განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №17002149800-1/238-17w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
28 დეკემბერი 2017 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გე-–-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ი-----–- ი-–--ს-ძე ვ----ე, დაბადებული 1----–-–----- ა-----–ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა----------------, სოფელი გ--–----და;
ადვოკატი - ეკატერინა ა--–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ი-----–- ვ----ემ 2017 წლის 16 სექტემბერს დაახლოებით 15:00 საათზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--–----დაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ------- გ--–--ეს, რა დროსაც მან რამოდენიმეჯერ შეაფურთხა მას სახეში, შემდეგ კი ხელი დაარტყა მარცხენა მხარში, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია მ------- გ--–--ის ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი-----–- ვ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით;
მ------- გ--–--ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ათი წელია ცხოვრობს ასპინძის რაიონ, სოფელი გ--–----დაში მეუღლე ი-----–- ვ----ესთან ერთად, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეს მისთვის არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა. 2017 წლის 16 სექტემბერს სახლში ყოფნისას მეუღლე ი-----–- ვ----ემ ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები. ი-----–- ვ----ე ძალადობდა მასზე და ეუბნებოდა, რომ მისი და იყო ცუდი ყოფაქცევის და ისიც იმნაირი იქნებოდა, თხოვდა გაჩერებულიყო თუმცა ის განაგრძობდა მის ლანძღვა-გინებას, კერძოდ სახე მიუტანა ახლოს და რამოდენიმეჯერ შეაფურთხა სახეში. რამდენჯერმე სცადა გაეწია სახე, რომ არ შეეფურთხებინა თუმცა იმდენჯერ სახეს უსწორებდა და აფურთხებდა, ამ შეურაცხყოფის მიყენების დროს ი-----–- გაწია ხელით გვერდზე რომ თავი დაენებებინა, სწორედ ამ დროს ი-----–- ვ----ემ მას ხელი ჰკრა მხარში ძლიერად, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ. 5-8;82-84;116-118;
ნ-----–ი კ----ის ჩვენება რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ასპინძის რაიონ, სოფელი გ--–----დაში ი-----–- ვ----ის და მ------- გ--–--ის მეზობლად, 2017 წლის 16 სექტემბერს სახლიდან გარეთ გამოვიდა რა დროსაც გაიგონა ი-----–- ვ----ის სახლიდან მისი ყვირილის და გინების ხმა, რომელიც აგინებდა და უყვიროდა მეუღლე მ------- გ--–--ეს.
იხ. ს.ფ. 57-59;
ი-----–- ვ----ის ჩვენება რომლის თანახმად ათი წელია ცხოვრობს ასპინძის რაიონ, სოფელი გ--–----დაში მეუღლე მ------- გ--–--ესთან ერთად, 2017 წლის 16 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში რა დროსაც გაიგონა მეუღლის ყვირილი, გამოვიდა გარეთ და დაინახა რომ მეუღლე უყვიროდა მათ ავადმყოფ შვილს, შენიშვა მისცა მეუღლეს ნუ უყვიროდა ბავშვს, რა დროსაც მ-------მ მას დაუწყო ყვირილი, მან ხელი მიარტყა მხარზე მ------- გ--–--ეს. კონფლიქტის დროს მ------- გ--–--ეს მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა დედის მისამართით. მან სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
იხ. ს.ფ. 21-24;
2017 წლის 18 სექტემბრის №790/05/9-2 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მ------- გ--–--ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად.
იხ. ს.ფ. 63-65;
ი-----–- ვ----ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ--- გ--–--ის, მ-----–- გ--–--ის, ნ----–ი კ----ის, ბ----- შ----ის, ლ---–ა კ---------–---–ის, მ-----– კ----ის, ს------- ა--–--ის, ი-–-- ვ----ის, ნ----- ვ----ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მ------- გ--–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ი-----–- ვ----ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2.სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
3.3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.4.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5.მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
3.6.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება და ბრალდებულის აღიარება), უტყუარად დასტურდება რომ ი-----–- ვ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კონკრეტულ შემთხვევაში მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ------- გ--–--ეს,რამოდენიმეჯერ შეაფურთხა მას სახეში, შემდეგ კი ხელი დაარტყა მარცხენა მხარში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია მ------- გ--–--ის ფიზიკური ტკივილი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტურ შემადგენლობას იძლევა.
3.7. სასამართლო მიუთითებს, რომ ი-----–- ვ----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება გარდა მის მიერ ბრალის აღიარებისა, დასტურდება ისეთი ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით როგორიცაა, მოწმეთა - მ--- გ--–--ის, მ-----–- გ--–--ის, ნ----–ი კ----ის, ბ----- შ----ის, ლ---–ა კ---------–---–ის, მ-----– კ----ის, ს------- ა--–--ის, ი-–-- ვ----ის, ნ----- ვ----ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.9. მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას და ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ი-----–- ვ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
4.1.ი-----–- ვ----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. სასჯელის დასაბუთება:
5.1. ი-----–- ვ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ;
5.1 ი-----–- ვ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და მონანიება.
5.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ვ----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი,საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
5.3.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-----–- ვ----ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- ვ----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი-----–- ვ----ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.
2. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ი-----–- ვ----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ი-----–- ვ----ეს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;
4. ი-----–- ვ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი