გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210016001611168
N2/2840-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე: კო---------ნე ბა---–--ე;
წარმომადგენელი: იზ---–--- გო------ე;
მოპასუხე: გრი----– ბა---–--ე (არ გამოცხადდა);
მოპასუხე: სს „სა---------–--ს ბ---ი“;
წარმომადგენელი ევგენი მელაძე;
დავის საგანი: ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლებული იქნას ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, 2016 წლის 22 აგვისტოს ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული ნივთები: სამეული ნაჭრის ზედაპირით, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი „მიდეა“, გამათბობელი თეთრი ფერის კონვექტორით.
სარჩელის საფუძვლები:
1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით გრი----– ბა---–--ეს, ნი----–--ზ სვ-----სა და ე-–--ე კო--------ძეს, სოლიდარულად, სს „სა---------–--ს ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 43966,37 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 22 აგვისტოს მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში აღწერა და დააყადაღა მოძრავი ნივთები, რომელიც არ წარმოადგენს მისი ძმის გრი----– ბა---–--ის საკუთრებას, მისი ოჯახის წევრებმა აღმასრულებელს განუცხადეს, რომ მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა გრი----– ბა---–--ის საკუთრებას, რაც გათვალისწინებული არ იქნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე სს „სა---------–--ს ბ---ის“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი)
2.2. მოპასუხე გრი----– ბა---–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთი აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 22 აგვისტოს აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში ლ. ა-------ის მე-7 შესახ. N19 საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სამეული ნაჭრის ზედაპირით, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი „მიდეა“, გამათბობელი თეთრი ფერის კონვექტორით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-12
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. იხ ს. ფ 18-19;
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ ქ. ქუთაისი ლ. ა-------ის მე-7 შესახ. N19-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N03.04.29.114 საკუთრების უფლებით ირიცხება კო---------ნე ბა---–--ის სახელზე 2010 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-12
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ. ს. ფ. 21-22)
3.1.3. საქმის მასალებით, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 25 სექტემბრის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე გრი----– ბა---–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 21-22)
- ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. (იხ ს. ფ 18-19);
3.2.2 მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ კო---------ნე ბა---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია კო---------ნე ბა---–--ის საკუთრებად და შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის მოსარჩელე კო---------ნე ბა---–--ე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სს „სა---------–--ს ბ---ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გრი----– ბა---–--ეს.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ კო---------ნე ბა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ნოემბრის მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. კო---------ნე ბა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 22 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სამეული ნაჭრის ზედაპირით, პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი „მიდეა“, გამათბობელი თეთრი ფერის კონვექტორით.
3. მოპასუხე გრი----– ბა---–--ეს კო---------ნე ბა---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (სარჩელის 50, უზრუნველყოფის 50) ლარის გადახდა;
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე