საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:
„61. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.“.
2. 81-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 დეკემბერი 2021 წ. N1105-VIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1105-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 090000000.05.001.020447.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1105-VIმს-Xმპ, 15.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020447 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5306071/