განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100119003130976
N1/215-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე
პროკურორი ა-–---------- კ-------
დაცვის მხარე
ადვოკატი ზ---- კ--------–--
ბრალდებული ა-–---- ხ----–--–---
მამის სახელი ზ----
დაბადებული 0-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა განქორწინებული
პირადი ნომერი 4----------
ნასამართლეობა ნასამართლობის მქონე
მცხოვრები საქართველო, ქ. ფოთი, ა-------–-- ქ.N5-
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ქმედების შემადგენლობა: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2019 წლის 15 ივლისს ა-–---- ხ----–--–---მ მობილური ტელეფონით საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------–---- ხ----–----, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ შსს ფ------ საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ა-–---- ხ----–--–---მ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე მივიდა ქ. ფოთში, 9------–-- ხ------ N3--ში მდებარე რესტორან „ღ----- ს---––-“, სადაც მ------–---- ხ----–--- მუშაობს მ---------–-- დ----------, თუმცა ეს უკანასკნელი სამსახურში არ დახვდა. ამის შემდეგ, დაახლოებით 22:37 საათიდან 22:41 საათამდე დროის მონაკვეთში, ა-–---- ხ----–--–--- ქ. ფოთში, ა-------–-- ქუჩა N6--ში მდებარე დ-------- ჯ------- საცხოვრებელი სახლის წინ ამ უკანასკნელის სატელეფონო ნომრიდან დაუკავშირდა მ------–---- ხ----–----, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სამსახურში მივარდნით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1.შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
ის, რომ 2019 წლის 15 ივლისს ა-–---- ხ----–--–---მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ------–---- ხ----–---- ტელეფონით საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ შსს ფ------ საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და ერთი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 16 ივლისს დაახლოებით 21:00 საათზე, ა-–---- ხ----–--–--- მივიდა ქ. ფოთში, 9------–-- ხ------ N3--ში მდებარე რესტორან "ღ----- ს---––-", სადაც მ------–---- ხ----–--- მუშაობს, თუმცა ეს უკანასკნელი სამსახურში არ დახვდა, ამის შემდეგ, დაახლოებით 22:37 საათიდან 22:41 საათამდე დროის მონაკევთში ა-–---- ხ----–--–--- ქ. ფოთში, ა-------–-- ქ.N6--ში მდებარე დ-------- ჯ------- საცხოვრებელი სახლის წინ ამ უკანასკნელის სატელეფონო ნომრიდან დაუკავშირდა მ------–---- ხ----–----, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სამსახურში მივარდნით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ა-–---- ხ----–--–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------–---- ხ----–----, ჯ------– ი-------, ლ---- ქ--------, დ-------- ჯ-------, ა-–---- ხ----–--–---ს გამოკითხვის ოქმებით, ა-–---- ხ----–--–---ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით, მ------–---- ხ----–---- კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. მხარეთა პოზიციები:
3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
3.2. ბრალდებულმა ა-–---- ხ----–--–---მ სასამართლო სხდომაზე თავი ცნო დამნაშავედ.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:ავამ
სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.
მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
5. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ა-–---- ხ----–--–---ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება ა-–---- ხ----–--–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა:
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ა-–---- ხ----–--–---მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე და აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულოა არსებობდეს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი და პირმა დაარღვიოს ორდერით დაკისრებული ვალდებულებები ან მოთხოვნები.
შსს ფ------ საქალაქო სამმართველოს 2019 წლის 15 ივლისის შემაკავებელი ორდერით, დადასტურებულია, რომ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, ა-–---- ხ----–--–---ს ეკრძალებოდა მ------–---- ხ----–----თან ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ტელესაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ა-–---- ხ----–--–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ა-–---- ხ----–--–--- ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---- ხ----–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების აღიარება და მონანიება.
ა-–---- ხ----–--–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულთა წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, საქართველოს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ჰყავს 10 წლის მცირეწლოვანი შვილი, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული), არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალებულთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის საკმარისია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი ა-–---- ხ----–--–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- ხ----–--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა მიემატოს წინა - ფ------ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, ა-–---- ხ----–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. მასვე, 03 (სამი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ა-–---- ხ----–--–---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
ა-–---- ხ----–--–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ა-–---- ხ----–--–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო (წინამდებარე) განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, ა-–---- ხ----–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
მასვე, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ ა-–---- ხ----–--–---ს მიმართ 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება და ა-–---- ხ----–--–---ს დაუბრუნდეს საქმის გამომძიებლისათვის ჩაბარებული პასპორტი.
განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და ა-–---- ხ----–--–---ს ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე