განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119003022852
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2468-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ------ გ-------ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

 

ვ-–-------- ჯ-----ე - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ--------------–--------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი ჟ-----–------------.

 

ადვოკატები - გ------- ა-----ე, ლ---- ჯ-----ე

 

კვალიფიკაცია:

ვ-–-------- ჯ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. ბრალდების დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----------------------------------------------------ში გ------– ს-–-----ი შევიდა თავისი ძმის თ------ ს-–-----ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდა ვ-–-------- ჯ-----ე და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ თ------ ს-–-----ის კუთვნილ სანადირო თოფს და მოსთხოვეს ფულადი თანხა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ ვ-–-------- ჯ-----ის ბრალდება მასში, რომ 2019 წლის 02 აპრილს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, გ-–----------------------------------------------------ში გ------– ს-–-----ს თავისი ძმის თ------ ს-–-----ის საცხოვრებელ ბინაში დახვდა ვ-–-------- ჯ-----ე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა თ------ ს-–-----ის კუთვნილ სანადირო თოფს და მოსთხოვა ფულადი თანხა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის

საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით,ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად.

 

3.1. დაზარალებულმა გ------– ს-–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი ძმა თ------ ს-–-----ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ბინა არის დაკეტილი, რომელსაც გ------– ს-–-----ი აკითხავს. 2019 წლის 2 აპრილს მივიდა ძმის თ------ ს-–-----ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თბილისი, გ-–------------------------------------------------------, რა დროსაც კარის საკეტი დახვდა დაზიანებული, სახლში შესვლისას დახვდა სამი პიროვნება, საძინებელში იყო მაღალი პიროვნება, ,,ლუსტრას’’ წვდებოდა; კომპიუტერის ,,შნურით’’ გაუკრეს ხელები, პირდაღმა დააწვინეს იატაკზე, თავზე გადააფარეს ადიელა, რის გამოც სუნთქვა უჭირდა, დაუწყეს ცემა, სთხოვდნენ სეიფის გასაღებს. სეიფი იყო საძინებელში, რომლის შესახებაც გ------– ს-–-----მა არ იცოდა; მოსთხოვეს ათასი დოლარი, ს-–-----ი სთხოვდა გაეშვათ, იშოვიდა და მიუტანდა ათას დოლარს. ამის შემდეგ, დაახლოებით ათი წუთი იყო სიჩუმე, ამ დროს ბინაში შევიდა მეზობლად, მ------- სართულზე მცხოვრები მდგმური მ-------ი, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. გ------– ს-–-----ის განმარტებით, თავდამსხმელებმა ბინაში დაჭრეს ავეჯი, გატეხეს გამათბობელი და გამწოვი, ტუალეტის ,,ბაჩოკი’’, თუ რას ეძებდნენ მისთვის უცნობია, მას სთხოვდნენ ფულს. მან ერთი წამით დაინახა მაღალი ბიჭი, კაპიშონით, რომელიც გადმოხტა საწოლიდან, მას ჰქონდა წვერი, პირდაპირი წარბები, სუფთად, ლამაზად ჩაცმული იყო, შემდეგში ფოტოსურათით ამოიცნო. ყაჩაღობის შედეგად ბინიდან წაღებულ იქნა მისი ძმის კუთვნილი სანადირო თოფი. პოლიციის თანამშრომლებმა აჩვენეს კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ სამი პიროვნება რვა საათზე შევიდა შენობაში, ერთი მაღალი გამოვიდა, 2 უკან მანქანაში ჩაჯდა. მაღალი პიროვნება, რომელიც იყო ბინაში მან კამერებში ნანახსაც მიამსგავსა. გ------– ს-–-----ის განმარტებით, კამერების ნახვის შემდეგ ჩაატარეს ფოტოსურათით ამოცნობა, წარუდგინეს 3 თუ 4 ფოტო, მაღალი პიროვნება ცოტათი გავდა. არის თუ არა ის პიროვნება დარბაზში არ იცის.

 

3.2. გ------– ს-–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------, რომლის თანახმად 03.04.2019 წ. მოქალაქე გ------– ს-–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით/დაზიანებების ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი შემოწმების მონაცემებში/. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3.3. დაზარალებულმა თ------ ს-–-----მა დაკითხვისას დაადასტურა, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ. 2019 წლის 2 აპრილს ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად წაღებულ იქნა ბიძამისზე გაფორმებული სანადირო თოფი, რომელიც იდო სტუმრების ლოგინზე, ლეიბების ქვეშ, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

 

3.4. თოფის სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, აღნიშნული თოფი არის ,,ტულა 2---“ , 16 კალიბრიანი.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ------- ფ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 2 აპრილს სამსხურიდან დაბრუნდა დაახლოებით 12-ის ნახევარზე, ხელის დასაბანად საპირფარეშოში შესულმა ნახა, რომ ზედა სართულიდან ჩამოდიოდა წყალი. ბინაში ასულს კარი დახვდა შეღებული, სახლი მთლიანად იყო არეული. გ------– ს-–-----მა, რომელიც იყო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში, უთხრა, რომ დააყაჩაღა სამმა პირმა. მ------- ფ-----ემ გადაკეტა წყალი აბაზანაში და დარეკა პოლიციაში. სასწრაფოს მოსვლამდე გ------– ს-–-----ისგან შეიტყო, რომ სახლში მისულს საკეტი დახვდა გატეხილი, კარის შეღებისას ბინაში შეათრია სამმა პირმა, დააბეს, დააფარეს ადიელა და სცემს, ხელებზე ჰქონდა ნაჭდევები, ტუჩი-გახეთქილი, დაზარალებულისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები სთხოვდნენ 1000 დოლარს და ოქროს, ვინც ფულს ითხოვდა იყო დაბალი, ხოლო ორი პირი იყო მაღალი.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–----------- განყოფილების უფროსმა დეტექტივმა ა---------– დ---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 3 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ 2019 წლის 2 აპრილს გ-–----------------------------------–---------------–------------ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონდეს 1--- წელს დაბადებულ ვ-–-------- ჯ-----ეს მცხოვრები: თბილისში ჟ-----–------------; 1--- წელს დაბადებულ დ----- გ--------ს - მცხოვრები: ა----–-, წ-------–---------------ში და 1--- წელს დაბადებულ გ------- ნ--------ეს - მცხოვრები: მ-----------------------------------------------------------ში. ამასთან, გ------- ნ--------ე და დ----- გ--------ი თავიანთ საცხოვრებელ ბინებში ინახავდნენ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთებს, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–----------- განყოფილების თანამშრომელმა გ------- ქ------მ განმარტა, რომ 2019 წლის 4 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ-–----------------------------------–---------------------------ში მცხოვრებ გ------– ს-–-----ის ბინის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები - გ------- ნ--------ე, დ----- გ--------ი და ვ-–-------- ჯ-----ე იმყოფებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–----------- განყოფილების თანამშრომელმა მ------ ქ-----მ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რ----– გ--------–---–ის სახლში ინახებოდა ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შს------------------–-----------–---------------------–------------ განყოფილების დეტექტივმა გ---- კ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 4 აპრილს პირადი კონტაქტისაგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ------– ს-–-----ის ბინის ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს 1--- წელს დაბადებული გ----------–--------------------ში მცხოვრები ო----- მ-------–--ი. ინფორმაცია პატაკით ეცნობა ხელმძღვანელობას.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შ-----–-----------–--------------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–- კ-----–---მა განმარტა, რომ გ-–-----------–--------------- განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება გ------– ს-–-----ის ბინაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე. 2019 წლის 4 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ა-----------–---–-------------ში ზ------ მ------–---–ის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთები, ინფორმაცია პატაკით მოხსენდა ხელმძღვანელობას.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------- განყოფილების თანამშრომელმა გ------- მ----–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ------– ს-–-----ის საცხოვრებელი ბინის ყაჩაღობის ფაქტზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გაჩხრიკა ბინა. ამოიღეს ვიდეოჩანაწერები, ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ერთ-ერთ მაღაზიაში ნანახი იქნა თუ როგორ ყიდულობდნენ სავარაუდო ეჭვმიტანილები სახრახნისებს, რის შემდეგაც ხელმეორედ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა დაახლოებით 7 ან 8 სახრახნისი. გაჩხრეკილ, იქნა გ--------ის ბინა ა----–-ში, ჟ-----–ის ქუჩაზე გაიჩხრიკა ნ---- კ-------ის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც არაფერი ამოღებულა, ლ--------ს დასახლებაში გაჩხრიკეს გ--------–---–ის ბინა, საიდანაც ამოღებულ იქნა ხუთი ძირი მარიხუანა. დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა ტრანსპორტის მოძრაობა მ------- და მ------ მ--------------ბს შორის. წ-------ის მიმდებარედ საავტომობილო მაგისტრალზე ამოღებულ იქნა ნ---- კ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა - შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგი“. მის მიერ ა-–-----ის ქუჩაზე, დასახლებაში მოხდა ვ-–-------- ჯ-----ის დაკავება.

 

3.12. მოწმე ს----- მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-–-----------–--------------------–----------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------–---მა განმარტა, რომ 2019 წლის 9 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2019 წლის 2 აპრილს გ-–----ის მ------ მ-------------------–---------------------------ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს მ-------------------------------------------------------------------ში მცხოვრები ვ-–- ო------–---–ი.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ-–- ო------–---–მა განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი, 2019 წლის 2 აპრილს გაჩერებული იყო ქ. თბილისში, მ------–--------------------------–------------------ს მიმდებარედ, დაახლოებით, ცხრის ნახევარზე მანქანაში ჩაუჯდა სამი პიროვნება, რომლებიც წაიყვანა გ-–----ში, მ------ მ-------------–-----–----- კორპუსთან, ორი პიროვნება ჩავიდა მანქანიდან, ხოლო დარჩენილი ერთი პირი მიიყვანა ს--------ში, ,,პ-–-----------------თან“ 150 მეტრში. პიროვნება, რომელიც წინ იჯდა იყო წვერით, საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, პიროვნება ამოიცნო წვერით.

 

3.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ-–- ო------–---–ის თანხმობით გავიდნენ შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, გაემართნენ მ----------------------------------------- კორპუსის მიმდებარედ, სადაც საავტომობილო გზის ნაპირზე მიუთითა ის ადგილი, სადაც იდგა 2019 წლის 02 აპრილს და ჩაუჯდა სამი მამაკაცი, აღნიშნულის შემდეგ ვ-–- ო------–---–ის მითითებით გაემართნენ გ-–----ის მიმართულებით, გაიარეს მეტრო ,,ა-------–------------ი“, ხ------–---–ის ქუჩა, ავიდნენ მ--------------ში, გადავიდნენ ხ------–---–ის ქუჩაზე და შევიდნენ მ----------------------ებს შორის გამავალ გზაზე, სადაც შეუხვიეს ხელმარჯვნივ, მივიდნენ მ--- კორპუსთან, კერძოდ, კორპუსის უკანა მხარეს მიუთითა ის ადგილი, სადაც ორი მგზავრი ჩამოსვა და ერთი წაიყვანა უკან, მისივე მითითებით წავიდნენ ხ------–---–ის ქუჩით და გაემართნენ ს--------ში, ჩ-----–ის ქუჩის მიმართულებით, სადაც ვ-–- ო------–---–ის მითითებით გაცდნენ ,,პ-–---------------ის“ ჩასახვევს და გაჩერდნენ ჩ-----–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ, სადაც მიუთითა ის ადგილი, სადაც დატოვა მესამე მგზავრი, რომელმაც გადაუხადა 10(ათი) ლარი.

 

3.16. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ-–- ო------–---–მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც ორ სხვა პიროვნებასთან ერთად 2019 წლის 2 აპრილს მიიყვანა გ-–----ში, ხოლო აღნიშნული პიროვნება შემდეგ მიიყვანა ს--------ში, ჩ-----–ის ქუჩაზე და დატოვა, ამომცნობმა პირმა ვ-–- ო------–---–მა N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო მრგვალი პირისახის მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, წარბებით, ასევე საერთო ვიზუალური იერით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება არის ვ-–-------- ჯ-----ე.

 

3.17. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა გ------– ს-–-----მა ამოცნობის დაწყების წინ აღნიშნა, რომ 2019 წლის 02 აპრილს დაახლოებით 11:30 საათზე მივიდა თავისი ძმის თ------ ს-–-----ის ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, გ-–----ის მ------------------------------------------ში, სადაც დახვდა სამი მამაკაცი, რომლებმაც შეუკრეს ხელები, მოსთხოვეს ფულადი თანხა და სეიფის ადგილმდებარეობა, ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი იყო დაახლოებით 40 წლამდე, საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, სახეზე პატარა ზომის წვერით, რომელიც ნიკაპზე ქონდა შეჭაღარავებული, თმაც ჰქონდა შეჭაღარავებული, სწორი საშუალო ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები, საშუალო სიხშირის მუქი ფერის წარბები, გ------– ს-–-----მა წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც ერთ-ერთი არის იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც 2019 წლის 2 აპრილს შეუკრეს ხელები, სთხოვდნენ ფულს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამომცნობმა პირმა გ------– ს-–-----მა N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო სახის ფორმით და მოყვანილობით, ცხვირით, ტუჩებით, წარბების ფერით, წვერით და თმით, ასევე საერთო ვიზუალური იერით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება არის ვ-–-------- ჯ-----ე.

 

3.18. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი კრიმინალისტიკური (ფოტო-პორტრეტული) ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ორივე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებზე (ასლები) გამოსახული პიროვნებები მკვეთრად განსხვავებულები არიან. კრიმინალისტიკური თვალსაზრისით (მეთოდურად) ფოტოსურათით პიროვნების ამოცნობა უნდა ჩატარებულიყო დასკვნით კვლევით ნაწილში აღწერილი პირობით.

3.18.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ---------მ.

 

3.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ----------ემ განმარტა, რომ ბრალდებული ვ-–-------- ჯ-----ე არის მისი შვილის ნ---- კ-------ის მეუღლე. 2019 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა სახლში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციელებმა ამოიღეს კბილის ჯაგრისები. ჩხრეკის ოქმი პოლიციელებმა წაუკითხეს, რადგან მას არ ჰქონდა სათვალე.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ---- კ-------მა, რომელიც არის ვ-–-------- ჯ-----ის მეუღლე, ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მისი მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

3.21. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ-–-------- ჯ-----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ აქვს ორი პატარა საოჯახო სასტუმრო და ყავდა ოთხი მანქანა: ორი მიცუბიში ,,დელიკა“, 1 ,,ფოლცვაგენის’’ ჯიპი და 1 ,,ტოიოტა პრიუსი’’. ტურისტული სეზონის დაწყებამდე, აპრილის თვეში, არემონტებდა მანქანებს, ეძებდა მანქანის ნაწილებს და საბურავებს, რომ ტურისტები უსაფრთხოდ ეტარებინა. 2 აპრილს დილიდან წავიდა ჯიპით, ჩაასხა ბენზინი, ხელოსანს შეახედა, რაღაც ნაწილი ჰქონდა შესაცვლელი, გავიდა მანქანის ნაწილებზე, შუადღისას დაახლოებით პირველი საათისთვის წავიდა მეგობართან ო----- მ-------–--თან ერთად ფ-------–-ში, საბურავების საყიდლად, იყვნენ ვ-–-------- ჯ-----ის ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსით’’. რადგან, რაც მათ სურდათ ვერ იშოვა, ო-----ი დატოვა ადგილზე, ხოლო თვითონ კვლავ მოძრაობდა, იყო ე-–----ზე, შემდეგ ფ-------ზე, დღის მეორე ნახევარში, ისევ ო-----ს გაუარა, რის შემდეგაც დაიშალნენ. შემდეგ წავიდა ძ-----------ში მამათა მონასტერში, როდესაც ბრუნდებოდა, დაურეკა მეუღლემ და აცნობა, რომ ეძებდა პოლიცია, თბილისში ჩამოსული დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც დაურეკა გამომძიებელს და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს 11-დან 12 საათამდე ადვოკატთან ერთად მივიდოდა პოლიციის განყოფილებაში. დილით მეუღლესთან ერთად მიდიოდა ადვოკატთან, პოლიციაში გამოსაცხადებლად, რა დროსაც დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში აცნობეს მომხდარის შესახებ და სთხოვდნენ ბრალის აღიარებას. გ------- ნ--------ესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

 

3.22. 2019 წლის 2 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში გ-–---------------------------------------------------ში. დასათვალიერებელი ობიექტი წარმოადგენს გ------– ს-–-----ის მფლობელობაში არსებულ ბინას, რომელიც განთავსებულია 9 სართულიანი ჩეხური პროექტის, მ----------------------------------–ზე ლიფტიდან ხელმარცხნივ. ბინა არის ოთხოთახიანი, შესასვლელი კარის, ქვედა მრგვალი სახელურიანი საკეტი დაზიანებულია, საკეტის გულა შიგნით არის ჩაჭედილი, ენა გამოშვერი-–--, გვერდებზე ემჩნევა ნაჭდევები და დაზიანებები. აღნიშნული ბინას მოპირდაპირედ განთავსებულია ბინა N---ის კარი, რომლის სათვალთვალოზე გარედან მიკრულია თეთრი ფერის ქაღალდის პატარა ნაგლეჯი, დასათვალიერებელ ბინაში ოთახები არეული იყო და ნივთები გადმოყრილი და გადაადგილებული. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, კერძოდ, მისაღებ ოთახში კარადის წინ დაფენილ ხალიჩის ზედაპირიდან, N2 საძინებელ ოთახში კარადის წინ იატაკზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, ე.წ ლოჯში გაზის გამათბობლის წინ თავზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, აღებული იქნა სუნის კვლის ნიმუშები; შემთხვევის ადგილიდან გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩავიდა კიბეებით, გავიდა სადარბაზოდან და გაჩერდა; შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ხელის კვლები; ბინა N-- -ის სათვალთვალოდან ამოღებული იქნა ქაღალდის ნახევი; მისაღებ ოთახიდან ე.წ გორკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დოკუმენტაცია, ელექტროგამტარებლის სადენი მოწყვეტილი თავით; ბინის კარის საკეტიდან ამოღებულ იქნა გულის შიდა მხარე, ასევე ამოღებულ იქნა ინსტრუმენტი ე.წ. ,,სტამესკა’’, ორი ცალი ქანჩი, ერთი ცალი ოვალური ფორმის ლითონის ყუთი, ერთი ცალი ლითონის თარო; N2 საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მონადირის ბილეთი და იარაღის ტარების ნებართვა გაცემული ა------- ს-–-----ზე. აბაზანიდან ამოღებული იქნა მომწვანო სათლი.

 

3.23. 2019 წლის 9 აპრილის საცხოვრებელი ბინის განმეორებით დათვალიერების ოქმის თანახმად, საქმის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, კერძოდ, სახრახნისების, ბრტყელტუჩების და ქანჩების მოძიების მიზნით დაიგეგმა შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება, შემთხვევის ადგილიდან მდებარე ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------------ში შესასვლელი ოთახიდან, ხელმარცხნივ ტუმბოიანი სკამის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 2 (ორი) ცალი სახრახნისი, შესასველიდან ხელმარცხნივ მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მოყვითალო ფერის პლასტმასის ტარიანი სახრახნისი, ასევე შესასვლელი ოთახში არსებული პლასტმასის ყუთიდან ამოღებულ იქნა 4 (ოთხი) ცალი ყვითელ და შავ ფერებში გაწყობილი სახრახნისი, N2 საძინებელში არსებული ლოგინის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა შავ და წითელ ფერებში გაწყობილი რეზინის ტარიანი მეტალის თავით რეგულირებადი ქანჩი და ყვითელი და შავ ფერებში გაწყობილი სახრახნისი.

 

3.24. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ---- კ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ------- მ----–--ემ.

 

3.25. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1--------–ის N----------- განჩინების საფუძველზე ჩატარდა ქ. თბილისი, ჟ-----–ის ქ. N---ში მდებარე ვ-–-------- ჯ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, სააბაზანო ოთახში ხელსაბანის თავზე დამაგრებული ჩასაწყობი სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი მოვარდისფრო ფერის კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი სტაფილოსფერი ჯაგრისი, ასევე ხელსაბანის თავზე დამაგრებული სარკის წინ დასადებიდან ამოღებულ იქნა ,,Gillette-ს ფირმის წვერის საპარსი. სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ან კანონსაწინააღმდეგო ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

3.26. გ------- ნ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 4 აპრილს ქ. თბილისი, მ----------------–-----------------------------------------------------ში გ------- ნ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის პლასტმასის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია შავი პისტოლეტისმაგვარი საგანი, ორი ცალი მჭიდით, ორი ცალი ქურთუკი, რუხი ფერის ე.წ. ,,ბენდენა“, 1 წყვილი სპორტული ფახსაცმელი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვა არაფერი ყოფილა.

 

3.27 დ----- გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ა----–----------–--------------–-------–--------------ში საცხოვრებელი სახლისა და სახლის უკან არსებულ სათავსოს ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

3.27.1. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ------- მ----–--ემ.

 

3.28.ზ------ მ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში ა----–----------–----------------–---–------------ში ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იქნა აღმოჩენილი და ამოღებული.

 

3.29. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-----–- გ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისი, ნ----–----------------------------------------ში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალ მუყაოს ერთჯერად ჭიქაში ჩარგული მომწვანო ფერის მცენარე, რომელზედაც ი-----–- გ--------–---–მა განაცხადა, რომ ამოღებული ხუთი ძირი მცენარე არის მარიხუანა, რომელიც დათესა და ზრდიდა.

3.29.1.ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- მ----–--ემ

 

3.30. 2019 წლის 2 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, მ–----------------------–------------–----–--ის საავტომობილო გზის 3--- კილომეტრზე სოფ. წ-------ის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე დგას შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილი სახ.ნომრით B--------, რომელიც მოთავსდა ევაკუატორზე და გადაყვანილ იქნა ქ. თბილისი, გ-------–---–--------------ში შსს გ-–-----------–--------------------–--- ავტოსადგომზე.

3.30.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა შსს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გ------- მ----–--ემ.

 

3.31. ავტომობილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, გ-------–---–--------------ში არსებული შსს გ-–-----------–--------------------–--- ავტოსადგომზე გაჩერებული შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილი სახ. ნომრით B-------. ავტომობილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, დაქტილოფირით მიკრონაწილაკები 16 დ/ფირზე, ავტომობილის საბარგულში ნანახი იქნა მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, ასევე ავტომობილი დამუშავებულ იქნა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ რაიმე სახის კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

3.32. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ჩანაწერები, რომლებშიც დაფიქსირებულია დანაშაულის ჩადენის შემდეგ ვ-–-------- ჯ-----ის დედის - მ------------ის, სიდედრის - ნ----------ის, მეუღლის - ნ---- კ-------ისა და სხვა პირთა შორის საუბრები, რომლებიც ეხება ვ-–-------- ჯ-----ის ბრალდებასთან დაკავშირებით მათთვის სხვადასხვა პირებიდან გაგებულ ინფორმაციას.

 

3.33.დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1--------–ს დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი გ-–----ი მ----------–-----–-------------ში მდებარე შპს „მ--------–-–---–ის“ აფთიაქი ,,3----’-დან ამოღებული 2019 წლის 02 აპრილის 07:00 საათიდან 14:00 საათამდე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერის დროით 10:12:45 საათზე გ-–----ის მ---------------------------------ებს შორის ჩამოდის შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნომრის მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლო ჩანს Z-, ავტომობილი ჩამოდის შ-----–--ს ქუჩაზე, გაივლის რამოდენიმე მეტრს და ჩერდება მ-------- -ს მხარეს საავტომობილო გზაზე, საიდანაც რამოდენიმე წამში გამოდის მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი. ავტომობილიდან გამოსვლის შემდგომ იგი გადაკვეთს საავტომობილო გზას და ისევ მიემართება გ-–----ის მ--------------ს მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზაზე, საიდანაც მანამდე ჩამოვიდა ავტომობილით, გზის გადაკვეთის შემდგომ იგი გადის კამერის ხედვის არეალიდან. 2019 წლის 02 გზის აპრილს 10:32:00 საათამდე ავტომობილთან არც არავინ მიდის არც იქიდან არავინ არ გამოდის, 10:32:21 საათზე კამერის ხედვის არეალში შემოდის იგივე პიროვნება, რომელიც მანამდე ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილიდან გავიდა და წავიდა და მ--------------საკენ. მას თავზე უკვე აფარია კაპიშონი, მასთან ერთად იმყოფება მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი. ორივე მათგანი გამოდის მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიიდან სირბილით გადმოკვეთავენ გზას, ჩასხდებიან ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ მარკის ავტომობილში და ავტომობილით მიემართებიან შ-----–--ს ქუჩიდან მ-----–---------ის ქუჩისაკენ. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 10:39:47 საათზე.

 

3.34. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ი-----–- დ--------ის მიერ დათვალიერებულ იქნა ნივთმტკიცებად ამოღებული კომპიუტერული დისკი, მასზე არსებული ქ. თბილისი, გ-–----ი, ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე ,,ა-----ის“ აფთიაქის ვიდეოჩანაწერები. საქაღალდეში აღმოჩნდა ორი ვიდეოფაილი, რომლებიც თარიღდება 2019 წლის 02 აპრილით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს ქალაქი თბილისი, გ-–----ი, ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე ,,ა-----ის“ აფთიაქის წინ გამავალი საავტომობილო გზა, სადაც 10:21:09 სთ-ზე ხ------–---–ის ქუჩიდან კადრში შემოდის საავტომობილო გზაზე მიმავალი შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრაობს თ-----------------–--–-ს მიმართულებით, იგი სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალიდან გადის 10:21:13 სთ-ზე.

 

3.35. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ-----------------–--–- N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები, დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილები, თარიღდება 02.04.2019 წლით. კადრში ჩანს თ-----------------–--–- N---ის წინ გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა, სადაც 10:59:15 საათზე გ-–----ის მ--------------დან გამოდის შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრაობას აგრძელებს საავტომობილო გზაზე ვიდეოკადრში ხელმარცხნივ. იგი გაივლის N-- საცხოვრებელი სახლის წინ და ჩერდება N----- სკოლის წინ, საავტომობილო გზის კიდესთან, რა დროსაც ა/ მანქანიდან გადმოდის მუქ სამოსში ჩაცმული მამაკაცი, კვეთავს გზას და შედის 10:59:59 საათზე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საყოფაცხოვრებო (სამშენებლო) ინვენტარის მაღაზია ,,ლ------ში“, საიდანაც უკან გამოდის 11:03:50 საათზე, რის შემდეგაც ხსენებული პიროვნება მიდის ისევ შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანასთან, ჯდება მასში, რის შემდეგაც ა/მანქანა კვეთავს საავტომობილო გზას, ბრუნდება და შედის ისევ მ--------------სკენ მიმავალში 11:04:32 საათზე.

 

3.36. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა კომპიუტერულ დისკზე ჩაწერილი ქ. თბილისი, თ------ის გ-------–--–-----ში განთავსებული შპს ,,ლ------ის“ სამშენებლო მასალების მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერები. ვიდეოფაილი თარიღდება 02.04.2019 წლით. 10:40:13 სთ-ზე კადრში ჩანს შავი ფერის ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანა, რომელიც ჩერდება მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, საიდანაც გადმოდის დაახლოებით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც 10:40:29 საათზე შედის სამშენებლო პროდუქციის მაღაზიაში, მიდის კამერის ხედვის არეალიდან ხელმარცხნივ. მამაკაცი არის საშუალო აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, აქვს მოკლედ შეჭრილი ჭაღარაშერეული თმა და მოზრდილი ჭაღარაშერეული წვერი, მუქი ფერის წარბები, პიროვნებას აცვია შავი ფერის ე.წ. ,,დუტის“ ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი, შუბლზე აწეული აქვს სათვალე, მაღაზიაში შესულ პიროვნებას თავზე წამოფარებული აქვს ქურთუკის კაპიშონი, რომელსაც იხდის მაღაზიაში შესული. თაროებთან მისული 10:41:17 სთ-ზე იღებს თაროდან ქანჩს, ასევე იღებს თაროდან ლურჯი ფერის ტარის მქონე სახრახნისს. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი მიდის კამერასთან ახლოს, სალაროსთან, რა დროსაც მას მარცხენა ხელში უჭირავს მოვერცხლისფრო ფერის მქონე შავი ტარის მქონე ქანჩი, ხოლო მარჯვენა ხელში უჭირავს ლურჯტარიანი სახრახნისი, სალაროს გვერდით დახლთან პიროვნება აბრუნებს ლურჯტარიან სახრახნისს და კონსულტანტისგან იღებს შედარებით მოზრდილ სახრახნისს, რომელსაც ყვითელი და შავი ფერებით გაწყობილი პირი აქვს მოვერცხლისფრო ფერის. სახრახნისს პირზე (წვეროზე) წამოცმული აქვს ყვითელი ფერის პლასტმასი, რომელსაც ხსნის პიროვნება და ამოწმებს სახრახნისს. ამის შემდეგ პიროვნება იხდის სახრახნისისა და ქანჩის ღირებულებას, რომლებსაც იდებს ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში და გადის მაღაზიიდან 10:44:16 სთ-ზე. მაღაზიიდან გასული მამაკაცი მიდის გაჩერებულ ,,ვოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკის ა/მანქანასთან და ჯდება მასში, რის შემდეგაც 10:44:45 სთ-ზე იძვრება ავტომანქანა გადმოჭრის გზას, ბრუნდება და მიდის სოფელი გ-–----ის მიმართულებით.

 

3.37. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, გ-–----ის მ--------------ს მ--- კორპუსის უკან მდებარე ე.წ. ,,ა---–-------ის“ ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები, პირველი ჩანაწერი იწყება 09:00 საათზე, კადრში ჩანს გ-–----ის მ--------------ს მ--- კორპუსის უკანა მხარე და პარკის ნაწილი, კორპუსების უკანა მხარეს ჩანს მე-4 და მე-5 სადარბაზოს შესასვლელი. კადრში ჩანს როგორ მოძრაობს ხალხი პარკში, ასევე კორპუსის უკანა მხარეს საავტომობილო გზა, სადაც მოძრაობს მანქანები. 09:08:05სთ-ზე კადრში ჩნდება შავი ფერის ა/ მანქანა, რომელიც ჩერდება, მანქანის უკანა მხრიდან ჩამოდის ორი პიროვნება, კერძოდ მარცხენა კარიდან ჩამოდის პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მომწვანო ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ბოტასები, სახეზე უკეთია მოთეთრო ფერის სამედიცინო ნიღაბი; მარჯვენა კარიდან ჩამოდის პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თავზე ახურავს შავი ფერის ქუდი, აღნიშნულ პიროვნებას ხელში უჭირავს მოთეთრო ფერის დიდი ზომის პარკი, აღნიშნული პიროვნებები სწრაფი ნაბიჯით შედიან მე-5 სადარბაზოში, ხოლო ა/მანქანა მიდის. 09:08:30 საათზე აღნიშნული პიროვნებები გამოდიან მე-5 სადარბაზოდან გაივლიან კორპუსის უკან და შედიან 09:08:43 სთ-ზე მე-4 სადარბაზოში 09:11:40 სთ-ზე გამოდიან მე-4 სადარბაზოდან ბრუნდებიან უკან და შედიან მე-5 სადარბაზოში, 09:18:56 ისევ გამოდიან სადარბაზოდან მიდიან მე-4 სადარბაზოში და შედიან შიგნით, 09:22:19 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან პირველი სადარბაზოს მიმართულებით და გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან პირველი სადარბაზოს მიმართულებით და გადიან კადრიდან, 09:31:00 სთ-ზე ისევ ჩნდებიან კადრში, გაივლიან კორპუსების უკანა მხარეს და 09:31:18 სთ-ზე გადიან კადრიდან, 09:38:37 საათზე ჩნდებიან ისევ კადრში, მიდიან მე-4 სადარბაზოსთან და 09:35:50 სთ-ზე შედიან სადარბაზოში. 09:59:38 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მიდიან მე-5 სადარბაზოს მიმართულებით და 10:00 სთ-ზე გადიან კადრიდან, 10:01:35 სთ-ზე ერთი მათგანი, რომელსაც აცვია მომწვანო ფერის შარვალი და ლურჯი სპორტული ფეხსაცმელი ჩნდება კადრში, მიდის მე-4 სადარბაზოსთან და შედის შიგნით ჩანაწერი მთავრდება 10:03:00 სთ-ზე. მეორე ჩანაწერი იწყება 10:05:სთ-ზე. 10:06:15 სთ-ზე აღნიშნული პიროვნება, რომელიც შევიდა მე-4 სადარბაზოში, გამოდის და მიდის მე-5 სადარბაზოს მიმართულებით10:17:35 საათზე ორივე მათგანი ჩნდება კადრში, რომლებიც შედიან მე-4 სადარბაზოში 10:30 სთ-ზე გამოდიან სადარბაზოდან, მათ ხელში აღარ უჭირავთ არაფერი და 10:30:30 გადიან კადრიდან 10:52 სთ-ზე ჩნდებიან კადრში, მიდიან მე-4 სადარბაზოსთან და შედიან შიგნით.

3.37.1. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია არ დაემთხვა ვიდეოჩანაწერში არსებულ ინფორმაციას.

 

3.38. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს N------- განჩინების საფუძველზე N- პენიტენციურ დაწესებულებაში ვ-–-------- ჯ-----ისგან, ნერწყვის ნიმუშის აღება მოხდა იძულებით, გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

3.39. დაქტილოსკოპირების (ხელის კვლების) ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს N------- განჩინების საფუძველზე N- პენიტენციურ დაწესებულებაში ვ-–-------- ჯ-----ისგან მოხდა ხელის კვალის (დაქტილოსკოპირება) აღება, რა დროს გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

3.40. სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 23 მაისს N- პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ ვ-–-------- ჯ-----ისგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2-------ს N------- განჩინების საფუძველზე მოხდა ექსპერტის მიერ სუნის ნიმუშის აღება, რა დროსაც გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ზომა.

 

3.41. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N--------- თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გ-–----ის მ----------------------------------------- -ში ჯგუფურად განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ვ-–-------- ლ----ის ძე ჯ-----ისაგან (დაბ. 1--------- წ. პ/ნ 0----------) აღებული სუნის ნიმუშის.

 

3.42. დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორ ცალ ფაილზე და სამონადირეო ბარათზე გამოვლინდა დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების ზედდების და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. სატეხზე, ორ ცალ ქანჩზე, ლითონის კოლოფზე, ლითონის ფირფიტაზე, სათლზე, ელ.დამაგრძელებლებზე და თაბახის ფურცლებზე ხელის კვალი დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა.

 

3.43. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვ-–-------- ლ----ის ძე ჯ-----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

2. სს N------------ საქმეზე ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი N1 და N2 (იხ.დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N------- 1-----2019 წლის შესრულებული უფროსი ექსპერტის - თ----------ის მიერ) არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვ-–-------- ლ----ის ძე ჯ-----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდებისა.

3.ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - 1--------- წელს დაბადებული ვ-–-------- ლ----ის ძე ჯ-----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული შსს ს----------–---------------–-------------–--–--------–--------------ს მიერ 1-----2008 წლის N----------- ელექტრონული მომართვით წარმოდგენილი-1--------- წელს დაბადებული J-----------------ის ხელის თითის ანაბეჭდების ნიმუშისა.

1--------- წელს დაბადებული ვ-–-------- ლ----ის ძე ჯ-----ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

3.44. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად,პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი N1 და N2 -ის იდენტური კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2---------–-დ. ო----- ზ------ის ძე მ-------–--ის ხელის ანაბეჭდის ნიმუშები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 2----------–.დ. ო----- ზ------ის ძე მ-------–--ის ანაბეჭდების ნიმუშისა.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2---------–-დ. ო----- ზ------ის ზე მ-------–--ის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 0-----1--- წ.დ გ------- თ----------ის ძე ნ--------ის ხელის ანაბეჭდების ნიმუშები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 0-----1--- წ.დ. გ------- თ----------ის ძე ნ--------ის ანაბეჭდების ნიმუშისა.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 0-----1--- წ.დ გ------- თ----------ის ძე ნ--------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებულ ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 3--------- წ.დ. გ------–ა მ-------ს ასული ს-–-----ის და 3-----1--- წ.დ. დ----- ვ-–-ს ძე გ--------ის სახელზე შევსებულ დაქტილობათზე არსებულ;ი ხელის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

3.45. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ქ. თბილისი, გ-–--------------------------------------------ში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან, კერძოდ: მისაღებ ოთახში კარადის წინ იატაკზე დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან, ე.წ. ლოჯში გამათბობლის წინ დაფენილი ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ო----- მ-------–--ისგან (დაბ: 2----------–ელს) დ----- გ--------ისგან (დაბ: 3-----1--- წელს) და გ------- ნ--------ისგან ( დაბ:0-----1---წელს) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

3.46.ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად

კონვერტში მოთავსებულ საქაღალდეზე არსებულ ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ.N6_) ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომლის გენეტიკური პროფილი განსხვავდება ო----- მ-------–--ის (ობ. N30, პაკეტი, წარწერით:,, ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) სტერილურ ჩხირზე აღებული მოწმე ო----- მ-------–--ის პირის ღრუდან, დაბ.2---------–) გ------- ნ--------ის (ობ. N31, პაკეტი წარწერით: ,, ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. სპეც ბიო ჩხირზე აღებული მოწე გ------- თ----------ის ძე ნ--------ის დაბ.0----,.1--- წ. პირის ღრუდან) დ----- გ--------ის (ობ.N32; პაკეტი წარწერით: ,,... ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც,სპეც. ბიო ჩხირზე აღებული მოწმე დ----- ვ-–-ს ძე გ--------ის დაბ. 3-----1---წ. პირის ღრუდან...’) და ვ-–-------- ჯ-----ის (ობ. N33, პაკეტი წარწერით: ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. სტერილურ ბამბის თავიან ჩხირზე აღებული ბრალდებულ ვ--–------- ლ----ის ძე ჯ-----ის დაბ.1---------წ. პირის ღრუდან) გენეტიკური პროფილებისგან.

პაკეტში შტრიხ.კოდით FCD 8----- და წარწერით: საძინებელში კედელში ჩამონტაჟებული სეიფის ძირში იატაკზე ნანახი ორი ცალი რკინის ქანჩი, ერთი ცალი რკინის თარო და ერთი ცალი მეტალის ყუთი ოვალური ფორმის..“ მოთავსებულ მეტალის ყუთზე (ობ.N12) მეტალის ფირფიტაზე (ობ. N13) და ქანჩზე წარწერით ,,12“ და ,,14“ (ობ,. N14) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში მოთავსებულ ქანჩზე, წარწერით ,,19“ და ,,22“ არსებული ბიომასალის (ობ.N--) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი გ------- ნ--------ის (ობN31) გენეტიკური პროფილი იდენტურია, ხოლო მინორულ წილში არ ვლინდება ობ.N6-ი ო----- მ-------–--ის (ობ. N30) დ----- გ--------ის (ობ. N32) და ვ-–-------- ჯ-----ის (ობ.N33) გენეტიკური თანამონაწილეობა.

პაკეტში შტრიხკოდით F---------- და წარწერით: ,,მცირე ზომის ქაღალდი მიკრული მეზობლის სათვალთვალოზე ბინა N---ის კარზე.. მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.N16) გენეტიკური პროფილი გ------- ნ--------ის (ობ.N31 გენეტიკური პროფილის იდენტურია.

პაკეტში შტრიხკოდით F--------- და წარწერით „.ამოღებული 4 (ოთხი ) ც. სახრახნისი , ბინის შესასვლელში არსებული პლასტმასის ყუთიდან “ მოთავსებული ოთხ ცალი სახრახნისზე (ობ. N23-26 ) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის ბირთული დნმ- ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში შტრიხკოდით F------- და წარწერით „....1 (ერთი) ც . სახრახნისი , ამოღებულია მე-2 საძინებელში არსებული საწოლის ზედაპ..“ მოთავსებულ სახრახნისზე (ობ. N27 ) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი გ------- ნ--------ის (ობ. N31 ) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა ნივთებზე იდენტიფიკაციისთვის საკმარისი ადამიანის ბირთული დნმ- ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა ან/და გენეტიკური პროფილი იდენტიფიცირებისთვის არაინფორმატიულია.

 

3.47. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 1--------–ის N------- სასამართლო განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 18 აპრილს 12:09 საათზე ქ. თბილისი, მ--------–---------------- მიმდებარედ დაკავებულ იქნა ვ-–-------- ჯ-----ე.

 

3.48. აღნიშნულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მოწმეების: გ--–- ო---–---–ის, პ----- ჩ--------–-–---–ის, გ------- ც-–--–---–ის, თ----- ქ-----ს, ე------ ბ------–---–ის, ლ-–- ჩ----ის, ნ---- გ------–---–ის, ნ----–- თ----ის, თ------ ხ-----ს, ზ------ მ-----–---–ის, მ------ მ------–---–ის, ნ-----–---- ჭ------ის, ი-–-- მ----–--ის, მ------ ა--–-–---–ის, რ----- ნ--------–---–ის, ზ------ ვ-–----ის, ზ------ ო-----–---–ის, მ-------- ჩ------ის, თ----- თ-------ს, გ------- მ---------ის, თ---------- რ-----–---–ის, ნ--------------ის, ჯ--- მ-----–-–---–ის, ი-----–- ზ------ის, ბ--------- ი-----ის, მ------ ქ----–---–ის, ლ-–- ხ-------ის, დ----- ე-–--------–---–ის, მ------ ღ-------ის, ლ---- ბ-------–---–ის, ნ---- გ-----ის, შ--–-- კ----------ს, ა-----– წ----–-–---–ის, გ------- ვ-----------ას, გ---- ც---–---ის, ზ---- ს-----ს, ო----- ს-----ის, გ------- გ---------ის, რ----–-- ჯ-------ს, ი-----–- დ--------ის, ი-----–- კ----------ს, გ-------–---–-ს, მ--- ღ-----ის, ა-–--- თ------ს, გ------- ჟ---------ას, რ-------- პ----–---–ის, ა---------– ფ---–----–---–ის, შ--–-- ხ--–-–---–ის, გ---- გ----------ს, ლ---- წ---–-----ის, ლ---- ხ--–-–---–ის, თ----- ა--–-------ს, ნ-----------–---–ის, ბ---- ნ------ის, გ---–----- ტ------–---–ის ჩვენებები, რომლებიც მხარეთა თანხმობის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა პრეიუდიციულ მტკიცებულებებად.

 

3.49. ბრალდებულ ვ-–-------- ჯ-----ის ადვოკატის პოზიციით სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლევა საშუალებას დასარწმუნებლად, რომ ვ-–-------- ჯ-----ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. ბრალდება საქმის განხილვის განმავლობაში ცდილობდა ფონს გასულიყო მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით და გაუგებარი წარმომავლობის ე.წ. ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარემ საქმეში ვერ წარმოადგინა ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებენ, რომ ვ-–-------- ჯ-----ე წარდგენილ ბრალდებაში არის სრულიად უდანაშაულო.

 

3.50. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადასტურებულად არ მიიჩნევს ვ-–-------- ჯ-----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად.

 

3.51. განაჩენის აღწერილობით ნაწილში ვრცლად და დეტალურად იქნა აღწერილი ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და გამოიკვლია. საყურადღებოა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ არის ვ-–-------- ჯ-----ის ბრალდების მამხილებელი. კონკრეტულ საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ-–-------- ჯ-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. კერძოდ:

3.51.1. დაზარალებულ გ------– ს-–-----ის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ------– ს-–-----ის მეზობლის მ------- ფ-----ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასში მონაწილე პირთა ჩვენებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 02 აპრილს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისში, გ-–----ის მ--------------ს მ--- კ--------------------ში გ------– ს-–-----ი შევიდა თავის ძმის თ------ ს-–-----ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდა სამი პიროვნება, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდნენ თანხას.

3.51.2. დაზარალებულ გ------– ს-–-----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მასზე განხორციელებული ყაჩაღური ქმედების ერთ-ერთი მონაწილე ვ-–-------- ჯ-----ეა. გ------– ს-–-----ი თავის ჩვენებებში აღწერს იმ პირს, რომელიც მიამსგავსა ბრალდებულს, მაგრამ არ არის დარწმუნებული ბრალდებული ვ-–-------- ჯ-----ე მონაწილეობდა თუ არა მის მიმართ ჩადენილი ყაჩაღობისას; სასამართლო სხდომაზე გ------– ს-–-----მა განახადა, რომ ,,არის თუ არა ის პიროვნება დარბაზში არ იცის’’.

3.51.3. ბრალდების დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ გ------– ს-–-----ის მიერ ვ-–-------- ჯ-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, რადგან როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გ------– ს-–-----მა აჩვენა, ფოტოსურათით ამოცნობამდე, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 12 აპრილს, გ------– ს-–-----ს პოლიციელებმა აჩვენეს კამერის ჩანაწერები. მაღალი პიროვნება, რომელიც იყო ბინაში მან კამერებში ნანახსაც მიამსგავსა. აღნიშნული მოწმობს, რომ ფოტოსურათით ამოცნობა არ ჩატარებული იმ ნიშან-თვისებების მიხედვით, რაც შემთხვევის ადგილზე დაინახა და აღიქვა დაზარალებულმა, ფაქტობრივად, კამერების ჩანაწერების წინასწარი ჩვენებით გამოძიებამ ამომცნობს მიანიშნა ამოსაცნობ ობიექტზე, რაც სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ჩატარებული ამოცნობის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს.

3.51.4. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გ------– ს-–-----მა ნახა ისეთი ჩანაწერები, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ამასთან, არც საქმეში არ არის გ------– ს-–-----ის მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი და სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რა სახის კამერის ჩანაწერები აჩვენა პოლიციის თანამშრომლებმა გ------– ს-–-----ს.

3.51.5. გ------– ს-–----ის ჩვენებები საგულისხმოა იმ მხრივ, რომ გამოძიებაში გამოკითხვისას და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმში გ------– ს-–-----ი ყველგან უთითებს, რომ თავდამსხმელი იყო საშუალო სიმაღლის, სასამართლო პროცესზე დაკითხვისას კი გ------– ს-–-----მა აჩვენა, რომ თავდამსხმელი იყო ძალიან მაღალი. ფაქტობრივად, მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გაამახვილა გ------– ს-–-----მა ყურადღება ვ-–-------- ჯ-----ის ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებელზე, როგორიც არის სიმაღლე.

3.51.6. როგორც გ------– ს-–----ის, ასევე ვ-–- ო------–---–ის მიერ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების სისწორე ეჭვქვეშ დააყენა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა კრიმინალისტიკური (ფოტო-პორტრეტული) ექსპერტიზის N------- დასკვნამ, რომლის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ორივე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებზე (ასლები) გამოსახული პიროვნებები მკვეთრად განსხვავებულები არიან. აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ წესს, რომლის თანახმად, ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზეც აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამოსაცნობისგან.

3.51.7. ვ-–-------- ჯ-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს ნივთიერი მტკიცებულების, კერძოდ, ვიდეოკამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა დადგა ეჭვქვეშ. კერძოდ:

ქ. თბილისი, გ-–----ის მ--------------ს მ--- კორპუსის უკან მდებარე ე.წ. ,,ა---–-------ის“ ვიდეო სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია არ დაემთხვა ვიდეოჩანაწერში არსებულ ინფორმაციას.

შპს „მ--------–-–---–ის“ აფთიაქი ,,3----’-ის ვიდეოჩანაწერების, თ-----------------–--–- N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერების, ა----–-----–----------------ში განთავსებულ მ-----------------------------------ის განყოფილების ვიდეოჩანაწერების ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თარიღები არ დაემთხვა ვიდეოჩანაწერების დალუქვის ლუქებზე მითითებულ თარიღს, ასევე ნივთმტკიცებებს არ ერთვის ის ლუქები, რომელიც დაადასტურებდა დაცვის მხარისთვის ასლის გადაცემის მიზნით ვიდეოჩანაწერების გახსნის შემდეგ მათ დალუქვას.

აღნიშნული გარემოებები, იურდიული თვალსაზრისით, არ იძლევა საფუძველს ამ ვიდეოჩანაწერების უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითად განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტურობაც დასტურდება. კონკრეტულ შემთხვევაში კი აღნიშნული ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა ლუქების არ არსებობის და არსებული ლუქებზე თარიღების არასწორად მითითების გამო ეჭვქვეშ დადგა.

3.51.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად იმისა ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა ეჭვქვეშ დადგა, მათზე არსებული ინფორმაციაც არ არის ვ-–-------- ჯ-----ის მამხილებელი, რადგან ბრალდების მხარე მხოლოდ ვარაუდობს, რომ ვ-–-------- ჯ-----ე გადაადგილდებოდა შავი ფერის ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ ფირმის ავტომობილით, რომელიც ჩანს ამ ვიდეოჩანაწერებში. რეალურად, მტკიცებულება იმისა, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული მანქანა ეკუთვნის ვ-–-------- ჯ-----ეს და კონკრეტულ დროს ის გადაადგილდებოდა ამ მანქანით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა.

3.51.9. სასამართლო ბრალდების დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისი, თ------ის გ-------–--–-----ში განთავსებული შპს ,,ლ------ის“ სამშენებლო მასალების მაღაზიაში პირის მიერ ქანჩის და სახრახნისის შეძენა დაკავშირებულია დანაშაულის ფაქტთან. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სწორედ ვ-–-------- ჯ-----ის მიერ შეძენილ სახრახნისზე, რომელიც ამოღებულ იქნა #2-ე საძინებელ ოთახში არსებული საწოლის ზედაპირიდან, ამოვიდა გ------- ნ--------ის გენეტიკური პროფილი, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ყაჩაღობის ფაქტი ჩადენი-–-- როგორ ვ-–-------- ჯ-----ის, ასევე გ------- ნ--------ის მიერ. საყურადღებოა, რომ თავად ვ-–-------- ჯ-----ე უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს ,,ლ------ის“ მაღაზიის ვიდეოჩანაწერში ასახული პიროვნება არის თვითონ და მან შეიძინა სახრახნისი და ქანჩი, სხვა მტკიცებულება ამ ფაქტს არ ადასტურებს; ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს ,,ლ------ის“ მაღაზიაში შეძენილი ქანჩი და სახრახნისი იქნა გამოყენებული გ------– ს-–-----ის ბინაში ყაჩაღობის ჩადენისას; ეჭვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რატომ გახდა აუცილებელი 2019 წლის 9 აპრილს შემთხვევის ადგილის განმეორებითი დათვალიერება და რვა სახრახნისის და ქანჩის ამოღება, მაშინ როდესაც თავიდანვე - 2 აპრილს ჩატარებული დათვალიერებისას (როცა ბინაში დაზიანებული იყო ყველაფერი) გამოძიებამ არ ჩათვალა საჭიროდ ამ ნივთების ამოღება; ამასთან, ბრალდება ვერ ასაბუთებს, ამოღებული ქანჩიდან და სახრახნისებიდან, რომელია შეძენილი შპს ,,ლ------ის’’ მაღაზიაში.

3.51.10. საქმეში არ არსებობს არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ვ-–-------- ჯ-----ის კონკრეტულ დანაშაულთან შემხებლობას: გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვ-–-------- ჯ-----ის გენეტიკურ მონაწილეობა არ ვლინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: ე.წ. „სტამესკაზე“, მისაღებ ოთახში მარცხენა კუთხეში სარკიანი კომოდის თავზე ნანახ სხვადასხვა დოკუმენტებზე, მისაღებ ოთახში ხალიჩაზე ნანახ ელ. კაბელზე, საძინებელში კედელში ჩამონტაჟებული სეიფის ძირში იატაკზე ნანახ ორი ცალ რკინის ქანჩზე, ერთი ცალ რკინის თაროზე და ერთი ცალ მეტალის ყუთზე, მეზობლის ბინის სათვალთვალოზე მიკრული მცირე ზომის ქაღალდზე, სანადირო ბილეთზე, სააბაზანო ოთახში ნანახ ერთ ცალი მწვანე ფერის ვედროზე, საძინებელში არსებული საწოლის ზედაპირიდან ამოღებულ 1 ც. ქანჩზე და 6 ც. სახრახსნისზე. უნდა აღინიშნოს, ვ-–-------- ჯ-----ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ დასტურდება, არც ოდოროლოგიური, არც დაქტილოსკოპიური და არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; ამ ფაქტს არ ადასტურებს არც ერთი მოწმე და სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რას ემყარება ბრალდების მხარის პოზიცია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ვ-–-------- ჯ-----ე.

3.51.11. სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმე ვ-–- ო------–---–ის ჩვენებას, მისი მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. აღსანიშნავია, რომ ვ-–- ო------–---–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 2 აპრილს გაჩერებული იყო ქ. თბილისში, მ------–--------------------------–------------------ს მიმდებარედ, დაახლოებით ცხრის ნახევარზე მანქანაში ჩაუჯდა სამი პიროვნება, რომლებიც წაიყვანა გ-–----ში, მ------ მ-------------–-----–----- კორპუსთან, ორი პიროვნება ჩავიდა მანქანიდან, ხოლო დარჩენილი ერთი პირი მიიყვანა ს--------ში, ,,პ-–-----------------თან“ 150 მეტრში. ეს პიროვნება იყო წვერით, საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, რომელიც ამოიცნო ფოტოსურათით, ეს პირი იყო ვ-–-------- ჯ-----ე.

ფაქტობრივად, ვ-–- ო------–---–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იმ დროს, როდესაც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ გ------– ს-–-----ის ბინაში (როგორც ეს მითითებულია ე.წ. ,,ა---–-------ის’’ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში), ამ დროს ვ-–-------- ჯ-----ე ვ-–- ო-----–---–ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა გ-–----იდან ს--------ში, სადაც იგი ჩამოვიდა; ასევე ვ-–- ო------–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას გ-–----ის მ--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 10:12:45 – 11:04:32 სთ-ზე დროის შუალედში ავტომანქანა ,,ვოლცვაგენ ტუარეგის’’ გადაადგილდების თაობაზე, რომელსაც ბრალდების მტკიცებით მართავდა ვ-–-------- ჯ-----ე.

ვ-–- ო------–---–ის ჩვენება ფაქტობრივად წარმოადგენს ვ-–-------- ჯ-----ის ე.წ. ,,ალიბს’’ იმის თაობაზე, რომ როდესაც დანაშაულებრივი ქმედება მიმდინარეობდა ვ-–-------- ჯ-----ე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მაგრამ აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ვერ მიანიჭებს ბრალდებულის ალიბის მნიშვნელობას, რადგან ვ-–-------- ჯ-----ე უარყოფს ვ-–- ო------–---–ის ტაქსით გადაადგილების ფაქტს.

3.51.12. ბრალდების მხარეს დასკვნით სიტყვაში ვ-–-------- ჯ-----ის ბრალდების დასადასტურებლად მოყავს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოკვლეული ჩანაწერები, სადაც არის საუბარი ვ-–-------- ჯ-----ის დედის - მ------------ეს, სიდედრს ნ----------ეს, მის მეუღლეს ნ---- კ-------სა და სხვა პირთა შორის. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ამ პოზიციას, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება თავისი არსით არის ბრალდებულის ოჯახის წევრების საუბრები, რომელიც შეეხება ვ-–-------- ჯ-----ის დანაშაულთან სავარაუდო შემხებლობას; საქმეზე არ არის წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოხდებოდა მონაწილე პირთა იდენტიფიცირება; ასევე, ფარულ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საუბრები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ რაიმე ფაქტს, ეს არის მხოლოდ ვარაუდები ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ახლო ნათესავების საუბრების ბრალდების მტკიცებულებად გამოყენება აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით; საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, რომელთა კატეგორიაში შედის დედა და მეუღლე. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, ახლო ნათესავების საუბრების ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის ბრალდებას.

3.51.13. მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თოფს, რომელიც წაღებულ იქნა დაზარალებულ თ------ ს-–-----ის ბინიდან და რომელიც ვერ იქნა ამოღებული გამოძიების მიერ, რაიმე შემხებლობა აქვს ბრალდებულ ვ-–-------- ჯ-----ესთან.

3.51.14. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიებისას არსებობდა ოპერატიული ინფორმაციები, რომ დანაშაული ჩადენილი უნდა ყოფილიყო პატაკებში მითითებული პირების მიერ, ასევე მათთან და მათ ახლობლების ოჯახებში უნდა ყოფილიყო შენახული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთები, მაგრამ, როგორც საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმებით ირკვევა, არც ერთი ბინის ჩხრეკისას და არც ვ-–-------- ჯ-----ის ა/მანქანის ჩხრეკისას არ იქნა მოპოვებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

 

3.52. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაამტკიცოს ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს. (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia; „hasani gaerTianebuli samefos winaaRmdeg~, punqti 48 (Hassan v The UK). კონკრეტულ საქმეში მტკიცების ამგვარი სტანდარტი ბრალდების მხარემ ვერ წარმოაჩინა;

საკასაციო პალატამ 2017 წლის 9 ნოემბრის საქმეში #291აპ-17 აღნიშნა, რომ ,,მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას’’. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წ. 2-----–---ს განაჩენში საქმეზე #251 აპ-16 აღინიშნა, რომ ,,მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს.’’

3.53. სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ-–-------- ჯ-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რაც წარმოადგენს წარდგენილ ბრალდებაში ვ-–-------- ჯ-----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების საფუძველს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ვ-–-------- ჯ-----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რაც სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს ვ-–-------- ჯ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე.

 

5. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

5.1. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, რომლებიც ვ-–-------- ჯ-----ის სუნის კვალთან ერთად გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.2. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დალუქული ერთ პაკეტად ინახება შსს ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი, ელ. სადენი, საკეტის გულა, ე.წ „სტამესკი“, 2 ცალი ქანჩი, მომწვანო ფერის სათლი, ასევე დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული 8 ცალი სახრახნისი და ერთი ცალი ქანჩი, ვ-–-------- ჯ-----ის, დ----- გ--------ის, გ------- ნ--------ის და ო----- მ-------–--ის ნერწყვის ნიმუშებთან ერთად გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოკუმენტები, ლითონის ყუთი, ლითონის თარო, მონადირის ბილეთი, იარაღის ტარების ნებართვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს

 

5.5. ამოღებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“ სახელმწიფო N---------, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია გ-–-----------–--------------------–--- ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.6. ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკის“ სახ./ნომრით N---------, დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები, მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, რომლებიც დალუქული სახით ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.7. გ------- ნ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყუთში მოთავსებული პისტოლეტი ორ მჭიდთან ერთად და 6 ვაზნით ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ორი ცალი ქურთუკი, ბენდენა და სპორტული ფეხსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.8. გ------– ს-–-----ის, გ------- ნ--------ის, ო----- მ-------–--ის და დ----- გ--------ის სუნისა და ხელის კვლის ნიმუშები, დალუქული სახით ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5.9. ვ-–-------- ჯ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი პირის საპარსი, დალუქული ცალ-ცალკე 4 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-------------ის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა და გადაეცა გამომძიებელს: ლ---- ჩ----ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე; სააფთიაქო ქსელ „ე-------------- ფი-–--ლიდან ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე; აფთიაქი „3---’’-დან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „ლ------იდან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე; მ-----------------------------------ის ვიდეოჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული ცალ-ცალკე 5 პაკეტად; ვ-–- ო------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ჩაწერი-–-- ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 2 ცალ ლაზერულ დისკზე, ცალ-ცალკე 2 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ჩაწერილი 4 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–-------- ჯ-----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. ვ-–-------- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ვ-–-------- ჯ-----ეს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. ნივთმტკიცებები:

 

4.1. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, რომლებიც ვ-–-------- ჯ-----ის სუნის კვალთან ერთად გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4.2. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი, ელ. სადენი, საკეტის გულა, ე.წ „სტამესკი“, 2 ცალი ქანჩი, მომწვანო ფერის სათლი, ასევე დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული 8 ცალი სახრახნისი და ერთი ცალი ქანჩი, ვ-–-------- ჯ-----ის, დ----- გ--------ის, გ------- ნ--------ის და ო----- მ-------–--ის ნერწყვის ნიმუშებთან ერთად გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4.4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დოკუმენტები, ლითონის ყუთი, ლითონის თარო, მონადირის ბილეთი, იარაღის ტარების ნებართვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4.5. ამოღებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“, სახ.ნომრით N---------, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია გ-–-----------–--------------------–--- ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4.6. ავტომანქანა „ფოლცვაგენ ტუარეკი“ სახ.ნომრით N---------, დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები, მოთეთრო ფერის პლასტმასის ნიღაბი, რომლებიც დალუქული სახით ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4.7. გ------- ნ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყუთში მოთავსებული პისტოლეტი ორ მჭიდთან ერთად და 6 ვაზნით, ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ორი ცალი ქურთუკი, ბენდენა და სპორტული ფეხსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც გადაგზავნი-–-- ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4.8. გ------– ს-–-----ის, გ------- ნ--------ის, ო----- მ-------–--ის და დ----- გ--------ის სუნისა და ხელის კვლის ნიმუშები დალუქული სახით ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

4.9. ვ-–-------- ჯ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი კბილის ჯაგრისი და ერთი ცალი პირის საპარსი, დალუქული ცალ-ცალკე 4 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/