივია, საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული ბ. კო------ას კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის N62აპ.-17 განაჩენი).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ-------------ა 2017 წლის 15 დეკემბრის, 2018 წლის 22 თებერვლის და 27 თებერვლის (ორივე) ეპიზოდებში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
რაც შეეხება 2018 წლის 10 მარტის ეპიზოდს, ის რეალურად გამოიხატება შემდეგში:
2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება დასტურდება, როგორც ს---------–------------იძის, ასევე ნ-----–-------აიას ჩვენებებით, ლ----------------–--------–-----------------–----------–------------------------------–----------- 2018 წლის 14 მარტის N001684018 დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ფ-------–--------–----ი კლ--------ი საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N2--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემის თარიღი 10.03.18 - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ს---------–------------იძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.03.18 წ-ს 22:50 სთ-23:50 სთ-ზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: შუბლის და ზედა ტუჩის მიდამოს დაჟეჟილობა მარჯვნივ. ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა ქუთუთოს მიდამოში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ დროს, განმტკიცებულია ყოველივე თავად ექსპერტის შ-----------ვიძის მოწმის სახით დაკითხვისას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით (დაზარალებულის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 მარტს დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა, შესაბამისად, ბ-------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს - შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისტემატიურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არ არის გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით.
სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად სისტემატური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები არ ჩაითვლება ამ დანაშაულის ხერხად, რადგანაც ერთჯერადად ჩადენისას ისინი, როგორც წესი ვერ გამოიწვევენ დაზარალებულის ვერც ფიზიკურ და ვერც ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ყოფილი მეუღლე.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
სამართლებრივი შეფასება:
ბ-------------ა 2017 წლის 15 დეკემბრის, 2018 წლის 22 თებერვლის და 27 თებერვლის (2 ეპიზოდი) ეპიზოდებში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს, რადგან ბ-------------ას ბრალეულობის საკითხი საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქმეში არ არის უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ბ-------------ას მიმართ (ზემოაღნიშნულ) ეპიზოდებთან დაკავშირებით დაადასტურებდა მის ბრალეულობას. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში კი ბრალდების მტკიცებულებების თაობაზე წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს იმ პირის სასარგებლოდ, ვისაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება 2018 წლის 10 მარტის ეპიზოდს, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22 საათსა და 10 წუთზე ბ-------------ამ ქ. ფოთში, გ--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფილ მეუღლეს - ს---------–------------იძეს იმ მოტივით, რომ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო წაქცევის შემდეგ, ხელები და ფეხები დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც ს---------–------------იძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ვინაიდან ბ-------------ას ბრალდება დადასტურებულია მხოლოდ 2018 წლის 10 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში, სახეზე აღარ არის საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშანი, სისტემატური ცემა, რომელიც გულისხმობს იმგვარ ცემას, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ბ-------------ას ქმედება (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის მასალებით ბ-------------ა წარმოადგენდა ამ დანაშაულის სუბიექტს, როგორც დაზარალებულის ყოფილი მეუღლე და ერთად ყოფნის დროს მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-------------ამ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი).
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ბ-------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 2018 წლის 10 მარტის ეპიზოდთან მიმართებაში არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ბ-------------ა ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ბ-------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი), რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ბ-------------ას პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ: ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ ბ-------------ა 2018 წლის 10 მარტის 22:15 საათიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით (4 დღე) იმყოფებოდა პატიმრობაში, მას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათი უნდა ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ, ბ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ბ-------------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 დეკემბრის, 2018 წლის 22 და 27 თებერვლის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ბ-------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (2018 წლის 10 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბ-------------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 10 მარტის 22:15 საათიდან 2018 წლის 14 მარტის ჩათვლით (4 დღე) და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათი ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ, ბ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - გირაოს თანხის - 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული ლ-–-----------ას (პირადი N2----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ქ. ლანჩხუთი, კ-------–---–-------------ში, საკადასტრო კოდი 2------------------, 5000 ლარის ღირებულების წილს.
განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და ბ-------------ას ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე