განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002267191
№ 1/10-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 მაისი, 2018 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი ე---–---- ბ------
დაცვის მხარე:
ადვოკატი ზ------ ხ----------
ბრალდებული შ----- ს----–----- (ძებნილია)
მამის სახელი ბ------
დაბადებული 0--------- წელი
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
პი---დი ნომერი 4----------
ნასამართლეობა არ მქონე
მცხოვრები საქართველო, ქ.ფ------ წ------ ნ----- ქ.N--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილი - ოჯახში ძალადობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ნაწილობრივ დახურულ და ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქუჩა N---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 15 სექტემბერს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქ.N---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, მ--–------ში, შავი ზღვის სანაპიროზე ზემოთ მითითებული მოტივით რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
შ----- ს----–-----ს მხრიდან სისტემატურმა ცემამ ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი) განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პი---დი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმ------ბული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
შ----- ს----–-----ს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქუჩა N---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 15 სექტემბერს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქ.N---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, მ--–------ში, შავი ზღვის სანაპიროზე ზემოთ მითითებული მოტივით რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 12 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
შ----- ს----–-----ს მხრიდან სისტემატურმა ცემამ ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია: დაზარალებული ნ---- ი------ე, მოწმეები: გ------- მ------–---–ი, მ------ ქ---------ე, მ------ ი------ე, ქ-------- ი------ე, თ------ ც-–--–--ე, ი--- ს-------, ექსპერტი შ----- თ------ე, გამომძიებელი ლ--–- ნ-----–--–---–ი.
დაზარალებულმა ნ---- ი------ემ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და შ----- ს----–----- თანამშრომლები იყვნენ- შ----- ს----–-----ს ის მოსწონდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ თ--------ში, 2017 წლის 21 ივლისს, სტამბულში პირველი ღამის შემდეგ, შ----- ს----–-----მ მას განუცხადა, რომ ის არ იყო ქალიშვილი, რაზეც ის გაბრაზდა, არ ელაპარაკებოდა და უთხრა, რომ ექიმთან წასულიყვნენ, რადგან მას დასამალი არაფერი ჰქონდა. ამის შემდეგ, ათი დღე სტამბულში ისე გაატარეს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ჰქონიათ, ისინი ჩვეულებრივ დადიოდნენ მაღაზიებში, ექსკურსიებზე. თ--------იდან დაბრუნების შემდეგ, დაიწყო პრობლემები. შ----- ს----–-----მ მისი პი---დი მიმოწერების შემოწმება დაიწყო, ეუბნებოდა, რომ ის მიმოწერებს შლიდა, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა სხვა კაცებთან- შ----- ს----–----- საშინელებებს ეუბნებოდა თავის დებზე. ამოწმებდა ყველა ფოტოს და არკვევდა, ვინ იყო, მასთან ფოტოებზე. ამასთან, მისი სახელით სხვებს წერდა, რომ დაეზუსტებინა თავისი ეჭვები. შ----- ს----–----- მუდმივად იმეორებდ, რომ ის გათხოვებისას არ იყო ქალიშვილი. რაც დრო გადიოდა, ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. შ----- ს----–-----მ ეს თავის ძმასაც უამბო, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ შ----- ს----–-----ს მოტყუებას ის ვერ შეძლებდა. ის უკვე ექიმის ხსენებასაც ვეღარ ბედავდა, ვითარება უარესდებოდა, ჯერ ხელის შეხება იყო, შემდეგ მაკრატელი ჩაარტყა ხელში, ბოლოს საფერფლე დაარტყა ცხვირზე. მას დედასთან კავშირი, თითქმის არ ჰქონდა. როცა დედა ურეკავდა, ტელეფონს ხმამაღალზე რთავდა, რათა შ----- ს----–-----საც მოესმინა მათი საუბარი. როცა, ის დედის სახლში მიიყვანა, ათასი საძაგლობა ათქმევინა მას, მის დას ხელით შეეხო. შ----- ს----–-----მ ის მოძღვართანაც მიიყვანა, რომელსაც უთხრა, რომ მას მანამდე ბევრი კაცი ჰყავდა. სტამბულიდან ჩამოსვლის დღესვე, შ----- ს----–----- მას ხელით შეეხო. იმავე საღამოს პ----ში გავიდნენ სასეირნოდ, რა დროსაც, შ----- ს----–-----მ ნ----- ისევ გაახსენა ძველი საუბარი, რომ ის გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო. როცა მან ეს უარყო, ხელი მოუჭი---, დასვა კიბეებზე და აიძულა ყველაფერი მოეყოლა, ხელიც დაარტყა ორჯერ სახეში. ის ტიროდა, ხელიც ძალიან ეტკინა. ფსიქოლოგიურადაც, ძალიან ჩაკეტილი იყო, არ იცოდა, რა ეთქვა. ამის შემდეგ, თითქმის ყოველ ორ-სამ დღეში, ხდებოდა მსგავსი ფაქტები, 2017 წლის 14 ოქტომბერს, როცა მისი ოჯახი აპირებდა ჩამოსვლას, შ----- ს----–----- მას ეუბნებოდა, რომ მ------ ი------ეს ის მოუყვებოდა, რომ არ იყო ქალიშვილი, რომ ბევრ კაცთან ჰქონდა ურთიერთობა. ის შეეწინააღმდეგა, რომ ეს ტყუილი იყო და დედას ამას არ ეტყოდა. შ----- ს----–-----მ მას ხელში მაკრატელი ჩაარტყა, ცხვირი გაუტეხა, ყველაფერი თავზე დაატეხა, სახლი სისხლით იყო მოსვრილი. შ----- ს----–-----მ და თავისმა ძმამ გ------- მ------–---–ის მანქანით ის წაიყვანეს ზღვის პი---ს, უკაცრიელ ადგილას. შ----- ს----–-----ს თავისი ძმა ეუბნებოდა, ნიჩაბი ხომ არ დაგვავიწყდაო. შ----- ს----–-----მ ის მანქანიდან გადმოიყვანა, თავის ძმას და ძმაკაცს უთხრა, რომ მასთან უნდა ელაპარაკა. ის ტყეში ღრმად შეიყვანა. დაუწყო ხელის და ფეხის დარტყმა, ცემა, დააგდო მიწაზე. მაშინ მას ჩალურჯებებიც ჰქონდა, რომელიც შემდეგ გადაუვიდა. ის სახლში წამოიყვანა. მეორე დღეს, მისი დედა ჩამოვიდა, მას ტონალური ესვა, რომ არ შეემჩნიათ სახეზე და ყელზე ჩალურჯებები. ჩალურჯებული ჰქონდა ფეხებიც. მისი დედის ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს შ----- ს----–-----ს დედის მეგობარი იყო მათთან და მან შენიშნა ყელზე ეს. ჰკითხა რა გჭირსო, მან პასუხს თავი აარიდა, რადგან არ უნდოდა, სხვასაც სცოდნოდა ამის თაობაზე. როცა მისი ოჯახი ჩამოვიდა, ნათესავებთან ერთად მისი დედა დაისვეს ცალკე, ოთახში და უთხრეს, რომ მისი შვილი გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მაგრამ შ----- ს----–-----ს ის უყვარდა და არ გაატანდა. თან გააფრთხილა მისი დედა, ხელით არ შეხებოდნენ და არ ეცემათ. ის 18 წლის იყო როდესაც გაჰყვა შ----- ს----–-----ს, მანამდე სწავლობდა სკოლაში და სწავლის გაგრძელება სურდა. მომხდარის გამო ის ფსიქოლოგიურ ტრამვას განიცდიდა, ყველა ღამე ტიროდა. გათხოვებამდე, მას შ----- ს----–----- ჰპირდებოდა, რომ სწავლას გააგრძელებინებდა, მას ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან შ-----ს დედაც, განათლებული ქალი იყო. მაგრამ, როცა ოჯახში, ყოფით პრობლემებს შეეჩეხა, მას სწავლაზე ხმის ამოღებაც ერიდებოდა, რადგან ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ის ოჯახში ყველა საქმეს აკეთებდა, საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა და ა.შ. ფ------ ც--------–---- პ----ში, ისინი თითქმის ყოველ ღამით მიდიოდნენ, თითქოსდა სასეირნოდ, თუმცა, ყოველი გასეირნება ჩხუბით მთავრდებოდა. ის სახლში ატირებული მიდიოდა. ერთ-ერთი გასეირნების დროს შ----- ს----–-----მ პ----ში, მას ხელი მოუჭი---, ხელზე უკბინა, თმებზე ექაჩებოდა, უყვიროდა, ქუჩაში ბევრი გამვლელი იყო, თუმცა, არავინ ჩარეულა. პ----ში ეს მოხდა, დაახლოებით, დღის ორ საათზე. მას ხელზე ჰქონდა ნაკბენი და ჩალურჯება, რაც ძალიან სტკიოდა, გამაგრებულიც იყო და ეს მას დიდ ხანს ემჩნეოდა. პოლიციაში განცხადების შეტანისას გამომძიებელმა ის გაუშვა ექიმთან და მისი დაზიანებები ექიმმა შეამოწმა. მას ემჩნეოდა ხელზე მაკრატლით მიყენებული დაზიანებები, ხელებზე და ფეხებზე სილურჯეები, გატეხილი ჰქონდა ცხვირი. ერთხელ ჩხუბისას, შ----- ს----–-----მ მას ე.წ. „სვარკის“ ჩხირებიც დაარტყა და ფეხზე ეს ნაკაწრებიც ემჩნეოდა. შ----- ს----–----- ამ ყველაფრის მიზეზად, იმას ასახელებდა, რომ ის ქალიშვილი არ იყო. სანამ ის შ-----ს გაყვებოდა, შ----- ს----–----- მასთან სახლში იყო, ხელის სათხოვნელად, რაზეც დედამ უთხრა მას, რომ მისი შვილი ოჯახის შესაქმნელად ჯერ პატარა იყო, უნდა ესწავლა და ამიტომ უარი უთხრა. შ----- ეჭვიანობდა, მაგრამ აძლევდა მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას, თან, ქუჩაში აკვირდებოდა, ის ვის შეხედავდა და მას (ნ---- ი------ეს) ვინ შეხედავდა, შემდეგ სულ ეჩხუბებოდა. ის ეჭვიანობდა სახლში მისულ სტუმრებზეც. შ----- ს----–----- ალკოჰოლს არ ეტანებოდა, თუმცა, ნარკოტიკებს იღებდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. შ----- ს----–----- მას მოექცა ცხოველივით, შეურაცხყო მისი ოჯახიც. როცა, ის შ----- ს----–-----სთან სახლში ცხოვრობდა, მან ის აიძულა, ათასი სისულელე ეთქვა თავისი, საკუთარი დედის და ოჯახისთვის. მისი განმარტებით შ----- ს----–-----ს დედა კონფლიქტს ყოველთვის ხედავდა, ხოლო ჩალურჯებები შეეძლოთ მეზობლებსაც შეემჩნიათ.
შ----- ს----–-----ს დედის მ------ ქ---------ის განმარტებით, როდესაც შ-----მ გადაწყვიტა ნ---- ი------ის ცოლად მოყვანა, მან თავის შვილს მისცა ოჯახის დანაზოგი ფული და ისინი სამოგზაუროდ ერთად წავიდნენ თ--------ში. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღეში, შ----- ს----–-----მ მას უთხრა, რომ ნ---- ი------ე გათხოვებისას არ იყო ქალიშვილი. ის დაელაპარაკა ნ---- ი------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვობაში, სახლობანას თამაშობისას, თავის მეგობართან, მ--–----სთან ერთად იყო წასული ც---–----ში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. მან ჰკითხა ნ---- ი------ეს, იცოდა თუ არა ამის თაობაზე ნ---- ი------ის დედამ, ან თავისი მეგობრის ოჯახმა. ნ---- ი------ემ უპასუხა, რომ ეს არავინ იცოდა, მ--–---- გათხოვდა და მ--–----ს ქმარს არაფერი გაუგია. მან თავის შვილს ჰკითხა, უყვარდა თუ არა ნ---- ი------ე, როდესაც გაიგო, რომ შ----- ს----–-----ს ის ძალიან უყვარდა, ურჩია, რომ ნ-----თვის ეს ეპატიებინა. ამის შემდეგ, ნ----- და შ-----ს შორის ყველაფერი წესრიგში იყო, არც ჩხუბობდნენ, არც კამათობდნენ- ამ ამბებიდან, ორი თვის თავზე, ნ----- დედის სტუმრობის წინა დღეს, როცა სახლში მივიდა შ----- და ნ---- არ დახვდა, ხოლო მათი დაბრუნებისას ნ---- ტიროდა. შ-----მ მას მოუყვა, რომ როცა ის სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, შეუსწრო ნ-----, რომელიც ტელეფონით თავის მეგობარ მ--–----ს ესაუბრებოდა და უყვებოდა, რომ მას ყველაფერი აპატიეს, თუმცა, ყველაფერი მათ არ იცოდნენ- შ-----ს დანახვაზე, ნ----მ ტელეფონი გათიშა. შ-----მ მას უთხრა, რომ ნ---- მოძღვართან ყავდა წაყვანილი, რომელმაც ურჩია, ნ---- თავისი დედისთვის მიეყვანა. შ-----მ გადაწყვიტა ნ---- წაეყვანა თავის სახლში, მაგრამ, ნ----- თხოვნით, გზიდან დაბრუნდნენ- ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, როცა ნ----- ოჯახი ჩამოვიდოდა, მას ყველაფერს მოუყვებოდნენ- მეორე დღეს, ნ----- დედას და დებს ყველაფერი უთხრეს. შეთანხმდნენ, რომ ნ---- შ-----ს ცოლი იყო და შ-----სთან დარჩებოდა და აღარც მიუბრუნდებოდნენ ამ ამბავს. ერთ დღეს ურეკავენ სამსახურში, რომ სწრაფად მისულიყო სახლში. როცა მივიდა, შ-----მ მას უთხრა, რომ ნ---- მას ყველაფერს მოუყვებოდა და ნ----მ მოუყვა თავის ოჯახზე, თავის დებზე, რომ სახლში მას ნამდვილი ჯოჯოხეთი ჰქონდა, რომ დები მას ჩაგრავდნენ, რომ ბოზობით შოულობდნენ ფულს და რომ ამ ფულს ნ----- და ბორდელის გასახსნელად აგროვებდა. როცა ნ---- მოუყვა ამას, შ-----მ ნ---- თავის ოჯახში წაიყვანა. კ-------–-, ნ----- სახლში მისვლისთანავე, ნ---- ეცა თავის დებს, ეჩხუბა, რომ ჯოჯოხეთში ყავდათ, შ----- ს----–-----მ წამოსვლა დააპი---, მაგრამ, ნ---- თხოვდა, რომ არ დაეტოვებინა ის. ნ---- არ რჩებოდა სახლში. შ-----მ მას დაურეკა და ჰკითხა, რა ექნა. მან შ-----ს უთხრა, რომ ბიძასთან დაეტოვებინა ნ----, მაგრამ, ნ---- უარზე იყო. შ-----მ ნ---- სახლში მოიყვანა ისევ. მან უთხრა, რომ ნ---- მათთან ვერ გაჩერდებოდა. მეორე დღეს ნ---- მოძღვართან წავიდა, შ-----სთან ერთად. გადაწყდა, რომ ნ---- სამი დღით წავიდოდა თავის დედასთან სახლში და იქედან წავიდოდა მონასტერში. ნ---- და შ----- ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ შორის ცუდი არაფერი ხდებოდა, ისინი ერთმანეთში თბილად საუბრობდნენ, ნ---- ოჯახში საქმიანობდა. შ----- მას ეუბნებოდა, რომ თუ ნ---- კარგ ქალობას გამოიჩენდა, როცა შ----- დაბრუნდებოდა პ---–------იდან, ისინი ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ნ----- სახლში მისვლის ეშინოდა, ამბობდა, რომ მისი დები მოკლავდნენ მას ცემაში. მეორე დღეს, როცა ნ---- თავის დედის ოჯახში უნდა წასულიყო, თბილად, ცრემლებით გამოემშვიდობნენ მას და შ-----მ წაიყვანა მანქანით. დაახლოებით, 20 წუთში, ნ----- დედა, დები და ნათესავები მოვიდნენ ნ----- წასაყვანად. მან დაურეკა შ-----ს და უთხრა, რომ დაბრუნებულიყვნენ- მათ წაიყვანეს ნ---- და წავიდნენ, შ-----მ უთხრა მათ, რომ ნ---- არ ეცემათ. მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, უკვე, შ-----ს გამომძიებელმა დაურეკა.
მოწმე მ------ ი------ემ განმარტა, რომ თავისმა შვილმა ნ---- ი------ემ შ----- ს----–----- გაიცნო სამკერვალო ფაბრიკაში. ერთ დღეს, შ----- ს----–-----, მივიდა მასთან, ნ----- ხელის სათხოვნელად. იმ მოტივით, რომ ნ---- ჯერ პატარა იყო და სწავლა უნდა გაეგრძელებინა, შ-----ს უარი უთხრა. 2017 წლის 21 ივლისს გაიგო, რომ ნ---- და შ----- დაქორწინდნენ- ის 2018 წლის 10 აგვისტოს ერთი თვით წავიდა თ--------ში სამუშაოდ. იქ გაიგო, რომ ნ----მ გამოცდები ჩააბარა. 15 სექტემბერს ჩამოვიდა თ--------იდან, 16 სექტემბერს დაურეკა თავის ქალიშვილს, ნ----- და კითხა, რატომ არ გაიარა რეგისტრაცია უნივერსიტეტში. ნ----მ უთხრა, რომ არ იცოდა რეგისტრაციის თაობაზე. ერთ საღამოს შ----- ს----–----- მივიდა მათთან, მისი უფროსი ქალიშვილი ჯერ არ იყო სახლში მოსული. შ----- ს----–----- მას ელოდებოდა, თან ყვიროდა, დალეწა ყველაფერი, ნ----- ხელს არ უშვებდა. მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, რა მოხდებოდა, არ იცის. ამის შემდეგ 29 ოქტომბერს ის წავიდა შვილის წამოსაყვანად შ----- ს----–-----სთან, წამოიყვანა, ნ----- ემჩნეოდა დალურჯებები. ნ---- მან მოუყვა, რომ შ----- ს----–----- სცემდა. მანამდე, ნ----- ვერ ეკონტაქტებოდა და ნ---- არაფერს ეუბნებოდა მას, მათი კონფლიქტის თაობაზე. ნ---- დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. ნ---- ი------ეს სხვასთან კონფლიქტი არ ჰქონია და მისთვის დაზიანებები სხვას არ მიუყენებია.
მოწმე ქ------- ი------ემ განმარტა, რომ თავისმა დამ ნ---- ი------ემ, სამკერვალო ფაბრიკაში გაიცნო შ----- ს----–----- და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, რადგან ნ---- აბიტურიენტი იყო და თანხას აგროვებდა სწავლისთვის, ამასთან, ბრალდებულსა და ნ----- შორის, ასაკობრივი სხვაობაც დიდი იყო, მაინც გაჰყვა ცოლად. ამის გამო, ნ---- ი------ეზე გაბრაზებულები იყვნენ და მასთან არ მისულან- თუმცა, მათმა ახლობლებმა მოინახულეს ნ----- ოჯახი. ამის შემდეგ, ის სამუშაოდ თ--------ში წავიდა. თ--------იდან ჩამოსვლის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, წავიდნენ ნ---- ი------ესთან- მათ ახლდათ ბიძა და ბიძაშვილი. შ----- ს----–-----მ და მისმა ოჯახმა ქ------- ი------ე, მისი და, დედა დაისვეს მაგიდასთან და მოუყვნენ რომ ნ----, არ იყო ქალიშვილი, მაგრამ შ-----ს მასთან ყოფნა მაინც უნდოდა. ის ამ ყველაფრის გაგონებაზე, შოკში იყო. ნ---- ხმას არ იღებდა. ამ დროს ნ----- ბიძა და ბიძაშვილი გარეთ ელოდებოდნენ მათ, რადგან შ-----მ მათ უთხრა, რომ მხოლოდ ოჯახთან სურდა საუბარი. ამ საუბრის შემდეგ, დაუძახეს ნ----- ბიძას და ბიძაშვილსაც და ჩვეულებრივ მიიპატიჟეს მაგიდასთან- ნ----- ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, მან, ნ----- დედამ და ახლობლებმა გადაწყვიტეს, რომ ნ---- წამოეყვანათ შ----- ს---–-----ს სახლიდან- ნ----- რადგან ვერ დაუკავშირდნენ, ისინი გზიდან დაბრუნდნენ- ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ის უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებოდა, საღამოს, მას თავისმა დამ ე-–---მ, დაურეკა და უთხრა, რომ შ----- ს----–----- იყო მოსული და მას ელოდებოდა. სახლში მისულს, დახვდა შ----- ს----–-----, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მას ლანძღავდა. შ----- ს----–-----ს ახლდა თავისი მეგობარი. შ----- არაადეკვატურად იქცეოდა, დაამტვრია ნივთები, ნ----- ხელს არ უშვებდა და მასთან მისვლის საშუალებასაც არავის აძლევდა. ცოტა ხანში მოვიდნენ მეზობლებიც, ი--- ს------- და თ------ ც-–--–--ე. შ----- ს----–-----მ ნ---- წაიყვანა და წავიდა. ამ ამბის შემდეგ, ის და ნ----- სხვა ახლობლები წავიდნენ შ----- ს----–-----ს სახლში, ნ----- წამოსაყვანად. ნ---- წამოიყვანეს და როცა სახლში მივიდნენ, ნ----მ მაშინ თქვა, რომ მას ჰქონდა დალურჯებები და მან მაშინ ნახა ნ----- სხეულზე დაზიანებები: ხელზე, მკლავზე, ფეხზე, გატეხილი ცხვირი. ნ---- ი------ისგან შეიტყო, რომ საფერფლე ესროლა შ----- ს----–-----მ და, რომ ტყეში ყავდათ წაყვანილი ნ---- ი------ე. მის (ნ---- ი------ის) სხეულზე დაზიანებები ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა.
მოწმე თ------ ც-–--–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ნ---- ი------ის დედის მეზობლად. ნ----- ოჯახი ცხოვრობს მეორე სართულზე, თვითონ - პირველ სართულზე. ერთ საღამოს, დეკემბრის თვეში, როცა სახლში დაბრუნდა. ატყდა ხმაური. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ, როცა აღარ შეწყდა ხმაური. ავიდა მეზობლის სახლში. დახვდა შ----- ს----–----- და მისი მეგობარი. შ----- ს----–----- ჩხუბობდა და ილანძღებოდა, იგინებოდა. ის რომ არ მისულიყო, შ----- ს----–----- ნამდვილად ცემდა ნ----- ოჯახის წევრებს. იქვე ეგდო გატეხილი გრაფინი, ნ----- დას სდიოდა სისხლი. ამის შემდეგ, მალევე წავიდნენ ნ----- ოჯახიდან- მ------ ი------ისგან იცის რომ ნ---- ი------ე იმიტომ წამოიყვანა, რომ ქმარი შ----- ს----–----- მას სცემდა.
მოწმე ი--- ს-------მ განმარტა, რომ არის მ------ ი------ის მეზობელი. საღამო ხანს, უცებ გაიგო კივილის ხმა. შევიდა ნ---- ი------ის ოჯახის სახლში, დახვდა ნ----- ოჯახი და შ----- ს---–-----, მის მეგობართან ერთად. შ----- ს----–----- იგინებოდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა, ეჩხუბებოდა ნ---- ი------ის ოჯახს. მას ნ----- ხელი ეჭი--- ხელში, ყვიროდა, რომ ნ---- ი------ე უყვარდა, რომ ნ----- წაიყვანდა და მას (ნ---- ი------ეს) ეუბნებოდა, რომ მოშორებოდა ოჯახს. ნ---- ი------ე ტიროდა. მესამე დღეს, ნ---- ოჯახმა მიიყვანა სახლში. საღამოს ი--- ს------- დედასთან ერთად მივიდა ნ---- ი------ის სანახავად და ნახა, რომ ნ---- ი------ეს ფეხი, ხელი, ბარძაყი ჰქონდა დალურჯებული, ხოლო ცხვირი - გატეხილი. წინა საღამოს, როცა ნ---- ი------ემ ნახა, მაშინ ნ----- დაზიანებები არ ეტყობოდა.
მოწმე შ----- თ------ემ განმარტა, რომ ფ------ ს----–----------------–--- გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა ნ---- ი------ის სხეულის დაზიანების ფაქტზე და წარდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია. ნ---- ი------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, წარმოადგენდა სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მოწმე შ----- თ------ემ განმარტა, რომ დაზიანებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, დადგენილებაში მითითებულ თარიღს, 2017 წლის 27ოქტომბერს.
მოწმე ს--–---- დ-------ემ განმარტა, რომ როცა შ----- ს----–-----ს დაოჯახების შესახებ გაიგეს, ძალიან ბედნიერები იყვნენ- ის ოჯახის მეგობარი იყო და ხშირად დადიოდა მასთან სტუმრად. უფრო მეტიც, ის ნ---- ი------ის ნათლია გახდა. ისინი ხშირად დადიოდნენ ტაძარში, ზღვაზე, ეზოში ბუნგალო ჰქონდათ, იქ ხშირად ერთობოდნენ, მღეროდნენ და ს--–----ს არც უფიქრია, რომ ნ---- ასეთი ძალადობის ქვეშ იყო. როცა ის ნ---- ი------ის ნათლია გახდა, მათი ურთიერთობა უფრო გამყარდა. ნ---- ი------ეს შეეძლო, მასთან ესაუბრა შ----- ს----–-----სთან კონფლიქტის თაობაზე, რადგან, მათ ამ პერიოდში ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ხში---დ საუბრობდნენ ქალურ თემებზე, ნ---- ი------ე აღნიშნავდა, რომ შ----- ს----–----- ძალიან უყვარდა, რომ ბედნიერი იყო. ს--–----ს მის სხეულზე დაზიანება არასდროს შეუნიშნავს, მიუხედავად, იმისა, რომ ნ---- ი------ეს სულ მოკლე ტოპები, შორტები, ქვედაკაბები ეცვა. 2017 წლის 27 ოქტომბერს, ის ნ---- ი------ეს საკათედრო ტაძართან უნდა შეხვედროდა. როცა საკათედრო ტაძართან მივიდა, დაინახა, რომ ნ---- ი------ე შ----- ს----–-----სთან ერთად მოდიოდა. ის დაელოდა, სანამ ნ---- შ-----ს მოშორდებოდა. შემდეგ, ის ნ---- ი------ეს შეხვდა. ერთად შევიდნენ ტაძარში, სანთლები დაანთეს, საუბრობდნენ აღსარების ჩაბარებაზე. ნ-----თვის რაიმე სტრესული მდგომარეობა არც იმ დღეს და არც სხვა დროს არ შეუმჩნევია. შ----- ს----–-----ს ძალადობა, ნ---- ი------ეზე, იმ დღეს პ----ში, არ განუხორციელებია. ს--–---- დ-------ე ნ---- ი------ესა და შ----- ს----–-----ს შორის კონფლიქტს, არ შესწრებია.
მოწმე ვ------- ჯ-------მ განმარტა, რომ შ----- ს----–-----ს ოჯახის გვერდით ცხოვრობს. როცა ნ---- ი------ე მოიყვანეს, მაშინ შუაში ღობეც არ ჰქონდათ და ყველაფერს ხედავდა. შ----- ს----–----- ობლობაში გაიზარდა, ის მშრომელი ადამიანია. შ----- ს----–-----ს ოჯახში, ნ---- ი------ის მოყვანის შემდეგ, ძალიან ხშირად, ხალხმრავლობა იყო, ყოველთვის ყავდათ სტუმრები, მხიარულობდნენ- მათგან აწეული ხმა, ან კონფლიქტი არ შეუნიშნავს, არც გაუგია. ნ---- ი------ეც ყოველთვის ხალისიანი იყო. ჩხუბი და დაპირისპირება რომ ყოფილიყო, მათ უბანში სახლები ისეა განლაგებული, რომ ვინმე აუცილებლად გაიგებდა. ერთ საღამოს, როცა სახლთან ბოსტანში მუშაობდა, მანქანით მოვიდნენ: შ----- ს----–-----, ნ---- ი------ე და გ------- მ------–---–ი. შ-----ს მეგობრები გარეთ იდგნენ, ვ------- ჯ-------მ ჰკითხა, რა ხდებოდა. მათ უპასუხეს, რომ ნ----- და შ-----ს რაღაც უთანხმოება ჰქონდათ, ეს იყო და ეს, სხვა, ჩხუბი და ხელით შეხების თაობაზე მას არაფერი გაუგია. ნ---- ი------ეც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. მთელი ზაფხულის განმავლობაში, მოხდილი ტანსაცმლით დადიოდა, ატარებდა მოკლე შორტებს და ძალადობის კვალი მას არ ეტყობოდა. ნ---- ი------ის ქ------–---–- წაყვანასთან დაკავშირდებით, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შ----- ს----–-----ს, მის ძმას და მეგობარს, გ------- მ------–---–ს, მანქანით ნ---- უნდა წაეყვანათ ქ------–---–-, მაგრამ, ნ----მ თხოვა იმ საღამოს, რომ შ-----სთან დარჩებოდა და უკან დაბრუნდა. მეორე დღეს, ნ----- ოჯახი მივიდა ორი მანქანით. მოწმე ვ------- ჯ-------ს არც ჩხუბი, არც ხმამაღალი ლაპარაკი, არც ძალადობის კვალი ნ----- სხეულზე არ შეუნიშნავს. ბოლო დრომდე, სანამ ნ---- არ წავიდა შ----- ს----–-----ს ოჯახიდან, შ-----სა და ნ----- შორის კონფლიქტის თაობაზე, არაფერი იცოდა.
მოწმე მ-------- ბ-------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ბრალდებულის ოჯახის გვერდით, მისი კარის მეზობელია. მან აღნიშნა, რომ სიყვარულისა და სითბოს მეტი, ნ---- ი------ის ოჯახში სხვა არაფერი ყოფილა. მათი ყოველდღიური ამბები კარგად იცის, რადგან, ერთმანეთის კარის მეზობლები არიან- დილით, როდესაც ნ---- ი------ის დედამთილი სამსხურში მიდიოდა, ნ---- ყავას სვამდა მათთან ერთად. ის (ნ---- ი------ე) ყოველთვის ღიმილიანი იყო, მხიარული, სუფევდა სითბო, სიყვარული, კეთილგანწყობა. შ----- ს----–-----ს ეზოში ბუნგალოში, ზაფხულის განმავლობაში, ხშირად იკრიბებოდნენ ოჯახის მეგობრები, მეზობლები, მხიარულობდნენ და ასე ატარებდნენ დროს. ნ---- და შ----- ხშირად სეირნობდნენ ჩახუტებულები, ხელგადახვეულები. ერთ დღეს, როცა ეზოში ლაპარაკობდნენ ის და მისი მეზობელი ვ-------, მოვიდნენ გ------- მ------–---–ი, ნ---- ი------ე და შ----- ს----–-----. ვ-------მ ჰკითხა, გ-------ს მ------–---–ს თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ შ-----სა და ნ----- შორის რაღაც უთანხმოება იყო, რომ ნ---- ქ------–---–- უნდა წაეყვანათ, მაგრამ, ნ---- ი------ემ თხოვა შ----- ს----–-----ს დარჩენა და ქ------–---–- არ წასულან- იქ კამათი, ჩხუბი, ძალადობა არ ყოფილა და არც გ------- მ------–---–ს უთქვამს ამის თაობაზე. გ------- მ------–---–მა ისიც იმიტომ თქვა, რომ ვ-------მ ჰკითხა, თორემ, ეს სალაპარაკო არ ყოფილა. სხვა ჩხუბი, კამათი, ცემა, კონფლიქტი არც მანამდე და არც მას შემდეგ, არ უნახავს. მან აღნიშნა, რომ ნ---- ი------ის მოსვლის პირველი დღიდან, მისი ღიმილის, სიხარულის, სიცილის მეტი არაფერი შეუნიშნავს. შორტებს ატარებდა, ეცვა მოკლე ტანსაცმელი, აკეთებდა ხალვას, სთავაზობდა მეზობლებს. ნ---- ი------ეს არასდროს ემჩნეოდა, რომ ის ძალადობის ქვეშ იყო. ძალადობა რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად შენიშნავდა, რადგან დილიდან შუაღამემდე, ისინი ერთად იყვნენ, დროს ერთად ატარებდნენ-
გამომძიებელმა ლ--–- ნ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა.
ლ----------------–--------–-----------------–----------–------------------------------–----------- 2017 წლის 17 ნოემბრის N006778217 დასკვნით, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ,,ფ------ ც--------–----ი კ-–--------- ს---------------“ ცნობა N1---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ნ---- ი------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 01.11.2017 წლის 20:10 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 21:10 საათზე დიაგნოზით: ზედაპირული დაზიანებები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა მტევნის, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მუხლის და მარცხენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2017 წლის 27 ოქტომბერს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix.Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ შ----- ს----–-----ს ბრალდება იმის თაობაზე, რომ:
2017 წლის 02 აგვისტოს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქუჩა N---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 15 სექტემბერს დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, წ------ ნ----- ქ.N---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2017 წლის 14 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ----–-, მ--–------ში, შავი ზღვის სანაპიროზე ზემოთ მითითებული მოტივით რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, გარდა ნ---- ი------ის ჩვენებისა, არის არაპირდაპირი, რომლებიც მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, თუნდაც მაღალი ალბათობით, მაგრამ მაინც მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს შ----- ს----–-----ს ბრალეულობის საკითხს (2017 წლის 02 აგვისტოს, 15 სექტემბრის და 14 ოქტომბრის ეპიზოდებში, კერძოდ: 2017 წლის 02 აგვისტოს შ----- ს----–-----მ იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ი------ეს, რის შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და აიძულებდა აღნიშნულის აღიარებას, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ამ ეპიზოდის პირდაპირი სახის მტკიცებულება მხოლოდ ნ-ი------ის ჩვენებაა. 2017 წლის 15 სექტემბერს შ----- ს----–-----მ იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაარტყა ხელი მუცლის არეში, რამაც ნ---- ი------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ ეპიზოდის პირდაპირი სახის მტკიცებულება მხოლოდ ნ-ი------ის ჩვენებაა. 2017 წლის 14 ოქტომბერს შ----- ს----–-----მ იმ მოტივით, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო რამდენჯერმე დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ ეპიზოდის პირდაპირი სახის მტკიცებულება მხოლოდ ნ-ი------ის ჩვენებაა), რაც საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის N62აპ.-17 განაჩენი).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ----- ს----–----- 2017 წლის 02 აგვისტოს, 15 სექტემბრის და 14 ოქტომბრის ეპიზოდებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
რაც შეეხება 2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდს, ის რეალურად გამოიხატება შემდეგში:
2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 12 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება დასტურდება, როგორც ნ---- ი------ის ჩვენებით, ასევე, ლ----------------–--------–-----------------–----------–------------------------------–----------- 2017 წლის 17 ნოემბრის N006778217 დასკვნით, რომლის შესაბამისად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ,,ფ------ ც--------–----ი კ-–--------- ს---------------“ ცნობა N1---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ნ---- ი------ემ აღნიშნულ ს--------------- მიმართა 01.11.2017 წლის 20:10 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 21:10 საათზე დიაგნოზით: ზედაპირული დაზიანებები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა მტევნის, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მუხლის და მარცხენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში მითითებულ თარიღს 2017 წლის 27 ოქტომბერს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით (დაზარალებულის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დაადასტურა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 12 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს - შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ოჯახში ძალადობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისტემატიურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი ჯერაც არ არის გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით.
სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობას წინ არ უძღვის მითითება სისტემატურობაზე, მაგრამ სხვაგვარი ძალადობაც უმეტესად სისტემატური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები არ ჩაითვლება ამ დანაშაულის ხერხად, რადგანაც ერთჯერადად ჩადენისას ისინი, როგორც წესი ვერ გამოიწვევენ დაზარალებულის ვერც ფიზიკურ და ვერც ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
სამართლებრივი შეფასება:
შ----- ს----–----- 2017 წლის 02 აგვისტოს, 15 სექტემბრის და 14 ოქტომბრის ეპიზოდებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, რადგან შ----- ს----–-----ს ბრალეულობის საკითხი საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქმეში არ არის უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც შ----- ს----–-----ს მიმართ (ზემოაღნიშნულ) ეპიზოდებთან დაკავშირებით დაადასტურებდა მის ბრალეულობას. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში კი ბრალდების მტკიცებულებების თაობაზე წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს იმ პირის სასარგებლოდ, ვისაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება 2017 წლის 27 ოქტომბერის ეპიზოდს, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაახლოებით 12 საათზე შ----- ს----–-----მ ქ.ფ------ ც--------–---- პ----ში, იმ მოტივით, რომ ეღიარებინა საკუთარი მშობლებისა და დის წინაშე, რომ გათხოვებისას ქალიშვილი არ იყო, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ---- ი------ეს ხელის რამდენიმე დარტყმით მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა მუხლისა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
ვინაიდან შ----- ს----–-----ს ბრალდება დადასტურებულია მხოლოდ 2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში, სახეზე აღარ არის საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშანი, სისტემატური ცემა, რომელიც გულისხმობს იმგვარ ცემას, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე შ----- ს----–-----ს ქმედება (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 111,126 მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის მასალებით შ----- ს----–----- წარმოადგენდა ამ დანაშაულის სუბიექტს, როგორც დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი და ერთად ყოფნის დროს მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ----- ს----–-----მ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი).
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ შ----- ს----–-----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც შ----- ს----–----- ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ შ----- ს----–-----ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი), რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც, არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ----- ს----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა (რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შ----- ს----–----- ძებნილია, სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აპირებდა პ---–------ში წასვლას. კონკრეტულ საქმეზე ის მოწმედ დაიკითხა, მაგრამ მის მიმართ ბრალდება წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, გაფრთხილებული არ იყო იმის თაობაზე, რომ არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ: ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ს----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს შ----- ს----–-----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ----- ს----–----- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში 2017 წლის: 02 აგვისტოს, 15 სექტემბრის, 14 ოქტომბრის ეპიზოდებში.
შ----- ს----–-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შ----- ს----–----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ შ----- ს----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, გაუქმდეს.
განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და შ----- ს----–-----ს ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფ------ ს----–----------------–--- მეშვეობით.
განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში ფ------ ს----–----------------–--- მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე