განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
160100118002726551
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100118002726551

საქმე № 1ბ/1743-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

2 მარტი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---- ც---------ა

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ს----- ჩ----------, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-------------------------–-----------.

ადვოკატი: მ------- ხ----–---ი, გ-------------–---–-

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი.

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მხარეთა პოზიცია

1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------- ხ----–---მა და ა--------------მა. ორივე საჩივრით მოთხოვნილია გამამტყუნებებლი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება შერაცხულ ბრალდებაში. უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში ადვოკატი ა--------------ი არ მონაწილეობდა. ადვოკატ მ------- ხ----–---ის განცხადებით, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ს----- ჩ----------, სააპელაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ ადვოკატ მ------- ხ----–---ის სააპელაციო საჩივარი. ამ სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, დაცვის მხარის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს:

1.2. დაცვა აღნიშნავს, რომ მოწმეების ა-–--–ა შ----ს, ა----- მ----------–---ის, ს--–-- ჩ----------ს, ა----- მ---------ა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებების თანახმად, ს----- ჩ----------, 2018 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში დააკავეს ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავება მოხდა ძალის გამოყენებით, ადგილზე ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ და არცერთი დოკუმენტი არ შეუვსიათ. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაკავების ოქმი, თითქოს მსჯავრდებული დააკავეს წყნარ ვითარებაში და მისი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ეს წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან. დაცვა უთითებს, რომ გარდა აღნიშნულისა სახეზეა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებისა და საეჭვო გარემოებების დაფიქსირება. ამის შემდეგ კი არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს პოლიციელთა ჩვენება იმის თაობაზე, რომ ჩხრეკისას ამოღებული იარაღი ეკუთვნის ს----- ჩ---------ს.

1.3. მთელ რიგ სხვადასხვა სახის დოკუმენტებში, რომლებიც წესით სხვადახვა პირებმა შეადგინეს, ერთი და იგივე გრამატიკული შეცდომაა. კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში, ოპერატიული ინფორმაციის მიმღების ლ-–- დ-------ის პატაკში, ლ-–- დ-------ის დაკითხვის ოქმში და სამი სხვადასხვა ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში ვხვდებით ერთნაირი შინაარსის ტესტს: - „ქ-----------––-, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდება 0--------- წელს დაბადებული ს----- ტ------ს ძე ჩ----------, პ/ნ 1----------, რომელსაც თან უნდა ქონდეს ცეცხსასროლ იარაღს ან/და საბრძოლო მასალას“. ბრალდების ვერსიით ეს დოკუმენტები შედგენილია სხვადასხვა პოლიციელის მიერ. თუმცა დაცვა ვარაუდობს, რომ დოკუმენტებში იდენტური შინაარსის წინადადების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ხსენებული დოკუმენტი ერთი პირის მიერ არის შესრულებული. მეორეს მხრივ, კანონის თანახმად ყველა ეს დოკუმენტი, განსაკუთრებით პატაკი და მოწმის დაკითხვა, უნდა შესრულებულიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შეუძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სამმა პირმა, ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი დოკუმენტების შედგენის დროს, ექვს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ დოკუმენტში, დაუშვან ერთი და იგივე შეცდომები. დაცვის მხარის აზრით, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყველა ეს დოკუმენტი სავარაუდოდ ე-–----- ბ----–---ის მიერაა შედგენილი. ეს კი მათი დაუშვებლად ცნობის და როგორც ბრალდების მტკიცებულების არ გამოყენების საფუძველია.

1.4. სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული (ს.ფ. №3-ზე) ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ტ------ ჩ---------მა (ბრალდებულის ძმა), 2018 წლის 11 ნოემბერს, 12 : 38 საათზე, დაურეკა 112-ის სამსახურს და აცნობა, რომ 20 წუთის წინ ე.ი. 12:18 საათზე ბრალდებული ს----- ჩ---------- მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან შავი ჯიპით გაიტაცეს, სანომრე ნიშანი 677. ეს წარმოადგენს 112-ის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ უტყუარ ინფორმაციას. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი სრულ თანხვედრაშია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან და ძირეულად ეწინაღმდეგება ბრალდების ცრუ მოწმეთა ჩვენებებს, ჩხრეკის გაყალბებულ ოქმს და ექსპერტიზის დასკვნებს. ავითარებს რა დაცვის მხარე მის მიერ დასახელებულ ვერსიას აღნიშნავს, რომ სხვაგვარად, დ-------------------------–-----------–- მყოფ ბრალდებულის ძმას, 12:18 საათზე, შავი ჯიპის არსებობის და ს----- ჩ----------ს გატაცების თაობაზე ვერ ეცოდინებოდა. და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის ოქმის მიხედვით სამი წუთის დაწყებული იყო მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა.

1.5. დაცვის მხარეს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ და პირადი ჩხრეკის ოქმები დაიწერა მოგვიანებით, პოლიციის სამმართველოს შენობაში. ჩხრეკის დროც ამ დოკუმენტების შენობაში შედგენისას შეარჩიეს და ისე დაფიქსირდა ოქმში. თუმცა გამოძიებამ ვერ გათვალა 112-ის ოქმის არსებობა. აღნიშნული შეტყობინების ოქმი გამოძიებამ მხოლოდ 1 თვის თავზე მიიღო საინფორმაციო სამსახურიდან, ამიტომ დაუშვეს ასეთი შეცდომა. ეს შეცდომა კი დაცვის მხარის აზრით შემდეგში მდგომარეობს: ჩხრეკის ოქმის მიხედვით ჩხრეკა დაიწყო, 2018 წლის 11 ნოემბრის, 12:15 საათზე. შეტყობინება ჩ----------ს გატაცების შესახებ, 112-ის სამსახურმა დააფიქსირა 12:38 წუთზე, სადაც საუბარია 20 წუთის წინ, ანუ დაახლოებით 12 საათსა და 18 წუთზე გატაცებაზე. აღნიშნული ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში არ შეაფასა სათანადოდ და საერთოდ უკომენტაროდ დატოვა.

1.6. მსჯავრდებულის დაკავების ოქმში, მოყვანილია მისი ყველა პირადი მონაცემი ნასამართლობის ჩათვლით, თუმცა გამოძიებას ნასამართლობის ცნობა მეორე დღეს აქვს გამოთხოვილი. ამავე ოქმში დაფიქსირებულია, რომ ბრალდებულს იდაყვის არეში მიყენებული აქვს დაზიანებები. ამ დაზიანებების თაობაზე არც ექსპერტიზა ჩატარებულა და არც სხვა სახის რაიმე რეაგირება მომხდარა. ადვოკატის მითითებით, ეს დაზიანებები ადასტურებს, რომ ჩრეკა მშვიდ და მყუდრო გარემოებაში არ ჩატარებულა.

1.7. გამომძიებელმა ბ----–--მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, თითქოს ვერ დაადგინა ს----- ჩ----------ს ოჯახის წევრების მისამართები და ტელეფონები, რის გამოც ვერ დაკითხა დაკავების დროს ს----- ჩ----------ს თანმხლები პირები. აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვა უთითებს დაკავების შესახებ ოჯახის წევრებისთვის შეტყობინების ოქმზე, რომელშიც დაფიქსირებულია მსჯავრდებულის ბიძის ტელეფონი, ასევე 112-ის შეტყობინების ოქმზე, სადაც მითითებულია მსჯავრდებულის ძმის ტელეფონი. შესაბამისად, დაცვას მიაჩნია, რომ იცოდა რა ამ პირების საკონტაქტო ტელეფონები, გამოძიებას შეეძლო დაედგინა შემთხვევის თვითმხილველებიც.

1.8. დაცვის მახრემ ყურადღება გაამახვილა ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაზე და მიუთითა, რომ ეს დადგენილება არ მოიცავს, არანაირ ჩანაწერს, იმის შესახებ, რომ იარაღიდან და საბრძოლო ვაზნებიდან ნიმუშების სახით ანაწმენდების ამოღება ევალებდა საექსპერტო დაწესებულებას ან კონკრეტულ ექსპერტს. დადგენილებაში დასმულია მხოლოდ ბალისტიკური კვლევისთვის დამახასიათებელი და შესაბამისი კითხვები. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში, პირველად შეპარვით ჩნდება ჩანაწერი, რომ თურმე საკვლევი ობიექტიდან ვინმე მთავარ ექსპერტ ნ--------–-----ნს ამოუღია ბიოლოგიური სინჯები. ამასთან ეს დასკვნა არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს იმის შესახებ, თუ რამდენი ნიმუში აიღო ექსპერტმა, რა ვითარებაში, როგორ, ვისი თანდასწრებით, რომელი დოკუმენტის საფუძველზე, ვისი დავალებით, ვინ დალუქა სინჯები, სად დაილუქა, რა ლუქით, რა დროს, შემდგომ ვის გადაეცა, რა ფორმით გადაეცა, რისთვის გადაეცა და ა.შ.

1.9. წარმოდგენილია ნასამართლობების ცნობები, რომლებიც 12 ნოემბრითაა დათარიღებული. ამ დოკუმენტების თანახმად ჩ---------- ადმინისტრაციულად 2-ჯერ საპატრულო პოლიციის მიერ არის დაჯარიმებული დგომა-გაჩერების წესების დრღვევისთვის და ერთხელ დმანისის რაიონულ პოლიციის სამართველოს მიერ. ეს მტკიცებულებები დაცვის აზრით ადასტურებს იმას, რომ გამომძიებელმა ბ---–----ემ იცრუა სასამართლოში ჩვენების მიცემისას იმ ნაწილში, თითქოს იცნობდა ჩ---------ს, ვინაიდან მან ადრე ჩ---------- ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობაში მისცა.

1.10. დაცვის მხარის აზრით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც გაყალბებული არ არის, ბრალდებულის დაკითხვის ოქმია. თუმცა დაცვა აცხადებს, რომ ისიც ფორმალურად დაიწერა. პროკურორი და გამოძიება მოიქცნენ ისე, თითქოს ბრალდებულს დუმილის უფლება გამოეყენებინოს და ჩვენებაში პირველსავე დღეს არ დაეფიქსირებინოს მისი უკანონო დაკავების თვითმხილველთა პირების ვინაობა. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ დასახელებული პირების დაკითხვის შემთხვევაში, საქმე გამოძიებაშივე იქნებოდა შესაწყვეტი.

1.11. 2018 წლის 12 ნოემბრით, დათარიღებულ დადგენილებაში ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, არის მწირი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ნივთმტკიცებიდან საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამოღებული ყოფილა ბიოლოგიური ნიმუშები. ეს დადგენილება გამოტანილია გამომძიებელი ე-–----- ბ---–----ის მიერ. იქვე გამომძიებელი მიუთითებს, რომ ეს ნიმუშები დალუქულა შტრიხ-კოდით F--------, ხოლო იმავე დადგენილების კითხვით ნაწილიდან ირკვევა, რომ ამ დალუქულ პაკეტში თურმე 11 ცალი ანაწმენდი ყოფილა მოთავსებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამომძიებელი ბ---–----ე არ ესწრებოდა ნიმუშის აღებას. ამ ფონზე გაურკვეველია საიდან მოხვდა ეს ნიმუშები ბ---–----ის ხელში, როდის მოხვდა, რა ფორმით და საიდან გაიგო მან, რომ იქ 11 ანაწმინდი იყო. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ: „ს.ფ. 97-ზე განთავსებულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროსთვის,ე-–----- ბ---–----ის მიმართვის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ვინმე ნ-----–-------ს მიერ აღებული ე.წ. ანაწმენდები (რეალურად ანაწმენდები იყო თუ სხვა რამე გაუგებარია) გაურკვეველ დროსა და ვითარებაში, გაურკვეველი ფორმით, ნ--------–-----ნს გადაუცია ან გაუგზავნია ვიღაცისთვის ან პირადად ბ---–----ისთვის და ეს უკანასკნელი, თავის მხრივ აღნიშნულ მასალას, ბრალდებულის ნემწყვის ნიმუშებთან ერთად გადასცემდა სამხარეულის საექსპერტო ბიუროს უფროსს კვლევების ჩასატარებლად“. აღნიშნულზე მითითებით დაცვა თვლის, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ცნობილი უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად.

1.12. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამ შუამდგომლობით დაცვის მხარე პროკურატურას ამცნობდა მძიმე დანაშაულის ფაქტის, პოლიციის თანამშრომელ ე-–---- კ--–---ის მიერ ადამიანის გატაცების შესახებ. ასევე ითხოვდა შემთხვევის ადგილისა და შავი ჯიპის (რომლითაც დაცვის მხარის აზრით გაიტაცეს შემთხვევის ადგილიდან მსჯავრდებული) გადაადგილების მარშუტიდან გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერების დაუყოვნებლივ ამოღებას. ამ საკითხის ირგვლივ პროკურორმა ინტერესი არ გამოიჩინა და ნაცვლად თავისი მოვალეობის შესრულების, დაუბრუნა პასუხი, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დაცვასაც შეეძლო ამ ჩანაწერების ამოღება. დაცვა უთითებს, რომ როგორც ამას პრაქტიკა აჩვენებს, ადვოკატისთვის ეს შეუძლებელია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველივე აღნიშნულს განაჩენით არ მისცა სათანადო შეფასება.

1.13. დაცვის მხარის მითითებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულის ტანსაცმელი მარტო იმ ადგილებში იყო სუფთა და მეტალიზაციის კვალის გარეშე, სადაც ბრალდების მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, ს----- ჩ---------ს პისტოლეტი ჰქონდა შენახული. უთითებს რა აღნიშნულზე დაცვა დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----- ჩ----------ს უდანაშაულობა, ანუ მის მიერ იარაღის არ ფლობის ფაქტი, საექსპერტო დონეზე დადასტურდა.

1.14. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დაცვა უთითებს, რომ ბრალდებას ამოღებული ჰქონდა 11 ანაწმენდი, ხოლო ექსპერტიზას რატომღაც 10 წარუდგინეს. საქმიდან გამქრალია ის მუყაოს ქაღალდი, რაშიც 30 ცალი ავტომატის ვაზნა იყო გახვეული. საღი აზრით და ყველა ლოგიკით ბიოლოგიური მასალა ამ მუყაოს ქაღალდიდან უნდა ამოღებულიყო, მაგრამ ბრალდებამ ეს არ გააკეთა, ვინაიდან ქაღალდიდან პოლიციის თანამშრომლების ბიო-მასალა ამოვიდოდა. ადვოკატის აზრით, დასკვნა გააყალბა ექსპერტ-ბიოლოგმა. მან ბრალდებულისაგან ამოღებული ნეწყვის ნიმუშებით დაამუშავა პისტოლეტის ლულა, სასხლეტი და ა.შ. ამ საქმიანობაში ერთ-ერთი ანაწმენდი სადღაც დაეკარგა და შემორჩა მხოლოდ 10. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში დალუქულ ანაწმენდებზე დაფიქსირებულია შემდეგი მინაწერი: „ე. ბ---–----ე, ნ-----–-------. მარნეული.“ რაც ცალსახად ნიშნავს, რომ ანაწმენდები ბ---–----ემ და გ--–------მა ერთობლივად ამოიღეს და დალუქეს ქალაქ მ--------––ი. ექსპერტ-ბალისტიკმა გ------- ე-–---ამ სრუილად უკანონოდ დაუშვა საკვლევ ობიექტთან ვინმე ნ--------–-----ნი და მისცა საშუალება მას ამოეღო იარაღიდან სინჯები ანაწმენდების სახით. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კი ე-–---ა დარწმუნებით პასუხობდა, რომ აღნიშნული ანაწმენდები ამოღებული იქნა მის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დროს, მთავარ ექსპერტ-ბიოლოგ ნ--------–-----ნის მიერ. ეს მოხდა თბილისში, საექსპერტო ბიუროს შენობაში და ამ საექსპერტო დაწესებულებაში უცხო პირის შესვლა საერთოდ შეუძლებელია. შესაბამისად, ამას ვერც ე-–----- ბ---–----ე ვერ გააკეთებდა და არც დასწრებია ე-–----- ბ---–----ე ამ პროცედურას, უფრო მეტიც ის ე-–----- ბ---–----ეს საერთოდ არ იცნობს. ნივთმტკიცებაზე კი წერია, რომ ანაწმენდების ამოღება ხდებოდა ქალაქ მ--------––ი ერთობლივად ე-–----- ბ---–----ესა და ნ--------–-----ნის მიერ.

1.15. დაცვის მხარის აზრით, ბრალდების მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა: ე-–----- ბ---–----ემ, შ--–-- ს-----------ემ, გ------- ბ----–--მ და ვა---- პ------–---მა ან საერთოდ ვერ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, ან გასცეს ურთიერთგამომრიცხავი პასუხები. მათ ჩვენებებში არის ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტებიც. გამოძიებელმა ბ---–----ემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ბრალდებულს მან ჟილეტის პატარა გარე ჯიბიდან ამოუღო 30 ცალი ავტომატური იარაღის ვაზნა. დაცვა კი ამტკიცებს, რომ ჟილეტი დათვალიერდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და მითითებულ ჯიბეში, რეალურად 10 ვაზნაც ძლივს მოთავსდება. სასამართლო სხდომაზე გაიზომა ჯიბეც და ვიზუალურად დათვალიერდა ვაზნების მოცულობაც, რაც ერთმანეთისათვის სრულად შეუთავსებელი აღმოჩნდა. მოწმე პოლიციელებმა ჩვენებებში განაცხადეს, რომ ვიზუალურად ჟილეტის ჯიბეს არ ეტყობოდა რამე თუ იყო მასში მოთავსებული. დაცვის აზრით, რეალურად ეს სწორი ჩვენებაა, ვინაიდან მსჯავრდებულის ჯიბე მართლაც ცარიელი იყო. ასევე ცრუა ყველა მოწმე პოლიციელის ჩვენება იმ ნაწილში, თითქოს პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ და მყუდრო გარემოში, ისეთ პირობებში, რომ ცნობისმოყვარეებიც კი არ ადევნებდნენ თვალყურს ჩხრეკის პროცესს. ჩ----------ს მხრიდან ჩხრეკის მიმდინარეობის თაობაზე არანაირი პრიტენზია არ გამოთქმულა და მას თურმე არავინ არ ახლდა.

1.16. ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა შ------- კ--–-----ემ ვერ უპასუხა კითხვას თუ რა სახის ბიომასალას შეიცავდა გამოძიების მიერ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ანაწმენდები და ეს ახსნა იმ მიზეზით, რომ გამოძიებამ მას ეს კითხვა არ დაუსვა. ადვოკატის მოსარზებით მსგავსი კითხვა შეგნებულად არ დასმულა, ვინაიდან ამ ტიპის კვლევის ჩატარების შედეგად ყველა ანაწმენდიდან, ნერწყვიდან წარმოშობილი ბიო-მასალა დაფიქსირდებოდა. დაცვა აღნიშნავს, რომ ეს საკითხიც სათანადოდ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ და საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. დასახელებული ექსპერტიზა ჩატარებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამ დაწესებულების გარდა გენეტიკური ექსპერტიზა სხვაგან არსად ტარდება. ამიტომ დაცვის მხარე თეორიულადაც კი მოკლებული იყო ალტერნატიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობას. ასეთი საშუალება თუ იქნება, დაცვა დაამტკიცებს, რომ ყველა ანაწმენდებზე აღმოჩნდება ნერწყვის შემცველი ბიოლოგიური მასალა.

1.17. დაცვის მხარის მითითებით, გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნოდა შავი ფერის ლექსუსის მარკის ა/მანქანა, სახ/ნომ. 677 ან 676. დაცვის აზრით სწორედ ეს ავტომობილი მონაწილეობდა შემთხვევის ადგილიდან ს----- ჩ----------ს გატაცებაში. შედეგად, კონკრეტულად ავტომობილის კუთვნილების შესახებ ინფომაცია, დაცვის მხარეს არ გადაეცა.

1.18. დაცვის მხარის აზით, მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და თვითონ მსჯავრდებული ს----- ჩ---------- არიან შემთხვევის რეალურად თვითმხილველი პირები. შესაბამისად მათ, სინქრონული სიზუსტით მოახსენეს სასამართლოს, 2018 წლის 11 ნოემბრის, დილის საათებში, ქალაქ მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენები და სწორედ მათი ჩვენებები უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. ეს ჩვენებები კი ცალსახად ადასტურებს, რომ ბრალდების მტკიცებულებების მოპოვებისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით, ბრალდების ყველა მტკიცებულება უნდა ეცნო დაუშვებლად და საქმე შეეწყვიტა. ამავე დროს უნდა მოეხდინა რეაგირება სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებზე.

1.19. დაცვის მხარის მოსაზრებით, განაჩენში მოსამართლის მითითება იმის თაობაზე, რომ დაცვის მოწმეებს არ დაუნახიათ იარაღის ჩადების ფაქტი, სიმართლეა. ისინი ამას ვერც დაინახავდნენ, ვინაიდან ჩადება მოხდა დოკუმენტალურად, პოლიციის განყოფილებაში ოქმების შედგენის შედეგად და არა ფიზიკურად. დაცვის მოწმეები ადასტურებენ, რომ ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის უხეში ძალის გამოყენებით დაკავებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას - შავი ჯიპით გატაცებას, რომ არანაირი ჩხრეკის პროცედურა არ ჩატარებულა ბაზრის მიმდინარე ტერიტორიაზე იმ დროს, რა დროც მითითებულია საქმის მასალებში. ამ გარემოებას სააპელაციო სასამართლომ უნდა მისცეს სათანადო შეფასება, კონკრეტული არგუმენტირებული მსჯელობის გზით.

1.20. ამრიგად დაცვამ მიუთითა, რომ ს----- ჩ----------ს მხრიდან იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების შესახებ არანაირი ინფორმაცია პოლიციას რეალურად არ გააჩნდა და არც მისი ჩხრეკა ჩატარებულა რეალურად. პოლიციის მხრიდან მის მიმართ დანაშაულის ინსცენირებას კი გააჩნდა კონკრეტული მიზანი და საფუძველი. საქმე ისაა, რომ პოლიციას გააჩნდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ჩ---------ს შეხება ჰქონდა სხვადასხვა ქურდობის ფატებთან, მათ შორის საქონლის. სწორედ აქედან გამომდინარე იძიეს მასზე შური სამართალდამცავებმა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ამავე საფუძვლითა და ამავე ფორმით იმ პერიოდში დააკავეს კიდევ რამდენიმე პირი.

1.21. სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მათ წარუდგინეს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს----- ჩ----------ს ბრალეულობას. სასამართლომ, გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა ობიექტურად. ისინი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელია, რის გამოც მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ შეაფასა დაცვის მხარის მტკიცებულებები, რის შედეგადაც ობიექტურად აღნიშნა ის გარემოება, რომ მითითებული მოწმეები არიან ბრალდებულის ახლობლები და დაინტერესებულნი მის სასარგებლოდ ჩვენების მიცემით.

1.22. პროკურორი შეეხო დაცვის მხარის წარმოდგენილ არგუმენტებს და აღნიშნა, რომ გონივრულ საფუძველს მოკლებულია ვარაუდი, თითქოს პოლიციას სურდა ჩ----------სათვის იარაღის ჩადება და გადაწყვიტა ეს მარნეულის ბაზარში გაეკეთებინა. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით შუადღისას, ბაზარში, ხალხის თანდასწრებით, ჭკუათმყოფელი ადამიანი არავის არაფერს არ ჩაუდებს.

1.23. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკითხვისას ბრალდებულმა აჩვენა, თითქოს პოლიციაში მას აჩვენეს ცელოფანში ჩადებული იარაღი და პოლიციელები ცდილობდნენ მოეკიდა მისთვის ხელი. მან კი, მიუხედავად ხსენებული მცდელობისა, მაინც არ მოკიდა ხელი. ბრალდების მხარის აზრით, ასეთი ჩვენების ფონზე იარაღზე ბრალდებულის გენეტიკური კვლების აღმოჩენა, ადასტურებს სწორედ ბრალდებას.

2. პალატამ დაადგინა.

2.1. ს----- ჩ---------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

2.2. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ს----- ჩ---------მა, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ „ EKOL Alp” -ის მარკის ხმოვან პისტოლეტს, რომლის ლულაშიც შეტანილი იქნა კონსტრუქციული ცვლილება. ს----- ჩ---------მა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის განკუთვნილ 30 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნას. 2018 წლის 11 ნოემბერს, ს----- ჩ---------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომელიც ამოღებული იქნა მ--------–-------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ იმავე დღეს ქალაქ მ--------––ი, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუ-–------------------ ჩატარებული ს----- ჩ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლში დაყენებული არ ყოფილა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ და შესაბამისად მას რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის:

3.2. 2018 წლის 11 ნოემბრის მ--------–-------------–- სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ლ-–- დ-------ის პატაკით დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად ქალაქ მ--------––ი, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილდებოდა 0----------–--–- დაბადებული ს----- ტ------ს ძე ჩ----------, რომელსაც უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი ანდა საბრძოლო მასალა.

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ლ-–- დ-------ემ დადასტურა აღნიშნული და აჩვენა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით მიმართა უფროსს.

3.4. 2018 წლის 11 ნოემბერის, პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ქალაქ მ--------––ი, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----- ჩ---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა დაიწყო, 12:15 საათზე და დასრულდა 12:40 საათზე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ს----- ჩ----------ს შავი ფერის შარვლის, ქამრის, შიდა მხრიდან, მარჯვენა მხარეს ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი. მისი სახელური არის შავი ფერის, იარაღის ზედა მხარეს, კორპუსის ვერცხლისფერ დეტალეზე ლათინური ასოებით და ციფრებით აწერია (E------------). მარცხენა მხარეს, კორპუსზე ლათინური ასოებით აწერია K----------------------. აღნიშნულ იარაღში მოთავსებულია შავი ფერის მჭიდი, რომელში დევს სამი ცალი ვაზნა. ასევ ს----- ჩ----------ს შავი ფერის ჯინსის ჟილეტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მუყაოს ქაღალდში გახვეული საბრძოლო მასალა - 30 (ოცდაათი) ერთეული ვაზნა, რომლებზეც იკითხება ციფრები 270 და 16. პირადი ჩხრეკა ჩატარებულია გამომძიებლების ე-–----- ბ---–----ის და შ--–-- ს-----------ის მიერ. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი ვა---- პ------–---ი. ოქმი შედგა გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ.

3.5. დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, 12:45 საათზე, ქალაქ მ--------––ი, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს----- ჩ----------. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებლები ე-–----- ბ---–----ე, შ--–-- ს-----------ე და თარჯიმანი ვა---- პ------–---ი. ოქმი შედგა გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ.

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, მ--------–-------------–- სამმართველოს გამომძიებლმა ე-–----- ბ---–----ემ აჩვენა შენდეგი: პოლიციაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ს----- ჩ---------- გადაადგილდებოდა იარაღით და საბრძოლო მასალით. იგი თანამშრომელთან - შ--–-- ს-----------ესთან და თარჯიმან ვა---- პ------–---თან ერთად, შ--–-- ს-----------ის კუთვნილი თეთრი ფერის, ,,კიას“ მარკის ავტომანქანით, დავალების მიღებიდან 3-4 წუთში, გავიდა ადგილზე. ამ დროს იყო დილის საათები. ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ს----- ჩ---------- და ჩაუტარეს ჩხრეკა. ჩხრეკის დროს, ს----- ჩ----------ს შარვლის ქამრის მარჯვენა მხრიდან ამოიღეს - იარაღი, ხოლო ვაზნები ამოიღეს ჟილეტის ჯიბიდან. ვაზნები გარეგნულად არ ჩანდა. ს----- ჩ---------მა საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. თვითონ შეავსო ოქმი, ხოლო შ--–-- ს-----------ეს შეჩერებული ჰყავდა ჩ----------. შემდეგ ის დააკავეს ბრალდებულის სახით. ჩ---------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკის დროს ხალხი იყო შეგროვილი, თუმცა მათთვის ყურადღება არ მიუქცევია და არ იცის თუ ვინ იყვნენ. ე-–----- ბ---–----ემ დამატებით მიუთითა, რომ ს----- ჩ---------ს იცნობს, რადგან ადრე იგი დააკავა ადმინისტრაციული წესით. საქმის გამოძიების პროცესში დანიშნა ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები. ე-–----- ბ---–----ემ დადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნულის დამადასტურებლად შედგენილი ოქმების სისწორე.

3.7. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს, მ--------–-------------–- სამმართველოს გამომძიებელმა შ--–-- ს-----------ემ. მისი განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ს----- ჩ---------ს. იგი იყო ბენზინგასამართ სადგურ ,,რომპეტროლთან“ და გადაადგილდებოდა ბაზრის ტერიტორიაზე. უშუალოდ ჩხრეკა ჩატარდა ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ს----- ჩ----------ს ჰქონდა ქამარში, მარჯვენა მხარეს და მასში იყო 3 ვაზნა. ჟილეტის მარჯევნა ჯიბიდან კი ამოიღეს ქაღალდში შეხვეული ვაზნები - 30 ცალი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ჩხრეკის დროს ჯიბეზე ხელის მიდების შემდეგ ამოიღო ვაზნები. ს----- ჩ---------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ოქმი შეადგინა ე-–----- ბ---–----ემ. ს----- ჩ---------ს ოქმზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ დაადასტურა ოქმი. შ--–-- ს-----------ემ მიუთითა რომ თავად იყვნენ თეთრი ფერის ,,კია სერატო“ მარკის ავტომანქანით.

3.8. მოწმის სახით დაკითხულმა, ჩხრეკისა და დაკავების პროცესში თარჯიმნად მითითებულმა ვა---- პ------–---მა, დაკითხვისას აჩვენა, რომ ნოემბრის თვეში, იმყოფებოდა პოლიციაში. ამ დროს ე-–----- ბ---–----ემ უთხრა, რომ საქმეზე უნდა გასულიყვნენ. შ--–-- ს-----------ესთან და ე-–----- ბ---–----ესთან ერთად, მანქანით გავიდნენ ბაზრის წინ არსებულ ტერიტორიაზე. იქ შეჩერებული იქნა ს----- ჩ----------, რომელსაც განემარტა დადგენილება, რომ მასთან უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, რადგან ეძებდნენ იარაღს. ჩხრეკა მიმდინარეობდა დაახლოებით 10-15 წუთი. ს----- ჩ---------ს ეცვა ქურთუკი. ამოღებული იქნა იარაღი და ვაზნები. უშუალოდ ჩხრეკას ვინ ატრებდა არ ახსოვს. შემდეგ შედგენილი იქნა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც მოაწერეს ხელი. ს----- ჩ---------ს წინააღმდეგობდა არ გაუწევია. ადგილზე შეკრებილი იყო ხალხი. შემდეგ, იგი სხვა მანქანით წამოვიდა და ჩ---------- წაიყვანეს სხვა მანქანით. შემდეგ რა მოხდა არ იცის.

3.9. 2018 წლის 12 ნოემბრის, ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ს----- ჩ----------ს პირის ღრუდან, სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად. საგამოძიებო ოქმი ყველა მონაწილე პირის მიერ დადასტურებულია ხელმოწერით.

3.10. მოწმე გ------- ბ----–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, შესასრულებლად დაეწერა ლ-–- დ-------ის პატაკი. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა ტანსაცმლის ამოღება. ასევე ბრალდებულისაგან აიღო ნერწყვის ნიმუში. ბრალი წარუდგინა ს----- ჩ---------ს. მისი დაკითხვა მოხდა თარჯიმნის და ადვოკატის მონაწილეობით. როგორც იცის ს----- ჩ----------ს ჩხრეკა ჩაატარა ე-–----- ბ---–----ემ და ამოღებულ იქნა იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მან ვაზნები ნახა დალუქულ მდგომარეობაში და თვითონ ბრალდებულის დაკავებას არ ესწრებოდა.

3.11. მოწმე ნ--- ჯ-----ის ჩვენებით დასტურდება რომ, ს----- ჩ----------სგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ნიმუშის აღებას ესწრებოდა გამომძიებელი გ------- ბ----–--, ადვოკატი და თარჯიმანი. აღებული ნიმუში დაილუქა.

3.12. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ექსპერტმა დ-------- კ-------–---–მა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ს----- ჩ----------სგან ნერწყვის ნიმუშის აღებაში. მან ასევე დამატებით განმარტა, რომ დალუქული პაკეტის გახსნისას რჩება გახსნის ნიშნები.

3.13. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან (----------------) აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ: ლულის კოლოფიდან (ობ. N1), სახელურიდან (ობ. N2), სასხლეტიდან (ობ. N3), მჭიდიდან (ობ. N4) და ვაზნებიდან (ობ. N5-7) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ს----- ჩ----------ს (ობ. N 11; პაკეტი, წარწერით: „ ს----- ჩ----------ს ნერწვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ.N8-10) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი შ------- კ--–-----ე. მან აჩვენა, რომ საქმეზე ჩაატარა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა და დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. მანვე დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი პაკეტის მთლიანობა და ლუქი არ იყო დარღვეული.

3.15. 2018 წლის 12 ნოემბრის, ამოღების ოქმის თანახმად, ამოღება ჩატარებულია ქალაქი მ--------–------------------------ მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტარციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ს----- ჩ----------სგან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ჯინსის მატერიის შარვალი და ჯინსის მატერიის უმკლავო ჟილეტი. ჟილეტს წინა მხრიდან აქვს შესაკრავები მთელს სიგრძეზე. ამოღებული ნივთები დაილუქა ერთ ფუთად. საგამოძიებო ოქმი ყველა მონაწილე პირის მიერ დადასტურებულია ხელმოწერით.

3.16. ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად: - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს----- ჩ----------ს ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაცია დაფიქსირდა შარვლის წინა ზედა მარცხენა მხარეს წელის მიდამოში და წინა მარჯვენა ჯიბეში ალაგ-ალაგ კონცენტრირებული კვალი არასაგნობრივი გამოსახულებით. აღნიშნული კვალის იდენტიფიცირება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იარაღთან შეუძლებელია, ვინაიდან ანალოგიური კვალი შეიძლება დატოვებული იყოს ნებისმიერი რკინის შემცველი საგნით.

3.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ-----–--–---–ი. მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ მისმ იერ გაიცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დროს გამოკვლეული იქნა საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა რკინის შემადგენლობა წარდგენილ ტანსაცმელზე. ტანსაცმელზე ზუსტად ვერ განისაზღვრა მეტალიზაცია იარაღისგან იყო თუ არა. ტანსაცმლის უკან მხარეს მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირებულა. ექსპერტის განმარტებით იმისათვის რომ მეტალიზაციის კვალი დარჩეს უნდა იყოს მჭიდრო შეხება. ტყავზე ნაკლებად ფიქსირდება კვალი. ნაწილაკები არამდგრად ზედაპირზე ვერ ჯდება.

3.18. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილი ობიექტი N------------- თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი „EKOL Alp“, შემდგომში მას შეცვლილი აქვს ლულა და გათვალისწინებულია .35 (9 მმ ნომინალური) კალიბრის ვაზნების გასასროლად. N------------- პისტოლეტის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო (შეცვლილი აქვს ლულა და ლულის არხში არ გააჩნია სპეციალური, სტაციონალური ტიხარი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გსაროლას) იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 3 (სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 35 (9მმ. ნომინალური) კალიბრის საფანტის თავდაცვითი დანიშნულების ვაზნა (დამუხტული N 11 საფანტით), განკუთვნილი .35 (9მმ. ნომინალური) კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 30 (ოცდაათი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის და ტყვიამფრქვევებისათვის -’’AK-74’’, ”AKC-74’’, “AKC-74У“, “РПК-74”, “РПКС-74” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

3.18. სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ე-–---ა. მოწმემ აჩვენა, რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ფუთების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ერთ ფუთაში მოთავსებული იყო პისტოლეტი მჭიდით და 3 ვაზნა. ასვე იყო წარდგენილი 5.25 კალიბრის 30 ცალი, გამოყენებისათვის ვარგისი ვაზნა. ექსპერტიზის დროს მოხდა სამის გასროლა. 30 ვაზნიდან შემოწმდა 10. მოწმის განმარტებით ექსპერტიზაზე შესული ნივთმტკიცება, ჯერ შედის კანცელარიაში, შემდეგ იღებს ექსპერტი. მოთხოვნილი იყო ბიოლოგიური ექსპერტიზაც, ჯერ ჩატარდა ბიოლოგიური, რადგან მას ენიჭება პრიორიტეტი. ნივთმტკიცების გახსნას თვითონ ესწრება, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარებას არ ესწრება გამომძიებელი.

3.19. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებები: შავი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ცალი ვაზნა. ასევე 20 ცალი ვაზნა, რაც დარჩა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან. ვაზნების შესაფუთი მოყავისფრო ქაღალდი. სპეციალური ქაღალდი ქარხნული. ს----- ჩ----------ს ტანსაცმელი: შავი ჯინსის ჟილეტი, სტრეიჯის ნაჭრის. ჟილეტის ჯიბის სიგანე არის დაახლოებით 10 სმ, ხოლო სიგრძე 15 სმ. შავი ჯინსის შარვალი.

3.20. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ წარადგინა მოწმეები. მათ შორის: მოწმე ა----- მ-------მა აჩვენა, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ს----- ჩ---------თან ერთად შეიძინა ადგილი საქონლისთვის და დაახლოებით დღის 3-4 საათზე ს-----თან ერთად წავიდა სახლში. მეორე დღეს იქიდან მ--------––ი წავიდნენ თვითონ, მისი მეუღლე, სამი შვილი, ს--–-- ჩ---------- და ს-----ი, რადგან ბავშვებისთვის უნდა ეყიდათ რაღაცეები. მ--------––ი, ბენზინგასამართ სადგურზე, გზის მეორე მხარეს 5 მეტრში ს-----ი დაიჭირეს. იქ იყო ხუთი ადამიანი, ორს ეჭირა ს-----ი. ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ. ერთი ა-----ბაიჯანულად ეუბნებოდა ხალხს, რომ გაწეულიყვნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 5-10 წუთი. შემდეგ ს-----ი ჩასვეს მანქანაში და ბაზრიდან შუქნიშნისკენ წავიდნენ. მანქანის ნომერი არ ახსოვს. ამ დროს მისი მეუღლე გახდა ცუდად. მოწმემ ასევე მიუთითა რომ შემთხვევის დროს ს-----ს ეცვა შავი ჯინსის ჟილეტი, შავი შარვალი და მაისური.

3.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს--–-- ჩ---------მა, აჩვენა რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ს----- ჩ---------თან ერთად წავიდა ა----- მ-------თან და დარჩნენ მასთან. მეორე დღეს ის, ს----- ჩ----------, ა----- მ-------ი და მისი ცოლშვილი წავიდნენ ბაზარში. მანქანა გააჩერეს ბენზინგასამართ სადგურთან. ყველა ჩავიდა მანქანიდან და გზაზე რომ გადადიოდნენ ს----- ჩ---------- დაიჭირეს. ორი ადამიანი ექაჩებოდა ს-----ს. ოთხმა იგი ძალით ჩასვა მანქანაში. მანქანაში იჯდა ხუთი ადამიანი. შემდეგ კი წავიდნენ მოედნისკენ. მოწმემ როგორც განმარტა მანქანა იყო შავი ლექსუსი, ნომერით: 676. მათ ფორმა არ ეცვათ. ს--–-- ჩ---------მა როგორც შეიტყო იყვნენ მარნეულის ,,კაგებე“-დან. ასევე, დამატებით მიუთითა, რომ ახლოს არავის არ უშვებდნენ. მას იარაღი არ დაუნახავს. ს-----ს ჩხრეკა არ ჩატარებია. ადგილზე ქაღალდი არ შეუდგენიათ.

3.22. მოწმე ე-–----- მ-------ამ დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, ს----- ჩ----------, რომელიც არის მამამისის (ა----- მ-------ი) დეიდაშვილი, მათთან სახლში იყო სტუმარად და დარჩა. მეორე დღეს ე-–-----ს მშობლები, მისი და, ს--–--ი და ს-----ი წავიდნენ მანქანით მ--------––ი. ს-----ი მიდიოდა სახლში. მ--------––ი ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერეს მანქანა. გზა გააგრძელეს ფეხით. ს-----ი მიდიოდა წინ. როდესაც გასცდნენ ბენზინგასამართ სადგურს მათ წინ გაჩერდა მანქანა. სადაც იყო 5 ადამიანი, 4 გადავიდა მანქანიდან და ერთი დარჩა. მათ დაიჭირეს ს-----ი და უნდოდათ მისი ჩასმა მანქანაში. ს-----ი ეუბნებოდა მათ, თუ რატომ დააკავეს. შემდეგ იგი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ არ დაუნახავს გაჩხრიკეს თუ არა ს-----ი. მას ეცვა შავი ჟილეტი და ქვეშ შავი ზედა.

3.23. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხვისას ე-–--- მ-------ამ.

3.24. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე კ------– მ-------ა. მან აჩვენა, რომ მათთან სახლში მივიდა ს----- ჩ---------- და დარჩა. მეორე დღეს, კვირას 11 ნოემბერს, დაახლოებით დილის 10-11 საათზე ბაზარში თეთრი ნივით წავიდენენ მისი მეუღლე, მათივე სამი შვილი, ს-----ი და ს--–--ი. ბაზარში მისვლისას გაჩერდა შავი მაღალი ლექსუსი სადაც იჯდნენ ექვსი ადამიანი. მათ შორის ერთი იყო ა-----ბაიჯანელი და დანარჩენი ქართველი, ეცვათ პოლიციის შავი ფერის ფორმა. მათ დაიჭირეს ს-----ი მკლავით და მიჰყავდათ. ხალხს უნდოდა ს-----ი წაერთმიათ მათთვის. ს-----ი ყვიროდა თუ რატომ დაიჭირეს და ითხოვდა რომ გაეშვათ. თვითონ და ბავშვები გახდნენ ცუდად და მისმა მეუღლემ ჩასვა მანქანაში. ს-----ი საით წაიყვანეს არ იცის. შემთხვევის დროს ს----- ჩ---------ს ეცვა შავი შარვალი, შავი ჯინსის ჟილეტი და მოკლე ზედა.

3.25. მოწმე ა----- მ----------–---მა დაკითხვისას აჩვენა, რომ იყო ბაზარში, როდესაც შეამჩნია ხალხმრავლობა. იქნეობდა დილა 10 საათის შემდეგ პერიოდი. ერთი ადამიანი ყვიროდა, რომ იყო უდანაშაულო და ითხოვდა დახმარებას. იგი ძალით ჩასვეს მანქანაში. მანქანა იყო შავი ჯიპი. შემდეგ მანქანა მოტრიალდა და წავიდა ქვევით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან იდგა მოშორებით, დაახლოებით 10-15 მეტრის მანილზე, ადგილზე იყო ბევრი ხალხი და არ იცის იქ რა ხდებოდა. არ დაუნახავს მანქანის სანომრე ნიშანი. არ იცნობს იმ პიროვნებას ვინც დააკავეს და არც იმათ იცნობს ვინც აკავებდა.

3.26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-–--–ა შ----, რომელმაც აჩვენა, რომ იყო ბაზარში. შეკრებილი იყო ბევრი ხალხი. მან დაინახა რომ ვიღაცას დააწვენენ თავზე, ჩასვეს შავ მანქანაში და წავიდნენ. მომხდარს ხედავდა სამანქანო გზის მეორე ნაპირიდან.

3.27. მოწმე ტ------ ჩ---------მა, სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 10-11 საათზე დაურეკა ა-----მა და უთხრა რომ მისი ძმა (ს----- ჩ----------) წაიყვანეს, შავი ლექსუსის ჯიპით. შემდეგ დაურეკა ს--–--მა და მომხდარი დაუდასტურა. როგორც მოწმეს უთხრეს, მისი ძმა წაიყვანა ხუთმა ადამიანმა, რომლებიც იყვნენ ,,კაგებედან“. 112-ზე დარეკვის შემდეგ გაარკვია, რომ ს-----ი იყო მარნეულის პოლიციაში.

3.28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ს----- ჩ----------. მან სასამართლოს მოახსენა შემდეგი: 2018 წლის ნოემბერს, წასული იყო ადგილის შესაძენად. იმ ღამეს დარჩა დეიდაშვილთან. დილით ბაზარში წავიდა. ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა, რა დროსაც ოთხმა ადამიანმა დაიჭირა და ექაჩებოდნენ მანქანისკენ. მან ხელები დაალაგა მანქანაზე და აწვებოდა, რათა არ ჩაესვათ. ამ დროს მუცელში ჩაარტყეს და რომ მოიხარა მანქანაში შეაგდეს. ს----- ჩ---------მა იკითხა თუ რატომ მიჰყავდათ, ერთმა ,,ა-----მა“ უპასუხა, რომ მანქანაში როცა ჩაჯდებოდა გაიგებდა. როგორც ახსენებდა პოლიციელებიდან ერთი გამხდარი ბიჭი იყო. მას ჩხრეკა არ ჩატარებია და არც ჩხრეკის ოქმი უნახავს. ადგილზე იყო ბევრი ხალხი. მანქანით წავიდნენ ქვევით მხარეს. შემდეგ მანქანა გააჩერეს და შავიდან თეთრ მანქანაში გადასვეს და მიიყვანეს განყოფილებაში. როგორც ახსოვს იყო სამი სართული. შეიყვანეს ცალკე ოთახში და შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს. ოთახში იყო შავი ცელოფანი, შიგნით რა იდო ვერ ხედავდა. როგორც უთხრეს იყო იარაღი, რომელიც იყო მისი და აღნიშნულზე უნდა მოეწერა ხელი. აღნიშნულზე განაცხადა უარი. როგორც ახსენდება იქ მყოფთაგან ერთი იყო არიფი. შემდეგ ჩასვეს ,,კაპეზეში“. შემდეგ კი მივიდა მისი ადვოკატი. ს----- ჩ---------მა აჩვენა, რომ მარნეულის პოლიციასთან აქამდე შეხება არ ჰქონია და არ იცის, თუ რატომ გაუკეთეს აღნიშნული.

3.29. შეაფასა რა დასახელებული მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას. ს----- ჩ----------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (გარდა ბრალდებულისა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში.

3.30. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს----- ჩ---------მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა. როგორც მან აჩვენა ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებია. განყოფილებაში მისვლის შემდეგ მიუთითეს შავ ,,ცელოფანზე", შიგნით რა იყო ვერ ხედავდა. როგორც უთხრეს იყო იარაღი და აღნიშნულზე უნდა მოეწერა ხელი, რაზეც განცხადა უარი. ბრალდებულის ჩვენების თანახამად მას იარაღთან და საბრძოლო მასალასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

3.31. 2018 წლის 12 ნოემბრის, ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ს----- ჩ----------ს პირის ღრუდან, სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად. ოქმი ყველა მონაწილე პირის, მათ შორის ბრალდებულის და მისი ადვოკატის, მიერ დადასტურებულია ხელმოწერით.

3.32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ (ჩაატარა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა) დაადასტურა რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი პაკეტის მთლიანობა და ლუქი არ იყო დარღვეული. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზით კი დადგიდა, რომ ს----- ჩ----------სგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან (----------------) აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ: ლულის კოლოფიდან (ობ. N1), სახელურიდან (ობ. N2), სასხლეტიდან (ობ. N3), მჭიდიდან (ობ. N4) და ვაზნებიდან (ობ. N5-7) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ს----- ჩ----------ს (ობ. N 11; პაკეტი, წარწერით: „ ს----- ჩ----------ს ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

3.33. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქიმიური ექსპერტზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს----- ჩ----------ს ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაცია დაფიქსირდა შარვლის წინა ზედა მარცხენა მხარეს წელის მიდამოში და წინა მარჯვენა ჯიბეში ალაგ-ალაგ კონცენტრირებული კვალი არასაგნობრივი გამოსახულებით. აღნიშნული კვალის იდენტიფიცირება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ იარაღთან შეუძლებელია, ვინაიდან ანალოგიური კვალი შეიძლება დატოვებული იყოს ნებისმიერი რკინის შემცველი საგნით. ქიმიური ექსპერტზის ჩამატარებლემა ექსპერტმა სხდომაზე დამატებით განმარტა, იმისათვის რომ ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი დარჩეს უნდა იყოს მჭიდრო შეხება.

3.34. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა რა, როგორც ბრალდების მხარის ასევე დაცვის მხარის მიერ წარამოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობა მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეძლო დაედასტურებინა ს----- ჩ----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ შეაფასა ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნების სისწორე. დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები კი სასამართლომ არ გაიზიარა, რაც ახსნა შემდეგით: მათივე ჩვენებების თანახმად, ეს მოწმეები იმყოფებოდნენ იმ ადგილთან ახლოს, სადაც პოლიციამ ს----- ჩ---------- შეაჩერა. მიუხედავად ამისა, არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ ისინი ესწრებოდნენ ს----- ჩ----------ს პირად ჩხრეკას და დაინახეს მისთვის იარაღისა და ვაზნების ჩადების ფაქტი. ისინი ადასტურებენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დაინახეს ს-----ის შეჩერების (დაჭერის) ფაქტი, ესმოდათ ბრალდებულის ყვირილი და დაინახეს, რომ იგი ჩასვეს შავ მანქანაში. ეს ყველაფერი, არ გამორიცხავს ს----- ჩ----------ს მხრიდან იარაღისა და ვაზნების ფლობის ფაქტს.

3.35. არც დაცვის მხარეს და არც თავად ბრალდებულს არ უსაუბრიათ რაიმე მოტივზე, რის გამოც შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ დაინტერესებული ს----- ჩ----------ს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით. შესაბამისად თუ სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამოდის, რომ პოლიციელებმა სასამართლო სხდომაზე მისცეს ცრუ ჩვენებები, ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა გააყალბეს დასკვნები და ეს ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი დაინტერესებისა და მოტივის გარეშე.

3.36. სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვლადებულნი არიან იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, ექსპერტი ვალდებულია გასცეს დასკვნა მასთან წარდგენილი მტკიცებულებების საუძველზე, ასევე დასკვნაში ვალდებულია მიუთითოს საკვლევი ოქბიექტის ლუქზე არსებული დაზიანების შესახებ. მსგავსი მითითება ექსპერტების დასკვნებში არ ყოფილა და მათ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს, რომ ნივთმტკიცებები მათთან მივიდა დალუქული სახით. ასევე საგულისხმოა, რომ ს----- ჩ---------თან ნიმუშის აღებას ესწრებოდა მისი ადვოკატი და ნიმუშები დალუქულია კანონის მოთხოვნათ დაცვით. შესაბამისად, რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვს გაუჩენდა ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა უმრავლესობა არის ბრალდებულის ნათესავი, ხოლო მათ ჩვენებებში არის წინააღმდეგობები. კერძოდ, ს--–-- ჩ---------- უთითებს, რომ ს-----ი ვინც დააკავეს მათ ფორმები არ ეცვათ, ხოლო კ---–---– მ-------ას ჩვენებით, დამკავებლებს ეცვათ შავი პოლიციის ფორმები. ყოველივე აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ისინი არიან მიკერძოებულნი და არ არსებობს საფუძველი მათ ჩვენებების გაზიარებისათვის.

3.37. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და უთითებს კანონის იმ ნორმებზე, რომელიც ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლებსა და სტანდარტებს. ამავე კონტექსტში პალატა მოიხსენიებს არსებულ სასამართლო (მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს) პრაქტიკას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

3.38. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

3.39. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

3.40. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

3.41. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შეაფასებს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებულ მოთხოვნებსა და მოსაზრებებს. პირველ რიგში პალატა ყურადღებას შეაჩერებს საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობაზე. ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია საქმის გარემოებები. მათ შორის, სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. განსახილველი კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე (როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის ჩხრეკის შედეგად კანონიერი ბრუნვიდან ამოღებული ნივთის აღმოჩენის ფაქტზე) ასეთს წარმოადგენს ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელთა ჩვენებები. საქმე ისაა, რომ ამ შეთხვევაში პოლიციის თანამშრომლები წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს. ამასთან მათ ახასიათებთ ფაქტის (ჩატარებული ჩხრეკის) მიმართ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით არის განპირობებული. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოვლენით, ხილვით და თანდასწრებით არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას, ყოველთვის აქვს კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად უნდა შემოწმდეს და შეფასდეს რამდენად თანხვედრაშია მათი ჩვენებები ერთმანეთთან და ხომ არ არის მათ შორის ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სარწმუნოობასა და სანდოობას. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართალია პოლიციელთა ჩვენებების მიმართ არსებობს სანდოობის ნიშანი, თუმცა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები ნამდვილად არ არის საკმარისი მტკიცებულებებათა ერთობლიობა, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3.42. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, დანაშაულის თვითმხილველი მოწმეები არიან პოლიციელები და მათ მიერ მოწვეული თარჯიმანი. პალატა განსაკუთრებული გულმოდგინებით ამოწმებს რა მათ ჩვენებებს, უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2017 წლის 10 მაისის, № 96აპ-17 გადაწყვეტილებაზე (პარ. 11) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „პალატა (საკასაციო) „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“.

3.43. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებებს გააჩნიათ საკმაოდ მყარი მტკიცებითი ძალა, რადაგან ისინი თანხვედრაში არიან, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს თვითმხილველი მოწმეების (პოლიციის თანამშროლები) ჩვენებები წინააღმდგობაშია ერთმანეთთან, რადგან ორივე მოწმემ - ე-–----- ბ---–----ემ და შ--–-- ს-----------ემ პრაქტიკულად იდენტურად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ამ ჩვენებების თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, ს----- ჩ---------ს, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოუღეს - იარაღი და ვაზნები. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე თარჯიმნის ვა---- პ------–---ის ჩვენებასთან, რომელიც პრაქტიკულად საქმის შედეგით დაუინტერესებელი მოწმეა. სამივე ამ პირის ჩვენება კი შესაბამისია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების - პირადი ჩხრეკის ოქმის, ასევე ექსპერტიზების დასკვნების. ამ დასკვნების თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ექსპერტს გადაეცა შეფუთული და დალუქული, ჩხრეკაში მონაწილე პირების ხელმოწერებით, პაკეტებზე და ლუქებზე რაიმე დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული ჩვენებები თანხვედრაშია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივ მხარესთან. კერძოდ, ამ ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებულ პისტოლეტიზე, მჭიდზე და ვაზნებზე დატოვებული იყო ს----- ჩ----------ს გენეტიკური პროფილი.

3.44. დაცვის მხარე, პოლიციელთა ჩვენების არასანდოობის დასაბუთებისას ხაზს უსვავს ე------ ბ---–----ის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს ჟილეტის გარე ჯიბიდან ამოუღო 30 ცალი ავტომატური იარაღის ვაზნა. დაცვის მოსაზრებით, ამ ჯიბეში 10 ცალი ვაზნაც არ ჩაეტევა, რაც დასახელებული ჩვენების სიცრუეს ადასტურებს. პალატა უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, გამოკვლეულია ხსენებული ჟილეტი. საქმის შესწავლის პროცესში ჟილეტი დაათვალიერა სააპელაციო პალატამაც. ჯიბის სიგანე არის დაახლოებით 10 სმ, ხოლო სიგრძე 15 სმ. ჯიბის ზომისა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ვაზნების პარამეტრების მხედველობაში მიღებით, პალატა დარწმუნდა, რომ დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს იმ ჯიბეში, საიდანაც ბრალდების ვერსიით ამოიღეს ტყვიები, 30 ვაზნა არ მოთავსდება არის მხოლოდ და მხოლოდ მისი მოსაზრება, რაც არაფრით არ არის გამყარებული.

3.45. იმავე სტანდარტით პალატა აფასებს რა დაცვის მხარის მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რო ეს მტკიცებულებები არ შეესაბამება არა მხოლოდ ბრალდების მტკიცებულებების შინაარსს, არამედ ურთიერსაწინააღმდეგოა და არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რის დამტკიცებასაც მათი მეშვეობით ცდილობს დაცვის მხარე. კერძოდ, დაცვა ამტკიცებს, თითქოს ჩხრეკა ადგილზე არ ჩატარებულა და ბრალდებული დანახვისთანავე გაიტაცა „კაგებემ“. ამ დროს, მოწმე ა----- მ--------- ჩვენების თანახმად ბრალდებულთან ურთიერთობა გრძელდებოდა 5-10 წუთი. ა-----ბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე პიროვნება იქ შეკრებილ ხალს ეუბნებოდა გაწეულიყვნენ. ს--–-- ჩ---------მა აჩვენა, რომ მოვლენებს უყურებდა შორიდან, ადგილზე ქაღალდები არ შეუდგენიათ, როგორც გაიგო პირები ვინც ს----- ჩ---------- წაიყვანა იყვნენ მარნეულის კაგებედან. ე-–----- მ-------ამ და ე-–--- მ-------ამ აჩვენეს, რომ ს-----ი ეუბნებოდათ აეხსნათ თუ რატომ დააკავეს, მათ კი უნდოდათ ჩ----------ს მანქანაში ჩასმა. კ------– მ-------ას ჩვენების თანახმად დამკავებლები იყვნენ შავი ფორმით. მათ დაიჭირეს ს-----ი მკლავებით და ეს უკანასკნელი ეუბნებოდათ რატომ დამაკავეთო. ყველაფერს დეტალურად ვერ უყურა, რადგან თვითონ და ბავშვები (მისი ბავშვები არიან მოწმეები ე-–----- მ-------ა და ე-–--- მ-------ა) გახდნენ ცუდად და მეუღლემ ისინი ჩასვა მანქანაში. პალატა განმარტავს, რომ ამ ჩვენებებში გარდა შეუსაბამობისა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ 5-6 პირის მიერ ს----- ჩ----------ს დაკავება და მაქანაში ჩასმას არ ჭირდება თუნდაც 5-10 წუთი. აღნიშნულს, დაინტერესების შემთხვევაში წამებში შეასრულებდნენ. საქმე ისაა, რომ ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მოწმეები აღწერენ ადგილზე მიმდინარე პროცესს, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა. იმდენად დიდ ხანს, რომ მომხდარით შეწუხებული კ------– მ-------ა და მისი შვილები ცუდადაც გახდნენ, მეუღლემ ისინი მანქანაშიც დააბინავა და ამის შემდეგ პროცედურა კვლავ გრძელდებოდა. სხვა საქმეა, რომ ეს პროცედურა, რომელიც ბოლოს ბრალდებულის დაკავებითა და წაყვანით დასრულდა, დაცვის მოწმეებმა აღიქვეს ძალოვნების მიერ გატაცებად.

3.46. დაცვის მხარე სადავოდ ხდის ჩხრეკის ოქმის ნამდვილობას და ანვითარებს ვერსიას მისი არა ადგილზე, არამედ მოგვიანებით, შენობაში შედგენის შესახებ, (რაც დაცვის მხარის მითითებით ადასდტურებს ასევე იმ ფაქტს, რომ ს----- ჩ---------- გაიტაცეს). აღნიშნული ვერსიის გასამყარებლად დაცვა მიუთითებს 112-ის სამსახურში ს----- ჩ----------ს ძმის მიერ დაფიქსირებულ შეტყობინებაზე. პალატა მიუთითებს, რომ როგორც ტ------ ჩ----------ს ჩვენებიდან ირკვევა, მას დაურეკეს მსჯავრდებულის თანმხლებმა მამაკაცებმა და უთხრეს, რომ ს----- ჩ---------- გაიტაცეს კგბ-ს თანამშრომლებმა შავი ჯიპით. ამის შესახებ დარეკა პოლიციაში. გამოდის, რომ რაც მას აცნობეს, მანაც ის ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. თავის მხრივ, როგორც აღინიშნა, დაცვის მოწმეების ჩვენებები ურთიერთწნააღმდეგობრივია, არ შეესაბამება ერთმანეთსა და სხვა მტკიცებულებებს. როგორც ჩანს, მათ პოლიციის მოქმედება აღიქვეს ჩ----------ს გატაცებად და სწორედ აღნიშნული აცნობეს მის ძმას. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 112-ის სამსახურში ინფორმაცა შესულია ს----- ჩ----------ს ჩხრეკის დაწყების შემდგომ. პალატა ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სამსახურს მიაწოდა მსჯავრდებულის ძმამ. ზემოთ მითითებულის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შეტყობინების ავტორი, როგორც მსჯავრდებულის ახლო ნათესავი, წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, ამ შეტყობინების შინაარსის უაპელაციოდ გაზიარების საფუძველი არ არსებობს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სატელეფონო შეტყობინება გაკეთებულია ჩხრეკის დაწყებიდან 20 წუთზე მეტის გასვლის შემდეგ. აღნიშნული დრო სრულიად საკმარისია დაცვის გარკვეული ვერსიის შემუშავებისათვის, თუნდაც გამოძიების შეცდომაში შესაყვანად.

3.47. პალატა განმარტავს, რომ საკითხის გარკვევისას, დაირღვა თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას უკავშირებს, მისი მოპოვების წესის არა ყველა, არამედ მხოლოდ არსებით დარღვევას. ამავდროულად კანონი, უმრავლეს შემთხვეაში ვერ აკონკრეტებს რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და რომელ კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას. რიგ შემთხვევებში ეს საკითხები დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, თუმცა ძირითადად ასეთი საკითხები წყდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებების და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების, კონკრეტული მტკიცებულებების რაობის და სხვა საკითხების ერთობლივად შეფასების შედეგად. თუ, ერთ შემთხვევაში, მხოლოდ საპროცესო კანონის დარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის, სხვა შემთხვევაში ასეთ დარღვევასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს საკითხი - გამოიწვია თუ არა ფორმალური პროცედურებიდან გადახვევამ ზიანი, რაც გამოუსწორებელია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის და გადაწყვეტის ინტერესებთან მიმართებაში. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დათქმა. კერძოდ სასამართლომ უნდა გაარკვიოს გამოიწვია თუ არა ფორმალურმა დარღვევამ ამ კონკრეტული მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის გონივრული ეჭვის უარყოფის შესაძლებლობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მტკიცებულება დაუშვებელი თუ დადგინდება, რომ პროცესუალური დარღვევა საეჭვოს ხდის ამ მტკიცებულებას, ანუ აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის შეიძლება შეცვალეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი აწესებს გარკვეულ სტანდარტს და საუბრობს არა ყოველგვარ, არამედ მხოლოდ გონივრულ ეჭვზე.

3.48. მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის განხილვისას პალატა საჭიროდ თვლის ასევე მოიხმოს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ ევროსასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“. მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

3.49. თავის მხრივ იმის განსასაზღვრად, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანობაში სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების გამოყენებამ ბრალდებულის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, 2. რამდენად უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებები - შეეძლო თუ არა ბრალდებულს ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, სხვადსხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით, 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა - რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი. ამ კონტექსტში პალატა აფასებს რა დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი, ესქპერტიზის დასკვნები და სხვა, მოპოვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ დოკუმენტების შედგენისას, არსებითი ხასიათის დარღვევების დაშვების ფაქტი, რაც გამოიწვევდა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, არ შეინიშნება.

3.50. მათ შორის პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე იმ კონკრეტული მოტივით, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში, ოპერატიული ინფორმაციის მიმღების ლ-–- დ-------ის პატაკში, ლ-–- დ-------ის დაკითხვის ოქმში და სამი სხვადასხვა ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში ვხვდებით ერთნაირი შინაარსის ტესტს: - „ქ-----------––-, ს-----–---------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდება 0--------- წელს დაბადებული ს----- ტ------ს ძე ჩ----------, პ/ნ 1----------, რომელსაც თან უნდა ქონდეს ცეცხსასროლ იარაღს ან/და საბრძოლო მასალას“. უდავოა, რომ მართლაც ყველა ამ დოკუმენტში კოპირებით გადატანილია ერთიდაიგივე ტექსტი. თუმცა სახეზეა მხოლოდ გრამატიკული შეცდომა (ძირითადად სიტყვები არ ზის ბრუნვაში). რეალურად კი ამ მონაკვეთის შინაარსი შეესაბამება ექვსივე დასახელებული ტექსტის საერთო შინარსს. ამდენად, სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც ერთმა გამომძიებელმა გამოიყენა მეორის მიერ უკვე შედგენილი წინადადება და კოპირებით ჩასვა თავის მიერ შედგენილ დოკუმენტში. ეს კი განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, რაც მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

3.51. ბრალდებულის დაკავების ოქმის შედგენის სავალდებულო რეკვიზიტებია მის შესახებ დემოგრაფიული და სხვა მონაცემების ოქმში შეტანა. როგორც წესი, დაკავებისას ამ მონაცემებს გამომძიებელს აწვდის თვითონ დასაკავებელი პირი. თუმცა ეს არ გამორიცხავს იგივე ინფორმაციის სხვა გზით მოპოვებასაც. ამდენად ის გარემოება, რომ დაკავებისას გამოძიებას აღებული არ ჰქონდა ნასამართლობის ცნობა, მაგრამ იცოდა ს----- ჩ----------ს ნასამართლობის შესახებ, ნამდვილად ვერ გამოდგება მის გამამართლებელ, ან თუნდაც მისი რაიმე უფლების დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქმის მასალებში არსადაა დაფიქსირებული ბრალდებულის საჩივარი იმის შესახებ, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ან დაკავებისას, ან სხვა დროს. შესაბამისად პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს როგორც დაზიანებების ფაქტი, ასევე მისი მიყენების გარემოებები.

3.52. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარის გადასაწყვეტია თუ რომელ მტკიცებულებას მოიპოვებს და წარუდგენს სასამართლოს, თავისი პოზიციის დასადასტურებლად. ამდენად დაცვის მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ გამომძიებელმა ბ----–--მ იცოდა ს----- ჩ----------ს ოჯახის წევრების ტელეფონები (თუნდაც მისამართებიც), რის გამოც შეეძლო მოეძია და დაეკითხა დაკავების დროს ს----- ჩ----------ს თანმხლები პირები, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

3.53. ცნობები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე შემოწმების შესახებ, შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემს, იყო თუ არა პირი სახდელდადებული ასეთი დარღვევისათვის. შესაბამისად ამ დოკუმენტებით შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რომელმა პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა დარღვევის ოქმი. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ შესაძლოა შედგეს სამართალდარღვევის ოქმი პირის მიმართ, მაგრამ სახდელი არ დაედოს. დროდადრო ადამიანები იცვლიან სამუშაო ადგილსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ცნობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე შემოწმების შესახებ, მტკიცება იმისა, რომ გამომძიებელ ბ---–----ეს ადრე ჩ---------- ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობაში არ მიუცია და მით უმეტეს არ იცნობდა მას, შეუძლებელია.

3.54. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა მხარეთა პრეროგატივაა. თეორიულად შესაძლებელია მხარის მიერ რომელიმე, საჭირო მტკიცებულების მოპოვებაზე უარის თქმამ დააზარალოს მისივე ინტერესები. თუმცა ესეც მხარის რისკია. ამდენად, დაცვის მხარის მიერ, გარე სათვალთვალო კამერების მოპოვებასთან დაკავშირებით, გამოთქმული პრეტენზია პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. ეს მით უმეტეს იმ ნაწილში, თითქოს პრაქტიკაში ადვოკატისათვის შეუძლებელია ამ შინარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საერთო სასამართლოების პრაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა დაცვის მხარის ანალოგიური ხასიათის შუამდგომლობის დაკმაყოფილება. იგივე შეიძლება ითქვას სანომრე ნიშნის მიხედვით, ავტომანქანის მფლობელის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით.

3.55. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ტანსაცმელზე მეთალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა კონკრეტულად იმ ადგილას, საიდანაც იარაღი ამოიღეს, არ წარმოადგენს ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. პირიქით, ასეთი კვალი აღმოჩნდა შარვლის წინა ზედა მარცხენა მხარეს წელის მიდამოში და წინა მარჯვენა ჯიბეში. ეს ის ადგილებია, სადაც ტარებისას ჩვეულებრივ ინახავენ ხოლმე ცეცხლსასროლ იარაღს.

5.56. გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა მოპოვება არ არის მარტივი პროცესი. გამომძიებელი მათი მოპოვებისას ვალდებულია გაითვალისწინოს არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რათა ერთის მხრივ არ დაიკარგოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვების პერსპექტივა, ხოლო მეორეს მხრივ ეს მოპოვება განხორციელდეს ისე, რომ არ შეილახოს ბრალდებულის უფლებები. აქ პირველ რიგში იგულისხმება, რომ პროცედურა ჩატარდეს კანონის შესაბამისად და ამავდროულად დაცვის მხარისათვის გასაგები იყოს მტკიცებულების მოპოვების პროცესის ყველა დეტალი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საექსპერტო კვლევის ის პრაქტიკა, რაც განვითარდა მას შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება საჭიროებს არაერთი სახის საექსპერტო კვლევას. მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების შედეგად, როგორც წესი, ამოღებული ნივთი უნდა შემოწმდეს ბალისტიკურ ექსპერტიზაზე. ამავდროულად საჭიროა შემოწმდეს არის თუ არა მასზე დარჩენილი ადამიანის (ადამიანების) გენეტიკური კვლები - დ.ნ.მ-ი. ეს ექსპერტიზები დროის (გამოძიებას შეიძლება სასწრაფოს დაჭირდეს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, მაგალითად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის გადასაწყვეტად), თუ კვლევის (ექსპერტ ბალისტიკოსის შეხებამ იარაღზე შეიძლება წასალოს გენეტიკური კვალი) საჭიროების თვალსაზრისით გარკვეულწილად შეიძლება ხელს უშლიდეს ერთმანეთს. ამასთან კანონით პირდაპირ არ არის დარეგულირებული, თუ მათგან რომელი უნდა ჩატარდეს მაგალითად პირველი, ან როგორ უნდა მოხდეს ნიმუშების აღება იმ ობიექტიდან, რომელიც მხარის მიერ მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებაა, მაგრამ დროებით გასულია მისი მფლობელობიდან, რამეთუ გადაცემულია საექსპერტო დაწესებულებისათვის, სხვა სახის (ჩვენს შემთხვევაში ბალისტიკური) ექსპერტიზის ჩატარებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების ორგანოები, როგორც წესი, მიმართავენ შემდეგ პრაქტიკას: ინიშნება ბალისტიკური ექსპერტიზა და ამავდროულად, საექსპერტო დაწესებულებას დაევალება, შესაბამისი პროფილის ექსპერტმა ნივთმტკიცებიდან აიღოს ანაწმენდები შემდგომი ბიოლოგიური (გენეტიკური) კვლევის მიზნით. ანალოგიური სიტუაციაა განსახილველ შემთხვევაშიც (იხ. 2019 წლის 11 ნოემბრის დადგენილება ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ბოლო შეკითხვა და 2019 წლის 12 ნოემბრის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა). ბალისტიკური ექსპერტის მიერ მისთვის გადაცემული ნივთმტკიცებების გახნისთანავე, ექსპერტმა ბიოლოგმა ნ--------–-----ნმა საკვლევი ობიექტებიდან აიღო შესაბამისი ბიოლოგიური სინჯები. აღნიშნული გადაეგზავნა ბიოლოგიურ ექსპერტიზას, 2019 წლის 12 ნოემბრის, შესაბამის დადგენილებასთან ერთად. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექპერტიზის ჩატარების პროცესში და მისი დასრულებისას ნივთმტკიცების დალუქვა ხდება უშუალოდ და მხოლოდ ექსპერტის მიერ. ამ მეთოდით იქნა აღებული და დალუქული ნიმუშები ბილოგიური კვლევისათვის. პალატა კიდევ ერთხელ უთითებს ამ განაჩენის 3.47-3.49 პუნქტებში განვითარებულ მსჯელობაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული პროცედურით ნიმუშის აღება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და არ იწვევს მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას.

3.57. ამასვე ადასტურებს ექსპერტ-ბალისტიკ გ------- ე-–---ას და ექსპერტ-ბიოლოგ ნ--------–-----ნის ჩვენებები. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ე-–---ამ აჩვენა, რომ აღნიშნული ანაწმენდები ამოღებული იქნა მის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დროს, მთავარ ექსპერტ-ბიოლოგ ნ--------–-----ნის მიერ. ეს მოხდა თბილისში, საექსპერტო ბიუროს შენობაში და ამ საექსპერტო დაწესებულებაში უცხო პირის შესვლა საერთოდ შეუძლებელია. შესაბამისად, ამას ვერც გამომძიებელი ე-–----- ბ---–----ე ვერ გააკეთებდა და არც დასწრებია. აღნიშნული ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების მოთხოვნებთან და საქმის სხვა მასალებთან. უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს დოკუმენტების მიხედვით ანაწმენდების ამოღება ხდებოდა ქალაქ მ--------––ი, გამომძიებლის მონაწილეობით. უდავოა, რომ ეს ანაწმენდები აღებულია ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების დროს - ნივთმტკიცების გახსნისთანავე.

3.58. დაცვამ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებას ამოღებული ჰქონდა 11 ანაწმენდი, ხოლო ექსპერტიზას რატომღაც 10 წარუდგინეს, ასევე საქმიდან გამქრალია ის მუყაოს ქაღალდი, რაშიც 30 ცალი ავტომატის ვაზნა იყო გახვეული. სწორედ ამ მუყაოს ქაღალდიდან უნდა ამოღებულიყო ბიოლოგიური მასალა, მაგრამ ბრალდებამ ის დაკარგა, ვინაიდან ქაღალდიდან პოლიციის თანამშრომლების ბიო-მასალა ამოვიდოდა. ამასთან, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა თვითონ ექსპერტ-ბიოლოგმა. მან ბრალდებულისაგან ამოღებული ნეწყვის ნიმუშებით დაამუშავა პისტოლეტის ლულა, სასხლეტი და ა.შ. ამ საქმიანობაში ერთ-ერთი ანაწმენდი სადღაც დაეკარგა და შემორჩა მხოლოდ 10. ექსპერტიზის დასკვნაში არაა პასუხი რა სახის ბიომასალას შეიცავდა ანაწმენდები (იყო თუ არა ნერწყვი?). ბოლოს ადვოკატი აღნიშნავს, რომ დასახელებული ექსპერტიზა ჩატარებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამ დაწესებულების გარდა გენეტიკური ექსპერტიზა სხვაგან არსად ტარდება. ამიტომ დაცვის მხარე თეორიულადაც კი მოკლებული იყო ალტერნატიულ კვლევების ჩატარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ასეთი რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ის დაამტკიცებდა თავის სიმართლეს.

3.59. აფასებს რა ამ მოსაზრებებს, პალტას რჩება შთაბეჭდილება, რომ უმეტეს შემთხვევაში დაცვის მხარის მსჯელობა არ ემსახურება ფაქტების რეალურად დადგენის მიზანს და არ არის თანმიმდევრული. დაცვა ცდილობს დაანახოს სასამართლოს რამდენად ხშირად დარღვია გამოძიებამ ბრალდებულის უფლებები, თუმცა მისი მოსაზრებები არ არის გამყარებული არანაირი მტკიცებულებით. ამ შემთხვაშიც, უთითებს რა მორიგ „დარღვევაზე“, დაცვა წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც, მისი აზრით, ადასტურებდა მანამდე მითითებულ სხვა დარღვევას. პალატა სხვაგვარად ვერ ახსნის დაცვის მხარის არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას. მაგალითად ის უთითებს, რომ საქმიდან გააქრეს ქაღალდი, რომელშიც ამოღებული ვაზნები იყო შეფუთული. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტიზის შედეგად მასზე დაფიქსირდებოდა პოლიციელთა ბიოლოგიური კვლები და ამით დადგინდებოდა იარაღის და საბრძოლო მასალის ჩადების ფაქტი. ამ მსჯელობის ფონზე ბუნებრივად იბადება კითხვები: თუ პოლიციამ ადგილზე ჩხრეკა არ ჩაატარა, საერთოდ რა კვლებზე და ქაღალდზეა საუბარი; თუ ვივარაუდებთ, რომ ოქმები მართლაც პოლიციაში შედგა და პოლიციელებმა იცოდნენ, რომ იმ ქაღალდზე, რომელშიც „ჩასადები“ ვაზნები იყო შეფუთული, მათი კვლები იყო, მაშინ რაში სჭირდებოდათ ასეთი ქაღალდის საერთოდ ხსენება და რატომ არ შეეძლოთ დაეწერათ, რომ ჯიბეში იპოვეს უშუალოდ ვაზნები, შეუფუთავი სახით; როდესაც საჭიროდ მიიჩნევს დაცვა ადასტურებს, რომ გამოძიება და ექსპერტიზა ერთობლივად მოქმედებდა ჩ----------ს საქმის გასაყალბებლად. თუ ასეა, რაღა ქაღალდზე პოლიციელების კვლების აღმოჩენა გახდებოდა პრობლება გამოძიებისათვის და თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეძლო გამოძიებამ ექსპერტების იძულება დაეწერათ მათთვის სასურველი შედეგები, ამ ნაწილში რატომ უნდა გაჭირვებოდათ?“.

3.60. ჩხრეკის ოქმი, ნივთმტკიცებების დალუქვა, ექსპერტიზების დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები მოპოვებული და შედგენილია კანონით დადგენილი წესით. როგორც აღინიშნა, ეს პროცედურები არ შეიცავს რაიმე ისეთ დარღვევას, რაც მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდებოდა. ამ ფონზე დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ მტკიცებულებების მოპოვებაში მონაწილე არაერთი პირი - გამომძიებლები, თარჯიმანი, ექსპერტები და სხვა, ყველა ერთად შეიკრა ს----- ჩ----------ს წინააღმდეგ და ცდილობს მის მსჯავრდებას. პალატის აზრით, არ არსებობს საფუძველი გონივრული ეჭვისათვის, რომ ასეთი მართლაც მოხდა, პრაქტიკულად ეს გამორიცხული და შეუძლებელია.

3.61. თეორიულ დონეზე მაინც რომ დაუშვას ასეთი შეთქმულების ფაქტი, ამ შემთხვევაში პალატას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მყარი საფუძველი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რაც დასახელებული პირების ამ ქცევას განაპირობებდა. ასეთ საფუძვლად კი ვერ გამოდგება დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, თითქოს ამით პოლიციას სურდა ჩ----------ს შეკავება საქონლის ქურდობებისაგან. მით უმეტეს იმ ფორმით, რაც დაცვამ აღნიშნა - თითქოს ჩ---------- კი არ იყო საქონლის ქურდი, არამედ პოლიციამ შეცდომით მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია და დაგეგმა მისი დაკავება. აღნიშნული ვერსია არაფრით არ დასტურდება და წარმოადგენს მხოლოდ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში (ისიც მხოლოდ სააპელაციო და არა პირველი ინსტანციის) გაჟღერებულ პოზიციას. ამ ვერსიის აბსურდულობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ თითქოს შემთხვევის ადგილიდან ჩ---------- წაიყვანეს, როგორც დაცვის მოწმეები უთითებენ, ფორმაში ჩაცმულმა თუ სამოქალაქო ფორმით მყოფმა უშიშროების თანამშრომლებმა. მსჯავრდებული არსად არ აფიქსირებს, რომ დაკავების შემდეგ მას სთხოვდნენ ქურდობის ფაქტების აღიარებას, ან ზოგადად ესაუბრებოდნენ ან დაკითხეს ამის შესახებ. ასევე კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, თითქოს პოლიციას საქონლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სურდა მარნეულის ცენტრში ჩ----------ს „მოტაცება“ და ამაში დახმარება დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3.62. ამრიგად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აღწერილია ს----- ჩ----------ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

4. სამართლებრივი შეფასება

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა. კანონის ამ ნორმით კანონმდებლის მიერ დანაშაულად მიჩნეულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, გარდა - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა, რაც თავისი შინაარსით და სამართლებრივი ბუნებით მომეტებული სოციალური საშიშროების შემცველია.

4.2. დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. უკანონო შეძენაა იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებისმიერი ფორმით დაუფლება, იქნება ეს ყიდვა, ვალში ჩათვლა, პოვნა თუ სხვა. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება უკანონო შენახვას, კანონმდებელი ამ ტერმინში გულისხმობს იარაღის თუ საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც არ აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა, ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა საჯაროდ.

4.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, ს----- ჩ---------- მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა მ--------––ი გადაადგილებისას, რა დროსაც მ--------–-------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოხდა დანაშაულის შეწყვეტა.

4.4. ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა ს----- ჩ---------ს რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება.მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ს----- ჩ---------ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

4.5. პალატა განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს----- ჩ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 3 (სამი) ცალი ობიექტი (ვაზნა) არის ქარხნული წესით დამზადებული, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 30 (ოცდაათი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ს----- ჩ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რის გამოც ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება

5.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

5.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

5.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ს----- ჩ----------ს პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.6. უშუალოდ ს----- ჩ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა. ამავდროულად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილში, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს----- ჩ----------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------- ხ----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი ს----- ჩ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

ს----- ჩ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ს----- ჩ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად ს----- ჩ---------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ს----- ჩ----------ს მიმართ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 26 იანვრის, განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ს----- ჩ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ს----- ჩ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

ს----- ჩ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

ს----- ჩ----------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ს----- ჩ---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი