განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002724279
საქმე № 1ბ/1104-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
13 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ------- ჭ---------–--
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
მ-----– ა--–------–---–ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები თ---–--–-----–-----------------------------------------------–ი, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი: დ-------- ხ----ე
პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია
2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, თ---–--–-----–------------------------------------- ეზოში, მ-----– ა--–------–---–სა და ნ------- კ---–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მ-----– ა--–------–---–მა, განზრახ მოკვლის მიზნით, თორმეტჯერ დაარტყა დანა ნ------- კ---–---–ს, რომელიც სასწრაფო დახმარების მიერ დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში და ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის, 2019 წლის 27 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----– ა--–------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- ხ----ემ. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგ არგუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.1. დაცვის მხარის მითითებით მოწმე ა-–---------- ფ----–--ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უარყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა და იმ პირობებში, როდესაც პირველწყარომ უარყო საუბრის შინაარსი, მაინც გამოიტანა ირიბი ჩვენების საფუძველზე განაჩენი. გარდა ამისა, ამ ჩვენებას შინაარსობრივადაც აქვს პრობლემა. ფ----–--ს ჩვენების თანახმად დაზარალებულს დაუვარდა თავისი დანა, ის აიღო ა--–------–---–მა და ამით მიაყენა დაზიანებები კ---–---–ს. ამავდრულად დადგენილია, რომ დაზარალებულის დანა ამოღებულია საავადმყოფოში, მისივე პირადი ნივთებთან ერთად. ამ დანაზე არ არის ა--–------–---–ის გენეტიკური პროფილის კვალი, სანაცვლოდ მასზე დაჩენილია სხვა ადამიანის გენეტიკური პროფილის კვალი, ვისი ვინაობის დადგენაც გამოძიებას არც უცდია. გარდა ამისა, დაცვის მხარე საკმაოდ ვრცლად აღწერს იმ გარემოებებს, რამაც მისი აზრით ზეგავლენა იქონია მოწმე ფ----–----ე (მისი და მისი შვილის დაპატიმრების მუქარა), რის გამოც ამ უკანასკნელმა გამოძიებას მისცა არასწორი ჩვენება.
2.1.2. სააპელაციო საჩივრის თანახმად, ირიბია ასევე მსჯავრდებულის მეუღლის - ნ----- ე-–----–---–ის ჩვენება. ის არ ყოფილა უშუალოდ შემთხვევის მომსწრე და მის მიერ მონაყოლი წარმოადგენს სხვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია მოპოვებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული მიყურადების შედეგად და ჩაწერილია დისკებზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ეს ნივთმტკიცება კანონით დადგენილი წესით იყო დალუქული, არაა გამორიცხული მონტაჟი და სხვა. ანუ მთლიანობაში, დაცვის მხარე შინაარსობრივი სანდოობის თვალსაზრისით ეჭვქვეშ აყენებს ამ ჩანაწერებს. ამ მტკიცებულების მიმართ დაცვის კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ ნ----- ე-–----–---–ი მსჯავრდებულის მეუღლეა, რომელმაც სასამართლოში ისარგებლა მისი უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დაცვა თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილი, რომლის თანახმადაც: „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“ უნდა გავრცელებულიყო ამ შემთხვევაზეც.
2.1.3. ანალოგიური პოზიცია გააჟღერა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მჯავრდებულ მ-----– ა--–------–---–ის მამის - თ----- ა--–------–---–ის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შეფასებისას.
2.1.3. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ნ-----–-- ს---–----ს ჩვენება, რამდენადაც ისიც ირიბი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, ამ ჩვენების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ის, რომ დაჭრილი კ---–---–ი ახსენებდა და მიმართავდა ვინმე მ-–-ს, გამოძიებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ამ მოწმის გამომძიებლის მიერ გამოკითხვის დროს. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ბრალდების მხარემ არ დააფიქსირა გამოკითხვის ოქმში და არ გაუცვალა დაცვას. შედეგად, ამის შესახებ დაცვის მხარისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მოწმის სასამართლოში დაკითხვის დროს.
2.1.4. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ როგორც დაზარალებული უთითებს ის უცნობმა პირმა დაჭრა ეზოს სხვა ნაწილში და არა იქ, სადაც ა--–------–---–ებთან მოუხდა სიტყვიერი კამათი. აღნიშნულს ისიც არადსტურებს, რომ სისხლის კვლები ეზოში ერთმანეთის მოშორებითაა აღმოჩენილი.
2.1.5. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც: საავადმყოფოდან ამოღებულ დაზარალებულის დანაზე არის თვითონ დაზარალებულ ნ------- კ---–---–ის და ასევე ერთი სხვა პირის კვალი, რომლის ვინაობაც დაუდგენელია; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვავებზე არის ნ------- კ---–---–ის და ასევე ერთი სხვა პირის კვალი, რომლის ვინაობაც დაუდგენელია; იგივე სიტუაციაა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჭიქების და პლასტმასის ბოთლის შემოწმებისას.
2.2. ბრალდების მხარემ შესაგებელში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება. მისი მითითებით სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ემყარება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებების შინაარსსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებულის გარდა დაზარალებულს არავისთან უჩხუბია. სისხლის კვლების ორ ადგილზე აღმოჩენა გამოწვეულია იმით, რომ დაჭრილი კ---–---–ი გადაადგილდებოდა ეზოში. ბრალდება არ ამტკიცებს, რომ კონკრეტულად დაზარალებულისაგან ამოღებული დანით მოხდა ჯანმრთელობის დაზიანება. შემთხვევამდე შემთხვევის ადგილზე იყო სუფრა და აქედან გამომდინარე სხვა დანა შესაძლოა თუნდაც იქიდანაც აეღო მსჯავრდებულს. ასევე არ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. ეს მტკიცებულებები გამოკვლეულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და დადასტურდა მათი კანონიერება.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში
3.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.1.2. ბრალდებულ მ-----– ა--–------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს მიდიოდა ნათესავების - ფიოლიების მოსანახულებლად და დასამშვიდობებლად, რადგან რამდენიმე დღეში დიდი ხნით მიემგზავრებოდა საქართველოდან. ეზოში ჩასულს მოესმა კონფლიქის ხმა და შენიშნა, რომ მამამისი - თ----- ა--–------–---–ი და ნ------- კ---–---–ი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და ერთ სკოლაში დადიოდნენ, უხეში ფორმებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იქვე არის მაგიდა და სკამები, სადაც 5-6 კაცი სვავდნენ, ნასვამები იყვნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. მათგან ნ-------ის მეტი ვ----ვინ იცნო, თუმცა შემდეგ აღიდგინა, რომ ერთ-ერთი მათგანი გ------- მ---------ე იყო. მივიდა სიტუაციაში გასარკვევად, ნ-------ი მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით აღშფოთებული რაღაცას უმტკიცებდა მამამისს, მას ხელი სისხლიანი და შეხვეული ჰქონდა. კ---–---–ი ხელს არ ურტყამდა, თუმცა ადებდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და წითელი ლაქებს ტოვებდა. უთხრა, მამაშენმა პატრული დაგვაყენა თავზეო, თან, თითქოს, ხელის გადაჭრასაც აბრალებდა, რომ პოლიციაში არ წაეყვანათ. ასეთი ქცევა ნ-------ისგან არ გაკვირვებია, იყო კინკლაობა, შეხლა-შემოხლა, ფიზიკური კონტაქტიც ჰქონდათ, რადგან ერთმანეთს ეხებოდნენ, თუმცა ჩხუბსაც ვერ დაარქმევს, უფრო შეჯანჯღარება იყო, მაისურიც გახეული ჰქონდა ოდნავ, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა, ცემა-ტყეპა და მუშტი-კრივი არ გაუმართავთ, მით უმეტეს, დანებით. დაახლოებით 15-20 წუთში, მამასთან ერთად, გაეცალა იქაურობას. მამა სახლში ავიდა, თვითონ კი გაღიზიანებული იყო და სახლში არ აბრუნებულა, ისევ ფიოლიებთან წასვლას აპირებდა. ქვემოთ, მაღაზიასთან, დაახლოებით 10-15 წუთი ფეხით ისეირნა, შეხვდა მეგობარი გ------- ბ--–--ე, რომელმაც მიუთითა, რომ მაისური ჰქონდა დასვრილი, წითელი ლაქა ჰქონდა. ეხლა ხვდება, რომ ის ადგილი ჰქონდა სისხლიანი, სადაც კ---–---–მა ხელი მოკიდა. გ------- ბ--–--ემ ჰკითხა, ხომ მშვიდობა იყო, უპასუხა, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, კ---–---–ი და მისი მეგობრები იყვნენ მთვრალები, ხელი ჰქონდა გაჭრილი და მისი სისხლი იყო. აღარ უნდოდა დასვრილი მაისურით სიარული. თვითონ ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ გ-------ს ტელეფონით დაურეკა მეუღლეს - ნ-----ს და უთხრა, რომ სახლში მივიდოდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. მეუღლემ სთხოვა, ნუღარ იმოძრავებდა, რადგან ეზოში ჩხუბს და წივილ-კივილს აგრძელებდნენ. დაეთანხმა ცოლს და გაერიდა, თან აღარ უნდოდა მათთან დაპირისპირება და კონფლიქტის უფრო გამწვავება. გ------- ბ--–--ემ შესთავაზა, რომ ათხოვებდა მაისურს, ავიდა მასთან სახლში, ჩაიცვა მისი მაისური, თავისი დატოვა, უთხრა, რომ შემდეგ გამოართმევდა, გარეცხვით თავი არ შეეწუხებინა და ტაქსით წავიდა ა-–---- (ა-–----------) ფ----–--სთან. ა-–----ს გაუხარდა მისი ნახვა, დიდი ხანი მასთან არ იყო ნამყოფი, მოუყვა, რომ გამგზავრებას აპირებდა ოჯახთან ერთად და დაიწყეს დალევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სახლში დარეკა, რა დროსაც ნ-----მ უთხრა, რომ ეზოში კ---–---–ი ყოფილა დაჭრილი, სასწრაფო, საპატრულო და დიდი ამბები იყო, ასევე, კორპუსის მიმდებარედ, სადაბაზოშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. იმ დროს ვერც წარმოიდგენდა, რომ მას იკითხავდნენ. შემდეგ ცოლთან სატელეფონო საუბარში გაიგო, რომ სახლში არ უშვებდნენ, მეზობლებთან იყვნენ, რადგან ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჰკითხა, მას ხომ არ ეძებდნენ, მაგრამ მეუღლემ უპასუხა არ ვიცი, სახლში ვერ შევდივარო. შემდეგ საუბრისას ნ-----სგან გაიგო, რომ მამამისი - თ-----ი პოლიციას ჰყავდა დასაკითხად წაყვანილი, სახლში კი ჩხრეკას ატარებდნენ. გაუკვირდა მის სახლში ჩხრეკა. ა-–----ს სთხოვა სახლში წაყვანა, მაგრამ რადგან ცოტა აგრესიული იყო, თან ნასვამი, გადაწყვიტა და ა-–----მაც ასე ურჩია, ჯობდა, თავი შეეკავებინა სახლში მისვლისგან, შესაბამისად, ა-–---- წავიდა ნ-----ს და ბავშვების მოსაყვანად. დაბრუნდა გამთენიას, ნ----- არ გამოჰყოლია. იფიქრა, დილას სახლში რომ მივიდოდა, მაშინ გაარკვევდა ყველაფერს, გააანალიზებდა, რის გამო უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, თან, თითქოს, მას არც ეძებდნენ და ა-–----სთან ერთად გააგრძელა ქეიფი. უკვე თენდებოდა, პოლიციამ რომ მიაკითხა და მოწმის სახით დასაკითხად წაიყვანეს, შემდეგ გაიგო, რომ ა-–---- და მისი შვილი ბესოც წაუყვანიათ. განყოფილებში ცუდად არ მოქცევიან, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, ეუბნებოდნენ, რომ კ---–---–ი მკვდარი იყო, სთხოვდნენ, ეღიარებინა და შეუმსუბუქდებოდა მდგომარეობა, თან აშინებდნენ ახლობლების დაკავებით. შემდეგ ერთმა თანამშრომელმა თაბახის ფურცლები მიუტანა, უთხრა, შენი მამიდაშვილის ჩვენებაა, რითაც საკმარისია ციხეში გაგიშვანო. გაიაზრა და მიხვდა, თუ ფ----–--ც ისეთი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, როგორსაც თვითონ განიცდიდა, არ გაუკვირდებოდა ნებისმიერ სასურველ ჩვენებაზე ხელმოწერა, თან ა-–---- ნასვამიც იყო. სრულიად გამორიცხავს ა-–---------- ფ----–--ს ჩვენებაში მითითებულ ინფორმაციას, თითქოს, უთხრა, რომ დაზარალებულს დანა დაუვარდა, აიღო და დაარტყა, ასეთი საუბარი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე საუბრობდნენ ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერზე.
3.1.3. საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის მამამ, მოწმე თ----- ა--–------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება შვილის წინააღმდეგ. ამავე უფლებით ისარგებლა ბრალდებულის მეუღლემ - ნ----- ე-–----–---–მაც.
3.1.4. დაზარალებულ ნ------- კ---–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 31 აგვისტოს, მეგობრებთან - გ-------სთან, რომლის გვარიც არ იცის, გ------- მ---------ესთან და ვ---- ჩ--------თან ერთად, სვამდა გ-–------------------–-----------------------–- იყვნენ. რაღაც პერიოდში ყველა წავიდა და უბანში მარტო თვითონ და გ------- მ---------ე დარჩნენ. სმის პროცესში მაღაზიასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, სიტუაციის გასარკვევად მივიდა მათთან, უთხრეს, რომ რაღაც გამოძახების გამო იყვნენ. პატრულთან საუბრის დროს ბატონი თ-----იც იყო, რომლის გვარი არ იცის. გაიგო, რომ რაღაც პრობლემა მოსვლიათ და ამის გამო გამოუძახიათ. ამ დროს თვითონ სისხლი მოსდიოდა, რადგან ხელზე თვითდაზიანება მიიყენა სმის პროცესში. თ-----ის სთხოვა, რომ არ იყო საჭირო ეგეთი რაღაცეები, მ-----– ა--–------–---–იც მივიდა და მათ საუბარში ჩაერია, უთხრა - თ-----ი მამაჩემია, წავიყვან და მე მივხედავო. ლაპარაკის დროს ხელითაც შეეხო ზურგზე. მასსა და მ-----–ს შორის ცუდი არაფერი მოხდებოდა, რადგან ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. დაშორდნენ ერთმანეთს და ა--–------–---–ები სახლში ავიდნენ. ცოტა ხანი გაჩერდნენ. სადაც სვამდნენ, შემდეგ კი დაბლა, სახლისკენ ჩავიდა. კორპუსების ქვემოთ ერთ უცნობ, დაახლოებით 35 წლის პირთან შელაპარაკება მოუხდა, სიმთვრალის გამო ერთმანეთს აყვნენ, მიზეზი სიგარეტის მოთხოვნაზე აგრესია იყო. ჩხუბის დროს იმ პირმა დაარტყა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შელაპარაკების და დაჭრის დროს მასთან ერთად არავინ ყოფილა, მეგობრები მანამდე წავიდნენ, გ-------ს კი ხერხემალზე პრობლემები აქვს და წამოწოლილს ჩაეძინა. უცნობთან ჩხუბის შედეგად ჭრილობები მიიღო მუცლის არეში, ღვიძლსა და ფეხებზე, 12 თუ 13 ჭრილობა ჰქონდა. რითი ჰქონდა მიყენებული, არ იცის, დანა არ დაუნახავს. რუსი ეროვნების ქალბატონთან შელაპარაკება არ ახსენდება.
3.1.5. მოწმე ა-–---------- ფ----–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს, ბინდდებოდა, როცა მასთან ბიძაშვილი მ-----– ა--–------–---–ი მივიდა. საუბრობდნენ, თან სვამდნენ. მ-–-ს აღელვება ეტყობოდა, თვითონ დაიწყო ლაპარაკი, უთხრა, რომ რაღაც კონფლიქტი ყოფილა, ჩხუბი მოხდა, რასაც შემდეგ დაჭრა მოჰყვა, დაზარალებულს ჰქონდა დანა და შეხლა-შემოხლაში თითონ მოხვდა ის დანაო. მეტად აღარ ჩაძიებია, მხოლოდ ის ურჩია, რომ პოლიციაში წასულიყო. ბიძას - თ-----ს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ დაკითხვაზე იყო. შემდეგ რძალს - ნ-----ს დაურეკა, რომლისგანაც გაიგო, რომ სახლში არ უშვებდნენ. სთხოვა, ტაქსით მისულიყო მასთან, ბავშვებთან ერთად, მაგრამ იუარა. ამის მერე შვილი - ბ----- დასვა მანქანის საჭესთან და წავიდნენ მის წამოსაყვანად. სახლში პოლიციის თანამშრომლები დახვდათ, ჩხრეკა დამთავრებული ჰქონდათ, ისინი ესწრებოდნენ მის და ნ-----ს საუბარს. საბოლოოდ, ნ----- არ გამოჰყვა და, შვილთან ერთად, სახლში დაბრუნდა. 112-ში უნდა დაერეკა, რომ ეცნობებინა, მაგრამ არ დაურეკავს, რადგან გამთენიის 4 საათი იყო და ჯობდა გათენებულიყო. ეძინათ, დილის 6 საათი იყო, როცა სახლში პოლიცია მივიდა და სამივე, თვითონ, თავისი შვილი და მ-----– ა--–------–---–ი, წაიყვანეს. პოლიციაში გამოკითხეს, შემდეგ წამოიყვანეს და სახლი გაჩხრიკეს, ისევ დააბრუნეს პოლიციაში და ისევ გამოუშვეს. იმ დღეს ბევრი სასმელი ჰქონდა მიღებული და ჩვენების მიცემისას მთვრალი იყო, ყველაფერს ვერ აცნობიერებდა, გამომძიებელსაც ჰკითხა, რამე მ-----–ის საწინააღმდეგოდ ხომ არ ეწერა, არაო, უთხრა და მოაწერა ხელი. ყველაფერი, რაც გამოძიებაში განაცხადა, არ ახსოვს, სწორია თუ არა, თუმცა ჩვენებაში რომ უწერია, რომ მ-----–მა უთხრა, რომ დანა დაარტყა დაზარალებულს მუცლის არეში, სწორია, რადგან მ-----– ასლმაზიშვილმა უთხრა, რომ მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც ჭრილობები მიაყენა ნ------- კ---–---–ს მუცლის არეში.
3.1.6. მოწმე ბ---- ფ----–--ს ჩვენებითა და მისი გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 31 აგვისტოს, გვიან, თერთმეტი-თორმეტი საათისთვის, სახლში მისულს დახვდა მამამისი და მ-----–ი. ტელეფონზე დარეკეს, აფორიაქებული იყვნენ, თან სვამდნენ. თავის ოთახში შევიდა, მაგრამ ესმოდა მათი საუბარი. მამა ძალიან ნასვამი იყო, მიშკა არც ისე. შემდეგ მამამ გლდანში ნ-----ს და ბავშვების მოსაყვანად მანქანის საჭესთან დაჯდომა სთხოვა. მგზავრობის დროს უთხრა, რომ მ-–- მოუყვა, უბანში შელაპარაკებისას კაცი რომ დაჭრა. ნ-----სთან რამდენიმე ხანი დაჰყვეს და სახლში დაბრუნდნენ, დაიძინეს. გამთენიისას პოლიციელები მივიდნენ, სახლი გაჩხრიკეს. უთხრეს, რომ უნდა წაჰყოლოდნენ. ასეც მოხდა. განყოფილებაში დაკითხვისას თვითონ, მამა და მ-----–ი სხვადასხვა სართულზე იყვნენ, ვიზუალური კონტაქტი არ ჰქონიათ ერთმანეთთან. თავიდან ყველა კარგად და შინაურულად ექცეოდათ, შემდეგ, სავარაუდოდ, ისეთ ინფორმაციას რომ ვერ იღებდნენ, როგორიც უნდოდათ, დაკავებით დაემუქრნენ, მაგრამ მან ჩვენებაში მაინც ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იცოდა.
3.1.7. მოწმე გ------- ბ--–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 31 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 8-9 საათზე, სახლთან მყოფს, შეხვდა მ-–- ა--–------–---–ი. სტუმრად მიდიოდა, რა ეცვა, ან რა ფერის, არ ახსოვს, თუმცა ტანსაცმელი დასვრილი, მტვრიანი და სისხლიანი ჰქონდა, ნაჩხუბარს ჰგავდა, ხელში არაფერი ჰქონია. უთხრა, ვიჩხუბეო, თუმცა, იმის გამო, რომ მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, დეტალები არ უკითხავს. შესთავაზა, რომ თავის ტანსაცმელს ჩააცმევდა და ასეც მოიქცა. სახლში აიყვანა, მ-–-მ გამოიცვალა, თავისი ჯინსის შარვალი და მაისური ჩააცვა და წავიდა. თავისი ტანსაცმლიდან მ-–-ს მის ტანსაცმელში არაფერი გადაუტანია. მ-–-ს ტანსაცმლის გარეცხვას აპირებდა, მაგრამ არ გაურეცხავს, დილით სამსახურში წავიდა. პოლიციამ დაურეკა და სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს სააბაზანოდან მ-–-ს ტანსაცმელი ამოიღეს.
3.1.8. მოწმე გ------- მ---------ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 31 აგვისტოს, მეგობრებთან - ნ------- კ---–---–თან, ვ---- ჩ--------თან და გ------- ო----–---–თან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა კორპუსის ეზოში, სადაც მაგიდა და სკამებია, და იქაც გააგრძელეს სმა. რადგან დილიდან ძალიან მთვრალები იყვნენ, ბიჭები სახლებში წავიდნენ, თვითონ და ნ-------ი კი დარჩნენ. ნ-------ი, სიმთვრალიდან გამომდინარე, ხელებს იჭრიდა, მარცხენა ხელი ჰქონდა გადაჭრილი, როგორც ახსოვს, რამდენიმე ჭრილობა მიიყენა, რითი, არ იცის, ალბათ, დანით. ეგონა, არტერიები გადაიჭრა, ისე ასხამდა სისხლი. პატრულიც მივიდა, უსიამოვნება არავისთან მოსვლია, პატრულთანაც არ მიუშვა, უსიამოვნების ასარიდებლად გაიყვანა და იქვე არსებულ ონკანთან ხელები დაბანა. იმდენი სისხლი იყო, თვითონაც დაისვარა. გადაუხვია ცხვირსახოცით, სახლში უნდოდა წაეყვანა, მაგრამ არ გაჰყვა. ამის გამო დასვა სკამზე, ისევ სუფრასთან, თვითონ კი, ტრავმის შედეგად ხერხემალზე ტკივილების გამო, კორპუსთან მდებარე სკამზე წამოწვა და სიმთვრალის გამო გაითიშა. აზრზე რომ მოვიდა, ხალხი იყო, ნ-------ს ხელები მუცელზე ჰქონდა აფარებული, დაჭრილი იყო. ჩაეხუტა და სასწრაფოს ითხოვდა, მალე მივიდა სასწრაფო და პოლიცია. ნერვიულობის ნიადაგზე თვითონაც გაითიშა და საავადმყოფოში გაიღვიძა. დანა არც თვითონ ჰქონია და არც ნ-------ს. სუფრაზე ძეხვი იყო, ყველი და, ალბათ, იმ დანით დაიჭრა, რითაც ჭრიდნენ.
3.1.9. მოწმე ვ----– ჩ-------- ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს, ნ------- კ---–---–თან, გ------- მ---------ესთან და გ------- ო----–---–თან ერთად, იმყოფებოდა მ----------–-, სადაც მისი დეიდაშვილი ცხოვრობს და ეზოში სვამდნენ. სმის დროს არაფერი მომხდარა. ხელი გ------- მ---------ეს სუფრამდე ჰქონდა გაჭრილი, ნ------- კ---–---–ს მისი იქ ყოფნის დროს ხელი გაჭრილი არ ჰქონია. სუფრის წევრებს დანა ჰქონდათ თუ არა, არ დაუნახავს. უკვე დაბნელებული იყო, როცა სახლში წავიდა, ბიჭები დარჩნენ, შემდეგ რა მოხდა, არ იცის. ღამის 11 საათზე მიაკითხეს პოლიციელებმა და განყოფილებაში წაიყვანეს, იქ გაიგო, რაც მოხდა.
3.1.10. მოწმე გ------- ო----–---–ის ჩვენების მიხედვით, მეგობრებთან - ვ----– ჩ--------თან, გ------- მ---------ესთან და ნ------- კ---–---–თან ერთად, სვამდა გ-–------------------–-, სადაც ნ------- კ---–---–მა ხელი გადაიჭრა, ბირჟაზე რომ დანა აქვთ ხოლმე - იმით. ხელი გადაიჭრა გ------- მ--------ემაც, ოჯახში პრობლემის გამო. ხელი შეხვეული ჰქონდა. შემდეგ წავიდნენ მ----------–-, იქაც დალია 3-4 ჭიქა ღვინო და ის და ვ----–ი წავიდნენ, გ------- და ნ-------ი ნასვამ მდგომარეობაში დარჩნენ სუფრასთან. მისი იქ ყოფნის დროს არაფერი მომხდარა, არც პატრული ყოფილა. იმ ღამეს კ---–---–თან არ დაურეკავს, რადგან ღამით ცუდად იყო და სასწრაფოთი საავადმყოფოში წაიყვანეს, გადასხმას უკეთებდნენ. ნ-------ის დაჭრის ამბავი მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში გაიგო.
3.1.11. მოწმე ი----- ნ---------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს ეძინა, ყვირილზე დაბლა ჩავიდა. ნახა გ------- მ---------ე, ნ------- კ---–---–ი არ უნახავს. გ------- მ---------ეს ხელები ჰქონდა დაჭრილი, თვითდაზიანება ჰქონდა, დახმარებას ცდილობდა. ეზოში ხალხი იყო, მაგრამ ა--–------–---–ები იქ არ დაუნახავს. პოლიციის განყოფილებაში იქიდანვე წაიყვანეს, მუქარას ადგილი არ ჰქონია, არც ჩვენების გამოძალვას ჰქონია ადგილი და პრეტენზიები პოლიციის მიმართ არ აქვს. ამასთან, მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე ხელი მისი მოწერილია, თუმცა ნ------- კ---–---–თან დაკავშირებით არ უთქვამს, რომ ნახა და ნაწლავები ჰქონდა გადმოყრილი, რადგან კ---–---–ი საერთოდ არ უნახავს, სასწრაფოს ჰყავდა უკვე წაყვანილი. ჩვენება მისი დაწერილი არ არის, პირადად არ წაუკითხავს. პოლიციელს, რომელიც უკითხავდა, ეგეთი რამ რომ წაეკითხა, ეტყოდა, რომ ნ------- კ---–---–ი არ უნახავს.
3.1.12. მოწმე მ---- კ----–-–---–ის ჩვენების თანახმად, გ-–-----------------------------------------------–- ცხოვრობს. სახლში მყოფს ეზოდან ჩოჩქოლის ხმა შემოესმა, სასწრაფოო ყვიროდნენ. გაიხედა, ეზოში 7-8 კაცი ირეოდა, არ დაკვირვებია, არც ჩანდა კარგად და ნაცნობი არ დაუნახავს. 112-ში დარეკა და სასწრაფოც გამოიძახა, მაგრამ დაბლა არ ჩასულა.
3.1.13. მოწმე ნ-----–-- ს---–----ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით, რომელიც ნაწილობრივ იქნა გამოკვლეული მხარეთა მიერ, 2018 წლის 31 აგვისტოს სახლში მივიდა 4-5 საათისთვის. ქუჩიდან ხმაური შემოესმა. აივანზე გავიდა და ზემოდან დაინახა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი ცდილობდა მეორესთვის დარტყმას, მიმწყვდეული ჰყავდა, ვინ იყვნენ, ვერ გაარჩია. ჩავიდა ეზოში, მარჯვნივ, კორპუსიდან განცალკევებული ეზოსკენ მამაკაცები იყვნენ, ის ბიჭები აღარ იყვნენ. თ----- ა--–------–---–ი ეზოში არსებულ ონკანზე ხელებს იბანდა, ხელები წითელი ჰქონდა, მასთან ერთად კაცები იდგნენ, ონკანის გვერდზე მისი შვილი მ-----–იც იყო. მიუახლოვდა, ჰკითხა, ჩხუბი მოხდა თუ არა, მაგრამ არავის არაფერი უპასუხია და გამობრუნდა, წამოვიდა სადარბაზოსკენ. ნ------- კ---–---–ი ჩამოდიოდა, რომ გაუსწორდა, მიხვდა, ფხიზელი არ იყო, ხელზე, მაჯასთან, ჰქონდა ნაჭერი შემოხვეული, რაღაც არასასიამოვნო უთხრა. გამობრუნდა და სახლში ავიდა. სამზარეულოში მყოფს ისევ ყვირილი შემოესმა. ნ-------ი იჯდა და ილანძღებოდა მისი მისამართით, რაზეც შეეპასუხა. ნ-------ი მამაკაცებისკენ იდგა, შემდეგ ისევ ხმაური იყო, რომ გადაიხედა, უკვე იშლებოდნენ. ამ დროს გაიგო ნ-------ის ხმა: მ-–-მ რა ქნაო. ახალგაზრდა მამაკაცმა სკამთან მიიყვანა, ნ-------ი მოხრილი იყო და ხელი მუცელზე ედო, საიდანაც წითელად ჩანდა, ცოტა გაიარეს და დასხდნენ. ისევ ჩავიდა ეზოში, ხალხი მოგროვდა, პოლიციაც მივიდა, სასწრაფოც. თვითონ სახლში ავიდა ვალიდოლის ასაღებად, თ-----ის კარზე მიუკაკუნა, ქალმა გაუღო კარი, უთხრა, გამოსულიყო, იქნებ, რა ხდებოდა, არ დაეტოვებინა მისი შვილი მ-----–ი მარტო, რომ რამე არ დაეშავებინა. სახლიდან ვალიდოლი აიღო და უკან ჩავიდა. ადგილზე არც მ-–- ა--–------–---–ი უნახავს და არც მამამისი. სასწრაფო იყო, პოლიციაც, ჩასვეს და წაიყვანეს. შემდეგ იმ ბიჭს, ვინც ნ-------თან ერთად იყო, დახმარება გაუწიეს, რადგან გული წაუვიდა. ნ------- კ---–---–ის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, როცა ის დაჭრილი დაინახა, თ----- ა--–------–---–ი სად იყო, არ იცის. მეორე ჩხუბი რამდენ ხანს გაგრძელდა, არ იცის. ჩხუბიც არ ყოფილა, კამათი იყო, ალბათ, 5 წუთიანი. თავიდან ვერც მიხვდა, უბრალოდ ხმაური იყო. იმავე დღეს გამოიკითხა გამომძიებლის მიერ, დილის 6 საათამდე პოლიციის განყოფილებაში იმოფებოდა. სრულად მიაწოდა ინფორმაცია, არაფერი დაუმალავს. ჩვენებაში რატომ არ არის სიტყვები: ,,რა ქნა მ-–-მ‘‘, არ იცის, თვითონ არ დაუწერია. იცის, რომ ეს სიტყვები უთხრა გამომძიებელს, რადგან ამ სიტყვების გამო ჩავიდა ქვევით. მისი ჩვენება თარჯიმანმა წაიკითხა და ხელი მოაწერა.
3.1.14. მოწმე ხ------- ხ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს, მუშაობდა გ-–-----ს მ----------–-, 2--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. იღებდა ,,ტკბილი ქვეყნის‘‘ საქონლს, როდესაც მ-----– ა--–------–---–ის მამა - თ-----ი მივიდა ნასვამი და უთხრა, რომ პატრულში დარეკა, რადგან მანქანიდან ნამცხვრები ძირს გადმოუცვივდათ და ისევ უკან აწყობდნენ, ამ ნამცხვრებს კი ჩვენი ბავშვები ჭამენო. მართლაც, მივიდნენ პატრულის თანამშრომლები. ამასობაში, იქვე, ცოტა მოშორებით, მაგიდასთან მყოფი ნ------- კ---–---–ი მივიდა, წითურ ბიჭთან ერთად, მთვრალი იყო და კითხულობდა, პატრული ვინ გამოიძახა, რაზეც თ-----მა უპასუხა: მე გამოვიძახეო, და აუხსნა, რის გამო. ნ-------ი მთვრალი იყო და ვ----ფერს შეაგნებინებდა ადამიანი, გამომწვევად იქცეოდა, პატრულს ,,იაზვურად‘‘ ექცეოდა, თანამშრომლებმა შენიშვნა მისცეს, დაახლოებით 5-10 წუთში კი წავიდნენ. მერე ხალხი მიუვიდა მაღაზიაში და რომ გამოვიდა, გარეთ რაღაცას ლაპარაკობდნენ. მ-–----– მივიდა და, მამა, წამოდი, წავიდეთო, ეუბნებოდა. ნ------- კ---–---–მა მ-–----- დაუწყო ჩხუბი, წაიყვანე მამაშენი აქედანო. მასთან ერთად მყოფი ბიჭიც იგივეს ეუბნებოდა, წაიყვანე მამაშენიო. მ-----–ს ხმამაღლა უყვიროდა კ---–---–ი, მერე მ-–---- და თ-----ი წავიდნენ, რომ მიდიოდნენ, კ---–---–მა ხელი ჰკრა მ-–-----, რაზეც ამ უკანასკნელს არაფერი მოუმოქმედია. 5-10 წუთში იქვე მყოფი ბიჭებიდან ხმაური და აყალ-მაყალი მოისმა. იკითხა, რა ხდებოდა და გაიგო, რომ კ---–---–ი 30-ე კორპუსში მცხოვრობ რუსი ეროვნების ქალს აგინებდა, ის კი ეძახდა: დედაშენს ეს ყველაფერიო. მერე აღარ ეცალა, კარგა ხანი გავიდა, გარეთ არ გასულა, მაღაზიიდან კი ყველაფერი არ ჩანდა. გაიგო ბღავილის ხმა, თან უკვე ხალხი მირბოდა. პატრულიც მივიდა, თვითონაც მივიდა და დაინახა, რომ ნ------- კ---–---–ი ჯიხურებს შუა იწვა დაჭრილი.
3.1.15. მოწმე ნ------- მ------–---–ის ჩვენების თანახმად, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, სამსახურიდან დაბრუნებულმა, მაღაზიასთან ნახა ახალგაზრდა ნ------- კ---–---–ი და ორი პოლიციელი, გამყიდველთან ერთად. კ---–---–ი ნასვამი იყო და ეკამათებოდა, მიესალმა და სახლში ავიდა. საღამოს ჩამოვიდა ეზოში, ეზო სავსე დახვდა, პოლიცია იყო, ბიჭი დაჭრესო, გაიგო. წაიყვანეს განყოფილებაში, ჰკითხეს მ-–- ა--–------–---–ს თუ იცნობდა და როგორი ბიჭი იყო, უთხრა, რომ მისი მეგობრის შვილი იყო, კარგი ბიჭი იყო და კარგი ოჯახი ჰყავდა.
3.1.16. მოწმე ნ---- ნ----–------ის ჩვენების მიხედვით, მ-----– ა--–------–---–ი არის მისი მოსწავლის - დ-------ს მამა. დ-------ს დედასთან - ნ-----სთან ისეთივე პროფესიულ-მეგობრული ურთიერთობა აქვს, როგორიც სხვა დანარჩენ მშობლებთან. სემესტრის დასაწყისში გაიგო, რომ უსიამოვნება შეემთხვა ნ-----ს ოჯახს, შეკამათება იყო ბიჭებს შორის ეზოში. შემდეგ ნ-----მაც უთხრა, რომ მისი მეუღლე დაჭერილი იყო. მოწმის განმარტებით, მისი ტელეფონის ნომერია 5------------
3.1.17. მოწმე ბ------ ძ---–--ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ არის ბრალდებულის მამის მეგობარი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი დაკავებული იყო ჩხუბის ფაქტზე, კერძოდ, კ---–---–ის დაჭრის ფაქტზე. დაურეკა თ----- ა--–------–---–ს და შესთავაზა, თუ შეეძლო რამეში დახმარება. ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ ის, ბრალდებულისა და დაზარალებულის შერიგების მიზნით, ესაუბრა ამ უკანასკნელის ბიძას.
3.1.18. მოწმეებმა - ლ-–- გ---–---მა, ლ---- ჭ--–--ემ და მ-------ა შ-------–---–მა სასამართლოში დაადასტურეს დაჭრილ ნ------- კ---–---–ის ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მიყვანის ფაქტი და მის მიმართ ჩატარებული სამკურნალო პროცედურები. კერძოდ, მოწმე ლ-–- გ---–---ის ჩვენების თანახმად, პაციენტ ნ------- კ---–---–ის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისას იყო მძიმე და პროგრესულად მძიმდებოდა, ჰქონდა ჰემორაგიული შოკი, მუცელში სისხლდენა, ნაწლავი ორ ადგილას ჰქონდა დაზიანებული და წვრილნაწლოვანი შიგთავსი იღვრებოდა მუცლის ღრუში. დროზე რომ არ მიეყვანათ, ოპერაციის გარეშე შეუძლებელი იყო მისი გადარჩენა, სულ მცირე, 1 ლიტრი სისხლი იყო გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში. პაციენტს არ უთქვამს, რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები, არც ამის დრო იყო და არც სურვილი ჰქონიათ. ზოგადად მსგავსი ტიპის დაზიანებები სამედიცინო სფეროში არის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი სწორკიდეებიანი ჭრილობები, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული.
3.1.19. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და იმ ექსპერტთა ჩვენებებით, ვინც უშუალოდ მონაწილებდა საგამოძიებო მოქმედებებში.
3.1.20. 2018 წლის 31 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----–------------------------------------- მიმდებარედ და წარმოადგენს 30-ე კორპუსის ეზოს. გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს 30-ე კორპუსი, ხოლო გზის მარჯვენა მხარეს ავტოფარეხებია. კორპუსის ბოლოს, ლითონის ღობესთან, საავტომობილო გზიდან 7 მ-სა და 20 სმ-ის მოშორებით განთავსებულია ხის მაგიდა, რომელსაც აქეთ-იქით უდგას ხის გრძელი ორი სკამი. მაგიდისა და სკამების უკან განთავსებულია ძველი მეტალის ჯიხური, აღნიშნული ჯიხურის ბოლოდან მაგიდასა და სკამებს შორის მანძილია 8 მ და 90 სმ. მაგიდასთან და მაგიდაზე განთავსებულია პოლითილენის ჭიქები, ჭიქები, ასევე, დაყრილია მაგიდის ირგვლივ, მიწაზე. მაგიდაზე დევს სათვალე და პურის ნატეხი. მაგიდის ირგვლივ ბეტონის ფილებზე და მაგიდის ქვეშ აღინიშნება მოწითალო ლაქები. მაგიდის ქვეშ, მიწის ზედაპირზე, დევს პატარა ზომის ბოთლი, რომელსაც, ასევე, აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. კორპუსის წინ, გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულ ავტოფარეხებთან, ორ ავტოფარეხს შორის დგას ხე, სადაც დამაგრებულია ხის სკამი, რომელიც გზიდან დაშორებულია ერთი მეტრით. ხის სკამზე და სკამის უკან აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. სკამზე, ასევე, მოთავსებულია ერთი ცალი სათვალე, მოწითალო ფერის ლაქებით. 30-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოს წინ, ეზოში არსებულ ხის სკამთან, ასევე, აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუშები. სუნის კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი ქრისტინა, რომელმაც გაიარა დაახლოებით 25 მეტრი, შევიდა 30-ე კორპუსის მე-2 სადარბაზოში და გაჩერდა პირველ სართულზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილი ნივთები და ანაწმენდები.
3.1.21. 2018 წლის 1 სექტემბრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს თბილისის გ-–-----ს მ---------------------------------–- სადარბაზოს მიმდებარედ არსებული მოწითალო ფერის ლაქები. ლაქები აღმოჩენილ იქნა სადარბაზოს შესასვლელიდან ხელმარცხნივ, ბორდიურსა და ეზოში, ასევე, წყაროსთან, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
3.1.22. 2018 წლის 31 აგვისტოს ამოღების ოქმით, ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ექიმ ლ---- ჭ--–--ისგან ამოღებულ იქნა ნ------- კ---–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწითალო ლაქებით, ასევე, საფულე, პირადი ნივთებით, მათ შორის დასაკეცი დანა.
3.1.23. მ-----– ა--–------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, სააბაზანოში ხელმარცხნივ არსებული სარეცხი მანქანის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მამაკაცის მოკლემკლავიანი მაისური, მომწვანო, მოყვითალო და მოთეთრო ზოლებით. მაისურს მარცხენა მკლავზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა.
3.1.24. 2018 წლის 1 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გ------- მ---------ისგან ამოღებულ იქნა მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მათ შორის, შარვალი, რომელსაც წინა ტოტებზე აღენიშნება მოწითალო-მოყავისფრო ლაქები.
3.1.25. იმავე დღეს მ-----– ა--–------–---–ისგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, მოკლემკლავიანი მაისური და ჯინსის შარვალი, ასევე, ამოღებულ იქნა ერთი წყვილი მოთეთრო, თასმებიანი, ლურჯძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომლიც წინა მხარეს ზემოდან დასვრილია მოწითალო ფერის ლაქებით.
3.1.26. გ------- ბ--–--ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, აბაზანიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, ასევე, ერთი ცალი მუქი ფერის მაისური, საყელოზე დაზიანებით და მოყავისფრო ლაქით. ოქმზე გ------- ბ--–--ის მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მოლურჯო ფერის შარვალი და მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური ეკუთვნის მ-----– ა--–------–---–ს, რომელიც მან 2018 წლის 31 აგვისტოს გამოიცვალა მის სახლში და დატოვა მასთან.
3.1.27. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით,· 30-ე კორპუსის მიმდებარედ, ავტოფარეხებს შორის არსებული ხის სკამის ზედაპირიდან აღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ნ------- კ---–---–ის სისხლს;
· ასფალტის ზედაპირის ამონატეხებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ნ------- კ---–---–ის სისხლს;
· პაკეტში, წარწერით ,,... კ---–---–ის პირადი ნივთები...‘‘ მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე და დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ამავე პაკეტში მოთავსებულ საფულეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს; დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს, გენეტიკური პროფილის მინორულ წილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები;
· სიგარეტის ნამწვზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ნ------- კ---–---–ის სისხლს; ამავე ნამწვზე და კიდევ ერთ ნამწვზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს; კიდევ ერთ ცალ ნამწვზე გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ნ------- კ---–---–ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
· #30 კორპუსის ეზოში, ავტოსადგომთან არსებული ხის სკამის ზედაპირიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული ლაქა წარმოადგენს გ------- მ---------ის სისხლს;
· მაგიდის მიმდებარედან, ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებულ ფილაზე და ავტოფარეხებს შორის არსებული ხის სკამიდან ამოღებულ ერთ ცალ სათვალეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ნ------- კ---–---–ის სისხლს;
· მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულ ერთ ცალ სათვალეზე გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ-----– ა--–------–---–ს, ხოლო მინორული წილი - ნ------- კ---–---–ს;
· ჭიქებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ორ ობიექტზე გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს;
· მაგიდის ქვემოდან და სანაგვე ურნის გვერდით ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებულ პლასტმასის ბოთლებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს;
· ა--–------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს;
· გ------- მ---------ის ჯინსის შარვალზე, მაისურზე და მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- მ---------ეს, ხოლო მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანშრევი წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს;
· ნ------- კ---–---–ის ჯინსის შარვალზე, ქვედა საცვალზე, წინდაზე და ორივე ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. მათზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- კ---–---–ს.
აღნიშნული დასკვნის სიწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ვ---- ო-------მ, რომელმაც, ასევე, განმარტა, რომ ქიმიური პრეპარატების შედეგად შეიძლება გაქრეს კვალი და ვერ დადგინდეს, სისხლი იყო თუ არა, ასევე, შეიძლება ვარაუდი, რომ კვალი გაქრება წყალში 24 საათით ჩადებით.
3.1.28. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #0-------- დასკვნით,· პაკეტში, წარწერით ,,ჯინსის შარვალი ... ამოღებული სააბაზანო ოთახში ... მოწმე გ------- ბ--–--ე‘‘, მოთავსებული ჯინსის შარვლის; ,,კ---–---–ის‘‘ მოკლეტოტებიანი ჯინსის შარვლის და მ-----– ა--–------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართებს გააჩნიათ ერთნაირი ბოჭკოვანი შემადგენლობა და შეღებილია ერთნაირი ქიმიური კლასის ინდიგოიდური საღებავებით, მათი ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავებები არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე, რის გამოც გამოსაკვლევად წარდგენილ სამივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართში შემავალ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და გამოირიცხა შესადარებელი კვლევისგან;
· გ------- მ---------ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით ,,ჯინსის შარვალი ... ამოღებული სააბაზანო ოთახში ... მოწმე გ------- ბ--–--ე‘‘ მოთავსებული ჯინსის შარვლის; ,,კ---–---–ის‘‘ მოკლეტოტებიანი ჯინსის შარვლის და მ-----– ა--–------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილების ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. გამოსაკვლევად წარდგენილი სამივე ჯინსის შარვლის ქსოვილების ელფერის მცირედი განსხვავება არ აისახება ერთეულ ბოჭკოებზე, რის გამოც გამოსაკვლევი ობიექტის ზედაპირზე არსებული არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოების მიკუთვნება კონკრეტულ ობიექტთან შეუძლებელია;
· გ------- მ---------ის ტანსაცმელზე არ აღინიშნება პაკეტში, წარწერით ,,... მაისური ... ამოღებული სააბაზანო ოთახში ვანაზე განთავსებული ხის ზედაპირიდან ... ჩხრეკა ... მოწმე გ------- ბ--–--ე‘‘ მოთავსებული მაისურის და ,,ა--–------–---–ის საცხ. სახლიდან ამოღებული მაისურის‘‘ ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები;
· პაკეტში, წარწერით ,,... მაისური ... ამოღებული სააბაზანო ოთახში ვანაზე განთავსებული ხის ზედაპირიდან ... მოწმე გ------- ბ--–--ე‘‘ მოთავსებული მაისურის; პაკეტში, წარწერით ,,... ჯინსის შარვალი ... ამოღებული სააბაზანო ოთახში ... მოწმე გ------- ბ--–--ე‘‘ მოთავსებული ჯინსის შარვლის; ,,ა--–------–---–ის საცხ. სახლიდან ამოღებული მაისურის‘‘, მ-----– ა--–------–---–ის ტანსაცმლის და ,,კ---–---–ის‘‘ წყვილი წინდის ზედაპირებზე არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარდგენილი გ------- მ---------ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები;
· ,,კ---–---–ის‘‘ მოკლეტოტებიანი ჯინსის შარვლისა და ტრუსის ზედაპირზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკები გამოსაკვლევად უვარგისია.
მითითებული დასკვნის შინაარსი სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა თ-- გ----------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ჯინსის შარვალისა და ტრუსის ქიმიური გამოკვლევა ვერ მოხერხდა, რადგან სრულად იყო სისხლით დაფარული.
3.1.29. ოდოროლოგიური ექსპერიზის #4-------- დასკვნით, თ---–--–-----–------------------------------------- მიმდებარედ, მაგიდასა და სკამებს შორის ნიადაგის ზედაპირიდან, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, სკამის გვერდით ნიადაგის ზედაპირიდან და ამავე კორპუსის წინ ავტოფარეხებს შორის ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია მ-----– ა--–------–---–ისგან და გ------- მ---------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.
3.1.30. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით
· შპს. აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტი სამედიცინო ბარათი #1-----ის ჩანაწერების თანახმად, ნ------- კ---–---–ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 3------- წ-ს, 18:17 სთ-ზე (გაეწერა 24.09.18 წ-ს, 18:00 სთ-ზე). სხეულზე აღენიშნებოდა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა: ორი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6-7 ნეკნების დონეზე, მათგან ერთი შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში - ნეკნთაშუა არტერიის, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით. სამი ჭრილობა მუცლის მიდამოში მეზოგასტრიუმში მარცხნივ მამილარულ ხაზზე ჭიპის დონეზე (ჭრილობიდან ევენტერირებული წვრილი ნაწლავის მარყუჟით, ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ნაწლავის მარყუჟი ევენტერირებული იყო მუცლის წინა მარჯვენა კედელზე არსებული ჭრილობიდან), მუცლის ზედა კვადრატში მარჯვნივ მამართულ ხაზზე და მეზოგასტრიუმის დონეზე წინა აქსილარულ ხაზზე - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აზიანებდა მლივ ნაწლავს, ასევე, ჭრილობა მარცხენა წინამხრის დისტალურ მესამედში, გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მტევნის პალმარულ ზედაპირზე (II თითის და ხელის გულის მიდამოში), ორი ჭრილობა მარჯვენა წვივზე ლატერალურად - ზემო და ქვემო მესამედებში, ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე ქვემო მესამედში და ჭრილობა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში. უკანა დაზიანებები (ჭრილობები) განვითრებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 3------- წ.
· მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი (პლევრის და მუცლის ღრუში არაშემევალი და კიდურებზე არსებული) ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ.
3.1.31. ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით, 2018 წლის 29 სექტემბერს, ბრალდებულის მეუღლე ნ----- ე-–----–---–ი, ტელეფონის ნომრიდან 5-----------, ურეკავს ნ---- ნ----–------ეს, რომლის ტელეფონის ნომერია 5----------- და ეუბნება, რომ ცუდი რამ დაემართათ, ამასთან, ეუბნება, რომ ნ------- კ---–---–ი ავარდნილის ერთია, ხუთჯერ ნასამართლევი, მკვლელობის მცდელობით, ,,და დანებს რომ აფრიალებს და ნუ, ესეთი სადისტი და აი, მაგ დროს მაგას შეუვარდა რა, პირიქით, იქით ახლა და კაცური გარჩევები და იმან დანა აუფრიალა, ამანაც არ დაუთმო, რა თქმა უნდა, ჩემ ქმარმა‘‘. ამასთან, ნ----- უყვება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, რომ ღამით სახლის ჩხრეკაზე ბავშვმა სტრესი განიცადა. ამასთან, დაზარალებულის მდგომარეობაზე ამბობს, რომ საავადმყოფოდან გამოწერეს, მძიმედ იყო დაჭრილი, ახლა გდია სახლში. 2018 წლის 30 სექტემბერს, 14:47 საათზე, ნ----- ე-–----–---–ი ტელეფონზე საუბრისას თანამოსაუბრეს ეუბნება შემდეგ სიტყვებს: ,,.. ჩემი მამამთილი ხო აქ არის, მაგის ბრალი იყო ყველაფერი, მაგას მოუვიდა ჩხუბი ბიჭთან და ჩემ ქმარმა ჩააკითხა‘‘.
3.1.32. 2018 წლის 3 ოქტომბერს ბრალდებულის მამას - თ----- ა--–------–---–ს, ტელეფონის ნომერზე 5-----------, ურეკავს ბ------ ძ---–--ე, ტელეფონის ნომრიდან 5----------- და ეუბნება, ვისი შვილიშვილია ნ------- კ---–---–ი. თ-----ი ეუბნება ბ------ს, გაუგოს, რის თქმას აპირებს სასამართლოზე. 2018 წლის 19 ოქტომბერს თ----- ა--–------–---–ი კვლავ ბ------ ძ---–--ეს ესაუბრება, რა დროსაც თანამოსაუბრე თ-----ს ეუბნება, რომ ელაპარაკა დაზარალებულის ბიძას, რომელმაც უთხრა, რომ ,,...ეგო ქურდობას აწვებაო, ტო. ეგ შანსი არ არის, მაგას ხელს არ დაადებს ... შანსი არ არისო, ტო, ეგ ხელს არ დაადებს მაგასო, ,,ატვეჩაი‘‘ მაგისი მე ვარო‘‘.
3.1.33. ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულებები, გარდა ზემოთ მითითებული სატელეფონო ჩანაწერების ამსახველი ელექტრონული დისკებისა, დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ.
3.1.34. შეტყობინენების თანახმად, შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველი სატელეფონო შეტყობინებები შევიდა 2019 წლის 31 აგვისტოს 17 საათსა 52 წუთიდან 17 საათსა 57 წუთამდე შუალედში (ტ1. ს.ფ. 3-4).
3.1.35. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად, მსჯავრდებულს საერთოდ არ მიუყენებია დაზიანება დაზარალებულისათვის და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები დაზარალებულს მიღებული აქვს, მხარეთა ეჭვს არ იწვევს. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მტკიცებულებების შეფასებისებისას ჯერ უნდა გაირკვეს დამზიანებლის მიმყენებლის ვინაობა, ხოლო თუ დადგინდა ეს პირი მ-----– ა--–------–---–ია, ამის შედეგ დადგინდეს ქმედების მოტივი და მიზანი. დასახელებულიდან პირველი საკითხის გარკვევისას პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. კერძოდ:
3.1.36. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებით, ასევე, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს, საღამოს, გ-–-----ს მ----------------- კორპუსის მიმდებარედ, ნ------- კ---–---–ი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ მთვრალები. ამ დროს ნ------- კ---–---–ს შელაპარაკება მოუხდა მ-----– ა--–------–---–ის მამასთან - თ----- ა--–------–---–თან. შელაპარაკების მიზეზი იყო, ამ უკანასკნელის მიერ იქვე მდებარე მაღაზიასთან საპატრულო პოლიციის გამოძახება. მაღაზიის გამყიდველის - ხ------- ხ-----–---–ის ჩვენების თანახმად, თ----- ა--–------–---–მა უთხრა, რომ ,,ტკბილი ქვეყნის‘‘ მიერ მიტანილი საქონლის მიღებისას ნამცხვრები ძირს გადმოიყარა. დისტრიბუტორმა კი ისევ საკვებად ვარგის ნამცხვრებთან დაალაგა, რის გამოც გამოძახებული ჰყავდა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მართლაც გამოცხადდნენ, რამაც გააღიზიანა ნ------- კ---–---–ი, რომელიც, იქვე, დაახლოებით 100 მეტრში მდგარ მაგიდასთან, ბიჭებთან ერთად სვამდა. ხ------- ხ-----–---–ის ჩვენების მიხედვით, პატრულის მისვლის შემდეგ, მაღაზიასთან მივიდა ნ------- კ---–---–ი, რომელსაც ეტყობოდა გაღიზიანება. იკითხა და თვითონ თ----- ა--–------–---–ისაგანვე გაიგო ვინ და რატომ გამოიძახა პოლიცია. აღნიშნულმა გამოიწვია მათ შორის უსიამოვნო საუბარი, რაც გაგრძელდა პოლიციის წასვლის შემდეგაც. ამ დროს მათთან მივიდა თ----- ა--–------–---–ის შვილი - მ-----– ა--–------–---–ი და კ---–---–მა კამათი უკვე მასთან გააგრძელა. მ-----– ა--–------–---–ს ნ------- კ---–---–ი სთხოვდა წაეყვანა მამამისი. მოწმე ხ------- ხ-----–---–ის ჩვენებითვე, წასვლის დროს ნ------- კ---–---–მა ხელი ჰკრა მ-----– ა--–------–---–ს. შესაბამისად, ამ უკანასკნელს დაზარალებულის მიმართ გაუჩნდა ჩხუბის მოტივი, რაც განაპირობა ნ------- კ---–---–ის მხრიდან ჯერ მამამისის, ხოლო შემდეგ პირადად მისმა შეურაცხყოფამ.
3.1.37. დაზარალებულის მეგობრების, ვინც კ---–---–თან ერთად სვამდა ალკოჰოლს შემთხვევამდე: - ვ----– ჩ--------, გ------- ო----–---–ის და გ------- მ---------ის ჩვენებებით დგინდება, რომ ნ------- კ---–---–ი შემთხვევამდე იყო მთვრალი. ამასთან, მან თვითდაზიანებაც კი მიიყენა სიმთვრალის გამო, რასაც თავად დაზარალებულიც ადასტურებს თავის ჩვენებაში. ეს გარემოება სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ შემთხვევის დროს დაზარალებულ ნ------- კ---–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების გამო, არ იყო ბოლომდე გაწონასწორებული, რასაც დაერთო მისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი - თ----- ა--–------–---–ის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახება. პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს ასევე დაზარალებულის ქცევაზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში პირველი გამოცხადებისას. ამ დროს, როდესაც სასამართლოს აზრით, ასევე ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედებიდან გამომდინარე, აშკარად გამოიკვეთა მისი არამდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაც იმდენად მწვავე გახდა, რომ სასამართლომ იძულებული გახდა და შეწყვიტა მისი დაკითხვა. ბუნებრივია ასეთი ფსიქოლოგიური პორტრეტის მქონე ადამიანი, ადვილად შეძლებდა დროის ხანმოკლე მონაკვეთში ა--–------–---–ის განეწყო მის საწინააღმდეგოდ.
3.1.38. მოწმე ნ-----–-- ს---–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ სახლიდან აკვირდებოდა ეზოში განვითარებულ მოვლენებს. მან დაინახა ორი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ჩავიდა ეზოში და დაინახა მ-----– ა--–------–---–ი და თ----- ა--–------–---–ი. ეს უკანასკნელი ხელებს იბანდა და მაისური წითლად ჰქონდა დასვრილი. იქვე დაინახა ნ------- კ---–---–ი, რომელიც, მისი დაინტერესების გამო, თუ რა მოხდა, გაღიზიანდა და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მათგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდა და დაბრუნდა სახლში, სადაც კვლავ გაიგო მის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები მთვრალ ნ------- კ---–---–ის მხრიდან. ამის შემდეგ ისევ გაიგონა ჩხუბის ხმა და ნ------- კ---–---–ის სიტყვები: ,,მ-–-მ რა ქნაო‘‘.
3.1.39. საგულისხმოა, რომ თავად ბრალდებულმა მ-----– ა--–------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა შემთხვევის დღეს მასსა და დაზარალებულ ნ------- კ---–---–ს შორის ურთიერთშელაპარაკებისა და შეხლა-შემოხლის ფაქტი, რაც განაპირობა ამ უკანასკნელის საქციელმა მამამისის მიმართ. ამავე დროს მან კატეგორიულად უარყო მის მიერ დანის გამოყენებისა და ნ------- კ---–---–ის დაჭრის ფაქტი და განაცხადა, რომ ის, მამასთან ერთად, გაერიდა ნ------- კ---–---–ს, მამამისი წავიდა სახლში, ხოლო თავად გაეშურა თავის ბიძაშვილ ა-–---------- ფ----–--სთან.
3.1.40. მოწმე გ------- ბ--–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ-----– ა--–------–---–მა მასთან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩაიცვა მისი და დატოვა თავისი, რაც სისხლიანი და დასვრილი ჰქონდა. აღნიშნულის თანმხვედრია გ------- ბ--–--ის ბინის ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული შენიშვნა, რომ მისი ბინიდან ამოღებული შარვალი და მაისური ეკუთვნის მ-----– ა--–------–---–ს, რომელიც მან, 2018 წლის 31 აგვისტოს, გამოიცვალა მის სახლში და დატოვა. ეს არ უარყვია ბრალდებულსაც, თუმცა განაცხადა, რომ ბ--–--ის შეთავაზებას ტანსაცმლის გამოცვლაზე დათანხმდა იმის გამო, რომ აღარ უნდოდა ნ------- კ---–---–ს ისევ გადაყროდა და ამის გამო არ მიბრუნდა სახლში. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა რა ბრალდებულის ეს ქმედება აღნიშნა, რომ მისი მოქმედება ცალსახად აღიქმება მის ტანზე დანაშაულის კვალის წაშლისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯად. სასამართლოსთვის არასარწმუნო და ცალსახად დაუჯერებელია ის არგუმენტი, თითქოს, მ-----– ა--–------–---–სა და მოწმე გ------- ბ--–--ეს ერთმანეთთან არ ჰქონდათ იმ სახის ურთიერთობა, რომ ამ უკანასკნელს მისთვის ეკითხა, თუ რა შეემთხვა კონკრეტულად, ეს იმ დროს, როდესაც ბრალდებული აჰყავს სახლში და აცმევს თავის ტანსაცმელს.
3.1.41. მ-----– ა--–------–---–ი შემთხვევის შემდეგ მივიდა ნათესავთან - ა-–---------- ფ----–--სთან. ამ მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მ-----– ა--–------–---–მა მას უამბო მომხდარი ჩხუბის შესახებ, რასაც მოჰყვა დაჭრა, რა დროსაც დანა დაზარალებულს ჰქონდა და შეხლა-შემოხლაში თვითონვე მოხვდა. ამასთან, ა-–---------- ფ----–--მ სასამართლოში გააკეთა განცხადება, რომ გამოკითხვის დროს არ იყო ფხიზელი და შესაბამისად, სრულად ვერ აცნობიერებდა პოლიციის განყოფილებაში ჩატარებულ მოქმედებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეს განცხადება მიმართულია ნათესავის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ, რაც მის მიმართ განხორციელებული ფარული ჩანაწერებითაც დასტურდება, რა დროსაც გამოთქვამს ჩვენების შეცვლის სურვლის. მიუხედავად ამისა, მოწმემ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებისას ვერ უარყო მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე და დაადასტურა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული შემდეგი სიტყვები: ,,მ-----–მა მითხრა, რომ დაცემის დროს დაინახა, თუ როგორ გადმოუვარდა ნ-------ს ჯიბიდან დანა, როგორც მ-----–მა განმარტა, იგი სასწრაფოდ ეცა ძირს დაგდებულ დანას, აიღო და უკვე ფეხზე წამომდგარ ნ-------ს მუცლის მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა‘‘.
3.1.42. სატელეფონო კრებსების თანახმად, 2018 წლის 29 სექტემბერს, ნ----- ე-–----–---–ი შვილის პედაგოგ ნ---- ნ----–------ესთან საუბრისას აღწერს მისი მეუღლის ქმედებას ნ------- კ---–---–თან მიმართებაში, კერძოდ, უთითებს, რომ დაზარალებულმა მის ქმარს დანა აუფრიალა, მისმა ქმარმა არ დაუთმო, რის შედეგადაც დაზარალებული მძიმედ იყო დაჭრილი. მართალია, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა სატელეფონო საუბრების ფონოსკოპიური ექსპერტიზა, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ბრალდებულის მამამ - თ----- ა--–------–---–მა და მეუღლემ - ნ----- ე-–----–---–მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით, ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მიეცათ ჩვენება. აღნიშნულის გამო, მათ მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შინაარსის თაობაზე, სასამართლომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ვერ მოიპოვა ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, მ-----– ა--–------–---–ის დაკავებისა და მის მიერ ნ------- კ---–---–ის დაჭრის თაობაზე მათთან საუბარი სასამართლოში დაადასტურეს საუბრის მონაწილე პირებმა, ერთის მხრივ, ბ------ ძ---–--ემ - თ----- ა--–------–---–თან, ხოლო, მეორეს მხრივ, ნ---- ნ----–------ემ - ნ----- ე-–----–---–თან. ამდენად, სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ ავთენტიკურობაში. 2018 წლის 30 სექტემბერს, განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისას, ერთ-ერთ საუბარში, ნ----- ე-–----–---–ი იმასაც ამბობს, რომ მისი მამამთილის ბრალი იყო ყველაფერი, მას მოუვიდა ჩხუბი ბიჭთან და მისმა ქმარმა ჩააკითხა. აღნიშნული ინფორმატიულია სასამართლოსთვის, რამდენადაც ზუსტად ემთხვევა როგორც ბრალდებულის, ასევე, დაზარალებულ ნ------- კ---–---–ისა და მოწმე ხ------- ხ-----–---–ის ჩვენებებს, რომ ნ------- კ---–---–ს თავდაპირველად სწორედ თ----- ა--–------–---–თან, ბრალდებულის მამასთან, მოუხდა შელაპარაკება და შემდეგ მივიდა მ-----– ა--–------–---–ი. შესაბამისად, მითითებულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს მტკიცებულებათა მთლიანობის კონტექსტში.
3.1.43. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულ ნ------- კ---–---–ის პოზიციაზეც, რომელმაც კატეგორიულად უარყო მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან მ-----– ა--–------–---–ის შემხებლობა და აღნიშნა, რომ ამას სასამართლო ცალსახად არ იზიარებს. გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით - ბრალდებულის მამის, თ----- ა--–------–---–ის და მოწმე ბ------ ძ---–--ის საუბრის შინაარსით დგინდება, რომ თ----- ა--–------–---–ი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული კონფლიქტში ნ------- კ---–---–თან, რამაც შემდგომში განვითარება ჰპოვა მ-----– ა--–------–---–სა და ნ------- კ---–---–ს შორის, აქტიურადაა დაკავებული შვილის პრობლემების გადაჭრით. კერძოდ, საუბრისას ბ------ ძ---–--ე თ----- ა--–------–---–ს აიმედებს, რომ მისი მენტალობიდან გამომდინარე, გამორიცხულია ნ------- კ---–---–მა მ-----– ა--–------–---–ის მამხილებელი ჩვენება მისცეს. ეს დადასტურდა კიდეც დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, როდესაც მან კატეგორიულად გამორიცხა მისი დაზიანება მ-----– ა--–------–---–ის მიერ. ამ ჩვენებას სასამართლო არ იზიარებს იმ მოტივით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ განხილულ მტკიცებულებებთან. ამასთან, ბრალდებული და დაზარალებული კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ნ------- კ---–---–მა იცოდა, რომ მის განზრახ მკვლელობის მცდელობაში სწორედ მ-----– ა--–------–---–ს ედებოდა ბრალი. მიუხედავად ამისა, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულს არ გამოურიცხავს მ-----– ა--–------–---–ის მონაწილეობა მის დაზიანებაში.
3.1.44. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომ გამოძიების მიერ ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის ამოღება, მ-----– ა--–------–---–ის გენეტიკური პროფილით, ან თუნდაც ის, რომ გამოძიებამ ზუსტად ვერ დაადგინა ადგილი, სადაც მოხდა დაზარალებულისთვის დანით ჭრილობების მიყენება, არ შეიძლება გახდეს მ-----– ა--–------–---–ის მიერ ნ------- კ---–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. დადგენილია, რომ დანაშაული ჩადენილია გ-–-----ს მ----------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს სასამართლოში დაკითხული ყველა მოწმე, ვინც შემთხვევის ადგილზე ნახა დაჭრილი ნ------- კ---–---–ი, ხოლო, იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა გამოიცვალა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, სავსებით ლოგიკურია, რომ ის, ასევე, მოიშორებდა დანაშაულის ჩადენის იარაღს - დანას, დანაშაულის ჩადენაში მის მამხილებელ მნიშვნელოვან ნივთიერ მტკიცებულებას.
3.1.45. შედეგად, გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ ნ----- ჯ------ის ჩვენების, ერთობლიობაში განხილვით პირველი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ------- კ---–---–ს სხეულზე არსებული 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა, რომელთაგან მარჯვენა პლევრისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხის დაზიანებებია, მიყენებულია მ-----– ა--–------–---–ის მიერ, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.
3.1.46. პალატა, აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაზიანების მიყენების ნაწილში ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დასკვნებს და აღნიშნავს, შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
4.1.47. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.1.48. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
4.1.49. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.
4.1.50. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.1.51. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.1.52. ამ განაჩენის 4.1.46-4.1.51 პუნქტებში მითითებულის მხედველობაში მიღებით, პალატა აფასებს რა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარსა და მის ამ საჩივრის განხილვის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ირიბ ჩვენებეზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული მტკიცებულებების შეფასებისა და შედეგად მითითებული დასკვნების გარდა პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
4.1.53. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე, თუმცა ის არ კრძალავს ირიბი ჩვენების, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულების გამოყენებას. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი იცნობს ისეთი სახის მტკიცებულებას, როგორიცაა ირიბი ჩვენება. მათ შორის, ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დადგენილია ამ მტკიცებულების დასაშვებობის კრიტერიუმები - ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
4.1.54. ამავდროულად პალატა უთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ, ამ ნაწილში, თავისი არგუმენტების გასამყარებლად მოყვანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განსახილველ შემთხვევასთან არარელ----ტურია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2019 წლის 22 თებერვლის, N536აპ-18 გადაწყვეტილებაში საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხრეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და ეს მტკიცებულებები არ დასტურდებოდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. კერძოდ, გარდაცვლილი დაზარალებული ამხელდა პირს ძალადობასა და მუქარაში. შემთხვევას არ ჰყავდა თვითმხილველი მოწმე, არ არსებობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა. შესაბამისად, ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ გარდაცვლილის მიერ დანატოვარ წერილს და მის მონაყოლს. ანალოგიურია დაცვის მიერ დასახელებული მეორე - უზენაესი სასამართლოს, 2018 წლის 26 ივნისის, N73აპ-18 გადაწყვეტილება. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხი სწორად (საკასაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად) აქვს გადაწყვეტილი. დაცვის მხარეს კი გადაწყვეტილებიდან ციტატები მოყვანილი აქვს კონტექსტიდან აცდენილი სახით. რეალურად, იმავე აბზაცში, რაზედაც დაცვის მხარე უთითებს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „გამომდინარე იქიდან, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ ირიბი ჩვენებების ინფორმაციის წყარო არის დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა“.
4.1.55. როგორც ვხედავთ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენება დაუშვებერლია მხოლოდ მის მიერ განსახილველ იმ კონრეტულ საქმეში (ვინაიდან ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს) და არა ზოგადად ყველა შემთხვევაში. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სხვა მოცემულობაა. მოწმე ა-–---------- ფ----–-- უთითებს ინფორმაციის წყაროს, ბრალდებულის სახით და თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ დაზარალებულთან კონფლიქტის შემდეგ ის წავიდა ა-–---------- ფ----–--სთან, მთელი ღამე იქეიფა მასთან და ისაუბრა უამრავ რამეზე. მათ შორის ადასტურებს, რომ იქიდან რამდენჯერმე დარეკა სახლში, ესაუბრა მეუღლეს და გაიგო მისი ბინის ჩხრეკის, მამამისის პოლიციაში დაბარების და ზოგადად მომხდარი დაჭრის შესახებ. შედეგად მოწმე ფ----–- მათი ურთიერთშეთანხმებით წავიდა მასთან სახლში მეუღლის და შვილის წამოსაყვანად. მოწმე ა-–---------- ფ----–--ს შვილის - ბ---- ფ----–--ს ჩვენებით, 2018 წლის 31 აგვისტოს, გვიან, თერთმეტი-თორმეტი საათისთვის, სახლში მისულს დახვდა მამამისი და მ-----–ი. ტელეფონზე დარეკეს, აფორიაქებული იყვნენ, თან სვამდნენ. მამამ გლდანში ნ-----ს და ბავშვების მოსაყვანად მანქანის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, მგზავრობის დროს კი უთხრა, რომ მ-–- მოუყვა, უბანში შელაპარაკებისას კაცი რომ დაჭრა. სადავო არაა, რომ შემთხვევა მოხდა მ-----– ა--–------–---–ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად დაზარალებულს დაზიანებების ნაწილი მიყენებული აქვს მუცლის არეში. ამრიგად, განაჩენის დადგენისას პალატა მითითებულ ჩვენებას (მათ შორის სასამართლოში დაკითხვისას გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით) აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებთანაც სრულ თანხვედრაშია. ეს მტკიცებულება ასევე თავსებადია ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველ მასალასთან, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში.
4.1.56. როგორც აღინიშნა, დაცვის მხარის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ სასამართლომ გამოიყენა დაუშვებელი მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ საკითხის გარკვევისას, დაირღვა თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას უკავშირებს, მისი მოპოვების წესის არა ყველა, არამედ მხოლოდ არსებით დარღვევას. ამავდროულად კანონი, უმრავლეს შემთხვევაში ვერ აკონკრეტებს რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და რომელ კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას. რიგ შემთხვევებში ეს საკითხები დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, თუმცა ძირითადად ასეთი საკითხები წყდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებების და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების, კონკრეტული მტკიცებულებების რაობის და სხვა საკითხების ერთობლივად შეფასების შედეგად. თუ, ერთ შემთხვევაში, მხოლოდ საპროცესო კანონის დარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის (მაგ: საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სასამართლოს კონტროლის გარეშე, მაშინ, როდესაც ეს კანონით სავალდებულოა), სხვა შემთხვევაში ასეთ დარღვევასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს საკითხი - გამოიწვია თუ არა ფორმალური პროცედურებიდან გადახვევამ ზიანი, რაც გამოუსწორებელია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის და გადაწყვეტის ინტერესებთან მიმართებაში.
4.1.57. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დათქმა. კერძოდ სასამართლომ უნდა გაარკვიოს გამოიწვია თუ არა ფორმალურმა დარღვევამ ამ კონკრეტული მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის გონივრული ეჭვის უარყოფის შესაძლებლობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მტკიცებულება დაუშვებელი თუ დადგინდება, რომ პროცესუალური დარღვევა საეჭვოს ხდის ამ მტკიცებულებას, ანუ აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის, ან მისი ნიშან-თვისებები შეიძლება შეცვალეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი აწესებს გარკვეულ სტანდარტს და საუბრობს არა ყოველგვარ, არამედ მხოლოდ გონივრულ ეჭვზე. ამ კონტექსტში პალატა აფასებს რა დაცვის მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რომ მოწმე ა-–---------- ფ----–--ს ჩვენება მოპოვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ანალოგიურადაა ჩატარებული საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც განხორციელებულია სასამართლოს კონტროლით, შესაბამისი ორგანოების მიერ, არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის თანახმად. სასამართლოში წარმოდგენილა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი ოქმები და მოპოვებული აუდიოჩანაწერები, გადატანილი დისკზე. ამ დოკუმენტების შედგენისას, არსებითი ხასიათის დარღვევების დაშვების ფაქტი, რაც გამოიწვევდა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, არ შეინიშნება.
4.1.58. მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას პალატა საჭიროდ თვლის ასევე მოიხმოს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. 06.05.2003 წლის გადაწყვეტილებაში პერნა იტალიის წინააღმდეგ ევროსასამართლომ განმარტა, რომ (პუნქტი 29) მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გარკვევა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ევროკონვენციის შესაბამისად, ევროსასამართლოს ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, გაარკვიოს იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები განხილული სათანადო წესით, არამედ იმაში იყო თუ არა საქმის განხილვა მთლიანობაში სამართლიანი, მათ შორის მტკიცებულებების მიღებაც. ავითარებს რა ამ მოსაზრებას, თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ ანალოგიური მას დადგენილი აქვს სხვა საქმეებშიც, მათ შორის საქმეში „ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ“. მართალია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
4.1.59. თავის მხრივ იმის განსასაზღვრად, რამდენად სამართლიანი იყო მთლიანობაში სამართალწარმოება და ხომ არ გამოიწვია კონკრეტული მტკიცებულების გამოყენებამ ბრალდებულის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: 1. მტკიცებულების მოსაპოვებლად გამოყენებული იძულების ბუნება და ხარისხი, 2. რამდენად უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებები - შეეძლო თუ არა ბრალდებულს ედავა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, სხვადსხვა ეტაპზე ესარგებლა წარმომადგენლით/ადვოკატით, 3. მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა - რამდენად ხარისხიანია მტკიცებულება, რამდენად სანდო და ზუსტია მისი მოპოვების გარემოებები, რაც ეჭვს გააჩენდა მის ავთენტურობასა და სანდოობაზე, რამდენად ძირითადი და გადამწყვეტია მტკიცებულება, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი.
4.1.60. პალატა აღნიშნული ტესტით აფასებს ბრალდებულის მეუღლის და მამის - ნ----- ე-–----–---–ის და თ----- ა--–------–---–ის სატელეფონო საუბრებზე ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამ შეფასებისას პირველ რიგში პალატა განმარტავს, რომ ეს მტკიცებულებები არის არა ამ პირების ირიბი ჩვენები, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს, არამედ არსებითად სხვა მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედებები, უფრო ზუსტად ამ მოქმედების ნაირსახეობა - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა. შესაბამისად ისინი მოპოვებულია საპროცესო კოდექსის XVI1 თავით დადგენილი წესით, მათ შორის სასამართლო კონტროლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებული ამისი წინააღმდეგია, მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას სასამართლო გამოიკვლევს. პალატა განმარტავს, რომ მცდარია დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს ეს გამონაკლისი მხოლოდ ბრალდებულს ეხება და არა მის ახლო ნათესავს და ახლო ნათესავის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ბრალდებულის საზიანოდ. უდავოა, რომ ახლო ნათესავი სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილით გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმადაც: არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენების მიცემაზე და არა არსებითად სხვა სახის მტკიცებულებაზე - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერაზე. როგორც ვხედავთ, კანონმდებელმა ეს გამონაკლისი თითონ ბრალდებულზეც არ გაავრცელა მაშინ, როდესაც, რა თქმა უნდა, მასაც აქვს გარანტირებული დუმილის უფლება. პალატა განმარტავს, რომ მტკიცება იმის, თითქოს დაცვის მხარის სასარგებლო, ხსენებული გამონაკლისი არ ვრცელდება ბრალდებულზე, მაგრამ ვრცელდება ვინმე სხვაზე, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც ამის შესახებ კანონში არსად მითითებული არაა, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. შესაბამისად, სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც დასახელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და გამოკვლეულია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
4.1.61. ამავე ჩანაწერების კანონიერების შემოწმებისას პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები შეესაბამება შემდეგ მოცემულობას: 1. ამ მტკიცებულების მოპოვებისას, რაიმე სახის იძულება (ფიზიკური ან ფსიქიკური), რამაც შეზღუდა მოქალაქეთა ინტერესები არ გამოყენებულა. მართალია ხელყოფილია პირადი ცხოვრების, კერძოდ კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა, მაგრან ეს განხორციელდა სასამართლოს ნებართვითა და კონტროლით; 2. ბრალდებულს დაცვის უფლების დარღვევაზე პრეტენზია არ გააჩნია, მთელი სამართალწარმოების პროცესში მას საშუალება ჰქონდა ედავა როგორც ამ, ისე ყველა სხვა მტკიცებულების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე, მონაწილეობა მიეღო მის გამოკვლევაში; 3. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში საუბარი მიმდინარეობს სწორედ იმ პირებს შორის, ვისზედაც ბრალდების მხარე აპელირებს ეჭვს არ იწვევს. სასამართლოში დაიკითხნენ კომუნიკაციის მეორე მხარეს არსებული პირები და მათ დაადასტურეს საუბრის შინაარსი. ამავდროულად მ-----– ა--–------–---–ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად, გარდა ამ მტკიცებულებებისა არსებობს არაერთი სხვა მტკიცებულება; 4. კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის საჯარო ინტერესი მეტისმეტად მაღალია. აღნიშნულის დასადასტურებლად თუნდაც მხოლოდ ის გარემოებაა საკმარისი, რომ მტკიცებულების მოპოვების მიზანია იმ პირის დადგენა, ვინც მოქალაქეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. ამრიგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დასახელებული მტკიცებულებები მოპოვებულია მოქმედი კანონმდებლობის და მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.
4.1.62. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის დამატებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ საუბრებში ავტორები საუბრობენ აბსოლიტურად თავისუფლად, ყოველგვარი ზეგავლენის და იძულების გარეშე. თეორიულ დონეზეც კი გამორიცხულია, რომ რაიმე წარმოთქმული იყოს ტყუილად, ინსცენირების, დეზინფორმაციის მიზნით. შესაბამისად ამ მტკიცებულებებით მიღებული ინფორმაცია სარწმუნოა და ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. გარდა ამ მომენტის, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: შემთხვევა მოხდა პრაქტიკულად მ-----– ა--–------–---–ის მეუღლის და მამის თვალწინ. კერძოდ, შემთხვევის ადგილია მათი საცხოვრებელი ბინის ეზო და იმ დროს ნ----- ე-–----–---–ი სახლში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, მასთან შევიდა მეზობელი და უთხრა, რომ ეზოში მისი ქმარი კამათობდა და მიეხედა. თ----- ა--–------–---–ი კი უშუალოდ ესწრებოდა ბრალდებულის და დაზარალებულის კამათს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მათი ოჯახის წევრია, ბუნებრივია ეს პირები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს კონფლიქტის მიმდინარეობას და მათთვის ცნობილია ვინ მიაყენა დაზიანენები კ---–---–ს. ამ ფონზე, ფარული ჩანაწერების მიხედვით, არცერთ მათგანს, არცერთი წამით ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ამის ჩამდენი მათი ოჯახის წევრია.
4.1.63. ბრალდების მხარის ერთ-ერთი მყარი არგუმენტი მ-----– ა--–------–---–ის მიმართ არის ის, რომ მის გარდა შემთხვევის დროს დაზარალებულ კ---–---–ს ფიზიკურად არავისთან უჩხუბია. მოწმე ს---–----ს ჩვენების თანახმად გაიგონა ხმაური, გადაიხედა ეზოში და დაინახა ჩხუბი. სიტუაციის გარკვევის მიზნით ჩავიდა ეზოში, ნახა ვინ იყვნენ იქ და ცდილობდა გაერკვია რა მოხდა. ამ დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულმა კ---–---–მა, რის გამოც გაერიდა მას და ავიდა სახლში. მიუხედავად ამისა კვლავ ყურადღებით იყო ეზოს მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ კ---–---–ი აგრძელებდა მის გინებას და ამ პერიოდში კვლავ გაიგონა ჩხუბის, შემდეგ კი დაჭრილი კ---–---–ის ხმა. ამრიგად ეს პირი უშუალო შემსწრეა იმ ვითარების, რაც ბრალდების აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია. შესაბამისად ეს მტკიცებულება არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ანალოგიური სიტუაციაა ხ------- ხ--------–---–ის და შემთხვევის დროს ეზოში თუ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი სხვა პირების ჩვენებების მიმართ. ეს მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან და ნ-----–-- ს---–----ს ჩვენებასთან და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კ---–---–ს სხვა არავისთან ჩხუბი არ მოსვლია. ამასვე ადასტურებს, 2019 წლის 1 სექტემბრის, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც დაზარალებულის სიხლის კვლები აღმოჩნდა იმავე - 30-ე კორპუსის მიმდებარედ, არსებულ წყაროსთან. საქმე ისაა, რომ ეს ადგილიც იმავე კორპუსის ეზოა და თუ აქ ვინმესთან ჩხუბი მოუხდებოდა დაზარალებულს, ამასაც გაიგებდნენ ბინის მაცხოვრებლები, მათ შორის თუნდაც მოწმე ს---–----. როგორც ხსენებულ ოქმშია აღნიშნული, ამ ადგილას არის წყარო და სწორედ ამის გამო გადაადგილდა იქ დაჭრილი კ---–---–ი და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა მისი სისხლის კვლები.
4.1.64. ის გარემოება, რომ ფიზიკურად ჩხუბი მოხდა სწორედ მ-----– ა--–------–---–სა და დაზარალებულს შორის დადგენილია ასევე მოწმე გ------- ბ-–---ის ჩვენებით. ამ მტკიცებულების თანახმად მოწმეს შეხვდა მ-–- ა--–------–---–ი რომელსაც ტანსაცმელი დასვრილი, მტვრიანი და სისხლიანი ჰქონდა, ნაჩხუბარს ჰგავდა. პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ მტკიცებულებაზე და აღნიშნავს, რომ როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებული თავის ჩვენებებში აღნიშნავენ, თითქოს მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი და ამ დროს დაზარალებულმა სისხლით დასვრილი ხელი რამდენჯერმე დაადო ბრალდებულს, სხვა კონტაქტი მათ შორის არ ყოფილა. უდავოა, რომ ეს ჩვენებები მოგონილია მ-----– ა--–------–---–ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და არ არის სწორი. ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობას კი შეესაბამება სწორედ ბ-–---ის ჩვენება. სისხლის კვალი გასაგებია, მაგრამ საიდან ჰქონდა ა--–------–---–ს ტანსაცმელი მტვრიანი და დასვრილი, რატომ გავდა ნაჩხუბარს? საქმე ისაა, რომ ამ ჩვენებით დასტურდება ფიზიკური ჩხუბის და არა მხოლოდ სიტყვიერი კამათის ფაქტი. იგივე უთხრა მას ბრალდებულმაც - ვიჩხუბეო.
4.1.65. მოწმე ნ-----–-- ს---–----ს ჩვენების შეფასებისას პალატა ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ გამოძიებამ არ დააფიქსირა და დაცვის მხარეს არ გაუცვალა მოწმის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ დაზარალებულისაგან გაიგონა სიტყვები „მ-–-მ რა ქნა“. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მესამე ნაწილში კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა შემდეგი: „მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით“. კანონის ამ ნორმით ხაზგასმულია მხარის ვალდებულება, მოწინააღმდეგე მხარეს აცნობოს არა უბრალოდ მოწმის ვინაობა, არამედ დეტალურად მიაწოდოს ის ინფორმაცია რაც ცნობილია ამ მოწმისათვის და რის გამოყენებასაც აპირებს სასამართლოში. სწორეს ესაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზანი და ამ ნორმაში მითითებული ტერმინი გამოკითხვის ოქმი არ გულისხმობს ოქმს ფორმალურად, ბლანკის სახით. ამ ნორმის მოთხოვნა შესრულებულია მაშინ, როდესაც გადაცემული ოქმი შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცებულება დაუშვებელია. თავის მხრივ ინფორმაციის გადაცემის ვლდებულება ემსახურება იმ მიზანს, რომ მხარემ შეძლოს და მოემზადოს ამ მტკიცებულებისაგან თავის დასაცავად, რასაც ბუნებრივია ვერ შეძლებს, თუ არ ეცოდინება მისი შინაარსი. ამ პრინციპიდან გამომდინარე დაცვის მოსაზრება, ერთი შეხედვით, არაა საფუძველს მოკლებული.
4.1.66. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ეს საკითხის ერთი მხარეა, რაც განუხრელად უნდა იქნეს დაცული. მაგრამ არსებობს მეორეც - საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მხარემ მოწმე გამოკითხვისას და სასამართლოში დაკითხვისას ალაპარაკოს ზუსტად ერთი და იგივე ტექსტით. ხშირია შემთხვევები როდესაც ან გამოკითხვისას, ან დაკითხვისას მოწმეს ან გამორჩება რაიმე, ან/და ამატებს თავის ჩვენებას რაიმეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, თითოეული ისეთი შემთხვევა, რომელზედაც დაცვა აპელირებს უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და გაირკვეს რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაეფარა მხარეს და რამდენად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა ამით მისმა პოზიციამ. უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მხარეს, მაგალითად მოეპოვებინა მისგან გამოძიების ეტაპზე დაფარული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულებები, პროცესუალურად დაგვიანდა თუ არა საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენა და სხვა. პალატა მიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე დაცვის ამა თუ იმ უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს ავტომატურად ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად იყო შესაძლებელი საპროცესო დარღვევის სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე გამოსწორება (ჩოპენკო უკრაინის წინააღმდეგ (Chopenko v. Ukraine), განაცხადი no. 17735/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 52). მითითებულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ნ-----–-- ს---–----მ ჩვენებას დაუმატა მხოლოდ ერთი ფრაზა. ცალკე აღებული ამ ფრაზის მტკიცებულებითი ძალის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხრეს ჰქონდა შესაძლებლობა სამართლებრივად ედავა ამ საკითხზე და წარმოედგინა თავისი მოსაზრებები, პალატა თვლის, რომ არსებითი ხასიათის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფრაზა დაცვას გამოძიების პროცესშივე ეცოდინებოდა, საწინააღმდეგოდ მოეტანა მეტი არგუმენტები და მტკიცებულებები. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლებლობაზე არც დაცვის მხარე არ უთითებს და აპელირებს მხოლოდ ზოგადად, პროცესუალურ მხარეზე.
4.1.67. ამრიგად, როგორც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ასევე, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა ადგენს, რომ ნ------- კ---–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკნაში აღწერილი დაზიანებები მიაყენა მ-----– ა--–------–---–მა.
3.2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მკვლელობის განზრახვის ნაწილში
4.2.1. პალატა, ამ განაჩენის 4.1.46 -4.1.51. პუნქტებში დასახელებული სამართლის ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რათა დაადგინოს არსებობს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საფუძველი დასკვნისათვის, რომ დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენებისას მ-----– ა--–------–---–ი მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. ამ საკითხის გასარკვევად, გარდა ზემოთ ჩამოთვლილის, სხვა მტკიცებულებები ბრალდებას არ წარმოუდგენია. შესაბამისად პალატა ხელმძღვანელობს იგივე მტკიცებულებების და მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით.
4.2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ამდენად, ბრალდებულის ქმედების განზრახ ქმედებად მიჩნევისათვის აუცილებელია, მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდაუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. გარდა ამისა, ხსენებული მიზნის მისაღწევად პირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული და მისი განზრახვის სისრულეში არ მოყვანა გამოწვეული უნდა იყოს მისგან დამოუკებელი მიზეზების გამო.
4.2.3. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზიანებების მიყენების შემდეგ დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს. პირიქით აზროვნებდა და გადაადგილდებოდა (სისხლის კვლები დატოვა სხვადასხვა ადგილას). ამის შესახებ ცნობილი იყო მ-----– ა--–------–---–ისათვის, მაგრამ ამ უკანასკნელს არ უცდია განეგრძო მისთვის დაზიანებების მიყენება. პირიქით, ყველა მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ბრალდებული ყველანაირად ცდილობდა დაზარალებულისგან მორიდებას და კონფლიქტის განახლებას.
4.2.4. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მკვლელობის განზრახვის ნაწილში მტკიცებულებები საკმაოდ მწირია. თვითონ ბრალდებული არა თუ ამ ნაწილში, საერთოდ არ აღიარებს რაიმე დანაშაულის ჩადენას. ამ ფონზე პალატა ითვალისწინებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავს შემთხვევებთან მიმართებაში. კერძოდ, საკასაციო პალატამ, 2018 წლის 20 თებერვლის, N527აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (პუნქტი 29).
4.2.5. ხელმძღვანელობს რა ხსენებული ტესტით, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ერთობლივად არსებობს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. საქმე ისაა, რომ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც შეიძლება მკვლელობის სურვილზე უთითებდეს, არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღწერილია მიყენებული დაზიანებები ლოკაცია და ხარისხი. თუმცა, განსხვავებით დასახელებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ეს დასკვნა საკმარისი არ არის მკვლელობის განზრახვის უტყუარად დასადგენად. დასკვნის მიხედვით: ნ------- კ---–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა. ორი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6-7 ნეკნების დონეზე, მათგან ერთი შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში - ნეკნთაშუა არტერიის, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით. სამი ჭრილობა მუცლის მიდამოში მეზოგასტრიუმში მარცხნივ მამილარულ ხაზზე ჭიპის დონეზე (ჭრილობიდან ევენტერირებული წვრილი ნაწლავის მარყუჟით, ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ნაწლავის მარყუჟი ევენტერირებული იყო მუცლის წინა მარჯვენა კედელზე არსებული ჭრილობიდან), მუცლის ზედა კვადრატში მარჯვნივ მიმართულ ხაზზე და მეზოგასტრიუმის დონეზე წინა აქსილარულ ხაზზე - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აზიანებდა მლივ ნაწლავს. ასევე, ჭრილობა მარცხენა წინამხრის დისტალურ მესამედში, გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა მტევნის პალმარულ ზედაპირზე (II თითის და ხელის გულის მიდამოში), ორი ჭრილობა მარჯვენა წვივზე ლატერალურად - ზემო და ქვემო მესამედებში, ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე ქვემო მესამედში და ჭრილობა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში. უკანა დაზიანებები (ჭრილობები) განვითრებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 3------- წ. მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი (პლევრის და მუცლის ღრუში არაშემევალი და კიდურებზე არსებული) ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
4.2.6. ამრიგად სახეზეა ჭრილობათა სიმრავლე, მაგრამ გაურკვეველია კონკრეტულად რა ვითარებაში მიაყენა ისინი ბრალდებულმა დაზარალებულს. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა--–------–---–ის მიმართ ბრალდება, სხვა მტკიცებულებეთან ერთად დასტურდება მოწმე ფ----–--ს ჩვენებით, ასევე ბრალდებულის მეუღლე ნ----- ე-–----–---–ის ტელეფონის ნომრის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით. არ არსებობს ამ მტკიცებულებების ნაწილობრივ გაზიარების საფუძველი, მათი შინაარსი კი ისაა, რომ ა--–------–---–მა კ---–---–ს დაზიანებები მიაყენა, ამ უკანასკნელის მხრიდან დაწყებულ ჩხუბში. მიყენებული 12 დაზიანებიდან, მხოლოდ ორია სიცოცხლისათვის სახიფათო და მათგან არცერთი არ აზიანებს ისეთ ორგანოებს (გულს, ტვინს, არტერიას) რაც სწრაფად იწვევს სასიკვდილო შედეგს და არც ასეთი დაზიანების საფრთხის შექმნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არსებობს. ამავე დროს ჭრილობების დიდი ნაწილი მიყენებულია კიდურებში, მუცლის და გულმკერდის არეში. ამ მოცემულობით გონივრული იქნება ის ვარაუდიც, რომ ა--–------–---–ი კ---–---–ს დაზიანებების აყენებდა გარკვეულწილად მოზომილად.
4.2.7. ამავე მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი გარემოებაც: კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო იძულებულია განზრახვის არსებობა-არარსებობის ფაქტზე იმსჯელოს მხოლოდ მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე, ჩვენებების და ბრალდებულის სუბიექტური დამოკიდებულების დამდგენი სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში. ამ დროს ის ვალდებულია მსჯელობისას გააანალიზოს ყველა ფაქტობრივი გარემოება ერთობლივად, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის სახეობა და სხვა. მხოლოდ აღნიშნულის შედეგადაა შესაძლებელი სწორი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია და პრაქტიკაშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც ბასრი საგნით აყენებენ სხვას დაზიანებას, მათ შორის არაერთს, მაგრამ დამნაშავე შეგნებულად იყენებს ისეთ საშუალებას, ან/და დაზიანებას აყენებს ისეთ ადგილას, რაც არ გამოიწვევს მძიმე შედეგს. ეს მოცემულობა განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა, რამდენადაც არა თუ ამოღებული, დადგენილიც არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღის პარამეტრები. ამ ფონზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოებაც. უდავოა, რომ დაზიანებების მიყენების შემდეგ ბრალდებულმა ზოგადად იცოდა დაზიანებების არსებობა, მაგრამ გაურკვეველია რა იცოდა კონკრეტულად, რამდენი დაზიანება მიაყენა, სხეულის რა ადგილებში და რა სიმძიმის. განზრახვის არსებობის დადგენისას ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჩხუბის დასრულების შემდეგ დაზარალებული იყო გონზე და გადაადგილდებოდა. ამ ფონზე, დიდი ალბათობით, ა--–------–---–ს შესაძლოა ევარაუდა, რომ მის მიერ მიყენებული დაზიანებები არც ისე მძიმე იყო. თუმცა არაფერი გაუკეთებია მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად, პირიქით ყველანაირად ცდილობდა მორიდებოდა და აღარ შეხვედროდა კ---–---–ს.
4.2.8. ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ-----– ა--–------–---–ის მხრიდან დაზარალებულის მოკვლის განზრახვას. აღნიშნულს ადასტურებს დაზიანებების მიყენების შემდეგ მისი ქცევა. არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი - საგანი, რითიც ბრალდებულმა ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს. ამ საგნის გარეშე კი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცება იმისა, რომ მ-----– ა--–------–---–ი ჭრილობების მიყენებისას, როგორც მინიმუმ, უშვებდა ამ ქმედებით დაზარალებულის გარდაცვალების შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი შედეგის დადგომის სურვილზე, შეუძლებელია.
4.2.9. ამრიგად, პალატას, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, თ---–--–-----–------------------------------------- ეზოში, მ-----– ა--–------–---–სა და ნ------- კ---–---–ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მ-----– ა--–------–---–მა ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, არაერთხელ დაარტყა ბასრი საგანი ნ------- კ---–---–ს, რითაც მიაყენა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა. მათ შორის ორი, კერძოდ: მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი (პლევრის და მუცლის ღრუში არაშემევალი და კიდურებზე არსებული) ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.1. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი - სიკვდილის სახით. ამასთან, ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულ იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, არის დანაშაულის მცდელობა.
5.2. განზრახვის ელემენტებზე ზემოთ პალატამ დეტალურად მიუთითა და აღარ განმეორდება. ამ ეტაპზე კი პალატა ვალდებულია სამართლებრივად შეაფასოს იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რაც დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად. კერძოდ სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც მ-----– ა--–------–---–მა ნ------- კ---–---–ს განზრახ მიაყენა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა. მათ შორის ორი, კერძოდ: მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი (პლევრის და მუცლის ღრუში არაშემავალი და კიდურებზე არსებული) ჭრილობები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამავე დროს გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ დაზიანებების მიყენებისას ა--–------–---–ი მოქმედებდა მოკვლის განზრახვით.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ობიექტული მხარე გამოიხატებოდეს ქმედებაში, სახეზე იყოს მძიმე შედეგი და ასევე სახეზე იყოს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ შესაბამისობაშია დასახელებულ მოცემულობასთან.
5.4. აღნიშნულის გათვალიწინებით პალატა თვლის, რომ მ-----– ა--–------–---–ი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლიდან უნდა გადაკავიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესაბამისად ის ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს მ-----– ა--–------–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ-----– ა--–------–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
6.7. უშუალოდ მ-----– ა--–------–---–ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ბრალდებულსა დაზარალებულს შორის კონფლიქტი წარმოშვა დაზარალებულის ქცევამ, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მიმართული ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ, ბრალდებულის პიროვნებას - ითვლება ნასამართლობის არ მქონედ. პალატა ითვალისწინებს, რომ მ-----– ა--–------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა. ასევე პალატა ითვალისწინებს მის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პრველი ნაწილით სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-----– ა--–------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის გამართლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისი განაჩენში მ-----– ა--–------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში.
მ-----– ა--–------–---–ი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19. 108-ე მუხლიდან გადაკავიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ-----– ა--–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ-----– ა--–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
ცნობადაა მიღებული, რომ მ-----– ა--–------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; 2 ცალი პლასტმასის ბოთლი, 7 ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე ჭიქა, 3 ცალი სიგარეტის ნამწვი, 1 ცალი ფილა, 3 ცალი ასფალტის ამონატეხი, შავტარიანი დასაკეცი დანა, ანაწმენდები, ნერწყვის, სისხლის და სუნის ნიმუშები და კვლები განადგურდეს; ნ------- კ---–---–ის ავადმყოფობის ისტორია და 7 ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე