განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/261-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ადვოკატი- ნ---------------–---–-
ბრალდებული: ნ-----–------------------
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 1---------
დაბადების ადგილი: ა-------, სოფელი ვ-------
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე
მისამართი: ა-------ს რაიონი, სოფელი ვ-------
რეგისტრირებული: ა-------ს რაიონი სოფელი ვ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 111 - 151–ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–------------------ ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის 1-------, დაახლოებით 18:20 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ ვ------–- საცხოვრებელ სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო უთანხოების ნიადაგზე ნ-----–----------------- თოხის გამოყენებით დაემუქრა დედას ი------------------- სიცოცხლის მოსპობით, რაც ი------------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ნ-----–----------------- წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა, როგორც სადავო სახის მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერისა, რომელიც დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულება. არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ბრლადების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ნუსხაში მითითებული ყველა მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ნ-----–------------------, მოწმე ლ---------------- მოწმე თ--------------–---–-ს, დაზარალებულის ი------------------- ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა, გახადა უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ბრალდებულის ნ-----–------------------ მოწმე ლ---------------- მოწმე თ--------------–---–-ს, დაზარალებულის ი------------------- ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა გარდა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულმა, ბრალდებულ ნ-----–------------------ დედამ ი------------------- და მისმა იჯახის წევრებმა მოწმე ლ--------------- და მოწმე თ--------------–---–-- უარი განაცხადეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა ნ-----–-----------------მ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ სადავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოწმე ი------------------- ბრალდებულ ნ-----–------------------ დედამ სასამართლო სდომაზე უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, როგორც ახლო ნათესავმა, აგრეთვე მისმა შვილმა არასრულწლოვანმა ლ--------------- და ბრლადებულ ნ-----–------------------ მეუღლემ თ--------------–---–-- უარი განაცხადეს მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.
რაც შეეხება მოწმეების ს-----–-----------–---–-- ჩვენებას, გ------------–------- გ---------–-------–------–---------–------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ისინი 2018 წლის 1------- მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, შესაბამისად, დასახელებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება ნ-----–------------------ ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების შესახებ.
2.4. დაცვის მხარემ ასევე უდავო გახადა 2018 წლის 1------- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა ი------------------- ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით და რომლის თანახმად, ი------------------- მიუთითა ადგილები, სადაც შვილთან ნ-----–------------------თან მოუხდა შელაპარაკება და მანვე მოუქნია ხისტარიანი თოხი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-130-ე მუხლები ადგენენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მნიშვნელობას და მისი ჩატარების წესს. ნორმების თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ეხება ჩვენების ადგილზე შემოწმებას ვერ განიხილება მოწმის მიერ ჩვენების მიცემად. ამასთან, ვერ შეცვლის და ვერც გაუტოლდება სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემული ჩვენების ირგვლივ გარემოებების აღდგენას ითვალისწინებდა მიზნად. დაზარალებულმა ი-------------------, რომლის გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლოს სდომაზე უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე შვილის ბრალდებულ ნ-----–------------------ წინააღმდეგ, ანუ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოში ი------------------- ჩვენება, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ განიხილავს მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებას, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
დაცვის მხარემ ასევე უდავო გახადა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ---------------–---–-ს მიერ 2018 წლის 1------- ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულ ნ-----–------------------ მეუღლე თ--------------–---–- და რომლის თანახმადაც დაზარალებულ ი------------------- საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა თოხი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
მოცემულ შემთხვევაში, თ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე მეუღლის ბრალდებულ ნ-----–------------------ წინააღმდეგ, ანუ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია, ხოლო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი თ---------------–---–- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა. შესაბამისად, სასამართლოში თ--------------–---–-ს და თ---------------–---–-ს ჩვენება, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ განიხილავს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ---------------–---–-ს მიერ 2018 წლის 1------- ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ თოხს, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირ ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ასევე განმარტავს, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 151 მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში ნ-----–------------------ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ 2018 წლის 1-------, დაახლოებით 18:20 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ ვ------–- საცხოვრებელ სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო უთანხოების ნიადაგზე ნ-----–----------------- თოხის გამოყენებით დაემუქრა დედას ი------------------- სიცოცხლის მოსპობით, რაც ი------------------- აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ნ-----–------------------ მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–------------------ (პ/ნ-0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ნ-----–------------------- (პ/ნ-0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 6 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ბ------------–--ის (პ/ნ -0----------), გ--------------–--ის (პ/ნ -0----------), ნ------------–--ის (პ/ნ -0----------) და შ--------------–--ის (პ/ნ -0----------) საკუთრებაში არსებული 7 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მდებარე ა--------------------------–--------–----------------–--------------------------------------------------------------------–------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი-საკუთრება, ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 2000.00 კვ.მ.
3. განემარტოს ნ-----–------------------ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი