განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
200100119002851779
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100119002851779

საქმე № 1ბ/1637-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

7 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: შ----- ს-----

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

მ--–---- ქ------–--ე, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–---------–---–---–------------

ადვოკატი: ა-------- ჭ--–---–-

პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მ--–---- ქ------–--ეს ბრალი წარედგინა იმისათვის, რომ მან ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მან ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, მანვე ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 30 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თ--–---------------–--------------–----------–------–--- ლ---- მ------–-–---–ი, შ--–-- შ--–----–-–---–ი და მ-----– ხ-----–---–ი სამსახუროებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო №H--------, რომელსაც მართავდა მ--–---- ქ------–--ე. მოძრაობისას მ--–---- ქ------–--ეს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აღნიშნულზე რეაგირების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა მ--–---- ქ------–--ეს გააჩერებინეს ავტომანქანა. ლ---- მ------–-–---–მა მას განუმარტა, რომ უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ---- მ------–-–---–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის შევსების დასრულებამდე მ--–----ი ქ------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ---- მ------–-–---–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ---- მ------–-–---–ს ოქმი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო დაბლა. აღნიშნულზე ლ---- მ------–-–---–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ემ ლ---- მ------–-–---–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ლ---- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ--–---- ქ------–--ე ხელებით მოეჭიდა ლ---- მ------–-–---–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ--–---- ქ------–--ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ--–-- შ--–----–-–---–ი, რომელსაც მოახლოებისას მ--–---- ქ------–--ემ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგად შ--–-- შ--–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--–---- ქ------–--ემ შ--–-- შ--–----–-–---–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.

1.2. მ--–---- ქ------–--ემ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 12 კალიბრის „И------“ მოდელის ერთლულიანი თოფი, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად ჰქონდა დამოკლებული, რასაც 2018 წლის 30 დეკემბრამდე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის საბარგულში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგრიას და ვარგისია სროლისათვის. 2018 წლის 30 დეკემბერს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ--–---- ქ------–--ე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მეშვეობით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 12 კალიბრის „И-------“ მოდელის ერთლულიანს თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგრიას და ვარგისია სროლისათვის.

1.3. მ--–---- ქ------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა 36,96 გრამი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში. 2018 წლის 30 დეკემბერს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, მ--–---- ქ------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 36,96 გრამი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 10 სექტემბრის, განაჩენით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2018 წლის 30 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელვის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ლ---- მ------–-–---–ი, შ--–-- შ--–----–-–---–ი და მ-----– ხ-----–---–ი სამსახუროებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, რა დროსაც მათ შენიშნეს მათგან საპირისპირო ზოლში მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ. №H--------, რომელსაც მართავდა მ--–---- ქ------–--ე, რომელსაც არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა მ--–---- ქ------–--ეს გააჩერებინეს ავტომანქანა და ლ---- მ------–-–---–მა მ--–---- ქ------–--ეს განუმარტა, რომ მისთვის უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასევე განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ლ---- მ------–-–---–მა დაიწყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის შევსების დასრულებამდე მ--–---- ქ------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ---- მ------–-–---–ს, დააფურთხა საჯარიმო ოქმზე, გამოსტაცა ლ---- მ------–-–---–ს ოქმი ხელიდან, გადახია შუაზე და დააგდო დაბლა. აღნიშნულზე ლ---- მ------–-–---–მა მას მოუწოდა წესრიგისკენ, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ემ ძალადობით, რათა არ დასრულებულიყო მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ლ---- მ------–-–---–ს მარცხენა თვალთან გაარტყა მუშტი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგ მ--–---- ქ------–--ე ხელებით მოეჭიდა ლ---- მ------–-–---–ის სამსახურებრივ უნიფორმას და დაუზიანა იგი. მ--–---- ქ------–--ის ქმედებაზე რეაგირებისთვის მათთან მივიდა შ--–-- შ--–----–-–---–ი, რომელსაც მოახლოებისას მ--–---- ქ------–--ემ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგად შ--–-- შ--–----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--–---- ქ------–--ემ შ--–-- შ--–----–-–---–ს მასზე თავდასხმისას დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა.

2.2. დადგენილად ჩათვალა რა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამით მ--–---- ქ------–--ემ ჩაიდინა არა საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ ამავე კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.

2.3. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ამავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ მ--–---- ქ------–--ის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

3. მხარეთა პოზიცია

3.1.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ--–---------------–--------------------- პროკურორმა შ----- ს-----მ და მ--–---- ქ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-------- ჭ--–---–მა.

3.1.2. პროკურორმა ითხოვა მ--–---- ქ------–--ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარლდებაში.

3.1.3. ბრალდების მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაცი საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, სასამართლო სხდომებზე დაკითხული მოწმეების შ--–-- შ--–----–-–---–ის, გ---------------------------------–---–---------------–---–---------------------–---–----------–------------–---–-- და მ-----– ხ-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ბალისტიკური, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დგინდება მსჯავრდებულისთვის შერაცხული ყველა დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან პროკურორის მითითებით მოწმეთა ჩვენებები სრული და ობიექტურია, მათ შორის არ არსებობს წინააღმდეგობა, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ბრალდებას ყველა ეპიზოდში.

3.1.4. პირველი ინსტანციის განაჩენში ასახული მსჯელობების საპირისპიროდ ბრალდება უთითებს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაიწყო მას შემდეგ, რაც ლ---- მ------–-–---–მა დაიწყო საჯარიმო ოქმის შედგენა, მსჯავრდებულის ქმედების მიზანი იყო არა მხოლოდ პოლიციელების საქმიანობის შეწყვეტა, არამედ მათზე ფიზიკური ძალადობა. მხოლოდ პოლიციელის საქმინობის შეჩერების სურვილის შემთხვევაში, ქ------–--ე ლ---- მ------–-–---–ისთვის საჯარიმო ქვითრის წართმევისა და მისი დახევის შემდგომ შეწყვეტდა აგრესიას. ამის ნაცვლად მან გააგრძელა აგრესია და ჯერ ლ---- მ------–-–---–ს, ხოლო შემდგომ შ--–-- შ--–----–-–---–ს გაარტყა ხელი სახის არეში და ჩამოახია უნიფორმა, რის გამოც ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გავალისიწინებული დისპოზიციის ნიშნებს.

3.1.5. ბრალდება ხაზს უსვავს, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, მ--–---- ქ------–--ე დაკავების შემდგომ კვლავ აგრძელებდა აგრესიას. ამავდროულად, გამოძიების ინტერესებიდან და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ავტომანქანის ჩხრეკა. თუმცა, არსებული აგრესიის გამო შეუძლებელი იყო მ--–---- ქ------–--ის დასწრება ამ საგამოძებო მოქმედებებზე. საგამოძებო მოქმედებაში მესაკუთრის დაუსწრებლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას იმ შემთხვევაში, თუკი თავად ამ პირის დასწრება საგამოძიებო მოქმედებაში შეუძლებებლია. ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 135-ე მუხლი ითვალისწინებს გარეშე პირის დასწრებას საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც შეიძლება იყოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელიც. საქმის მასალების მიხედვით, გამომძიებელმა ქ------–--ეს შესთავაზა ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობის მიღება, რაზედაც მან აგრესიით უპასუხა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის გამო, გამომძიებლის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გარეშე პირის, დ----- გ-----–---–ის თანდასწრებით. შესაბამისად პროკურორი უთითებს, რომ ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

3.1.6. გარდა ამისა, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი ერთხელ უკვე გაიარა ამ მტკიცებულებამ და წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ მიჩნეულია დასაშვებ მტკიცებულებად. ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი არ გაეზიარებინა აღნიშნული ოქმი და ჩაეთვალა იგი კანონის არსებითი დაღრვევით მოპოვებულ მტკიცებულებად.

3.1.7. მართალია დაცვის მხარის მოწმეებმა აჩვენეს, რომ მათ მსჯავრდებულის ავტომანქანაში იარაღი არ უნახავთ, მაგრამ მათივე ჩვენებით სურსათსა და ავტომანქანის ქანჩების ნაკრების ქვემოთ დაფენილი იყო შავი ფერის ავტომანქანის საბარგულის დასაფენი. სწორედ ამ დასაფენის ქვემოთ აღმოჩნდა გადაჭრილი თოფი და ვაზნები, რის გამოც ისინი ამ ნივთებს ვერც ნახავდნენ. ანალოგიური სიტუაციაა ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის მიმართაც. ამასთან, ბრალდების სარწმუნოებისათვის, პროკურორი უთითებს ასევე ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ქ------–--ეს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

3.1.8. პროკურორმა ასევე ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის მოწმეებისა და თავად მსჯავრდებულის ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებული ახალი ნაოპერაციევი იყო და მისი ორგანიზმი დასუსტებული, რის გამოც ვერ შეძლებდა პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევას. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტი ფორმა 100, რაც გაცემული იყო 2018 წლის 28 დეკემბერს. ამ დოკუმენტის თანახმად, შემთხვევამდე ახლო პერიოდში მსჯავრდებულს ოპერაცია არ ჩატარებია. ასევე მსჯავრდებულის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც მას დაუდგინდა მხოლოდ ტუჩის შიგნით დაზიანება, ხოლო სხვა დაზიანება იყო ძველი.

3.2.1. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ--–---- ქ------–--ის მიმართ, ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვამ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ თელავის პოლიციის ხელმძღვანელობა მსჯავრდებულს დაჭერით და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. მას ფაქტობრივად აკრძალული ჰქონდა კახეთში, კერძოდ თელავის რაიონში, საკუთარ სახში ჩასვლა და მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ იგი კახეთში იმყოფებოდა, გადაწყვიტეს მისი დასჯა. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებისას მსჯავრდებულს თან ჰქონდა ფული და ძვირფასი საათი, რაც დაკავებისას პოლიციელებმა გამოართვეს და ამის შემდეგ არსად ჩანს. ამ გარემეობებთან მიმართებაში დაცვამ დაზუსტა, რომ გარდა თვითონ მსჯავრდებულის ჩვენების, სხვა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

3.2.2. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მისი პოზიცია დააფუძნა შემდეგ არგუმენტებსა და ფატობრივ გარემოებებზე: ის რომ ავტომანქანის მართვისას ქ------–--ეს ღვედი არ ეკეთა, არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ რამდენადაც ეს დასტურდება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით. გარდა ამისა, ამ ჩვენების ავტორები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან, შემთხვევის ადგილზე კი ვრცელდება საპატრულო პოლიციის იურისდიქცია, რის გამოც მათ არ გააჩნდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

3.2.3. მსჯავრდებული იყო ახალი ნაავადმყოფარი და გამორიცხულია ისეთი ფიზიკური ძალა (წინააღმდეგობა) გამოეყენებინა, რაშიც ბრალი ედება.

3.2.4. დაკავების ოქმსა და სხვა ნივთებზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის ამ ნივთებს არ შეხებია. თუმცა ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ეს კვლები აღმოჩნდა, ის აღებული იქნება წყლის იმ ბოთლიდან, რომლითაც მსჯავრდებულს თვითონ პოლიციელებმა დაალევინეს წყალი.

3.2.5. მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა, კერძოდ - მათი ნაწილის ჩვენებით ამოღებული იქნა დაჭმუჭნული ქვითარი, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი აჩვენებს, რომ მსჯავრდებულმა შემთხვევის დროს საჯარიმო ქვითარი დახია. შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ჩხრეკა კი ჩატარებულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით.

3.2.6. ამავდროულად დაუჯერებელია საავადმყოფოდან 2 დღის გამოსულ მ--–---- ქ------–--ეს, 50 ლარიანი საჯარიმო ქვითრის გამოწერის გამო ეცემა პოლიციელები, მაშინ როდესაც თურმე საბარგულში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ჰქონდა გადამალული და ლოგიკურად უნდა ჰქონოდა ამ დანაშაულში მისი მხილების შიში. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრებით, ყველაფერი ინსცენირებული იყო პოლიციელების მიერ და მასაც ისიც ადასტურებს, რომ დეკემბერში, სიცივეში, პოლიციელი ავტომანქანიდან გადმოსული იყო მოკლესახელოანი პერანგით, ვინაიდან პერანგზე დაზიანებების კვალი უფრო მკვეთრად აღიბეჭდება და ეს პოლიციას წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა

5.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში

5.1.1. ლ---- მ------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის რაიონული სამმართველოს უ-----------------------------------------–-. 2018 წლის 30 დეკემბერს, შ--–-- შ--–----–-–---–თან და მ-----– ხ-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდა ვაზიანი-გომბორის გზაზე თელავის მიმართულებით. მოძრაობისას საწინააღმდეგო ზოლში შეხვდათ მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რაზეც ავტომანქანა მოაბრუნეს და ხსენებულ ავტომანქანას ხმოვანი სიგნალით მოუწოდეს გაჩერება. გაჩერების შემდეგ გადავიდა, დაადგინა მძღოლის ვინაობა, რომელიც იყო მ--–---- ქ------–--ე, აიღო საჯარიმო ქვითარი და დაიწყო შევსება. საჯარიმო ქვითრის შევსების დროს მ--–---- ქ------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, მიუახლოვდა მას და დაუფურთხა ქვითარზე, ასევე უთხრა, „ეს არის თქვენი კანონებიო“, ხელიდან გამოგლიჯა ქვითარი და დააგდო ძირს, რის შემდეგაც გაარტყა ხელი და ჩამოახია სამსხურებრივი ფორმა. ამის შემდეგ ის ცდილობდა ქ------–--ის დაწყნარებას და იჭერდა ხელებით. ავტომანქანიდან დასახმარებლად გადმოვიდა შ--–-- შ--–----–-–---–ი, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ემ მასაც დაარტყა ხელი სახის არეში და ჩამოახია „საროჩქა“, შემდეგ მ--–---- ქ------–--ე გაიქცა საბარგულისკენ და უთხრა „ეხლა ნახე რას გიზავთ, დაგხოცავთო“, რა დროსაც მოახდინეს მისი დაკავება. ამ დროს ავტომანქანიდან მ-----– ხ-----–---–მა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი და დაახლოებით 10-15 წუთში მათთან მივიდნენ ზ------ ს-------–---–ი, გ------- ჩ------ე და ჯ--- ქ----–---–ი. ადგილზე მოსვლისას გ------- ჩ------ემ დაიწყო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ე კვლავ გამოხატავდა აგრესიას და მასთან კონტაქტი იყო შეუძლებელი. ამიტომ ის ჩასვეს ავტომანქანაში. შემდეგ კვლავ გადმოიყვანეს, გამომძიებელმა განუმარტა, რომ უნდა შეედგინა ოქმი, რაზეც მ--–---- ქ------–--ე კვლავ გამოხატავდა აგრესიას და იძახდა, რომ ხელს არაფერზე მოაწერდა. მოწმის განმარტებით გამომძიებელმა მ--–---- ქ------–--ეს უთხრა, რომ მისი მანქანაც უნდა დათვალიერებულიყო, რაზეც მ--–---- ქ------–--ე ამბობდა, რომ ხელს არაფერზე მოაწერდა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დარყმის დროს განიცადა ტკივილი და თვალთან მიიღო დაზიანება. ასევე განმარტა, რომ მათსა და მ--–---- ქ------–--ეს შორის „ხელჩართული ბრძოლა“ არ ყოფილა.

5.1.2. მოწმე შ--–-- შ--–----–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის რაიონული სამმართველოს უ-----------------------------------------–-. 2018 წლის 30 დეკემბერს, ლ---- მ------–-–---–თან და მ-----– ხ-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე და გადაადგილდებოდნენ თელავის მიმართულებით, რა დროსაც მათ შენიშნეს საპირისპირო მხარეს მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა. ლ---- მ------–-–---–მა თქვა, რომ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს არ ეკეთა ღვედი, რაზეც მოაბრუნეს ავტომანქანა და ხმამაღალი მოლაპარაკის საშუალებით მოუწოდეს ავტომანქანის გაჩერებისკენ. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლთან მიდივა ლ---- მ------–-–---–ი, წარუდგინა თავი და განუმარტა მძღოლს, რომ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო უნდა შეედგინა სათანადო ოქმი, რაზეც მძღოლმა გამოთქვა უკმაყოფილება. ამის შემდეგ ლ---- მ------–-–---–მა გაჩერებული ავტომანქანის საბარგულზე დაიწყო საჯარიმო ქვითრის შედგენა, რაზეც მძღოლი მ--–---- ქ------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და ლ---- მ------–-–---–ისკენ წავიდა გინებით, გამოართვა ქვითარი, დააფურთხა, დახია და დააგდო ძირს, ხოლო შემდეგ ლ---- მ------–-–---–ს დაარტყა ხელი. ამის დანახვაზე თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან და ქ------–--ეს მოუწოდეს სიმშვიდისკენ, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ემ მასაც დაარტყა ხელი და მოქაჩა მაისურზე. ამის შემდეგ მ--–---- ქ------–--ე წავიდა საბარგულისკენ და იმუქრებოდა დახოცვით, რა დროსაც მან და ლ---- მ------–-–---–მა მოახდინეს მისი დაკავება, ხოლო მ-----– ხ-----–---–მა გამოიძახა დამხმარე ჯგუფი. მოწმის განმარტებით შემდგომ მათთან მივიდა დამხმარე ჯგუფი, კერძოდ ჯ--- ქ----–---–ი, გ------- ჩ------ე და ზ------ ს-------–---–ი, რომლებსაც აუხსნეს მომხდარი და გ------- ჩ------ემ დაიწყო დაკავების ოქმის შედგენა. მოწმის განმარტებით დაკავების ოქმის შევსების დროს მ--–---- ქ------–--ე იყო აგრესიული, რის გამოც ჩასვეს ავტომანქანაში. რამდენიმე წუთში კვლავ გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით დაკავების ოქმის დასრულებამდე მ--–---- ქ------–--ე მათ მიმართ იყო აგრესიული. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ--–---- ქ------–--ემ მას შემოახია ტანსაცმელი და მიღო დაზიანება. ასევე მ--–---- ქ------–--ის რეაქცია და აგრესია გამოიწვია პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამ და ძალადობა მიმართული იყო იმისკენ, რომ მის მიმართ ოქმი არ შედგენილიყო.

5.1.3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის რაიონული სამმართველოს დ-----------------–--–----------------–-- მ-----– ხ-----–---–მა. მოწმემ ასევე დამატებით განმარტა, რომ მან გამოიძახა დამხმარე ჯგუფი რაციის მეშვეობით და მ--–---- ქ------–--ე აგრესიას გამოხატავდა გ------- ჩ------ის მიმართაც. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა პირადობის მოწმობა, დახეული სამართალდარღვევის ოქმი, სამხრეები და ღილები, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას, სალონიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, „მარიხუანა“, ხოლო საბარგულიდან თეთრ პარკში გადახვეული იარაღი და ტყვიები. მ--–---- ქ------–--ე საგამოძიებო მოქმედებების დროს იყო აგრესიული და აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს. ამის გამო, ჯ--- ქ----–---–მა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება სოფლის რწმუნებულის გამოძახებაზე, რომელიც დაესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და ავტომანქანის ჩხრეკას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ--–---- ქ------–--ემ თავიდანვე უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ მას უწერდნენ ჯარიმას. როდესაც მ--–---- ქ------–--ემ თავდაპირველად ლ---- მ------–-–---–ს დაარტყა ხელი და ძიძგილაობნენ, ამ დროს შ--–-- შ--–----–-–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან, რომელსაც ასევე დაეძიძგილავა და დაარტყა ხელი, ხოლო თავად დარჩა ავტომანქანაში და გამოიძახა დამხმარე ჯგუფი, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც მ--–---- ქ------–--ე უკვე იყო დაკავებული.

5.1.4. საქმის გამომძიებელმა გ------- ჩ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში. საღამოს საათებში რაციაში თელავის ეკიპაჟმა დაიძახა, რომ შუამთის ტერიტორიაზე ჭირდებოდათ დახმარება. ამის შემდეგ ჯ--- ქ----–---–თან და ზ------ ს-------–---–თან ერთად გაემართა მითითებულ ტერიტორიაზე, სადაც დახვდნენ ლ---- მ------–-–---–ი, შ--–-- შ--–----–-–---–ი და მ-----– ხ-----–---–ი, რომლებსაც დაკავებული ყავდათ მ--–---- ქ------–--ე. მოწმის განმარტებით ადგილზე მას პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მ--–---- ქ------–--ემ მათ გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მოახდინეს დაკავება. ამის შემდეგ მან შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამავდროულად მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მოწმის განმარტებით, ოქმის შედგენის დროს მ--–---- ქ------–--ე იყო აგრესიული, ხოლო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანის ჩხრეკის დროს მ--–---- ქ------–--ე იყო აგრესიული, ამასთან მან განუმარტა, რომ უნდა გაეჩხრიკათ მისი ავტომანქანა, რაზეც განაცხადა, რომ იგი ხელს არაფერს მოაწერდა, შესაბამისად აზრი არ ქონდა მისი ავტომანქანის ჩხრეკაზე დასწრებას და გამოიძახეს სოფლის წარმომადგენელი.

5.1.5. საქმის გამომძიებელმა ჯ--- ქ----–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, გ------- ჩ------ესთან და ზ------ ს-------–---–თან ერთად გამოცხადდა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდნენ თანამშრომლები: ლ----ი მ------–-–---–ი, შ--–-- შ--–----–-–---–ი და მ-----– ხ-----–---–ი. მათ გვერდით ყავდათ პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ შეიტყო იყო მ--–----ი ქ------–--ე. თანამშრომლების გადმოცემით, როდესაც გააჩერეს ავტომობილი, მ--–----ი ქ------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თანამშრომლებმა ასევე უთხრეს, რომ ხსენებული პირი იწევდა მანქანისკენ, რამაც გაუჩინა ეჭვი, რომ მანქანაში შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე დანაშაულის იარაღი. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ასევე უთხრეს, რომ დაუხია სამართალდარღვევის ოქმი და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს ეს პიროვნება. იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილი ეკუთვნოდა სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ტერიტორიას, მან გამოიძახა სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ასევე ექსპერტები. გ------- ჩ------ემ მ--–----ი ქ------–--ე გაიყვანა გვერდით, დაიწყო მისთვის უფლებების განმარტება და დაკავების ოქმის შევსება, თვითონ დაელოდა ექსპერტებს და დ----- გ-----–---–ს. მათი მოსვლის შემდეგ დ----- გ-----–---–ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, რის შემდეგ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილიდან ამოიღო დახეული საჯარიმო ქვითარი, მ--–---- ქ------–--ის პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, სამსახურებრივი ფორმის ღილები და სამხრე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ვინაიდან მ--–----ი ქ------–--ე იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა თანამშრომლების მისამართით, შესაბამისად მისი მონაწილეობით ვერ ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პიროვნება დაკავებული იყო ძალადობრივი დანაშაულისათვის, ასევე გაითვალისწინა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე, ე.წ. ხევისპირზე და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა ადგილი ქონოდა რაიმე ძალისმიერ ქმედებას და იქ ჩავარდნით დაშავებულიყო მისი თანამშრომელი ან მ--–---- ქ------–--ე, აღნიშნულიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება გააცნო დ----- გ-----–---–ს და ამის შემდეგ ჩაატარა მ--–---- ქ------–--ის მანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მანქანის სალონიდან ადგილიდან ამოიღო მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ასევე ტელეფონი, ხოლო მანქანის საბარგულში, ე.წ. ნოხის ქვეშ ნანახი და ამოღებული იქნა ე.წ. გადაჭრილი თოფი და ორი ცალი ვაზნა, რომლებიც ამოღებული იქნა და ექსპერტების მიერ დაილუქა შესაბამისად, ხოლო ავტომობილი გადატანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას ლ---- მ------–-–---–ს და შ--–-- შ--–----–-–---–ს დაკავებული ყავდათ მ--–----ი, რომელიც იყო აგრესიული, იგინებოდა, ბორგავდა, ეჯიკავებოდა თანამშრომლებს, ხოლო მ-----– ხ-----–---–ი იდგა მანქანასთნ ახლოს და იცავდა შემთხვევის ადგილს. მოწმემ განმარტა, რომ მას მ--–---- ქ------–--ისთვის დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ არ გაუცნია, ასევე არც უთქვამს, რომ ავტომანქანის გაჩხრეკას აპირებდა, აღნიშნული მ--–---- ქ------–--ეს უთხრეს მისმა თანამშრომლებმა.

5.1.6. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ------ ს-------–---–მა.

5.1.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმე დ----- გ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, დღის ბოლოს ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და როგორც სოფლის წარმომადგენელს სთხოვეს გამოცხადებულიყო შუამთის ტერიტორიაზე, რადგან დაკავებული ყავდათ პიროვნება და საჭირო იყო საგამოძიებო მოქმედებებში მისი დასწრება. ამის შემდეგ, დააახლოებით 40 წუთში, იგი გამოცხადდა ადგილზე და ნახა პოლიციის ავტომანქანები, ასევე „პროჟექტორებით“ განათებული იყო ტერიტორია. ადგილზე განუცხადეს, რომ საჭირო იყო მისი დასწრება შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მისვლამდე იყო დაცული, რა დროსაც ამოღებული იქნა სამხრეები, ღილები, დაჭმუჭნული საჯარიმო ქვითარი. მოწმის განმარტებით, დათვალიერების დროს იქვე ახლოს ავტომანქანაში იჯდა პიროვნება, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს, ხოლო შემდეგ დაიწყეს ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის სალონიდან ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა, სოლო საბარგულიდან ასევე ამოღებული იქნა გადაჭრილი თოფი და ვაზნები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანის უკანა სალონში და საბარგულში სხვადასხვა ნივთებთან ერთად ელაგა საახალწლო ნობათი, ჩუხრჩხელები, ღვინო, გოჭი და ასე შემდეგ. მოწმემ განმარტა, რომ მისი მისვლისას დაკავებული პიროვნება პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, რაც გამოიხატებოდა ყვირილში, ხოლო გაწევ-გამოწევას და გინებას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. მოწმის განმარტებით დაკავებული პიროვნება მისი იქ ყოფნის დროს გადმოიყვანეს ავტომანქანიდან დაახლოებით 15 წუთით, გაჩხრიკეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს.

5.1.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტმა ნ-----–---- ტ-----–---–მა, დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გამომძიებელმა ჯ--- ქ----–---–მა სცადა, რომ მ--–----ი ქ------–--ე დაესწო მისი ავტომანქანის ჩხრეკაზე მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ქ------–--ე იყო აგრესული, იგინებოდა, რის გამოც მანქანის ჩხრეკა ჩაატარეს ქ------–--ის მონაწილეობის გარეშე. მოწმის განმარტებით მ--–---- ქ------–--ე პოლიციის მიმართ გამოხატავდა აგრესიას მისი მისვლის მომენტიდან.

5.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამსახურებრივი ფორმის პერანგებზე არსებული დაზიანებები გახევის, სამხრისა და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღილები და სამხრე ფორმით, ზომით, ფერით, გავს პერანგზე დამაგრებულ ღილებს და შესაძლებელია ეკუთვნოდეს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პერანგს.

5.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნომერგადაშლილი გადაჭრილი თოფი ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, 12 კალიბრის „И------“ მოდელის ერთლულიან თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული, გადაჭრილი ნომერგადაშლილი თოფი არის ცეცხლსასროლი იარაღი და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2 ცალი საკვლევი ობიექტი არის ქარხნული წესით დამუხტული, 12 კალიბრის პლასტმასის ვაზნები, განკუთვნილი 12 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

5.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--- გ---–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მომწვანო და მოყავისფრო ფერის გამომშრალი მცენარეული მასების ნარევი, საერთო წონით: 0,23 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალ მარიხუანას 0,16 გრამის ოდენობით. მომწვანო ფერის გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 15,63 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. მომწვანო ფერის გამომშრალი მცენარეული მასა, წონით - 21,17 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა - 36,96 გრამი

5.1.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---- კ---------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, რომლის თანახმად:

31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით შ--–-- შ--–----–-–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს.

31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით ლ---- მ------–-–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი მარცხენა ყვრიმალის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს.

31.12.2018 წ-ს პირადი გასინჯვით მ--–---- ქ------–--ეს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირის არეში და სისხლნაჟღენთი გულმკერდის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირის არეში არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018 წ-ს. ხოლო სისხლნაჟღენთი გულმკერდის არეში ხანდაზმულობით ძველია (7-9 დღისაა) და ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12.2018წ-ს. მუცლის წინა კედელზე არსებული თიაქარის განვითარების 30.12.2018წ-ს მიღებული ტრავმასთან დაკავშირების საფუძველი არ გააჩნია.

5.1.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: პაკეტში წარწერით: „თოფიდან და ვაზნიდან აღებული ანაწმენდი“, მოთავსებულ“: ანაწმენდებზე, თოფიდან და ერთ-ერთი ვაზნიდან, არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ქ------–--ეს (ობ. N5; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუშის აღება 1 (ერთი) ც სპეც. ბიოლოგიური ჩხირით, ბრალდებულ მ--–---- შ-----ს ძე ქ------–--ის (დბ. 14.0....1967)...“); ანაწმენდებზე, მეორე ვაზნიდან, არსებულ ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი პარციალურად შერეულია. 0ბ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მ--–---- ქ------–--ეს (ობ. N5); პაკეტში წარწერით: „...2 (ორი) ფურც. გახეული ადმინისტ. სამართალდარღვევათა ოქმი ამოღებული თელავი გომბ. ვაზიანის 57 კლ. მიმდ. ტერიტ. მდგარი მერს. რაკ. ა/მანქ. H---------ის მიმდ. ტერიტორიიდან...“, მოთავსებულ საჯარიმო ქვითარზე და მის ასლზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ--–---- ქ------–--ეს (ობ. N5).

5.1.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---–- მ---------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მ--–---- ქ------–--ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას, ლაბორატორიულად დაუდგინდა ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

5.1.15. მ-----– ქ------–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს მ--–---- ქ------–--ე ჩავიდა მათთან სახლში თელავის რაიონის სოფელ ა------–-. მოწმის განმარტებით მ--–---- ქ------–--ე იყო საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი, აწუხებდა ტკივილები და იყო სუსტად, რის გამოც მას ავტომანქანაში ჩაულაგეს საახალწლო ნობათი. მოწმის განმარტებით მას მ--–---- ქ------–--ის ავტომანქანაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ შეუმჩნევია.

5.1.16. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მ--–---- ქ------–--ის წასვლიდან მოკლე ხანში მის საცხოვრებელ სახლთან დაინახა ვერცხლისფერი დაბურული ავტომანქანა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ--–---- ქ------–--ე დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე დაბარებული ყავდათ თ--–---------------–-------------–--–-, სადაც უთხრეს, რომ თელავში არ ჩამოსულიყო.

5.1.17. მ--–---- ქ------–--ემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღიარა დანაშაული და აჩვენა, რომ მისი დევნა დაიწყო 2018 წლის გაზაფხულზე. იგი ჩამოვიდა მამის გარდაცვალების გამო, შემდეგ რამოდენიმეჯერ მოუწია ჩამოსვლა სასაფლაოს გასაკეთებლად. მოწმის განმარტებით თელავის რაიონის სოფელ ა------–- რამოდენიმეჯერ მიუცვივდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უ-------- და მისი მ--------–---------- ს--------ე. პირველ შევარდნაზე გაუტეხა 2 ცალი 22 ლიტრიანი ბადაგით სავსე ბოცა, მეორე შევარდნაზე კი გაუტეხა 22 ლიტრიანი ღვინით სავსე ბოცები. შემდეგ დაიბარეს თელავის პოლიციაში, სადაც გამოცხადდა პოლიციის უ--------ს კაბინეტში. აქ უთხრეს, რომ თელავში აღარ ჩამოსულიყო და მის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ზემოქმედება, ემუქრებოდნენ ავტომატის ჩადებით. აღნიშნულის თაობაზე მან მეორე დღესვე აცნობა სახალხო დამცველს. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 30 დეკემბერს, იგი ჩამოვიდა თელავის რაიონის სოფელ ა------–- სადაც მოინახულა დედა, ძმა, რომლებსაც ჩამოუტანა მცირეოდენი საჩუქრები, ხოლო სოფელში მას მანქანაში ჩაულაგეს საახალწლო ნობათი და იმავე დღეს დაბრუნდა თბილისში. გზაში შეამჩნია პოლიციის მანქანები, რომლებიც აედევნნენ და შუამთის ტერიტორიაზე გააჩერეს. ამ დროს მასთან მივიდა ლ---- მ------–-–---–ი და მოსთხოვა საბუთები, ამასთან მოსთხოვა საბარგულის გახსნა, რასაც იგი დაემორჩილა. ამ მომენტში მათთან მივიდა ასევე ა------ ს--------ე, რომელმაც უთხრა თუ რამდენს ალაპარაკებდა და ჩაარტყა იარაღი. ამის გამო დაკარგა გონება. გონაზე მოსვლის შემდეგ ხელბორკილებით, მისივე მანქანის მარჯვენა წინა საბურავთან, ყინულზე იყო დაგდებული და მასზე ძალადობდნენ პოლიციის თანამშრომლები. თვითონ მას პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამასთან ადგილზე არანაირი დოკუმენტი არ შემდგარა და ყველაფერი შეივსო თ--–---------------–-------------–--–-. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას ავტომანქანაში არც ნარკოტიკული საშუალება და არც ცეცხლსასროლი იარაღი არ ქონია და იგი მას ჩაუდეს პოლიციის თნამშრომლებმა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მას დაკავებისას თან ქონდა ფულადი თანხა და ძვირფასი მაჯის საათი, რომელიც ასევე წაართვეს პოლიციის თანამშრომლებმა.

5.1.18. ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N035301218002 საქმეზე დაიწყო 2018 წლის 30 დეკემბერს.

5.1.19. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად მ--–---- ქ------–--ე დაკავებულია, 2018 წლის 30 დეკემბერს, 17:45 საათზე. ამავე დროს ადგილზე - 19:05-19:25 საათების პერიოდში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომელიც მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.

5.1.20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2018 წლის 30 დეკემბერს 18:15- 18:15 საათების პერიოდში დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. (ს.ფ. 12-31)

5.1.21. ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 30 დეკემბერს 19:16-20:40 საათების შუალედში. (ს.ფ 33-59)

5.2. სამართლებრივი შეფასება

5.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

5.2.2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

5.2.3. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

5.2.4. პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადად მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების სიმცირე ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია ზემოთ დასახელებული უზენაესი სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემეობებიდან განსაკუთრებული ყურადღება შეაჩეროს მეორე პუნქტზე და გაარკვიოს ამყარებს თუ არა არსებული წერილობითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებს, ხომ არ არის მათ შორის სხვადასხვა წინააღმდეგობა. აღნიშნულის შედეგად კი სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სახეზეა თუ არა ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

5.2.5. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

5.2.6. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

5.2.7. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით განსახილველ შეთხვევაში, სააპელაციო პალატა აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. კერძოდ, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ--–---- ქ------–--ის მიერ ჩადენილია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს დანაშაულებრივი ქმედება საერთოდ არ ჩაუდენია. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ--–---- ქ------–--ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

5.2.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის თანახმად, დასჯადია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ ქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიას, რასაც თან ახლავს ძლადობა ან ძლადობის მუქარა. მოცემული მუხლით კვალიფიკაციისთვის, დამნაშავის ქმედება აუცილებლად კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ამასთან, ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინაც, თუ იგი ჩადენილია არა მარტო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგაც. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივისა და მიზეზობრივი კავშირის დადგენა ხელყოფასა და პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

5.2.9. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის მიზანი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელებზე თავდასხმა არ ყოფილა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პოლიციელების მიერ მისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა ძალადობა და ძალადობის მუქარა. თვითმხილველი მოწმეების შ--–-- შ--–----–-–---–ის, ლ---- მ------–-–---–ისა და მ-----– ხ-----–---–ის ჩვენებების თანახმად, სამართალდარღვევის გამო შეჩერებულმა მძღოლმა მ--–---- ქ------–--ემ, მას შემდეგ დაიწყო აგრესიული ქმედებები, როდესაც მის მიმართ ავსებდნენ საჯარიმო ქვითარს. ამ დროს მ--–---- ქ------–--ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, მიუახლოვდა ლ---- მ------–-–---–ს და დაუფურთხა ქვითარზე, ასევე უთხრა, „ეს არის თქვენი კანონებიო“, ხელიდან გამოგლიჯა ქვითარი და დააგდო ძირს, რის შემდეგაც პოლიციელს გაარტყა ხელი და ჩამოახია სამსხურებრივი ფორმა. ამის გამო ლ---- მ------–-–---–ი ცდილობდა მ--–---- ქ------–--ის დაწყნარებას და იჭერდა ხელებით, ავტომანქანიდან დასახმარებლად გადმოვიდა შ--–-- შ--–----–-–---–ი, მაგრამ ქ------–--ემ მასაც დაარტყა ხელი სახის არეში და პერანგი ჩამოახია, შემდეგ კი გაიქცა საბარგულისკენ და უთხრა „ეხლა ნახე რას გიზავთ, დაგხოცავთო“. ამ დროს მოახდინეს მისი დაკავება. შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მ--–---- ქ------–--ის ძალადობა და ძალადობის მუქარა მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ მის მიმართ არ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმი, მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ასრულებდა კიდეც ლ---- მ------–-–---–ი.

5.2.10. ამასთან პალატა უთითებს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლზე, რომლის თანახმად დასჯადია პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში მოიაზრება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ., ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას, ამასთან მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუჩნდეს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი.

5.2.11. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარაში გამოიხატება.

5.2.12. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა თავისი კონსტრუქციით ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვალა მოქმედების ჩადენისთანავე. ე.ი ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან, ხოლო ქმედების სუბიექტური მხარე კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატა, კერძოდ მსჯავრდებულ მ--–---- ქ------–--ეს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურდა ეს შედეგი. პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობა მიზნად ისახავდა, მისი კანონიერი საქმიანობის შეწყვეტას.

5.2.13. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ--–---- ქ------–--ის მიერ სწორედ ამ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ - პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დადასტურებულია როგორც დაზარალებულების, ასევე ფაქტის შემსწრე მოწმის ჩვენებებით. აღნიშნულმა პირებმა დაკითხვისას პირდაპირ მიუთითეს, რომ მ--–---- ქ------–--ემ, აპროტესტებდა რა საჯარიმო ქვითრის შევსებას, ლ---- მ------–-–---–ს ხელი გაარტყა და ჩამოახია სამსახურებრივი ფორმა, სახის არეში ხელი დაარტყა და პერანგი ჩამოახია ასევე თანამშრომლის დასახმარებლად მისულ შ--–-- შ--–----–-–---–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ კი გაიქცა და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით.

5.2.14. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხული ყველა ის პირი, ვინც ქ------–--ეს ამხელს დანაშაულის ჩადენაში პოლიციელია. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვალდებულია განსაკუთრებული გულმოდგინებით შეამოწმოს ეს ჩვენებები და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილებაზე (პარ. 11) სადაც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „პალატა (საკასაციო) „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“.

5.2.15. სააპელაციო პალატა უთითებს ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N 40094/05, პუნქტი 153-154) რომლითაც ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები.

5.2.16. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პოლიციელების ჩვენებებს ამყარებს არა მხოლოდ მათი ერთმანეთთან შესაბამისობა, არამედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პირადი გასინჯვით შ--–-- შ--–----–-–---–ს სხეულზე აღენიშნება: სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს. ასევე, პირადი გასინჯვით, ლ---- მ------–-–---–ს სხეულზე აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა ყვრიმალის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვის თანახმად სამსახურებრივი ფორმის პერანგებზე არსებული დაზიანებები გახევის, სამხრისა და ღილების ამოგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღილები და სამხრე ფორმით, ზომით, ფერით, გავს პერანგზე დამაგრებულ ღილებს და შესაძლებელია ეკუთვნოდეს ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პერანგს. გარდა ამისა საყურადღებოა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებმაც ადგილზე აღმოაჩინეს დახეული სამართალდაღვევის ოქმი, რაც ადგილზე იქნა ამოღებული, დასურათებული და დალუქული სათანადო წესით. ხოლო რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ხსენებულ ოქმზე აღმოჩენილი იქნა მ--–---- ქ------–--ის ბიოლოგიური კვლების ნიმუშები.

5.2.17. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არა მხოლოდ მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ ხშირ შემთხვევაში ალოგიკურიცაა. მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მსჯავრდებულს შემთხვევის დღეს მიღებული ჰქონდა მხოლოდ ერთი სისხლჩაქცევა ტუჩის არეში, რაც სავსებით შესაძლებელია მიეღო მისი დაკავებისას განხორციელებული პროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, ისე, როგორც ეს აღწერილია პოლიციელების ჩვენებებში. ამავე დროს, ეს დაზიანება სრულიად შეუსაბამოა თვითონ მსჯავრდებულის ჩვენებასთან, რომ თავში ჩაარტყეს იარაღი, დაკარგა გონება, დიდი ხნის განმავლობაში ყინვაში ეგდო მიწაზე და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

5.2.18. საქმის მასალების თანახმად ყველა ნივთმტკიცება დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ექსპერტიზებს წარედგინა ისე, რომ შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ეს ფაქტობრივი გარემოება პრაქტიკულად არც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია. სააპელაციო საჩივრის განხილვისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ბოთლით წყალი დაალევინეს პოლიციაში მიყვანის შემდეგ. შესაბამისად დროის თვალსაზრისითაც შეუძლებელია ვინმეს ამ ბოთლიდან გენეტიკური კვალი ნივთმტკიცებაზე გადაეტანა, რომ არაფერი ვთქვათ მასზედ, რომ ასეთი რამეზე არცერთი მტკიცებულება მიანიშნებს.

5.2.19. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს ყველაფერი ინსცენირებული იყო პოლიციელების მიერ და ამას ადასტურებს პოლიციელის ჩაცმულობა მოკლესახელოან პერანგში. აღნიშნული მსჯელობა ლოგიკას მოკლებულია, რამდენადაც გამოდის, რომ თუ ასეთი რამ პოლიციამ დაგეგმა და თუ ქ------–--ეს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაშინ პოლიციელებმა დააზიანეს ეს ჩასაცმელი. უფრო მეტიც, პოლიციელებს წინდაწინ ჰქონდათ გათვლილი, რომ მოუწევდათ ასეთი რამის გაკეთება. ასეთ ვითარებაში ლოგიკურად ჩნდება საწინააღმდეგო კითხვა, რა შეუშლიდათ მათ ხელს დაეხიათ არა საზაფხულო, არამედ ზამთრის ტანსაცმელი და რატომ გააჩინეს მათ დაცვის მიერ დასმული კითხვა? ანალოგიურად არადამაჯერებელია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით დანაშაულის ფაქტის გამორიცხვა. საქმე ისაა, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს მსჯავრდებული დაჯდა საჭესთან, ჩავიდა თბილისიდან თელავის რაიონში, ფეხით გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და იმავე დღეს ბრუნდებოდა უკან. ამ ფონზე უპირობოდ გამორიცხვა იმისა, რომ ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მამაკაცს არ შეუძლია რამდენჯერმე ხელი მოუქნიოს და დაარტყას პოლიციელებს, ასევე დახიოს ტანსაცმელი და ქაღალდი, სცილდება გონივრული შეფასების ფარგლებს.

5.2.20. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, 2015 წლის 30 სექტემბრის, №734 ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველო წარმოადგენს ამ დეპარტამენტის სრტუქტურულ ერთეულს (მუხლი 8). ამ დებულების მეთორმეტე მუხლით განსაზღვრულია რაიონული სამმართველოების კომპეტენცია და აღნიშნულია, რომ მათ კომპეტენციას მიეკუთვნება ამავე დებულების 10-ე და 11-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილებები. თავის მხრივ, 11-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ უბნის ინსპექტორების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა. უდავოა, რომ შემთხვევა მომხდარია თელავის რაიონის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველო სამოქმედო ტერიტორიას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 1181 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები. არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს აუკრძალავს მის სამოქმედო ტერიტორიაზე ამ უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე ტერიტორიაზე ვრცელდება ასევე საპატრულო პოლიციის იურისდიქცია.

5.2.21. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეები დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, დაზარალებულებისთვის მიყენებული დაზიანებების ლოკაცია და ხარისხი, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები წარმოადგენენ ერთიან, სწორ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შედეგად კი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–---- ქ------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

6. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვის ნაწილი.

6.1. პალატამ ზემოთ დეტალურად მიუთითა კანონის იმ ნორმებზე, კრიტერიუმებსა და სასამართლო პრაქტიკაზე, რომელთა გამოყენებითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებათა ერთობლიობას და ადგენს სახეზეა თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებითვე პალატა არკვევს ჩაიდინა თუ არა მ--–---- ქ------–--ემ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

6.2. ამ ნაწილში ბრალდების დასადასტურებლად პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები. პალატა ამ შემთხვევაშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით. შესაბამისად ჩხრეკის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს პირის მსჯავრდებას ბრალდების დასახელებულ ნაწილში.

6.3. მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას პალატა პირველ რიგში მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. მათ შორის, 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ, ევროსასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“.

6.4. ზოგადად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ცხადყოფს, რომ სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის შემოწმებას და იმის გაანალიზებას, თუ რა გავლენა მოახდინა კონვენციით მინიჭებული უფლებების დარღვევით მოპოვებულმა მტკიცებულებამ საქმის შედეგზე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, როგორც აღინიშნა, ევროსასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა გაარკვიოს არა ის, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, არამედ ის, იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც.

6.5. იმის განსასაზღვრად, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანობაში სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების გამოყენებამ ბრალდებულის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, 2. რამდენად უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებები - შეეძლო თუ არა ბრალდებულს ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, სხვადსხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით, 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა - რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი.

6.6. პალატა განმარტავს, რომ საკითხის გარკვევისას, დაირღვა თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას უკავშირებს, მისი მოპოვების წესის არა ყველა, არამედ მხოლოდ არსებით დარღვევას (იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამავდროულად კანონი, უმრავლეს შემთხვეაში ვერ აკონკრეტებს რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და რომელი კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას. რიგ შემთხვევებში ეს საკითხები დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, თუმცა ძირითადად ასეთი საკითხები წყდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებების და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების, კონკრეტული მტკიცებულებების რაობის და სხვა საკითხების ერთობლივად შეფასების შედეგად. თუ, ერთ შემთხვევაში, მხოლოდ საპროცესო კანონის დარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის, სხვა შემთხვევაში ასეთ დარღვევასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს საკითხი გამოიწვია თუ არა ფორმალური პროცედურებიდან გადახვევამ ზიანი, რაც გამოუსწორებელია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის და გადაწყვეტის ინტერესებთან მიმართებაში.

6.7. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა. კერძოდ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო, ხოლო მეექვსე ნაწილის თანახმად დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

6.8. საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით. შესაბამიასდ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გამომძიებელს ეკისრება დადგენილების წარდგენის ვალდებულება, რაც საფუძვლად უდევს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. ხოლო დადგენილების გაცნობაზე ან/და ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი აკეთებს შესაბამის შენიშვნას.

6.9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ--–---- ქ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა ისე, რომ მ--–---- ქ------–--ეს არ გააცნეს დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. აღნიშნული დასტურდება, როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენებით, ისე თავად დადგენილებით, რომელზეც შენიშვნა გამომძიებელს არ გაუკეთებია და არ არის დაფიქსირებული, რომ მ--–---- ქ------–--ეს წარედგინა დადგენილება, მაგრამ მან გაცნობაზე ან ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ამასთან თავად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმებით დადგენილია, რომ ავტომანქანის ჩხრეკის დროს მ--–---- ქ------–--ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 30 დეკემბერს 19:16-20:40 საათების შუალედში, ხოლო პირადი ჩხრეკა ჩატარდა დაკავების ადგილზე 2018 წლის 30 დეკემბერს 19:05-19:25 საათების პერიოდში.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დ----- გ-----–---–მა, რომელიც ნეიტრალური პირია, განმარტა, რომ ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყეს მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლები მორჩნენ მ--–---- ქ------–--ის პირად ჩხრეკას, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ეს ჩვენება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმებში მითითებულ დროებთან. გარდა ამისა წინააღმდეგობრივია ის გარემოებაც, როდესაც სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლები მიუთითებდნენ ზედმეტ სიფრთხილესა, თუ იმ გარემოებაზე თითქოს მ--–---- ქ------–--ე გამოხატავდა განსაკუთრებულ აგრესიას, მაშინ როდესაც აღნიშნულიც არ დაადასტურა თავად დ----- გ-----–---–მა, რომლის ჩვენების თანახმადაც, ადგილზე მისვლისას ნახა, რომ დაკავებული პირი გამოხატავდა აგრესიას, რაც ყვირილში გამოიხატებოდა, თუმცა მისი მხრიდან გაწევ-გამოწევას და გინებას ადგილი არ ჰქონია

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში თავად გამოძიებელს, რომელიც სასამართლო სხდომაზე ხაზს უსვამდა მ--–---- ქ------–--ის განსაკუთრებულ აგრესიაზე, ცალსახად და ნათლად აქვს მითითებული, რომ მ--–---- ქ------–--ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოებაში. ასევე შენიშვნაში თავად გამომძიებელს აქვს მითითებული, რომ მ--–---- ქ------–--ე გაეცნო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზის გამო განაცხადა უარი.

6.10. ამრიგად დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც პოლიციის თანამშრომელთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზედმეტი აგრესიულობის გამო, შეუძლებელი იყო მ--–---- ქ------–--ისთვის ავტომანქანის ჩხრეკის დადგენილების გაცნობა და მისი ჩხრეკაზე დასწრება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

6.11. პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა გაირკვეს დასაშვებია თუ არა მტკიცებულება, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მისი კანონთან შესაბამისობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი ისეთი საგამოძიებო მოქმედების მიმართ, როგორიცაა საკუთრების (ამ შემთხვევაში ავტომანქანის) ჩხრეკა, აწესებს სასამართლო კონტროლს. ზემოთ მოყვანილი, ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გამომძიებლის ვალდებულება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებლის დადგენილება, ჩხრეკის დაწყების წინ გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ჩხრეკა. დადგენილების გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩხრეკა ტარდებოდა ქ------–--ესთან და ამ უკანასკნელის მიერ დადგენილების გაცნობა (ან გამომძიებლის შენიშვნა ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ) ხელმოწერით დადასტურებული არ არის.

6.12. კანონის დასახელებული მუხლები ემსახურება პირის საკუთრების უფლების დაცვას და მისი იდეა არის ის, რომ პირი, ვისი საკუთრებაც სახელმწიფომ ხელყო ჩხრეკის შედეგად, პირადად დაესწროს ამ პროცედურას, რათა როგორც მას, ისე ობიექტურ დამკვირვებელს კითხვები არ გაუჩნდეს ჩხრეკის ჩამტარებელი მოხელეების და მისი შედეგების მიმართ. ამრიგად ცალსახაა, რომ ჩხრეკას მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი უნდა ესწრებოდეს. აღნიშნულიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მესაკუთრის ჩხრეკაზე დასწრება შეუძლებელია ობიექტურად, რაიმე ისეთი განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ასევე ობიექტური დამკვირვებლის თვალში ეჭვს არ იწვევს. ჩვენს შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც ქ------–--ე მისი ავტომობილის ჩხრეკას არ დაასწრეს და ამავდროულად ბრალდებამ ვერ წარმოადგენა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ საგამონაკლისი შემთხვევის აუცილებლობასა და კანონიერებას. შესაბამისად, ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის დარღვევით.

6.13. პალატა ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიერ განსაზღვრული, ზემოთ დასახელებული კრიტერიუმებით და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დაშვებული დარღვევა - პირისათვის მისი ავტომანქანის ჩხრეკაზე დასწრების უფლების შეზღუდვა წარმოადგენს კანონის არსებით დარვევას. მტკიცებულების მოპოვება იმ პირობებში, როდესაც პირი ფაქტიურად ჩხრეკის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ არ დაასწრეს მისი ავტომობილის ჩხრეკას, ტოვებს განცდას, რომ ეს მტიკებულება ობიექტური დამკვირვებლის თვალში ვერ იქნება ხარისხიანი, ვერ იქნება სანდო და ზუსტი. მისი მოპოვების გარემოებები ყოველთვის გააჩენს ეჭვს ავთენტურობასა და სანდოობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სისხლის კოდექსის 236-ე და 2731 მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ეს მტკიცებულება ძირითადი და ფაქტიურად გადამწყვეტია.

6.14. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იმის გამო რომ დაუშვებელია მ--–---- ქ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, დაუშვებელია ამ ამტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულება, რაც აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. მათ შორის პირველ რიგში ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ სასამართლო ვერ მიიღებს მას მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას. ჩამოთვლილი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კი არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლობა, რაც მ--–---- ქ------–--ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 2731 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად ბრალდების ამ ეპიზოდებში მ--–---- ქ------–--ე უნდა გამართლდეს.

6.15. პალატა დამატებით უთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულებების მოპოვებაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება მინიმუმ სამ ეტაპზე: წინასასამართლო გამოძიებისას, კერძოდ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე; წინასასამართლო სხდომაზე და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. ყველა ამ ეტაპზე სასამართლო სრული მოცულობით იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხზე. ამ გადაწყვეტილებების მიღებისას განსხვავება მდგომარეობს მათი გამოკვლევის წესსა და სტანდარტში. შესაბამისად უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ ვინაიდან წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულებამ გაიარა დასაშვებობის სტანდარტი, შემდგომში მისი დაუშვებლად ცნობა არ შეიძლება.

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება

7.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

7.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს მ--–---- ქ------–--ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.6. უშუალოდ მ--–---- ქ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მას შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ იგი ნამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, მ--–---- ქ------–--ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამდენად, მ--–---- ქ------–--ის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ--–---------------–--------------------- პროკურორის შ----- ს-----ს, ასევე მსჯავრდებულ მ--–---- ქ------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-------- ჭ--–---–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განაჩენი მ--–---- ქ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

მ--–---- ქ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ--–---- ქ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ--–---- ქ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ--–---- ქ------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ--–---- ქ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მ--–---- ქ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 დეკემბერიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ღილები, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, უნიფორმის სამხრეები, მობილური ტელეფონი, ავტომანქანა, სამსახურებრივი ფორმა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

საჯარიმო ქვითარი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ანაწმენდები, ნეწყვის ნიმუშები და ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს.

გადაჭრილი თოფი და ვაზნები გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი