განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-423-2017 წელი
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- თ--------იას,ადვოკატების – დ----- ხ------ის, რ----– გ--------იას, ტ------– კ------ის, ი-----–- ჩ------–---–ის, ბ--- ხ-----–--ის,თარჯიმნის – ნ----- კ-----–--ის,მსჯავრდებულის – გ------- ჩ-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა გ------- ჩ-----ს ბრალდების № 0----------- სისხლის სამართლის საქმე.
გ------- ჩ----ე, დაბადებული 1-----–-–----- მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ქ. ჭ---------–--------–-----–--------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარ-დებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
aRwerilobiTi nawili:
გ------- ჩ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინა-აღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათ-ვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით;
– განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაუ-ლის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 22 ივნისის 13:28 საათიდან 2013 წლის 24 ივნისის 00:02 საათამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქემ გ------- ჩ----ემ (დანაშაულის ჩადენისას გ------- ღ---–--ემ) და მისმა თანამზრახველმა ნ------- ძ-------ემ, ქურდობის მიზნით ღია აივნის კარის გავლით შეაღწიეს გ--------–-, ქალაქ ნ-----------–ი, ე-–--------------------ში მცხოვრე-ბი, 1--- წელს დაბადებული ა---–----------------- საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც ეძინა; ბინაში არსებული სათავსოებისა და ნივთების ჩხრეკისას ა---–---- მ---------- გაეღვიძა, რის გამოც გ------- ჩ----ემ და მისმა თანამზრახველმა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების განზრახვის ბოლომდე მიყვანის მიზნით გადა-წყვიტეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ა---–---- მ----------ზე ყაჩაღური თავდასხმა; ამ მიზნით ეს უკანასკნელი წამოაქციეს იატაკზე და შეაბრუნეს სახით ქვემოთ, ზედა და ქვედა კიდურები საგულდაგულოდ შეუკრეს ელექტრო სადე-ნებით, ნაჭრით და მაგიდის ტილოთი, პირში ჩასჩარეს ჩვარი, რამდენიმე ფენად თავზე დააფარეს საბანი და სხეულზე დამატებით გადააფარეს ხალიჩა; იმ მიზნით, რომ სრუ-ლად მოესპოთ ა---–-----------------ათვის მოძრაობის მცირეოდენი საშუალებაც კი, სა-ძინებლის იატაკზე, კარადასა და საწოლს შორის გასასვლელში, ხალიჩითა და ბალიშე-ბით დააფიქსირეს მისი სხეული (გაჭედეს); ა---–----------------- წინააღმდეგობის დაძ-ლევის პროცესში გ------- ჩ----ემ და ნ------- ძ-------ემ მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს დაზიანებები სისხლჩაქცევების, ნაჭდევების, ნაკაწრების და მკერ-დის ძვლის მხარის ნეკნების მოტეხილობების სახით. დაზარალებულის მიმართ სიცოც-ხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის განხორციელების შემდეგ გ------- ჩ----ე თანამზრახველთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ა---–---- მორხუ-ტის კუთვნილ, ერთ ცალ „როლექსის“ ფირმის ,,ოისტერ პერპელეალის“ მოდელის ქალის მაჯის საათს, ღირებულს 2500 ევროდ.
2013 წლის 22 ივნისის 13:28 საათიდან 2013 წლის 24 ივნისის 00:02 საათამდე პერიოდში, გ--------–-, ქალაქ ნ-----------–ი, ე-–----------------ში მცხოვრები, 1--- წელს დაბადე-ბული ა---–----------------- საცხოვრებელ ბინაში ამ უკანასკნელზე ყაჩაღური თავდასხ-მისას გ------- ჩ----ემ და ნ------- ძ-------ემ აღნიშნული ყაჩაღობის ჩადენის გაადვი-ლების მიზნით (დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის აღკვეთის, საშველად მეზობლების ან პოლიციის მოხმობის ანდა დანაშაულის ჩადენაში სხვაგვარად ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად), ამ დანაშაულის დაფარვის მიზნით (დაზარალებუ-ლის მიერ მათი შესაძლო ამოცნობის და ზოგადად დანაშულის ჩადენაში მათი მოსა-ლოდნელი მხილების თავიდან ასაცილებლად), ანგარებით (დაზარალებულის სიცოცხ-ლის მოსპობის შედეგად ქონებრივი გამორჩენის მისაღებად ე.ი. ამ უკანასკნელის კუთვ-ნილი ნივთების დასაუფლებლად) ერთობლივად განზრახული ჰქონდათ რა ა---–----------------- მოკვლა, ეს უკანასკნელი ისე გაკოჭეს და სასუნთქი გზები იმგვარად გადაუ-კეტეს, რომ გამორიცხულიყო მისი გადარჩენის შანსი; შედეგად, უკიდურესად მჭიდ-როდ გაკოჭილი, პირში ჩვარჩაჩრილი და სახედაფარული, 8- წლის ა---–---------------- დაახლოებით ხუთ წუთში, სასუნთქი გზების გადაკეტვის გამო გაგუდვის შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა; მოიყვანეს რა ყაჩაღობისა და მკვლელობის გან-ზრახვა სისრულეში, გ------- ჩ----ე და ნ------- ძ-------ე შემთხვევის ადგილიდან მიი-მალნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ------- ჩ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ხ------მა და რ----– გ---------მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გი-ორგი ჩ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ გ------- ჩ-----ს მიმართ დადგენილი განაჩენის ძირითადი მტკი-ცებულებებია საქმეზე წარმოდგენილი ნივთმტკიცებები და გ------- ჩ-----ს დნმ-ის კვალი.
საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულებების იმის თაობაზე, თუ ვინ აუღო გიორ-გი ჩ----ეს შ---–-----–- თითის ანაბეჭდები ან დნმ-ის ნიმუში. არც ის არის ცნობილი, თუ ვინ ჩაატარა დნმ-ის ექსპერტიზა. ეს საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებუ-ლიყო მოქმედებათა დადგენილი წესების შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცე-სო კოდექსის 147-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. მართლმსაჯუ-ლების განხორციელების და სამართალწარმოების ზოგადი პრინციპები საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა, ნიმუშის აღების წესი და სხვა საერთოა საქართველოს და ევროპის ქვეყნებისათვის. ამიტომ არ შეიძლება ზემოაღნიშნული დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად გამოყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად „დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად სისხლის სამართლის პრო-ცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შე-საბამისად“. ამ მოთხოვნის შესაბამისად სხდომაზე უნდა დაკითხულიყო შ---–-----–- გ------- ჩ-----ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებუ-ლებები იყო დაულუქავი და არ იმსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა რ----- თ--------იამ, რო-მელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრე-ბული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- ჩ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკა-ტებს ტ------– კ------ეს, ი-----–- ჩ------–---–ს და ბ--- ხ-----–--ეს, რომლებიც ითხო-ვენ გ------- ჩ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- თ--------იას, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვ-ლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, პროცესის მონაწილეთა და სააპელა-ციო საჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარ-ჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 24 ივნისს 23 საათსა და 8 წუთზე პოლიციის ოპერატიულ სამსახურს დაუკავშირდა ქალაქ ნ-----------–ი 9-------–-------–------------ში მცხოვრები ბატონი ვ------ და განაცხადა, რომ მეზობელი ქალბატონი მ---------- შაბათ დღიდან, 22 ივნისი-დან არავის აღარ უნახავს. მათ სამზარეულოს ფანჯრიდან დაუნახავთ, რომ მაცივრის კარი და კარადების კარებები ღია იყო. ზემოაღნიშნული გარემოებები სამხრეთ ნიურნ-ბერგის პოლიციის ინსპექციის საპატრულო ეკიპაჟმაც დაადასტურა. მათ გამოიძახეს სა-ხანძრო სამსახური. სახანძრო ბინაში 2013 წლის 25 ივნისს 00 საათსა და 3 წუთზე შევი-და. ამის შემდეგ ბინის კარი შიგნიდან გაიღო და ს----------------------- პოლიციის ინს-პექციის თანამშრომლები ბინაში შევიდნენ. საძინებელ ოთახში აღმოჩენილ იქნა ერთი პიროვნება, რომელსაც ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და საწოლის გვერდზე, მუცელზე იწვა. ადგილობრივი ვითარების გამო მოხდა პოლიციის მუდმივი კრიმინა-ლური სამსახურზე განგაშის გამოცხადება, რომელმაც შემდგომ დანაშაულის ჩადენის ადგილი გადაიბარა.
სახანძრო სამსახურმა და ს----------------------- პოლიციის ინსპექციის მოხელეებმა ჩაატარეს შემდეგი ღონისძიებები: სახანძრო სამსახური ბინაში აივნიდან შევიდა. ამ დროს აივნის კარი ღია იყო და ჟალუზი დაახლოებით 30 სანტიმეტრის გარდა დაკე-ტილი იყო. სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ჟალუზი ხელით ასწია და ასე შეაღ-წია მისაღებ ოთახში. იგი აქედან ბინის კარებისკენ წავიდა. ამ დროს მან შენიშნა, რომ სამზარეულოში მაცივრის კარი ღია იყო და მაცივარში შუქი ენთო. მისი ჩვენებით ბინის კარი გადაკეტილი არ იყო. პოლიციის მთავარ სპეციალისტ ქალბატონ კ-------–--–------ ერთად შევიდნენ ს----------------------- პოლიციის ინსპექციის მოხელეები, ჩატარდა ბინის ჩხრეკა. საძინებლის გარდა ყველა ოთახი ღია იყო. საძინებლის კარი მოხურული იყო და არა დაკეტილი. სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა გააღო აღნიშნული კარე-ბი და შუქი აანთო. იატაკზე, კარადასა და საწოლს შორის გარდაცვლილი პიროვნება იწვა, რომელსაც ნაწილობრივ ნოხი ჰქონდა გადაფარებული. სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა ნოხი ასწია, ნოხის ქვეშ ქალბატონი იყო. ხელები ზურგზე ჰქონდა გა-კოჭილი. ქალბატონის გვერდზე ძაღლი იჯდა. პოლიციის მთავარმა სპეციალისტმა ქალ-ბატონმა კ-------–--–---- დაუყოვნებლივ აწარმოა ბინის გათავისუფლება, დაუკავშირ-და კრიმინალური პოლიციის მუდმივ სამსახურს და სასწრაფო დახმარების ექიმს. სას-წრაფო დახმარების ექიმმა დ---------------–----- 00 საათსა და 42 წუთზე ქალბატონის გარდაცვალება დაადასტურა. 2013 წლის 25 ივნისს 00 საათსა და 20 წუთზე ბინაში შევი-და კრიმინალური პოლიციის მუდმივი სამსახური. მოხდა დანაშაულის ჩადენის ადგი-ლის, ბინის და შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვედრილი სიტუაციის ფოტოგრა-ფირება.
მოწმე ნ-----–---–-----------------–--–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის ზაფხულის პერიოდში ის მუშაობდა ნ------------------------- პოლიციაში. მას რეიდი ჰქონდა, როდესაც ა---–----------------- მეზობლებმა დარეკეს პოლიციაში, რომლებიც დარდობდნენ ქალბატონზე. ამ მიზეზით ის წავიდა თავის პარტნიორთან ერთად ქალ-ბატონი მ----------ს მისამართზე. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა. იქ იყო ხეივანი და შესაძლებელი იყო ფანჯრიდან სამზარეულოში შეხედვა, სადაც მაცივრის კარი ღია იყო და ანთებული იყო სინათლე, ღია იყო კარებები და ასევე უჯრები. მათთვის ყველაფერი ნათელი იყო და გამომდინარე იქედან, რომ გასაღები არ ჰქონდათ და თავად ვერ შეძლეს აივნიდან ბინაში გადასვლა, საჭირო გახდა სახანძროს გამოძახება, რომე-ლიც აივნიდან შეძლებდა სახლში შესვლას. სახანძროს მოსვლის შემდეგ მათ შენიშნეს, რომ აივანზე ჟალუზი იყო ცოტათი გახსნილი, მათ მოახერხეს ჟალუზის მთლიანად გახსნა და სწორედ ასე გადავიდნენ სახლში. სახანძროს თანამშრომლები მისი მოთ-ხოვნით შევიდნენ სახლში, გაიარეს მხოლოდ შესასვლელ კარებამდე, რომელიც ჩაკეტი-ლი იყო მხოლოდ ურდულით. შემდეგ ისიც შევიდა სახლში სახანძრო სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. ისინი შევიდნენ საძინებელ ოთახში, სადაც ქალბატონი მ---------- იატაკზე იწვა და თა-ვი ჰქონდა კარისკენ, რომელსაც ტანზე გადაფარებული ჰქონდა ხალიჩა. ცხადი იყო რომ ხალიჩის ქვეშ იმყოფებოდა ქალბატონი. სახანძროს თანამშრომელმა გადასწია ხალიჩა, რის შემდეგაც მათ დაინახეს, რომ ქალბატონ მ---------- ხელები ჰქონდა შეკრული ზურგს უკან. აღნიშნულის შემდეგ მათ დაკეტეს კარი და დატოვეს სახლი იმ მოტივით, რომ ადგილზე მოსულიყო ის გამომძიებელი, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა აღნიშნული ტიპის საქმეებში. მათ მიერ სახლში არაფერი არ შეცვლილა, მხო-ლოდ საძინებლის ოთახის კარი გააღეს და აივანზე გადასასვლელი ფანჯარა. მოწმემ განაცხადა, რომ მან მოხსენება დაწერა აღნიშნულ საქმეზე. გარდაცვლილისათვის მიყე-ნებულ ფიზიკურ დაზიანებებზე მას არაფრის თქმა არ შეუძლია, რადგან მათ მაშინვე დატოვეს შემთხვევის ადგილი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ის, რომ მაცივ-რის კარი ღია იყო, საიდანაც სინათლე გამოდიოდა, ასევე უჯრები, კარადის კარებები ღია იყო და ემჩნეოდა, რომ ვიღაცას სამზარეულო გაჩხრეკილი ჰქონდა. ასევე დერეფან-ში უჯრა იყო გახსნილი და გაჩხრეკილი, სადაც იყო სამკაული, თუმცა რა სამკაული, ვერ იხსენებს. მან აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ს---------- პოლიციის სამსახურს, შემდეგ დაწერა დასკვნა მის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ-----------–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის ივნისის თვეში ის მუშა-ობდა ს---------- პოლიციაში საგამოძიებო ორგანოში, რომელიც იძიებს მკვლელობის საქმეებს. სამსახურში ყოფნისას მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, გაიგო მომხდარი მკვლელობის შესახებ. იმ განყოფილების ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯგუფი გამო-ყო, რომელიც განიხილავდა ამ საქმეს და მონაწილეობას მიიღებდა საქმეში. დანაშაუ-ლის ადგილის დათვალიერებისას პირველ დღეს ის ადგილზე არ იმყოფებოდა, მხო-ლოდ მეორე დღეს მივიდა. მისი დავალება იყო სპეციალური კომისიისთვის ანაბეჭდე-ბის კვალი ამოეღო და წარედგინა. ამის შემდეგ მოხდა მოწმეების დაკითხვა, ანაბეჭდე-ბის აღება, ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება და ა.შ. რამდენიმე დღეში დადგინდა, რომ მოკლულის შვილს პოლიციასთან ექნებოდა ხშირი კავშირი. მოწმემ მას მოახსენა, რომ ჰქონდა სათანადო განათლება მიღებული და გაუძღვებოდა საქმეს. აღ-ნიშნულის საფუძველზე მას მოუწია არაერთი დავალების შესრულება მოცემულ საქმე-სთან დაკავშირებით, მოწმემ მისგან მიიღო გარკვეული სახის ინფორმაცია თუ რა ალი-ბი ჰქონდა, ასევე მისცა მას ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ დაკავშირებოდა ნე-ბისმიერ დროს. მოწმემ განაცხადა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო სამშაბათს, ხოლო თავად დანაშაულის ადგილზე გამოცხადდა ხუთშაბათს ბატონ პ------- და მის მეგობარ-თან ერთად, ასევე მათ ახლდათ ორი თანამშრომელი. ადგილზე მისვლისას მათ ნახეს, რომ ბინა იყო გაჩხრეკილი. აღნიშნულის ფიქრის საფუძველს მას აძლევდა ის, რომ ბინაში თაროები და უჯრები იყო გადმოყრილი. მას არ შეუძლია დაზუსტებით გაიხსე-ნოს ცალკეული ოთახები, თუმცა შესასვლელიდან მარცხნივ იყო კომოდი, რომელიც არ იყო წესრიგში. როგორც იხსენებს მაცივრის კარი იყო ღია. ასევე მისაღებ ოთახში დიდი კომოდის კარი იყო ღია და დიდი უჯრები იყო გამოწეული. ერთ უჯრაში იყო ვიტრინა, რომელიც ასევე გაღებული იყო და არეული, ხოლო ერთ-ერთი უჯრა გამოწეული იყო და უჯრის გარშემო გადმოყრილი იყო ტანსაცმელი. ასევე უჯრიდან გადმოყრილი იყო სამკაულები იატაკზე და იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს ვიღაც რაღაცას ეძებდა. ხოლო ბოლო ოთახი, საძინებელი, როგორც თავად იხსენებს, მისი მისვლის დროს ოთახში ჟალუზები ნაწილობრივ იყო ჩამოშვებული, საწოლი იყო აქოთებული, საძინებ-ლის კარადები იყო გამოწეული და ზეწრები და თეთრეული გადმოყრილი იყო. უკანა მხარეს ფანჯარასთან იდგა ღამის ტუმბო საწოლთან ახლოს, რომელიც იყო დაზიანე-ბული. მას ახსოვს ის ადგილი საწოლსა და კარადას შორის, სადაც მიცვალებული იქნა ნაპოვნი. იქ ადგილზე იყო ნაჭრები და გადასაფარებლები. აღნიშნულ მდგომარეობაში დანაშაულის ადგილი იმყოფებოდა პირველი დათვალიერების დროს. აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელი იყო ე-----–ე. როდესაც ის რ---–---- პ------- ერთად იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე, დაკარგული ნივთების შესახებ პ---- ახსენებდა „როლექსის“ ფირმის საათს. როგორც ითქვა, დაიკარგა ქალის კრემისფერი ჩანთა, საფუ-ლე და ნაღდი ფული დაახლოებით 30 და 300 ევრომდე, საფულე ცარიელი იყო დატოვე-ბული. სამკაული, ბეჭედი, რომელსაც მისი დედა ატარებდა, დაკარგული იყო. ასევე ყელსაბამი, რომელიც ძვირფასად გამოიყურებოდა, ასევე სამკაულების საკიდი ხელის მტევანი, რომელზეც ბეჭდები იყო წამოცმული. დაზუსტებით იმის დადგენა თუ რა იქნა დაკარგული, ვერ მოხერხდა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლემ არ იცოდა ზუსტად რა ჰქონდა დედამისს სახლში. მან აღნიშნა მხოლოდ ის ნივთები, რაც მოხვდა თვალში. ყველაზე მნიშნველოვანი იყო „როლექსის“ ფირმის საათი, რამდენიმე ყელსა-ბამი და ნაღდი ფული. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შესვლისას დაინახა, რომ ამანათის ყუთი ქვემოდან იყო გაგლეჯილ მდგომარეობაში, თუმცა ცარიელი იყო თუ არა ის ყუთი არ იცის. მოწმის განმარტებით, მან თავად შეატყობინა რ---–---------- შესაძლო დამნაშა-ვეთა პიროვნებებზე, რომლებიც იყვნენ ქართველები, თუმცა სახელი და გვარები არ ახსოვს. დადგენილ იქნა, რომ ქართველი მამაკაცი ქურდობის გამო იყო დაკავებული და მისი დნმ-ი ემთხვეოდა ამ კონკრეტული დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ დნმ-ს. გა-მომძიებელმა ამ კაცის საშუალებით გამოიძია მეორე კაცის პიროვნება. ორივე მამაკაცი იყვნენ ქურდობის საქმეზე ქურდობაში ეჭვმიტანილები. მოწმის განმარტებით, ექიმე-ბის დასკვნის შედეგად ა---–---------------- თავის ასაკთან შედარებით ძალიან გონიერი და ჯანიანი ქალი იყო. ექიმების განმარტებით, მას ეშინოდა მეხსიერების დაკარგვის ე.წ. სკლეროზის. მას დანიშნული ჰქონდა წამლები, რომელსაც სვამდა ყოველდღიურად და ამას კალენდარზე აღნიშნავდა ჯვრებით, რაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორ-მაციის მქონე იყო მისი გარდაცვალების დროის განსაზღვრასთან მიმართებაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ---–---------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა---–---------------- იყო დედამისი, რომელიც გარდაცვალების დროს იყო 8- წლის. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და შეატყო-ბინეს, რომ დედამისი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. იგი ცხოვრობდა ნ-----------–ი, ე-–--------- ქუჩაზე პატარა ძაღლთან ერთად. დაზარალებული აივნის კარებს ხანდახან ღია ტოვებდა და ჟალუზები ბოლომდე დახურული არ იყო, რადგან თავისი ასაკიდან გამომდინარე მას გასვლა შეძლებოდა აივანზე. ასევე მისი ძაღლისთვის აივანზე იყო მოწყობილი საპირფარეშო. სახლი იყო ბელეტაჟის ტიპის, რომელიც არც მიწის სახლად ითვლება გ--------–- და არც პირველ სართულად, ხოლო მიწიდან აივანი იყო დაახ-ლოებით 2,5 მეტრის სიმაღლეზე. მისი განმარტებით სწორედ აღნიშნული აივნიდან შევიდნენ დედამისის სახლში ბრალდებულები. ეს არის სწორი ბეტონის აივანი, რო-მელზეც ხელების აწევის შემთხვევაში აივნის ზედაპირზე შესაძლებელია ხელის მოკი-დება. მას შემდეგ დედამისი არ უნახავს, რადგან იგი სასტიკად ნაწამები იყო. მისი განცხადებით დედამისი იყო დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც გააჩნდა უფლე-ბები, ის მართავდა ერთ-ერთ რესტორანს, ასევე ძალიან დიდი ყურადღებას აქცევდა თავის შეხედულებას, კარგად ჩაცმული იყო, სამკაულებით და ყოველთვის ფორმაში იმყოფებოდა. იმ უბანში ცხოვრობდა, სადაც რესტორანი ჰქონდა და ყველა იცნობდა მას. კონკრეტულად მას ჰქონდა ერთი ქალის „როლექსის“ ფირმის საათი, ოქროს ბეჭედი და ბრილიანტის ბეჭედი, ასევე ყელსაბამი. მისი განცხადებით, დედამისის სახლში ყველა-ფერი ამოყრილი იყო, თითოეული უჯრა, სამკაულის ყუთები, ასევე ძვირფასი სამკაუ-ლები, ყველაფერი წაღებული იყო. მან ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ გაიგო გამომძიებლისაგან. შეიქმნა განსაკუთრებული გამოძიების კომისია, რომელიც იძიებდა ამ საქმეს და მათგან გამომძიებლისაგან და მთავარი მეთაურისაგან შეიტყო აღნიშნულის შესახებ. პიროვნებების შესახებ, რომელთაც ჩაიდინეს მოცემული დანა-შაული, მან იცის რომ არიან ქართული გვარის მატარებლები, რომელთაგან ერთმა გვა-რი შეიცვალა. აღნიშნულ საქმეზე მას აქვს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ სახელის და გვარის დასახელება არ შეუძლია, მან მიიღო ინფორმაცია ბრალდებულზე თუ სად იმყოფებოდა და ვინ იყო ეს პიროვნება და რა სახის „კარიერა“ ჰქონდა მას. დაზარალე-ბულის უფლებამონაცვლე სასამართლოსგან ელის რომ ეს პიროვნება, კერძოდ გ------- ჩ----ე, დედამისის მიმართ ჩადენილი საშინელი დანაშაულისათვის, წამებისთვის, სის-ხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამისი ზომების თანახ-მად იქნეს დასჯილი. დედამისი დანაშაულის ჩადენიდან მალევე გარდაიცვალა და ის თუ რამდენი ხანი ებრძოდა სიკვდილს, არ შეუძლია თქმა. ის დედამისიდან დაახლოე-ბით სამიდან-ხუთ კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა და მას ხშირად ნახულობდა, კერძოდ, კვირაში ორჯერ-სამჯერ მასთან მიდიოდა სახლში ან თავად დედამისი მიდი-ოდა მასთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული განაკვეთის პროტოკოლის თანახმად, ა---–----------------- (დაბ: 1----.1---) გვამის სასამართლო სამედიცინო გაკვეთა ჩატარდა ნ------------- ვესტ-ფრიდჰოპის კრემატორიუმში 2--------- წელს 15:00 საათიდან. მკვდარი აღმოჩენილია 2--------------- (გარდაცვალების მოწმობის მიხედვით).
სასამართლო სამედიცინო განკვეთამ შემდეგი ძირითადი დიაგნოზები დაადგინა: 8- წლის ქალის ზოგადად კარგი მდგომარების გვამი. პირში ქვედა თავის არეალზე შემოხ-ვეული და მარცხენა კისრის მხარეს გაკვანძული ქსოვილის ნაჭრის კვანძი. მასიური პეტექიური სისხლჩაქცევები და მომრავლებული მკვდრის ლაქები ვიბიცები თავის და მკერდის ღრუს არეალში. მხოლოდ თხევადი გვამის სისხლი. ცხვირ-ხახის ღრუში სისხ-ლი. ფილტვებში მომრავლებული ჰაერი. ორივე მხარეს კონიუნქტივის, აგრეთვე მარჯ-ვენა ზედა ქუთუთოს და მარცხენა ზედა და ქვედა ქუთუთოს ლაქოვანი სისხლჩაქ-ცევები, ცხვირის კანის შეშუპებები, ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს, ნიკაპიდან ხელმარჯვ-ნივ, ზემო არეალში შეშუპებები და სისხლჩაქცევები. ზოლებრივი სისხლჩაქცევა თავის მარცხენა მოძრავ კუნთზე, პირდაპირ ლავიწის ზემოთ. მეორე და მესამე ნეკნის ზემოთ მკერდთან ახლო ლიპოსომური ქსოვილის და კუნთების სისხლჩაქცევა ხელმარჯვნივ.
ობდუქციის მეშვეობით მიღებული ფაქტების საფუძველზე ა---–---------------- გარეგა-ნი (ასპიქტური) გაგუდვით არაბუნებრივად გარდაიცვალა. პირის ღრუს დახშობით დაზარალებულის მუცელზე, პირით იატაკზე წოლითმა მდგომარეობამ და თავის საბნე-ბით დაფარებამ დამატებითი უჰაერობა გამოიწვია. სახის რეგიონის სისხლჩაქცევები და განაკაწრები პირით იატაკზე წოლისას თავზე ძალადობრივი ზეწოლის შედეგია.
ზურგის მარჯვენა მხრის მკვეთრი ხორცის სისხლდენა და აგრეთვე სისხლჩაქცეული ნეკნების მოტეხილობები მკერდის წინა მხარეს ხსენებულის სხეულზე მუხლებით დგომას ან ჯდომას განმარტავს. გარდა ამისა ბლაგვი საგნით დაზიანების კვალი მარ-ჯვენა კეფაზე, აგრეთვე ზედა და ქვედა კიდურებზე, ასევე სხეულის შებოჭილი ნაწილე-ბის სისხლდენა ამტკიცებს, რომ ქალბატონი მ----------ს სისხლის მიმოქცევის შებოჭვის განხორციელების დროს რეგულარულად მოქმედებდა. შიდა ბუნებრივი მიზეზის სიკვ-დილის გამომწვევი დაავადებები განკვეთამ არ დაადგინა.
ექსპერტი ე----------–----------- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ 1995 წლიდან არის სასამართლო მედიცინის ექსპერტი. 2013 წლის 25 ივნისს დაურეკეს და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მკვლელობის შედეგად გვამი იქნა ნაპოვნი. პოლიციასთან ერთად შევიდა სახლში. გვამი იყო იატაკზე კარადასა და საწოლს შორის, მუცელზე იწვა. გარდაცვლილი ნაწილობრივ ჩაცმული იყო, ნაწილობრივ კი იყო გადასაფარებლით დაფარული. მან ძალიან მოკლედ დაათვა-ლიერა გვამი და შეამოწმა სიკვდილის დრო თუ იყო დამდგარი. დათვალიერებისას თითის აღების შემდეგ მიცვალებულზე შეიმჩნეოდა ლაქები, რომელიც მიცვალებულის სხეულის მდგომარეობის გათვალისწინებით იყო მისი სხეულის ქვედა ნაწილზე. გამომ-დინარე იქედან, რომ პოლიციელები აპირებდნენ ანაბეჭდების აღებას მიცვალებულის სხეულზე მისი შემობრუნებით და წებოვანი ლენტის საშუალებით, სწორედ ამიტომ მოხდა გვამის ზედაპირულად დათვალიერება, ანუ გვამის ზედაპირზე არსებული და-ზიანებების დათვალიერება, რომელზეც არ აღინიშნებოდა იარაღის კვალი. ასევე აღსა-ნიშნავია, რომ გვამს ზედა ტანისამოსის ნაწიბურით, ნაწილით პირი ჰქონდა ამოვსე-ბული. შემდეგ მის მიერ შემოწმებულ იქნა მიცვალებულის სხეულის ტემპერატურა და დანაშაულის ადგილის ტემპერატურა. სხეულის ტემპერატურა იყო 5,1, ხოლო ოთახის ტემპერატურა იყო 23 გრადუსი. შემდეგ პოლიციას უნდა მოეხდინა ანაბეჭდების აღება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოხდებოდა ობდუქცია, ანუ გვამის გადაყვანა ექს-პერტიზის ბიუროში და მისი გაკვეთა. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე არ იყო შესაბამისი განათება. აღნიშნულით დამთავრდა მისი შემთხვევის ადგილზე მუშაობა. რაც შეეხება სახლს არეული იყო, ბალიშები და ზეწრე-ბი არეული იყო და მიცვალებული იწვა იატაკზე. გვამის გაკვეთა მოხდა ნ------------- კრემატორიუმში. ექსპერტიზის ჩატარების დროს ა---–----------------- გვამს ჯერ კიდევ ჰქონდა პირი აკრული. გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლჩაქცევები სხეულზე და დაზიანება სახის არეში, ასევე გადაციებული ფილტვი, ნეკნები მოტეხილი, პატარა ნასერები სახეზე, ჩამტვრეული ნეკნები, რბილობის სისხლჩაქცევა სხეულის ზედა ნაწილზე, ასევე თავის რბილ ნაწილში იყო დაზიანება, განსაკუთრებით შუბლის მარ-ცხენა ნაწილში ჰქონდა მძიმე სისხლჩაქცევები. გვამს აღენიშნებოდა გარეგნული გაყინ-ვა, რომელიც გამოწვეული იქნა სასუნთქი გზების შეფერხების, მათზე ქსოვილის ნაჭ-რის დაფარებისა და საბნის დაფარების შედეგად. ზემოაღნიშნულმა გამოიწვია სისხლ-ჩაქცევებთან ერთად ფილტვის გადაციება. მას ჰქონდა მოტეხილი მკერდის ძვლის მე-ორე და მესამე ნეკნი, ასევე მარჯვენა მხარეს მეორე მეოთხე და მეხუთე ნეკნი. აღნიშ-ნული მოტეხილობები იყო ადამიანის სიცოცხლის დროინდელი მოტეხილობები. მოწ-მის განმარტებით, არსებობს მინიშნებები სიკვდილის დადგომასთან დაკავშირებით. პირველი ეს არის როდესაც სხეულის გაშეშება არის დამდგარი, ხოლო მეორე - მიცვა-ლებულის ლაქები, რომელიც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ პირი უკვე გარდაცვლილია. გარდაცვლილი იყო 8- წლის. მიცვალებულზე აღნიშნული დაზიანებები შეიძლება მომხდარიყო რაღაც კონკრეტულ საგანთან შეხებისას თავის მიჭეჭყვის შედეგად. მოტე-ხილობებს რაც შეეხება, შესაძლებელია რომ გამოწვეულ იქნას დარტყმების შედეგად, შესაძლებელია სხეულზე მუხლების მირტყმის შედეგად. მას პირის ღრუში ჰქონდა ჩაჩრილი დაგრეხილი ნაჭერი, რომლის მეშვეობით ენას ჰქონდა ადგილი ნაცვლელი. მოწმის განმარტებით, როდესაც ენა უკან არის გაწეული, იგი ხელს უშლის ცხვირით სუნთქვას. რაც გაკვეთის პროტოკოლში დეტალურად არის აღწერილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დანაშაულის აღმოჩენიდან მეოთხე დღეს 28.06.2013, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, ე---–------- სასა-მართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ დადგენილი იქნა დნმ-ის 2 ნიმუში, რომელიც შეესაბამებოდა მამრობითი სქესის პიროვნების დნმ-ს. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აღნიშ-ნული ნიმუშების გადამოწმებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. აქედან გამომდინარე აღ-ნიშნული მომენტიდან გამოძიებას ჰქონდა დნმ-ის ორი ნიმუში, რომელთა იდენტიფი-ცირებაც უნდა მომხდარიყო.
საზოგადოებასთან მუშაობის ღონისძიებებმა: პრესრელიზმა, გამოკითხვამ, პლაკატების გაკვრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან დნმ-ის ანალიზის საფუძველზე გარკვე-ული ეჭვმიტანილების მიმართ ეჭვები გაქარწყლებული იქნა. 2013 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ გააჩნდა ხელჩასაჭიდებელი მტკიცებულებები. დნმ-ის კვალის შედარებამ ევროპის მასშტაბით ასევე არ გამოიღო არანაირი შედეგი. სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის სამუშაო ორიენტირებული იყო ძირითადად ტელე-კომუნიკაციის საშუალებებით დატოვებულ კვალთა გამოკვლევაზე და სისტემური დნმ-ანალიზის მომზადებაზე. მსხვერპლის სურათის შესწავლისას დადგინდა, რომ ქ-ნი მ---------- საზოგადოებაში გამოჩენისას შეძლებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტო-ვებდა, ამიტომ სავარაუდო იყო, რომ დაზარალებული არ იყო შემთხვევითი მსხვერ-პლი, არამედ სპეციალურად შერჩეული იქნა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ერთ დამნაშავეს მაინც ჰქონდა დანაშაულის ადგილთან გეოგრაფიული კავშირი. გარდა ამისა არსებობდა დიდი ალბათობა, რომ დანაშაულის ჩადენისას დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა თუნდაც ერთი მობილური, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ტელეკომუნიკაციის კვალი მობილურ ქსელში. ამის გამო გამოძიებამ ყურადღება გაამახვილა პირთა წრეზე, რომ-ლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში შეიძლება ყოფილიყვნენ დანაშაულის ადგილის ახლოს. სწორედ ამ მობილურთა რიცხვში აღმოჩნდა ბრალდებულ ჩ-----ს მიერ დანა-შაულის ადგილას გამოყენებული მობილური ტელეფონი. გამოძიებული მობილური კავშირის მფლობელების (გვარების) არქივში ძიებამ აჩვენა, რომ მობილური ნომრის 0------------ სატელეფონო კავშირის მფლობელად გატარებული იყო გ------- გ---–--ე, მცხოვრები ფ-------–-------------------------------. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში ყალბი მისამართი იყო მითითებული. აღნიშნული ნომრის დანაშაუ-ლის ადგილას დაფიქსირებული კომუნიკაციის კვალთან შედარებამ აჩვენა, რომ 21.06.2013, 14:14 სთ-დან 22.06.2013, 22:05 სთ-მდე დროის შუალედში ბრალდებულის მფლობელობაში მყოფი მობილური ტელეფონი 8-ჯერ იქნა გამოყენებული (გამავალი /შემავალი) ზარები. აქედან გამომდინარე სავარაუდო იყო, რომ ბრალდებული გ------- ჩ----ე დროის ამ შუალედში დანაშაულის ადგილის არეალში იმყოფებოდა. დასახელე-ბულ ვარაუდს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულ ჩ----ეს, დაქტილოსკოპიუ-რი ექსპერტიზის შედეგად დაუმტკიცდა 22.06.2013, 03:00 საათიდან 06:00 საათამდე, ნ-----------–ი, გ----–---------- მდებარე ბინაში ჩადენილი ქურდობის ფაქტი. ეს ბინა ასევე მდებარეობდა დანაშაულის ადგილის მობილური ანძის არეალში და 800 მეტრის დაშორებით ე-–-------–-------დან.
რომის ინტერპოლის ცნობით, ჩ----ე და ძ-------ე საგზაო პოლიციის მიერ ბ---–-----ში შემოწმებული იქნენ 20.07.2013 წელს. 21.08.2013 წელს ჩ----ე პოლიციის მიერ ფლორენ-ციაში იქნა შემოწმებული და მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ მას არ გააჩნდა არც პირა-დობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი და არც ი----–--ში ყოფნის უფლება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2013 წლის 24 აგვისტოს ღამეს და 25 აგვისტოს გამთენიისას ორივე ბრალდებული ბინაში შეღწევით ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით იქნა დაკა-ვებული და წინასწარ პატიმრობაში აყვანილი. ძ-------ე დარჩა წინასწარ პატიმრობაში, ხოლო ჩ----ე გათავისუფლებული იქნა 17.02.2014 წელს. ამის შემდეგ ჩ----ე გაემგზავ-რა შ---–-----–-, სადაც მას 11.03.2014 წელს ბერნის რეგიონში, მაღაზიაში ჩადენილი ქურდობის გამო, ბრალდებულ ჩ-----სგან 2014 წლის 12 მარტს ბ--------–---–----------------ს პოლიციამ აიღო თითის ანაბეჭდები, ამასთან აღებულ იქნა დნმ-ის ნიმუშიც. გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის უკვე ცნობილი დანაშაულის ადგილიდან ამო-ღებული დნმ-ნიმუშები ევროპის მასშტაბით დამთხვევის აღმოსაჩენად დაგზავნილ იქნა ევროპის ქვეყნებში იქაურ მონაცემთა ბაზაში შეტანის მიზნით. ადგილობრივ მონა-ცემთა ბაზის მონაცემების ი----------–-ს მონაცემებთან რეგულარული შედარების ფარგ-ლებში დანაშაულის ადგილიდან ამოღებული დნმ-ის კვალი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ბრალდებულ ჩ-----ს დნმ-ი. მისი დნმ-ის ნიმუში გადმოცემული იქნა ინტერ-პოლის მეშვეობით და ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცა სასამართლო მედიცინის ორივე ინსტიტუტს.
დნმ-ის დამთხვევის შესახებ ბერნის (შვეიცარიის) ინტერპოლის ცნობის თანახმად, 2014 წლის 10 აპრილს ნ------------- სამძებრო პოლიციის მთავარ კომისარს ე-----–ეს ფედერაციის სისხლის სამართლის სამძებრომ ელფოსტის მეშვეობით აცნობა დამთხვე-ვა დანაშაულის ადგილის კვალ N-----იდან (კვალის დასახელება: კომოდზე შეხება) დადგენილ დნმ-ნიმუშსა და იმ მამრობით პიროვნებას შორის, რომლისგანაც შვეიცა-რიაში ქურდობის გამო (2014 წლის 12 მარტს) და თავშესაფრის უფლების მოთხოვნის ფარგლებში (2014 წლის 14 მარტს) დნმ-ნიმუშია დაფიქსირებული. მოცემული პიროვ-ნება შვეიცარიის უწყებებში შემდეგი მონაცემებით იყო ცნობილი: გ------- გ---–--ე, დაბად. 1---------, საქართველოს მოქალაქე. იმავე ელ-ფოსტის მეშვეობით გ---–--ის დნმ-პროფილი, დამზადებული ფოტოსურათები, ასევე თითების ანაბეჭდები გადმოიგ-ზავნა. დანაშაულის ადგილის კვალის №3----ის დნმ-ფორმულა ბარკოდით K091319300042 ინტერპოლის მეშვეობით შვეიცარიის უწყებებს გადაეგზავნა. დამთხვე-ვის გამოვლენის დროს 18.03.2014 ბრალდებული უკვე აღარ იმყოფებოდა ბაზელში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა საერთო საცხოვრებელში და მისი ადგილსამ-ყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა ვერც შემდგომი ძებნის შედეგად. პროკურატური-სთვის შესაბამისი შეტყობინების გადაგზავნის შედეგად 10.04.2014 გამოცემულ იქნა ბრალდებულის დაკავების და წინასწარი პატიმრობაში აყვანის ბრძანება (ევროპის მასშტაბით).
მოწმე ვ---–----- ე-----–ეს ჩვენებით დადგენილია, რომ არის განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ძირითადი გამომძიებელი, რომელსაც უამრავი საგამოძიებო მოქმე-დებები აქვს ჩატარებული. მისი განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, რომელიც მდებარეობს ნ-----------–ი ე-–-------------------ში, იქ მყოფმა ექიმმა უკვე დაადასტურა ქალბატონის გარდაცვალება. გარდაცვლილ ქალბატონს ხელები უკან ჰქონდა წელზე, რომელიც იყო შებორკილი ელექტრო კაბელით. გვამს სხეულზე გადა-ფარებული ჰქონდა ხალიჩა, სახლი ანგრეული იყო. შემთხვევის ადგილზე ექპერტების მიერ გარდაცვლილის სხეულზე დაკრული იქნა წებოვანი ლენტები, რათა მომხდარიყო დნმ-ის კვალის აღება. რამდენიმე დღის შემდეგ აცნობეს შემთხვევის ადგილიდან აღე-ბული სინჯებიდან გაკეთებული ანალიზების პასუხი. კერძოდ, ეს იყო ორი პიროვნების შესაბამისი მამრობითი სქესის დნმ-ის ნიმუშები. ერთი მამრობითი სქესის დნმ-ის ნიმუში აღმოჩნდა რამდენიმე ადგილზე, კერძოდ დნმ-ის ნიმუში აღმოჩნდა დანის სახე-ლურზე, რომელიც ეგდო იატაკზე ა---–----------------- ბინაში, ასევე კომოდის სახე-ლურზე, ორ ბეჭედზე, რომლებიც იატაკზე ეყარა, აღნიშნული დნმ-ები ეკუთვნოდა გ------- ჩ----ეს. ვინაიდან სხვა მტკიცებულება არ არსებობდა, გამოძიება მიმდინა-რეობდა შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი დნმ-ის კუთვნილების დადგენის მიმართულე-ბით. როგორც მისთვის რ---–--------------------------- გახდა ცნობილი სახლიდან მოპა-რული იყო „როლექსის“ ფირმის ქალის საათი, ერთი ანტიკური ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი, ერთი ოქროს სამაჯური, მბზინავი მარგალიტის ყელსაბამი. 2014 წლის აპრილის თვეში ბერნიდან მივიდა ინტერპოლის მინიშნება-შეტყობინება, ელექტრონული ფოსტით, დნმ-ის ნიმუშის გ------- ჩ-----ს დნმ-ზე დამთხვევასთან დაკავშირებით. ბ--------–---–------ ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ბრალდებულ გ. ჩ----ეს 2----–-–------------ მარტს ამოცნობითი პროცედურა ჩაუტარდა ქურდობის გამო და თავშესაფრის საქმის წარმოების ფარგლებში, იქვე აღებული იქნა მისი დნმ-ის ანალიზიც. აღნიშნულის გამო 2014 წლის 10 აპრილს გაიცა ბრალდებულ გ.ჩ-----ს დაპატიმრების ბრძანება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოდან მიღებული შეტყობინებით გ. ჩ----ეს 2014 წლის 15 მაისს შეცვლილი ჰქონდა გვარი ღ---–--ე და იგი გადასული იყო მეუღლის ჩ-----ს გვარზე. გამოძიებისათვის ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 24 აგვისტოს გ------- ჩ----ე დააკავეს ი----–--ში, ბინის ძარცვის შემდეგ, რომელიც გათავისუფლდა 2014 წლის თებერვალში. მას შემდეგ რაც გარდაცვლილის სხეულიდან მოხსნილი იქნა წებოვანი ლენტები, მასზე არსებულ დნმ-ის ნიმუშებზე მ--------- უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ჩატარდა კვლევები, რა დროსაც გამოიკვეთა გ------- ჩ-----ს რამდენიმე დნმ-ი. ამასთან 13 დნმ-ი გადასა-ფარებელზე, რომლითაც მიბმული იყო მსხვერპლი. მსხვერპლის ყავისფერი ტანსაცმე-ლის მანჟეტზე აღმოჩენილია გ. ჩ-----ს დნმ-ი, განსაკუთრებით კისრის მიდამოებში, მსხვერპლის მაისურზე, მარცხენა ზედა იდაყვზე, მსხვერპლის საცვლის უკანა მხარეს, მარჯვენა იდაყვზე, მარცხენა კიდურზე და მარჯვენა ქვედა კიდურზე. რაც შეხება ტელეკომუნიკაციის საკითხს უნდა აღინიშნოს, რომ ა---–---- მ---------ზე ყაჩაღური თავდასხმისა და მისი მკვლელობის დღეს, ანუ 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, გ------- ჩ-----ს სახელზე შეძენილი მობილური ტელეფონის ბარათით (კარტით) ფიქსირდება რომ გ. ჩ----ე იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის არე-ალში მდგომი მობილური ანძის სიგნალით, აღნიშნული გარემოება დასტურდება იმ ფაქტით, რომ მას განხორციელებული აქვს რამდენიმე კონტაქტი, მათ შორის მის მეუღ-ლესთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--------- სასამართლო მედიცინის ინსტი-ტუტში ჩატარდა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები. ჩამოყალიბდა საერთო ჯამში 4 ექსპერტიზა: G----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------–------------ ექსპერ-ტიზა. ჩატარდა მოლეკულა-გენეტიკური გამოკვლევები - მთლიანად აიღეს 277 სინჯი: 230 ანაფხეკი გვამიდან, 1 ანაფხეკი დაქტილოსკოპიური სინჯიდან, 8 ანაფხეკი ღამის საცვლიდან, 2 ანაფხეკი თაროდან, 2 ანაფხეკი საზომი მეტრიანიდან, 4 გამორეცხვა მიბ-მული მკლავების, 14 ანაფხეკი მიბმული ხელების, 2 გამორეცხვა მიბმული იდაყვების, 14 ანაფხეკი მიბმული კოჭებიდან, თმა - თმის გამოკვლევა არ მოხდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ--------------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის მ--------- სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მოლეკულარული ბიოლოგიის განყოფილების სასამართლო ექსპერტი. ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა ნ------------- კრიმინალუ-რმა პოლიციის ინპექციამ. მთლიანად აიღეს 277 სინჯი, რომელიც მის მიერ შედარებულ იქნა 9 პიროვნების შესაბამის ინფორმაციას. მის მიერ მოხდა იდენტიფიცირება მიკრონაწილაკების შესწავლითა და გამოკვლევით. ჯერ განსაზღვრა ეკუთვნოდა თუ არა ის ადამიანს, ხოლო შემდგომ დგინდება სქესი. აღნიშნულ შემთხვევაში ეს იყო მამა-კაცის დნმ-ი. აღნიშნულის იდენტიფიცირება ხდება ჯაჭვური რეაქციის საშუალებით, შემდეგ ხდება ქრომოსომული სისტემით ანალიზის ჩატარება. აღნიშნული ანალიზის მეშვეობით მოხდა ქრომოსომების დადგენა. ექსპერტის განმარტებით, მათ ანალიზის 22 სისტემა განიხილეს, ერთი მათგანი არის რეაქცია, რომლის შემდეგ მოხდა კაპილა-რული-ელექტრონული განმუხტვა, ხოლო შემდეგ მოხდა ქიმიური საშუალებით ანალი-ზის გაკეთება. მათ გადასცეს 230 ანაფხეკი გვამზე, რომელიც წებოვანი ლენტის საშუა-ლებით იყო ანაფხეკი. 1 ანაფხეკი თითის ანაბეჭდისა, 8 ანაფხეკი იყო საღამურზე, 2 ანაფხეკი - დანაშაულის ადგილზე მოწყობილობიდან, კიდევ 2 ანაფხეკი იმ ნივთისგან, რომლითაც შებოჭილი იქნა, 14 ანაფხეკი იმ საგნიდან, რომლისგანაც ხელები ჰქონდა შებოჭილი, 2 ნაცხი - ბარძაყებზე შემოხვეული საგნიდან და 14 ანაფხეკი კოჭებზე შემო-ხვეული საგნიდან. ასევე თმა შემთხვევის ადგილიდან. მოწმემ განმარტა, რომ სინჯი 3--- გამოკვლეულია აუტოსომური სისტემით და ქსოვილის ნაზავი სავსებით ემთხვევა დაზარალებულის და გ. 1--- გ-------- დნმ-ს. ეს ანალიზი იქნა გაგებული G------------- ექსპერტიზით. ეს ანალიზი მიანიშნებს ორ გამომრიცხველ პიროვნებაზე 3--- და ეს ნარევი აიხსნება იმ თვისებებით რომ ორი თვისებები არის ამ ნაერთში შერეული. შესაძ-ლებელია ამ ნარევის ბიოსტატიკური შეფასება, ორი მათგანის შეფასებისას, პირველი ნარევი შედგება დაზარალებულის დნმ-ისაგან, რომელიც ეკუთვნის მას, ხოლო მეორე დნმ-ი დაზარალებულს არ ეკუთვნის და არც მის ახლო ნათესავს. აღნიშნულის შედე-გად დადგენილ იქნა, რომ ამ ნარევში აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ-ი, კერძოდ გ. 1--- გ-------დ წოდებული პირი. ეს ანალიზი ასევე მიღებულ იქნა ქრომოსომის ანალიზის სისტემიდან. ეს ქრომოსომა მამისგან ერთი ერთზე გადაეცემა შვილს. აღნიშნულის საშუალებით არ ხერხდება ინდივიდის იდენტიფიცირება, მხოლოდ მამამისის სქესის განსაზღვრაა შესაძლებელი. ამ ანალიზის მიღებისას 3--- მიიღო მან იმ ქრომოსომის ნიმუში, რომელიც მიანიშნებს ერთ მამაკაცზე და სრულიად ემთხვევა ბრალდებულის ნიმუშს. აღნიშნულ ნარევში დგინდება დაზარალებულის და ბრალდებულის დნმ-ის ნიმუში. მის მიერ ჩატარებული ანალიზის კვლევამ, რომლის ჩასატარებლად გამოყენე-ბულ იქნა რთული ნარევი, მისცა მოწმეს დნმ-ის ნარევი, რომლისგანაც მოხდა ორი გენის გასაზღვრა და ერთ-ერთის შემადგენლობა სრულყოფილად ემთხვევა ბრალდე-ბულს, კერძოდ გ. 1--- გ-------დ წოდებულ პიროვნებას. ამ შემთხვევაში ეს ნიმუში დაემთხვა დნმ-ის იმ ნიშანთვისებებს, რომლის მატარებელია გ. 1--- გ-------. გამოკვ-ლეულ ექსპერტიზაში 1--------- დადგენილ იქნა ნიშანთვისებების ნარევები, რომ-ლებიც სრულყოფილად ემთხვევა პიროვნებას რომელიც ანონიმირებულ იქნა როგორც გ. 1--- გ-------. მოწმის განცხადებით მას დაზუსტებით შეუძლია დაასკვნას, რომ ორი ანაბეჭდი 3------------- ანაბეჭდი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეკუთვნის ბრალდებულ გ. 1--- გ-------დ წოდებულ პიროვნებას. მათ აქვთ ოთხი ანაფხეკის ნიმუში, რომელთა ნიშანთვისებები სრულიად ემთხვევა გ. 1--- გ-------დ წოდებულ პირს, კერძოდ ესენია: 3------------- 3-------------; მოწმემ განმარტა, რომ არ შეიძლება არსებობდეს მსოფლიოს მასშტაბით სხვა პიროვნება, რომელიც დაემთხვევა აღნიშნული გენის მატარებელ პირს, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ნიშანთვისებები რომლებიც სრულყოფილად ემ-თხვევა გ. 1--- გ-------დ წოდებულ პიროვნებას. ეს არის მინიშნება 8------ რომლითაც დადგინდა ბრალდებულ გ. 1--- გ-------დ წოდებული ბიოლოგიური ნიმუში. ექსპერ-ტის წინაშე წებოვანი ლენტები იყო დანომრილი სახით წარდგენილი. ექსპერტის მიერ იყო ოთხი დასკვნა გაცემული. მას ექსპერტიზისთვის მიმართეს 1--------- თარიღით. მას კოდური სახელი გ. 1--- გ------- მიაწოდა პოლიციამ. დაცვის მხარის კითხვაზე ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო მხოლოდ გვამიდან ანაფხეკი ნიმუშები თუ სხვა დამა-ტებით - არაგვამიდან აღებული ნიმუშები. მოწმემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით წარდგენილი ნიმუშები იყო შემთხვევის ადგილიდან და ამ კონკრეტული საქმიდან, თუმცა დაზუსტებით თქმა არ შეუძლია. დაცვის კითხვაზე თუ საიდან შეუძლია დაასკვნას რომ ბრალდებულის დნმ-ის ნიმუში ემთხვევა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ დნმ-ის ნიმუშს, მოწმემ განაცხადა რომ გ. 1--- გ-------- დნმ-ის პროფილი ინტერპოლში დამახსოვრებული იყო. მას კონკრეტული ბიოლოგიური ნიმუში არ ჰქონია, ეს ნიმუში იყო ქაღალდზე დატანილი, კონკრეტულ დოკუმენტის სახით, რომელზეც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია იყო დატანილი. ინტერპოლის მიერ საინფორმაციო ფურცელში მითითებულ მონაცემებში ერთ-ერთი არის გ---–--ე, რომლის სახელი არის გ------- და რომლის მაიდენტიფიცირებელი კოდი არის გ. 1--- გ-------. აღნიშნულ დოკუმენტში სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ ყოფილა. მოწმის განცხა-დებით ექსპერტიზის შედეგები დაემთხვა ინტერპოლის მიერ საინფორ-მაციო ფურცელზე მოწოდებულ ინფორმაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტ დ--------------------------- ადვოკატის შეკითხვაზე - დღეს შეიძლებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარება ა---–----------------- საქმეზე არსებული დნმ-ის ნიმუშებით, განმარტა, რომ ყველა ანაბეჭდის გამოკვლევა შეუძლებელი იყო. ვინაიდან გ--------–- გამოძიება მიმდინარეობდა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლივად შეეხებოდათ როგორც ნ------- ძ-------ეს ასევე გ------- ჩ----ეს. მაგრამ ვინაიდან დაკავებული იყო მხოლოდ ნ------- ძ-------ე, საქმე სასამართლოში განსა-ხილველად წარიმართა მხოლოდ ნ------- ძ-------ის მიმართ, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხებოდა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებათა გამოკვლევა-დადგენა განხორციელდა ასევე ძ-------ის თანამონაწილე გ------- ჩ-----ს მიმართ, რაც დას-ტურდება ნ----------------------- მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალა-ტის მიერ ნ------- ძ-------ის მიმართ დადგენილი განაჩენით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ნ----------------------- მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატის განაჩე-ნით დადგენილი იქნა, რომ პალატამ სრულად გაიზიარა დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნე-ბი და განაჩენში სრულად აისახა ექსპერტთა ჩვენებები, კერძოდ, მითითებულია, რომ ექსპერტმა დოქტორმა მ-------- მ--------- უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტიდან, გამოიკვლია იდენტიფიკაციის ნიმუშები და 277 კვალის სახეობა, რომელიც ნაპოვნი იქნა დაზარალებულის სხეულზე და მის ტანსაცმელზე. თითოეული კვალის გამოკვლევისას შემოწმებული იქნა 16 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მემკვიდრეობით გადამცემი სისტემა და გამოყენებულ იქნა გაწარმოების წესი. შედარე-ბით პოპულაციად გამოყენებულ იქნა ევროპული მოსახლეობა. ზოგადად გამოკვლეულ იქნა მხოლოდ მამაკაცის მიერ დატოვებული ბიოლოგიური მასალა. 3--- ნომრად რეგისტრირებული კვალის (ღამის პერანგის ზურგის არე) გამოკვლევისას გამოიკვეთა მინიმუმ ორი გამომწვევის კვალი. წარმოდგენილი მახასიათებლები ემთხვევა დაზარა-ლებულის და გ------- ჩ-----ს დნმ-ს ნიმუშს. ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება ბიოსტატიკურად აიხსნას ორი ჰიპოთეზა: ჰიპოთეზა 1: 3--- ნომრად რეგის-ტრირებული კვალის (ღამის პერანგის ზურგის არე) გამომწვევი არიან დაზარალებული და გ------- ჩ----ედ დასახელებული პიროვნება. ჰიპოთეზა 2: 3--- ნომრად რეგისტრი-რებული კვალის (ღამის პერანგის ზურგის არე) გამომწვევი არიან დაზარალებული და სხვა უცნობი და მასთან ნათესაურ კავშირში არმყოფი პიროვნება. ევროპელი მოსახ-ლეობისთვის განკუთვნილი სიხშირის ცხრილის საფუძველზე განხორციელებული ბიოსტატიკური შეფასების თანახმად კვალი 3----თვის (ღამის პერანგის ზურგის არე) დადგენილი მახასიათებლების ნარევი 1 მილიარდჯერ უკეთ შეიძლება აიხსნას 1 ჰიპო-თეზით, ვიდრე მე-2 ჰიპოთეზით. აქედან გამომდინარე გ------- ჩ----ე ყოველგვარი დასაბუთებული ეჭვის გარეშე არის იდენტიფიცირებული დასახელებული კვალის გამომწვევად.
ნ----------------------- მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატის განაჩე-ნით ასევე დადგენილი იქნა, რომ ე---–------ნ------------- უნივერსიტეტის სასამართ-ლო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ბ---–-- ჩაატარა დნმ-ის კვალ-თა ექსპერტიზა. თითოეული კვალის გამოკვლევისას შემოწმებული იქნა 16 ერთმანე-თისგან დამოუკიდებელი მემკვიდრეობით გადამცემი სისტემა და გამოყენებულ იქნა ევროპელი მოსახლეობა. კომოდის სახელურზე, კვალი 3,24 აღმოჩენილმა ბიოლოგი-ურმა მასალამ აჩვენა შერეული გენეტიკური მასალის ტიპიური სურათი. ყველა ავტო-სომალურ სისტემაში მოხერხდა აშკარად გამოხატული ძირითადი სიგნალების უფრო სუსტი გვერდითი სიგნალებისაგან გამიჯვნა. მაშინ, როცა ყველა გვერდითი სიგნალი ფაქტიურად გამონაკლისის გარეშე ეკუთვნოდა ა---–---- მ----------, კვალის ძირითადი გამომწვევის დნმ-ის საიდენტიფიკაციო ნიმუში დნმ-ის ანალიზისთვის შეტანილ იქნა ცხრილში. დასახელებული ცხრილი ჯერ კიდევ 17.03.2013 ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა ნ------------- კრიმინალურ პოლიციას. ამ უკანასკნელის ცნობით წარმოდ-გენილი ნიმუშები დნმ-ს ნიმუშთა მონაცემთა ბაზაში დაემთხვა გ------- ჩ-----ს პერსო-ნალურ მონაცემებს. აქედან გამომდინარე ყოველგვარი დასაბუთებული ეჭვის გარეშე გ------- ჩ----ე არის კომოდის სახელურზე დატოვებული კვალის 3--- ბიოლოგიური მასალის მატარებელი. ,,დასაბუთებული ეჭვის გარეშე’’ ნიშნავს, რომ დნმ-ს ეს საიდენ-ტიფიკაციო ნიმუში სტატისტიკურად მხოლოდ ერთხელ არსებობს მსოფლიოს მასშტა-ბით. რადგან კვალის ძირითად კომპონენტად იდენტიფიცირებულ იქნა მხოლოდ ერთი ადამიანის დნმ, აღნიშნული კვალი შეიძლება განიხილოს, როგორც ერთადერთი კვალი.
რაც შეეხება პოლიციის ნივთმტკიცებას 8---- (ბეჭედი შემოსასვლელში), ა---–----------------- ყველა ალელის გარდა იკვეთება გ------- ჩ-----ს ყველა მახასიათებელი. აქედან გამომდინარე იგი ითვლება ბეჭედზე დატოვებული კვალის თანადამტო-ვებლად. ბიოსტატიკური თვალსაზრისით პოლიციის ნივთმტკიცებაზე 8---- (ბეჭედი შემოსასვლელში) შედგენილი ექსპერტიზა ინტერპრეტირებული იქნა შემდეგი ორი ჰიპოთეზის საფუძველზე: ჰიპოთეზა H1: კვალი 8---- (ბეჭედი შემოსასვლელში) შეიცავს ა---–----------------- და გ------- ჩ-----ს დნმ-ის ნარევს. ჰიპოთეზა 2: კვალი 8---- (ბეჭედი შემოსასვლელში) შეიცავს ა---–----------------- და ასევე გ------- ჩ----ესთან ნათესაურ კავშირში არ მყოფი, უცნობი პირის დნმ-ის ნიმუშს. ცენტრალური ევროპის პოპულაციის შედარებისათვის გამოყენების საფუძველზე გამოანგარიშებულ იქნა მაჩვე-ნებელი (Likelihoodquotent) 2,0x1024 რომელიც H1 ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყვე-ლებს. აქედან გამომდინარე 2 კვადრილიონზე მეტია იმის ალბათობა, რომ კვალზე 8---- (ბეჭედი შემოსასვლელში) დატოვებული დნმ ა---–---- მ---------თან ერთად ეკუთვნის ჩ----ეს და არა სხვა უცნობ პიროვნებას. აქედან გამომდინარე ამ კვალის ინტერპრეტი-რება უნდა მოხდეს, როგორც ამ ორივე პიროვნების გენეტიკური მასალის ნარევის.
შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დანაშაულის ადგილას ნაპოვნი 6 დნმ-ის კვალი ეკუთვნოდა ნ------- ძ-------ეს, ხოლო 3 დნმ-ის კვალი - გ------- ჩხეი-ძეს.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საერთო შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- ძ-------ემ და მისმა თანამონაწილე გ------- ჩხეი-ძემ ა---–---- მ---------- დააყაჩაღეს და მოკლეს. მათი დნმ-ის კვალი აღმოჩენილ იქნა იმ ელექტროსადენზე მე-2 კვანძის არეში, რომლითაც დაზარალებულს შეკრული ჰქონდა ხელ-ფეხი. კიდევ ხუთ ადგილას დაზარალებულის მკლავებზე და ფეხებზე ნაპოვნი იქნა ნ------- ძ-------ის დნმ-ის კვალი. გ------- ჩ-----ს დნმ-ის კვალი აღმოჩენილი იქნა ასევე დაზარალებულის ზურგზე, ღამის პერანგზე, კომოდის სახელურზე და შემო-სასვლელში ნაპოვნ ბეჭედზე. დნმ-ის ეს კვლები ცალსახად აიხსნება დანაშაულის უშუა-ლო ასრულებით. დამნაშავეებს დაზარალებულთან არ ჰქონიათ რაიმე კავშირი. არ არ-სებობს სხვანაირი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხვედრილიყო დამნაშავეთა ბიოლოგიური მასალა დაზარალებულის კანზე, მის ზურგზე და მის ხელ-ფეხის შესაკ-რავად გამოყენებულ ნივთებზე.
ნ----------------------- მიწის სასამართლოს სისხლის სამართლის მე-5 პალატის განაჩე-ნით ასევე დადგენილი იქნა, რომ დაზარალებულის სიკვდილთან დაკავშირებით გან-მარტება გააკეთა ექსპერტმა დოქტორ ბ---–--. კერძოდ, მან განმარტა, რომ დაზარალე-ბულის სიკვდილი გამოიწვია ე.წ. გარე (ასფიქსიურმა) გაგუდვამ, რომელიც არ იყო გა-მოწვეული ბუნებრივი გზით. რაც შეეხება დაზარალებულის სიკვდილთან ბრძოლას, ექსპერტმა განმარტა შემდეგი: დადგინდა, რომ სასუნთქი გზების სრულ ბლოკირებას ადგილი არ ჰქონია, რადგან პირის ახვევის მიუხედავად დაზარალებულს ჟანგბადი მიე-წოდებოდა პირის და ცხვირის ღრუს გავლით. პირის ასახვევად გამოყენებულ ქსოვილს არ გამოუწვევია დაზარალებულის გაგუდვა, რადგან იგი არ გადიოდა საძილე არტე-რიაზე. მიუხედავად სასუნთქი გზების თითქმის სრული ბლოკირებისა საბნების და ხალიჩის მეშვეობით და მუცელზე წოლისა, დაზარალებულს მაინც მიეწოდებოდა რა-ღაც რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც დარჩენილი იყო საბანში. თუმცა იმის თქმა, რამ-დენ ხანს ეყო დაზარალებულს ეს დარჩენილი ჟანგბადი, ძნელია. იმის გამო, რომ საბანში დარჩენილი იყო ჰაერი, შეიძლება დაშვებულ იქნას, რომ სიკვდილთან ბრძოლა ასეთ სიტუაციებში იმ დროზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე გაგუდვით სიკვდილის დასადგომად საჭირო 5-7,5 წუთია. მაგრამ, ვინაიდან დაზარალებული იყო საკმაოდ ხანში შესული, სავარაუდოდ მისმა ბრძოლამ სიკვდილთან არ გასტანა 5 წუთზე მეტ ხანს.
მოწმე მ------–-----–--- ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის საქართველოს შს სამი-ნისტროს ი------------------–----------------------------------------------------------------–--- დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. გ------------ გადმოგზავნილი იქნა საქმის მასალები, რის შემდეგაც მათთან დარეგისტრირდა სისხ-ლის სამართლის საქმე გ------- ჩ-----ს მიმართ. მის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორ-მაცია სხვადასხვა უწყებებიდან აღნიშნული პირის შესახებ, კერძოდ, შსს-ს საინფორ-მაციო ცენტრიდან, პრობაციის ეროვნული ბიუროდან და ა.შ. ინფორმაცია შეეხებოდა გ------- ჩ-----ს პიროვნებას, მისი გვარის ცვლილებასთან დაკავშირებულ მონაცემებს. გამოთხოვილი იქნა ასევე ცნობა ნასამართლობის შესახებ, განაჩენები მოცემული პი-როვნების მიმართ, ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ და სხვა. გ------- ჩ-----ს გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ დაბადებით ბრალდებუ-ლი იყო ღ---–--ე, ხოლო შემდეგ იგი გადავიდა მეუღლის გვარზე, რაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი წესით დოკუმენტალურად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დადგენილია, რომ სსგს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ს------- ჩ-----ს და გ------- ღ---–--ის (დაბ. 1--------- წ. საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ჭ----------------–-----–---------) ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1--------- წელს. ქორწინების რეგის-ტრაციის შემდეგ გ------- ღ---–--ემ აირჩია მეუღლის გვარი - ჩ----ე.
საქმეში არსებული, გ------- ჩ-----ს ნასამართლობის ცნობის თანახმად, გ------- ჩ----ე იგივე ღ---–--ე - გასამართლებულია (სს საქმეზე №4704816) 20.08.2004 წელს ჭიათურის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით. გასამართლებულია 21.06.2006 წელს საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 07 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 20.08.2004 წლის განაჩენით დანიშნული სასჯე-ლის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 08 წლით თავისუფლების აღკვეთა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 25.11.2008 წლის დადგენილებით, 21.11.2008 წლის „ამნის-ტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაუნახევრდა 21.06.2006 წლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 07 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 27.11.2009 წლის დადგენილებით, 20.11.2009 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაუნახევრდა 21.06.2006 წლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და 25.11.2008 წლის დადგენილებით განახევრებული სასჯელი და განესაზღვრა 07 წლით და 03 თვით თავისუფლების აღკვეთა (ათვლა 14.12.2005-დან) და სასჯელად განესაზღვრა 03 წელი, 03 თვე და 17 დღე. გასამართლებულია (სს საქმეზე №0--------) 08.02.2010 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 04 წლით, 02 თვით და 05 დღით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.02.2013 წლის განჩინებით, 28.12.2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად გათავისუფლდა 20.08.2004 წლის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პ-ით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 1/4-ით შეუმცირდა 21.06.2006 წლის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პ-ით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 08.02.2010 წლის განაჩენით, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 5 წლით 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (ათვლა 14.12.2005-დან). 30.06.2014-06. 10.2014-დან იძებნება გერმანიის ი----------–-ს მიერ. გასამართლებულია (სს საქმეზე №006280915001) 02.11.2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართვე-ლოს სსკ-ის 273-ე მუხლით და შეეფარდა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქარ-თველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაც-დელი ვადით. სსკ-ის 42-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარი, ამასთან 03 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
საქმეში არსებული, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენ-ტრის (მთავარი სამმართველო) ცენტრის უფროსის მოადგილის /მთავარი სამმართვე-ლოს უფროსის მოადგილე/ - მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ი-----–- ზ---------ს წერილით ირკვევა, რომ მათ ხელთ არსებული კომპიუ-ტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე - გ------- ჩ-----ს (ღ---–--ე) (პ/ნ 1----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2012 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 21 ნოემბრამდე და-ფიქსირდა ს.ს.კ.გ. „სარფის“ და ს.ს.კ.გ. „თბილისის აეროპორტის“ გავლით. 4-------- 5:44 გ------- ღ---–--ე გასვლა უ-------; 5/23/2013 4:20 გ------- ღ---–--ე გასვლა 724 ვარშავა - პოლონეთი; 4/6/2014 3:22 გ------- ღ---–--ე შემოსვლა 462 სტამბოლი - თურქეთი.
მოწმე კ---------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ჩ-----ს ბრალდების საქმეზე მის მიერ განხორციელებულ იქნა გ------- ჩ-----ს დაკავება თბილისში და მისგან აიღო ნიმუშები შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის. 2016 წლის 18 ნოემბერს გვიან ღამით მისთვის ცნობილი გახდა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან წერილის საფუძველზე, რომ მათთან არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკითხად ჰყავდათ გ------- ჩ----ე. ამ პიროვნებაზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება გ--------–- ა---–----------------- განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. აღებული იყო განჩინება თავის დროზე გ------- ჩ-----ს დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ დროისთვის განჩინების მოქმედების ვადაში მისი დაკავება ვერ მოხერხდა. რადგანაც მათთვის ცნობილი იყო გ------- ჩ-----ს ადგილსამყოფელი - იგი სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იმყოფებოდა, ხელმძღვანელობის დავალებით ჯგუფთან ერთად გაემართა თბილისში, სადაც გ------- ჩ----ე მის მიერ დაკავებული იქნა სამინისტროში, მისი გამოკითხვის დასრულებისთანავე. გ------- ჩხე-იძეს დაკავებისთანავე განემარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლება-მოვალეო-ბები. დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ მდგომარეობაში და არანაირი წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, რის შემდეგაც გ------- ჩ----ე გადმოყვანილ იქნა ქ. ქუთაისში. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ თავად გ------- ჩ-----სა და მისი დამცველი ადვოკატის თანხმობით აღებულ იქნა გ------- ჩ-----საგან ბიოლოგიური ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდის ნიმუში. აღნიშნულ საქმეზე მას სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმე-დება არ განუხორციელებია. მოცემული საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო მ----- შ-----–--.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გ------- ჩ----ემ გამოიყენა დუმი-ლის უფლება, ხოლო საბოლოო სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ უდანაშაულოა. მისი განმარტებით, მას შ---–-----–- არანაირი დნმ-ი არ აუღია და რა უნდა შეედარე-ბინათ ან რა ფურცლით ხელმძღვანელობენ, მისთვის გაუგებარია. მან ნებაყოფლობით ჩააბარა დნმ-ს ექსპერტიზის ჩასატარებლად ნიმუში, რომ შედარებულიყო და გარკვეუ-ლიყო სიმართლე. ეს იყო მისი ერთერთი მიზანი, მაგრამ რატომღაც არ შედარდა და ხელმძღვანელობენ რაღაც ფურცლით. ის აბსოლუტურად უდანაშაულოდ ცნობს ყვე-ლაფერში თავს, მას არაფერი არ დაუშავებია და იმედი აქვს სასამართლოს სამართ-ლიანი გადაწყვეტილების.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, 3--- ობიექტი, რომელიც იყო წებოვანი ლენტი და რომელიც აღებულ იქნა დაზარალებულის პერანგისგან ზურგის არეში, რო-მელზედაც აუტო-სომური სისტემით ქსოვილის ნაზავი სავსებით ემთხვევა დაზარა-ლებულისა და გ.1--- გ-------- დნმ-ს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 3--- სინჯის ქსოვილის მინარევი ბილიონზე მეტჯერ უფრო ხარისხიანია, აქედან დასტურდება, რომ სინჯი 3--- ეკუთვნის გ. 1--- გ-------- ბიოლოგიურ ქსოვილს. ასევე სინჯი 8----ზე (ბეჭედი,) ნაპოვნია გ. 1--- გ-------- დნმ-ის კვალი.
კვალზე 8--- (ბეჭედი, ჯაჭვის ნაწილები) ა---–----------------- ალელების გარდა გამოი-კვეთა მემკვიდრეობითი ნივთიერებანი, რომლებიც ეკუთვნის გ. 1--- გ--------. რის გამოც ეს პიროვნება მიჩნეული იქნა, როგორც კვალის მთავარი დამტოვებელი.
შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი 3 დნმ-ის კვალი ეკუთვნის გ------- ჩ----ეს, ეს კვლებია: კვალი 3--- (ღამის პერანგის ზურგის არე), კვალი 3--- (კომოდის სახელურზე დატოვებული კვალი) და კვალი 8--- (ბეჭედი ნაპოვნი შემოსასვლელში), რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გ------- ჩ----ეს უშუალო შემხებლობა ჰქონდა ა---–---- მ---------თან, სხვაგვარად შეუძლებელია აიხს-ნას აღნიშნული ფაქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---–----------------- პირის ასაკრავად და მკლა-ვების შესაბორკად გამოყენებული იყო ქსოვილი, რომელიც წარმოადგენდა ღამის პე-რანგს. გამოკვლევების შედეგების მიხედვით პირის ასაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე გ------- ჩ-----ს დნმ-ის კვალი თერთმეტჯერ დადგინდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა თეთრი ფერის მაგიდის გადასაფარებელი 8--. მასზე ჩატარებული დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ. ჩ-----ს დნმ-ის კვალი ცამეტჯერ იქნა დადგენილი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ყავისფერ ტანისამოსზე 8.3, რომელიც ხელების შესაკრავად იქნა გამოყენებული, მასზე გ. ჩ-----ს დნმ-ი ერთხელ იქნა დადგენილი.
ბრალდებულ გ------- ჩ----ესთან დაკავშირებით გამოკვლევაში, წებოვანი სახვევების ანალიზის შედეგად დადგენილი იქნა დნმ-ის ანაბეჭდები სხეულის შემდეგ არეალებში: ყელის და კისრის არეში (სხეულის უკანა მხარეს) ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; ყვითელი ფერის მაისურზე (უკანა მხარეს) მარცხენა მხართან, ორი დნმ-ის ანაბეჭდი, ხოლო ზურგის არეში, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; მარცხენა იდაყვისა და მკლავის ქვედა ნაწილის არეში, უკანა მხარეს, ორი დნმ-ის ანაბეჭდი; საცვალზე, რომელიც მსხვერპლს ეცვა, (საჯდომის არეში) ორი დნმ-ის ანაბეჭდი; მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარეს, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი; სხეულის წინა მხარეს, ერთი დნმ-ის ანაბეჭდი მარცხენა მკლავის ზედა ნაწილთან, ხოლო ორი დნმ-ის ანაბეჭდი მარცხენა მკლავის ქვედა ნაწილთან; მარჯვენა ბარძაყის ქვედა ნაწილთან, ორი დნმ-ის ანაბეჭდი.
გ------- ჩ-----ს დნმ-ი ნაპოვნია, როგორც ექსპერტმა დ--------------------------- სასა-მართლო სხდომაზე უჩვენა, კვალი 8.1-ზე, ეს არის კნებელის ლურჯი პერანგი, დასახე-ლება 8-----, ეს არის პირში ჩასაჩრელი ჩვრის კვანძი; კვალი 3--- დნმ-ის კვლები წებო-ვანი ლენტზე ზურგის მხარეს ყვითელი მაიკა; კვალი 3---- დნმ-ის კვალი წებოვან ლენ-ტზე, საჯდომის ნაწილი ლურჯი ტრუსი; კვალი 3---- დნმ-ის კვალი წებოვან ლენტზე, მარცხენა უკანა მხარე; კვალი 3-------- მარცხენა ზედა კიდური უკანა მხარე; კვალი 3---- დნმ-ის კვალი წებოვან ლენტზე, მარცხენა ზედა კიდური, წინა მხარე. კვალი 8----- და 8----- (ეს არის ანაფხეკი მაგიდის გადასაფარებლისაგან) დნმ-ის სხვადასხვა ტიპე-ბის ნარევი, რაც ეკუთვნის სულ მცირე 2 ადამიანს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა მდედრობითი სქესის პიროვნების კვალი, მისი ნიშნები ემთხვევა დაზარა-ლებულის მახასიათებლებს. ამას გარდა სახეზეა იმ პიროვნების კვალი, რომელიც საქმის მასალებში მოხსენიებულია, როგორც გ. 1--- გ-------. საუბარია ბრალდებულ გ------- ჩ----ეზე.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილ-დეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების ნაწილში. კერძოდ განაჩენის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებების დამაჯერებლობა გამოი-ხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ ძირითად მტკიცებულებებს წარმოადგენს დნმ-ის ექსპერტიზები, რომელბიც უტყუარობის მაღალი ხარისხით, დასაბუთებული ეჭვის გარეშე ადასტურებენ გ------- ჩ-----ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა დაგმარ კატარინა მარი-ასმა განმარტა, რომ დნმ-ის სტატისტიკური ნიმუში მხოლოდ ერთხელ არსებობს მსოფლიოს მასშტაბით და იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთადერთი კვალი. 2 კვადრილიონზე მეტია ალბათობა იმისა, რომ დატოვებული კვალი ეკუთვნის გ------- ჩ----ეს და არა სხვა უცნობ პიროვნებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ------- ჩ-----ს დნმ-ის კვლე-ბი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იქნა არა ერთ ადგილას. კერძოდ:
– დაზარალებულის პერანგის ზურგის არეში.
– კომოდის სახელურზე.
– შემოსასვლელში ნაპოვნ ბეჭედზე.
– ა---–----------------- პირის ასაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე (ამ ქსოვილზე გიორ-გი ჩ-----ს დნმ-ის კვალი დადგენილი იქნა 11-ჯერ).
– მაგიდის თეთრი ფერის გადასაფარებელზე. (გადასაფარებელზე დნმ-ის კვალი 13-ჯერ იქნა დადგენილი)
– ხელების შესაკრავად გამოყენებულ ყავისფერ ტანისამოსზე (8.3)
– გარდაცვლილის ყელისა და კისრის არეში.
– ყვითელი ფერის მაისურზე (3 დნმ-ის კვალი).
– მარცხენა იდაყვის და მკლავის ქვედა ნაწილის არეში.
– ლურჯი ფერის საცვალზე, რომელიც მსხვერპლს ეცვა.
– მარჯვენა ბარძაყის უკანა მხარეს
– სხეულის წინა მხარეს.
– მარცხენა მკლავის ზედა ნაწილთან.
– მარცხენა მკლავის ქვედა ნაწილთან.
– მარჯვენა ბარძაყის ქვედა ნაწილთან.
– სამზარეულოში, იატაკზე დაგდებული დანის სახელურზე.
– ა---–----------------- კუთვნილ გატეხილ მობილურზე.
დაცვის მხარე ვერანაირ ახსნას ვერ აძლევს საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო გიორ-გი ჩ----ის დნმ-ის კვლები ა---–----------------- საცხვრებელ სახლში სხვადასხვა ნივ-თებზე და თვით გარდაცვლილის სხეულზე.
დაცვის მხარე როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე სასამართლო სხდომაზე წარმოთ-ქმულ დასკვნით სიტყვაში აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევაზე, რომლის მიხედვითაც: „დანა-შაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“ და სწო-რედ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაკითხულიყვნენ ის ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზები შ---–-----–-.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილია გ-------------–-----------------, დანაშაულის ჩადენის დრო – 2013 წლის 22 ივნისი. გამოძიების პროცესში, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია ამავე ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ.
მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება საქართვე-ლოში, გ------------ გადმოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.
მას შემდეგ, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელ-და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ გამოძიების პროცესში მონაწილე პირები, (გამომძიებლები, ექსპერტები, მოწმეები) რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ კონკტერულ საქმესთან გ--------–-, აგრეთვე გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
სასამართლო ყურადღებას მიაცევს იმ გარემოებასაც, რომ ექსპერტმა დ---------------------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში, ადვოკატის შეკითხვბაზე - დღეს შეიძ-ლებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარება ა---–---- მ-----------ს საქმეზე არსებული დნმ-ის ნიმუშებით განმარტა, რომ ყველა ანაბეჭდის გამოკვლევა შეუძლებელი იყო.
დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება უნდა გაამახვილოს არის თუ არა გ. ჩ----ე მკვლელობის თანაამსრულებელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებ-დეს განზრახვით – ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივს, მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს. ამიტომ უნდა დადგინდეს დანა-შაულის ჩადენის მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქმეზე გამოკვლელული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ჩ----ე და ნ. ძინძი-ბაძე მოქმედებდნენ შეთანხმებულად როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ისე მისი ჩადე-ნის შემდეგ. მათ განზრახული ჰქონდათ საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაუ-ლის ჩადენა (სურდათ ა---–----------------- ბინის ქურდობის ჩადენა). დადგენილია, რომ მათ ფარულად შეაღწიეს ა---–----------------- ბინაში და მას შემდეგ, რაც ამ უკანას-კნელს გაეღვიძა, თავიანთი განზრახვის ბოლომდე მიყვანის მიზნით გადაწყვიტეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში ძალადობით ა---–------------------ ყაჩაღური თავდასხმა. ამ მიზნით წააქციეს იატაკზე, შეაბრუნეს სახით ქვემოთ, შეუკრეს ზედა და ქვედა კიდურები ელექტროსადენებით, პირში ჩასჩარეს ჩვარი, რამდენიმე ფენად თავზე დააფარეს საბანი და სხეულზე დამატებით დააფარეს ხალიჩა. იმისათვის, რომ არ მიეცათ მისთვის მცირეოდენი მოძრაობის საშუალებაც კი, კარადასა და საწოლს შორის გასასვლელში, ხალიჩითა და ბალიშებით გაჭედეს მისი სხეული. ა---–---- მ---------ის წინააღმდეგობის დაძლევის პროცესში, მას მიაყენეს დაზიანებები სისხლჩაქცევების, ნაჭდევების, მკერდის ძვლის მხარის ნეკნების მოტეხილობების სახით. მას შემდეგ, რაც განახორციელეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
იმ ფაქტს, რომ გ. ჩ----ე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ა---–----------------- მიმართ განხორციელებულ ყველა ზემოაღწერილ ქმედებაში ადასტურებს ა. მ----------ს ბინაში, სხვადასხვა ნივთებზე და ამ უკანასკნელის სხეულზე, კერძოდ – ხელების შესაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე, პირის ასაკრავად გამოყენებულ ქსოვილზე და სხვა ადგი-ლებში აღმოჩენილი, გ------- ჩ-----ს დნმ-ის კვლები.
ამდენად, უდაოდ დასტურდება, რომ გ------- ჩ----ე მოქმედებდა ერთიანი განზრახ-ვით თანაამსრულებელთან ერად როგორც ყაჩაღური თავდასხმის, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ა---–----------------- მკვლელობისას, (იხ. ამგვარი კატეგო-რიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი №656 აპ-17, 20 თებერვალი, 2018 წელი).
ყოველივე ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გი-ორგი ჩ-----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვთ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვა-ლისწინებით, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი გ------- ჩ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- ჩ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეო-რე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯე-ლის სახელდ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწი-ლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძ-ველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულ-თა ერთობლიობით გ------- ჩ----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ჩ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ------- ჩ----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მო-მენტიდან – 2016 წლის 19 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცება – გ------- ჩ-----ს დაქტილობარათი, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – გ------------ გადმოგზავნილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები და საგნები (სულ 07 ყუთი), რაც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, გადაეგზავნოს ბაიერნის იუსტიციის სამინისტროს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe