განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010141318700060634
საქმე №1ბ/181-16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, ეკატერინე უკლება, გ------- ჩუბინიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ---------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: შ--–-- ა----–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-----------------------------------
ადვოკატები - შ--–-- ხ----------ე, ი-–----–----- და გ---------------ე.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 5 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გ---------------–---–ზე და გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ბრალდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 04 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 4 აპრილს, ვ--–-------------–-–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 4 აპრილს ბ----------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 5 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დ---------------ემ. სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და შ--–-- ა----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, მ--–-------------–---–ზე, შ--–-- ჯ-----–---–ზე და ლ------------ეზე თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და ამ ეპიზოდებში მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით შ--–-- ა----–--ის მიმართ წარგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილიდან (2015 წლის 23 იანვარს გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 3531 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, მ--–-------------–---–ზე, შ--–-- ჯ-----–---–ზე და ლ------------ეზე თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 აპრილს შ--–-- ა----–--ემ, თავდასხმა განახორციელა ბ----------–---–ზე, ვ--–-------------–-–---–ზე და ვ------------–--–---–ზე, ასევე 2015 წლის 5 აპრილს შ--–-- ა----–--ის მხრიდან სახეზე იყო ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, შ--–-- ჯ-----–---–ზე და მ--–-------------–---–ზე თავდასხმაც, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ არცერთ მათგანს თავდასხმის შედეგად არ მიუღია რაიმე სახის დაზიანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა შ--–-- ა----–--ის მხრიდან ზემოაღნიშნული პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტი და განმარტა, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შ--–-- ა----–--ის მიერ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის განზრახვას, რაც საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ყველა ზემოაღნიშნული პოლიციის თანამშრომელი, რომელთა თავდასხმის ეპიზოდებშიც სასამართლოს მიერ შეიცვალა კვალიფიკაცია, მიუთითებს, რომ შ--–-- ა----–--ემ მათი მიმართულებით დამიზნებით განახორციელა არაერთი გასროლა. შ--–-- ა----–--ის მხრიდან განხორციელებული გასროლებისგან თავდაცვის მიზნით დაზარალებულთა ნაწილი დაწვა ძირს, გადაკოტრიალდა, თავადაც განახორციელა საპასუხო გასროლა, მათი ნაწილი ამოეფარა ავტომანქანას ან სწრაფი სირბილით, გაქცევით უშველა თავს. მათ შ--–-- ა----–--ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოახერხეს გადარჩენა, სწორედ ამიტომ არ მიუღიათ მათ თავდასხმის შედეგად რაიმე სახის დაზიანება. აღნიშნული კი, არ შეიძლება შეფასდეს, რომ შ--–-- ა----–--ეს არ ჰქონდა მათი სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში შ--–-- ა----–--ის ქმედება სულ მცირე უნდა შეფასებულიყო, არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ დანაშაულად, თუმცა შ--–-- ა----–--ის მიერ 2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განხორციელებული მინიმუმ 8 გასროლა, ასევე 2015 წლის 5 აპრილს განხორციელებული მინიმუმ 8 გასროლა, რა დროსაც გასროლილი ტყვიები მოხვდა ვ------------–--–---–ის გვერდით მდომ ბ----------–---–ს, ლ------------ის გვერდით ასფალტის ზედაპირს და მ--–-------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანას წინა მარჯვენა მხარეს, რომლის წინა მარცხენა მხარესაც იმალებოდა მ--–-------------–---–ი, ამასთან შ--–-- ჯ-----–---–ის სახის სიახლოვეს შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლი ტყვიის ჩავლა ცალსახად მიუთითებს შ--–-- ა----–--ის პირდაპირ განზრახვაზე. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, ასევე დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვ------------–--–---–ის, ლ----------–---–ის, ე-------------–---–ის, მ--–-------------–---–ის, ლ------------ის და შ--–-- ჯ-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით. აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებულ ყველა შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეაჩერეს 2015 წლის 23 იანვარს, 4 აპრილს და 5 აპრილს შ--–-- ა----–--ე, რომელმაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით სიცოცხლე მოუსპო პოლიციის თანამშრომლებს გ---------------–---–ს და ბ----------–---–ს, ასევე სცადა პოლიციელების გ---------------–---–ის, ვ--–-------------–-–---–-ს, ვ------------–--–---–ის, ლ----------–---–ის, მ--–-------------–---–ის, შ--–-- ჯ-----–---–ის და ლ------------ის სიცოცხლის მოსპობა, რაც დასტურდება გ---------------–---–ის, დ----------–--ის, ე----------------ის, ა-–----------ის, ჯ-------------–--ის, ლ-–--–--–---–-–---–ის, ლ---------------–--ის, ვ------------–--–---–ის, ვ--–-------------–-–---–-ს, კ------------------------ის, გ-----------------ის, ლ----------–---–ის, ე-------------–---–ის, მ--–-------------–---–ის, ლ------------ის და შ--–-- ჯ-----–---–ის ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებითაც დადგენილია, რომ 2015 წლის 23 იანვარს, ქ-----------–----–--------------–---–- მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 15 ცალი მასრა, გ---------------–---–ის გვამიდან ამოღებული 2 ტყვიის გულა, 2015 წლის 4 აპრილს თბილისში, ჯ---------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 მასრა და 2 ტყვია, დანაშაულის ჩადენის დროს გამვლელი ავტომანქანიდან ამოღებული 1 ტყვია, ვ--–-------------–-–---–-ს სხეულიდან ამოღებული 1 ტყვია და 2015 წლის 5 აპრილს თბილისში, აეროდრომის დასახლება, მე-3 ქუჩა, 6/8 სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--------------–------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 მასრა გასროლილია 2015 წლის 10 აპრილს, შ--–-- ა----–--ის დაკავებისას, მის მიერ გადმოგდებული ,,GLOCK-19“ მოდელის „GMC478“ პისტოლეტიდან. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 მასრიდან 2 მასრაზე, ასევე 5 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 მასრიდან 1 მასრაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომლის გენეტიკური პროფილიც ეკუთვნის შ--–-- ა----–--ეს. გარდა ამისა, გ---------------–---–მა, ვ------------–--–---–მა, ვ--–-------------–-–---–მა, ე-------------–---–მა და ლ----------–---–მა ამოიცნეს დანაშაულის ჩამდენი პირი - შ--–-- ა----–--ე. კ------------------------ემ, გ-----------------ემ და ვ------------–--–---–მა კი, ამოიცნეს ის ჩანთა, რომელიც 2015 წლის 4 აპრილს განხორციელებული თავდასხმის დროს თან ჰქონდა თავდამსხმელს. აღნიშნული ჩანთა ამოღებულ იქნა 2015 წლის 5 აპრილს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. ჩანთაზე, ისევე როგორც მასში არსებულ სხვადასხვა ნივთებზე აღმოჩნდა ადამიანის ბიოლოგიური მასალა, რომლის გენეტიკური პროფილიც ეკუთვნოდა შ--–-- ა----–--ეს. ურიკაზე არსებულ ერთ-ერთ წიგნზე კი, აღმოჩნდა შ--–-- ა----–--ის თითის ანაბეჭდი. გარდა ზემოაღნიშნულისა შ--–-- ა----–--ის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა თბილისში, კ--–--------------------–- მდებარე ბენზინგასამართ სადგურის მახლობლად ამოღებულ პარიკზე, რომელიც დაზარალებულთა ჩვენებით დაუვარდა იმ პირს, რომელიც გარბოდა და რომელმაც დამიზნებით არაერთი გასროლა განახორციელა მათი მიმართულებით. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ შ--–-- ა----–--ე ამოიცნო მოწმე რ--------–------მაც, რომელიც ცხოვრობს დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში და რომელთანაც დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ღამის გასათევად მივიდა მსჯავრდებული. რ--------–------თან მყოფი პირი, რომ ნამდვილად შ--–-- ა----–--ე იყო დადასტურებულია დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ რ--------–------ის სახლის დათვალიერებისას ამოღებული იქნა შ--–-- ა----–--ის თითის ანაბეჭდები, ასევე სახლის დათვალიერებისას ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე აღმოჩნდა შ--–-- ა----–--ის გენეტიკური პროფილი (დნმ). გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით დასტურდება, რომ შ--–-- ა----–--ეს არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა მან ქ.ბორჯომსა და თბილისში, დანაშაულები ჩაიდინა ,,GLOCK-19“ მოდელის ,-------- პისტოლეტით (რომელიც ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს და ვარგისია გამოსაყენებლად) და მასში მოთავსებული საბრძოლო მასალით (ვაზნებით). გარდა აღნიშნულისა მას ასევე უკანონოდ ჰქონდა შეძენილი ,,ПБ 6П9“ სისტემის პისტოლეტი, საქარხნო ნომრით C----- რომელიც ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ასევე 15 ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა და 27 ცალი 9მმX19 კალიბრიანი, ,,ლუგერის“ მოდელის ვაზნა, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მას ასევე ჰქონდა ,,რგდ-5“ ტიპის ხელყუმბარა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, გამოცდის ჩატარებამდე წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას, მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შ--–-- ა----–--ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ,,გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა. სწორედ აღნიშნული იარაღით ჩაიდინა 2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში პოლიციელ გ---------------–---–ის და 2015 წლის 4 აპრილს თბილისში, პოლიციელ ბ----------–---–ის სიცოცხლის მოსპობა მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე 2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში, პოლიციელ გ---------------–---–ის, 2015 წლის 4 აპრილს თბილისში, პოლიციელების ვ--–-------------–-–---–-ს და ვ------------–--–---–ის, 2015 წლის 5 აპრილს, თბილისში, პოლიციელების ლ----------–---–ის, მ--–-------------–---–ის, შ--–-- ჯ-----–---–ისა და ლ------------ის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ კალიბრიანი ,,ПБ 6П9“ სისტემის პისტოლეტის საშტატო ნიმუში, საქარხნო ნომრით C----- ასევე საბრძოლო მასალა 15 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნები და 27 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმX19 კალიბრიანი, ,,ლუგერის“ მოდელის ვაზნები, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა ,,რგდ-5“ ტიპის ხელყუმბარა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.ბორჯომში, ა------------------–---–- მდებარე მიტოვებულ სახლში და რომლებიც ამოღებულ იქნა 2015 წლის 10 აპრილს, შ--–-- ა----–--ის დაკავების შემდეგ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. მანვე, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 8 ცალ ვაზნას, რომელიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, მითითებულ შენობაში ბრალდებულის სახით დაკავების შემდეგ. სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებით -კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსებისა და თავის ტვინის შეშუპება. ამასთან, პროფესორ მ---------–--ის დასკვნით გ---------------–---–ის სხეულზე არსებული ზოგად-ქირურგიული დაზიანებები (ჭრილობები) არ არის მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან. სიკვდილის მიზეზია ნეიროქირურგიული ტრავმა და მისი შესაბამისი გართულებები. გ---------------–---–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და სწორად და დროულად ჩაუტარდა ზოგად-ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ: ჭრილობების N1 და N2 ქირურგიული დამუშავება და ლაპარატომია მუცლის ღრუს სანაციით და დრენირებით. სიკვდილი გამოწვეული იყო ნეიროქირურგიული ტრავმული პათოლოგიით და მისი გართულებებით. ექსპერტ ლ-----------–--ას ჩვენებით კი დადგინდა, რომ მკურნალობა ჩატარებულია დროულად და სწორად და სიკვდილის მიზეზი გახდა ვაზოსპაზმი, განვითარებული სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო. ნეიროქირურგ გ----------------ას განმარტებით, პაციენტს სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. გ---------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან. სიკვდილის მიზეზს წარმოადგენდა პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსებისა და თავის ტვინის შეშუპება. შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პაციენტს სწორად და დროულად ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, ხოლო სიკვდილის მიზეზს წარმოადგენდა პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმი. სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით გაცემული კომისიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტეს, თუ რატომ ვერ დადგინდა თავდაპირველად ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით სიკვდილის მიზეზი, რატომ ვერ შეფასდა საავადმყოფოში შეყვანიდან გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობა და რატომ გახდა საჭირო განმეორებით დანიშნულ ექსპერტიზის ჩატარებაში სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მათ წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ცოდნა, რაც მათ როგორც ზოგადი პროფილის ექიმებს არ გააჩნდათ, საჭირო გახდა შესაბამისი სპეციალისტების - ნეიროქირურგის, ქირურგის და კრიტიკული მედიცინის დარგის სპეციალისტის, ანუ რეანიმატოლოგის მოწვევა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი გახდა პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსებისა და თავის ტვინის შეშუპება. ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ნ-----–------–----ის ჩვენებით კი დადასტურდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ გ---------------–---–ის ქურთუკსა და შარვალზე ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1, N3, N4, N5, N7, N9 დაზიანებები არის ცეცხლნასროლი წარმოშობის, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვებით, ტანსაცმლის მიმართ როგორც წინიდან, ასევე უკნიდან სროლისას. N2, N6, N8 და N10 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებისა და დაზარალებულის N---------- და 0--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებით ასევე წარმოადგენს ცეცხლნასროლ დაზიანებებს, მათ შორის გამსვლელს. ამავე დასკვნის მიხედვით, ისინი ლოკალური არით შეესაბამება გ---------------–---–ის სხეულზე არსებულ შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებებს. დაცვის მხარის მიერ ასევე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზები და დაიკითხა ექსპერტი გ--------ა, რომელმაც განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის დროს გამოიყენა შედარებითი კვლევა. ლაბორატორიული კვლევა მან ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში, რადგან იმჟამად ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკუთარი ლაბორატორია. შესაბამისად წარმოდგენილი საექსპერტო კვლევა ჩატარებულია არა საექსპერტო ლაბორატორიის პირობებში, შესაბამისი შესაძლებლობების მიკროსკოპის გამოყენებით, არამედ იმ ლაბორატორიაში, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ამასთან, ექსპერტმა არაერთხელ განაცხადა, რომ შედარებითი ექსპერტიზა მკვეთრად ინდივიდუალურია და ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული. ამასთან ბალისტიკაში არის ძალიან რთული კვლები, რომელიც წარმოიშობა რთული ფიზიკო-ტექნიკური და ქიმიური პროცესის შედეგად და აღნიშნულლი გარემოებების გამო არსებობს კვლევაში გარკვეული ცდომილებების არსებობის შესაძლებლობა. სწორედ ამით ახსნა გ--------ამ მისი დასკვნის ერთ მონაკვეთსა და ბრალდების მხარის 7 ექსპერტის მიერ სხვადასხვა დროს, საექსპერტო ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებს შორის განსხვავება. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის შედეგი დამოკიდებულია ექსპერტის თვალზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე. აღნიშნულით დასტურდება, რომ კვლევა ჩატარებულია სასწავლო ლაბორატორიაში იმ პირის მიერ, რომელიც რამდენიმე წლით ფაქტობრივად ჩამოშორებული იყო საექსპერტო საქმიანობას, რომელმაც ვერ განმარტა, კონკრეტულ სამ მასრას რა კერძო ნიშნები განასხვავებდა დანარჩენი მასრებისაგან. გარდა ამისა, მის მიერ ნახსენები შედარების ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანდა მასრებს შორის განსხვავებები დასკვნას არ ერთვის. შესაბამისად ექსპერტ გ--------ას მიერ გაცემული აღნიშნული დასკვნა და ჩვენება არის არადამაჯერებელი, წინააღმდეგობრივი, არაკომპეტენტური და იგი არ უნდა იქნას გაზიარებული. გარდა ამისა ექსპერტმა მის მიერ გაცემულ მეორე დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული მონაცემები შეეხება მხოლოდ მასრის შიგნით წარმოშობილ წნევას და ტემპერატურას და არა მასრის გარე ზედაპირზე არსებულს. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დაცვის მხარის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტი ლ--–-----–-–---–იც. დასკვნის თანახმად, პისტოლეტის გასროლის წარმოებისას განვითარებული ტემპერატურის (1200-1600 გრადუსი) და წნევის მაჩვენებლების (2700-2800 კგ/სმ2-მდე) გათვალისწინებით, მასრებზე გასროლის შემდეგ არ უნდა დარჩნილიყო პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ბიოლოგიური მასალა (დნმ). სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხა ექსპერტი მ----------–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი გახდა მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიისა და ზედაპირული ვენის დაგვიანებული ლიგირება (გაკერვა), რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა, გართულებული ჰიპოვოლემიური შოკით და თავის ტვინის ჰიპოქსია სისხლის მიმოქცევის მოშლით და ვრცელი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის განვითარებით, რომლის გართულებებიც გახდა სწორედ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი. იგივე დასკვნაში მითითებულია, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების გართულებები, რომელთა განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარცხენა ბარძაყის მსხვილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის წყაროს დაგვიანებულმა ლიკვიდაციამ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდების მხარის ექსპერტებმა, რომლებიც წლებია მუშაობენ სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ ვინაიდან მათ აქვთ ზოგადი პროფილის სამედიცინო განათლება, არიან ზოგადი პროფილის ექიმები და რადგან ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის და გ---------------–---–ისთვის ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობის დასადგენად მათი ცოდნა არ იყო საკმარისი, მათ კომისიურ ექსპერტიზაში ჩართეს შესაბამის პროფილის სპეციალისტები. მ----------–--–---–მა კი, რომელიც არის ზოგადი პროფილის ექიმი, ჰისტოლოგი, ზოგადი სამედიცინო ცოდნით, გადაწყვეტა სპეციფიკური, მათ შორის ნეიროქირურგიული საკითხები. ბრალდების მხარე თვლის, რომ ვინაიდან ექსპერტ მ----------–--–---–ს არ ჰქონდა ის სპეციფიკური ცოდნა (ქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმატოლოგია), რაც საჭირო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზის დასადგენად და ჩატარებული მკურნალობის შესაფასებლად, მის მიერ გაცემული დასკვნა არ უნდა ჩაითვალოს კომპეტენტურად და დასაბუთებულად. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მ----------–--–---–ი თავის დასკვნაში სრულად ეთანხმება კომისიურ ექსპერტიზას გ---------------–---–ის სიკვდილის გამომწვევი მიზეზობრივი ჯაჭვის ყველა კომპონენტში, მაგრამ სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამომწვევ მიზეზად კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტებისგან განსხვავებით ასახელებს არა პოლიტრავმას, არამედ სისხლძარღვების დაგვიანებული გაკერვის გამო დაკარგული სისხლის დიდი მოცულობით გამოწვეულ ჰიპოვოლემიურ შოკს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა გამორიცხეს ჰიპოვოლემიური შოკის მიერ თავის ტვინში სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამოწვევის შესაძლებლობა, რადგან მათი ჩვენებებით სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა შეუძლია გამოიწვიოს სისხლძარღვში სისხლის მაღალი წნევით მოძრაობამ (მაღალმა არტერიულმა წნევამ), რომლის ზემოქმედებითაც სკდება სისხლძარღვი და სისხლი ჟონავს გახეთქილი სისხლძარღვიდან, ხოლო ჰიპოვოლემიის დროს, სისხლის დიდი დანაკარგის გამო სისხლძარღვში სისხლი მოძრაობს დაბალი წნევით და შესაბამისად არის დაბალი არტერიული წნევა. დაბალ წნევას კი არ შეუძლია სისხლძარღვის გახეთქვა და შესაბამისად სისხლჩაქცევის გამოწვევა. მ----------–--–---–ის განმარტებით, ჰიპოვოლემიური შოკი გამოიწვია სისხლის იმ დანაკარგმა, რაც დაიკარგა ბორჯომის კლინიკაში პაციენტის შეყვანიდან თბილისის კლინიკაში მისთვის ოპერაციის ჩატარებამდე. თუმცა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური რაოდენობის სისხლი და არ იცის კონკრეტულად რა რაოდენობის სისხლი ჰქონდა დაკარგული გ---------------–---–ს ბორჯომის კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის. არც ის იცის რა რაოდენობის სისხლი დაკარგა გ---------------–---–მა ბორჯომის კლინიკაში არასწორად ჩატარებული ოპერაციიდან თბილისში ოპერაციის ჩატარებამდე, ასევე ვერ ახსნა რა არგუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გ---------------–---–ს არტერიული სისხლდენა ჰქონდა ბორჯომის კლინიკაშიც და შემდეგ თბილისში გადმოყვანისას რეანომობილშიც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის ჩატარებამდე. ექსპერტმა მ----------–--–---–ი ასევე შეეხო გ---------------–---–ისთვის ხერხემლის არხში არსებული ტყვიის ამოღების მიზნით ჩატარებულ ოპერაციას და აღნიშნა, რომ ამ ოპერაციამ მოახდინა ორგანიზმის დამატებითი ტრავმატიზება თუმცა დაადასტურა, რომ აღნიშნული არ იმყოფებოდა პირდაპირ კავშირში სიკვდილთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა შ--–-- ა----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, მ--–-------------–---–ზე, შ--–-- ჯ-----–---–ზე და ლ------------ეზე თავდასხმის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და ამ ეპიზოდებში მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ--–-- ა----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ--–-- ხ----------ემ. აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ--–-- ა----–--ის წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა. დაცვის მხარის განმარტებით, 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში გ---------------–---–ზე და გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება ე.წ. თვითმხილველის, დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენებას, რომელიც არის წინააღგმდეგობრივი. კერძოდ, გ---------------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და მასზე დართულ ფოტოსურათებთან, სადაც ჩანს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს შემთხვევის ადგილის განათებისთვის იყენებდნენ დამატებით საშუალებებს. ამასთან, გზის სავალი ნაწილის მარცხნივ მდებარე ელექტრო ბოძი, სადაც ყველაზე მეტი მასრა იქნა ნაპოვნი, განათებული არ არის. მოწმეებმა ე-–----------------ემ, ი--------------ემ და ლ------------ემ შემთხვევის ადგილის განათებასთან დაკავშირებით სასამართლოს მისცეს ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოწმე დ----------–--ემ განმარტა, რომ დაახლოებით ღამის 11 საათზე მესხეთის ქუჩიდან შემოესმა სროლის მაგვარი ხმა და ქალის ყვირილი, იყო სიბნელე და ადგილზე მისულმა ნახა, რომ ქუჩაში დაჭრილი იყო ორი პოლიციელი. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ჯ--------------–--ემ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებით, ასევე გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს აღნიშნულ პირებს სამსახურებრივი ფორმა არ ეცვათ და თან არ ჰქონდათ პოლიციელის დამადასტურებელი მოწმობები. ამასთან, პ--------–--ისაგან ამოღებული იქნა გ---------------–---–ის კუთვნილი ტაბელური იარაღი, მასში მოთავსებული მჭიდით და 12 ცალი ვაზნით. შეიარაღების და სპეც.საშუალების გაცემის და მიღების წიგნის დათვალიერების ოქმით კი ირკვევა, რომ გ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 22 იანვარს მიღებულ იქნა ზემოხსენებული ტაბელური პისტოლეტი 1 მჭიდით და 15 ცალი ვაზნით. ექპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ გ---------------–---–ის იარაღიდან გასროლილია ორი ტყვია. აპელანტების განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი არ დადგენილა. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით კი, გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზია დაგვიანებული მკურნალობა, რის ფონზეც მას ჩამოუყალიბდა პოლიორგანული უკმარისობა. დაცვის მხარის განმარტებით, შ--–-- ა----–--ეს რომ ჰქონოდა პოლიციელის მოკვლის განზრახვა ამაში ხელს არაფერი უშლიდა და თავისუფლად შეძლებდა განზრახვის სისრულეში მოყვანას, გარდა ამისა მისთვის ცნობილი არ იყო რომ ხსენებული პირები იყვნენ პოლიციელები. ასევე დაუდგენელია, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტეს მათ შ--–-- ა----–--ის გადამოწმება, რადგან მათ არ გააჩნდათ კანონით განსაზღვრული არცერთი საფუძვლი გაეჩერებინათ იგი. ამასთან, თუ მათ იცნეს შ--–-- ა----–--ე, რისთვის დასჭირდათ მისთვის პირადობის მოწმობის მოთხოვნა. აღსანიშავია ის გარემოებაც, რომ გ---------------–---–ის, ლ-–--–--–---–-–---–ის და ლ---------------–--ეს ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. გარდა ამისა გამოძიება არ დაინტერესებულა იმ გარემოებით თუ რა კავშირი ჰქონდა შ--–-- ა----–--ეს ვინმე ჭ--------ასთან, რომლის სახლთან ახლოსაც მოხდა დანაშაული. ასევე არ დადგენილა გ---------------–---–მა ხომ არ გახსნა პირველად ცეცხლი მოქალაქის მიმართ და ადგილი ხომ არ ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას. ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ერთი ტყვის გულა და 17 ცალი მასრა, თუმცა ლუქზე არ იკითხება ხელისმოწერები და უარყოფილი არაა ეჭვი მათი გამოცვლის შესახებ. გარდა ამისა მოწმეების დ----------–--ის, ჯ--------------–--ის, ლ-–--–--–---–-–---–ის, ა-–----------ის, ლ---------------–--ის, ე----------------ის და ნ-----–------–-–---–ის ჩვენებები თავდამსხმელის ვინაობის ნაწილში არის ირიბი და საფუძლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება თბილისის ეპიზოდს, დაზარალებულ ვ------------–--–---–ის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები. გარდა ამისა გამოძიებას არ ამოუღია ადგილზე მყოფი პოლიციელების იარაღები და მათზე ექსპერტიზები არ ჩაუტარებია. 5 აპრილს დილიდან საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია ყოველ ნახევარ საათში აჩვენებდა შ--–-- ა----–--ის ფოტოს, პოლიციის მაღალჩინოსნების ინტერვიუებს და განცხადებებს იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი შესაძლებელია ყოფილიყო შ--–-- ა----–--ე, რითაც დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია. სწორედ აღნიშნული ფოტო წარედგინა ამოსაცნობად ყველა პირს. გარდა ამისა ამომცნობ პირებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთისთვის იმის თქმა, რომ ამოსაცნობი პირი იყო N3 ფოტოზე გამოსახული პირი. ეჭვს ბადებს მოწმე ვ------------–--–---–ის ჩვენება, რომ მან ორ-სამ წამიან მონაკვეთში 15 მეტრის დაშორებით დაიმახსოვრა იმ ამოსაცნობი პირის სახის ნიშან-თვისებები, რომელიც იყო ქუდით, კაშნით და სათვალეებით. ვ------------–--–---–ის, ე-------------–---–ის და ვ--–-------------–-–---–-ს ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული. ლ----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ავტომანქანას პოლიციელის რაიმე მიმანიშნებელი ნიშანი არ ჰქონდა და მას და ე-------------–---–ს ეცვათ თუ არა პოლიციის ფორმა არ ახსოვს. გარდა ამისა, ამოღებული ტანსაცმლით ირკვევა, რომ არცერთ ქურთუკს არ აქვს ფოსფორით წარწერა პოლიცია, არ ჰქონდა სამხრეები და შესაბამისად ღამით იმის გარკვევა, რომ ხსენებული პირები ნამდვილად პოლიციელები იყვნენ შეუძლებელი იყო. აპელანტების განმარტებით, ნეიტრალურმა მოწმეებმა კ------------------------ემ და გ------- ზ-------ემ მისცეს იდენტური ჩვენებები და რეალურად ასახეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, რაც წინააღმდეგობაში მოდის ვ------------–--–---–ის და ვ--–-------------–-–---–-ს ჩვენებებთან. პოლიციელებმა მ--–-------------–---–მა, ლ------------ემ და შ--–-- ჯ-----–---–მა სასამართლოს მისცეს ერთმანეთის მსგავსი ჩვენებები და განაცხადეს, რომ 5 აპრილს დილით მათ უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. მათივე განმარტებით, მართალია შემთხვევის ადგილი განათებული იყო ხელოვნური განათებით, მაგრამ იმდენად ღამე იყო, რომ მათგან რამდენიმე მეტრში მყოფი პირის ამოცნობა არ შეუძლიათ. სამივე მათგანმა განაცხადა, რომ არ ეცვათ პოლიციის ფორმა და არც მანქანას ეტყობოდა, რომ იყო პოლიციის. შესაბამისად, აპელანტებს მიჩნიათ, რომ ამ ნაწილში შ--–-- ა----–--ეს უნდა მოეხსნას წარდგენილი ბრალდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 8 მასრიდან მხოლოდ 5 მასრაა გასროლილი შ--–-- ა----–--ის გლოკის სისტემის პისტოლეტიდან, 3 მასრა კი გასროლილია სხვა პისტოლეტიდან. შესაბამისად პასუხგაუცემელია კითხვა ვისი იარაღით არის მოკლული პოლიციის თანამშრომელი. ამ ნაწილში ბრალდების მხარის ექსპერტთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია, როგორც მათ მიერ გაცემულ დასკვნებთან, ასევე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, შესაბამისად აღნიშნული დასკვნები საფუძლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლომ განაჩენში არ იმსჯელა ხომ არ ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან უცნობ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს და ამ მოქალაქის მხრიდან აუცილებელ მოგერიებას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მასრაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა რომლის დნმ-ი ეკუთვნის შ--–-- ა----–--ეს, თუმცა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით თეორიულადაც კი შეუძლებელია გასროლილ მასრაზე დარჩენილიყო ბიოლოგიური მასალა, შესაბამისად ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული. აპელანტებმა ასევე განმარტეს, რომ პოლიციელებმა არაერთხელ ცემეს შ--–-- ა----–--ე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა გრძელდებოდა ხანგძლივად რამაც მიიღო წამების ფორმა, რაც დასტურდება შესაბამისი ოქმით, სამედიცინო ცნობით და ტელეფონოგრამით. შ--–-- ა----–--ის და მისი მეუღლის, ახლობლების მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, კერძოდ, დაკავებულ შ--–-- ა----–--ეს გლდანის N8 იზოლატორში პოლიციამ გახადა ტანსაცმელი და დატოვა შიშველი. რამდენიმე საათის შემდეგ მისცეს ზეწარი და მან რამდენიმე თვე ზეწარშემოხვეულმა გაატარა საკანში, იგი ვერ ხვდებოდა ადვოკატს და ვერ დადიოდა სასამართლო სხდომებზე, მოკლებული იყო ჰიგიენურ პროცედურებს, მიზანმიმართულად ჰქონდა აკრძალული ტელეფონით, ხანმოლე პაემნით და მაღაზიით სარგებლობა, ამანათისა და გზავნილების მიღება. იგი მუდმივად იმყოფებოდა მტანჯველი შიმშილის განცდისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, აკრძალული ჰქონდა საწერი კალმით და თაბახის ფურცლით სარგებლობის უფლება. ახალციხის სასამართლოში მისი 12 საათიანი ბადრაგირბა მოხდა საკვებით უზრუნველყოფის გარეშე. გარდა ამისა მან ორ წინასასამართლო სხდომაზე ვერ მოახერხა გამოცხადება, რადგან არ ჰქონდა ტანსაცმელი და მოწესრიგების საშუალება, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ. შესაბამისად ამ ორ პროცესზე განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად დაუშვებელად უნდა იქნეს ცნობილი. შ--–-- ა----–--ემ საკანში აღმოაჩინა ჭრილობების მიყენებისათვის განკუთვნილი რკინის ბასრი და აკრძლული საგანი, რომელიც მიაწოდა ადმინისტრაციას, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციელები ასევე არაადამიანურად ექცეოდნენ მის ფეხმძიმე მეუღლეს, მამიდას და მეგობრებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რასაც არ მოჰყოლია რეაგირება. სასამართლომ დაარღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლი და მას წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მოყვანილი გარემოებები და განაჩენი გამოიტანა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ--–-- ა----–--ის წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც პროკურორმა ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდების იმ ნაწილში, რომლითაც შ--–-- ა----–--ე სრულად იქნა დამნაშავედ ცნობილი არის კანონიერი და დასაბუთებული და ემყარება ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, სასამართლომ შ--–-- ა----–--ეს განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი. შესაბამისად განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების იმ ეპიზოდებს, რომლებიც სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა სხვა მუხლებზე, განაჩენის ამ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს. ამასთან, შ--–-- ა----–--ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი 2006 წლიდან 2013 წლამდე იხდიდა სასჯელს. მან საკუთარ თავზე ოთხ წლიანი განუწყვეტელი შრომის შედეგად შეძლო ცხოვრების წესის შეცვლა და საზოგადოებისადმი პატივისცემით განმსჭვალული პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. გათვისუფლებისთანავე მან ბორჯომის პოლიციაში შეიტანა განცხადება მის დაზე გაფორმებული, წარსულში დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. მან მალევე მოიპოვა წარმატებული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის სახელი, რამაც ყველას გაუჩინა იმის მოლოდინი, რომ მისი ლიდერობით განხორციელდებოდა ბუნებრივი რესურსების მოსახლეობაზე სამართლიანი გადანაწილება. მისი უპირატესობა ბორჯომის წყლის რესურსებისთვის ბრძოლაში გახდა მისი აუცილებელი გაჩერების მიზეზი და დაპირისპირებამ სამართლებრივი მოედნიდან გადაინაცვლა ბნელ ქუჩებში, რათა იგი გაეჩერებინათ სხვისი ხელით. აღნიშნულის გამო, მას ღამის საათებში დაუწვეს მანქანა. მეორე პროვოკაცია კი განხორციელდა მის ბიზნეს ორგანიზაციაში. აღნიშნულ საქმეს იძიებდა გამომძიებელი გ---------------–---–ი, რომელთანაც ჰქონდა თითქმის ყოველდღიური შეხება და იცნობდა კარგად. ვინაიდან იგი ვერც მეორე პროვოკაციამ ჩაითრია კრიმინალურ გარჩევებში, მას დაარტყეს საკუთარი დის მხრიდან, რომელზეც გაფორმებული ჰქონდა მთელი ქონება და შემოსავალი, რომლითაც აწარმოებდა ბრძოლას ბორჯომის წყლისთვის. დის გაუჩინარების გარდა მან დაკარგა წვდომა საკუთარ შემოსავლებზე და აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში. ამ მომენტში დაიწყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაც. მას მიუგზავნეს იგივე კრიმინალი ვისი ორგანიზებითაც მას მოუწყვეს წინა ორი პროვოკაცია. ვინაიდან აღარ ჰქონდა თმენის ძალა, კრიმინალთან, მეტსახელად - ჭ--------ასთან, სალკაპარაკოდ იარაღის ენით საუბრის გარდა სხვა გზა ვერ გამონახა. იგი ყოველ ღამე კბილებამდე შეიარაღებული დარაჯობდა სახლთან ჭ--------ას. სამ დღიანი ლოდინის შემდეგ, ღამის თერთმეტის ნახევარზე, ჭ--------ას სახლის სიახლოვეს შენიშნა ორი პირის ლანდი, რომლებიც მიდიოდნენ ამ უკანასკნელის სახლისკენ. იმ პირის აღნაგობა, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღის ლულის მსგავსი რაცია, გავდა ჭ--------ას. მან რაციის ლანდი მიიჩნია იარაღად, ამიტომ ამ პირის ფეხების მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა. საპასუხო გასროლა განხორციელდა მისი მიმართულებითაც. მან აღნიშნული პირების მიმართულებით კვლავ განახორციელა სროლები ზევიდან ქვევით, ფეხების მიმართულებით. მან ღამის საათებში, დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილიდან ნასროლი ყველა ტყვია გაარტყა, თუმცა მათი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში ყველა ტყვიას გაარტყავდა თავში და არცერთს არ ააცილებდა. მან ყველა ტყვია ესროლა ფეხებში, რომელთაგან მხოლოდ ერთი მოხვდა, წელის არეში, ერთ-ერთს დაცემის დროს. ამ ეპიზოდში მის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა მხოლოდ გ---------------–---–ი, რომელიც ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ლამპიონი იყო განათებული. ამასთან ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე იყო სიბნელე დასტურდება მოწმეების გ------–--ის და გ--------ის ჩვენებებით. გარდა ამისა, აქტიური მოღვაწეობიდან გამომდინარე იგი ბორჯომის პოლიციაში ყოველ მესამე დღეს მაინც ახორციელებდა საქმიან ვიზიტს, შესაბამისად ახლო შეხება და ურთიერთობა ჰქონდა გ---------------–---–თან და გ---------------–---–თან. ამასთან, მის საქველმოქმედო სარესტორნო ბიზნესს ჰქონდა 20% ფასდაკლება სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის პოლიციისთვის, რომლის თანამშრომლები ხშირად სტუმრობდნენ და პატივს სცემდნენ მას. 2015 წლის 23 იანვარს, ღამის ათის ნახევარზე გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი ახორციელებდნენ დაუსაბუთებელ პატრულირებას, არ ეცვათ უნიფორმა, იყვნენ სპორტული ტანსაცმლით, ერთ-ერთი მათგანი კი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გ---------------–---–ს თან არ ჰქონდა მასზე გაფორმებული ტაბელური იარაღი, რაგან იმ მომენტისათვის დისციპლინური სახდელის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ბორჯომის პოლიციაში გ---------------–---–ის სახელზე ფიქსირდება მაკაროვის სისტემის იარაღი და არა ის იარაღი, რომელიც ჰქონდა შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ პოლიციელის დამადასტურებელი მოწმობები, შესაბამისად მას ვერ წარუდგენდნენ. მოწმეების ლ-–--–--–---–-–---–ის და ლ---------------–--ის ჩვენებები, რომ დაჭრილებმა საავადმყოფოში მიყვანამდე განუცხადეს დამჭრელის ვინობა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წინააღმდეგობაშია ადგილზე პირველად მისული მოწმის ი----- გ--------ის და საავადმყოფოს ექიმის რ------------------ის ჩვენებებთან, რომელთა თანახმად მათ გ---------------–---–მა განუმარტა, რომ ქუჩაში გადაადგილებისას გააჩერეს ვიღაც მოქალაქე. გარდა ამისა, ლ-–--–--–---–-–---–ის მიერ საქმის დამძიმების სურვილზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დანაშაულის ღამესვე, სამი დღით, დააკავეს მისი ორი თვის ფეხმძიმე მეუღლე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. რაც შეეხება ვარკეთილის ეპიზოდს, დაახლოებით ღამის ათ საათზე, იგი ვარკეთილში მდებარე მისთვის უცნობ ქუჩაზე ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, რა დროსაც ტროტუარიდან 6-7 მეტრის მოშორებით შენიშნა ერთ ჯგუფად მდგარი შავებში ჩაცმული ადამიანები. მათთან ჩავლისას, აღნიშნულ ჯგუფს გამოეყო ერთი პირი, რომელიც გაყვა უკან და დაუძახა გაჩერებულიყო. ამ დროს მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 15 მეტრი. იგი ნახევარი სახით შებრუნდა ხსენებული პირისკენ და თხოვა აღარ გაყოლოდა უკან, რადგან თავს კარგად არ გრძნობდა. ამ პირმა კვლავ მოუწოდა გაჩერებულიყო, რაზეც გასცა იგივე პასუხი და აუჩქარა ნაბიჯს, რადგან ძებნაში მყოფმა, ეს შემთხვევაც მიიჩნია ამოუცნობ საფრთხედ და შეეცადა აჩქარებული ნაბიჯით გაცლოდა მისთვის არასასურველ გარემოს. შემდეგ კი, გადავიდა გაქცევის მაგვარ მოქმედებაზე, რა დროსაც უკნიდნ მოესმა ხმა ,,არ გაიქცე თორემ გესვრი!“ იგი მობრუნდა და დაინახა, რომ მის უკან მყოფ მამაკაცს ხელი წაღებული ჰქონდა უბისკენ. მართალია ამ პირის ხელში იარაღი არ დაუნახავს, მაგრამ მისი სიტყვები და ხელის მოძრაობა არწმუნებდა საფრთხის რეალობაში, რომელსაც ვერ გაექცეოდა თუ არ დაასწრებდა. მან უბიდან ამოიღო იარაღი, რა დროსაც შენიშნა, რომ იარაღი ამოიღო იმ პირმაც, მაგრამ მან დაასწრო და ამ მამაკაცს ორი ტყვია ესროლა ფეხების მიმართულებით. შემდეგ შემობრუნდა და დააპირა იქაურობის დატოვება, რა დროსაც მის უკან, შორი მანძილიდან მისი მიმართულებით განხორციელდა სამი გასროლა, რასაც თავადაც უპასუხა ფეხების მიმართულებით სროლით, რათა შეეჩერებინა მისთვის უცნობი პირების თავდასხმა. აღნიშნული ჰგავდა კრიმინალურ თავდასხმას, რადგან ყველა მათგანი შავებში ჩაცმული იყვნენ ბნელ ჩიხში, რომელთაგან ერთი მისგან მოითხოვდა გაჩერებას, თუმცა არ უთქვამს, რომ იყო პოლიციელი. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელებს ძებნილი პირი ჩაუვლიდა გვერდით და იცნობდნენ, მათ მხოლოდ ერთი არ გამოეყოფოდა მის შესაჩერებლად, ყველა მათგანი შეეცდებოდა მის შეჩერებას და დაკავებას. ის რომ აღნიშნულ პოლიციელებს ეცვათ ფორმა ნახა საქმის მასალებში. სასამართლოზე დაიკითხნენ მოწმეები ნ---------ე და ზ-------ე, რომელთაგან ერთმა თქვა, რომ ბნელოდა და ძნელად შეიმჩნეოდა პოლიციის შავი ფორმები მკერდზე მცირე ზომის წარწერით პოლიცია-დეტექტივი, მეორემ კი თქვა, რომ მიუხედავად მათ შორის არსებული ერთმეტრიანი მანძილისა ვერ შენიშნა მათზე პოლიციის ფორმა. შესაბამისად 15 მეტრის მოშორებით ვერც თავად შენიშნა პოლიცლების ფორმა, თუმცა რომ სცოდნოდა პოლიციელები იყვნენ, იმ მდგომარეობაში მოიქცეოდა ანალოგიურად. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სამი ტყვია რომელი იარაღიდან არის გასროლილი დღემდე სადავო გარემოებას წარმოადგენს. სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული სქემის მიხედვით მასსა და გარდაცვლილ ბ----------–---–ს შორის მანძილი არის 40 მეტრი, შესაბამისად მის მიერ გასროლილი ხუთი ტყვია აღმოჩენილია მის სიახლოვეს, ხოლო ბ----------–---–ის მიერ გასროლილი სამი ტყვია ამ უკანასკნელის სისხლის გუბესთან. შემთხვევის ადგილზე გასროლილი რვა ტყვიიდან სამი ტყვიის თავზე არსებული წარწერა განსხვავდება ხუთი ტყვიის თავზე არსებული წარწერისაგან. მოწმეებს ბ-------------–---–ს, ვ------------–--–---–ს და სხვა პირებს შემთხვევის ადგილზე ჰქონდათ იარაღები, თუმცა აღნიშნული იარაღები დამალეს და არ გადააგზავნეს საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად. ის რომ ამ პირებს შემთხვევის ადგილზე ნამდვილად ჰქონდათ იარაღები დასტურდება მოწმე მ-------------–-------ის ჩვენებით. შ--–-- ა----–--ის განმარტებით, მას არც ამ შემთხვევაში ამოძრავებდა მოკვლის განზრახვა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი ზევიდან ქვევით დამიზნებით ისროდა ფეხების მიმართულებით. მისივე განმარტებით, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს, რომ 2006 წლიდან 2013 წლამდე ციხეში ყოფნის პერიოდში განიცადა ტრანსფორმაცია, იგი დაოჯახებული იყო ორჯერ, თუმცა ციხეში ყოფნის პერიოდში დაენგრა ორივე ოჯახი და ჰყავს ოთხი შვილი. მისი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებაა მილიონი, სეზონური ყოველთვიურად 40000 ლარიანი შემოსავლით, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაახლოებით 2 მილიონის ღირებულების ქონება ჯერ-ჯერობით კვლავ რჩება მისი დის იურისდიქციის ქვეშ, აღნიშნული ქონების დაბრუნებამდე იგი არის ღარიბი და არაფერი გააჩნია იმ ფასდაუდებელი პრინციპების და ღირებულებების გარდა რომლითაც ცხოვრობს. ამ ხუთი წლის განმავლობაში მან გამოსცა წიგნი ბავშვებზე და ოთხი ბროშურა, რომლებიც უფასოდ დაურიგდა მოსახლეობას და სახელმწიფო უწყებებს. ციხეში ყოფნისას დამსახურებულად მიიღო სიგელები და დიპლომები. გარდა ამისა დაზარალებულებთან შერიგების მისწრაფებას ადასტურებს მათთვის მიწერილი წერილები. მიზეზი იმისა, რომ იგი არ გამოცხადდა ბრალის აღიარებით იყო ის, რომ მის გამო ბორჯომის პოლიციაში მის ფეხმძიმე მეუღლეზე განხორციელდა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, ,,გლოკის“ მჭიდში ჩადის 17 ტყვია და მას, რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონოდა ფეხების მიმართულებით ორ ტყვიას არ ესროდა, ასევე ბ----------–---–საც სამი ტყვიის ნაცვლად, უფრო მეტს ესროდა. 04 აპრილის ღამე გაათენა ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში. გამთენიისას კი, დაახლოებით ხუთი საათიდან ექვსის ნახევრამდე პერიოდში გადაწყვიტა დაეტოვებინა მითითებული ადგილი. იმისთვის რომ არ ეცნოთ საჭირო იყო შენიღბულიყო. მანვე განმარტა, რომ იგი კარგად ისვრის და შეუძლია ყველა ტყვია მიზანში მოახვედროს, თუმცა აღარ სურდა კონფლიქტი, სისხლის დაღვრა და ტრაგედია. მან ეზოში ნახა ურიკა, რომელზეც დაალაგა კარტოფილის ტომრები, თავზე დაიფარა პარიკი და ისე დაიწყო გადაადგილება. ვინაიდან კარგად არ იცნობდა ვარკეთილს, ურიკით აღმოჩნდა პოლიციის სამმართველოსთან, რა დროსაც ფეხებთან გაუჩერა პრადოს ჯიპმა, რომელშიც ისხდნენ მძღოლი და ლ----------–---–ი, რომელმაც მოსთხოვა საბუთები და დაუსვა კითხვები, რაზეც უპასუხა, რომ მიდიოდა ბაზარში. მან შენიშნა, რომ ლ----------–---–მა ჩუმად მოიკიდა იარაღზე ხელი და გადატენა, რის შემდეგაც ურიკა დროის მოსაგებად მიაგდო მანქანის კარს და გაიქცა. ამ დროს მანქანიდან გადმოხტა ლ----------–---–ი და გაისროლა ერთი-ორჯერ, თუმცა არ იცის მისი მიმართულებით თუ ჰაერში. მათ შორის მანძილი დაახლოებით 25-30 მეტრი იქნებოდა. იგი შებრუნდა და შესაშინებლად განახორციელა ერთი გამაფრთხილებელი გასროლა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ ჰაერის გაკვეთის ხმა ახლოს ჰქონოდა, ეგრძნო, გაჩერებულიყო და აღარ განძრეულიყო. ლ----------–---–ი მართლაც გაშეშდა ადგილზე და მან შეძლო მისგან გაქცევა, თუმცა იქ იყო პოლოციის ბევრი მანქანა, რა დროსაც მისკენ წამოვიდა ტყვიების სეტყვა, იგი ამოეფარა იქვე არსებულ ბენზინგასამართ სადგურს, რის შემდეგაც მას ტყვიები აღარ ხვდებოდა, თუმცა აღნიშნული მიიღო შეურაცხყოფად და თუ პასუხს არ გასცემდა თავს იგრძნობდა ლაჩრად, ამიტომ გამოვიდა და რვა ტყვია ესროლა. რვავე პოლიციელს გაუტარა თმებში. მას რომ სდომებოდა რვავეს გაარტყავდა მიზანში, მაგრამ მას ამის სურვილი არ ჰქონდა, აღნიშნულით შეეცადა გაეჩერებინა ისინი და ესწავლებინა მათი ადგილი. ამის შემდეგ იგი შევიდა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აარჩია ერთ-ერთი ბინა და დააკაკუნა კარზე. კარი გაუღო ახალგაზრდა ბიჭმა - რ---------–------მა. მან ღამე გაათენა მის ბინაში და მეორე დღეს წავიდა ბორჯომში. იგი ერთი-ორი დღე გაჩერდა ბორჯომში მდებარე მიტოვებულ სახლში. ლიკანში მდებარე სახლში, სადაც დააკავეს მივიდა წითელ პარასკევს - 10 აპრილს, მეორე დილით კი დააკავეს.
ადვოკატმა შ--–-- ხ----------ემ დამატებით განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს იმ ფაქტს, რომ მან ეს ქმდება განახორციელა თუმცა აცხადებს, რომ ბორჯომის ეპიზოდში არ იცოდა რომ პოლიციელებთან ჰქონდა შეხება. ამასთან, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო იმის გარჩევა, რომ ის პირები იყვნენ პოლიციელები, თუმცა აღიარებს, რომ მან ამ პირთა მისამართით მოახდინა გასროლა, მაგრამ აღნიშნული პირები თავადაც აწარმოებდნენ მის მიმართ გასროლებს. რაც შეეხება მეორე დღის ეპიზოდს დაცვის მხარე განაჩენის ამ ნაწილს ემხრობა. შ--–-- ა----–--ემ დეტალურად აღწერა, რამ მიიყავნა იგი ამ მდგომარეობამდე და რა ედო ამ ყველაფერს საფუძვლად. გარდა ამისა, მან წარმოაჩინა თავისი პიროვნების დადებითი მხარეები. დაცვის მხარემ იმსჯელა მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მისი დაზუსტებული მოთხოვნაა შ--–-- ა----–--ის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა და მისთვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, შ--–-- ა----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება. მან ჩაიდინა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიუდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-----------–----–--------------–---–-, საქართველოს შს სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი ქვეითად ახორციელებდნენ პატრულირებას, რა დროსაც მ----------------------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს ქვეითად მიმავალი შ--–-- ა----–--ე. ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად ვერ იცნეს შ--–-- ა----–--ე, რომელსაც თავზე გადაფარებული ჰქონდა კაპიშონი, მიიჩნიეს საეჭვოდ და გადაწყვიტეს მისი გადამოწმება. როდესაც პოლიციელები მიუახლოვდნენ შ--–-- ა----–--ეს, განუცხადეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც შ--–-- ა----–--ემ, მყისიერად, ქურთუკის მარცხენა მხარეს არსებული უბიდან ამოიღო, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და პოლიციელების მოკვლის განზრახვით, მათი მიმართულებით დაიწყო სროლა. შ--–-- ა----–--ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გ---------------–---–ის მიმართულებით განახორციელა შვიდი გასროლა, ხოლო გ---------------–---–ის მიმართულებით ექვსი გასროლა, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სროლის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღეს გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა. დაჭრილი პოლიციის თანამშრომლები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად გ---------------–---–ი გარდაიცვალა.
2015 წლის 04 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, ჯ------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლები - ვ--–-------------–-–---–-, ბ----------–---–ი და ვ------------–--–---–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს შ--–-- ა----–--ეს, რომელიც საეჭვოდ გადაადგილდებოდა მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ მიმართულებით. პოლიციელთა მოთხოვნის პასუხად შ--–-- ა----–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართულებით. შ--–-- ა----–--ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღეს ვ--–-------------–-–---–მა და ბ----------–---–მა. დაჭრილი ვ--–-------------–-–---–- და ბ----------–---–ი გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ბ----------–---–ი გარდაიცვალა.
2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსმა ლ----------–---–მა და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ე-------------–---–მა შეამჩნიეს შ--–-- ა----–--ე, რომელიც გადაადგილდებოდა ქ.თბილისში, წ---–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ლ----------–---–მა შ--–-- ა----–--ეს მოსთხოვა შეჩერება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას და ლ----------–---–ის მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი მიმართულებით განახორციელა გასროლა და გაიქცა წულუკიძის ქუჩაზე არსებული წრიულის მიმართულებით. წრიულთან შ--–-- ა----–--ე შეამჩნიეს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა - მ--–-------------–---–მა, ლ------------ემ და შ--–-- ჯ-----–---–მა, რომლებმაც განახორციელეს მისი დევნა. დევნის პროცესში შ--–-- ა----–--ემ თანნაქონი იარაღით ზემოაღნიშნულ პირთა მკვლელობის და დევნისგან თავის დაღწევის მიზნით, მათი მიმართულებითაც განახორციელა რამოდენიმე გასროლა, ხოლო სროლის დასრულების შემდეგ მიიმალა.
შ--–-- ა----–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით C------ და საბრძოლო მასალა, ასევე ,,რგდ 5“-ს ტიპის ხელყუმბარა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.ბორჯომში, ა------------------–---–- მდებარე შენობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
შ--–-- ა----–--ემ ჩაიდინა 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში პოლიციელების გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მათ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა 2015 წლის 4 აპრილს, პოლიციელ ვ------------–--–---–ზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელ ვ--–-------------–-–---–-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და პოლიციელ ბ----------–---–ის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მანვე ჩაიდინა 2015 წლის 5 აპრილს პოლიციელებზე ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, მ--–-------------–---–ზე და შ--–-- ჯ-----–---–ზე თავდასხმა მათ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შ--–-- ა----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 23 იანვარს გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილზე.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში გ---------------–---–ზე და გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.
შ--–-- ა----–--ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილიდან (2015 წლის 04 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილზე.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვ--–-------------–-–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ბ----------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
შ--–-- ა----–--ის ბრალდება (2015 წლის 05 აპრილს ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, მ--–-------------–---–ზე და შ--–-- ჯ-----–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილზე.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის, შეძენა შენახვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ--–-- ა----–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში მუშაობს უ------------------------------–-- თანამდებობაზე. 2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, თანამშრომელ გ---------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ქ-----------–----–--------------–---–- აწარმოებდა შემოვლას, რა დროსაც მ----------------- მდებარე თექვსმეტ სართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ქვეითად მიმავალი პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა ე.წ. კაპიშონი. გ---------------–---–ი გაემართა აღნიშნული პირისკენ, რომელსაც დაახლოებით ორი მეტრით უკან გაჰყვა თავადაც. მითითებულ პირს გ---------------–---–მა დაუძახა, რომ იყვნენ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები და ერთი წუთით შეჩერებულიყო, ასევე მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გარკვეულ მანძილზე მიახლოების შემდეგ, აღნიშნული პირი შეტრიალდა მათკენ, რა დროსაც მან იცნო რომ იგი იყო მათი ნაცნობი შ--–-- ა----–--ე, რომელმაც მათი მიმართულებით დაიწყო სროლა. შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლი პირველი ტყვია მას მოხვდა ფეხში, ბარძაყის არეში, ხოლო მეორე ტყვია მუცლის ან ფერდის არეში მოხვდა გ---------------–---–ს, რომელიც ტყვიის მოხვედრისთანავე დაეცა ძირს. დაზარალებულის განმარტებით, შ--–-- ა----–--ემ კვლავ განაგრძო მისი მისამართით სროლა, რა დროსაც ტყვია მოხვდა მუცლის არეში. იგი გაიქცა ქუჩის ქვედა მიმართულებით, იქ სადაც იყო შედარებით სიბნელე, რა დროსაც ტყვია მოხვდა ზურგის არეში, რის შემდეგაც წაიქცა და ტყვიების არიდების და შ--–-- ა----–--ისგან გაცლის მიზნით დაიწყო ქვემოთ დაგორება. ამ დროს შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლი ტყვიები კვლავ მოხვდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მარცხენა ხელის მტევანში, რომელშიც ეჭირა ხელის რაცია, რომელიც დაზიანდა. მან შეწყვიტა მოძრაობა და გაჩერდა. ამის შემდეგ შ--–-- ა----–--ე კვლავ მიტრიალდა გ---------------–---–ისკენ, რომელსაც კვლავ ესროლა რამდენიმე ტყვია და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმაც შეწყვიტა მოძრაობა, გაიქცა. სროლის მომენტში თავდამსხმელს გადაძვრა კაპიშონი, რა დროსაც მისი სახე გამოჩნდა კარგად. აღნიშნული პირი იყო შ--–-- ა----–--ე, რომელიც სავარაუდოდ ისროდა ,,GLOСK-ის“ სისტემის იარაღიდან. დაზარალებულის განმარტებით, მას გ---------------–---–მა დაუძახა, რომ შ--–--–--მ დაცხრილა და რაციით მოეთხოვა დახმარება, რაზეც უპასუხა, რომ ვერ გადასცემდა, რადგან რაცია იყო დაზიანებული. ამის შემდეგ, გ---------------–---–მა ყურადღების მისაქცევად იარაღიდან გაისროლა ჰაერში. თავად კი დაიწყო ყვირილი, რომ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ დაჭრილი და მიშველებოდნენ. ამ დროს თექვსმეტ სართულიანი კორპუსის ფანჯრიდან ქალბატონმა იკითხა ვინ იყვნენ. მან ქალბატონს უთხრა, მისი სახელი და გვარი და განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მათი ხმა გაიგო კიდევ რამდენიმე პირმა, რის შემდეგაც მათთან მივიდნენ დ----------–--ე და ნ----------------აძე, რომლებსაც აუხსნა, რომ სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიცლებოდნენ სისხლისგან, ამიტომ იგი ჩასვეს დ----------–--ის მანქანაში, გ---------------–---–ი კი სხვა მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დროს ორივე იყვნენ საღ გონებაზე. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ჰქონდა, რადგან ახალი აღდგენილი იყო სამსახურში და იარაღის გადაცემის პროცედურას სჭირდებოდა დრო. მისთვის ცნობილია, რომ შ--–-- ა----–--ე და გ---------------–---–ი იცნობდნენ ერთმანეთს. იგი იმავე დღეს, სავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში ესაუბრა პოლიციის უფროსს - ლ---------------–--ეს და მის მოადგილეს - ლ-–--–--–---–-–---–ს, რომლებსაც უთხრა, რომ პიროვნება რომელმაც ისროლა მათი მიმართულებით და ისინი გაიმეტა სასიკვდილოდ იყო შ--–-- ა----–--ე. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შ--–-- ა----–--ე მათი მისამართით ისროდა დამიზნებით, მოკვლის მიზნით. იქ სადაც მას მოხვდა ბოლო ტყვია, პრაქტიკულად იყო სიბნელე. მისი აზრით, სავარაუდოდ გ---------------–---–მა სცადა და ფეხზე შეაყენა იარაღი, რის გამოც შ--–-- ა----–--ემ კიდევ რამდენიმე ტყვია ესროლა ამ უკანასკნელს. შ--–-- ა----–--ის მიერ განხორციელებული სროლების გამო მას დაუზიანდა და ამოსაკვეთი გაუხდა ბრმა ნაწლავი, ასევე დაუზიანდა წვრილი ნაწლავი და ხელ-ფეხი, მათ შორის ძვალი. შ--–-- ა----–--ისგან მიღებული ჭრილობების გამო, მას ჩაუტარეს ორი ოპერაცია.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ-----–------–-–---–ის ჩვენებით დასტურება, რომ აწგარდაცვლილი გ---------------–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელსაც როგორც მისთვის არის ცნობილი ესროლა შ--–-- ა----–--ემ. აღნიშნულის შედეგად გ---------------–---–ი გარდაიცვალა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მოითხოვა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა.
მოწმე დ----------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2015 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რომელიც მდებარეობს კორპუსის მეხუთე სართულზე. ბინის აივანი განთავსებულია იმ მხარეს სადაც მოხდა შემთხვევა. მან გაიგო გასროლის ხმა, შემდეგ კი შემოესმა მამაკაცის ყვირილი ,,პოლიციელები ვართ დაჭრილი გვიშველეთო“. მან გაიხედა აივნიდან და მისი კორპუსის ქვემოთ დაინახა, რომ დაჭრილი პოლიციელები იწვნენ ძირს. იგი მივიდა მითითებულ ადგილზე, რომელიც იყო განათებული და დაინახა ორი დაჭრილი პოლიციელი - გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული, მათ მოსვლამდე დაჭრილი გ---------------–---–ი მოათავსა თავის ავტომანქანაში, დაჭრილი გ---------------–---–ი კი მოათავსეს სხვა ავტომანქანაში და გადაიყვანეს ბორჯომის ჯეოჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრში. იმ დროს, როდესაც იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, შეკრებილი იყო ხალხი, დაჭრილი პოლიციელები კი ჯერ ისევ გონზე იყვნენ. მათთან ერთად მანქანაში ჩაჯდა მისთვის უცნობი პირი და გაჰყვა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მანქანაში კითხვაზე თუ რა მოხდა, გ---------------–---–მა თქვა, რომ მათ ესროლა შ--–-- ა----–--ემ. მოგვიანებით, გამომძიებელმა დაათვალიერა მისი ავტომანქანა.
მოწმე ა-–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 იანვარს, 21:00 საათზე, იმყოფებოდა მეზობლებთან ერთად, რა დროსაც მათ გაიგეს გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა ხალხის ყვირილი ,,პოლიციელები არიან დაჭრილი და შველას ითხოვენო“. ისინი გაიქცნენ იმ მხარეს საიდანაც გაიგეს სროლის ხმა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა, რომ ორი პოლიციელი - გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი იყვნენ დაჭრილი. მან შემთხვევის ადგილზე მიიყვანა თავისი ავტომანქანა, რომელშიც მოათავსეს დაჭრილი გ---------------–---–ი, ხოლო გ---------------–---–ი მოათავსეს სხვა მანქანაში და ორივე მათგანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, გ---------------–---–ს, რომელსაც ერთი ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი საავადმყოფოში მიყვანისას იყო გონზე. მანქანაში გ---------------–---–ი ამბობდა, რომ ის და გ---------------–---–ი დაჭრა შ--–-- ა----–--ემ. მისივე ჩვენებით ქუჩა, სადაც მათ ნახეს დაჭრილები გარე განათებით იყო განათებული. მოგვიანებით, მისი ავტომანქანა დათვალიერდა გამომძიებლის მიერ.
მოწმე ჯ-------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 23 იანვარს საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც გაიგო სროლის ხმა, გაიხედა და დაახლოებით ას მეტრში დაინახა ორი ადამიანის ლანდი. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა დაჭრილი პოლიციელები, რომელთაგან ერთი ძირს იწვა მოსახვევში, მეორე კი 15 მეტრის მოშორებით. იქვე ეგდო დაშლილი რაციაც. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახა დაჭრილი პოლიციელები, კარგი გარე განათება არ იყო, ქვედა მხარეს დაღმართზე ნახა ის პოლიციელი რომელსაც ჰქონდა რაცია. მეორე დაჭრილი პოლიციელი კი იყო ისეთ ადგილზე სადაც არ იყო განათება, გარე განათება იყო მოშორებით, დაახლოებით 50 მეტრში. დაჭრილი პოლიციელები იყვნენ გონზე და ითხოვდნენ არ დალოდებოდნენ სასწრაფოს მისვლას და გადაეყვანათ საავდმყოფოში. მათ აღნიშნული პირები ჩასვეს მანქანებში და წაიყვანეს სავადმყოფოში. თავად ჩაჯდა იმ მანქანაში, რომელსაც მართავდა ა-–----------ე. სავადმყოფოში მათ დახვდათ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაგან ერთმა - ლ-–--–--–---–-–---–მა დაჭრილ პოლიციელს ჰკითხა რა მოხდა, რაზეც დაჭრილმა უპასუხა, რომ მათ ესროლა შ--–-- ა----–--ემ.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უ---------- მოწმე ლ-–--–--–---–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი იყვნენ მისი თანამშრომლები. 2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე იგი ქ.ბორჯომის სამმართველოს უფროს ლ---------------–--ესთან ერთად მოძრაობდა ავტომანქანით, რა დროსაც მორიგემ რაციის საშუალებით გადასცა, რომ ლიკანში ისმოდა სროლის ხმა, რამდენიმე წუთში კი შეატყობინა, რომ პოლიციელები იყვნენ დაჭრილნი. ისინი მივიდნენ ლიკანში, რა დროსაც დაინახეს, რომ მოდიოდა ორი ავტომანქანა. ერთ-ერთი ავტომანქანიდან მათ ჯ--------------–--ემ უთხრა გაყოლოდნენ საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისას, იგი მივიდა ვერცხლისფერ ავტომანქანასთან და დაინახა დაჭრილი გ---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ დაჭრა შ--–-- ა----–--ემ ე.წ. შ--–--–--მ და მიაწოდა სამსახურებრივი ტაბელური იარაღი. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შეხვდნენ შ--–-- ა----–--ეს, რომელსაც უთხრეს რომ იყვნენ პოლიციელები და მოუწოდეს გაჩერებულიყო. მათ შ--–-- ა----–--ემ უპასუხა, რომ თავი დაენებებინათ მისთვის და გაუხსნა ცეცხლი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულები და შ--–-- ა----–--ე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უ---------- მოწმე ლ---------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 23 იანვარს, იმყოფებოდა ლ-–--–--–---–-–---–თან ერთად, რა დროსაც ოპერატიული მორიგისგან რაციით შეიტყვეს, რომ ქ.ბორჯომში, კერძოდ კი ლიკანში იყო სროლა. რამდენიმე წუთში კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა დაჭრილები ყოფილიყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. მათ გზაში შეხვდათ ავტომანქანა, საიდანაც უთხრეს გაყოლოდნენ უკან. ისინი აღნიშნულ მანქანას გაყვნენ და მივიდნენ სავადმყოფოში, რა დროსაც მანქანიდან გადმოჰყავდათ მათი თანამშრომელი, დაჭრილი გ---------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინახეს მოქალაქე, რომელსაც უთრეს რომ იყვნენ პოლიციელები და მოუწოდეს გაჩერებულიყო. ამ დროს ხსენებული პირი მათკენ შეტრიალდა, რომელიც აღმოჩნდა შ--–-- ა----–--ე და გაუხსნა ცეცხლი. აღნიშნულის შედეგად დაიჭრა პოლიციის ორი თანამშრომელი გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი. ეს უკანასკნელი მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. მისთვის ცნობილია, რომ გ---------------–---–ი, გ---------------–---–ი და შ--–-- ა----–--ე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დეტექტივ-გამომძიებლებთან ვ-–-------- გ------–--ესთან, ლ------------ესთან, ი--------------ესთან, პროკურორ მ-------------–---–თან და ექსპერტ ს---–----------–-–---–თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, 17 ცალი მასრა, ტყვიის გულა და სიგარეტის ნამწვავები. მოწმის განმარტებით, იმ მხარეს, სადაც ეყარა მასრები იყო კარგი განათება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიის უკეთესად დასათვალიერებლად მათ მიერ გამოყენებულ იქნა გენერატორი. ხელოვნური განათების ჩართვამდე, შვიდი მეტრიდან თავისუფლად იყო შესაძლებელი ადამიანის ამოცნობა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
მოწმე ი--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან დათვალიერდა ქ.ბორჯომში, ლიკანის დასახლება, მ-------------------–- მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ისე იყო გარე განათებით განათებული, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანის ამოცნობა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ამოღებულ იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, 17 მასრა, ერთი ტყვიის გულა და ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, აღნიშნული ნივთები ამოღებული და კანონის შესაბამისად დალუქული იქნა სათანადო წესით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმართის მიმართულებით მოძრაობისას ჯერ შეხვდათ სისხლის ლაქები, შემდეგ კი ეყარა მასრები.
მოწმე ლ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი თანამშრომლებთან და ექსპერტთან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის - ქ. ბორჯომი, ლიკანის დასახლება, მ------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, რომელიც განათებული იყო ლამპიონებით და თავისუფლად იყო შესაძლებელი, დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით ადამიანის ამოცნობა და საგნების გარჩევა, თუმცა დათვალიერებისას გამოყენებული იქნა განათების დამატებითი წყაროც - სპეციალური მოწყობილობა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, მასრები, ტყვიის გულა და სიგარეტის ნამწვი, რაც დაილუქა სათანადო წესით. მან ასევე დაათვალიერა ხელის რაცია, რომლითაც სარგებლობდნენ გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი. რაციას არ ჰქონდა ელემენტი და ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაზიანებული. აღნიშნული ნივთი დაილუქა დათვალიერების შემდეგ და ლუქზე დაფიქსირებულ იქნა მონაწილე პირთა ხელმოწერები.
მოწმე გ-------------–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან პროკურორის დავალებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში. იგი ადასტურებს მის მიერ ან მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორეს და შინაარსს.
მოწმე ზ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში მუშაობდა დ-----------------–--–-------------–ად. მის მიერ დათვალიერებული იქნა დ----------–--ის და ა-–----------ის კუთვნილი ავტომანქანები და შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები, რომელთა სისწორესაც ადასტურებს.
მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ ბორჯომის რაიონული სავადმყოფოს ექიმ რ------------------ისაგან ამოღებული და დათვალიერებული იქნა გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის პირადი ნივთები. აღნიშნულ პირთა ტანსაცმელს აღენიშნებოდა დაზიანებები. ასევე დათვალიერებულ იქნა გ---------------–---–ის სხეულიდან ამოღებული ლითონის ფრაგმენტები. აღნიშნული ნივთები შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით. მის მიერ შედგენილი იქნა გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის სისხლის ნიმუშების და გ---------------–---–ის სხეულიდან ამოღებული ლითონის საგნების დათვალიერების ოქმი.
მოწმე ე-–----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ შედგენილ იქნა გ---------------–---–ის ტაბელური პისტოლეტის დათვალიერების ოქმი და შეიარაღებისა და სპეც.საშუალებების გაცემისა და მიღების წიგნის დათვალიერების ოქმი, რომელთა სისწორესაც ადასტურებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 იანვარს 00:05-02:00 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ ქ. ბორჯომი, ლიკანის დასახლება, მ------------------ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ხუთი ადგილიდან ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები, ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ჩვიდმეტი ცალი მასრა და ერთი ცალი ტყვიის გულა.
დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 26 იანვარს 18:07-18:30 საათზე, დათვალიერდა შავი ფერის მოტოროლას ფირმის ხელის რაცია, რომელსაც ციფრ რვიანის და ციფრ ნულის შუაში აღენიშნება დაზიანება. რაციას არ აქვს დენის წყარო (აკუმულატორი), რომელსაც აღენიშნება დაზიანება.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 იანვარს 05:05-05:50 საათზე დათვალიერდა, ბორჯომის შსს რაიონულ სამმართველოს ეზოში გაჩერებული დ----------–--ის კუთვნილი ოპელის მარკის, შავი ფერის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------- ავტომანქანას აქვს მარცხენა საჭე, ნაჭრის სავარძლები და ოთხი კარი. ავტომანქანის უკანა სავარძელიდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ნაჭრის ხალიჩა. უკანა სავარძლის მარცხენა კუთხიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 იანვარს 11:25-11:55 საათზე დათვალიერდა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ეზოში გაჩერებული ა-–----------ის კუთვნილი რუხი ფერის, NISSAN-X-TRAIL მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A--------- მანქანა არის ოთხ კარიანი, მარჯვენა საჭით და ტყავის მუქი ნაცრისფერი სავარძლებით. დათვალიერებისას ავტომანქანის უკანა სავარძლის მარცხენა მხარის საზურგედან ამოღებული იქნა მუქი ფერის ლაქის კვალი.
ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 იანვარს, 01:40-02:45 საათზე, დათვალიერდა ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმ რ------------------ის მიერ წარდგენილი გ---------------–---–ის შავი ფერის შარვალი, რომელსაც ეკეთა ყავისფერი ტყავის ქამარი და აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; შავი ფერის უმკლავო ჟილეტი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; შავი ფერის ქურთუკი რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; შავი ფერის ჯემპრი რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; ლურჯი ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; ლურჯი ფერის თხელი სპორტული შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. ასევე დათვალიერდა გ---------------–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ: შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და დაზიანებები; შავი ფერის ქურთუკი წითელი სარჩულით, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; ლურჯი ფერის გრძელ სახელოიანი პერანგი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; ჭრელი ფერის ჯემპრი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. აგრეთვე წარმოდგენილი იქნა მოყვითალო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი და პირადი ნივთები; შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ვერცხლისფერი მაჯის საათი, შავი ფერის რაციის ელემენტი, მოყვითალო ფერის მრგვალი ფორმის ლითონის ბეჭედი, გ----------------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და რ------------–--ის სახელზე გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.
დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 24 იანვარს 03:45-04:20 საათზე დათვალიერდა ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ქირურგ დ-------------–---–ის მიერ წარდგენილი გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში ორი ცალი 5 მლგ. გრამიანი სამედიცინო შპრიცით, 10 მლგ-ის ოდენობით, ასევე გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში ორი ცალი 5 მლგ. გრამიანი სამედიცინო შპრიცით 10 მლგ. ოდენობით, აგრეთვე წარმოდგენილი იქნა გ---------------–---–ის სხეულიდან ამოღებული ლითონის ფრაგმენტები.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 იანვარს 03:25-03:55 საათზე, დათვალიერდა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში მორიგე პ---------–--ის მიერ წარდგენილი გ---------------–---–ის HS-9 მოდელის ტაბელური პისტოლეტი ნომრით H------ პისტოლეტზე გაკეთებული იყო მჭიდი, რომელშიც აღმოჩნდა თერთმეტი ცალი ვაზნა, ექსპერტის მიერ პისტოლეტის განმუხტვის შემდეგ ლულის კოლოფში აღმოჩნდა ერთი ცალი ვაზნა. აღნიშნული ნივთები ამოღების შემდეგ დაილუქა სათანადო წესით.
დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 24 იანვარს, 02:50-03:30 საათზე, დათვალიერდა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში ოპერატიული მორიგე პ--------–--ის მიერ წარდგენილი შეიარაღებისა და სპეციალურ საშუალებათა გაცემისა და მიღების წიგნი, რომელიც არის ზონარგაყრილი და დანომრილი 236 (ორას ოცდათექვსმეტ) ფურცლად, წიგნი ბოლო გვერდზე დაშტამპულია შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს სპეციალური შტამპით. წიგნის მეორე ფურცლის მეორე გვერდზე სპეციალურ გრაფებში მითითებულია რიგითი ნომერი. იარაღისა და სპეც. საშუალებების გაცემის თარიღი, თუ ვისზე იქნა გაცემული, მიმღების პირადობის მოწმობის ნომერი, შეიარაღების დასახელება, იარაღის სერია და ნომერი, მჭიდებისა და ვაზნების რაოდენობა, მიმღების ხელმოწერა, ასევე მიღებული იარაღის მიღების თარიღი, იარაღის სერია და ნომერი, მჭიდებისა და ვაზნების რაოდენობა, მიმღები მორიგის ხელმოწერა, წიგნის მეორე ფურცლის მეორე გვერდზე დაფიქსირებულია სხვა თანამშრომლებთან ერთად გ---------------–---–ის მიერ მიღებული იარაღის სახეობა. გ---------------–---–ს HS-9 მოდელის პისტოლეტი ერთი მჭიდით და 15 ვაზნით მიღებული აქვს 2015 წლის 22 იანვარს, იარაღი სამორიგეო ნაწილში ჩაბარდა 2015 წლის 23 იანვარს ერთი მჭიდით და 12 (თორმეტი) ვაზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის ექსპერტის N------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ,,MOTOROLA-ს“ მოდელის ხელის რაციის კორპუსი და MOTOROLA-ს“ მოდელის ხელის რაციის კვების წყარო-ელემენტი დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს ერთმანეთის შემადგენელ ნაწილს.
▪ რაციის კორპუსზე და კვების წყარო-ელემენტზე არსებული გამჭოლი სახის დაზიანებები ცალ-ცალკე და მთლიანობაში ფორმით, ზომით, განვითარების მიხედვით და ურთიერთშეთავსების გათვალისწინებით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოებას და იგი შესაძლებელია მიყენებული იყოს ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ერთჯერადი ზემოქმედების შედეგად.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–-------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ხელის რაცია და მისი კვების წყარო - ელემენტი. პირველ პაკეტში მოთავსებული იყო 1 ცალი ,,MOTOROLA-ს“ მოდელის ხელის რაციის კორპუსი და ერთი ცალი ,,MOTOROLA-ს“ მოდელის კვების წყარო - ელემენტი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ რაციას წინა ნაწილში აღენიშნებოდა ერთი გამჭოლი დაზიანება, მაქსიმალური ზომებით 8-9 მმ. დაზიანება იწყებოდა წინა ნაწილიდან და გადიოდა უკანა ნაწილში, მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ მიმართული და 45 გრადუსიანი კუთხით დახრილი. ამ დაზიანების წარმოქმნის მექანიზმს წარმოადგენდა რაიმე მასიური საგნის ზემოქმედება, რომლის დიამეტრი არ აღემატებოდა 9 მმ-ს. მეორე პაკეტში მოთავსებული იყო ხელის რაციის ელემენტი, რომელიც მის მიერ გამოკვლეულ იქნა ვიზუალურად. კვების წყაროს ელემენტს გააჩნდა ერთი გამჭოლი დაზიანება, მაქსიმალური ზომით 8 მმ -15 მმ. ელემენტზე არსებული დაზიანება იყო გამჭოლი სახის, წინიდან უკან მიმართული. ობიექტებზე არსებული ურთიერთშეთავსებით დადგინდა მათი საერთო ფორმა, რაც მიუთითებდა, რომ როგორც რაციის კორპუსზე, ასევე რაციის ელემენტზე არსებული დაზიანებები იყო ერთი და იგივე საგნით მიყენებული და იგი შესაძლებელია მომხდარიყო ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს. გამოკვლევის პროცესში მოხდა მათი ურთიერთშეთავსება, კერძოდ, ხელის რაციაზე დამონტაჟდა აღწერილი კვების ელემენტი და მოხდა მათი შეერთება, ხელის რაცია ჩაირთო და კვების ელემენტი იყო მუშა მდგომარეობაში. მათ კიდეებზე არსებულ დაზიანებებში გატარებული იქნა უცხო გამჭოლი ღერო, რომლითაც დადგინდა, რომ როგორც რაციაზე ასევე მის ელემენტზე არსებული დაზიანება მიყენებული იყო ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს რაიმე მყარი საგნის ზემოქმედების შედეგად.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და შპს ,,აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ მიხედვით გ----------------–---–ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები: 1. მუცლის წინა კედელზე შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით; 2. მუცლის არეში გამჭოლი ჭრილობა; 3. მარცხენა მტევანზე გამჭოლი ჭრილობა II მეტაკარპალური ძვლისა I მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობით; 4. მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში გამჭოლი ჭრილობა; 5. მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში ჭრილობა მარჯვენა თეძოს ფრთის მოტეხილობით; 6. მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედში გამჭოლი ჭრილობა; 7. მარცხენა წვივის ქვედა მესამედში შემავალი ჭრილობა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით აქედან 1 და 7 ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების გამო. 3 და 5 ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, ხოლო 2, 4 და 6 ჭრილობები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სროლის მანძილის, კუთხის და მიმართულების დასადგენად მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც ეცვა დაზარალებულს დაზიანების მიყენების მომენტში.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის“ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და შპს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ მიხედვით გ---------------–---–ს აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის მარცხენა წინა აქსილარულ ხაზზე VII-VIII ნეკნის დონეზე, მარცხენა შუა აქსილარულ ხაზზე V ნეკნის დონეზე. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის შუა მესამედში, მარცხენა წვივის ზედა მესამედში და მარჯვენა დუნდულოს ქვედა კიდესთან, აღენიშნებოდა წელის პირველი და V მალის მოტეხილობა ფრაგმენტების არხშიდა გადანაცვლებით. ხერხემლის არხში ტყვია წელის პირველი მალის დონეზე. გავის ძვლის მოტეხილობა მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
▪ სროლის მანძილის, მიმართულების და კუთხის დადგენის მიზნით მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც ეცვა დაზარალებულს სროლის მიყენების მომენტში.
N--------- და N--------- დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2015 წლის 29 იანვრის დადგენილების საფუძველზე, მის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ცოცხალ პირებზე გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის მიმართ. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, გ---------------–---–ი, ბორჯომის სავადმყოფოში შეყვანილ იქნა 2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით ცხრა საათზე, რა დროსაც მუცლის არეში, აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელთაგან ერთი შემავალი მუცლის ღრუში აზიანებდა წვრილ ნაწლავებს, მეორე ჭრილობა კი იყო მუცლის არეში, რომელიც შედიოდა კანქვეშ და გამოდიოდა ისევ გარეთ მარჯვნიდან მარცხნივ. მასვე მარცხენა მტევნის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. ჭრილობა შედიოდა ხელის გულის მხრიდან და გამოდიოდა ზურგის მხარეს. აღნიშნული აზიანებდა პირველ და მეორე მეტაკარპალურ ძვლებს, რომელთაც აღენიშნებოდათ მოტეხილობა. მეოთხე ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა წინა მხრის არეში და იყო გამჭოლი, მეხუთე ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე. აღნიშნული ჭრილობა მიემართებოდა ზემოთ თეძოს ფრთისაკენ და აზიანებდა თეძოს ძვალს. მეექვსე ჭრილობა აღინიშნებოდა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, მეშვიდე კი, მარცხენა წვივის ქვემო მესამედში და აზიანებდა მარცხენა დიდი წვივის ძვალს. აღნიშნული ისტორიის საფუძველზე გაცემული იქნა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჭრილობები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღით და თითოეული ჭრილობა რომელ ხარისხს მიეკუთვნებოდა განსაზღვრული იქნა ცალ-ცალკე, კერძოდ, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც აზიანებდა წვრილ ნაწლავებს იყო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, ჭრილობა რომელიც შედიოდა მარცხენა მტევნის არეში და აზიანებდა პირველ და მეორე მეტაკარპალურ ძვლებს იყო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება იყო მარცხენა წვივის არეში არსებული წვივის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენი დაზიანებები მიეკუთვნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს ჯანმრთელობის მოშლით. გ----------------–---–ი კი, ბორჯომის საავადმყოფოში დაახლოებით ცხრა საათზე იქნა შეყვანილი შოკურ მდგომარეობაში. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები გულმკერდის არეში, მარცხენა წინა აქსილარულ ხაზზე, მე-7 ნეკნის დონეზე. ჭრილობა რომელიც გადიოდა კანქვეშ გამოდიოდა შუა აქსილარულ ხაზზე მეოთხე ნეკნის დონეზე. იგი გადიოდა კანქვეშ და არ იყო შემავალი. შემდეგი ჭრილობა იყო მე-5 ნეკნის დონეზე მარცხნივ შუა აქსილარულ ხაზზე, რომელიც წარმოადგენდა შემხებ ჭრილობას და აზიანებდა კანს. შემდეგი ჭრილობა მდებარეობდა მარცხენა ბარძაყის შუა არეში მედიალურ ზედაპირზე და აზიანებდა ბარძაყის ღრმა არტერიას. შემდეგი ჭრილობა იყო მარჯვენა წვივის არეში და მარცხენა წვივის არეში, ასევე მარჯვენა დუნდულოს უკანა ზედაპირზე და მიემართებოდა ზემოთ. მოწმის განმარტებით, ეს მოქალაქე გადაყვანილ იქნა თბილისის ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რა დროსაც ჩაუტარდა ოპერაცია, კერძოდ მარცხენა ბარძაყის არეში ლიგირებული იქნა ბარძაყის ღრმა არტერია, შეჩერებული იქნა სისხლდენა, ჩატარებული იქნა კომპიუტერული გამოკვლევა და დადგინდა რომ ტყვია წელის პირველი მალის დონეზე ხერხემლის არხში იმყოფებოდა. მოტეხილი იყო წელის პირველი მალის განივი მორჩი, წელის მეხუთე მალის მორჩები და მოტეხილი ფრაგმენტები შეღწეული იყო ხერხემლის არხში, ანუ კონკრეტულად ხერხემლის არხში იყო გადანაცვლებული. მან დასკვნა გასცა მოქალაქეზე როგორც ცოცხალ პირზე, რომელიც აგრძელებდა მკურნალობას. მის მიერ გაცემული იქნა დასკვნა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის. გ---------------–---–ის შემთხვევაში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც აზიანებდა სწორ ნაწლავებს, შესაბამისად მიიჩნია მძიმე ხარისხად. მოწმის განმარტებით, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება იყო დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა ღია მოტეხილობას. გ---------------–---–ის შემთხვევაში ის ჭრილობა, რომელიც შედიოდა ხერხემლის არხში არის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, დანარჩენი დაზიანებათა ტიპი წარმოადგენდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 თებერვლის N--------- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე წარდგენილ გ----------------–---–ისა და გ---------------–---–ის სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-–-------- ს----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მასთან გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ორი ბიოლოგიური ობიექტი. მის მიერ ჩატარდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილ სისხლის ნიმუშებში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 29 იანვრის ექსპერტის N390/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი:
▪ იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, ხორვატიული წარმოების, 9×19 მმ კალიბრის ,,HS-9“ მოდელის N------ პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეოგორიას და ვარგისია სროლისათვის.
▪ 17 ცალი მასრა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9X19მმ კალიბრის, პარაბელუმის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი უცხოური წარმოების იარაღებისათვის და სხვა, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისათვის. 17-ვე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, აქედან:
- 15 მასრა გასროლილია 9მმ კალიბრის ერთი და იმავე სავარაუდოდ ,,GLOCK’’- სისტემის პისტოლეტში;
- 2 მასრა გასროლილია გამოკვლევაზე წარმოდგენილ ,,HS-9’’ მოდელის N------ პისტოლეტში.
▪ 2 ცალი დეფორმირებული ტყვია არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, 9X19 მმ კალიბრის, პარაბელუმის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტებისათვის და სხვა, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისათვის. 2-ვე ტყვია გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
▪ 1 ცალი ტყვიის ფრაგმენტი, მყარ, ბლაგვ საგანთან კონტაქტის შედეგად ძლიერ დეფორმირებულია, გაგლეჯილია, ფრაგმენტირებულია და თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მისი დეფორმაციისა და ფრაგმენტაციის გამო დადგენა შეუძლებელია.
▪ 5 ცალი სავარაუდოდ გარსისა და გულარის ფრაგმენტი მყარ ბლაგვ საგანთან კონტაქტის შედეგად ძლიერფრგმენტირებულია, დეფორმირებულია და თუ რომელი სახეობის ტყვიის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ, მათი მცირე ზომის გამო დადგენა შეუძლებელია.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ლუქებს აღენიშნებოდათ წარწერები და ხელმოწერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალიტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 27 თებერვლის ექსპერტის N------ დასკვნით იკვევა, რომ:
▪ გ----------------–---–ის სისხლი მიეკუთვნებოდა Aβ/II/ ჯგუფს.
▪ გ---------------–---–ის სისხლი მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს.
▪ გ----------------–---–ის სპორტულ შარვალზე და ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს.
- პერანგზე და ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს.
▪ გ---------------–---–ის შარვალზე, საცვალ-შარვალზე, ჟილეტზე და ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს.
- მაისურზე და ორ სვიტრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს.
▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ:
- ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს.
- ტყვიაზე (ამოღებული N15 ნიშნულიდან) სისხლი არ აღმოჩნდა.
▪ საავადმყოფოდან ამოღებულ ტყვიაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ჯგუფზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ობიექტის სიმცირის გამო.
▪ გ----------------–---–ის სხეულიდან ამოღებულ ლითონის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ჯგუფზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ობიექტის სიმცირის გამო.
▪ დავით ხმალაძის ა/მანქანიდან ამოღებულ ხალიჩაზე და ანაწმენდებზე სისხლი არ აღმოჩნდა.
▪ ა/მანქანის (,,NISSAN X-TRAIL“) უკანა სავარძლიდან ამოღებულ ანაწმენდზე სისხლი არ აღმოჩნდა.
▪ გ---------------–---–ის სისხლი და გ----------------–---–ის სპორტულ შარვალზე და ქურთუკზე, გ---------------–---–ის მაისურზე და ორ სვიტერზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ/II/ ჯგუფს.
▪ გ----------------–---–ის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე, გ----------------–---–ის შარვალზე, საცვალ შარვალზე, ჟილეტზე და ქურთუკზე, გ---------------–---–ის პერანგზე და ჯემპრზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Oαβ/I/ ჯგუფს.
- ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------–------–----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მასთან გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა ნივთიერი მტკიცებულებები ცხრა პაკეტად. ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და მათზე არსებული წარწერები იკითხებოდა გარკვევით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 6 მარტის ექსპერტის N-------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ გ---------------–---–ის და გ----------------–---–ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ცეცხლსასროლი წარმოშობისაა და წარმოქმნილია სპილენძის გარსის შემცველი ჭურვებით.
▪ გ---------------–---–ის ქურთუკზე N3, N5, N6, N7 დაზიანებები წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად.
▪ შარვალზე არსებული დაზიანება N26; N28; N32 წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად.
▪ გ---------------–---–ის ქურთუკზე არსებული N2 წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; დაზიანება N3 წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; გ---------------–---–ის შარვალზე N11, N12, N15 წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად.
▪ მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო ტანსაცმელზე არსებული დაზიანების მიხედვით გასროლის კუთხის დადგენა ვერ მოხერხდა.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები იყო ცეცხლნასროლი წარმოშობის. მოწმის განმატებით, მოცემულ შემთხვევაში სროლის კუთხის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 08 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის, დამატებითი გამოკვლევების და ექსპერტიზის წარმოების პროცესში მიღებული საკონსულტაციო დასკვნის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების გათვალისწინებით, დადგენილებაში გამოძების მიერ დასმული კითხვების შესაბამისად ექსპერტიზა მიდის შემდეგ შედეგებამდე:
▪ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--- - ასლი) მონაცემების თანახმად: გ------- ბ------–---–ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტანტირებული იქნა 06.02.2015წ-ს 18:30 სთ-ზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა მითითებულ დროს.
▪ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად: მოქალაქე გ---------------–---–ს აღენიშნებოდა მრავლობით ცეცხლნასროლი ჭრილობები ორივე ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულოს მიდამოში, მარჯვენა წვივის ლატერალურად, მარცხნივ გულ-მკერდის მიდამოში, მუცლის წინა ზედაპირზე ბოქვენის ძვალთან, კერძოდ, ,,გულ-მკერდის არეში, მარცხნივ აღინიშნება კანის შემავალი ხვრელი (დაახ. VII-VIII ნეკნის დონეზე, წინა აქსიალურ ხაზზე) დამწვარი კიდეებით, ზომით დიამეტრში დაახლოებით 0,5 სმ, არხი მიემართება კანქვეშ, ნეკნების ზემოდან, გამოდის ზევით, დაახოლებით III-IV ნ/დონეზე. შუა აქსიალურ ხაზზე, გამომავალი ხვრელი ზომით დიამეტრში 1-1,2 სმ-მდე ე.ი. ჭრილობა გამჭოლია, არ არის შემავალი გულ-მკერდის ღრუში. ჭრილობებისა და კანქვეშა არხის მიმდებარე რბილი ქსოვილების ემფიზემა და კრეპიტაცია არ აღინიშნება. აქვე მარცხნივ, დაახლოებით V ნეკნების დონეზე, შუა აქსიალურ ხაზზე, აღენიშნებოდა კანის ზედაპირული (ტანგენციური) ჭრილობა, რომელიც კანში არ შედის, ზედაპირი დამწვარია. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე, აღინიშნება შემავალი ჭრილობა, ზომებით დიამეტრში დაახლოებით 1-1,2 სმ. გამომავალი ხვრელიდან გამოედინება მუქი ფერის სისხლი. ამ მიდამოში აღინიშნება მზარდი ჰემატომა, რაც მიუთითებს კანქვეშ აქტიურ სისხლდენაზე. მარჯვენა წვივის შუა მესამედში აღინიშნება გამჭოლი ჭრილობები (შემავალი და გამავალი დაკავშირებული გამჭოლი არხით), ზომებით შესაბამისად დიამეტრში დაახლოებით 0,5 სმ და 1,5 სმ. მარცხენა წვივის ზედა მესამედში აღინიშნება გამჭოლი ჭრილობა, შემავალი და გამომავალი ხვრელებით, ზომებით დაახლოებით დიამეტრში 0,4 სმ და 1,5 სმ, მარჯვენა დუნდულოს ქვედა კიდესთან აღინიშნება კანის შემავალი ჭრილობა, დამწვარი კიდეებით, დიამეტრში დაახლოებით 0,5 სმ, ინტრაოპერაციულად დადგინდა: მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიისა და ზედაპირული ვენის დაზიანება ხოლო ჩატარებული კ.ტ. გამოკვლევებით დადგინდა: ხერხემლის არხში L1 მალის დონეზე ტყვიის არსებობა, მარჯვნივ სპინალურ არხში სისხლის სიმკვრივის უბნების არსებობა, L1 მალის მარჯვნივი განივი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა, იოლი ცდომით, L5 მალის მარჯვენა განივი მორჩის და სასახსრე ფასეტის დამსხვრეული მოტეხილობა - მოტეხილი ფრაგმენტების არხსსშიდა გადანაცვლებით, გავის ძვლის მარჯვენა განივი მასის დამსხვრეული მოტეხილობა, მარჯვნივ პარანეფრალურად ჰემატომის არსებობა, მსხლისებურ კუნთში და მის ვენტრალურად ჰემატომის არსებობა, უცხო სხეულის არსებობა ბეჭის ხაზზე კანქვეშ დიდი დუნდულა კუნთის მიმდებარედ“. გვამის შინაგანი გამოკვლევით აღინიშნებოდა: სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ფაშარ ქსოვილში, ორმხრივ რეტროპერიტონეუმში, ორივე თირკმლის ცხიმოვან კაფსულებში ქვედა პოლუსების საპროექციოდ, სისხლჩაქაცევები გულ-მკერდის X, XI, XII და წელის I, II მალების მიმდებარე რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის ნივთიერებასა და რბილ და მაგარ გარსებში აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
▪ მოქალაქე გ---------------–---–ის გვამის გარეგნული გამოკვლევით აღინიშნებოდა ქირურგიულად დამუშავებული და დაინფიცირებული ჭრილობები.
▪ მოქალაქე გ------- ბ------–---–ის გვამის გარეგნული გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა ვენაკათეტერიზაციის შემდგომი კვალი მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის საპროექციო მიდამოში და ,,ინექციების“ შემდგომი კვლები ორივე ხელის მტევნის უკანა ზედაპირის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირის მიდამოებში.
▪ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული და მოქალაქე გ---------------–---–ის გვამის გამოკვლევის მონაცემების მიხედვით (გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა ქირურგიულად დამუშავებელი და დაინფიცირებული ჭრილობები), სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელია. სროლის მანძილის და მიმართულების განსაზღვრისთვის საჭიროა იმ ტანსაცმლის გამოკვლევა, რომელიც დაზიანების მიყენების მომენტში ფარავდა აღნიშნულ მიდამოებს.
▪ მოქალაქე გ----------------–---–ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში გადაგზვანილი იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიურ ექსპერტიზის დეპარტამენტის ბიოლოგიურ მასალათა არქივში შესანახად.
▪ მოქალაქე გ----------------–---–ის გვამიდან აღებული მეტალის 2 (ორი) ცალი უცხო სხეული (1 დალუქულ პაკეტად) გადაეცა გამოძიებას.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეული იქნა გ---------------–---–ის გვამი. მოწმის განმარტებით, მას გამოსაკვლევად წარედგინა გ---------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ გ---------------–---–ის გვამიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ტყვია, რაც გადაეგზავნა გამომძიებელს. კომისიური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გვამის პირველადი გამოკვლევის დროს ვერ მოხერხდა დაზიანებების სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის ან სიკვდილის მიზეზის დადგენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 27 იანვრის ექსპერტის N------- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ------------ამ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა პოლიეთილენის პაკეტით, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა იარაღი, მჭიდი და მჭიდში მოთავსებული 12 ცალი ვაზნისმაგვარი საგანი. კონკრეტულად მის საკვლევ ობიექტს კი, წარმოადგენდა იარაღი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 04 მარტის ექსპერტის N----- დასკვნით იკვევა, რომ:
▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ორი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის ,,9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ორივე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის, გასროლილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების ერთი და იგივე პისტოლეტიდან და არ არის გასროლილი 9 მმ კალიბრის ,,HS-9“ მოდელის N------ პისტოლეტიდან.
▪ დადგენა იმისა, შეადგენდა თუ არა გასროლამდე სს N------------ საქმეზე საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში დატოვებული 15 მასრიდან და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 2 ტყვიიდან რომელიმე მათგანი ერთ მთელს, ვერ მოხერხდა.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ორ პაკეტში მოთავსებული იყო ორი ცალი ტყვია. პირველი პაკეტის გამოკვლევით დადგინდა რომ აღნიშნული ტყვიები წარმოადგენდა 1908 წლის ნიმუშის ,,9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ორივე ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის და გასროლილი იყო 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების ერთი და იგივე პისტოლეტიდან და არ იყო გასროლილი 9 მმ კალიბრის ,,HS 9“ მოდელის N------ პისტოლეტიდან. რაც შეეხება ტყვიებისა და მასრების ერთობლიობას ანუ შეადგენდა თუ არა ეს ტყვიები და მასრები გასროლამდე ერთ მთელს ზემოაღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მათზე არ არსებობდა კერძო ინდივიდუალური ნიშნები. აღნიშნული ორი ტყვია დატოვებული იქნა ტყვია-მასროთეკაში, ხოლო 9 მმ კალიბრის პისტოლეტიდან გასროლილი ექსპერიმენტალური მასრები და ტყვიები დალუქული სახით გაეგზავნა გამოძიებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 08 აპრილის ექსპერტის N----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი გ----------------–---–ის გვამიდან ამოღებული ორი ტყვია გასროლილია ერთი და იგივე პისტოლეტის ლულიდან.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ტყვიები დათვალიერებული იქნა მიკროსკოპის საშუალებით, რა დროსაც დადგინდა, რომ მათ ზედაპირზე აღინიშნებოდა ლულაში გავლის კვლები.
დაზარალებულ ვ------------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში. 2015 წლის 4 აპრილს, თანამშრომლებთან ვ--–-------------–-–---–თან და ბ----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ვ--–-------------–-–---–-ს კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდნენ ჯავახეთის ქუჩაზე და ამოწმებდნენ მოქალაქეებს, რა დროსაც შენიშნეს ორი უცნობი პირი, რომელთა გადამოწმების მიზნით გადავიდნენ ავტომანქანიდან და ამ პირებს მოსთხოვეს პირადობის მოწმობები. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ კ------------------------ე და გ------- ზ-------ე. ამ პირთა გადამოწმებისას, მათთან ჩაირა უცნობმა მოქალაქემ, რომელსაც ვ--–-------------–-–---–მა მოუწოდა გაჩერებულიყო. ასევე განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და უნდა გადაემოწმებინა. მოწმის განმარტებით, მათ ეკეთათ პოლიციის სამხრეები, რომელიც სავარაუდოდ ანათებდა და ეცვათ პოლიციის ლურჯი ფორმა. დაძახების მიუხედავად ის პირი არ გაჩერდა, მათთვის არც შეუხედავს, ოდნავ გასწია თავი, უთხრა ,,ცუდად ვარ, თავი დამანებეთო“ და სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა. აღნიშნულ პირს უკან გაჰყვნენ ვ--–-------------–-–---–- და ბ--- მ-----–---–ი. ვ--–-------------–-–---–- დაახლოებით 7 მეტრით იყო მათზე წინ. თავად და ბ----------–---–ი მიდიოდნენ უკან. ვ--–-------------–-–---–მა კვლავ მოუწოდა აღნიშნულ პირს გაჩერებულიყო, რა დროსაც უცნობი პირი შეტრიალდა და მიაძახა თავი დაენებებინათ, რადგან არ ჰქონდა მათი ნერვები. იმავდროულად 7-8 ტყვია ესროლა მათ. დაზარალებულის განმარტებით, პირველი ტყვია მოხვდა ვ--–-------------–-–---–ს, რომელიც ჩაიკეცა და წაიქცა გზის მეორე მხარეს. დანარჩენი ტყვიები კი მისკენ და ბ----------–---–ისკენ მიემართებოდა. ბ----------–---–მა დაიძახა ,,მომარტყა, მიშველეო“ და ჩაიკეცა მის ხელებში. იგი გადაეფარა ბ----------–---–ს და იმ დროს როდესაც ასწია თავი აღნიშნული პირი ვერ დაინახა, რადგან სწრაფი ნაბიჯებით შევარდა ნაძვნარში. მას გაეკინენ მათგან 25 მეტრში მყოფი პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით, ისანი-სამგორის სამმართველოში ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მას ამოსაცნობად წარუდგინეს ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო ერთი პირი - შ--–-- ა----–--ე. პირს, რომელმაც მათ მიმართ განახორციელა გასროლები, ეცვა ხაკისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით, მუქი ფერის ქურთუკი, ეფარა კეპი, ეკეთა ღია ფერის სათვალე და ,,კაშნე“. აღნიშნულ პირს თან ჰქონდა თეთრი ფერის ზურგჩანთა. დაზარალებულის განმარტებით, მამაკაცს ჰქონდა ხორბლისფერი კანი და ჩაცვენილი ლოყები. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა მიუთითა დარბაზში მყოფ შ--–-- ა----–--ეზე და განმარტა, რომ სწორედ ეს არის მის მიერ ამოცნობილი პირი, რომელმაც მათი მისამართით განახორციელა დაახლოებით შვიდი გასროლა. მას შემდეგ, რაც შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა ვ--–-------------–-–---–ს და წაიქცა, შ--–-- ა----–--ემ რამდენიმე გასროლა განახორციელა მისი და ბ----------–---–ის მისამართით. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შ--–-- ა----–--ე უშუალოდ მისი მიმართულებითაც ისროდა, მაგრამ მას აცდა ტყვია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა მალე, მაგრამ ბ----------–---–ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 4 აპრილს ვ------------–--–---–თან და ბ----------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, კერძოდ, ვარკეთილის მეტროსთან, რა დროსაც აჩერებდნენ მოქალაქეებს და ამოწმებდნენ. მათ სამივეს ეცვა პოლიციის ფორმა. დაახლოებით ცხრა საათზე, მათ გააჩერეს ორი პირი, რომლებსაც მოთხოვეს პირადობის მოწმობების წარდგენა. ამ ორ პირს ამოწმებდა ბ----------–---–ი. ამ დროს ჯავახეთის ქუჩაზე მეტროს მიმართულებით ჩაიარა პიროვნებამ, რომელსაც ეცვა ხაკისფერი შარვალი დიდი ჯიბეებით, მუქი ფერის ქურთუკი, ეფარა ე.წ. კაპიშონი, მოკიდებული ჰქონდა ღია ფერის ზურგჩანთა და ეკეთა მზის სათვალე. მათ ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ თითქოს ამ პირს პოლიციელების დანახვა არ ესიამოვნა. აღნიშნულმა პირმა გაიარა მათი მანქანის წინ. მათ აღნიშნულ პირს დაუძახეს და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რაზეც მან უპასუხა, რომ ეჩქარებოდა და თავი დაენებებინათ. შემდეგ კი, სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა. მას კვლავ დაუძახეს და კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაჩერებულიყო. იგი შემოტრიალდა მათკენ, რა დროსაც ხელში ეჭირა იარაღი და ისროლა მისი მიმართულებით. მან თავადაც მომართა იარაღი, მაგრამ გასროლა ვერ დაასწრო. აღნიშნული პირის მიერ ნასროლი პირველივე ტყვია მოხვდა მუცლის არეში და დაიჭრა. ამის გამო იგი მექანიკურად შეეცადა გასულიყო ცეცხლის ზოლიდან და გადასულიყო ჯავახეთის ქუჩის მეორე მხარეს, სადამდეც შეეძლო გარბოდა, მაგრამ თუ სწორად ახსოვს ამ დროს მამაკაცმა ესროლა კიდევ ორი ტყვია და მისი მიმართულებით სროლა არ შეუწყვეტია. მან მალევე გაიგო ბ----------–---–ის ყვირილი, რომ იყო დაჭრილი. დაზარალებულის განმარტებით, როგორც კი მას შეხედა აღნიშნულმა პირმა, მაშინვე იცნო, რომ იყო შ--–-- ა----–--ე, რომლის შესახებაც იცოდა ბორჯომში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, რაზეც ეს უკანასკნელი იყო ძებნილი და მისი როგორც ძებნილი პირის ფოტოები მათ განყოფილებაშიც იყო განთავსებული. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის ადგილი იყო კარგად განათებული და 20 მეტრში ადამიანის დანახვა და ამოცნობა თავისუფლად იყო შესაძლებელი. მას კარგად ახსოვს იმ პირის სახის მოყვანილობა, რომელმაც მათ ესროლა, კერძოდ, ჰქონდა ოდნავ წვერი, გრძელი ცხვირი და აღნაგობით იყო მასზე მაღალი. შემდეგ როდესაც მიუტანეს სურათები დარწმუნდა რომ ეს პირი იყო შ--–-- ა----–--ე.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გარდაცვლილი ბ----------–---–ი იყო მისი შვილი.
მოწმე კ------------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით ცხრა საათზე გ------- ზ-------ესთან ერთად მოძრაობდა ვარკეთილის მეტროს მიმართულებით, რა დროსაც დაინახეს თეთრი ფერის ავტომანქანა ,,გოლფი“, რომელთან მყოფმა პირებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შემოწმების მიზნით თხოვეს გაჩერებულიყვნენ. აღნიშნულ პირებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმები. მათ პოლიციელებმა მოთხოვეს პირადობის მოწმობები. მოწმის განმარტებით, ორი პოლიციელი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც მათთან ჩაიარა უცხო პიროვნებამ, რომელსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა შეჩერებულიყო, თუმცა ამ პირმა განაგრძო მოძრაობა. პოლიციელმა მეორედ მოუწოდა შეჩერებულიყო, მაგრამ მან კვლავ განაგრძო მოძრაობა, რა დროსაც მას დაედევნა პოლიციელი. მეორე პოლიციელმა კი, მათ დაუბრუნა პირადობის მოწმობები და გაემართა უცხო პიროვნებისკენ, რა დროსაც ამ პირმა სამზე მეტი გასროლა განახორციელა პოლიციელების მისამართით. სროლების დროს ის და გ------- ზ-------ე იდგნენ მანქანის უკან. სროლის შეწყვეტის შემდეგ იქვე შეიკრიბა ხალხიც, რა დროსაც დაინახა, რომ ერთი პოლიციელი გადარბოდა გზის მეორე მხარეს, საშაურმესთან, რომელთან ახლოსაც იყო კიდევ ერთი დაჭრილი პოლიციელი. პიროვნება რომელმაც განახორციელა სროლა, მან და გ------- ზ-------ემ დაინახეს ზურგიდან. აღნიშნულ პირს მოკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა თეთრი ზოლით და ეცვა ხაკისფერი შარვალი, თავზე კი ეფარა - კეპი. მოგვიანებით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო ის ჩანთა, რომელიც 2015 წლის 4 აპრილს მომხდარი შემთხვევის დროს უცნობ მამაკაცს ჰქონდა ზურგზე მოკიდებული. იმ დროს, როდესაც ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი იყო ღამე, მაგრამ შემთხვევის ადგილი გარე განათებით კარგად იყო განათებული.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ზ-------ემ.
მოწმე ს--–-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, კერძოდ, თბილისში, ჯ--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საშაურმეში და იდგა ქუჩის მხარეს განთავსებულ ვიტრინასთან, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა, მაგრამ არაფერი დაუნახავს, შენიშნა მხოლოდ სილუეტი. გასროლის ხმაზე შევარდა სამზარეულო ოთახში, საიდანაც გამოვიდა დაახლოებით 5 წუთის შემდეგ და ნახა რომ ვიტრინა იყო გატეხილი და მაცივართან ახლოს ეგდო რაღაც საგანი. ამის შემდეგ გავიდა გარეთ და დაინახა, რომ საშაურმეს მხარეს ძირს ეგდო დაჭრილი ადამიანი, რომელიც სასწრაფოს მოსვლის მომენტში იყო გონზე. შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული პირი იყო პოლიციელი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორია გარე განათებით კარგად იყო განათებული, თუმცა დაჭრილ პირებს ეცვათ თუ არა პოლიციელის ფორმა არ იცის, რადგან ახლოს არ მისულა და შორიდან ვერ დაინახა, რადგან დაჭრილების გარშემო შეკრებილი იყო ხალხი. ასევე განმარტა, რომ მან ასხლეტილი ტყვიით მიიღო დაზიანება, იგი გასინჯა ექიმმა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება არ გახდა საჭირო.
მოწმე დ--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მოძრაობდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, კერძოდ, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, რა დროსაც გაიგო სროლის ხმა. მან გააჩერა მანქანა და გადმოვიდა, თუმცა თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მისი ყურადღება მიიქცია პიროვნებამ, რომელიც გარბოდა ძალიან სწრაფად. ინსტიქტურად თავადაც ძალიან სწრაფად სირბილით დაედევნა აღნიშნულ პირს, მაგრამ დაკარგა თვალთახედვის არედან. მან იფიქრა, რომ შესაძლებელი იყო ეს პირი შესულიყო იქვე მდებარე კორპუსის სადარბაზოში და თავადაც შევიდა, მაგრამ ვინაიდან ვერ გაიგო ფეხის ხმა გამოვიდა სადარბაზოდან, შემდეგ გაიქცა საბავშო ბაღის მხარესაც, მაგრამ ის პირი ვეღარ დაინახა. ბოლოს დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა რომ ერთი პოლიციელი იწვა ძირს და ითხოვდა შველას, მეორე პოლიციელი კი სხვა მხარეს იწვა ძირს. იქვე იყვნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და შეკრებილი იყო ხალხი. მისი ვარაუდით, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი უნდა ყოფილიყო ის პირი, რომელსაც თავად დაედევნა, ამიტომ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია და იმ პირის აღწერილობა და ჩაცმულობა. როგორც ახსოვს იმ პირს ეცვა ხაკისფერი სამხედრო შარვალი, დუტის ,,კურტკა“, ზურგზე მოკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა, რომელსაც გასდევდა თეთრი ზოლი და თავზე ეხურა ქუდი. აღნიშნული პირი იყო საშუალო სიმაღლის. მან დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან, კორპუსის კიდესთან დაინახა პირი, რომელიც გარბოდა, სწორედ მაშინ დაინახა მისი აღწერილობა. იგი ამ პირს დაედევნა მარტო. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია იყო განათებული. ამასთან, დაჭრილ პირებს ეცვათ პოლიციის ფორმები, კერძოდ ერთ-ერთს ეცვა უბნის ინსპექტორის ფორმა, მეორეს კი - დეტექტივის ფორმა. ერთი მათგანი ითხოვდა შველას, მეორე პოლიციელი კი არ იყო გონზე. მას დაჭრილი პოლიციელების ხელში იარაღი არ შეუმჩნევია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ვ-------------–-–---–მა და ნ-----–---------–--–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, მოწმე ვ-–--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან საავადმყოფოდან ამოიღო ბ----------–---–ის და ვ--–-------------–-–---–-ს ტანსაცმელი, ასევე აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აეროდრომის დასახლების მეოთხე ქუჩა და მეტრო ვარკეთილის თავზე მდებარე ფენიქსის შენობა, საიდანაც ამოღებული იქნა ტყვის გულა. მანვე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, 22:50-02:20 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჯ-------------------- კორპუსის წინ, მოქალაქეთა გზის სავალ ნაწილზე N122 და N124 ელექტრო განათების ბოძებს შორის, ავტობუსის გაჩერებასთან. ბორდიურის იმ მონაკვეთში, რომელიც ესაზღვრება გზას, შემაღლებული მოგრძო ზომის მართკუთხა ქვით აღებული იქნა ორიენტირი, კერძოდ, N122 ბოძი პირობითად დაინომრა ,,A“ პუნქტად, N124 ბოძი ,,B“ პუნქტად, ხოლო ქვედა მხარეს მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ მიმართულებით არსებული ,,სითიპარკის“ ბოძი დაინომრა ,,C“ პუნქტად. მოქალაქეთა სავალი ნაწილის სიგანე იყო 2,26 სმ, სამანქანე გზის სიგანე ტროტუარებს შორის იყო 20,3 მეტრი. ამ ტროტუარსა და ჯავახეთის N10 კორპუსს შორის განთავსებულია მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ,,A“ და ,,B“ პუნქტებს შორის მოქალაქეთა სავალ ნაწილზე (ტროტუარი), ასფალტის ზედაპირზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების გუბის მაგვარი მასა, რაც დანომრილი იქნა N1, N2, N3 ობიექტებად, საიდანაც სტერილური წყლით დასველებული დოლბანდის საშუალებით ცალ-ცალკე აღებული იქნა სამი ანაწმენდი. იმავე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიიდან სველი დოლბანდის საშუალებით აღებული იქნა საკონტროლო ანაწმენდები, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე პაკეტებში. N4 ობიექტად დაინომრა ბორდიურის გვერდით მდებარე სამანქანე გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის ზედაპირზე ნანახი სპილენძისფერი ლითონის საგანი. N5, N6, N7 და N8 ობიექტად დაინომრა ,,A“ პუნქტიდან ,,B“ პუნქტის მიმართულებით, ბორდიურის გვერდით, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, სამანქანე გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი ოთხი ცალი ცილინდრის ფორმის მასრის მსგავსი ლითონის საგანი, რაც ცალ-ცალკე მოთავსდა პაკეტებში. N9 ობიექტად დაინომრა ,,B“ და ,,C“ პუნქტებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეთა სავალი ნაწილის ასფალტის ზედაპირზე ნანახი ერთი ცალი ცილინდრის ფორმის, მასრის მაგვარი ლითონის საგანი, რაც მოთავსდა ერთ პაკეტში. N10, N11 და N12 ობიექტებად დაინომრა ,,B“ და ,,C“ ობიექტებს შორის ტერიტორაზე, სამანქანე გზის ზედაპირზე (ბორდიურთან ახლოს), ასფალტის ზედაპირზე ნანახი სამი ცალი ცილინდრის ფორმის, მასრის მაგვარი ლითონის საგანი, რომელიც მოთავსდა სამ პაკეტში ცალ-ცალკე. N13 ობიექტად დაინომრა ,,A“ და ,,B“ პუნქტებს შორის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სავალი ნაწილის ასფალტის ზედაპირზე, N1, N2, N3 ობიექტების სიახლოვეს ნანახი ერთი ცალი მოყვითალო შეფერილობის სანთებელა. დათვალიერება გაგრძელდა ქუჩის მეორე მხარეს, ჯავახეთის N7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ,,საშაურმეს“ შენობაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთ სართულიან შენობას, შიგნით განთავსებული ,,შაურმის“ დასამზადებელი ოთახით, კლიენტთა მომსახურებისთვის განკუთვნილი დახლით და დამხმარე ოთახით. აღნიშნულ ობიექტს ქუჩის მხარეს დამონტაჟებული ჰქონდა მეტალოპლასტმასის ფანჯარა - ვიტრაჟი, ორმაგი მინა პაკეტით, რომლის წინ არის ერთი საფეხური. აღნიშნული საფეხურის ზედაპირიდან 79 სმ და ფანჯრის ჩარჩოს ძირიდან 43 სმ სიმაღლეზე, მინა პაკეტის გარე და შიდა მინაზე აღინიშნება გამჭოლი, რკალისებრი ფორმის დაზიანება. დახლსა და მაცივარს შორის, მეთლახის ზედაპირზე ნანახი იქნა სპილენძის ფერის ლითონის საგანი, დეფორმირებულ მდგომარეობაში, რაც მოთავსდა ერთ ცალ პაკეტში, ობიექტი N14. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სულ ამოღებული იქნა სისხლის ლაქები სამ ობიექტად, ორი ცალი ლითონის საგანი (ტყვიის გულის მსგავსი) ორ ობიექტად, რვა ცალი ცილინდრის ფორმის ლითონის საგანი რვა ობიექტად და ერთი ცალი სანთებელა.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს 02:35-03:10 საათზე, დათვალიერდა თბილისში, წულუკიძის მე-3 შესახვევში მე-7 და მე-9 კორპუსებს შორის შემავალი მოასფალტებული მანქანის სავალი გზა (აღმართი). მთავარი ქუჩიდან შეხვევისას დაახლოებით 100 მეტრში, ასფალტის ზედაპირზე გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნანახი იქნა მუქი ფერის სპორტული ქუდი ე.წ. ,,კეპი“ დასვრილ მდგომარეობაში, წინა მხარეს არსებული წარწერით ,,VERSACE SPORT“. კეპს წინა მხარეს აქვს დაზიანებების კვალი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 05 აპრილს 14:20-14:50 საათზე ვ------------–--–---–მა წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო რიგით N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - შ--–-- ა----–--ე და განმარტა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბ----------–---–ის და ვ--–-------------–-–---–-ს მიმართულებით. იგი ამოიცნო კავკასიური შეხედულებით გამხდარი, წაგრძელებული პირისახით, ჩაცვენილი ლოყებით და ხორბლისფერი კანის ფერით. ამომცნობი პირის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ამოსაცნობი პირის დანახვისას მას არ ჰქონდა ისეთი გრძელი წვერი, როგორც ფოტოზეა გამოსახული, მაგრამ მან თავისუფლად შეძლო მისი ამოცნობა მის მიერ დასახელებული ნიშნებით.
ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს 19:35-19:45, ამომცნობმა პირმა ვ------------–--–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან შეფერილობით, შესაკრავებით და მის გარშემო სპეციფიკურად განლაგებული თეთრი ფერის ნაჭრის ზოლით ამოიცნო ზურგჩანთა, რომელიც 2015 წლის 4 აპრილს ღამით ზურგზე ეკეთა მოძალადეს.
ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს 19:52-20:05 საათზე, კ------------------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან, შეფერილობით, მოყვანილობით და ფერით ამოიცნო 2015 წლის 4 აპრილს მის მიერ ნანახი ზურგჩანთა.
ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს, 20:15-20:25 საათზე, გ------- ზ-------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან შეფერილობით, ზოგადი მოყვანილობით, გარშემო არსებული თეთრი ფერის ზოლით და უკანა მხარეს ვერტიკალურად დასმული წარწერით ამოიცნო ჩანთა.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, 23:55-01:05 საათზე, ამოღებული იქნა ვ--–-------------–-–---–-ს შავი ფერის პოლიციის ქურთუკი, რომელიც არის დაზიანებული, ასევე ამოღებული იქნა ლურჯ და შავი ფერის ზოლებში კომბინირებული ნაქსოვი სვიტერი, რომლის საყელოს შიდა მხარეს განთავსებულ იარლიყზე იკითხება წარწერა: ,,YILMAZBEY“. აღნიშნულიც იყო დაზიანებული. ასევე ამოღებული იქნა დაზიანებული ღია ფერის პერანგი, რომლის საყელოს შიდა მხარეს განთავსებულ იარლიყზე იკითხება წარწერა ,,YONGSHAN“. პერანგს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ,,ZILLI-ის“ ფირმის ნაჭრის შარვალი, რომელიც არის დაზიანებული. შარვალს ეკეთა ,,ARMANI-ს“ ფირმის შავი ფერის ტყავის ქამარი. გარდა ზემოაღნიშნულისა ამოღებული იქნა შავი ფერის ზამშის ფეხსაცმელი, გასაღების დასაკიდი ბრელოკი, რომელზეც დამაგრებული იყო ხუთი ცალი გასაღები, ,,NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, იმეი კოდით 3-------------- და 3--------------- რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი სიმბარათი, კერძოდ შპს ,,ლაი ლაის“ სიმბარათი ნომრით 8------------------- და ,,მაგთიკომის“ სიმბარათი ნომრით 8------------------- პოლიციის დეტექტივის თანაშემწის ჟეტონი ნომრით 0---- და შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია: ვ--–-------------–-–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ბ------- და ფულადი თანხა. შარვლის უკანა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა სამსახურებრივი მოწმობის მოსათავსებელი წარწერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც მოთავსებულია სამსახურეობრივი მოწმობა N------ რომელიც ეკუთვნის თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს ვ--–-------------–-–---–ს. ამავე სათავსში მოთავსებულია შემდეგი ბარათები (პლასტიკური ბარათები): ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა N---------- ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ბარათი გაცემული ვ--–-------------–-–---–-ს სახელზე, ,,პრივატ ბანკის“ PLATINUM ბარათი, ,,პრივატ ბანკის“ შავი ფერის უნივერსალური ბარათი, პსპ-ს ბარათი გაცემული ვ--–-------------–-–---–-ს სახელზე და მეტრო მანის სამგზავრო ბარათი.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს, 01:25-01:50 საათზე, ამოღებული იქნა ბ----------–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, კერძოდ: ლურჯი ფერის პოლიციის ქურთუკი დასვრილ მდგომარეობაში, რომელსაც ჰქონდა მუქი ფერის ლაქები. ქურთუკის წინა მარჯვენა ზედა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 140 (ას ორმოცი) ლარი. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკის შიგნიდან დასამაგრებელი სარჩული, შავი ფერის ნაჭრის ქამარი მოწითალო ფერის ლაქებით, ლურჯი ფერის პოლიციის ნაქსოვი სვიტერი, რომელიც იყო დაზიანებული და აღენიშნებოდა მოყავისფრო ფერის ლაქები, ლურჯი ფერის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით, რომელზეც იკითხება წარწერა ,,POLICE“. შარვალს აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები. ასევე ამოღებული იქნა ტრუსი, რომელსაც აღნიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ერთი წყვილი შავი ფერის წინდა და ერთი წყვილი შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი.
ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს 19:15-19:28 საათზე აღებული იქნა ი-------------–ის ნერწყვის (გენეტიკური მასალის) ნიმუში.
ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 7 აპრილს, 13:45-14:00 საათზე, ფ----------- ა----–--ისგან აღებული იქნა ნერწყვის (გენეტიკური მასალის) ნიმუში.
ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 20 აპრილს 17:00-17:20 საათზე, შ--–-- ა----–--ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ გარდაცვლილ ბ----------–---–ის მოლურჯო ფერის ქურთუკზე, მოშავო ფერის ქურთუკზე, შარვალზე, ჯემპრზე, მაისურზე, ტრუსზე და წყვილ წინდაზე აღინიშნება დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები. ექსპერტიზაზე წარდგენილ დაჭრილ ვ--–------ გ-----–-–---–ის ქურთუკზე, ჯემპრზე და შარვალზე აღინიშნება დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები, პერანგზე და მაისურზე დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ გარდაცვლილ ბ----------–---–ისგან აღებულ მაჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე და შესავალი ჭრილობის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–---–მა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ბ----------–---–ის ტანსაცმლიდან ქურთუკზე და შესაბამისად დალიანდაგებულ სარჩულზე, ჯემპრსა და მაისურზე, დასკვნით კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული დაზიანება ცეცლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით ტანსაცმელის მიმართ წინიდან უკან სროლისას.
▪ გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვ--–-------------–-–---–-ს ტანსაცმლიდან ქურთუკზე და შესაბამისად ჯემპრზე, პერანგსა და უსახელო მაისურზე, დასკვნით კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული N1 და N3 დაზიანება (უსახელო მაისურზე N1.2) ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის (ჭურვების) მოქმედებით. N2 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით და დაზარალებულის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებით, უნდა იყოს გამსვლელი, სროლა ტანსაცმელის მიმართ ნაწარმოებია მარჯვნიდან მარცხნივ უკნიდან წინ მიმართულებით, სავარაუდოდ ერთი ჭურვის მოქმედების შედეგად.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–-------–----მა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 15 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ტყვიის გულა სს N------------ საქმეზე ვ--–-------------–-–---–-ს სხეულიდან ამოღებული“ მოთავსებულ ტყვიაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N1), წარმოადგენს ადამიანის ბიოლოგიურ მასალას, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ვ--–------ გ-----–-–---–ის (ობ. N56, ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილის.
▪ პაკეტში, წარწერით: „... ტყვიის გულის მაგვარი საგანი ამოღებული ბიზნეს ცენტრი „ფენიქსის“ მე-6 სართულის კიბის უჯრედის ფილაქნის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ტყვიაზე (ობ. N2), ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენეტიკური კვლევისთვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
▪ პაკეტში, წარწერით: „... 12 (თორმეტი) ც. სიგარეტის ნამწვი ... ვარკეთილი III მასივი ელდარის ქ. N5 (ყოფილი სკოლის შენობა) საცხოვრებელი ბინის დათვალიერება“ მოთავსებულ სიგარეტის თორმეტ ნამწვზე (ობ. N3-14), აღმოჩნდა მამაკაცის ბიოლოგიური მასალა. ობ. N4-8, 10-14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-------------–ის (ობ. N54, ექსპერტის N--------- დასკვნა) ბიოლოგიურ ვაჟს. ობ. N3,9-ის გენეტიკური პროფილები ერთმანეთის იდენტურია და განსხვავდება ექსპერტიზის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ყველა გენეტიკური პროფილისგან.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
▪ პაკეტში წარწერით: ,,..ვ--–-------------–-–---–-ს ტანსაცმელი 0------------.“ მოთავსებულ პერანგზე, პულოვერზე, უსახელო მაისურსა და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ვ--–-------------–-–---–-ს (ობ N56, ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილის. პაკეტში მოთავსებულ შარვალსა და წყვილ ფეხსაცმელზე, ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...ბ----------–---–ის ტანსაცმელი 0------------..“ მოთავსებულ ორ ცალ ქურთუკზე, პულოვერზე, მაისურზე, შარვალზე, ტრუსზე, ქსოვილის ქამარსა და ერთ-ერთ წინდაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N5-12), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბ----------–---–ის (ობ. N55, ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილის. პაკეტში მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე, ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 07 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ბიოლოგიური, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
▪ პაკეტში წარწერით ,,...1 (ერთ) ც. ტყვიის გულა ამოღებულია ასფალტის ზედაპირიანი გზის მონაკვთიდან .... ჯავახეთის ქუჩა N10-ის მიმდებარე ტერიტორია“ მოთავსებულ ტყვიაზე (ობ. N2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბ----------–---–ის (ობ. N55 პაკეტი წარწერით : ,,...0--------------------–---–---.“) გენეტიკური პროფილის.
▪ პაკეტში წარწერით : ,,...ობ N5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 (8 რვა ცალი) მასრა ამოღებულია ასფალტის ზედაპირიდან ... ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორია“, მოთავსებულ ერთ-ერთ ვაზნაზე წარწერით : ,,9 mm IMI05“ (ობ N3), არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობით სქესის პირს. ორ ვაზნაზე, წარწერით: ,,9mm Luger Geco“ (ობ N4,5) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-------------–ის (ობ N54; პაკეტი, წარწერით: ,,... ი----- გ------–ისაგან ამოღებული ნერწყვის (გენეტიკური მასალა) ნიმუში...“) ბიოლოგიურ ვაჟს. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ვაზნებზე (ობ. N6-10), ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენეტიკური კვლევისათვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
▪ ,,...ობ. 1, 2, 3 (N 1, 2, 3 - საკონტროლო ანაწმენდი) მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე ... ჯავახეთის ქუჩა N10 მიმდებარე ტერიტორია“ მოთავსებული მოწითალო მოყავისფრო ანაწმენდები (ობ. N14, 15, 16), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ბ----------–---–ის (ობ. N55) გენეტიკური პროფილის.
▪ პაკეტში წარწერით: ,,....ობ N2 1(ერთი) ცალი ურიკა...“ მოთავსებულ ურიკაზე, პაკეტში წარწერით : ... 4 (ოთხი) ცალი პაკეტი ჩაი, 1 (ერთი) ც მოშაო ფერის დამტენი ამოღებული ჩანთიდან ობ N2/10 … აეროდრომის დასახლება III ქუჩა ...“ მოთავსებულ ტელეფონის დამტენსა და ჩაის ოთხ ცალ პაკეტზე, პაკეტში წარწერით: ,,... 1 (ერთი) ც მწებავი ლენტი, ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/9 …აეროდრომის დასახლება III ქუჩა...“ მოთავსებულ წებობანი ლენტის ხვიაზე, პაკეტში წარწერით ,,3 (სამი) ცალი წიგნი, 1 (ერთი) ცალი რვეული ამოღებული ჩანთიდან. ობ. N2/6“ მოთავსებულ რვეულსა და სამ ცალ წიგნზე, პაკეტში წარწერით: ,,....N12 1(ერთი) ც. ე.წ. პარიკი ამოღებული კალოუბნის ქ. N44ა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ პარიკზე, პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთ) ც ტრუსი, ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/5 … აეროდრომის დასახლება III - ქუჩა...“ მოთავსებულ ტრუსზე, პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც მოშაო ფერის ქუდი, ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/4 …აეროდრომის დასახლება III ქუჩა ...“ მოთავსებულ ქუდზე, პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც რუხი ფერის მაისური, ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/8... აეროდრომის დასახლება III- ქუჩა ...“ მოთავსებულ ქუდზე, პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც. რუხი ფერის მაისური, ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/8...აეროდრომოს დასახლება III - ქუჩა...“ მოთავსებულ პულოვერზე, პაკეტში, წარწერით: ,,....1 (ერთი) ც ზოლიანი, მოთეთრო და მოლურჯო ფერში, მაისური ამოღებული ჩანთიდან. ობ. N2/3...აეროდრომის დასახლება III-ქუჩა ...“ მოთავსებულ მაისურზე და პაკეტში, წარწერით: ,,...1 (ერთი) ც ზოლიანი, მოთეთრო და მოლურჯო ფერში, მაისური ამოღებული ჩანთიდან ობ N2/3 .... აეროდრომის დასახლება III-ქუჩა...“ მოთავსებულ მაისურზე და პაკეტში წარწერით: ,,...1(ერთი) ც მოშაო ფერის ქურთუკი ამოღებული ჩანთიდან ობ N2/1....აეროდრომის დასახლება 3 - ქუჩა...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N17-25, 28, 29, 48-51) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ------–ის (ობ. N45) ბიოლოგიურ ვაჟს.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ც ღია ლურჯი ფერის შარვალი ამოღებული ჩანთიდან ობ. N2/2...აეროდრომის დასახლება III ქუჩა...“ მოთავსებულ შარვალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N26) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-------------–ის (ობ. N54) ბიოლოგიურ ვაჟს. შარვლის მარჯვენა ტოტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N27), არ წარმოადგენს სისხლს.
▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ობ. N13,14,15,16,17,18,19,20 - მასრა ობ. N11, 21, 22 - ლითონის დეფორმირებული ფრაგმენტები. ამოღებული: კალოუბნის ქ. 44ა-ს მიმდებარედ...“ მოთავსებულ ერთ-ერთ მასრაზე, წარწერით: ,,9MMLUGER FC“ არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N36) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ------–ის (ობ N54) ბიოლოგიურ ვაჟს. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ მასრებზე, ტყვიაზე და მოვერცხლისფრო და სპილენძისფერი მეტალის ფრაგმენტებზე (ობ. N30-35, 37-40), ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენეტიკური კვლევისთვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში, წარწერით: ,,... ობ N1, N3, N6 - 3ც მასრა ობ N5, N7, N8 - დეფორმირებული მეტალის ფრაგმენტები... აეროდრომის დასახლება - III - ქუჩა...“ მოთავსებულ მასრებზე და მოვერცხლიფერო და სპილენძისფერი მეტალის ფრაგმენტებზე და პაკეტებში, წარწერით: ,,... ობ N9 - მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტი ... მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე ასფალტის ზედაპირიდან მკვლელობის მცდელობა“ მოთავსებულ ტყვიაზე (ობ. N41-47), ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენეტიკური კვლევისთვის საჭირო მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...1 (ერთი) ცალი ზურგჩანთა, მოთავსებული გახსნილ სპეც. პაკეტში, შტრიხ კოდით FCI458754…“, მოთავსებულ ზურგჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N52, 53), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----- გ------–ის (ობ. N54) ბიოლოგიურ ვაჟს.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპერტის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ობ. N4, 5, 17, 26, 28, 36, 48, 53-ის გენეტიკური პროფილი ობიექტი N29-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ექსპერტის N--------- დასკვნაში წარმოდგენილი ობ. N4-8, 10-14-ის გენეტიკური პროფილი, რომლებიც ეკუთვნის ი----- გ------–ის ბიოლოგიურ ვაჟს, იდენტურია შ--–-- ა----–--ის (პაკეტი, წარწერით: ,-------------- 20.04.2015 ნერწყვის ნიმუში ჩხირზე, აღებული შ--–-- ა----–--ის პირის ღრუდან...’’) გენეტიკური პროფილის.
დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------------–--ემ.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციების მიხედვით ვ--–-------------–-–---–- მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოუთავსებიათ კლინიკაში 2015 წლის 04 აპრილს 21:31 საათზე, დიაგნოზით: მუცლის ღრუში შემავალი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობები ღვიძლის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებით. წვრილი და მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი. მარცხენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლისა და ზედა კიდურის არეში. დაზიანებები ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით განვითარებული იყო რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედებით. მუცლის ღრუში შემავალი დაზიანება ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ზედა კიდურის მიდამოში არსებული დაზიანება იდაყვის ძვლის მოტეხილობით (აღნიშნულ დონეზე უცხო სხეული კანქვეშ კანის განაკვეთით მარცხენა წინა მხრიდან ამოღებულ იქნა უცხო სხეული-ტყვია) ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
▪ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში ასევე მითითებულია, რომ ვ--–-------------–-–---–ს აღენიშნებოდა ჰემატომა/სისხლი მუცლის არეში, დაჟეჟილი ჭრილობები და ექსკორიაციები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრისა და მარცხენა კვირისთავის არეში, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ჭრილობა (ჭრილობები) ეკუთვნოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ჰემატომა/სისხლი და ექსკორიაციები ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
▪ დაზიანების ტრაექტორიისა და სროლის მანძილის დადგენა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით ექსპერტიზას არ შეუძლია.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–------------ამ.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 მაისის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ ბ--- მ-----–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული მუცლის მიდამოს ცეცხლნასროლი გამჭოლი (ჭრ. N1-N1ა) ჭრილობის შედეგად, გვამის გამოკვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მისი სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს 05.04.2015წ. 00:40 სთ.
▪ ბ----------–---–ის გვამზე აღენიშნებოდა მუცლის მიდამოს ცეცხნასროლი გამჭოლი ჭრილობა (ჭრ. N1- N1ა) შემავალი მუცლის ღრუში თეძოს მარცხენა საერთო, შიგნითა და გარეთა ვენების, სიგმური ნაწლავის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის გამჭოლი მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილის ფაქტი.
▪ ბ--- მ-----–---–ის გვამზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, თითქმის პირდაპირ, ზემოდან ქვემოთ, აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს, შედის მუცლის ღრუში, აზიანებს თეძოს მარცხენა საერთო, შიგნითა და გარეთა ვენებს, სიგმურ ნაწლავს გამჭოლად და მარცხენა დუნდულოს არეში გამოდის გარეთ. კანის პრეპარატების გამოკვლევის მონაცემებით, (ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი მუცლის არეში) სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან-სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ თუ დაზიანების მიყენების მომენტში, ხსენებული მიდამო დაფარული არ იყო ტანსაცმლით და წარმოადგენდა დაზიანების პირველ (გარეთა) შრეს.
▪ ბ--- მ-----–---–ის გვამზე არსებული დაზიანებანი ნაჭდევებისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობების სახით მარცხენა წინამხრის, მტევნის და მუხლის სახსრის მიდამოში, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთად აღებული ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
▪ ბ--- მ-----–---–ის გვამზე არსებული დაზიანებანი ნაჭდევებიანი და უსწორო კიდეებიანი ჭრილობების სახით მარცხენა წინამხრის, მტევნის და მუხლის სახსრის მიდამოში განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთად აღებული ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
▪ ბ--- მ-----–---–ის გვამზე არსებული დაზიანებანი გულმკერდის წინა ზედაპირზე წერტილოვანი ხასიათის გაფანტულად მდებარე ნაჭდევების და მარცხენა მხარის შუა და ქვემო მესამედების საზღვარზე, ზოლისებრი ფორმის, გასწვრივად მდებარე წერტილოვანი ხასიათის სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (შესაძლოა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად და წნევის საზომი აპარატის მანჟეტის) მოქმედებით და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთად არებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
▪ ზემოთ აღწერილი ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია სივდილამდე მოკლე დროის შუალედში.
▪ ბ--- მ-----–---–ის გვამზე აღინიშნებოდა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ და მარცხენა გვერდით ზედაპირზე მართკუთხა ფორმის განაჭდევება (დეფიბრილატორის კვალი), მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობები ირგვლივ სისხლნაჟღენთებით და ნაკერების კვლებით ვენების საპროექციოდ; მუცლის წინა ზედაპირზე, თეთრი ხაზის გასწვრივ მახვილისებრი მორჩიდან ჭიპის მარცხნიდან შემოვლით სწორკიდეებიანი გაკერილი ჭრილობა (ლაპარატომიის კვალი) წარმოადგენენ სამედიცინო მინიპულაციის კვალს.
▪ ბ----------–---–ის გვამიდან აღებული: 1) ფრჩხილებისა და თმების ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად; 2) სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად; 3) ანაწმენდები ორივე ხელის მტევნიდან და შესავალი ხვრელის მიდამოდან, დალუქული 1 პაკეტად ჩაბარდა კანცელარიას.
▪ ბ----------–---–ის გვამიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური დეპარტამენტის არქივში შესანახად.
▪ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბ----------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 0,27% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზროპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა სანარკოზე საშუალება კეტამინი, M-ქოლინობლოკატორული საშუალება ატროპინი. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული. მის მიერ გვამიდან აღებული კანის პრეპარატები გადაგზავნილი იქნა სამედიცინო კრიმინალისტიკურ განყოფილებაში, სადაც ჩატარდა კვლევა და აღნიშნული კვლევის მონაცემები იქნა გადმოტანილი დასკვნით ნაწილში.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 6 აპრილს, 13:27-13:45 საათზე დათვალიერდა თბილისის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის ცენტრში, შოთა ბოლქვაძის მიერ დაკითხვის შემდგომ წარდგენილი ოპერაციის შედეგად ვ--–-------------–-–---–-ს მარცხენა ხელიდან ამოღებული მოყვითალო ფერის გლუვი მეტალის საგანი, ტყვიის გულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 5 აპრილის ექსპეტის N----- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 8 ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის ,,9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევევის, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული 8 ცალი 9 მმ კალიბრის მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ,,GLOCK-ის“ სისტემის ერთი და იგივე პისტოლეტში.
▪ 3 ცალი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის ,,9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული 3 ცალი 9 მმ კალიბრის ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9მმ კალიბრის ,,GLOCK-ის“ სისტემის ერთი და იგივე პისტოლეტიდან.
▪ დადგენა იმისა შეადგენდა თუ არა გასროლამდე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი მასრები და ტყვიები ერთ მთელს, ვერ მოხერხდა.
▪ სს N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რვა მასრა და სამი ტყვია იდენტურია სისხლის სამართლის N------------ საქმეზე (ბორჯომის ეპიზოდი) საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში მოთავსებული ცხრა მასრისა და ორი ტყვიისა.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ოთხი პაკეტი იყო დალუქული და მათზე რაიმე დაზიანება არ შეინიშნებოდა, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
დასკვნის სისწორე და შინაარსი ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ.
დაზარალებულ ლ----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, 2015 წლის 4 აპრილს, პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის დადგენის და დაკავების მიზნით შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები და დაიწყო ოპერატიული მუშაობა. 2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ,,ტოიოტა პრადოს“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, თანამშრომელ ე-------------–---–თან ერთად მოძრაობდა ვარკეთილის დასახლების ტერიტორიაზე, კერძოდ, ე.წ. წულუკიძის წრიულიდან ამავალი აეროდრომის დასახლების მესამე ქუჩაზე. საჭესთან იჯდა ე------ ს-----–---–ი, თავად კი იჯდა მის გვერდით. მათთვის აღნიშნული პირის ჩაცმულობა და აღწერილობა იყო ცნობილი. ამ დროს მათ შენიშნეს პიროვნება, რომელიც მოეჩვენათ საეჭვოდ, რადგან ჰქონდა გრძელი მოყვითალო ფერის თმა, რომელიც გამოიყურებოდა არაბუნებრივად და აღიქმებოდა როგორც პარიკი, სახეზე ესვა რაღაც და მიაგორებდა ურიკას. გარდა ამისა მისი ჩაცმულობაც იყო იმ პირის ჩაცმულობის მსგავსი რომლსაც ეძებდნენ. ხსენებულ პირს მიუახლოვდნენ დაახლოებით ერთი მეტრით, რა დროსაც კარგად დაინახა მისი სახე. მან აღნიშნულ პირს უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და გადამოწმების მიზნით ჰკითხა სახელი და გვარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დააგდო ურიკა და გაიქცა ძალიან სწრაფად. მან მოუწოდა შეჩერებულიყო, მაგრამ მამაკაცი განაგრძობდა სირბილს, შემდეგ გაჩერდა, შეტრიალდა, მისი მიმართულებით განახორციელა გასროლა და კვლავ გაიქცა. ამ პირის დევნის პროცესში მან განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და კვლავ მოუწოდა შეჩერებულიყო, თუმცა იგი მის მოთხოვნას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ მან დამიზნებით გაისროლა ამ პირის მიმართულებით. ამ დროს მისმა თანამშრომელმა მოატრიალა მანქანა და ისინი შეეცადნენ მანქანით დადევნებოდნენ, რა დროსაც ესმოდა სროლის ხმა. სროლების შედეგად ტყვია მას ან პოლიციის სხვა თანამშრომლებს არ მოხვედრიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით ჩატარებული ამოცნობისას მან ამოიცნო აღნიშნული პირი, რომელიც იყო შ--–-- ა----–--ე. ამასთან, პირველი ინსტაციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ლ----------–---–მა მიუთითა შ--–-- ა----–--ეზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა განახორციელა დამიზნებითი სროლები მისი მისამართით და გაიქცა, წულუკიძის წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ესროლა პოლიციის სამ თანამშრომელს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ლ----------–---–მა ასევე დაადასტურა გამოძიების ეტაპზე, მისი მონაწილეობით შედგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორეც, რა დროსაც მან გამოძიების ეტაპზევე ამოიცნო თავდამსხმელი - შ--–-- ა----–--ე.
დაზარალებულ ლ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან, თანამშრომლებთან შ--–-- ჯ-----–---–თან და მ--–-------------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით მოძრაობდა ისანი-სამგორის ტერიტორიაზე და ახორციელებდა კონტროლს. თავად იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო შ--–-- ჯ-----–---–ი იჯდა მძღოლის გვერდით. მათთვის ცნობილი იყო იმ პირის აღწერილობა და ჩაცმულობა, რომელმაც 2015 წლის 4 აპრილს დაჭრა პოლიციის თანამშრომლები, კერძოდ მას სავარაუდოდ უნდა ცმოდა ღია ფერის შარვალი და მუქი ფერის ზედა. იმ შემთხვევაში თუ დაინახვდნენ ვინმეს მსგავსი ჩაცმულობით უნდა მოეხდინათ რეაგირება. 2015 წლის 5 აპრილს გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შემოესმათ სროლის ხმა, რის შემდეგაც მან და დაინახა ერთი პირი, რომელიც გარბოდა მათ მხარეს და იფიქრა, რომ შესაძლოა აღნიშნული ყოფილიყო ის პირი ვისაც ეძებდნენ. ამ დროს მ--–-------------–---–მა მოატრიალა მანქანა და დაინახეს პირი, რომელმაც გადაირბინა მათ წინ გზაზე და შევარდა ბენზინგასამართ სადგურზე. მათ გააჩერეს მანქანა და გადავიდნენ. ერთი-ორი ნაბიჯის გადაგმის შემდეგ ამ პირმა, დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან, ბენზინგასამართი სადგურის კედლის კუთხიდან დაიწყო მისი მიმართულებით სროლა. მან თავიდან შენიშნა, რომ აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა რაღაც, მათ მხარეს ცეცხლის გახსნისას კი მიხვდა, რომ ისროდა მათი მიმართულებით. იმისთვის, რომ მიეღო ნაკლები დაზიანება, გადაკოტრიალდა და მოახერხა ორი გასროლა. დაზარალებულის განმარტებით, ყველაფერი ხდებოდა მცირე დროში და ცდილობდნენ თავის გადარჩენას. ზუსტად არ ახსოვს რამდენი გასროლა გაანხორციელა ამ პირმა, სავარაუდოდ შვიდი ან ექვსი გასროლა. როდესაც იგი გადაკოტრიალდა იმ პირმა სავარაუდოდ ჩათვალა, რომ დაზარალებულს მოხვდა ტყვია და ამის შემდეგ უკვე შ--–-- ჯ-----–---–ის მიმართულებით განახორციელა გასროლა. დაზარალებულის განმარტებით, იმ ადგილზე სადაც ეს პირი იმყოფებოდა იყო სიბნელე.
დაზარალებულ მ--–-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, წულუკიძის მოედნის მიმართულებით მოძრაობდა შ--–-- ჯ-----–---–თან და ლ------------ესთან ერთად. მას შემდეგ რაც გაცდნენ ,,ახალი ნათების“ მაღაზიას, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ მხარეს შესასვლელი ქუჩის მხრიდან შემოესმა რამდენიმე გასროლის ხმა. მან მოაბრუნა მანქანა და დაინახა, რომ კორპუსის გვერდით ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით გადაირბინა პიროვნებამ, რომელსაც დაედევნა მანქანით. ბენზინგასამართ სადგურთან მიახლოებისას შენიშნა, რომ აღნიშნული პირი იდგა ბენზინგასამართი სადგურის მარჯვენა მხარეს. მას შემდეგ რაც მანქანა გააჩერა და მისი თანამშრომლები გადავიდნენ, აღნიშნულმა პირმა მათი მიმართულებით განახორციელა გასროლები. საპასუხო სროლა განახორციელა ლ------------ემაც, რომელიც მისი მანქანის უკან იწვა ასფალტზე. მან დაინახა, რომ შ--–-- ჯ-----–---–ი გაემართა სამინისტროს ჩასასვლელი გზისკენ, რათა უკნიდან მისულიყო იმ პირთან და დაეკავებინა. დაზარალებულის განმარტებით, სროლა გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წამი. იგი ამ დროს ჩაიცუცქა მანქანის გვერდით და დაიწყო დამხმარე ჯგუფების გამოძახება. დაახლოებით ორ წუთში მოხდა იმ რაიონში მყოფი პოლიციელების მობილიზება და ამ პირის დაძებნის და დაკავების მიზნით დაიწყო შესაბამისი სამძებრო სამუშაოები, თუმცა ხსენებულ დღეს მისი დაკავება ვერ მოახერხეს. საშუალო აღნაგობის პირმა, რომელსაც ეცვა ღია ფერის ფართე შარვალი და მუქი ზედა მოახერხა მიმალვა. იმ ადგილზე კი, აღმოჩენილი იქნა რვა მასრა და მოყვითალო ფერის პარკი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ტერიტორია იყო განათებული, ამიტომ კარგად დაინახა ამ პირმა რომ გადაირბინა, მაგრამ მისი სახე არ დაუნახავს. იგი ზურგიდან დაინახა, თუმცა ზურგჩანთა ან ქუდი ჰქონდა თუ არა არ ახსოვს. სანამ აღნიშნული პირი ბენზინგასამართ სადგურთან მივიდოდა რაღაც დაუვარდა. შემდეგ ნახა რომ იყო ყვითელი პარიკი. მომხდარის გამო მისი ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთა ტყვიის მოხვედრის გამო დაზიანდა. ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მისი ავტომანქანის წინა ფრთის ქვემოდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ტყვიის გულა. მანვე დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება როდესაც ისროდა მისი თანამშრომლების მიმართულებით მათგან 10-15 მეტრში იმყოფებოდა.
დაზარალებულ შ--–-- ჯ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 4 აპრილს დანაშაულის ჩამდენი პირის აღწერილობის და ჩაცმულობის დადგენის შემდეგ, ის და მისი თანამშრომლები გადანაწილდნენ, რათა მოეხდინათ იმ ტერიტორიის დათვალიერება სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, კერძოდ, უნდა ემოძრავათ ქალაქში, აღმოეჩინათ სავარაუდო აღწერილობის და ჩაცმულობის პიროვნება და გადაემოწმებინათ. 2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, იგი ლ------------ესთან და მ--–-------------–---–თან ერთად მოძრაობდა სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ეს უკანასკნელი, თავად კი იჯდა მის გვერდით, რა დროსაც გაიგონეს გასროლის ხმა და დაახლოებით 30 მეტრში დაინახეს პიროვნება, რომელიც გადარბოდა გზაზე, ვინაიდან ბნელოდა ამ უკანასკნელის სახე ვერ დაინახა. მათი ყურადღება მიიქცია მისმა ჩაცმულობამ და გაქცევამ, ამიტომ მოატრიალეს მანქანა და წავიდნენ ამ პირის მიმართულებით. მან დაინახა, რომ აღნიშნულ პირს დაუვარდა, რაღაც ყვითელი საგანი, რომელიც როგორც მოგვიანებით ნახეს, იყო ხელოვნური თმა და მოეფარა ბენზინ გასამართ სადგურს. ის და ლ------------ე გადავიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა, აიხედა და დაინახა პიროვნება, რომელსაც იარაღი ჰქონდა მათკენ მიშვერილი და ისროდა. გასროლები 10-15 წამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბენზინგასამართ სადგურს მარჯვენა მხრიდან ჰქონდა ჩასასვლელი, მან მოუარა და ჩავიდა იმ ადგილას, საიდანაც აღნიშნული პირი ისროდა, თუმცა იქ აღარავინ დახვდა. დაზარალებულის განმარტებით მას ხელში ეჭირა იარაღი, მაგრამ გასროლა ვერ განახორციელა. ყველაფერი მოხდა 15 წამის განმავლობაში, აღნიშნულ პირს იარაღი მიმართული ჰქონდა მათკენ და ესმოდა ტყვიის წუილის ხმა, ამ დროს მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 15-20 მეტრი.
მოწმე ე-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის ექვს საათზე ლ----------–---–თან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე. ისინი მოძრაობდნენ ,,პრადოს“ ფირმის ავტომანქანით, რომელსაც ოპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი. ,,ჯხანაანთ“ უბნის ტერიტორიაზე დაინახეს მოქალაქე, რომელიც იყო მოხრილი და მიჰქონდა ,,ურიკა“. მათთვის ცნობილი იყო შ--–-- ა----–--ის აღწერილობა და ჩაცმულობა. შარვალი, რომელიც ეცვა აღნიშნულ პირს ემთხვეოდა მათთვის ცნობილ აღწერილობას, კერძოდ, იყო ხაკისფერი გვერდზე ჯიბეებით. ეს პირი მოძრაობდა მისგან ხელმარჯვნივ, მანქანის გაჩერებისას კი აღმოჩნდა ლ----------–---–ის მხარეს. ლ----------–---–მა აღნიშნულ პირს უთხრა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხა სახელი და გვარი. მათ ამ დროს ფორმა არ ეცვათ. ხსენებულმა პირმა შეხედა ლ----------–---–ს, შემდეგ დააგდო ურიკა და გაიქცა ე.წ. ,,კალაუბნის“ მოედნისაკენ. ამ პირს ჰქონდა ჩავარდნილი ლოყები და მოგრძო ცხვირი, თავზე კი ეფარა პარიკი. ლ----------–---–ი გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც ამ პირმა გაირბინა 10-15 მეტრი, შემდეგ კი ერთხელ ან ორჯერ გაისროლა ლ----------–---–ის მიმართულებით. ლ----------–---–მა ჯერ ჰაერში გაისროლა, ხოლო შემდეგ შ--–-- ა----–--ის მისამართით ისროლა, თუმცა შ--–-- ა----–--ემ მოასწრო ახალი ნათებისკენ ხელმარცხნივ გაქცევა და მიმალვა. მათ მოატრიალეს მანქანა და მივიდნენ იმ ადგილზე საითაც ეს პირი გაიქცა, მაგრამ ვეღარ ნახეს. მოწმის განმარტებით, იმ დროს, როდესაც შ--–-- ა----–--ე ესაუბრებოდა ლ----------–---–ს იგი დაახლოებით მეტრანახევარი მანძილიდან ხედავდა შ--–-- ა----–--ის სახეს. ამის შემდეგ მას ამოსაცნობად წარუდგინეს ფოტოსურათები, რა დროსაც სახის მოყვანილობით, ლოყებით და ცხვირით ამოიცნო შ--–-- ა----–--ე, რომელსაც შემთხვევის დროს სახე თეთრად ჰქონდა შეღებილი. შ--–-- ა----–--ეს ეცვა ლურჯი ფერის ქურთუკი. მოწმის განმარტებით, ადგილმდებარეობა იყო საკმაოდ განათებული და მან მარჯვენა სარკიდან დაინახა, რომ შ--–-- ა----–--ემ ამოიღო იარაღი და ლ----------–---–ს ესროლა დამიზნებით.
მოწმე რ--------–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, ვ---------–-------------–-----–-----------------–-------------------–-------------–----–------–-- 2015 წლის 5 აპრილს გამთენიისას, კარზე გაიგო კაკუნი. კართან კი დახვდა უცნობი პირი, რომელმაც თხოვა რომ რამდენიმე წუთით დაისვენებდა მასთან სახლში. სახლში შესვლისას კი უთხრა, რომ თან ჰქონდა იარაღი. აღნიშნული პირი ჩამოჯდა დივანზე და დაიძინა, დილით კი უთხრა, რომ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდებოდა მასთან. მან აღნიშნული პირი დატოვა სახლში და წავიდა. დაახლოებით 11:15 საათზე დაბრუნდა სახლში და დაინახა, რომ მისი კორპუსი პოლიციელებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. შემდეგ ჩატარდა მისი ბინის ჩხრეკა და მან პოლიციელებს უთხრა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა უცხო პირი და უამბო ყველაფერი. მას აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ მისდევდნენ, თუმცა მისი ნათქვამისათვის არ მიუქცევია ყურადღება, ასევე არ დაინტერესებულა რა იარაღი ჰქონდა მას. მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვავები და ხელის ანაბეჭდები, კერძოდ, ერთი ანაბეჭდი ამოღებული იქნა იმ წიგნიდან, რომელიც საჩუქრად დაუტოვა იმ პირმა. ასევე ჭიქის და ნოუთბუქის ზედაპირიდან. ამის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც მან ცხვირით და სახის მოყვანილობით ამოიცნო მის სახლში მყოფი პირი, რომელსაც ეცვა მოყვითალო, ჯიბეებიანი შარვალი, ლურჯი ზედა და ნაქსოვი ქუდი. აღნიშნული პირი მას გაეცნო, როგორც კახა, თუმცა არ ახსოვს გვარი უთხრა თუ არა.
მოწმე ზ---------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე იგი თბილისის პროკურატურის გამომძიებლებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მანვე, დაკითხა მოწმეები და რ--------–------ს ამოსაცნობად წარუდგინა ფოტოსურათები. რ--------–------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და დაათვალიერა რ--------–------ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობდა მიტოვებულ ძველი სკოლის შენობაში, სადაც რ--------–------ი შეჭრილი იყო თვითნებურად. მოწმის განმარტებით, რ--------–------მა დაუდასტურა, რომ მასთან ნამდვილად იმყოფებოდა მისთვის იმ ეტაპზე დაუდგენელი პირი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა შ--–-- ა----–--ე. მის მიერ ასევე შედგენილ იქნა ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, რომლის სისწორესაც ადასტურებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს 11:00-18:00 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, აეროდრომის დასახლება, მე-3 ქუჩა N6/8 სახლის წინ არსებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, საავტომობილო გზაზე, რომლის სიგანეა 750 სმ. გზას ორივე მხრიდან მიუყვება ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები, რომლებიც გზიდან გამოიყოფა ბორდიურებით. საავტომობილო გზის ზედაპირი დაფარულია ასფალტის საფარით, სადაც გაჩერებულია შავი ფერის ,,ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ASS- 022, რომლის წინა მხარე მიმართული იყო ჯავახეთის ქუჩისკენ, ხოლო უკანა მხარე - შანდორ პეტეფისა და მიტროფანე ლაღიძის ქუჩებისკენ. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავიდან 190 სანტიმეტრში და მანქანის მარჯვენა მხარეს მდებარე ბორდიურიდან 215 სანტიმეტრში, გზის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის მასრა. ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავიდან 205 სანტიმეტრში, უკანა მარჯვენა საბურავიდან 155 სანტიმეტრში და მანქანის მარჯვენა მხარეს მდებარე ბორდიურიდან 115 სანტიმეტრში ნანახი იქნა ორთვალიანი ხელის ლითონის ურიკა, რომელსაც თვლები მიმართული ჰქონდა ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით, ხოლო სახელური შანდორ პეტეფისა და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მიმართულებით. ურიკაზე თვლების მხარეს დადებული იყო ლურჯი ფერის პლასტმასის თასი (ე.წ. ტაშტი), რომელშიც მოთავსებული იყო რუხი ფერის თეთრ ფერში კომბინირებული ზურგჩანთა, რომელიც იკვრებოდა ელვა შესაკრავებით და არ იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ურიკაზე სახელურის მხარეს დადებული იყო პოლიეთილენის ორი ცალი წითელი ფერის ნაქსოვი ტომარა, რომელთაგან ერთს თავი ჰქონდა მოკრული, ხოლო მეორეს ნახევრად ჰქონდა თავი გახსნილი. ზურგჩანთის წინა მხარეს მდებარე განყოფილების გახსნისას მასში აღმოჩნდა ,,ადიდასის“ ფირმის შავი ფერის კაპიშონიანი დუტის ქურთუკი, ღია ლურჯი ფერის ,,RESERVED-ის“ ფირმის, W34XL32 ზომის ჯინსის შარვალი, თეთრ და ლურჯ ფერებში კომბინირებული ზოლიანი მაისური ,,LACOSTE-ს“ ფირმის XXL ზომის და მოშავო ფერის ქუდი, თეთრ, ყავისფერ და შავ ფერებში კომბინირებული ,,PIERRE GARDIN-ის“ ფირმის ტრუსი. ზურგჩანთის მეორე განყოფილებაში აღმოჩნდა სამი ცალი წიგნი და ერთი ცალი რვეული ყდის გარეშე. ერთ წიგნს ჰქონდა წმინდა სამების ხატის გამოსახულება, რომლის ქვემოთ ქართულ ენაზე ეწერა: ,,ფსალმუნი, ლოცვანი, სრული კრებული“. წიგნის მეორე ფურცელზე, რომლის ნაწილიც იყო მოხეული, ზედა მარჯვენა მხარეს იკითხებოდა ლურჯი ფერის ბურთულიანი კალმით შესრულებული ხელნაწერი ,,ძმას-დისგან ციხეში“. წარწერა დათარიღებულია 20.09.2012 წლით. მეორე წიგნი იყო ლურჯი ფერის, რომელიც შედგებოდა 71 ფურცლისაგან და ავტორად მითითებული იყო მარკ ცუკერბერგი, მესამე წიგნი იყო მწვანე ფერის და ავტორად მითითებული იყო სტივ ჯობსი. ამავე განყოფილებიდან ამოღებული იქნა წითელი ფერის ,,ZEFIRO-ს“ ფირმის პირსახოცი, ,,MEXX-ის“ ფირმის XL ზომის რუხი ფერის სვიტერი, რომელსაც წინა მხრიდან და მკლავებზე ჰქონდა შავი ფერის ზოლები, უფერული სკოჩი, 4 ცალი ჩაი მარიამის ერთჯერადი პაკეტი და მობილური ტელეფონის სატენი წარწერით ,,ICS“. ჩანთის გვერდითა პატარა ჯიბეში აღმოჩნდა ერთი ცალი კროსვორდის გაზეთი დათარიღებული 31.03.2015 წლით, გაზეთ ,,კვირის პალიტრას“ ორი ფურცელი (მე-17, მე-18, 23-ე და 24-ე გვერდები) და სამი ცალი პოლიეთილენის პატარა პარკი. ზურგჩანთა იყო ,,DAKINE-ს“ ფირმის. ამოღებული ნივთები და ლურჯი ფერის პლასტმასის თასი (ე.წ. ტაშტი) შეიფუთა და დაილუქა სათანადო წესით. მიტროფანე ლაღიძის ქუჩა N21-ში მდებარე შენობის წინ გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე მიმაგრებულ აბრას აღენიშნება ოვალური ფორმის შემავალი ხვრელი ზომით 10X17სმ, რომლის ქვემოთაც ასფალტის საფარზე აღმოჩენილი იქნა ლითონის დეფორმირებული ფრაგმენტები, რომელიც ასევე დაილუქა სათანადო წესით. კ--–--------------------–- მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლის“ წინ არსებულ საავტომობილო გზაზე, რომლის ზედაპირი დაფარულია ასფალტის საფარით, გაჩერებული იყო რუხი ფერის ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავია“, რომელსაც წინა მარჯვენა ფრთაზე, გვერდიდან ჰქონდა დაზიანება. ფრთის ქვედა ნაწილის მოხსნის შედეგად, ფრთის შიგნითა მხრიდან გამოღებული იქნა ერთი ცალი, ტყვიის მსგავსი ლითონის დეფორმირებული საგანი. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავიდან 8.20 მეტრში და N3 ელექტრო განათების ბოძიდან 9.40 მეტრში, ხსენებული ბენზინგასამართი სადგურის წინ არსებულ ტერიტორიაზე ასფალტზე დაგდებულია ღია ფერის თმის პარიკი. ასევე აღებული იქნა ერთი სუნის კვალის ნიმუში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილი იქნა მოყვითალო ფერის მასრები. N3 ელ. განათების ბოძზე აღინიშნება 1 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმის დაზიანება. აღნიშნული ბოძიდან 6.60 მეტრში აღმოჩნდა ლითონის დეფორმირებული ფრაგმენტები, კალოუბნის ქუჩა N44-ში მდებარე მშენებარე კორპუსის კედელზე ლითონის კონსტრუქციას აღენიშნებოდა ორი დაზიანება. აღნიშნული კონსტრუქციის ქვემოთ, მიწაზე აღმოჩნდა ლითონის დეფორმირებული ფრაგმენტები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. დათვალიერების შედეგად ასევე ამოღებული იქნა ,,RENAULT-ის“ ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით B-------
სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ვ-–--------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ურიკა, ზურგჩანთა მასში არსებული ნივთები და ტყვიის მასრები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მის მიერ შედგენილი იქნა ხელით, ხოლო შემდეგ დაბეჭდილი იქნა კომპიუტერის საშუალებით და ამობეჭდილი იქნა სამმართველოში, აღნიშნულ ოქმს გაეცნო ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რაც დადასტურებული იქნა მათი ხელმოწერებით.
საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით იკვევა, რომ 2015 წლის 6 აპრილს 03:40-05:40 საათზე დათვალიერდა თბილისში, ვ---------–-------------------–-----------------–----------–-----------–---–-------------------------–--- მდებარე რ--------–------ის ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სამზარეულოს მაგიდაზე განთავსებული ბოთლის (წარწერით ,,COCA-COLA“) გარე ზედაპირიდან აღებული იქნა ანაბეჭდები 5 ცალ დაქტილოფირზე, ხოლო წითელი ფერის ჭიქის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა 2 ცალი დაქტილოფირი (2 ცალი ანაბეჭდი), ტელევიზორის მაგიდაზე მოთავსებული წიგნიდან წარწერით ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გარეზედაპირიდან ამოღებული იქნა 2 ცალი დაქტილოფირი (2 ცალი ანაბეჭდი), ამავე მაგიდაზე მოთავსებული ლეპტოპის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა 2 ცალი დაქტილოფირი (2 ცალი ანაბეჭდი), ხოლო იქვე განთავსებული წიგნიდან 1 ცალი დაქტილოფირი (1 ცალი ანაბეჭდი), რაც დაილუქა სათანადო წესით. სახლის დათვალიერებისას ასევე ამოღებული იქნა 12 ცალი სიგარეტის ნამწვი (ფილტრი) და წიგნი წარწერით ,,კონსტანტინე კორკელია“, რომელიც რ--------–------ის განმარტებით მას აჩუქა უცნობმა პირმა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 6 აპრილს 08:15-08:26 საათზე, რ--------–------მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო რიგით მე-3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი და მიუთითა, რომ აღნიშნული პირი იყო მის სახლში. მართალია იმ დროს არ ჰქონდა წვერი, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ფოტოზე გამოსახული პირი არის ნამდვილად ის, რომელიც ამოიცნო ლოყით, ცხვირით, გამოხედვით და ზოგადად იერით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს 13:00-13:20 საათზე, ე-------------–---–მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო რიგითი მე-3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - შ--–-- ა----–--ე და მიუთითა, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს, დილის 06:00 საათზე, თბილისში წულუკიძის ქუჩა N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულმა პირმა მისი და ლ---- გ----–---–ის მისამართით განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. იგი ამოიცნო ცხვირის მოყვანილობით, სისუსტისგან ჩავარდნილი ლოყებით და სახის მთლიანი მოყვანილობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 5 აპრილს, 14:50-15:10 საათზე, ლ----------–---–მა მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან, მოგრძო პირისახით, ცხვირის მოყვანილობით, ჩავარდნილი ლოყებით და სახის მთლიანი მოყვანილობით, ამოიცნო რიგით მე-3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - შ--–-- ა----–--ე და მიუთითა, რომ 2015 წლის 5 აპრილს, დილის 06:00 საათზე, თბილისში, წ---–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ განახორციელა გასროლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპრტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 7 აპრილის ექსპერტის N------ დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ სს N------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი ორბორბლიანი ლითონის კონსტრუქციის ურიკის, 1 (ერთი) ცალი შავი ფერის დამტენის, 1 (ერთი) ცალი მწებავი ლენტის, 4 (ოთხი) ცალი ჩაის პაკეტის, 1 (ერთი) ცალი რვეულის და 2 (ორი) წიგნის ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი წიგნის ზედაპირზე წარწერით ,,მარკ ცუკერბერგი“, უკანა მხარეს გამოვლინდა ხელის თითის ერთი კვალი და პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
▪ წიგნის ზედაპირზე, წარწერით ,,მარკ ცუკერბერგი“, უკანა მხარეს გამოვლენილი და პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის კვალი იდენტურია დაქტილოსკოპურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული შ--–-- ფ------------- - ძე ა----–--ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--–-- კ-------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაგზავნილი იქნა ოთხი პაკეტი დალუქული სახით, რომელთა ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული შინაარსის. წიგნზე გამოვლენილი ხელის თითის კვალი დაფიქსირებული იქნა ფოტოსურათით და გადატანილი სპეციალურ დაქტილოსკოპიურ ფირზე. ამასთან, აღნიშნული ხელის კვალი შედარებულ იქნა დაქტილოსკოპიურ განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზასთან, რომელშიც მოთავსებულია პიროვნებების ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და დადგინდა თანადამთხვევები, რომელთა საფუძველზეც გასცა დასკვნა, რომ აღნიშნული ხელის კვალი იყო მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1----–--–- დაბადებული შ--–-- ა----–--ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 აპრილის ექსპერტის N----- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ სს N------------ საქმეზე წარდგენილი თერთმეტი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა განკუთვნილი 9 მმ. კალიბრის პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის.
▪ 3 ცალი მასრა (ობიექტი N1, N3, N6) გასროლილია გლოკის სისტემის N AANE 163 პისტოლეტში.
▪ 8 ცალი მასრა (ობიექტი N13, N14, N15, N16, N17, N18, N19, N20) ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული 8 მასრა (იხ. ექსპერტიზის დასკვნა 2015 წლის 05 აპრილის N----- და სს N------------), საქმეზე ამოღებული ცხრა ცალი მასრა (იხ.ექსპერტიზის დასკვნა 2015 წლის 29 იანვრის 390/ბ) გასროლილია ერთი და იგივე გლოკის სისტემის პირობითად I პისტოლეტში და არ არის გასროლილი გლოკის სისტემის N AANE 163 პისტოლეტში.
▪ კონვერტებში წარწერებით: ,,ობ. N5“, ,,ობ. N7“, ,,ობ. N8“, ,,ობ. N9“, ,,ობ. N11“, ,,ობ. N21“, ,,ობ. N22“ მოთავსებული ტყვიის გარსის ფრაგმენტები, ორი ცალი ტყვია და რუხი ფერის ობიექტები იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
▪ ვინაიდან ზემოთ აღწერილი ფრაგმენტები იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, შეუძლებელია დადგინდეს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასრის მაგავარი და ტყვიის გულასმაგვარი საგნები გასროლამდე წარმოადგენდნენ თუ არა ერთ მთლიანს.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–მა და გ------- ე-–----მ.
მოწმე ლ---------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 10 აპრილს, თანამშრომლის მიერ მიღებული ინფორმაციით, შ--–-- ა----–--ე იმყოფებოდა ქ. ბორჯომში, არდაგანში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. აღნიშნულის შემდეგ დაიგეგმა შ--–-- ა----–--ის დაკავების სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები და სპეცრაზმი. უსაფრთხოების მიზნით დაცული იყო პერიმეტრიც. დილის შვიდ ან რვის ნახევარზე შენობაში შესულ სპეცრაზმს შეჰყვა თავადაც და უშუალო მონაწილეობას იღებდა შ--–-- ა----–--ის დაკავებაში. მათი შესვლისას, შ--–-- ა----–--ემ გაიგო ხმა და ცდილობდა ფანჯრიდან გადახტომას, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა. მოწმის განმარტებით, შ--–-- ა----–--ის დაკავების ოპერაცია გაგრძელდა რამდენიმე წუთი. შ--–-- ა----–--ემ განაცხადა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონდა აზრი და ფანჯრიდან გადმოაგდო ორი იარაღი, ხელყუმბარა და მჭიდი. მათ შ--–-- ა----–--ე დაკავებისას დააწვინეს იატაკზე და დაადეს ხელბორკილები. მის მიერ შ--–-- ა----–--ეს განემარტა უფლებები, ჩატარებული იქნა პირადი ჩხრეკა და ამოღებული იქნა ტყვიები, მჭიდი, ლოცვის წიგნი, ფსკვნილი და ფსალმუნი. ამის შემდეგ იგი უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისის შსს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებისას შ--–-- ა----–--ეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამასთან, მოწმემ მიუთითა, რომ ამ უკანასკნელს არ უცდია ჩაბარებოდა პოლიციას.
მოწმე გ-------–------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 აპრილს, მან ვ------------------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. ბორჯომში, ა------------------–---–- ძებნილი პირის - შ--–-- ა----–--ის დაკავების ოპერაციაში, რა დროსაც განლაგებულნი იყვნენ შენობის გარე პერიმეტრზე. ხელმძღვანელი პირები კი, ძირითადად შენობაში იყვნენ შესული. მათ შენობის მეორე სართულის ფანჯარაში დაინახეს იარაღიანი ხელი. წამიერად გამოჩნდა თავად შ--–-- ა----–--ეც, რომელსაც სურდა ფანჯარაზე ასვლა და იქედან გადახტომა. ამ დროს ა-–---------- გ------–--ემ მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა. აღნიშნულის შემდეგ შ--–-- ა----–--ე კვლავ შიგნით შევიდა, 10-15 წამში კი ისევ გამოჩნდა, ხელში ეჭირა ორი იარაღი და ცდილობდა გადმოხტომას. ამ დროს კვლავ განხორციელდა გამაფრთხილებელი გასროლა, რის შემდეგაც ისროლეს ფანჯრის გარშემო კედლის მიმართულებით. აღნიშნულიდან ცოტა ხანში, შ--–-- ა----–--ემ ფანჯრიდან გადააგდო ორი პისტოლეტი, რომელთაგან ერთი იყო მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი იარაღი, მეორე კი, ,,GLOK-ის“ ფირმის შავი ფერის პისტოლეტი. ასევე იყო მწვანე ფერის ე.წ. ლიმონკა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ------------------ემ.
მოწმე ა-–---------- გ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი დეტექტივის თანაშემწედ მუშაობდა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. 2015 წლის 10 აპრილს, მან მონაწილეობა მიიღო შ--–-- ა----–--ის დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა ქ.ბორჯომში, არდაგანის ტერიტორიაზე მდებარე ორ სართულიან მიტოვებულ შენობაში. პოლიციის თანამშრომლების და ხელმძღვანელი პირების გარდა ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმიც. მან აიხედა შენობის ფანჯრისკენ, რა დროსაც დაინახა რომ მეორე სართულის ფანჯრიდან იყურებოდა შ--–-- ა----–--ე, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი, რის გამოც მან ფანჯრის მიმართულებით კედელზე განახორციელა 2-3 საკონტროლო გასროლა. აღნიშნულის შემდეგ შ--–-- ა----–--ე მოშორდა ფანჯარას, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ მიუახლოვდა ფანჯარას, რა დროსაც ხელში ეჭირა ორი იარაღი და აპირებდა ფანჯრიდან გადმოხტომას, რის გამოც მან ფანჯრის მიმართულებით, კედლის მხარეს განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ამის შემდეგ შ--–-- ა----–--ემ ფანჯრიდან გადმოაგდო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გლოკის სისტემის იარაღი, ხელყუმბარა და მჭიდი. გამომძიებლის და ექსპერტების მისვლამდე, აღნიშნული ტერიტორია და შენობა იყო დაცული.
მოწმე თ--------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. მან მონაწილეობა მიიღო შ--–-- ა----–--ის დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა არდაგნის ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიან მიტოვებულ შენობაში. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სპეცრაზმი, ხელმძღვანელი პირები და პოლიციის თანამშრომლები. წინა მხარეს, შენობის მეორე კუთხისკენ იდგა ა-–---------- გ------–--ე. მოწმის განმარტებით, პირველი გასროლა მოხდა ჰაერში, ხოლო შემდგომი გასროლები განხორციელდა კედლის მიმართულებით. ამის შემდეგ, მან დაინახა, რომ მისგან რამდენიმე მეტრში დავარდა ხელყუმბარა, ერთი მჭიდი და ორი პისტოლეტი, რომელთაგან ერთი იყო შავი ფერის ,,GLOCK-ის“ სისტემის, მეორე კი ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი მსხვილი ლულით, სავარაუდოდ მაყუჩიანი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამომძიებლის და ექსპრტების მისვლამდე აღნიშნული ტერიტორია და შენობა იყო დაცული.
ბორჯომის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის, მოწმე ნ-----–----------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ: ქ.ბორჯომი, არდაგნის დასახლება, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს განთავსებული შენობა-ნაგებობა და ეზო. მასთან ერთად დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ თ--------------–-–---–ი, ექსპერტები, გამგეობის წარმომადგენელი და შენობის მეპატრონის შვილი - დ--------------ე. ადგილზე მისვლისას, მას შემთხვევის ადგილი დახვდა დაცული. მის მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ორი ცალი პისტოლეტი, სამი ცალი მჭიდი, ვაზნები და ხელყუმბარა თავისი ფალიით. მოწმის განმარტებით, შენობის შესასვლელთან მეორე სართულზე ფანჯრებს არ ჰქონდა მინები. წინ ეზოში შენობიდან ცოტა მოშორებით ეყარა იარაღები რომელიც იყო დამუხტულ მდგომარეობაში, ტყვიები მოთავსებული იყო ლულაში, ერთ-ერთ იარაღში იყო მჭიდი და ვაზნა, მეორე იარაღში რამდენადაც ახსოვს მჭიდები არ იყო და გვერდზე ეყარა, მოშორებით ეგდო ხელყუმბარა თავისი ამფეთქი ფალიით. ამოღებული იარაღებიდან ერთი იყო ,,GLOCK“ სისტემის იარაღი, მეორე რუსული წარმოების პისტოლეტი, აღნიშნული ნივთები ადგილზევე იქნა დათვალიერებული, ამის შემდეგ ექსპერტების მონაწილეობით მოთავსდა შესაბამის პაკეტებში, დაილუქა და მასზე გაკეთდა ხელმოწერები. შემდეგ თ---------- გ--–-–---–ის მითითებით შევიდნენ ოთახში, სადაც იმყოფებოდა შ--–-- ა----–--ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მის მიერ საფერფლიდან ამოღებული იქნა სიგარეტის რამოდენიმე ნამწვი. ჭიქიდან ამოღებული იქნა სამი თითის კვალი, ასევე ამოიღო სიგარეტი და სანთებელა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 აპრილს 10:05 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა შ--–-- ა----–--ე, რომელსაც იმავე დღეს 10:06-10:20 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარჯვენა ქვედა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ზენიტის“ ფირმის მაჯის საათი, მუქი ფერის ტყავის სამაჯური, კბილის ჯაგრისი, ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, შავი ფერის სანთებელა, ლურჯი ფერის პასტა, შვიდი ცალი ,,მაკაროვის“ სისტემის ტყვია და ერთი ცალი ,,ლუგერის“ სისტემის ტყვია, ორი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ორ ლარიანი კუპიურა, ,,გლოკის“ სისტემის შავი ფერის მჭიდი, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის ხის ხატი, ერთი ფურცელი, რომელზეც გაკეთებულია ჩანაწერები, ერთი ცალი მცირე ზომის ფურცლების შეკვრა სხვადასხვა ჩანაწერებით, 224 გვერდიანი ლოცვების პატარა ზომის წიგნი, 801 გვერდიანი მცირე ზომის ლურჯყდიანი ,,ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, მცირე ზომის ხის ჯვარი, შავი ფერის საეკლესიო ფსკვნილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 აპრილს, 13:50-15:55 საათზე დათვალიერდა ქ.ბორჯომი, არდაგნის დასახლებაში მდებარე ორ სართულიანი ძველი შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 1 ცალი ,,GLOCK 19-ის“ სისტემის პისტოლეტი 1 ცალი ვაზნით, 1 ცალი პისტოლეტი 8 ცალი ვაზნით, 1 ცალი ხელყუმბარა 1 ცალი ამფეთქი ფალიით, 1 ცალი მჭიდი 13 ცალი ვაზნით, 1 ცალი მჭიდი 12 ცალი ვაზნით, 3 ცალი მასრა, სიგარეტის 5 ცალი ნამწვი, სამი ცალი თითის კვალი, სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული 3 ღერი სიგარეტით და 1 ცალი სანთებელა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 14 აპრილის N------------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ სს N------------ საქმეზე წარმოდგენილი პისტოლეტების: GLOCK-19 მოდელის პისტოლეტის ჩარჩოზე, ჩამკეტზე და ლულაზე ნომერი გადაშლილია მექანიკური ზემოქმედების შედეგად, გამოკვლევით ჩარჩოზე, ჩამკეტზე და ლულაზე გამოვლინდა ნომერი ,---------
▪ ПБ 6П9 მოდელის პისტოლეტის ჩარჩოზე და ჩამკეტზე აღინიშნება ნომერი ,------- აღნიშნულ ნომერს გადაკეთების ან წაშლის კვალი არ აღენიშნება.
▪,,GLOCK-19“ მოდელის პისტოლეტში გასროლილი ექსპერიმენტალური ნიმუშების შედარებისას ტყვია-მასროთეკაში მოთავსებულ სს N------------ სამეზე 16 მასრასთან და 4 ტყვიასთან, ასევე სს N------------ საქმეზე ამოღებულ 9 მასრასთან და 2 ტყვიასთან დადგინდა, რომ სს N------------ საქმეზე ამორებული 16 მასრა და 4 ტყვია, სს N------------ საქმეზე ამოღებული 9 მასრა და 2 ტყვია გასროლილია წარმოდგენილ ,,GLOCK-19“ მოდელის NGCM478 პისტოლეტში.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–---–მა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 10 აპრილის ექსპერტის N---------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 ცალი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, ავსტრიული წარმოების 9 მმ კალიბრიანი ,,GLOCK“-ის სისტემის ,,19“ მოდელის პისტოლეტის საშტატო ნიმუში, საქარხნო ნომრის გარეშე, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 (ერთი) ცალი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1967 წლის ნიმუშის, რუსული წარმოების, 9 მმ კალიბრიანი ,,ПБ 6П9“ სისტემის პისტოლეტის საშტატო ნიმუში, საქარხნო ნომრით C----- რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ 15 (თხუთმეტი) ცალი ერთნაირი ფორმისა და ზომის ვაზნა დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ვაზნებს, განკუთვნილს ამავე კალიბრის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისთვის, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
▪ 27 (ოცდაშვიდი) ცალი ერთნაირი ფორმისა და ზომის ვაზნა დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს 9მმX19 კალიბრიანი, ,,ლუგერის“ მოდელის ვაზნებს, განკუთვნილს 9 მმ კალიბრიანი უცხოური წარმოების პისტოლეტებისათვის და ხელის ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისთვის, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი ელიფსოიდის ფორმის ლითონის საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,რგდ-5“ ტიპის ხელყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, რომელიც საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას, მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ 1 ცალი ცილინდრული ფორმის კონსტრუქცია ერთობლიობაში - ბერკეტით, ჭილიბითა და რგოლით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,УЗРГМ“ ტიპის ამფეთქ ფალიას, რომელიც საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას, მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–-------------–---–მა.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/29 განაჩენით, შ--–-- ა----–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა. შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით, შ--–-- ა----–--ეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 აგვისტოდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიუდმივმოქმედი კომისიის 2013 წლის 23 ნოემბრის N05/13/კ-425 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შ--–-- ა----–--ე გათავისუფლდა პირობით ვადამდე 8 (რვა) თვით და 12 (თორმეტი) დღით ადრე.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტის დასკვნა N----------ის ჩანაწერების მონაცემებით გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსების და თავის ტვინის შეშუპება.
▪ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--- - ასლი) მონაცემების თანახმად: გ---------------–---–ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 06.02.2015 წ-ს 18:30 საათზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად: მოქალაქე გ---------------–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ორივე ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულოს მიდამოში, მარჯვენა წვივის ლატერალურად, მარცხნივ გულ-მკერდის მიდამოში, მუცლის წინა ზედაპირზე ბოქვენის ძვალთან, კერძოდ: გულ-მკერდის არეში, მარცხნივ აღინიშნება კანის შემავალი ხვრელი (დაახ. VII-VIII ნეკნის დონეზე, წინა აქსიალურ ხაზზე), დამწვარი კიდეებით, ზომით დიამტერში დაახლოებით 0,5 სმ. არხი მიემართება კანქვეშ ნეკნების ზემოდან, გამოდის ზევით, დაახლოებით III-IV ნ/დონეზე, შუა აქსიალურ ხაზზე, გამომავალი ხვრელი ზომით დიამეტრში 1-1,2 სმ-მდე. ე.ი. ჭრილობა გამჭოლია, არ არის შემავალი გულ-მკერდის ღრუში. ჭრილობებისა და კანქვეშა არხის მიმდებარე რბილი ქსოვილების ემფიზემა და კრეპიტაცია არ აღინიშნება, აქვე, მარცხნივ დაახ. V ნეკნების დონეზე, შუა აქსიალურ ხაზზე, აღინიშნება კანის ზედაპირული (ტანგეციური) ჭრილობა, რომელიც კანში არ შედის, ზედაპირი დამწვარია. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე აღინიშნება შემავალი ჭრილობა, ზომებით დიამეტრი დაახ. 1-1,2 სმ. გამომავალი ხვრელიდან გამოედინება მუქი ფერის სისხლი. ამ მიდამოში აღინიშნება მზარდი ჰემატომა, რაც მიუთითებს კანქვეშ აქტიურ სისხლდენაზე. მარჯვენა წვივის შუა მესამედში აღინიშნება გამჭოლი ჭრილობები (შემავალი და გამომავალი, დაკავშირებული გამჭოლი არხით), ზომებით შესაბამისად დიამეტრში დაახ. 0,5 სმ. და 1,5 სმ. მარცხენა წვივის ზედა მესამედში აღინიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, შემავალი და გამომავალი ხვრელებით, ზომებით დაახ. დიამეტრში 0,4 სმ და 1,5 სმ; მარჯვენა დუნდულოს ქვედა კიდესთან აღენიშნება კანის შემავალი ჭრილობა, დამწვარი კიდეებით, დიამტერში დაახ. 0,5სმ“, ინტრაოპერაციულად დადგინდა: მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიის და ზედაპირული ვენის დაზიანება, ხოლო ჩატარებული კ.ტ. გამოკვლევებით დადგინდა: ხერხემლის არხში L1 მალის დონეზე ტყვიის არსებობა, მარჯვნივ სპინალურ არხში სისხლის სიმკვრივის უბნების არსებობა, L1 მალის მარჯვენა განივი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა, იოლი ცდომით, L5 მალის მარჯვენა განივი მორჩის და სასახრე ფასეტის დამსხვრეული მოტეხილობა - მოტეხილი ფრაგმენტების არხს შიდა გადანაცვლებით, გავის ძვლის მარჯვენა განივი მასის დამსხვრეული მოტეხილობა, მარჯვნივ პარანეფრალურად ჰემატომის არსებობა, მსხლისებურ კუნთში და მის ვენტრალურად ჰემატომის არსებობა, უცხო სხეულის არსებობა ბეჭის ხაზზე კანქვეშ - დიდი დუნდულა კუნთის მიმებარედ“. გვამის შინაგანი გამოკვლევით აღინიშნებოდა: სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ფაშარ ქსოვილში, ორმხრივ რეტროპერიტონეუმში, ორივე თირკმლის ცხიმოვან კაფსულებში - ქვედა პოლუსების საპროექციოდ, სისხლცაქცევები გულმკერდის X, XI, XII და წელის I, II მალების მიმდებარე რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის ნივთიერებასა და რბილ და მაგარ გარსებში - აღნიშნული დაზიანებანი გავითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან სიკვდილის დადგომასთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. გ---------------–---–ის გვამის გარეგნული გამოკვლევით აღინიშნებოდა ქირურგიულად დამუშავებული და დაინფიცირებული ჭრილობები - მათი აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ გვამის გამოკვლევის მონაცემებში. გ---------------–---–ის გვამის გარეგნული გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა: ,,ვენაკათეტერიზაციის“ შემდგომი კვალი მარჯვენა ლავიწქვეშა ვენის საპროექციო მიდამოში და ,,ინექციების შემდგომი კვლები ორივე ხელის მტევნის უკანა ზედაპირის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირის მიდამოებში მათი აღწერილობა იხილეთ გვამის გარეგნული გამოკვლევის მონაცემებში. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული და გ---------------–---–ის გვამის გამოკვლევის მონაცემების მიხედვით (გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა ქირურგიულად დამუშავებული და დაინფიცირებული ჭრილობები), სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელია.
▪ გ---------------–---–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და სწორად და დროულად ჩაუტარდა მკურნალობა.
ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის, შპს ,--------------–------ ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამეტის ხელმძღვანელის, პროფესორ მ----–--ის მიერ, რომელიც აღნიშნავს: ,,გავეცანი და შევისწავლე თქვენს მიერ გადმოგზავნილი (2--------------------) გარდაცვლილი პაციენტის გ---------------–---–ის ექსპერტის დასკვნას, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებს და გპასუხობთ თქვენს შეკითხვებზე: 1. გ---------------–---–ის სხეულზე არსებული ზოგად-ქირურგიული დაზიანებები (ჭრილობები) არ არის მიზეზობრივ კავშირში სიკვდილთან. სიკვდილის მიზეზია ნეიროქირურგიული ტრავმა და მისი შესაბამისი გართულებები. 2. გ---------------–---–ს სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და სწორად და დროულად ჩაუტარდა ზოგად-ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ: ჭრილობების 1 და 2 ქირურგიული დამუშავება და ლაპარატომია მუცლის ღრუს სანაციით და დრენირებით. სიკვილი გამოწვეულია ნეიროქირურგიული ტრავმული პათოლოგიით და მისი გართულებებით. 3. ზოგად ქირურგიული კუთხით მკურნალობა ჩატარდა სწორად, რადგან სიკვდილის მიზეზი არ არის ზოგად ქირურგიული პათოლოგია, სიკვდილის თავიდან აცილების შესაძლო ალბათობა უნდა შეფასდეს ნეიროქირურგიული და რეანიმაციული კუთხით, შესაბამისი ექსპერტ სპეციალისტებისგან“.
კომისიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------–--–-–---–ი, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მასთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ სამედიცინო ექსპერტი ზ---------------–-–---–ი და მოწვეული სპეციალისტები ნეიროქირურგი გ----------------ა, ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგიის დარგში ლ-----------–--ა და ქირურგი მ---------–--ე. ვინაიდან მას აქვს სერთიფიკატი სასამართლო მედიცინაში და არა ნეიროქირურგის, კრიტიკული მედიცინის და ქირურგის სერთიფიკატი, იგი კითხვაზე რა მკურნალობა ჩაუტარდა გ---------------–---–ს, საავადმყოფოში შესვლიდან გარდაცვალებამდე, პასუხის გასაცემად კომპეტენტური არ არის, ამიტომ საჭირო გახდა დამხმარე სპეციალისტების მოწვევა. სპეციალისტების პასუხების შესწავლის შემდეგ მოხდა ყველა დოკუმენტაციის განხილვა და შეჯამება. მოცემულ შემთხვევაში საექსპერტო კომისია იყო ერთსულოვანი და დასკვნას ყველა მათგანმა მოაწერა ხელი. კომისური ექსპერტიზა შედგენილ იქნა გვამის პირველადი გამოკვლევის დასკვნის მონაცემებზე და სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებზე დაყრდნობით, თუმცა გვამის გამოკვლევის მონაცემებით სიკვდილის მიზეზი მითითებული არ იყო. მოწმის განმარტებით, გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი იყო პოლიტრავმის ფონზე, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსების და თავის ტვინის შეშუპება. სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა არის თავის ტვინის რბილ გარსებში სისხლის ჩაქცევა. ვაზოსპაზმი კი ნიშნავს, რომ მოხდა სპაზმი ანუ შეიკუმშა სისხლძარღვი. იშემია ნიშნავს იმას, რომ სპაზმის შედეგად ფერხდება სისხლის მიმოქცევა, შესაბამისად ჟანგბადის მიწოდებაც და ხდება ტვინის შეშუპება. სიკვდილის ხანდაზმულობა კი, ძირითადად განისაზღვრება გვამური მოვლენებით. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტის მიერ ნანახი იქნა გვამური ლაქები და გაშეშება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ინფორმაციაში მითითებული თარიღი არ ეწინააღმდეგებოდა შედეგს. მოწმის განმარტებით პოლიტრავმა გულისხმობს სხეულზე არსებულ მრავლობით დაზაინებებს. გ---------------–---–ს ჰქონდა ბარძაყის ცეცხლნასროლი დაზიანება, კერძოდ ბარძაყის ვენა და არტერია იყო დაზიანებული და კლინიკაში მიყვანამდე ჰქონდა სისხლდენა. მას შემდეგ, რაც იგი მიიყვანეს პირველ კლინიკაში, მოხდა სისხლის დენის დროულად შეჩერება. სუბარაქნოდალური სისხლჩაქცევა შესაძლოა გამოეწვია სისხლის დანაკარგს, წელის არეში არსებულ დაზიანებას ან ხერხემლის ცეცხლნასროლ დაზიანებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ხერხემალი არის ერთი სისტემა, რომელიც უკავშირდება თავის ტვინს. ამიტომ ზურგის ტვინის დაზიანებასაც შეეძლო გამოეწვია სუბარაქნოდალური სისხლჩაქცევა. თუმცა კონკრეტულად ბარძაყის დაზიანებამ გამოიწვია სუბარაქნოდალური სისხლჩაქცევა თუ მის სხეულზე არსებულმა სხვა დაზიანებამ ამის გამიჯვნა არ ხდება, ამიტომ მათ დაწერეს, რომ აღნიშნული განვითარდა პოლიტრამვის შედეგად.
კომისიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის 8 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნაც არის მისი გაცემული, რომლის შინაარსსაც ასევე ადასტურებს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევისას დადგინდა, რომ გარდაცვლილ გ---------------–---–ს მიღებული ჰქონდა პოლიტრავმა. ამასთან, დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე გასული იყო საკმაოდ დიდი პერიოდი. გვამის გამოკვლევის დროს აღმოჩენილი პათოლოგიური ცვლილებების გამო, სიკვდილის მიზეზის და ამ დაზიანებების სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭირო იყო ექსპერტიზის სათანადო პროფილის სპეციალისტებთან ერთად ჩატარება, რის შემდეგაც ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, ექსპერტის N----------ის დასკვნის ჩანაწერების მონაცემებით. ჰისტოლოგიური დიაგნოზი ფორმულირებულია შემდეგნაირად: თავის ტვინი - რბილ გარსებში დიფუზური სისხლის ჩაქცევა, რომელიც ჰემისფეროების საკმაოდ დიდ სივრცეზე გრძელდება, ახდენს მასზე ზეწოლას და იჭრება მის სიღრმეში ხვეულებისა და ღარების თანგასწვრივად. ჩაქცეული სისხლის ნაწილი დაკოლტებულია. სისხლის ჩაქცევა აღინიშნება თვით ტვინის ნივთიერებაში ირგვლივ მისი დარბილებით. შეშუპებულია როგორც რბილი გარსების სტუქტურები, ისე ტვინის ნივთირება. თავის ტვინში მიმდინარე პროცესები, დიაგნოსტირებულია პროფესორ რევაზ კაპანაძის მიერ და არის სისხლჩაქცევის შემდეგ განვითარებული გართულებები. რაც კომისიური ექსპერტიზის დასკვნით არის პოლიტრამვული, ანუ მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული. ეს არის ღრმა პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც ხდება თავის ტვინში. რაც შეეხება გულს, აქ არის კორონაროათეროსკლეროზი. ქრონიკული ჟანგბადოვანი შიმშილით გამოწვეული გულსისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებები. ანუ გულთან დაკავშირებით ფიქსირდება დისტროფიული ცვლილებები, რომელიც ვლინდება ქრონიკული იშემიური დაავადების დროს. ფილტვებში აღინიშნებოდა შეერთებული ბრონქოპნევმონია, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო ტრავმის გართულება. სამედიცინო დოკუმენტაციით ეს ადამიანი სისხლმდენი ჭრილობებით შეიყვანეს ბორჯომის საავადმყოფოში, სადაც მოხდა სისხლდენის ლიკვიდაცია და იმის გამო, რომ სჭირდებოდა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო დამხრების ბრიგადით გადმოიყვანეს თბილისში. მოწმის განმარტებით, ანევრიზმა არის სისხლძარღვის გაგანიერება, ბარძაყის არეში მითითებული ტომრისებური ანევრიზმა კი ნიშნავს, რომ ადგილზე სისხლძარღვი იყო გაგანიერებული და ჰქონდა ტომრისებური ფორმა, თუმცა კონკრეტულად რით იყო გამოწვეული ზუსტად ამის თქმა არ შეუძლია. მისივე განმარტებით, გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრამვის ანუ ცეცხლნასროლი მრავლობითი დაზიანებების ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსების და თავის ტვინის შეშუპება, ანუ ცეცხლნასროლმა დაზიანებამ გამოიწვია სასიკვდილო შედეგი. კომისიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტთა მიერ დადგენილ იქნა, რომ გ---------------–---–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა ყველა ინსტრუმენტული კვლევა, სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და სწორად და დროულად ჩაუტარდა მკურნალობა და ეს დასკვნა არის კატეგორიული. გ---------------–---–ს ჰქონდა პოლიტრავმა, იყო მოცულობითი დაზიანებები ხერხემლის არეში ზურგის ტვინის დაზიანებით, თავის ტვინის სისხლჩაქცევა, ფილტვებში პნევმონია და ყველა მათგანი ერთმანეთთან არის სიმეტრიაში. მისივე განმარტებით, ბევრი სამედიცინო ექსპერტიზაა მხოლოდ სამედიცნო დოკუმენტაციით გაცემული, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტი ექსპერტებისთვის წარმოადგენს კვლევის ობიექტს, რა დროსაც ხდება მასში აღწერილი სამედიცინო მანიპულაციების დაზიანებების თუ ა.შ. შეფასება. სამედიცინო ლოგიკა არის იმდენად თავისებური, რომ შეიძლება მსგავსი მოცულობის პათოლოგიური პროცესები განვითარდეს უფრო მოკლე დროში, ან დაჭირდეს უფრო მეტი დრო, გააჩნია ტრავმის მოცულობას და ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.
კომისიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–--ამ და დამატებით განმარტა, რომ სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა ნიშნავს ტვინის რბილ გარსსა და ქალას გარსს შორის სისხლის ჩაქცევას. სისხლის დანაკარგი კი, იწვევს ორგანიზმში შოკურ მდგომარეობას რასაც ეძახიან ჰიპოვოლემიურ შოკს. მოწმის განმარტებით, გამორიცხულია ჰიპოვოლემიურმა შოკმა გამოიწვიოს თავის ტვინში სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, რადგან ჰიპოვოლემიური შოკის დროს ხდება არტერიული წნევის დაქვეითება ან შესაძლოა წნევა საერთოდ არ ისინჯებოდეს. ამიტომ ჰქვია მას შოკი. სუბარაქნოიდალურ სისხლჩაქცევა კი შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, ტრავმული ზეწოლით ან მაღალი არტერიული წნევით, რა დროსაც სკდება სისხლძარღვი, რომელიც იწვევს სისხლჩაქცევას. ანევრიზმის გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდალურ ჩაქცევას. მის მიერ შესწავლილ დოკუმენტაციაში ყველაფერი ესადაგებოდა პროტოკოლს და არ იყო დარღვევა, გამოირიცხა ექიმის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი არის ის პოლიტრავმა, რაც განვითარდა მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანებებით. მოცემულ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო პოლიტრავმა და პოლიტრავმით გამოწვეული დაზიანებები, კერძოდ, ყველაზე დიდი როლი ითამაშა სუბარაქნოიდალურმა სისხლჩაქცევამ. სისხლჩაქცევის დროს იშლება სისხლი და დაშლის პროდუქტები იწვევენ იშემიას, სპაზმს, ვაზოსპაზმს და მიდის ტვინის ქსოვილის იშიმიზაცია, გარდა იმისა რაც ზიანდება უშუალოდ სისხლჩაქცევით. აღნიშნული იწვევს შემდგომ შეშუპებას, შეშუპება თავის მხრივ - ნეიროდისლოკაციას და სიკვდილს. მოწმის განმარტებით, მან შეისწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია და დაეთანხმა იმ ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ანალიზებს რომელიც იყო ჩატარებული.
კომისიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ი----------ამ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მედიცინაში პოლიტრავმა არის ყველზე სერიოზული ტრავმა, ვინაიდან აქ ჩართულია სხვადასხვა ორგანოები. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა იწვევს თავის ტვინის მწვავე შეშუპებას ვაზოსპაზმის გამო, რადგან სისხლი აღარ გადის თავის ტვინში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ყოველთვის მთვრდება ვაზოსპაზმით, იმიტომ რომ გამოიყოფა შხამები, რომელიც მოქმედებს სისხლძარღვებზე, სისხლძარღვი ვიწროდება რომ ქერქიდან გააჩეროს დენა, მაგრამ თუ უკუგანვითარება არ მიიღო და ეს ტრავმული შოკი არის ღრმა, ვეღარ ასწრებს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას და ვითარდება თავის ტვინის შეშუპება. ადამიანი კვდება სწორედ თავის ტვინის შეშუპებით, რომელიც მოიცავს უკვე მთელი ტვინის ქსოვილს. თუ მოცემულ შემთხვევაში არ იყო თავის ტვინის ტრავმა და არ იყო სისხლძარღვების ანევრიზმა ე.ი. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა გამოწვეულია სხვა მიზნობრივი დაკავშირებით. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სისხლის დანაკარგითაც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ის ვითარდება ეგზოგენური სხვადასხვა ფაქტორებით რომელიც არის დაკავშირებულლი ტრავმასთან. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიტრავმას. მეოთხე პარკუჭში სისხლჩაქცევა შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემალში მიღებული ტყვიით, რომელმაც სისხლის ნაკადი აიტანა ზემოთ, მაგრამ თვითონ სუბარაქნიოდულ სივრცეებში ტრავმა გამოწვეულია პოლიორგანული პათოლოგიით ეს არის სწორედ პოლიტრავმის შედეგი, რამაც მიგვიყვანა სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევამდე, რამაც გამოიწვია თავის ტვინის შეშუპება. მოწმემ განმარტა, რომ ზურგის ტვინზე გაკეთებული ოპერაციის შედეგად ვერ იქნა ამოღებული იქ არსებული ტყვია, თუმცა ნეიროქირურგების მხრიდან შეცდომას ადგილი არ ჰქონია.
სსიპ ლ---- ს----------–--------–----------------–----------------------------–-----------------–-–----------------------------- N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ გ---------------–---–ის ქურთუკსა და შარვალზე ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული N1, N3, N4, N5, N7, N9 დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვებით, ტანსაცმლის მიმართ როგორც წინიდან, ასევე უკნიდან სროლისას. N2, N6, N8 და N10 დაზიანება მორფოლოგიური მახასიათებლებისა და დაზარალებულის N---------- და 0--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებით ასევე წარმოადგენს ცეცხლნასროლ დაზიანებებს, მათ შორის გამსვლელს. ამავე დასკვნის მიხედვით, ისინი ლოკალური არით ძირითადად შეესაბამება გ---------------–---–ის სხეულზე არსებულ შემავალ-გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------–----მა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის 2016 წლის 12 დეკემბრის N---------------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ გარდაცვლილ გ---------------–---–ის მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე N----------------- მასალების (8 ტომად), კომისიური წესით ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის, სამედიცინო დოკუმენტების, ექსპერტიზების მონაცემების, სპეციალისტთა კონსულტაციების, კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების ნაწილის შესწავლის, გაანალიზების და შეჯერების საფუძველზე, სასამართლო-მედიკური ცოდნის გამოყენებით, ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების შესაბამისად მივდივარ შემდეგ შედეგებამდე:
▪ პასუხები N1, 2, 3 კითხვებზე: 23.01.2015წ. ცეცხლნასროლი დაზიანებების მიღების შემდეგ გ---------------–---–ი 23.01.2015წ. 20:50სთ-დან 24.01.2015წლის 01:40 სთ. ჩათვლით, მკურნალობდა „ჯეო ჰოსპიტალსი“ კლინიკების ქსელის ბორჯომის მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში სადაც დაჰყო 5 საათი, გაუკეთდა 2 ოპერაცია და შემდგომი მკურნალობისათვის გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, შ.პ.ს. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში, სადაც გაუკეთდა 4 ოპერაცია და 06.02.2015წ.-ს 18:30 სთ-ზე გარდაიცვალა, ცეცხლნასროლი დაზიანებების მიღებიდან გ---------------–---–მა იცოცხლა 14 დღე-ღამე.
▪ 23.01.2015წლის 20:50 სთ-ზე ბორჯომის მრავალპროფილურ საავადმყოფოში შეყვანისას გ---------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლდენა მარცხენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობიდან, რის გამოც სტაციონარში მიყვანისთანავე, დაუყოვნებლივ 23.01.2015წ 21:00-21:50 სთ ჩაუტარდა ოპერაცია: ბარძაყის ზედა მესამედის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა სისხლდენით, დაუზუსტებელი სისხლძარღვის დაზიანებით. რბილ ქსოვილებში აღინიშნებოდა დიდი ზომის კოლტირებული ჰემატომა, რომლის სიღრმიდან მოედინებოდა ნაკადად ვენური სისხლი. ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით; აქტიურად სისხლმდენი სისხლძარღვის პოვნა რბილი ქსოვილების და კოლტის სქელ მასაში შეუძლებელი იყო. გამომდინარე პაციენტის ზოგადი მძიმე მდგომარეობიდან: შოკი, არასტაბილური ჰემოდინამიკა, სწორ გამოსავლად მიჩნეულ იქნა ჰემოსტაზი ტამპონირებით, ქსოვილების ბრმად ღრმა ამოკერვა. ჰემოსტაზის მიზნით არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად ბარძაყის მაგისტრალური არტერიების მასში მოყოლის საშიშროების გამო. ჭრილობის სიღრმეში მიტანილ იქნა ფართო ტამპონები, რომლითაც მოხდა ღრმა, მჭიდრო ტამპონადა. დაწყებულ იქნა თერაპია III ინტენსიური დონით. გ---------------–---–ი გადაყვანილ იქნა თბილისში, აკად. ნ.ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში და 24.01.15წ 03:30 სთ პაციენტი მოთავსდა შოკის დარბაზში. 24.01.15 წ 04:50 სთ სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია: ჭრილობების რევიზია მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიის ლიგირება, ბარძაყის ზედაპირული ვენის ლიგირება, ტამპონაცია. მარჯვნივ ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება.
▪ გ---------------–---–ის მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის არეში არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად მიღებული ინტენსიური სისხლდენის წყარო ბორჯომის მრავალპროფილურ კლინიკაში ოპერაციული ჩარევის დროს ნაპოვნი და ლიკვიდირებული ვერ იქნა, დაზიანებული მსხვილი სისხლძარღვები: მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერია და ბარძაყის ზედაპირული ვენა არ გაკერილა, სისხლდენის დროებით შესაჩერებლად გამოყენებულ იქნა ჰემოსტაზი ტამპონირებით (სისხლდენის შეჩერება ფართო ტამპონებით).
▪ გ---------------–---–ის მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი დაზიანება-ბარძაყის გაგლეჯილი ღრმა არტერიის და ბარძაყის ზედაპირული ვენის ლიგირება, ანუ ინტენსიური სისხლდენის ოპერაციული გზით შეჩერება მოხდა ბორჯომის საავადმყოფოში მიყვანიდან (23.01.2015წ. 20:50 სთ) 8 საათის დაგვიანებით (ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩატარდა 24.01.2015 წ. 04:50 საათზე და მოხდა მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიისა და ბარძაყის ზედაპირული ვენის ლიგირება. ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბებული იყო ჰიპოვოლემიური შოკი და ვრცელი სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსებში და პარკუჭებში (სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა), გამოხატული იყო ქალასშიდა წნევის მატება (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია კ.ტ. მონაცემებით).
▪ ბორჯომის მრავალპროფილურ კლინიკაში 23.01.2015წ. 21:45 სთ-ზე ექოსკოპიით თავისუფალი სითხე არ აღინიშნებოდა, 22:00 სთ-ზე მცირე მენჯში აღინიშნებოდა თავისუფალი სითხე მცირე რაოდენობით და ჰემოდინამიკის არასტაბილურობის გამო (წნევა ვარდებოდა) და სადიაგნოსტიკოდ მუცლის ღრუში ჩაიდგა „მცოცავი“ კათეტერი. (აბდომინალური პარაცენტეზი). 23:00სთ. მცოცავი კათეტერის ჩადების შემდეგ ელენთის გარშემო აღინიშნა სითხის კოლექცია (სითხის სტრუქტურის, ანექოგენური, ერთგვაროვანი). მოგვიანებით, თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 24.01.2016წ. მუცლის ღრუს ოპერაციის-ლაპარატომიის ჩატარების დროს ნანახი იქნა მუცლის შუა და ქვემო მესამედში ვრცელი, არადაჭიმული, არამოპულსირე რეტროპერიტონეალური ჰემატომა, ჰემოპერიტონეუმი, ბრმა ნაწლავი იმყოფებოდა ვრცელ რეტროპერიტონეალურ ჰემატომაში. მუცლის ღრუს ორგანოების მთლიანობის დარღვევა და დაზიანება ნანახი ვერ იქნა. რეტროპერიტონეალური ჰემატომის წარმოქმნის მიზეზი და წყარო დადგენილი არ არის, მითუმეტეს, რომ ოპერაციის პროტოკოლში მითითებულია, რომ მუცლის წინა ზედაპირზე არსებული ჭრილობა არ არის შემავალი მუცლის ღრუში. არც გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, და არც სამედიცინო ექსპერტთა და სპეციალისტთა კომისიის ფარგლებში არ განხილულა საკითხი აბდომინალური პარაცენტეზის საჭიროებისა და მისი ჩატარების ტექნიკური სისწორის შესახებ და არც ერთი ექსპერტიზით არ არის დადგენილი მუცლის ღრუში არსებული სისხლჩაქცევების წყარო.
▪ საქმის მასალებში არსებული მონაცემებით ვერ დგინდება წელის 1-ლი მალის დონეზე ხერხემლის სვეტში არსებული ტყვიის გულას ტრაექტორიის მიხედვით ჭრილობის არხის მიმართულება და ვერ ხერხდება შესავალი ხვრელის დიფერენცირება ჩვენს ხელთ არსებული (აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის ამონაწერი და გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში არსებული იგივე სამედიცინო დოკუმენტის ამონაწერები) სამედიცინო დოკუმენტებსა და ექსპერტის დასკვნაში ჭრილობების რაოდენობის და ჭრილობების არხების მიმართულებებს შორის არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების გამო.
▪ ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს 13.07.-21.09.2015წ ექიმ-სპეციალისტთა მონაწილეობით გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N----------ის იმ ნაწილს, სადაც გ---------------–---–ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N----------ის მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია „პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსის და თავის ტვინის შეშუპება“. კომისიური ექსპერტიზით ექიმ სპეციალისტების მიერ თეორიულად სწორად არის შეფასებული ზოგადად სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების წარმოქმნის პათოგენეზურ ჯაჭვში ვაზოსპაზმის მნიშვნელობა, მაგრამ არ არის შესწავლილი და გათვალისწინებული კონკრეტულად გ---------------–---–ის ბარძაყის არტერიიდან და ვენიდან სისხლდენის დაგვიანებული (8 საათით) ლიკვიდაციის გამო მწვავე სისხლნაკლებობისა და მისი გართულების- ჰიპოვოლემიური შოკის და თავის ტვინის ჰიპოქსიის როლი.
▪ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზია პოლიორგანული (მრავალი ორგანოს) უკმარისობა, რომელიც ჩამოყალიბდა გახანგრძლივებული ჰიპოვოლემიური შოკის (დადასტურებულია კლინიკურად) ფონზე ტვინის ხანგრძლივი ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) გამო თავის ტვინის რბილ გარსებში და ტვინის პარკუჭებში ვრცელი სისხლჩაქცევისა (სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა) და მისი გართულებების - ფონზე. პოლიორგანული უკმარისობა დასტურდება გ---------------–---–ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და მიკროსკოპული კვლევის მონაცემებით.
▪ გ---------------–---–ის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა ხერხემლის მიდამოში 26.01.2015წ 18:00-23:50სთ გაკეთებულმა ოპერაციამ, (TH12-L2 მალის ლამინექტომია-დეკომპრესია, მაგარი გარსის პლასტიკა), რომლის დროსაც ნეიროქირურგიული ოპერაციის ტექნიკური გართულებების გამო მოხდა ტყვიის გულას გადანაცვლება ხერხემლის სვეტში, რითაც მოხდა ზურგის ტვინის ხელახალი ტრავმატიზაცია. ოპერაციამდე ნეიროქირურგიული ოპერაციის რისკების შეფასების, ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ ექსპერტიზის ხელთ არსებულ მასალებში რაიმე მონაცემი არ არსებობს. ოპერაციის რისკების და მიზანშეწონილობის განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, გ---------------–---–ის ზოგადი მდგომარეობა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე არ იყო დასტაბილურებული, ხოლო თვით ნეიროქირურგიული ოპერაციის პროტოკოლიდანვე ჩანს (N63), რომ ოპერაციამდე ზურგის ტვინის ანატომიურ წყვეტას ან უხეშ დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ამ ნაწილში ექსპერტიზა მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N----------ში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის, შ.პ.ს. „-------------–------ ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მ----–--ის დასკვნას, რომ სიკვდილის მიზეზია ნეიროქირურგიული ტრავმა და მისი შესაბამისი გართულებები, სიკვდილი გამოწვეულია ნეიროქირურგიული ტრავმული პათოლოგიით და მისი გართულებებით.
▪ გ---------------–---–ის სიკვდილის დადგომის კიდევ ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენდა ფილტვების შეერთებული ბრონქოპნევმონია, რომელიც დადასტურებულია გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით და ფილტვების პრეპარატების მიკროსკოპული გამოკვლევების მონაცემებით. ხშირ შემთხვევებში შეერთებული ბრონქოპნევმონია დამოუკიდებლად წარმოადგენს ავადმყოფების სიკვდილის მიზეზს.
▪ ექსპერტიზას არ შეუძლია იმსჯელოს გ---------------–---–ის სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციონირების მოშლის დინამიკაზე, სისხლის შედედების ფაქტორების ცვლილების დინამიკაზე, ვინაიდან საქმის მასალებში აკად. ყიფშიძის სახ. ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი წარმოდგენილია არასრულად და იქ არ არის ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები, მითუმეტეს, რომ ექიმსპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ კომისიასაც ამ საკითხზე არ უმსჯელია.
▪ გ---------------–---–ის პოლიორგანული უკმარისობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს ანთებითმა პროცესებმა: ფილტვების ქსოვილში (პნევმონია), თავის ტვინის რბილ გარსებში (არაქნოიდიტი) და კანზე არსებული ჭრილობების დაინფიცირება-დაჩირქებამ, აღნიშნული დადასტურებულია გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით და მიკროპრეპარატების მიკროსკოპული გამოკვლევებით.
დასკვნაში შენიშვნის სახით მითითებულია შემდეგი:
▪ საქმის მასალებში, კერძოდ კი N2 ტომში წარმოდგენილი აკად. ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი გ---------------–---–ის სახელზე არასრულია ექსპერტის დასკვნა N----------ის და გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N----------ში არსებული სამედიცინო დოკუმენტების მონაცემებთან შედარებით.
▪ გ---------------–---–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, სწორად უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ ოპერაციული მკურნალობა-ბარძაყის ღრმა არტერიისა და ზედაპირული ვენის ლიგირება ჩაუტარდა პირველ სტაციონარში მიყვანიდან 8 საათის დაგვიანებით, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა, გართულებული ჰიპოვილემიური შოკით და თავის ტვინის ჰიპოქსია სისხლის მიმოქცევის მოშლით და ვრცელი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის განვითარებით, რომლის გართულებებიც გახდა სწორედ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი.
▪ 23.01.2015წ. გ---------------–---–ის მიერ მიღებული ტრავმა, კერძოდ კი სხეულზე არსებული დაზიანებები არ იმყოფებიან პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში დაზიანებების მიღებიდან მე-14 დღეს დამდგარ შედეგთან, ანუ სიკვდილთან, ვინაიდან გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი გახდა სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების გართულებები, რომელთა განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარცხენა ბარძაყის მსხვილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის წყაროს დაგვიანებულმა ლიკვიდაციამ. გ---------------–---–ის მარცხენა ბარძაყის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანება მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიისა და ბარძაყის ზედაპირული ვენის მთლიანობის დარღვევის, გაგლეჯვის სახით და ხერხემლის არხში შემავალი ცეცხლნასროლი დაზიანებები ცალკე აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. გ---------------–---–ის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანებები გულმკერდის მარცხენა ნახევრის ზედაპირული, გულმკერდისა და მუცლის ღრუებში არაშემავალი ჭრილობების სახით, ორივე წვივის რბილი ქსოვილების ცეცხლნასროლი დაზიანებების სახით ცალკე აღებული, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში შეფასდებიან როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 3 დასკვნა და სტაციონარის ავადმყოფის 2 სამედიცინო ბარათი-ბორჯომის და თბილისის, ფორმა N100ა-ს ჩათვლით) ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს გ---------------–---–ის 1. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, 2. წელის მიდამოში მარცხნივ, 3. მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედის გარე ზედაპირზე, 4.მარჯვენა ტაბუხის ფოსოს საპროექციო მიდამოში, 5. მარცხენა დუნდულოს მიდამოში არსებული ჭრილობები (აღწერილი გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში) წარმოადგენს თუ არა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ დაზიანებებს, არის თუ არა ისინი შემავალი გულმკერდის ან მუცლის ღრუებში, დადებით შემთხვევაში როგორია ჭრილობის არხების მიმართულებები და როგორია ამ დაზიანებების სიმძიმის ხარისხი ცალ-ცალკე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს ამ დაზიანებებთან მიმართებაში ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების მასშტაბი და შეაფასოს ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობა.
▪ გ---------------–---–ის ტანსაცმლის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზით (დიფუზურ კონტაქტური მეთოდით) განსაზღვრული სროლის მანძილი წინააღმდეგობაშია გ---------------–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობების მახასიათებლების მიხედვით განსაზღვრულ სროლის მანძილთან, კერძოდ, ბორჯომის საავადმყოფოში მიყვანისას, ჭრილობების დამუშავებამდე ნანახი და აღწერილი მორფოლოგიური სურათის მიხედვით, გულმკერდის მარცხენა ნახევრის (VII-VIII ნეკნების დონეზე) ჭრილობის, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, (V ნეკნის დონეზე) მდებარე კანის შემხები ჭრილობის, მარჯვენა დუნდულოს ქვედა კიდესთან არსებული ჭრილობების კიდეები დამწვარია, რაც მიუთითებს, რომ სროლა ნაწარმოები იყო ახლო მანძილიდან, სროლის დამატებითი ფაქტორების მოქმედების სროლის აირების-გაზების თერმული მოქმედების) ზონაში. (შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 6.03.2015წ. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნა N----------- მონაცემების მიხედვით კი მხოლოდ ქურთუკის უკანა მხარეს არსებული N3 დაზიანების მიდამოში კონტაქტოგრამაზე მიღებულია ახლო მანძილიდან გასროლისათვის დამახასიათებელი კვალი, მაშინ, როცა სხვა დაზიანება გ---------------–---–ს სხეულზე, ზურგის მიდამოში არ აღინიშნებოდა. კანზე თერმული ზემოქმედების კვლების არსებობის ადგილების შესაბამისად გ---------------–---–ის ტანსაცმელზე, კერძოდ ქურთუკის გულმკერდის წინა ზედაპირის მარცხენა ნახევარში (ობიექტი N2) და შარვლის მარცხენა ტოტზე, უკანა მხარეს (ობიექტი N15) დიფუზურ-კონტაქტური მეთოდით კვლევის შედეგად სროლის დამატებითი ფაქტორებისათვის დამახასიათებელი კვლები არ აისახა. იხ. ციტატა გ---------------–---–ის ტანსაცმლის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნიდან: „გ---------------–---–ის ქურთუკზე არსებული N2 დაზიანების ადგილზე მიღებულ იქნა მომწვანო ფერის კვალი. დაზიანება N3 ადგილზე მიღებულ იქნა მომწვანო ფერის კვალი და გარშემო ძლიერი ინტენსივობის მომწვანო ფერის წერტილოვანი ფორმის დანაშრევები; გ---------------–---–ის შარვალზე N11; N12; N15 ადგილზე მიღებულ იქნა სუსტი ინტენსივობის მომწვანო ფერის კვალი და წერტილოვანი ფორმის დანაშრევები. ... გ---------------–---–ის ქურთუკზე არსებული N2 წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; დაზიანება N3 წარმოქმნილია ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად; გ---------------–---–ის შარვალზე N11; N12; N15 წარმოქმნილია არა ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად.“
შენიშვნა:
▪ გ.ბ------–---–ის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N----------ის გამოკვლევითი ნაწილის მონაცემებით, ხერხემლის არხიდან, წელის მე-3 მალის საპროექციოდ ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის, ცილინდრული ფორმის მეტალის უცხო სხეული-სიმაღლით 1,5 სმ დიამეტრით (ფუძესთან) 0,9 სმ, ხოლო მარჯვენა თეძოს ძვლის უკან, რბილი ქსოვილების სისქეში აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის მეტალის დეფორმული უცხო სხეული-მაქსიმალური ზომებით 1,6X1,8 X0,7 სმ. (იხ.ფოტოცხრილი - ტ.7. ს.ფ. 326 ფოტო N15.) იგივე ტყვიის ორი გულას პარამეტრები შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 04.03.2015წ. სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტის დასკვნა N----- -ის მიხედვით;
▪ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორ პაკეტში შტრიხკოდით 0------------------ (იხ. ფოტოცხრილი. ფოტო N4), რომლებშიც მოთავსებული ერთი ტყვიის (იხ. ფოტოცხრილი. ფოტო N5) პარამეტრებია: გარსიანია, სიგრძე 15,5 მმ, წონა 8გრ, წამყვანი ნაწილის დიამეტრი 9,2 მმ, ხოლო 0013811 პაკეტში მოთავსებული ერთი ტყვიის (იხ. ფოტოცხრილი. ფოტო N6) პარამეტრებია: გარსიანია, სიგრძე 15,5მმ, წონა 8გრ, წამყვანი ნაწილის დიამეტრი 9,2 მმ., ანუ ორივე ტყვიის პარამეტრები იდენტურია, განსხვავებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ზ---------–-–---–ის აღწერილობისაგან.
▪ ექსპერტიზას არ შეუძლია ახსნას, თუ რით არის გამოწვეული ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება გ---------------–---–ის გულმკერდის მარცხენა ნახევარში და დუნდულოს მიდამოში კანზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შესავალი ხვრელების დიამეტრებსა (0,4 და 0,5სმ) და საქმის მასალების მიხედვით მიმყენებელი 9 მმ (0,9 სმ) კალიბრის ტყვიის ზომებს შორის.
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------–--–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოკვლევისას იხელმძღვანელა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, გვამის ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო სპეციალისტების - ექიმი სპეციალისტების დასკვნებით. ამასთან, ვინაიდან გვამის ექსპერტიზის დროს ამოღებული იყო ტყვიები, გარკვეულწილად მოახდინა ბალისიტიკური ექსპერტიზის მიერ მითითებული უკვე გაზომილი ტყვიის მასრებთან შედარება. მოწმის განმრტებით, ექსპერტ ზ---------------–-–---–ის მიერ მითითებული ზომები, თანხვედრაში არ მოდის ბალისტიკოსის მიერ გაცემულ ინფორმაციასთან. სამედიცინო დოკუმენტებში სხვადსახვანაირად არის მითითებული ჭრილობის ზომებიც და არის არსებითი განსხვავებები. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ გ---------------–---–მა 2015 წლის 23 იანვარს მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანებები და 20:50 საათიდან 24 იანვრის 01:40 საათის ჩათვლით მკურნალობდა ბორჯომის მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მიყვანილი იქნა შოკის მდგომარეობაში. ზოგადად მან იცოცხლა 14 დღე-ღამე. მის სხეულზე არსებული დამწვრობითი კიდეები ნიშნავს იმას, რომ ეს სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, მაგრამ ტანსაცმლის კვლევისას ახლო მანძილი მითითებული არ არის. გარდა ამისა გ---------------–---–ს ბარძაყის მიდამოში აღენიშნებოდა ძლიერი სისხლმდენი დაზიანება და ექიმებმა საოპერაციოში აღმოაჩინეს სხვა დაზიანებებიც. მოწმის განმარტებით, შოკი გამოწვეული იყო ინტენსიური სისხლდენით. მას გაუკეთეს ოპერაცია ბარძაყის მიდამოში, მაგრამ სისხლდენა იყო იმდენად ძლიერი, რომ ვერ იპოვეს სისხლდენის წყარო, ამიტომ მათ ტამპონებით ზეწოლით, მექანიკურად შეჩერეს სისხლდენა. თბილისში წამოყანამდე გავიდა ხუთი საათი, რა დროსაც სისხლდენის სისხლძარღვი დარჩა გაუკერავი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიჩნეულ იქნა რომ ჭრილობები მუცლის ან გულმკერდის ღრუში არ არის შემავალი. ამიტომ პაციენტს არ ესაჭიროებოდა გადაუდებელი ლაპარატომია ან ფლორაპოტომია, ანუ გულმკერდის და მუცლის ღრუს გახსნა, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად გააკეთეს მუცლის ღრუს ლაპროცენტეზი. თბილისში გადმოყვანის შემდეგ მოხდა დაზიანებული სისხლძარღვის პოვნა და გაკერვა. თბილისში ჩატარებული კვლევებით ასევე გამოვლინდა, რომ ხერხემლის მიდამოში იყო ტყვია. ბარძაყის მიდამო გაკერვის შემდეგ იმავე კლინიკაში დაჩირქდა, რის გამოც მოხდა მეორადი დაჭიმვა. ამ დროს გ---------------–---–ის მდგომარეობა დამძიმდა და ჩაატარეს ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც წელის პირველი მალის დონეზე არსებული ტყვიის გადანაცვლება მოხდა უფრო ქვევით, წელის მესამე მალის დონეზე. კომპიუტერული ტომოგრაფიით მანამდე ზურგის ტვინის წყვეტას ადგილი არ ჰქონდა. ოპერაცია დაიწყო ტყვიის ამოღებისთვის, მაგრამ ვერ შესრულდა იმიტომ რომ მოხდა კიდევ ერთი ტრამვატიზაცია. მოცემულ შემთხვევაში ტყვიის დაძვრა და გადაადგილება არ უნდა მომხდარიყო. შემდეგ უკვე დამძიმდა მდგომაროება, ჩაერთო ორმხრივი პნევმონია ანუ ფილტვების ანთება, ფაქტიურად განვითარდა პოლიორგანული ანუ ყველა ორგანოს უკმარისობა და გ---------------–---–ი დაიღუპა ამ მრავალგზის ჩატარებული ოპერაციების შედეგად. მოწმის განმარტებით, პირველმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი. კომისიურმა ექსპერტიზამ კი სიკვდილის მიზეზში გამოიტანა სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. სისხლძარღვების სპაზმი ნამდვილად იწვევს თავის ტვინის იშემიას ანუ ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობას და ამით იღუპება ადამიანი. კომისიურ ექსპერტიზის დასკვნაში სწორადაა მითითებული, რომ იყო ვაზოსპაზმი, სწორია აგრეთვე, რომ თავის ტვინში სისხლჩაქცევა გამოწვეული იყო ნამდვილად ჰიპოქსიის ანუ ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობით, რამაც შემდეგ გამოიწვია სპაზმი. მაგრამ მისი დასკვნით, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ პაციენტს ბორჯომის საავადმყოფოში ხუთი საათის განმავლობაში ყოფნისას ვერ ჩაუტარდა საჭირო მკურნალობა და იმ დროს, როდესაც გ---------------–---–ი იცლებოდა სისხლისგან ძლიერ არტერიულ სისხლდენას მხოლოდ ტამპონების ზეწოლით აჩერებდნენ. სწორედ აქ მოხდა შოკის გაღრმავება და დაიწყო თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეუქცევადი მოშლა. ადამიანმა იცოცხლა 14 დღე, რისი გათვალისწინებითაც თვლის, რომ თავის ტვინში სისხლჩაქცევით და შემდგომი გართულებებით არის გამოწვეული გ---------------–---–ის დაღუპვა. მას პირველად სერიზოული სამედიცინო დახმარება - სისხლძარღვის გაკერვა ჩაუტარდა ხუთი საათის შემდეგ, რაც იყო საკმაოდ დაგვიანებული, ამ საკითხზე, კი კომისიურმა ექსპერტიზამ არ იმსჯელა. შემდეგ მოხდა ტყვიის გადანაცვლება, რის შემდეგაც განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, რაც გახდა სიკვდილის მიზეზი.
დამოუკიდებელი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს 2017 წლის 3 თებერვლის ექსპერტის N-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ პისტოლეტებში (კალიბრით 7,62 მმ 9მმ ) გასროლის წარმოებისას ტემპერატურა წარმოიქმნება 1200c-1600c გრადუსამდე 0,002 წამში, რომელიც 1000 c გრადუსამდე ვარდება ტყვიის მიერ ლულის არხის დატოვებისა და მასრის ამოგდების მომენტისათვის.
▪ წნევა გასროლის მომენტში დაახლოებით ლულის არხისა და მასრის ძირზე დაახლოებით 4-6 სმ-ზე წნევა იზრდება 2700-2800 კგ/სმ 2 მდე.
დამოუკიდებელი საექსპერტო-კრიმინალისტიკური ბიუროს 2016 წლის 22 სექტემბრის ექსპერტის N-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
1) ბორჯომის ეპიზოდი
▪ FCI 614105 შტრიხ კოდით პაკეტში მოთავსებული ორი ცალი მასრა გასროლილია ,,HS -9“ მოდელის ,,HS H72089“ პისტოლეტიდან.
▪ შტრიხკოდებით FCI0061740 და FCI0054302 პაკეტებში შესაბამისად არსებული 9 ცალი და 6 ცალი მასრა გასროლილნი არიან შავი ფერის ,,GLOCK-19“ მოდელის (წაშლილი საქარხნო ნომრით) პისტოლეტიდან.
2)თბილისის ეპიოზდი
▪ FCI0082609 შტრიხ კოდით პაკეტში არსებული FCI 386072 პაკეტში მოთავსებული 8 ცალი მასრიდან 5 ცალი მასრა ქუდზე მარკირებებით ,,GECO“ და გასროლილნი არიან შავი ფერის ,,GLOCK-19“ მოდელის (წაშლილი საქარხნო ნომრით) პისტოლეტიდან, ხოლო სამი ცალი 8 ცალი მასრიდან სამი ცალი მასრა ქუდზე მარკირებით 9mm IMI 05 და არ არის გასროლილი შავი ფერის ,,GLOCK-19“ მოდელის (წაშლილი საქარხნო ნომრით ) პისტოლეტიდან.
▪ FCI0082609 შტრიხ კოდით პაკეტში არსებული ქაღალდის პაკეტში არსებულ ქუდზე მარკირებით ,,9mm FC luger“ ექვსი ცალი და ცალკე არსებული ორი ცალი მასრები გასროლილნი არიან შავი ფერის ,,GLOCK-19“ მოდელის (წაშლილი საქარხნო ნომრით) პისტოლეტიდან.
▪ FCI 12980 პაკეტში არსებული სამი ცალი არ არის გსროლილი შავი ფერის ,,GLOCK-19“ მოდელის (წაშლილი საქარხნო ნომრით ) პისტოლეტიდან.
N-------- და N-------- დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------ამ და დამატებით განმარტა, რომ საკვლევ და ექსპერიმენტალურ ნიმუშებზე არსებული კვლების მიკროსკოპული შედარებით მათი იდენტურობის ან განსხვავების დასადგენად გამოიყენა შედარებითი კვლევა. მან ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში, რადგან იმჟამად ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკუთარი ლაბორატორია. მოწმის განმარტებით, შედარებითი ექსპერტიზა მკვეთრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის აღქმაზე, რადგან კონკრეტული კვალი ერთმა ექსპერტმა შეიძლება მიიჩნიოს საიდენტიფიკაციოდ საკმარისად, მეორემ კი - არა. ამასთან ბალისტიკაში, არის ძალიან რთული კვლები, რომელიც წარმოიშობა რთული ფიზიკო-ტექნიკური და ქიმიური პროცესის შედეგად. აღნიშნულის გამო კვლევაში გარკვეული ცდომილებების არსებობა არის შესაძლებელი.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2017 წლის 22 ივნისის ექსპერტის N----- დასკვნით ირკვევა, რომ პისტოლეტიდან გასროლის წარმოებისას განვითარებული ტემპერატურის (1200-1600 გრადუსი) და წნევის მაჩვენებლების (2700-2800 კგ/სმ 2-მდე ) გათვალისწინებით, მასრებზე გასროლის შემდეგ არ უნდა დარჩენილიყო პიროვნების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ბოილოგიური მასალა (დნმ).
დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--–-----–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ იგი საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო როგორც წნევას, ისე ტემპერატურას.
მოწმე ბ--–---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2015 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა ტელეკომპანია იმედში, რა დროსაც ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 2015 წლის 19 აპრილს, მის მიერ გაკეთებული იქნა სიუჟეტი შ--–-- ა----–--ის მიერ პოლიციელის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მან კლინიკაში მყოფი პოლიციელის - ვ--–-------------–-–---–-სგან აიღო ინტერვიუ, თუმცა რა განუმარტა აღნიშნულმა პირმა არ ახსოვს. მისივე განმარტებით, იგი მუშაობდა ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში და ადასტურებს, რომ ყველა განცხადება და მასალა არის მისი მოპოვებული.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, მ--–-------------–---–ზე და შ--–-- ჯ-----–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, ხოლო დაცვის მხარის მიერ (სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული მოთხოვნით) გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გ---------------–---–ზე და გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს, ვ--–-------------–-–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ბ----------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ--–-- ა----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გ---------------–---–ზე და გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს, ვ------------–--–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს, ვ--–-------------–-–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ბ----------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, მ--–-------------–---–ზე და შ--–-- ჯ-----–---–ზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების შემადგენლობის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წელს მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი კრიმინალიზებულია პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სიცოცხლის ხელყოფა გულისხმობს, როგორც მკვლელობას, ასევე მკვლელობის მცდელობას. პოლიციის თანამშრომლები მათი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებს, ამიტომ, მათ უსაფრთხოებას განსაკუთრებულად იცავს კანონი და პოლიციელის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარის, თავდასხმის, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფისთვის აწესებს მკაცრ სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ასევე ის ფაქტი, რომ 2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-----------–----–--------------–---–-, მ-----------------, შ--–-- ა----–--ის მიერ თანნაქონი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად საქართველოს შს სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანებები, რის შემდეგაც დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში.
სადავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შ--–-- ა----–--ისთვის ცნობილი არ იყო, რომ პირები, რომელთა მიმართაც მან განახორციელა რამდენიმე გასროლა იყვნენ პოლიციელები, ამასთან, მას არ ჰქონდა ამ პირთა მოკვლის განზრახვა. გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, გ---------------–---–ის სიკვდილი არ გამოუწვევია შ--–-- ა----–--ის ქმედებებს.
პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება შ--–-- ა----–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, იგი თანამშრომელ გ---------------–---–თან ერთად ქ-----------–----–--------------–---–- აწარმოებდა შემოვლას, რა დროსაც მათ შენიშნეს ქვეითად მიმავალი პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა ე.წ. კაპიშონი. ამ პირს გ---------------–---–მა დაუძახა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შეჩერებულიყო, ასევე მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გარკვეული მანძილით მიახლოვების შემდეგ, აღნიშნული პირი შეტრიალდა მათკენ და დაიწყო იარაღიდან მათი მიმართულებით სროლა. გ---------------–---–მა იცნო, რომ იგი იყო მათი ნაცნობი შ--–-- ა----–--ე, რომლის მიერ ნასროლი ტყვიები მოხვდა როგორც გ---------------–---–ს, ასევე მას. აღნიშნულის გამო, იგი გაიქცა ქუჩის ქვედა მიმართულებით, სადაც იყო შედარებით სიბნელე, რა დროსაც ტყვია მოხვდა წელის არეში და დაეცა. ამის შემდეგ შ--–-- ა----–--ისგან და ამ უკანასკნელის მიერ ნასროლი ტყვიებისგან თავის არიდების მიზნით მან დაიწყო ქვემოთ დაგორება, რა დროსაც მას კვლავ ხვდებოდა შ--–-- ა----–--ისგან ნასროლი ტყვიები. მას შემდეგ რაც მან შეწყვიტა მოძრაობა და გაჩერდა, შ--–-- ა----–--ე შეტრიალდა, გ---------------–---–ისკენ, რომელსაც კვლავ ესროლა რამდენიმე ტყვია. იმ დროს, როდესაც გ---------------–---–მაც შეწყვიტა მოძრაობა, შ--–-- ა----–--ემ დატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შ--–-- ა----–--ე მათი მისამართით ისროდა დამიზნებით, მოკვლის მიზნით, ხოლო იმ ადგილზე, სადაც მას მოხვდა ბოლო ტყვია, პრაქტიკულად იყო სიბნელე.
მოწმეებმა დ----------–--ემ, ა-–----------ემ და ჯ--------------–--ემ დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე დაჭრილი პოლიციელების ნახვის და საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტი, რა დროსაც გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა განმარტეს, რომ ისინი დაჭრა შ--–-- ა----–--ემ. ამასთან, დ----------–--ემ და ა-–----------ემ დაადასტურეს, რომ ადგილი, სადაც მათ ნახეს დაჭრილი პოლიციელები იყო განათებული. მართალია, ჯ-------------–--ემ აღნიშნა, რომ იმ ადგილზე სადაც ნახა დაჭრილი პოლიციელები კარგი გარე განათება არ იყო, თუმცა მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ სროლის ხმაზე საცხოვრებელი ბინიდან გამოხედვისას, დაახლოებით ას მეტრში დაინახა ორი ადამიანის ლანდი. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ არსებული განათების პირობებში შესაძლებელი იყო ადამიანთა გარჩევა. მით უფრო, შ--–-- ა----–--ეს, რომელიც მისივე განმარტებით, კარგად იცნობდა გ---------------–---–ს და გ---------------–---–ს (ვინაიდან ხშირი შეხება ჰქონდა მათთან) არ უნდა გასჭირვებოდა, ახლო მანძლიდან ამ პირთა ცნობა, იმისდა მიუხედავად აღნიშნული პირები იქნებოდნენ სამსახურებრივი ფორმით თუ არა. გარდა ამისა დაზარალებულმა გ---------------–---–მა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც შ--–-- ა----–--ემ გ---------------–---–ის და მის მიმართ განახორციელა გასროლები, იგი გაიქცა ქუჩის ქვედა მიმართულებით, სადაც იყო შედარებით სიბნელე, შესაბამისად ის ადგილი, სადაც თავდაპირველად გასროლა განახორციელა შ--–-- ა----–--ემ იყო მეტად განათებული, რადგან პოლიციელმა შედარებით ბნელი ადგილისკენ გაქცევით გადაირჩინა თავი. ამასთან, ადგილი სადაც დ----------–--ემ, ა-–----------ემ და ჯ--------------–--ემ ნახეს დაჭრილი გ---------------–---–ი არ იყო თავდასხმის დაწყების ადგილი, რადგან, როგორც დაზარალებულმა განმარტა, მან ჯერ გაქცევით, შემდეგ კი დაგორებით გადაინაცვლა შედარებით ბნელი ადგილისკენ, რათა თავდამსხმელისაგან დაეღწია თავი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ შ--–-- ა----–--ეს, შემთხვევის ადგილზე არსებული განათების პირობებში, თავისუფლად შეეძლო გაერჩია მისთვის კარაგად ნაცნობი პიროვნებები. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულებს შემთხვევის დროს არ ეცვათ რა პოლიციის ფორმა, ისინი შ--–-- ა----–--ემ აღიქვა პირად მტრად - მოკლებულია საფუძველს.
გარდა ამისა, მოწმეებმა ე-–----------------ემ, ი--------------ემ და ვ-–-------- გ------–--ემ განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილი, იმ მხარეს, სადაც ეყარა მასრები იყო განათებული და თავისუფლად იყო შესაძლებელი ადამიანის და საგნების ამოცნობა. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიის დეტალურად დასათვალიერებლად მათ გამოიყენეს დამატებითი განათება, რაც პალატის მოსაზრებით, გამოწვეული იყო არა იმ გარემოებით, რომ შემთხვევის ადგილზე არ იყო საკმარისი განათება ადამიანის გასარჩევად, არამედ იმით, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მცირე ზომის ნივთების უკეთ დასაძებნად გამოყენებული იქნა დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ---------------–---–ი და გ---------------–---–ი შემთხვევის დროს არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება დაზარალებულ გ---------------–---–ის ჩვენებას და ასევე იმ უტყუარ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელს შემთხვევის დროს თან ჰქონდა სამსახურებრივი რაცია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ შ--–-- ა----–--ეს არ ჰქონდა გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის მოკვლის განზრახვა და რომ ისროდა ზევიდან ქვევით ფეხების მიმართულებით და ერთ-ერთ მათგანს ტყვია წელის არეში მოხვდა წაქცევის დროს, შემდეგ გარემოებათა გამო: ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ---------------–---–ს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომელთაგან მუცლის წინა კედელზე შემავალი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით და მარცხენა წვივის ქვედა მესამედში შემავალი ჭრილობა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობით ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების გამო, ხოლო ჭრილობათა ნაწილი ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო, ნაწილი კი, სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ექსპერტის N--------- დასკვნით კი დადგენილია, რომ გ---------------–---–ს აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის მარცხენა წინა აქსილარულ ხაზზე VII-VIII ნეკნის დონეზე, მარცხენა შუა აქსილარულ ხაზზე V ნეკნის დონეზე. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის შუა მესამედში, მარცხენა წვივის ზედა მესამედში და მარჯვენა დუნდულოს ქვედა კიდესთან, ასევე აღენიშნებოდა წელის პირველი და V მალის მოტეხილობა ფრაგმენტების არხშიდა გადანაცვლებით. ხერხემლის არხში ტყვია წელის პირველი მალის დონეზე. გავის ძვლის მოტეხილობა მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. შესაბამისად, გ---------------–---–ის და გ---------------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ლოკალიზაცია და ხარისხი მეტყველებს მათი მოკვლის განზრახვაზე და არა შესაშინებლად მოტივირებულ მოქმედებაზე.
დაცვის მხარის მოსაზრებით, შ--–-- ა----–--ეს არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა, რაც დასტურდება იმით, რომ მიუხედევად იმისა, რომ მას განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს არაფერი უშლიდა, დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული მოსაზრება მოკლებულია საფუძველს, რადგან, როგორც დაზარალებულმა გ---------------–---–მა განმარტა, მას შემდეგ რაც თავად შეწყვიტა მოძრაობა და აღარ ინძრეოდა შ--–-- ა----–--ე შეტრიალდა გ---------------–---–ისკენ და ამ უკანასკნელის მიმართულებით განახორციელა რამდენიმე გასროლა. მას შემდეგ, კი რაც გ---------------–---–მაც შეწყვიტა მოძრაობა, შ--–-- ა----–--ემ დატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა. ყოველივე აღნიშნული კი მიუთიუთებს იმ ფაქტზე, რომ შ--–-- ა----–--ემ პოლიციელების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები შეწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინახა, რომ ეს უკანასკნელები აღარ მოძრაობდნენ, რაც თავისთავად მეტყველებს შ--–-- ა----–--ის განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო პოლიციის თანამშრომლებისთვის და ამ განზრახვის მიზნით მის მიზანმიმართულ მოქმედებებზე.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ---------------–---–ის სიკვდილი არ გამოუწვევია შ--–-- ა----–--ის ქმედებებს. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი კომისიური ექსპერტიზის დასკვნით და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმის ფონზე სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის გამო, განვითარებული ვაზოსპაზმის შედეგად თავის ტვინის იშემია, რბილი გარსების და თავის ტვინის შეშუპება. კომისიური ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტთა მიერ დადგენილ იქნა, რომ გ---------------–---–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა ყველა ინსტრუმენტული კვლევა, სწორად და დროულად დაესვა დიაგნოზი და სწორად და დროულად ჩაუტარდა მკურნალობა. ამასთან, დასკვნა არის კატეგორიული. მოწმე ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ გ---------------–---–ს ჰქონდა პოლიტრავმა, იყო მოცულობითი დაზიანებები ხერხემლის არეში ზურგის ტვინის დაზიანებით, თავის ტვინის სისხლჩაქცევა, ფილტვებში პნევმონია და ყველა მათგანი ერთმანეთთან იყო კავშირში. ამასთან, ექსპერტ ზ---------------–-–---–ის განმარტებით, შეიძლება მსგავსი მოცულობის პათოლოგიური პროცესები განვითარდეს უფრო მოკლე დროში, ან დასჭირდეს უფრო მეტი დრო, გააჩნია ტრავმის მოცულობას და ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას. შესაბამისად, დაცვის მხარის და დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის მ----------–--–---–ის განმარტება, რომ ვინაიდან გ---------------–---–მა იცოცხლა 14 დღე-ღამის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ გარდაიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სიკვდილის მიზეზია არა შ--–-- ა----–--ის მიერ მიყენებული დაზიანება, არამედ მისთვის სისხლძარღვის დაგვიანებით გაკერვით გამოწვეული სისხლის დანაკარგი და შემდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ტყვიის გადანაცვლება, რის შედეგადაც განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა ვერ იქნება გაზიარებული. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ კომისიური ექსპერტიზის ჩატარება საჭირო გახდა გვამის გამოკვლევის დროს აღმოჩენილი პათოლოგიური ცვლილებების, სიკვდილის მიზეზის, ამ დაზიანებების სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. ასევე იმის დასადგენად რა მკურნალობა ჩაუტარდა გ---------------–---–ს საავადმყოფოში შესვლიდან გარდაცვალებამდე. ყოველივე აღნიშნულის გასარკვევად კი, საჭირო გახდა დამხმარე სპეციალისტების მოწვევა. სპეციალისტების პასუხების შესწავლის შემდეგ მოხდა ყველა დოკუმენტაციის განხილვა და შეჯამება. საექსპერტო კომისია იყო ერთსულოვანი და დასკვნას ყველა მათგანმა მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ექსპერტი მ----------–--–---–ი კი, მისივე განამრტებით, არის ზოგადი პროფილის ექიმი, პლიუს ჰისტოლოგი, შესაბამისად რამდენად იყო ექსპერტი კომპეტენტური ყველა დასმულ კითხვაზე გაეცა პასუხი მოცემულ შემთხვევაში არ დადგენილა. გარდა ამისა ექსპერტმა ვერ განმარტა, თუ რა რაოდენობის სისხლი დაკარგა გ---------------–---–მა, რამაც მისი განმარტებით გამოიწვია ჰიპოვოლემია, ასევე არ დადგენილა, რომ თბილისში გადმოყვანისას გ---------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლდენა და ბორჯომის საავადმყოფოში დატამპონებით არ მოხდა სისხლის შეჩერება. ექსპერტის განმარტებით, პოლიორგანული უკმარისობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანთებითმა პროცესებმა, თუმცა ეს გართულებები გ---------------–---–ის სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ გ---------------–---–ისთვის ხერხემლის არხში არსებული ტყვიის ამოღების მიზნით ჩატარებულმა ოპერაციამ მოახდინა ორგანიზმის დამატებითი ტრავმატიზება, თუმცა აღნიშნულს არ აქვს პირდაპირი კავშირი სიკვდილთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დაკვნა და ექსპერტ მ----------–--–---–ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და 2015 წლის 23 იანვარს გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში შ--–-- ა----–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო გ---------------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).
პალატა ასევე განმარტავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ის რომ 2015 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, ჯ------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--–-- ა----–--ის მიერ თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული სროლის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღეს ვ--–-------------–-–---–მა და ბ----------–---–მა.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა, ის ფაქტი, რომ ბ----------–---–ი არ გარდაცვლილა შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლი ტყვიით და რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნული პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
დადგენილია, რომ ვ--–-------------–-–---–-, ბ----------–---–ი და ვ------------–--–---–ი იყვნენ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის დღეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
დაზარალებულების ვ------------–--–---–ის და ვ--–-------------–-–---–-ს ჩვენებებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს ორი პირი, რა დროსაც მათთან ჩაირა უცნობმა მოქალაქემ, რომელსაც ვ--–-------------–-–---–მა განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა გაჩერებულიყო. თუმცა იგი არ შეჩერდა და სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო გზა. ისინი ხსენებულ პირს გაჰყვნენ უკან. ვ--–-------------–-–---–მა, რომელიც მათთან შედარებით წინ იყო, კვლავ მოუწოდა აღნიშნულ პირს გაჩერებულიყო, რა დროსაც ეს პირი შეტრიალდა, მიაძახა თავი დაენებებინათ მისთვის და მათი მიმართულებით განახორციელა 7-8 გასროლა, რომელთაგან პირველი ტყვია მოხვდა ვ--–-------------–-–---–ს, ეს უკანასკნელი ჩაიკეცა და წაიქცა გზის მეორე მხარეს. დანარჩენი ტყვიები კი ისროლა ვ------------–--–---–ისკენ და ბ----------–---–ისკენ, რა დროსაც ბ----------–---–მა დაიძახა ,,მომარტყა, მიშველეო“ და ჩაიკეცა. დაზარალებულ ვ------------–--–---–ის განმარტებით, შ--–-- ა----–--ე ისროდა უშუალოდ მისი მიმართულებითაც, მაგრამ მას აცდა ტყვია.
ის ფაქტი, რომ შემთხვევის დროს დაზარალებულები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას დასტურდება მოწმეების კ------------------------ის და გ------- ზ-------ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი შეაჩერეს ხსენებულმა პირებმა და გადამოწმების მიზნით მოსთხოვეს პირადობის მოწმობები, რა დროსაც მათთან ჩაიარა უცხო პიროვნებამ, რომელსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა შეჩერებულიყო, თუმცა ამ პირმა განაგრძო მოძრაობა. მას გაყვნენ პოლიცილები, რა დროსაც ამ პირმა გასროლები განახორციელა პოლიციელების მისამართით.
შემთხვევის დროს, რომ ვ--–------ გ-----–-–---–ი, ბ----------–---–ი და ვ------------–--–---–ი იმყოფებოდნენ სამსახურებრივი ფორმებით დასტურდება თავად დაზარალებულების და მოწმეების კ------------------------ის და გ------- ზ-------ის ჩვენებებით, ასევე ტანსაცმლის ამოღების ოქმებით. ამასთან, შემთხვევის ადგილი იყო განათებული, რაც დგინდება შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-ს განმარტებით, შემთხვევის ადგილი იყო კარგად განათებული და 20 მეტრში ადამიანის დანახვა და ამოცნობა თავისუფლად იყო შესაძლებელი. მოწმე კ------------------------ის ჩვენებით კი, მართალია იყო ღამე, მაგრამ შემთხვევის ადგილი გარე განათებით კარგად იყო განათებული. მოწმე ს--–---- ი------ის ჩვენებით, კი შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორია გარე განათებით კარგად იყო განათებული.
პალატა ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმა აშკარად გამოირჩევა ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმლისგან, შესაბამისად მოწოდების შემდეგ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და შეჩერებულიყო, შ--–-- ა----–--ის მხრიდან სროლების განხორციელება გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ამ უკანასკნელისთვის არ იყო ცნობილი, რომ დაზარალებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
აღნიშნულ პირთა მიმართ, რომ გასროლები განახორციელა შ--–-- ა----–--ემ, გარდა ამ უკანასკნელის აღიარებისა დასტურდება ფოტოსურათებით და საგნების ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც დაზარალებულებმა ამოიცნეს შ--–-- ა----–--ე, ხოლო მოწმეებმა ამოიცნეს ის ზურგჩანთა, რომელიც შემთხვევის დროს თან ჰქონდა თავდამსხმელს.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტის N--------- დასკვნით ვ--–-------------–-–---–ს აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, რომელთაგან მუცლის ღრუში შემავალი დაზიანება ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ექსპერტის N--------- დასკვნით კი, ბ----------–---–ის გვამზე არსებული მუცლის მიდამოს ცეცხნასროლი გამჭოლი ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის გამჭოლი მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რის შედეგადაც დადგა სიკვდილის ფაქტი. ბ----------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული მუცლის მიდამოს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობის შედეგად.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ვ--–------ გ---–--–---–ი შემთხვევით გადაურჩა შ--–-- ა----–--ის მიერ ნასროლ ტყვიებს, რადგან იგი იმყოფებოდა ბ----------–---–თან ერთად და თავისუფლად იყო შესაძლებელი მათი მიამრთულებით ნასროლი ტყვია მოხვედროდა მასაც.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 4 აპრილის შემთხვევას ადგილი ჰქონდა ხალხმრავალ ადგილას. იმ პირობებში, როცა შ--–-- ა----–--ისთვის ცნობილია, რომ იგი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, პოლიციის თანამშომელთა კანონიერი მოთხოვნის შემდეგ, იგი გაქცევით ცდილობს მათთვის თავის არიდებას და ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ისვრის მათი მიმართულებით. აღნიშნული დასტურდება როგორც დაზარალებულების, ისე მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ ფაქტით, რომ მიუხედევად ხალხმრავლობისა დაიჭრნენ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, ვ------------–--–---–ი კი შემთხვევით გადარჩა, ვინაიდან გადაეფარა დაჭრილ ბ----------–---–ს, რომელიც ჩაიკეცა მის ხელებში, რის გამოც თავდამსხმელს აღარ გაკიდებია. ყოველივე აღნიშნული კი მიუთიუთებს შ--–-- ა----–--ის განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო პოლიციის თანამშრომლებისთვის და ამ განზრახვის მიზნით მის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ ქმედებებზე.
პალატა თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების ამ ეპიზოდში ამოღებული 8 მასრიდან - 3 მასრის საეჭვო წარმომავლობის შესახებ, ვინაიდან როგორც დაზარალებულების, ისე მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2005 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს პოლიციის თანამშრომლებს იარაღი არ უსვრიათ, რაც დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საექსპერტო კვლევების შედეგებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გაზიარებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და 2015 წლის 4 აპრილს ვ------------–--–---–ზე და ვ--–-------------–-–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში შ--–-- ა----–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ბ----------–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).
პალატა ასევე განმარტავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე, თბილისში, წ---–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელმა ლ----------–---–მა შ--–-- ა----–--ეს მოსთხოვა შეჩერება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, ცეცხლსასროლი იარაღიდან მისი მიმართულებით განახორციელა გასროლა და გაიქცა წულუკიძის ქუჩაზე არსებული წრიულის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, შ--–-- ა----–--ის დევნა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა: მ--–-------------–---–მა, ლ------------ემ და შ--–-- ჯ-----–---–მა, რა დროსაც შ--–-- ა----–--ემ თანნაქონი იარაღით ზემოაღნიშნულ პირთა მიმართულებით განახორციელა რამდენიმე გასროლა, სროლის დასრულების შემდეგ, კი მიიმალა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემეობას წარმოადგენს, ქმედების განხორციელებისას შ--–-- ა----–--ის განზრახვა.
დაზარალებულ ლ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, სამსახურებრივი ავტომანქანით, თანამშრომელ ე-------------–---–თან ერთად მოძრაობდა ვარკეთილის დასახლების ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს პიროვნება, რომელიც მიამსგავსეს იმ პირს, რომელიც წინა დღეს მომხდარი ინციდენტის დროს იქნა აღწერილი. მან აღნიშნულ პირს ჰკითხა ვინაობა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დააგდო ურიკა და გაიქცა. მან მოუწოდა შეჩერებულიყო, მაგრამ იგი განაგრძობდა სირბილს, შემდეგ გაჩერდა, შეტრიალდა მისი მიმართულებით, დამიზნებით ესროლა და გაიქცა. აღნიშნული პირი შენიშნეს პოლიციის თანამშრომლებმა ლ------------ემ, მ--–-------------–---–მა და შ--–-- ჯ-----–---–მა. მათ გააჩერეს ავტომანქანა და გადავიდნენ, რა დროსაც შ--–-- ა----–--ემ, დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან, ბენზინგასამართი სადგურის კედლის კუთხიდან დაიწყო მათი მიმართულებით დამიზნებით გასროლები, რასაც დაზარალებულებმა სხვადასხვაგვარად აარიდეს თავი. ზემოაღნიშნული მეტყველებს შ--–-- ა----–--ის განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ამ გზით დაეღწია თავი მათგან. ამდენად, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მხოლოდ თავდასხმა (ქმედება რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით). აღნიშნულ დანაშაულს მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ სახეზე გვექნებოდა მხოლოდ აგრესიული აქტი, რომელსაც თან დაერთვებოდა ძალადობა (მაგ. ცემა) ან ძალაობის მუქარა. განსახილველ შემთხვევაში კი სახეზეა თავდასხმა მიმართული პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლის მოსასპობად, რაც პალატის აზრით, ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გაზიარებული უნდა იქნეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და 2015 წლის 5 აპრილს ლ----------–---–ზე, ლ------------ეზე, მ--–-------------–---–ზე და შ--–-- ჯ-----–---–ზე თავდასხმის ეპიზოდში შ--–-- ა----–--ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულების და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ამასთან, მოწმეთა ნაწილმა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც არ უნდა დადებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მათი მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მათი ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელ----ტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, შ--–-- ა----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადგენილად მიაჩნია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და შ--–-- ა----–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამანაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება; პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--–-- ა----–--ეს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
შ--–-- ა----–--ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატამ გაითვალისწინა შ--–-- ა----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (მან სამივე ეპიზოდში დანაშაული ჩაიდინა პოლიციელების წინააღმდეგ), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (პოლიციელთა მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა ღია სივრცესა და დასახლებულ პუნქტში, სადაც გადაადგილდებოდნენ მოქალაქეები), წარსული ცხოვრება (შ--–-- ა----–--ე წარსულში არაერთხელაა ნამყოფი კანონთან კონფლიქტში, მათ შორის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გავრცელებული შეღავათების მიუხედავად კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, თვლის, რომ შ--–-- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ამასთან, ვინაიდან მის მიმართ წინა ნასამართლობით დადგენილმა სასჯელმა - ვადიანმა თავისუფლების აღკვეთამ, ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაულები, პალატა თვლის, რომ შ--–-- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
შ--–-- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2015 წლის 12 ივნისის N3705 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2015 წლის 12 ივნისის N3705 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილის ეპიზოდი, 2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილის ეპიზოდი, 2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი, 2017 წლის 01 ივნისის N944 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის N3705 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შ--–-- ა----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–-- ა----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ შ--–-- ა----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 10 აპრილიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში, გ---------------–---–ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, დ----------–--ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის ლაქის ანაწმენდი, ა-–----------ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული მუქი ფერის ლაქის ანაწმენდი და შალითის ნაჭერი, ბ----------–---–ის სისხლის ნიმუში, ერთი ცალი პარიკი, ი-------------–ის გენეტიკური მასალა (ნერწყის ნიმუში), ბიოლოგიური ექსპერტების მიერ საკვლევი ობიექტიდან ამოღებული სამი ანაწმენდი, ვ--–-------------–-–---–-ს სისხლის ნიმუში, ბ----------–---–ის ფრჩხილებისა და თმის ნიმუში, თბილისი, ვ---------–------------------–--------------–- მდებარე რ--------–------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული 12 ცალი სიგარეტის ნამწვი, შპს ,,ფენიქსის“ დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა, შ--–-- ა----–--ის გენეტიკური მასალა (ნერწყვის ნიმუში), ბ----------–---–ისაგან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, შპს ,,ახალის“ დათვალიერებისას ამოღებული 4 ცალი ხელის კვალი, შემთხვევის ადგილის დათვალირებისას ამოღებული ერთი ცალი გაზეთი, ორი ცალი გაზეთის ფურცელი, სამი ცალი პოლიეთილენის პარკი, თბილისი, ჯავახეთის ქ. N10-ში და N7-ში მდებარე კორპუსების მიმდებარე ტერიტრიის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი სანთებელა, ფ----------- ა----–--ის გენეტიკური მასალა (ნერწყვის ნიმუში), თბილისი, აეროდრომის დასახლება, მე-3 ქუჩა N6/8-ში მდებარე სახლის წინ არსებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი მასრა და ტყვიის გარსის ფრაგმენტები, თბილისი, ვ---------–------------------–--------------–- მდებარე რ--------–------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული თითის ანაბეჭდები 12 დაქტილოფირად; თბილისი, აეროდრომის დასახლება, მე-3 ქუჩა N6/8-ში მდებარე სახლის წინ არსებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი წებოვანი ლენტი, წიგნიდან აღებული თითის კვლის ამსახველი დაქტილოფირი, სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ქ.ბორჯომი, ა------------------–---–- მდებარე ორსართულიანი შენობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სიგარეტის კოლოფი სამი ღერი სიგარეტით, ერთი ცალი სანთებელა, სამი ცალი მასრა, ხუთი ცალი სიგარეტის ნამწვი, სამი თითის კვალი, მ--–---- თ----–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული შ--–-- ა----–--ის თითის კვლები, მ------–---------–---–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული თითის (ხელი) ანაბეჭდი 28 დაქტილოფირად, ,,გლოკის“ სისტემის პისტოლეტის ლულაში გატარებული ბამბის ტამპონი ნიმუშებთან ერთად, PB სისტემის პისტოლეტის ლულაში გატარებული ბამბის ტამპონი ნიმუშებთან ერთად, ცხრა ცალი მასრა და გ---------------–---–ის გვამიდან ამოღებული ორი ცალი ტყვია, 16 ცალი მასრა და ოთხი ცალი ტყვია, ზაზა ყურუას ავტომობილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტყვიის გულა, თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, წულუკიძის ქ. N7 და N9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული მუქი ფერის სპორტული ქუდი, შოთა ბოლქვაძის მიერ წარდგენილი ერთი ცალი ტყვიის გულა - განადგურდეს.
დ----------–--ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული მანქანის ხალიჩა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
მ------–---------–---–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ლეპტოპი კვების ბლოკთან ერთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ზურგჩანთა, კაპიშონიანი დუტის ქურთუკი, ერთი ცალი ტრუსი, პირსახოცი, ერთი ცალი ზოლიანი მაისური, ერთი ცალი ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ქუდი, რუხი ფერი სვიტერი - დაუბრუნდეს შ--–-- ა----–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმიდან“ ამოღებული მესხიერების ბარათი, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად მიღებული 15 ცალი DVD დისკი, შპს ,,ახალის“ დათვალიერების შედეგად ამოღებული ლაზერული დისკი, გ---------------–---–ის გვამისათვის ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დანართი 3 ცალი CD დისკი, შპს ,,ახალის“ დათვალიერების ამხასველი ლაზერული დისკი - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
შპს ,,ვიადან“ ამოღებული 1 ცალი DVD დისკი, დაუბრუნდეს შპს ,,ვიას“.
თბილისი, ვ---------–------------------–--------------–- მდებარე რ--------–------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი დისკი - დაუბრუნდეს რ--------–------ს.
ბ-----–----–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათი, 6 ცალი DVD დისკი და 3 ცალი CD დისკი - დაუბრუნდეს ბ-----–----–-–---–ს.
მ--–---- თ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული CD დისკი - დაუბრუნდეს მ--–---- თ----–---–ს.
ო----- ც-–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ბარათი - დაუბრუნდეს ო----- ც-–--–---–ს.
მ------–---------–---–-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი CD დისკი - დაუბრუნდეს მარი ლურსმანაშვილს.
თბილისი, ვ---------–------------------–--------------–- მდებარე რ--------–------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი წიგნი - დაუბრუნდეს რ--------–------ს.
შპს ,,ახალიდან“ ამოღებული ორი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა - დაუბრუნდეს შპს ,,ახალის“.
მ-----–-------------–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი ჩანთა და მასში მოთავსებული - სამი ხატი, ვერცხლისფერი ზარდახშა, მასში მოთავსებული ორი ცალი ხატი, სამი ცალი მცირე ხატი, ლოცვების წიგნი, საწერი კალამი, რვეული, ერთი ცალი ფურცელი და გაზეთი ,,ახალი თაობა“ - დაუბრუნდეს მ-----–-------------–---–ს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებიდან ამოღებული შ--–-- ა----–--ის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ტრუსი, შავი ფერის მაისური, სპორტული მოსასხამი და ქურთუკი, შ--–-- ა----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - მაჯის საათი, კბილის ჯაგრისი, ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, შავი ფერის სანთებელა, ლურჯი ფერის კალამი, ორი ცალი ასდოლარიანი კუპიურა, ორი ცალი ასლარიანი კუპიურა, ერთი ცალი რკინის ორლარიანი მონეტა, ხის ხატი, ერთი ფურცელი, ერთი ფურცლების შეკვრა, ლოცვის წიგნი, ახალი აღთქმა და ფსალმუნები, ხის ჯვარი და საეკლესიო ფსკვნილი, მ--–---- თ----–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული შ--–-- ა----–--ის ტექპასპორტი და ყვითელი ფურცელი - დაუბრუნდეს შ--–-- ა----–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
გ---------------–---–ის კუთვნილი შავი ფერის შარვალი, ქამარი, შავი ფერის უმკლავი ჟილეტი, შავი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯემპრი, შავი ფერის ჯემპრი, ლურჯი ფერის მაისური, ლურჯი ფერის სპორტული შარვალი, ორი ცალი ლითონის საგანი - დაუბრუნდეს გ---------------–---–ს.
თბილისი, აეროდრომის დასახლება, მე-3 ქუჩა N6/8-ში მდებარე სახლის წინ არსებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი წიგნი, ერთი ცალი რვეული, ოთხი ცალი ჩაის პაკეტი, მობილური ტელეფონის დამტენი - დაუბრუნდეს შ--–-- ა----–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ვ--–-------------–-–---–-ს ქურთუკიდან ამოღებული შვიდი ფურცლის ნაწილი, ქურთუკი, ზოლებიანი სვიტერი, ღია ფერის პერანგი, ნაჭრის შარვალი, ქამარი, შავი ფერის მაისური და ერთი წყვილი ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს ვ--–-------------–-–---–ს.
ბ----------–---–ის ლურჯი ფერის პოლიციის ქურთუკი, შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ნაჭრის ქამარი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი მაისური, ლურჯი შარვალი, ტყავის ქამარი, ერთი ცალი ტრუსი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი და ერთი წყვილი წინდა - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
მ------–---------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი წიგნი - დაუბრუნდეს მარი ლურსმანაშვილს.
ლ-–--–--–---–-–---–ის მიერ წარმოდგენილი რაცია და შავი ფერი რაციის ელემენტი - დაუბრუნდეს ლ-–--–--–---–-–---–ს.
ერთი ცალი ,,GLOCK“-ს სისტემის ,,19“ მოდელის პისტოლეტი, ერთი ცალი ,,ПВ6П9“ მოდელის პისტოლეტი, 34 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.
გ---------------–---–ის ტაბელური ,,HS9“ მოდელის იარაღი ნომრით N------- - დაუბრუნდეს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2015 წლის 05 აპრილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ურიკა, პოლიეთილენის თასი, ორი ცალი წითელი ფერის ტომარა, შპს ,,ბიზნეს ქორფორეიშენიდან“ ამოღებული 1 ცალი პროცესორი, შპს ,,ახალიდან“ ამოღებული 1 ცალი დივიარი, შპს ,,ნინიკოდან“ ამოღებული დივიარი, შპს ,,პსპ-ს“ აფთიაქიდან ამოღებული დივიარი, სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიადან“ ამოღებული დივიარი, ,,რომპეტროლიდან“ ამოღებული 1 ცალი პროცესორი, შპს ,,ფარმადეპოდან“ ამოღებული დივიარი, საფინანსო ორგანიზაცია ,,ბერმელიდან“ ამოღებული დივიარი, სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ N74 სადგურიდან ამოღებული დივიარი, დაბრუნებული აქვთ მათ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე